შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 8


20-08-2017, 12:45
ავტორი lola
ნანახია 2 064

ბექას ჩამოსვლით გამოწვეულ შოკს ისიც დაემატა,რო იმ დღეს პირველად ვაღიარე ჩემი გრძნობები,პირველად ვუთხარი რო უიმისობა მტკიოდა,მაკლდა საშინლად მაკლდა მისი თავი,მინდოდა ჩემ გევრდით ყოფილიყო და შემძლებოდა მუდამ მისი ყურება
-ხვალ დაპირებულ ადგილას წავალთ,ცოტაოდენი ტანსაცმელი დაგჭირდება
-ტანსაცმელი? ..... სად მივდივართ?
-ჯერ ვერ გეტყვი.....მამაშენთან მოვაგვარე ყველაფერი
-მოიცა მამაჩემსაც უთხარი? გაკვირვებული ვუყურებდი
-ნატას ვთხოვე და მან მოაგვარა
-ე.ი ჩემ ზურგს უკან ხლართავთ შენ და დედა რაღაცეებს.
-ნაწილობრივ. გაეცინა


***
გამთენიისას ბექამ გამოგვიარა მე და ანუშკას,ორივეს ნახევრად გვეძინა.
დედამ გაგვაცილა,ბექას ჩვენი თავი ჩააბარა,ყველა ჩაგვკოცნა და კეთილი მგზავრობა გვისურვა,უცნაურად მშვიდად გამოიყურებოდა,არადა თუ სადმე მივდიოდი ნერვიულობით კვდებოდა ხოლმე
-ნატა გპირდებით უვნებელს დაგიბრუნებთ
-ვიცი და შესაბამისად არც ვღელავ. თბილად გაუღიმა
მანქანის უკანა სავარძლებზე მოვკალათდით გოგონები,ბიჭებს კი წინ მივუჩინეთ ადგილი
-დამღლელი მოგზაურობა გველის,ამიტომ დაიძინეთ.დემეტრემ გაგვაფრთილა
-სად მივდივართ? ანუშკამ ნამძინარევი ხმით იკითხა
-მესტიაში.ბექამ ჩუმად წარმოთქვა,ნამძინარევს მისი სიტყვები ყურში მკაფიოდ მომხვდა
-იქ რა გვინდა?თვალები სწრაფად გავახილე და ლამის წინ გადავუხტი
-დაპირებულ ადგილას მიმყავხარ,დაგავიწყდა? სიცილით წარმოთქვა და ისევ უკან დაბრუნება მთხოვა
-ვისთან მივდივართ?
-მეგობარს სახლი აქვს იქ,თავის ოჯახით იქ გველოდება.ისევ მშვიდი ხმით საუბრობდა
-რა ჩაიფიქრე ბექა?.....
-არაფერი. შეიცხადა,ცილს ნუ მწამებო,არადა კარგად ვიცოდი რაღაცას გეგმავდა
მართლაც დამღლელი გზა იყო,მარტვილამდე გვეძინა მე და ანუშკას,უჰაერობის გამო დემეტრეს მანქანის გაჩერება ვთხოვე,ცუდად ვგრძნობდი თავს,შორ მანძილზე მგზავრობა ცუდად მხდიდა
-გინდა ცოტახნით დავისვენოთ?
-მაინც ვერ ვხვდები რატო მივდივართ სვანეთში,მგზავრობას ვერ ვიტან და ახლა მთელი გზა ცუდად უნდა ვიყო.ცოტათი ვბრაზობდი მასზე
-უკან დავბრუნდეთ?
-რა აზრი აქვს?
-აქვს აზრი.... უკან ვბრუნდებით.დემეტრეს დაუძახა
-არსადაც არ ვბრუნდებით,გავაგრძელებთ გზას.დემეტრეს ვანიშნე რო კარგად ვიყავი და მგზავრობას შევძლებდი
-არა ნანიკო! არ მინდა ჩემი სურვილების გამო შენ რამე დაგემართოს. მტკიცედ მითხრა
-არაფერი დამემართება.მისი დამშვიდება ვცადე,მანქანაში დაბრუნების შემდეგ თავის სურვილით ბექა უკან დაჯდა,ანუშკამ წინ მე დავჯდებიო ხვეწნა დაიწყო,დემეტრემ სათანადოდ შეამოწმა მისი ღვედი.
ახლაც ვცადე დამეძნა,მაგრამ მანქანის ფანჯრის მინა არაკომფორტული აღმოჩნდა
-შეგიძლია ჩამეხუტო და დაიძინო.თავისკენ მიმიზიდა ბექამ
არც მიფიქრია მისთვის უარის თქმა,ძლიერად მივეკარი და ღრმად შევისუნთქე მისი სუნამოს სუნი....მის მკლავებში მყოფი განაბული ვიჯექი,მხურვალეს ჩემი გათბობა შეეძლო,თვალები დავხუჭე,მაგრამ ასეთი კარგი მომენტი ძილს ნამდვილად მერჩია.
თვალებ დახუჭული ვცდილობდი მომავალში ჩვენი ურთიერთობა წარმომედგინა, ბექას ეგონა მეძინა ამიტომ ნაზად მაკოცა შუბლზე,ისეთი მოულოდნელი იყო შევხტი,ვცადე არ გამცინებოდა მაგრამ ღიმილის შეკავება ვერ შევძელი.არაფერი მითხრა,უფრო მაგრად მომხვია ხელები და კიდევ მაკოცა
მესტიაში რო ჩავედით შუადღე უკვე მიწურულიყო,ბექამ თავის ძმაკაცის ოჯახში მიგვიყვანა,საზაფხულო დაჩა ჰქონდათ,დიდი ორ სართულიანი სახლი,სვანური ორნამენტებით გაწყობილი
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.გიოს(ბექას ძმაკაცი)მეუღლე გამოგვეგება,ხელში პატარა კულულა ბიჭი ეჭირა,ალბათ 3-4 წლის უნდა ყოფილიყო,ანუშკას რაღაც უცნაურად უბღვერდა
-რა საყვარელი ბიჭუნაა.ანუშკამ ცადა ბავშვის გაღიმება სანაცვლოდ კი სვანური აქცენტით რაღაც უთხრა ბავშვმა,დედა გაუბრაზდა მან კიდე უფრო მეტად შეკრა წარბები
-სახლში მობრძანდით.თაკომ(გიოს მეუღლე)შეგვიპატიჟა და წინ გაგვიძღვა
-დაინახე როგორ მიყურებდა?შეშინებული ხმით ჩუმად გადმომჩურჩულა ანუშკამ
-აშკარად აგითვალწუნა.
-მაშინებს უკვე ეს ბავშვი
-სისულელებს ნუ ამბობ,საყვარელი ჩანს.გავეკრიჭე და თაკოს დავეწიე
მეორე სართულზე ერთ ოთახში დავბინავდით გოგონები,ბარგის ამოლაგებას ვაპირებდით, მოულოდნელად კი პატარა სანდრო გვეწვია ოთახში,თავიდან სვანურად დაიწყო საუბარი,ჩვენი გაკვირვებული სახეები რო დაინახა მიხვდა არ გვესმოდა, ახლა ქართულად გადმოგვითარგმნა
-დედამ გამომაგზავნა ვახშამზე დაგვეწვიონო,მითხრა რო ახვალ კარზე დააკაკუნე და ქართულად დაელაპარაკეო,მაგრამ ის არ მომწონს.... ანუშკასკენ გაიშვირა თითი
სიცილით უკვე მუცელი მტკიოდა,ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ,აუცილებლად გეწვევით მეთქი ვუთხარი და ოთახიდან სწრაფად გაიქცა
-ძალიან საყვარელია.
-სასწაულად!ანუშკა სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა
სავახშმოდ ეზოში შეკრებილიყვნენ,ჩვენც შევუერთდით,თაკოს სუფრის გაშლა უკვე მოესწრო,დაღლილები იქნებითო და ჩაიც გაგვიკეთა
-ბექა ბიძია შენი ცოლი რომელია? სანდრო ბექას კალთაში მოკალათებული ლიმონათს წრუპავდა,თან დიდი ფართოდ გახელილი თვალებით გვათვალიერებდა
-ჩვენ პირდაპირ რო გოგონა ზის ისაა ჩემი შეყვარებული.სიცილით წარმოთქვა
-კარგი ცოლი გყავს.... გაღიმებულმა შემომხედა
-ჩემი დაქალია!ანუშკამ გამოაჩინა კლანჭები,პატარა ბავშვს გაეჯიბრა
-ბექა ბიძია ეს გოგო რატო წამოიყვანეთ? დაბღვერილი უყურებდა
-კარგი გოგონაა,შოკოლადები აქვს და შეუძლია მოგცეს,ოღონდ არ გააბრაზო. მშვიდად უპასუხა ბექამ და ანუშკას თვალი ჩაუკრა.თითქოს სანდროს სახე მოურბილდა, ისეთი დაბღვერილი აღარ იყურებოდა
-შენ და იმ დეიდას შვილები არ გყავთ? კითხვას კითხავზე სვამდა სანდრო
-დედა ხო გითხარი რო თავაზიანად უნდა მოიქცე და ყველაფერი რაც თავში აზრად მოგივა არ თქვა.გაუბრაზდა თაკო
-არაუშავს,ნუ უბრაზდებით...... არა ბავშვები არ გვყავს. სიცილით ვუთხარი და ბექას გავხედე,რომელიც ჩემსავით დარცხვენილი იჯდა
-რატომ?
-ჯერ ადრეა ბავშების ყოლა.ვცდილობდი როგორმე ამხესნა ის რაც მისთვის ნამდვილად გაუგებარი იყო იმ მომენტში
-დეიდა შენთან რო მოვიდე შეიძლება?
-რა თქმა უნდა
ბექას მუხლებიდან სწრაფად ჩამოხტა,მაგიდას ბაჯ-ბაჯით შემოუარა და ჩემთანაც მოცუნცულდა,სავარძელზე ამოცოცდა,თვითონვე მოკალათდა კომფორტულად,თავიდან სახეზე მიყურებდა ჯერ თვალებზე შემეხო,თითქოს ცდილობდა ყველაფერი კარგად დაემახსოვრებინა,მერე ლოყებზე ნაზად მომეფერა,გაუჩერებლად იცინოდა,მკითხა ჩახუტება თუ შეიძლებოდა,მიიღო რა ჩემი თანხმობა ურცხვად მომადო თავი გულ-მკედზე,ბექას ჩაეღიმა,ის კი გაინაბა,აშკარა იყო ეძინებოდა,თაკომ დასაძინებლად წავიყვანო,მაგრამ არ მომშორდა,ტკბილად ეძინა,მისი სუნთქვა ყელში მიღიტინებდა,სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა.სახლში ფრთხილად შევიყვანე,სასტუმრო ოთახში დივანზე მოვკალათდით, შემეშინდა არ გაღვიძებოდა,მას კი გაუნძრევლად ეძინა
-აკია გითხარი საყვარელია მეთქი.ანუშკას ჩუმად ვუჩურჩულე
-ბექას უნდა შურდეს მისი.საზიზღარმა წარბები აათამაშა
იქვე ახლოს რამე რო მქონოდა უეჭველი ვესვროდი
-ცოლიო....თან რო შეიფერე.ანუშკა ისევ არ ცხრებოდა
-შენით გახვალ თუ?!..... სიბრაზისგან სისხლი პირდაპირ ტვინში მომაწვა
-"შენ და იმ დეიდას შვილები არ გყავთ".გადიდგულებული პატარა ბავშვივით წიკვინებდა, ნერვების მომშლელი იყო,მინდოდა დამეხრჩო
-რა ხდება? ბექა ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა
-ქმარიკოც მოვიდა,ახლა დროა დაგტოვოთ ოჯახობა.სიცილით წამოიძახა და ოთახიდან გავარდა სანამ რამეს ვეტყოდი
-რა უნდოდა? დაბნეულმა შემომხედა
-ცემა უნდა და ითხოვს!გაბრაზებული ავბუზღუნდი
-თაკომ დავაძინებო,შენც დაისვენე.სანდრო ხელიდან გამომართვა,ოთახიდან გავიდა,მეც უკნა მივყევი,მეორე სართულზე ჩუმად ავედი,ანუშკას უკვე მოესწო ლოგინში ჩაწოლა
-დაიშალეთ ოჯახობა? ნახევრად მძინარემ მკითხა
-დაო რა გინდა?!
-თქვენი ბედნიერება და ჩემ თომასთან ყოფნა.სიცილით წარმოთქვა და ჩემსკენ მოიწია
-როგორ გაყინულხარ.
-ხოდა ახლა გამათბე! მბრძანებლური ტონით მითხრა და უფრო ახლოს მოიწია,მეც ჩავეხუტე და ვცადე საკუთარი სხეულით მისი გათბობა

***
დილაადრიან კიბეებზე სანდრო ამობაჯბაჯდა,პაწია ღიპი ხელს უშლიდა სწრაფად სიარულში,ოთახში ისევ დაუკითხავად შემოვიდა
-დეიდა გძინავს? მორცხვად იკითხა
-არა სანდრო
-დედას გამოვეპარე,შენთან რო დავწვე შეიძლება?
სიცილით ავიყვანე ხელში,ჩემსა და ანუშკას შუა ჩავაწვინე,დიდად კი არ ესიამოვნა მისი დანახვა,ზურგი აქცია და მე შემომხედა
-შენ ბექა ბიძიას ცოლი არ ხარ ხო?..... დედამ მითხრა მისი შეყვარებულიაო
-მართალია დედაშენი
-ხო მართლა შენი სახელი მე რო არ ვიცი?
-ნანიკო მქვია
-ნანაკო.სწრაფად გადამიკეთა სახელი,თან გამიღიმა
-კოშმარი მესიზმრა,ის პატარა ტუტუცი ბავშვი ჩვენ ლოგინში იწვა....... ნამძინარევმა ანუშკამ ძლივს წარმოთქვა სიტყვები
-ტუტუცი შენ ხარ. სანდრომ მაშინვე უპასუხა
-ნახე ახლაც მისი ხმა ჩამესმის ყურში,მგონი გავგიჟდი.თვალების ფშვეტით წამოდგა ფეხზე
-აქ ვარ გოგონი!გაბრაზებული სანდრო საწოლიდან წამოიწია და ხელი დაუქნია
-ო ღმერთო..... კივილი მორთო
-რა გაკივლებს?შევუტიე
-ის აქაა,ხედავ ჩემი კოშმარიდან გადმოხტა და აქაააა.....
-ცოტა ხნის წინ შემოვიდა.სიცილით ვუთხარი
დიდი ხვეწნის შემდეგ უკან ლოგინში დაბრუნდა,სანდრომ ჯერ შეუბღვირა მერე კი მისკენ გაიწია
-შოკოლადები ხო გაქვს? ომახიანად ჰკითხა და ლოყებზე უჩქმიტა
დილა მხიარულად დავიწყეთ,საუზმეც ისეთივე მხიარული გამოდგა, შუადღისა კი ბექამ საბაგიროზე წასვლა შემოგვთავაზა,სიმაღლის თავიდანვე მეშნოდა,უარზე ვიყავი,მაგრამ მაინც მოახერხა ჩემი დარწმუნება
-საჩუქარი მაქვს შენთვის.ხელში ქაღალდის პარკი ეკავა
-რა საჩუქარია? დაინტერესებულმა შევხედე პარკს
-არ ვიცი თუ მოგეწონება.
მომაწოდა,მშვიდად გავხსენი და ატმისფერი ყვავილებიანი სარაფანის დანახვაზე გაკვირვება ვერაფრით დავმალე
-დედაჩემმა შეარჩია ზღვაზე ყოფნის დროს,მოეწონებაო მითხრა
-დედაშენს მადლობა გადაეცი,ლამაზია.ბედნიერმა და მადლიერმა სწრაფად ვაკოცე და ოთახიდან გავისტუმრე,უნდა გავისინჯო მეთქი
ოდნავ განიერი მქონდა,სიგრძეში კი ზუსტი იყო,ხორბლისფერს მომიხდა კაბა,შავი კულულები კი უფრო ამშვენებდა მას,არც ბექას დაუმალავს ემოციები,გაფართოებული თვალებით მიყურებდა არ სჯეროდა.... პირველად მხედავდა კაბაში, პირველად აღმიქვა როგორც ნამდვილი გოგო.
საბაგირომდე მისასვლელად დიდი დრო არ დაგვჭირვებია,გზის ნაპირზე გვირილები დავკრიფე,გვირგვინი დაწნა ანუშკამ,მეც როგორც "დედოფალმა" თავზე დავიდე და ბექას გავეპრანჭე
-როგორი ლამაზი ხარ.კომპლიმენტიც დავიმსახურე მისგან
-მადლობა.შევიფერე
საბაგიროს დანახვაზე ფერი დამეკარგა,მე იქ არ დავჯდები მეთქი შეშინებულმა წამოვიძახე
-ჩემთან ერთად დაჯდები.... რისი გეშინია?
-ბექა რო ჩამოვარდეს? თან შეხედე როგორი მაღალია,არ შემიძლია წამოსვლა
-შეგიძლია. ხელი მაგრად ჩამკიდა
როგორ არ მინდოდა იქ დაჯდომა, სახლში წასვლა მინდოდა,შიშისგან არ ვიცოდი რა მექნა, ერთ ადგილას გავიყინე,გულიც თითქოს ცუდს მკარნახობდა
-დამშვიდდი,ჩემი ხო გჯერა?აღარ იცოდა ბექამ რა ეთქვა
-შენი კი მჯერა..... მაგრამ იმ საბაგიროს გამძლეობის არა.... ლამის ვიტირე,მაგრამ რაღა დროს უკვე საბაგიროზე ვიყავით
თავიდან ნელა მიდიოდია,რაც უფრო მაღლა მივიწევდით და მიწას ვცილდებოდით მით უფრო მეშნოდა,თვალებდახუჭული ვიჯექი,ბექას ღიმილი დასთამაშებდა სახეზე....
-ნუ ხარ ეგეთი დაძაბული. სიცილს ძლივს იკავებდა
-ნუ იცინი....ვკიოდი
საკმაოდ მაღლა ვიყავით,როცა საბაგირო გაჩერდა და მგონი მეც მაშინ გამიჩერდა გული..... ვერ ქვემოთ ვიყურებოდი და ვერც წინ,უკან გახედვის ყველაზე მეტად მეშინოდა,გვერდით მჯდომი ბექა ისევ ისე უცნაურად მიღიმოდა,როგორც იმ საღამოს მოულოდნელად რო დამადგა თავს
-ახლა რა ვქნათ?..... სასოწარკვეთილებისგან ტირილი უნდა დამეწყო,როცა ბექამ მშვიდად წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:
-მე ვთხოვე საბაგიროს გაჩერება.
-რა ქენი?
-ვთხოვე საბაგირო გაეჩერებინათ. სათითაოდ დამიმარცვლა სიტყვები
-რატომ გააკეთე ეს?.... გინდა რო მოვკვდე?
-არა,მინდა რო შეკითხვაზე მიპასუხო.... ცოტახანი დადუმდა, მე კი ამ დროს თვალებში ცრემლები მომაწვა,დიდი ძალისხმევა დამჭირდა რო არ ავტირებულიყავი
-მინდა რო ცოლად გამომყვე.... თანახმა ხარ?
სამარისებური დუმილი ჩამოწვა რამდენიმე წამს
შოკირებულს რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, მეგონა მელანდებოდა,არ მეგონა რეალობაში თუ ხდებოდა ეს ყოველივე,თვალწინ ყველა ბედნიერი წამი წარმომიდგა.... თვალებში ჩამდგარი ცრემლები უკვე თავისით მოდიოდნენ,გული უცნაურად ძგერდა,სუნთქვა გამიხშირდა, ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები, თავში ათასგვარმა აზრმა გამიელვა,შიშის გრძნობა გამიმძაფრდა,გაკვირვებამ ხმა წამართვა,ემოციებით აღსავსეს მინდოდა რამე მაინც მეთქვა მისთვის,მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა, გაშეშებული თვალებში მივჩერებოდი, ვცდილობდი გამეაზრებინა ყველაფერი.......
-ნანიკო რა დაგემართა? შეშინებულს ცუდად ვეგონე
-ცოლობას მთხოვ? ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები
-დიახ,მინდა რო ჩემი ცოლი გახდე
-ხუმრობ ხო? შოკირებულმა ტირილიც და სიცილიც ერთმანეთში ავურიე
-არა ნანიკო! ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო
ახლა უკვე დავიჯერე მისი სიტყვები
-თანახმა ხარ? სახეზე ღიმილი დასთამაშება ისევ
ბოლომდე მოვიკრიბე გამძლეობა,დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ ძლივს წარმოვთქვი
-რა თქმა უნდა თანახმა ვარ.
-მართლა თანახმა ხარ? გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა
-ხო თანახმა ვარ.
ყველაზე ემოციური წამები იყო ჩემ ცხოვრებაში,მხოლოდ ჩვენ ორნი,მხოლოდ ჩვენ......ემოციებში მყოფს სულ დამავიწყდა ჰაერში გამოკიდებულები რო ვიყავით
-თანახმაა.... უკვე ხმამაღლა ყვიროდა ბექა
-თანახმააა..... გესმით? მან თქვა კიო..... თითქოს ცდილობდა მთებისთვის ეცნობებინა თავის ბედნიერების ამბავი, პირველად ვნახე ასეთი ბედნიერი
აღელვებულმა თითზე ბეჭედი ძლივს გამიკეთა,მერე ჩემს ტუჩებს დაეწაფა... ახლა უფრო ცხელი იყო,უფრო ვნებიანი და ტკბილი
არ მჯეროდა ეს ყველაფერი თუ ჩვენს თავს ხდებოდა,სახლში დაბრუნებულს გამედნიერება მოგვილოცეს,ჯერ ისევ ბავშვს ვერ გამეცნობიერებინა რო დღეიდან მე ბექას საცოლის სახელი უნდა მეტარებინა.....



№1 სტუმარი nunu

ოჰოო, საინტერესოა smile

 


№2 სტუმარი wruwunagogo11

momwons dzalian axali tavi minda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent