სექსუალური პატარძალი -თავიV-
წამის მეასედში უთვალავმა აზრმა გამიელვა თავში. ნინა და ნიკა… ნიკა და ნინა… სამი წელი… “ნინა სად ხარ? დაიწყო უკვე ჩასხდომა”… ნინა… ჩემოდნები… აეროპორტი… ვერაფრით დავიჯერებდი იმას რომ ნინას შეეძლო ასე ეტკინა ჩემთვის. ვერ დავიჯერებდი სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავდი ამას… ტელეფნს დავავლე ხელი და სახლიდან გავვარდი. ჭიშკარი გავაღე თუ არა ირაკლი შემეფეთა. _რა გჭირს?_იკითხა მაშინვე. ალბათ სეხეზე ნათლად მეწერა რომ რაღაც საშინელების მოლოდინში ვიყავი. _უნდა წავიდე… უნდა ვნახო… ჩემი თვალით უნდა ვნახო…_ვიმეორებდი და ბოლთას ვცემდეი. არ ვიცოდი ამას როგორ მოვახერხებდი. არც ის ვიცოდი თუ ნიკას და ნინას ერთად ვნახავდი გავუძელბდი თუ არა ყოველივეს, შევიკავებდი თავს, თუ ცრემლები წამსკდებოდა… _სად მიდიხარ? წაგიყვან._ჩამესმა ირალის ხმა. _აეროპორტში!_მყისიერად ვუპასუხე და მისი მანქანისკენ გავემართე. არც ირაკლის ამოუღია ხმა ისე მოთავსდა საჭესთან. უთქმელად მიხვდა იმასაც რომ უნდა ეჩქარა და ზედმეტად სწრაფადაც კი ატარაბდა მანქანას. მეშინოდა იმის რასაც იქ ვნახავდი. მეშინოდა რომ იმ ადამიანს წავასწრებდი ღალატზე ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი. ვის რჩევასაც თვალდახუჭული ვითვალისწინებდი. ვის გამოც უამრავ რამეზე ვიყავი ცხოვრებაში წამსვლელი… სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავდი ნიკას გვერდით, მანამდე ვერაფრით დავიჯერებდი ყოველივეს… შევედით თუ არა აეროპორტის ტერიოტორიაზე, ლამის მიმავალი მანქანიდან გადავხტი. სწრაფი ნაბიჯებით შევედი შენობაში, სასწრაფოდ გავიარე შემოწმება და საინფორმაციოსკენ გავემართე. _დაახლოებით 20 წუთის წინ, რომელ რეისზე დაიწყო ჩასხდომა?_ვიკითხე და თან თვალების ცეცება დავიწყე. _22 წუთის წინ გერმანიის რეისზე დაიწყო ჩასხდომა. აი თქვენს პირდაპირ გადიან რეგისტრაციას._მანიშნა გოგონამ. მადლობაც კი არ მითქვამს მისთვის, ისე მოვწყდი ადგილს. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ერთ ადგილზე გავშეშდი… ზუსტად იმას ვხედავდი რისი დაჯერებაც ასე მიჭირდა. იქ იდგნენ, ხელჩაკიდებულები, დაღლილი სახით, შვების მოლოდინში, თავისუფლებისკენ მიმავალნი… შემცივდა… სული გამეყინა. წამიერად დამენგრა თავზე მთელი ცხოვრება. მთელი ქვეყნიერების მიმართ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა. ზიზღმა კი გულის რევის შეგრძნება მომგვარა. სახე მომემანჭა, ტუჩები ამომიტრიალდა, თვალები ამეწვა… ტირილი მინდოდა. სიმწრისგან ტირილი, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებდი. _მარიამ რა გჭირს?_გამომაფხიზლა ირაკლის ხმამ. _რა?_გაოცებული თვალებით შევხედე. თითქოს რეალობაში დავბრუნდი. _რა გჭრს მეთქი, სულ თეთრი ხარ…_ხელი ჩამჭდა მკლავზე. _არაფერი…_ჩავილაპარაკე._ნინას ტელეფონი დარჩა._თვალებით ვანიშნე რიგში მდგომი ნინასკენ. ირაკლი მათკენ შებრუნდა. თავიდან ვერ იცნო ნიკა, მაგრამ როდესაც ჩვენ ოთხის მზერა ერთმანეთს შეხვდა მაშინ უკვე ყველაფერი ნათელი იყო. ნინამ მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა. მისკენ გავემართე. მივედი და თვალებში ჩავხედე. მინდოდა სინანული ამომეკითხა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ იმას ვხედავდი რომ წამითაც არ ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. რომ ნიკა უყვარდა, რომ ნიკასაც უყვარდა, რომ იმსახურებდნენ ბედნიერებას, და რომ ქვეყნიდან წასვლა ისევ ჩემს სასიკეთოდ გადაწყვიტეს… ტელეფონი გავუწოდე. რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ ნინამ გამომართვა და ძალიან ჩუმად მითხრა_კარგად მარიამ! _კარგად ნინა._იგივე ტონით ვუპასუხე და კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში. ეს არ იყო უბრალო დამშვიდობება. ასე მხოლოდ მაშინ ემშვიდობებიან, როდესაც ეს დამშვიდობება სამუდამოა… _წავიდეთ!_საკმაოდ მკაცრი ტონით მითხრა ირაკლიმ და მკლავში მწვდა. _წავიდეთ._თავდაჯერებულმა ჩავილაპარაკე და მორჩილად გავყევი. ზედაც არ შეუხედავს ირაკლის ნინასთვის. ან როგორ უნდა შეეხედა? ძმას დისთვის, რომელიც ასეთ ნაბიჯს დგამს… მე რას ვგრძნობდი? სიტყვებით ამის ახსნა რთული იქნება… თითქმის შეუძლებელი. მტკიოდა… მაშინ პირველად ვიგრძენი რომ გული მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ გული სისხლის მოზღვავებას განიცდიდა და სადაცაა გასკდებოდა. სხეული დამეძაბა. კბილებს კი ისე ვაჭერდი ერთმანეთსზე რომ ყბა ამტკივდა. სუნთქვა ამიჩქარდა და ხელებმა კანკალი დაიწყეს. ფეხებში სისუტეს ვგრძნობდი. ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ვერაფერს აღვიქვამდი… ხმები ჩამესმოდა, თუმცა ვერაფერს ვგებულობდი. ნინა და ნიკა… ნიკა და ნინა… ნინა… ნინა… მეორე კლასი… _ნინა, შენთან სალაპარაკო მაქვს._წვრილი, ბავშვური ხმით ვუთხარი ნინას ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე. _მეც…_ჩაილაპარაკა და ციფერი, ნათელი თვალები მომაპყრო._ფანჯარასთან მივიდეთ. ფანჯარა ჩვენი ადგილი იყო, სადანაც მთელ დერეფანს “ვზვერავდით”. სადაც უამრავ საიდუმლოებებს ვუმხელდით ერთმანეთს. სადაც მხოლოდ მე და ნინას შეგვეძლო დგომა დასვენებაზე. ფანჯარა ჩვენი ადგილი იყო… ზარი დაირკეა და ელვის სისწრაფით წამოვხტით ფეხზე. _შეიძლება ჯერ მე გითხრა?_ფანჯარასთან მისულს ვკითხე. _მიდი. _გუშნდელ ჩხუბზე მინდა დაგელაპარაკო…_თავჩახრილმა დავიწყე._ვერ ვიტყვი იმას რომ შენ ხარ მართალი… მე მგონია რომ მე ვიყავი მართალი… მაგრამ მინდა ისევ ვიყოთ მეგობრები, რადგან მე ისევ მიყვარხარ…_აკანკალებული ხმით წარმოვთქვი. _მეც ამის თქმა მინდოდა…_ჩაილაპარაკა ნინამ_მოდი ამიერიდან რაც არ უნდა მოხხდეს, რამდენიც არ უნდა ვიჩხუბოთ, მაინც მეგობრებად დავრჩეთ…_გამიღმა მან. _კარგი!_ბედნიერმა ვუპასუხე. იმ დღემდე სანამ აეროპორტში ვნახავდი მართლაც ასე იყო, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძლებდი იმის პატიებას ან დავიწყებას რაც ნინამ გამიკეთა. რასაც ნინა 3 წლის განმავლობაში მიკეთებდა. ძალიან ბანალურად, საყვარელ ადამიანს ღალატს ვერ ვაპატიებდი. ნიკამ რაც მატკინა არაფერი იყო იმ ყველაფერთან. ნინამ მილიარდჯერ… არა, უთვალავჯერ მეტით მატკინა… ისე მატკინა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო… როგორც მხოლოდ საყვარელ ადაიანს შეეძლო… _ვიცი ახლა ამის დრო არ არის…_ჩამესმა ირაკლის ხმა._მაგრამ რაღაც მინდა იცოდე…_ირაკლიმ მანქანა ჩემს სახლთან შეაჩერა._დილით რაც გითხარი… სექსუალურ პატარძალთან დაკავშირებით…საერთოდ არ ვფიქრობ ასე…_საუბრისას საკმაოდ გრძელ პაუზებს აკეთებდა და საჭეს მიჩერებოდა._ვიცი რომ ახლა ნაკლებად გინდა ამის მოსმენა… ვიცი რომ მხოლოდ აეროპორტის შემთხვევაზე ფიქრობ… თუმცა ვერ მოვითმენდი რომ არ მეთქვა… ვიცი ძალიან გაწყენინე…_ირაკლიმ საუბარი დაასრულა და მაშინღა შემომხედა. თვალებიდან ცრემლები უნებურად მომდიოდა. იმ წამს ვერ ვიტყოდი რატომ ავტირდი. კონკრეტულად არაფერზე მიფიქრია. ალბათ, უფრო ემოციურად გადავიღალე და დიდიხნის ნაგროვები ცრემლების შეკავებაც ვეღარ მოვახერხე. მანქანის კარი უხმოდ გამოვაღე და სადარბაზოსკენ გავემართე. _მარიამ, მოიცადე._მანქანიდან გადმოვიდა ირაკლიც._დამელოდე._ამედევნა უკან. მე არაფერს ვპასუხობდი. მინდოდა უბრალოდ სახლში ავსულიყავი, საწოლზე გავწოლილიყავი და ცრემლებით დამესველებინა ბალიში. მინდოდა დავცლილიყავი. _მარიამ, მეც შემოვალ. გთხოვ. არ მინდა მარტო დაგტოვო._კართან დაეყუდა ირაკლი. _არა!_მკაცრად ვუთხარი და კარი მივუხურე. მარტო უნდა ვყოფილიყავი იმ ღამით… სრულიად მარტო… ფიქრებსაც კი არ მივეცი საშუალებას შევეწუხებინე. ემოციებისგან უნდა დავცლილიყავი. უნდა გამომეფიტა ორგანიზმი რომ მეორე დილით ვერაფერი მეგრძნო… რომ გაბრუებულს გამღვიძებოდა და სრულიად ახალი ცხოვრება დამეწყო… იოლად ჟღერდა ეს ყველაფერი, მაგრამ შესასრულებლად ვიცოდი რთული იქნებოდა… თუმცა ჩემი თავის იმედი მქონდა. ის ვინც წასასვლელი იყო უნდა წასულიყო, და რაც უფრო ადრე მოხდებოდა ეს, მით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თავად მე. *** დილით მართლაც რომ სრულიად გამოფიტულმა გავიღვიძე. წამიერად წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში შევედი. თვალები ჩასიებული მქონდა, ლოყები მარილიან ცრემლებს გამოეშრო და კანი საშინლად მეწვოდა. თითქოს ერთ ღამეში დამეკლო კიდეც. ალბათ ნახევარი საათი მაინც ვიყავი ცხელი შახაპის ქვეშ. ვფიქრობდი თუ რა უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ვფიქრობდი როგორ გარდავქმნილიყავი ახალ ადამიანად, როგორ დამევიწყებინა წარსული… აბაზანიდან გამოვედი თუ არა სახეზე მაზი წავისვი, კანი ისევ ძალკან მეწვოდა. მერე სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და დედაჩემის მოტანილი მარწყვი, კივი და ატამი გამოვიღე. ხილი დავჭერი, ბლენდერში ჩავყარე, რძე დავასხი და ერთმანეთში ავურიე. პირველი ნაბიჯი გადავდგი… დილით ყოველთვის ყავას ვსვამდი, ძალიან ხშირად ეს ნინასთან ერთად ხდებოდა, მაგრამ იმ დილიდან მოყოლებული ხილის წვენს დავლევდი… უეცრად, თითქოს რაღაც მომაგონდაო, ისევ მაცივრისკენ მივბრუნდი, მაგნიტებით მიმაგრებული ჩემი და ნინას ფოტოები ჩამოვხსენი და ნაგვის ურნაში მოვისროლე. მერე გადავწყვიტე საყიდლებზე წავსულიყავი, ოთახში გავედი, კარადა გამოვაღე და ნაცრისფერი სარაფანი გადავიცვი. ჩანთას, საფულეს და ტელეფონს ხელი დავავლე, შემოსასვლელში გამოსულმა ფეხზე ჩავიცვი და კარი გამოვაღე. _ირაკლი?_გაკვირვებულმა წარმოვთქვი როცა ჩემი კარის პირდაპირ, ძირს გაწოლილი, მძინარე ირაკლი დავინახე. ნელ-ნელა მივუახლოვდი, ჩავიმუხლე და მხარზე ოდნავ შევეხე._ირაკლი…_მისი გაღვიძება ვცადე. შეკრთა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და მე მომაშტერდა. სულ რამდენიმე წამიც და გონს მოეგო. წამოჯდა, თავზე ხელი გადაისვა და ამჯერად იქაურობას მოავლო თვალი. _გელოდებოდი…_ჩაილაპარაკა მან. _კარგად გამოიძნე?_გამეცინა და გვერდით მივუჯექი. _სხვათაშორის ამ კოპუსის მეპატრონეს უნდა ვუსაყვედურო, რამდენი ჩემნაირი იქნება, ღამეებს რომ უთევენ გოგოებს, უნდა მოაწყონ სადარბაზოები შესაბამისად. ყველაზე მინიმუმ ბალიშები და პლედები მაინც უნდა დააწყონ…_გაბრაზებული ბუზღნბდა და ცალი ხელით წელს ისრისავდა. _ამ თვის ქირას რომ გადავუხდი ბალიშების და პლედის ფულს გამოვუქვითავ და მე ვიყიდი ჩემი სართულისთვის._დავაიმედე მე. _უკეთესი იქნება სახლში თუ შემომიშვებ ხოლმე._ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა._არ შეგჭამ, ნუ ნერვიულობ._გამიღიმა და წამოდგომაში დამეხმარა. _მაღაზიებში თუ გამიყვან ამ საღამოს გემრიელად დაგანაყრებ და ისე დაგაწვენ… სადარბაზოში._ეშმაკურად გავხედე. _ისე ახლაც არ ვიტყოდი უარს ჭამაზე…_მუცელზე ხელი დაისვა. _ჩემს მაცივარში მხოლოდ ხილს და დედაჩემის გაკეთებულ სუპს თუ იპოვი ახლა… _წამო სადმე გავიდეთ მაშინ._თვალი ჩამიკრა და კიბეებზე დაეშვა. _ირაკლი!_დავუძახე უცებ. _რაიყო?_ამომხედა გაკვირვებულმა _მეგობრები! _რა? _მე და შენ, მხოლოდ მეგობრები ვიქნებით და მორჩა! კარგი მეგობრები! _შევთანხმდით!_თავდაჯერებულმა მიპასუხა და გზა გააგრძელა. ირაკლის გავყევი. ახალი დღე, ახალი ცხოვრებით დავიწყე, ძველი მოგონებების გარეშე. ვიცოდი რომ ასე იოლი არ იქნებოდა წარსულის სანაგვეზე მიგდება, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი რომ საკმაოდ ძლიერი შემეძო ვყოფილიყავი როცა ამას მოვინდომებდი. _______ ვიცი, ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე და უკვე უნამუსობაში გადამეზარდა. ბოდიშის მოხდაც კი მეუხერხულება უკვე, მაგრამ უმიზეზოდ არ გავმქრალვარ. არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი, მაგრამ ვალდებულად ვგრძნობ თავს აგიხსნათ... მოკლედ ბოლო თავი რომ დავდე მეორე დღეს გავიგე რომ ორსულად ვიყავი, მერე იყო ნერვიულობა, გადაწყვეტილებაში მერყეობა (არ ვარ გათხოვილი), ექიმები და ა. შ.. მოკლედ აბორტი არ გადაწყდა, მაგრამ რამდენიმე დღეში თავისით მომეშალა მუცელი... დავბრუნდი და შევეცდები ყოველ დღე თუ არა დროულად მაინც დავდო ისტორია. სხვათაშორის ძალიან მენატრებოდით. ისიც ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ ნელ-ნელა გამოვსწორდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.