შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაზინოს ქალბატონი(თავი 1)


19-08-2017, 18:23
ავტორი ani17ani
ნანახია 1 511

ისტორია ბანალური ფრაზით უნდა დავიწყო.ოხ,როგორ მძაგს სენტიმენტალიზმი,მაგრამ რას ვიზამთ,მაინცც..
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე.ვერ გაიგებ საით ტრიალებს შენი ბედის ბორბალი ან როდის,ვისთან გაჩერდება იგი.თუმცა მოდით,ყოველივე ეს პრაქტიკაში განვიხილოთ.
მაღვიძარამ დილის 8 საათზე დარეკა.მოსაბეზრებელ მუსიკას უკმაყოფილო მზერა და ჩვეული წუწუნი შევაგებე. საწოლიდან ზოზინით გადმოვძვერი.მიუხედავად ამ დღის მნიშვნელობასა,მაინც სასწაულად მძაგს დილით ადრე გაღვიძება.თუმცა კარგით,მოდით ახლა ამ დღის მნიშნელობას დავუბრუნდეთ.
12 ივნისის დილაა,დღეს მეძლევა საშუალება ჩემი ცოდნისა და განათლების რეალიზაცია მოვახდინო.რთულია,როგორც მენეჯერი კარგ კომპანიაში კარგ თანანმდებობაზე დასაქმდე.თუმცა არა,ეს მე არ მეხება.ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსტეტის მენეჯმენტის სკოლა წარჩინებით დავამთავრე და ბაკალავრის ხარისხიც მივიღე.ახლა კი სანამ მაგისტატურაზე ვიფიქრებ,დროა კარგი სამსახური ვიპოვნო.
გამარჯობათ,მე დინა კილასონია ვარ.22 წლის.საქართველოში რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი ამერიკიდან.ჩემი მშობლები,მაია და იაკობი,მეტისმეტად დიდი სიყვარულითა და ყურადღებით მზრდიდნენ,ალბათ იმიტომ რომ მე მათი ერთადერთი შვილი ვარ.მამა არქიტექტორია,დედა კი ისტორიის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში.
ეს მცირე ინფორმაცია ჩემს შესახებ რათა უცხო არ იყოს ის ადამინი თქვენთვის,ვის ისტორიასაც კითხულობთ.
მოკლედ,ადგომის შემდეგ ჯერ აბაზანას მივაშურე,შემდგომ ჩემს ტანსაცმლის კარადას,კლასიკური შარვალი და ზედა მოვირგე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და სარკეში საკუთარი თავის შემხედვარე კმაყოფილების განცამ შემიპყრო.თუმცა ახლა ამის დრო არ არის,12ზე ვარ დაბარებული გასაუბრებაზე.ახლა კი უკვე 11 სრულდება.სამზარეულოში გასულს მოფუსფუსე მაიკო დამხვდა:
-დილამშვიდობისა დე,რას შეჭამ?
-არაფერს დედი,გასაუბრებაზე მაგვიანდება და თან კბილები უკვე გამოვიხეხე
ამაზე ორივეს გაგვეცინა,შემდეგ საათს გავხედე,ჩანთას ვტაცე ხელი და კარისკენ დავიძარი.
-წავედი დედი,დაგირეკავ რას ვიზამ
-ხომ არ ნერვიულობ დინა?
-ვნერვიულობ მაი აბა რას ვშვრები,ხო იცი წინაზე არც ერთხელ გამიმართლა.
-ეგ შენი ბრალი არ იყო,თავს ნუ იდანაშაულებ და შენს თავდაჯერბულობას ნუ აყენებ ჩრდილს.
-უხ ჩემი საყვარელი დედიკო.- მივედი მაიკოს ვაკოცე,სახლიდან გავედი და კიბეებს ჩავუყევი.
ვგრძნობ როგორ მეძაბება სხეული,ნერვიულობამ მთლად ამტიანა.წინა ორ გასაუბრებაზე მითხრეს კარგი კადრი ხარ თუმცა ჩვენ სხვანარი გვჭირდებაო.გავბრაზდი და ხმის ამოუღებლად წამოვედი სახლში.დღევანდელ მარცხს კი უკვე ვეღარ გადავიტან.ჩემმა ბავშობის დაქალმა,თინამ მირჩია ამ კომპანიაში გამეგზავნა სივი,უდიდესი ფული ტრიალებს იქ და მენეჯერს,თუნდაც უმცროს კარგი ანაზღაურება აქვსო,კარგი კი არა ,იდეალური-2300 ლარი.ამიტომაც დაუფიქრებლად გავუგზავნე თინას სივი,მან კი იმ კომპანიაში გადააგზვანა.ნელ-ნელა ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს,საჭეს უკვე მექანიკურად ვმართავ.გარშემო მრავალი შენობაა,აქეთ კარფური,იქით კაზინო და აი ისიც,თი ბი სი ბანკის სათაო ოფისი.მგონი ის უნდა იყოს გასაუბრების ადგილი.მანქანა პარკინგზე უნდა გამეჩერებინა თავისუფალ ადგილას,თუმცა წამის მეასედში დიდმა გელენდვაგენმა შემასწრო და ლამის დაავრტყი მოულოდნელობისგან.ძალიან გავმწარდი,ბრაზმა ამიტანა თუმცა ახლა ამის დროა არ იყო,თორემ დიდი სიამოვნებით გავცემდი საკადრის პასუხს.შუშები დაბურული იყო,მძღოლს საერთოდ ვერ ვხედავდი.ის-ის იყო მის გვერდით უნდა დამეყენებინა ჩემი მანქანა რომ,ახლა მეორე იგივე მარკის ავტომანქანამ სცადა დასწრება და ადგილის წართმევა ჩემთვის.თუმცა ამ დროს წინ მდგომი ავტომობილიდან გაისმა ბოხი ხმა:
-კოსტა,ქალბატონს დაუთმეთ.
მანქანა უკან გამობრუნდა და ადგილი დამითმო.
„ახ,თვითონ დაიკავა ჩემი ადგილი და ახლა სხვას აიძულებს დამითმოს,უზრდელი იდიოტი“.ვფიქრობდი ჩემთვის.
ვეცადე ეს თავხედი პიროვნება დამენახა,თუმცა ამაოდ.და აი კიდევ,კიდევ ერთი გელენდვაგენი.მივხდი,რომ ბოხხმიანი „მნიშვნელოვანი“ ადამიანი უნდა ყოფილიყო,დანარჩენი ორი მანქანა კი მის დაცვას ეკუთვნოდა.თუმცა,რაში მაინტერესებს??ჯანდაბა რა დროს ესაა?მანქანიდა გადმოვაჭერი,ჯიბიდან ფურცელზე დაწერილი მისამართი ამოვიღე და უკანმოუხედავად ავიღე გეზი გასასვლელისკენ,თუმცა სასტიკად ბოხმა და ცივმა ხმამ შემაჩერა:
-ქალბატონი,რაღაც დაგივარდათ.
უკან გავიხედე,ის იყო,ბოხხმიანი ხო,ნადმვილად „მნიშვნელოვანი“ ადამიანი უნდა ყოფილიყო.მაღალი,ბრგე მამაკაცი,სოლიდურ სამომსში გამოწყობილი თავისი მუქი თვალებით შემომცქეროდა და ხელით ჩემი პიჯაკის ღილს მაწვდიდა.
უცებ მოვეგე გონს,რაც მისი შემხედვარე საკლამაოდ რთული იყო.წეღანდელი ბრაზი მომაწვა.
„მაინც თავხედი იდიოტია“ გავიფიქრე და ცივად მივუგე:
-მადლობა.
ზურგი ვაქცია და გზის გაგრძელებას ვაპირებდი რომ კვლავ..ჯანდაბა,ისევ მისი ხმა:
-მადლობა მხოლოდ ამისთვის?-ირონიულად ჩაიცინა
-კიდევ რისთვის ელოდებით მადლობას?-არ დავაკელი ირონია და სარკაზმი
-იმისათვის რომ ადგილი დაგითმეთ-ურცხვად მიღიმის ეს იდიოტი
-მადლობას მაშინ დაიმსახურებდით,თუ თქვენ თვითინ დამითმობდით საპარკინგო ადგილს,უფრო სწორედ კი არ დამითმობდით,არ წამართმევდით.
უცნობს გაეცინა და ისევ მომმართა;
-უკაცრავად თქვენი სახელი დამავიწყდა ქალბატონო
ახ,როგორი ნაცნობი და გაცვეთლი ხრიკია.პასუხიც მზად მაქვს,რა თქმა უნდა:
-დაგავიწყდათ?-გავიცინე და ირონიულად ვუპასუხე:-როგორ დაგავიწყდებოდათ,როდესაც საერთოდ არ მითქვამს.ახლა კი,კარგად ბრძანდებოდეთ!
და ჩემი გზას გავუყევი.
-მომავალ შეხვედრამდე!-გზად დამეწია მისი ხმა და შემდგომ სიცილი.
ოხ როგორ მაღიზიანებდა მისი ირონიული სიცილი.
„კი მაგრამ,რომელი მომვალი შეხვედრა?რატომ ფიქრობს ეს თავხედი რომ ჩვენი მომავალი შეხვედრა საერთოდ შედგება?თავდაჯერებული იდიოტი,ღმერთმა მეორედ ნუ შემახვედროს“
ეს იყო უკანასკნელი რაც მასზე გავიფიქრე,საათს დავხედე და უკვე 11:45 იყო.ჯანდაბა სულ იმ თავხედის ბრალია.გამალებით შევუდექი რობაქიძის 8 ნომრის ძიებას.ბანკის შენობაში შევაბიჯე დაუფიქრებლად და სასხვათაშორისოდ ვკითხე მიმღებ კონსულტანტს:
-უკაცრავად,ეს არის ხომ რობაქიძის 8 ნომერი?
-არა ქალბატონი ეს 7 ნომერია,აი 8 ნომერი პირდაპირაა-და თითით მანიშნა მოპირდაპირე შენობაზე
მის თითს გავაყოლე თვალი და ადგილზე გავშეშდი.წინ უზარმაზარი შენობა იდგა.შენობა სახელად “casino royal”.
“ჯანდაბა,კანიზო????სერიოზულად?თინის მოვკლავ!რა კანიზინო,არა მე იქ არ მივალ.ეს გოგო გამაგიჟებს,არა კი აზარტული იყო მთელი ცხოვრება მარა მე,რა მენეჯერი კანიზოში,არა ნამდვილად მოვკლავ!!“
მსგავსი აზრები მიტრიალებდა თავში და ავტომატურად მივაბიჯებდი მოპირდაპირე შენობისკენ.შესასვლელთან შევჩერდი,კარგად გავიაზრე სიტუაცია და გავიფიქრე:
„მე აქ არავინ მომთხოვს თამაშს,ჯანდაბა დინა რა იდიოტი ხარ,შენ აქ მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ მოხვედი“
ღრმად ჩავისუნთქე და ის-ის იყო უნდა შევსულიყავი შენობაში რომ უეცრად ნაცნობი სიცილი მომესმა,რომელიც უკვე ასე მეზიზღებოდა.ირგვლივ მიმოვიხედე თუმცა ობიექტი არ ჩანდა.სწრაფად ამოვიგდე ამაზე ფიქრი თავიდან,უკვე 11:57 იყო.დრო აღარ იცდიდა.
სწრაფად შევაბიჯე კაზინოს შენობაში.
შენობაში,რომელსაც უნდა მოეხდინა რადიკალური ცვლილება ჩემს პროფესიულ გზაზე.
უფრო კონკრეტულად კი ,შენობაში,რომელმაც ჩემდა დამოუკიდებლად,უკუღმა დაატრიალა ჩემი ბედის ბორბალი.


გამარჯობათ ძვირფასო მკითხველებო.ეს ჩემი პირველი ისტორიაა,პირველი ცდა ამ სფეროში.ველოდები თქვენს კომენტარებსა და შეფასებებს.გაგრძელებად ღირს?



№1 სტუმარი coraline

kii gaagrdzele, ogond tavebi gazarde da gramatikul shecdomebsac miaqcie yuradgeba

 


№2 სტუმარი Guest ნიტა

გაგრძელებად ღირს ნამდვილად,ოღონდ თავები გაზარდე და არ დააგვიანო ხოლმე

 


№3  offline წევრი mia15

გააგრძელე საინტერესო ჩანს.ველი შემდეგ თავს

 


საინტერესო ჩანს, მე დამაინტერესა ყოველ შემთხვევაში, იმედია ახალ თAვს მალე დადებ და არ დააგვიანებ
kissing_heart

 


№5 სტუმარი taso

Gaagrdzele aucileblad ,ar shewyvito,da ar daigviano xolme male dade

 


№6 სტუმარი Guest Lia

coraline
kii gaagrdzele, ogond tavebi gazarde da gramatikul shecdomebsac miaqcie yuradgeba

 


№7 სტუმარი Guest megi

Tu gagrdzelebas ar apirebt saertod rato debt mashvin? Geubnebian gaagrdzeleo shen ki arc agrdzeleb da arc imas ambob saertod odesme gaagrdzeleb tu ara? me momewona da tu gaagrdzeleb kargi iqneba

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

რატომ არ აგრძელებთ ამ ისტორიას. გააგრძელეთ ველით შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent