შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი VII)


5-10-2015, 16:50
ავტორი Linna
ნანახია 3 217

დილა.

მარიამმა თვალები ნელნელა გაახილა, მიხვდა ისევ მანქანაში იყო, ზედ დაიხედა, ზურას თბილი ჟაკეტი ეფარა, თვითონ ბიჭი კი საჭესთან იჯდა. ზურამ დაჟინებული მზერა იგრძნო, წინა სარკე ხელით გაასწორა და მარიამს ღიმილით სარკისანვე გახედა.
- როგორ გეძინა?
- თავი მისკდება. - მარიამმა თავი წამოწია და ნელა წამოიზლაზნა. დაუფიქრებლივ მოიცვა ზურას ჟაკეტი და წინა სავარძელზე გადაძვრა, ღვედი შეიკრა და ზურას გახედა.
- გიხდება. - აათვალიერა ზურამ.
- წუხელ რაც მოხდა.. - დაიწყო მარიამმა დაბალი ხმით მაგრამ ზურამ გააწყვეტინა
- არ ვნანობ.
- ზურა ეს არასწორია..
- ეს მხოლოდ კოცნაა. ნუ გეშინია შენი შეყვარებული ვერ გაიგებს. - გაიცინა ზურამ
- ვერვ შენი საცოლე ვერ გაიგებს?
- ხსენებაზე გამახსენდა, ზეგ უნდა გაყვე რაღაცის საყიდლად.
- რა ჰქვია შეიძლება გავიგო?
- თათია.
მარიამს გაგონებისას სახე აელეწა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გზას გახედა.
- შენთვის ვინ ვარ?
- აუ დილიდან ნუ ამამჟავებ რა.. - ხელი აიქნია ზურამ. მარიამმა თავი ჩახარა, ფანჯარას მიადო და გზას გახედა დაახლოებით ერთი საათი ასე იყო.. ხმის ამოუღებლად.. გზა კი არა და არ მთავრდებოდა. ბოლოს როცა მობეზრდა ეს ყველაფერი. ის სიმხურვალეც კი რაც მათ შორის იყო ბიჭს გახედა, რომელიც როგორც ჩვეულებრივ სერიოზული ცივი გამომეტყველებით იყურებოდა პირდაპირ.
- სად მივდივართ?
- რაჭაში.
- სერიოზულად მეუბნები ამ ყველაფერს? თბილისსში წამიყვანე.
- რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, როგორც მინდა, და სადაც მინდა იქ წაგიყვან.
- გუშინ უკეთესი იყავი.
- მოგეწონა და ამას არ აღიარებ.
- უბრალოდ ძალიან მეძინებოდა და ვერ შევძელი!
ზურას გაეცინა.
- შენი ტუჩები სულ სხვას მეუბნებოდა.
- კარგი გეყოფა. მოატრიალე მანქანა.
- ისედაც იცი რომ ამას არ გავაკეთებ.
გოგონამ ამოიხვნეშა. ეს სიტყვები თავგზას ურევდა, საბოლოოდ კი რემენი შეიხნსა.
- რა.. რას აკეთრებ?! - მკაცრად შეხედა ზურამ წამით, თან გზას არ აშორებდა თვალს რადგაც სწრაფად დაყავდა, გოგონამ მარტვიი მოძრაობით კარები ოდნავ გააღო.
- შენ გოგო რეებს აკეთებ დროზე დახურე! - დაუღრიალა ზურა და სიჩქარეს მოუკლო, საბოლოოდ კი გოგონას სიჯიუტემ გაიმარჯვა და მანქანა გაჩერდა. გოგონა მანქანიდან გადავიდა. არც ზურას დაუყოვნებია და წინ გადაუდგა.
- გამატარე!
- რა აკეთებ! - ხმა შეეცვალა ზურას და მხრებზე ხელები მოკიდა
- ზურა გამატარეთქო.
- მაბრაზებ!
- არ მაინტერესებს, ფეხითაც რომ მომიწიოს უკან დაბრუნება, ამას გავაკეთებ, მაგრამ შენთან ერთად არსად არ წამოვალ! - ზუსტად ვერ გაეგო მარიამს რამდენი პრინციპის გადაბიჯებად დაუჯდა ეს სიტყვები მაგრამ შეძლო, და ამის თვითონაც გაუკვირდა. არც ბიჭი დარჩენილა ჰაერზე, წამებში აერია სახე, თუმცა ცდილობდა არაფერი შეემჩნია.
- ჩაჯექი. - მშვიდი ხმით უთხრა.
- მივტრიალდებით?
- ხო დაჯექი..
გოგონა ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, ამჯერად ბიჭმა ელექტრულზე დააყენა მანქანის კართა ჩამკეტი სისტემა, გაიღიმა და გაზს ფეხი ბოლომდე მიადგა.
- მატყუარა ხარ! - ამოუღრინა მარიამმა, ზურა კი სიცილს არ წყვეტდა.
- შენ მე ვერ მაჯობებ ხო იცი.
- კარგი ვთქვათ წავედით რაჭაში. მერე?
- მერე ის რომ იქ მშვიდად შევძლებთ ლაპარაკს
- შენ მშვიდად ლაპარაკი არ შეგიძლია.
- ტელეფონი გირეკავს არ უპასუხებ? - თემა შეუცვალა მარიამმა. ზურამ თითი დინამიკთან რაღაც ღილაკს მიადო და სფიქერიც უმალ ჩაირთო.
- რაგინდა გოგო? - თათია რეკავდა, მარიამს სახე აეშალა და ფანჯრისკენ მიბრუნდა
- ახლავე დაბრუნდი ვიცი სადაც ხარ
- დაიძინე და რომ გაიღვიძბ სახლში ვიქნები - მშვიდად უთხრა ზურამ
- ახლავე დაბრუნდი თქო!
- ხვალ ვილაპარაკოთ
- უსარგებლოსავით გამომიყენე და გადამაგდე. თავს მოვიკლავ იცოდე! შენ სინდისზე იქნება! - ტელეფონში ტირილით დიაყვირა გოგონამ. - ვენებს გადავიჭრი და მერე ალბათ დაგამახსოვრდები!
ზურამ ტელეფონი გათიშა. სახე მოისრისა და მარიამ გახედა. მარიამი მის ხელზე შრამს დაყურებდა, და ცდილობდა ემოციებისგან წამოსული ნაკადი შეეჩერებინა. შრამი მხოლოდ ზურას ხელმა გადაუფარა, ნელნელა ხელი მის მუხლებს მოსწყდა. ბიჭმა ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. გოგონამ ვეღარ გაუძლო და ცრემლები მეორე ხელით მოიწმინდა.
- არ განმეორდება.. - ამოილაპარაკა ზურამ და რომელიღაც სახლთან გააჩერა.
- მოვედით.


აბა.. <3



№1  offline წევრი kora

ეს თათია ძალიან მიფუჭებს განწყობას, ეს ისტორია ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი არ მესმის თუკი ზურას მართლა ასე ძალიან უყვარდა ეს გოგო რატომ მაინცდამაინც თათია, მან ხომ დაუფიქრებლად გაასწორა მიწასთან მარიამი და ამით ერთგვარად ცხოვრება დაუნგრია ზურას, ვერ ვხვდები რატომ მაინცდამაინც ის აირჩია საცოლედ, და მითუფრო მალე შვილს გაუჩენს და ეს საბოლოოდ დააშორებს მარისთან, მითუმეტეს მსგავსი შანტაჟებით... ნუ რავიცი ავტორი შენ ხარ და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე წარმართავ მათ ცხოვრებას, მაგრამ მაინც არ მომწონს თათიას ორსულობა...
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი Linna

kora
ეს თათია ძალიან მიფუჭებს განწყობას, ეს ისტორია ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი არ მესმის თუკი ზურას მართლა ასე ძალიან უყვარდა ეს გოგო რატომ მაინცდამაინც თათია, მან ხომ დაუფიქრებლად გაასწორა მიწასთან მარიამი და ამით ერთგვარად ცხოვრება დაუნგრია ზურას, ვერ ვხვდები რატომ მაინცდამაინც ის აირჩია საცოლედ, და მითუფრო მალე შვილს გაუჩენს და ეს საბოლოოდ დააშორებს მარისთან, მითუმეტეს მსგავსი შანტაჟებით... ნუ რავიცი ავტორი შენ ხარ და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე წარმართავ მათ ცხოვრებას, მაგრამ მაინც არ მომწონს თათიას ორსულობა...


თათიას დახრჩობა მინდა დმაიჯერე, თმით გავპუტავდი. თუმცა ჯერჯერობით ასეა საჭირო. რაც შეეხება ზურას ურთიერთობას მარიამის მსგავსი ხასიათებიაქ თათიას და მაგიტომ ირჩია ის. სრულ ნაწილში მაფიოდ ჩანს ეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent