შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(VI თავი)


20-08-2017, 00:15
ავტორი nina.d.
ნანახია 3 568

სახლში მისულს, ნია გარეთ დამხვდა ბავშვებთან ერთად. ზურას კისერზე ეჯდა, თმებს აწიწკნიდა და იცინოდა. ჩემი ბედნიერება გოგო, მათკენ წავედი.
-ნახე ვინ მოვიდა._უთხრა ნიკამ და გაუცინა.
-ვინ?_იკითხა ნიამ და ჩემკენ გამოიხედა. სახე გაუბრწყინდა, ზურამ ძირს ჩამოსვა. ჩემი გადარეულიც კისრისტეხით გამოიქცა და ჩამეხუტა.
-დაიკოს სიხარული._ღიმილით ვუთხარი და სახე დავუკოცნე. ლოყაზე მაკოცა თავისი პატარა ტუჩებით. გული სიხარულით ამევსო და მთელი ძალით ჩავიხუტე.
-რა კარგები ხართ._მითხრა ზურამ და ორივეს ერთად ჩაგვეხუტა.
ზურას, ნიკასა და ნუცას გარდა იქ სხვებიც იყვნენ. ჩაცუცქულები საუბრობდნენ და თან სიგარეტს აბოლებდნენ. კაი ბიჭობა და რაღაც პონტები, ნუ ხო ხვდებით.
-იმედია ბილწი სიტყვები არ მოუსმენია ნიაკოს._თვალმოჭუტყლმა გადავხედე სამივეს.
-არა, არ მოუსმენია. შენ ამ დრომდე სად იყავი?_მკითხა ნუციკომ.
-შეხვედრა მქონდა.
-საქმიანი თუ ისე?_დაიწყო დაკითხვა უმცროსმა ლეიტენანტმა ნუცა კახიძემ.
-ისე._ზურას გაუკვირდა,ნუცას და ნიკას თვალები უბრწყინავდათ.
-როდის გაიცანი?_დაკითხვა კაპიტანმა ზურიკელამ განაგრძო.
-დღეს. კახეთიდან, რომ მოვდიოდი ავარიაში მოყვა, ძმაკაცებთან ერთად. სანამ სასწრაფო მოვიდა მისი თავი მეკავა.
-ოოოუუ, რა საყვარლობაა._თქვა ნუცამ და თვალი ჩამიკრა.
-გვეშველა ხალხო._იყვირა ნიკამ და ჩამეხუტა.
-ავადმყოფო._სიცილით ვუთხარი და მეც ჩავეხუტე. ნიკას არასდროს უყვარდა ჩემი მოწყენილი სახის დანახვა, არ მოსწონდა ჩემ გარეშე, რომ უწევდათ ბევრი რამის გაკეთება. ზურა კი სხვაა, მას ესმის, რომ ნიასთან უნდა ვიყო და შეგუებულია ამას. ნუცა ჩემი დაა, ყველაფერი ესმის და ნიკასავით არ ბრაზდება დაღლილს არაფრის ხალისი და თავი, რომ არ მაქვს.
-რა ჰქვია შენს ახალ ბიჭს?
-ახალი ხო გეგონება ძველი ჰყავდა რა._სიცილით თქვა ნიკამ და ენა გამომიყო.
-ბექა მესხი.
-მოიცა ჩვენი ბექა?_გაკვირვებულმა თქვა ზურამ.
-თქვენი?
-კი ჩვენი ნაცნობია.
-მოკლედ რა. ყველას რატომ იცნობთ?
-კაქი ელთი._ისევ ნიკამ იმასხრა.
-ჩემი თოჯინა ბიჭი._ლოყაზე ვუჩქმიტე.
-ველურო.
-მხეცო._სიცილით ვუთხარი.
-ნადირებო გეყოთ კინკლაობა._მიამხეცა ზურიკელამ.
ერთი ბაჭია, რომ გვყევხარ საკმარისია.
-აბა მე ვინ ვარ?_გაბუსხულმა თქვა ნუცამ.
-შენ გველი ხარ შვილო, გველი._სიცილით ვუთხარი და ენა გამოვუყავი.
-გველი მოგკლავს შენ.
-აი ეს მოკალი, ნე შვილიანი ვარ._ნიკას ხელი ვკარი, ნუცას დაეჯახა და სატრფო, რომ არ წაექცია წელზე ხელი მოხვია. რამდენიმე წუთი ასე იდგნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. მე, ნია და ზურა კი ჩვენთვის ვჩურჩულებდით, რომ ხელი არ შეგვეშალა გვრიტებისთვის. გონს ბიჭების სტვენამ მოგვიყვანა, ნუცა სწრაფად მოშორდა ნიკას და გვერდით ამომიდგა. ნიკას ისეთი სახე ჰქონდა ალბათ მოკლავდა იმ საწყალს, რომელმაც დაუსტვინა. ზურამ მხარზე ხელი დაარტყა და ჩვენთან მოიყვანა.
-ეს იდიოტების ბანდა აქ საიდან გაჩნდა?_ვიკითხე გაბრაზებულმა.
-მეზობელ კორპუსში გადმოვიდა ვიღაც ტიპი და იმასთან არიან._მითხრა არცისე მშვიდად მყოფმა ნიკამ.
-თუ რამეს გეტყვიან ეგრევე ჩვენთან გადმოამისამართეთ._თვალი ჩაგვიკრა ზურამ.
-არ მინდა ამათი ყურება, წამო სადმე წავიდეთ._ვთქვი ღიმილით და თვალი მოვავლე სამივეს.
-სად წავიდეთ?
-მთაწმინდაზე ავიდეთ.
-ჩემი გენიოსი._შუბლზე მაკოცა ნიკამ და ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო.
-აუ წავალ კეტებს და ჯინსს ჩავიცმევ და მოვფრინავ._სიცილით ვუთხარი.
-მიდი, გელოდებით._ნია ნიკამ აიყვანა ხელში. სახლში ავირბინე, გამოვიცვალე და ისევ ქვემოთ ჩავედი.
-ჩემი შუსტრი გოგო._სიცილით მითხრა ნუცამ და მანქანისკენ წავიდა.
-ნუცა დღეს შენ უკან ჯდები.
-რატო ვითომ?
-ნიკამ გზას უნდა უყუროს.
როგორც იქნა გაჩუმდა ნუცა და უკან დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი და ნია კალთაში ჩავისვი. მთაწმინდაზე ავედით, პირველ რიგში ბამბის ნაყინები ვიყიდეთ. მარტო ნიას კი არ უყვარს. ეშმაკის ბორბალზე დავსხედით, ჩემ პატარა გოგოს სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა. იმდენი ვიბოდიალეთ და ნიაკომ იმდენი გვარბენინა, რომ ფეხები აღარ მემორჩილებოდა. სკამზე მოწყვეტით დავეცი, ნუცა და ნიაც გვერდით მომისხდნენ.
-დალევთ რამეს?_გვკითხა ნიკამ.
-აუ ნიკუშ, ნიას წყალი, მე კი ლუდი და კოკა-კოლა მინდა.
-კიდევ რას ინებებ?_სიცილით მითხრა.
-მოიტან ახლა თუ მე წავიდე._ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი.
-მივდივარ._ისევ გაიცინა და დანარჩენებს გახედა. ნუცამ კოკა-კოლა, ზურამ კი ლუდი დააბარა. გაქანებუ საუბარში ვიყავით ჰორიზონტზე გაბრიელი და ლექსო, რომ გამოჩნდნენ. არა რა, ეს თუ სადმე თვალში არ გამეჩხირა არ შეუძლუა ისე, გაბრაზებულმა გავიფიქრე და ლუდის სმა განვაგრძე. აი ლექსომ, რომ დამინახა ჯიბიდან მობილური ამოვიღე და სანამ გაბრიელს შეატყობინებდა მივწერე.
-არ გაბედო იცოდე, არ მინდა შენი ძმაკაცის ნახვა._გაეცინა და პასუხის აკრეფა დაიწყო.
-ვიცი, მესმის შენი._მის პასუხზე გამეცინა, გვერდით მივბრუნდი და სახეზე თმები ჩამოვიფარე, რომ ვერ ვეცნე. მართლაც ლექსოს დამსახურებით მალე წავიდნენ. ამოვისუნთქე და სკამზე მოხერხებულად მოვთავსდი. ცოტახანი კიდევ ვიბოდიალეთ. სანამ მანქანასთან მივიდოდით ნუცამ ფოტოებით აგვიკლო, ყოველ ნაბიჯზე გვიღებდა. და უეჭველი ვიცი, რომ ეს ფეისბუქზე აღმოჩნდება. კიდევ კარგი მე არ ვმართავ ჩემს ფეისბუქს თორემ ამას რა ეშველებოდა. ათასში ერთხელ შევდივარ და ყოველ ჯერზე ჩემი სხვადასხვა ფოტო მხვდება. კარგებია თორემ ნუცა შარში იქნებოდა. პოზიორობის და ცანცარის შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით. იქ მისულებს ვითომ კაი ტიპების ბანდა ისევ იქ დაგვხვდა. ერთმანეთს გადავხედეთ და ამოვიხვნეშეთ, ამაზე სიცილი აგვიტყდა. სახლებში ავედით. ნია დასაწოლად მოვამზადე და თავის საწოლში ჩავაწვინე. შუბლზე ვაკოცე და იატაკზე დავჯექი, რომ მისთვის ზღაპარი წამეკითხა. მალევე ჩაეძინა, მეც მოვემზადე დასაძინებლად და საწოლში შევძვერი. ლეპტოპი ავიღე და ცოტახანს ფეისბუქზე შევედი, არ შევმცდარვარ, ნუცამ მართლაც გამოაჭენა ჩვენი ფოტო. ნიკას დაჭყანულ სახეზე გამეცინა და შეტყობინებებში შევედი. ოჰო, ბიჭებმა გადაბუგეს აქაურობა, არ ეზარებათ მაინც? მეგობრობის თხოვნებში გაბრიელი და ბექა დამხვდნენ. ორივე დავამატე, მოვუძებნივარ ვაჟბატონს, არადა მეგონა დაკავებული იქნებოდა. გამოვედი და ლეპტოპი ტუმბოზე გადავდე. თვალები დავხუჭე და მალევე გადავეშვი მორფეოსის სამყროში.

დილით როგორც ყოველთვის ზარმა გამაღვიძა. მაგრამ ამასთან ერთად ბექას შეტყობინება დამხვდა.
-დილამშვიდობისა მძინარე მზეთუნახავო._დადებითი ემოციებით ავივსე და პასუხი დავუბრუნე.
-დილამშვიდობისა პრინცო._სიცილის მივაყოლე და ფეხზე წამოვდექი. სწრაფად მოვწესრიგდი, ნიამაც გაიღვიძა. ერთად ვისაუზმეთ და ბებოსთან ჩავედით. ბავშვები ქვემოთ დამხვდნენ. სამივეს ვაკოცე და მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოვიღე.
-დღეს ჩემთან მოეთრიეთ ყველა, კარგი?_სიცილით ვუთხარი.
-რა ხდება?
-ძველი დრო გავიხსენოთ.
-ჯიგარი ხარ რა._სიცილით მითხრა ნიკამ და ლოყაზე მაკოცა.
-კაი წავედი ეხლა ჩვენ და საღამოს გნახავთ._მე და ნუცა მანქანაში ჩავსხედით, ჯერ ის მივიყვანე და სამსახურის გზას გავუყევი. სადგომზე დავაყენე თუ არა მანქანა ლექსო და გაბრიელიც მოვიდნენ. ერთი მხრიდან გაბრიელის მანქანა, მეორე მხრიდან ლექსოს მანქანა. სიცილით გადმოვედი მანქანიდან. ვაჟბატონი მძღოლმა მოიყვანა, როგორ არ მომწონს ასეთი ხალხი, იყავი ლექსოსნაირი რა მოგივა?! გავიფიქრე და ლექსოს გვერდით ამოვუდექი. მხოლოდ ერთმანეთს მივესალმეთ და შენობაში შევედით. ლიფტის კარი დაიხურა თუ არა ლექსომ ენა ამოიდგა.
-გუშინ როგორ ჩაიარა შენმა პაემანმა?_მოიცა ამან საიდან იცის?
-ძმაკაცებიც ჭორაობთ?_ირონიულად გადავხედე გაბრიელს.
-ხანდახან._სიცილით მითხრა ლექსომ.
-ისე კარგად ჩაიარა, რომ დღეს ჩემებს უნდა გავაცნო. ბატონო გაბრიელ თქვენ მგონი გითხარით, რომ თქვენი საქმე არაა ვის შევხვდები._ისევ ირონიულად ვუთხარი, მისი სახე უნდა გენახათ, ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან და ბოლს უშვებდა ყურებიდან.

გამარჯვებული სახით დავტოვე ლიფტი და ჩემს ოთახში შევედი, რამდენიმე წამში ისიც უკან შემომყვა და კარი მიაბრახუნა.
-ჩამოინგრევა შენობა თუ ასე გააგრძელებ._ნაგლურად ვუთხარი და ქურთუკი საკიდზე დავკიდე.
-არ მადარდებს! საიდან მოიტანე, რომ მე არ მეხება ვის შეხვდები და ვის არა?_მკითხა გაცეცხლებულმა, თან თვალებს აცეცებდა, რომ რამე დაელეწა დეგენერატს.
-საიდან მოვიტანე? შენ მხოლოდ ჩემი უფროსი ხარ და ამ შენობის იქით მე ვარ საკუთარი თავის უფროსი. ხო და თუ ვინმესთვის რჩევის ან ნებართვის კითხვა დამჭირდება ეს შენ ნამდვილად არ იქნები._ნაგლურად გავაგრძელე საუბარი.
-ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო.
-არ ვცდილობ, დამიჯერე. როგორც მე არ მეხება შენი პირადი ცხოვრება, ისე შენ არ გეხება ჩემი, გასაგებია?
-არა, მე ყოველთვის შემეხება შენი ცხოვრება.
-ასე არ იქნება. კიდევ, თუ ჰორმონები შეგაწუხებთ, შეგიძლიათ წახვიდეთ და სახლში დაიკმაყოფილოთ თავი, დარწმუნებული ვარ უამრავი ქალი გახვევიათ თავს. მე კი აქ ვმუშაობ და არ მსიამოვნებს 18+_ის ყურება, მიუხედავად იმისა, რომ 22_ის ვარ._გაცოფებული გავარდა ოთახიდან და კაცმა არ იცის სად წავიდა. არ დავინტერესებულვარ, ამიტომ მშვიდად გავაგრძელე მუშაობა.


***
მიყვარხართ მე თქვენ თქვენი კომენტარებით სტიმულს მაძლევთ, რომ უფრო უკეთესი თავები დავწერო ვიცი დავაგვიანე, დიდი თავის დადება მინდოდა უბრალოდ



№1 სტუმარი Guest bubu

rogor dzalian miyvars es motxroba, egre ginda shen gabriel, qetize xom tqmac ar minda rogor momwons

 


№2 სტუმარი Guest nuciko

ყოჩაღ ქეთის, ახალ თავს ველი heart_eyes

 


№3  offline წევრი nina.d.

Guest bubu
rogor dzalian miyvars es motxroba, egre ginda shen gabriel, qetize xom tqmac ar minda rogor momwons

მადლობა, რომ კითხულობ <3

Guest nuciko
ყოჩაღ ქეთის, ახალ თავს ველი heart_eyes

მალე იქნება ახალი თავიც heart_eyes მადლობა, რომ კითულობ heart_eyes
--------------------
ნათია მწითური

 


№4  offline წევრი mendes98

საუკეთესო იყოო❤️ ძალიაან საყვარელიაა ეს გოგო და გაბრიეელი საერთოდ

 


№5  offline წევრი nina.d.

mendes98
საუკეთესო იყოო❤️ ძალიაან საყვარელიაა ეს გოგო და გაბრიეელი საერთოდ

მადლობა❤
--------------------
ნათია მწითური

 


№6 სტუმარი Harley

Male dade gtxovvvvvvv❤️

Male dade gtxovvvv❤️

 


№7  offline წევრი nina.d.

Harley
Male dade gtxovvvvvvv❤️

Male dade gtxovvvv❤️

ეხლა დავდე heart_eyes
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent