შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Red Lips (თავი 1)


20-08-2017, 21:24
ავტორი Olivia
ნანახია 1 605

თავი 1

ნება არ მისცე მის ღიმილს გაგაცუროს, მის თვალებს კი დაგაბნიოს. წითელი ტუჩები ყოველთვის იტყუებიან, რადგან წითელ ტუჩებს, ყოველთვის აქვთ თავიანთი საფასური.
-ეი... - ბიჭმა გვერდულად გაიღიმა, თავი დახარა, ტელეფონს კიდევ ერთხელ ჩახედა და ხმის პატრონს მიმართა.
-გისმენ. - კაცი განრისხებული უყურებდა ვაჟს და ცდილობდა მისი ყურადღება მიექცია, თუმცა როგორც ყოველთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
-ერთი სიტყვა მაინც ვერ გაიგე ჩემი ლაპარაკიდან? - თავი გააქნია უარის ნიშნად და სავარძლიდან წამოდგა. - მე არ დამისრულებია!
-მეჩქარება... - კარისკენ წავიდა, თუმცა მამამისმა გაღება არ აცალა, რომ წინ აესვეტა და კარი ისევ მიხურა.
-არ მაინტერესებს! - ხმას აუწია შესაჩერებლად. - მამაშენისთვის დრო ყოველთვის უნდა გქონდეს, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საჩქარო ამბავი არაფერი გექნება.
-მამა ლაპარაკს ყოველთვის მოვასწრებთ, ეს კი ვერ მოიცდის. - ტელეფონი აათამაშა, კარი გააღო და საჩქაროდ დატოვა იქაურობა.
-ღმერთო ეს ვის დაემსგავსა? მომკლავს მალე. - დაიწუწუნა თუ არა სავარძელში მოთავსდა და მდივანს დაუკავშირდა.
-"დიახ ბატონო?"
-წამლები...
-"დიახ." - გათიშა და ხელი გულზე მიიჭირა.
ამდენი წლის განმავლობაში მაინც ვერ იმორჩილებდა შვილს, რაც ძალიან აწუხებდა და თრგუნავდა კაცს. რამდენჯერაც ლაპარაკს დაუწყებდა პატარა ბატონს, იმ წამსვე ტელეფონში ჩაეშვებოდა და სულ არ უსმენდა მის რჩევა დარიგებებს, რომლებიც უბრალოდ იმას უხსნიდნენ რომ მომავალი მმართველი უნდა ყოფილიყო და თუ ასე განაგრძობდა ყველაფერს გააუბედურებდა რასაც მამა დაუტოვებდა.
-გამარჯობათ. - პატარა ბატონს ყველა ესალმებოდა როდესაც შენობას ტოვებდა მითუმეტეს ქალები, რომლებიც თვალს აყოლებდნენ ბიჭს და ისიც ტკბებოდა მათი მწყურვალე მზერით.
-ქალბატონებო. - ყველას მიმზიდველი ღიმილით გაუღიმა, კარი ელეგანტურად გააღო, გავიდა და ბოლო მოდელის მანქანაში მოთავსდა.
-ღმერთოოო მინდა მისი ვიყოოო... - დაიწუწუნა ერთ-ერთმა გოგონამ და თვალი მიადევნა მანქანას.
-იოცნებე, არც კი შემოგხედავს, ჯანდაბა! - სიმართლის თქმის შემდეგ სახე ორივეს საშინლად მოეღუშა და თავის საქმეს მობეზრებით დაუბრუნდნენ.
-სულელი გოგოები. - მანქანაში მჯდომი ბიჭი სიცილს ვერ იკავებდა. მათი სახეები რომ ახსენდებოდა, კმაყოფილი ღიმილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე და ისევ სიცილს იწყებდა. მოულოდნელი შეტყობინების ხმამ სიცილი შეაწყვეტინა, ტელეფონი ნელა მოიქცია ხელში, თითი ეკრანს გაუსვა და შეტყობინების კითხვას შეუდგა.

(კიმი)
*გელოდები, მალე მოხვალ?*

-კიმი... კიმი? - გაუკვირდა, თუმცა მალევე გაახსენდა და ტუჩი იმ წამსვე კბილებს შორის მოიქცია. - კარგია, ძლივს! შეხვედრა გინდა?

(შენ)
*სასტუმროში მოვდივარ, ფილმს ჩავრთავთ და პოპკორნი ჩემზე იყოს.*

(კიმი)
*ჰმმ, კარგად ჟღერს.*

-ვიცი ძვირფასო... - ეშმაკური ღიმილი გამოესახა სახეზე. მანქანა სასტუმროსკენ მიაბრუნა, გზაში პოპკორნი იყიდა ყოველი შემთხვევისთვის და რამდენიმე წუთში უკვე შენობის წინ იდგა. ნელა გადავიდა მანქანიდან, სასტუმროს კარი გააღო, ლიფტის მეშვეობით იმ ნომერში ავიდა რომელსაც ყოველთვის იღებდა, კარზე დააკაკუნა და იქვე კედელს მიეყრდნო. კარი ფეხშიშველა გოგონამ გაუღო, რომელიც ბიჭის დანახვისთანავე უცნაურად შეიშმუშნა და გაიწია რომ შეეტარებინა.
-მალე მოხვედი... - გაუღიმა და ძლივს გაბედა თვალებში შეეხედა.
-შენი ერთი მონაწერი საკმარისია. - ნელა მიუახლოვდა და როგორც კი თავი დახარა, იმ წამსვე გადაიფიქრა. - ფილმს არ ჩართავ? - გოგონა ოთახში შებრუნდა, ფილმი მოამზადა და გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ დივანზე, თუმცა უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და ბიჭის თავშეკავებულობაც სადღაც გაქრა. ხელი ასწია, მის ფეხს დაადო და უფრო მეტად მიუახლოვდა. უნდა მიეღო ის რის გამოც მივიდა და ხელს ვერავინ შეუშლიდა ამის მიღებაში. გოგონამ ნელა გააყოლა ხელს თვალი და როდესაც პატრონამდე მივიდა სუნთქვა შეეკრა, ხელები ერთმანეთს გაუსვა ნერვიულობისგან, გაიფიქრა იქნებ მიშველოს, დავმშვიდდეო, თუმცა ამან არ უშველა როდესაც ბიჭმა არ აცადა ამოესუნთქა ისე დააცხრა გოგონას ბაგეებს.
-მე... ამმ... - დენდარტყმული მოცილდა ბიჭის წითელ, ლამაზ ტუჩებს და ინანა კიდევაც რომ უარით გაისტუმრა.
-შეხვედრა მთხოვე, მეც მოვედი. - ისე გაუღიმა რომ უკვე ძნელი იყო მისთვის უარი ეთქვა. კვლავ შეახო ტუჩები მის ბაგეებს, მისკენ ნელა დაიწყო მიახლოება რომ დივანზე მიეწვინა, თუმცა ბიჭი იმდენად ჩქარობდა ვერაფრის გააზრებას ასწრებდა ღრუბლებში აფრენილი გოგონა, რომელსაც ეგონა რომ სამოთხეში მოხვდა რადგან ასეთმა ბიჭმა მასთან ყოფნა მოინდომა.
-მე... - დაიწყო გოგონამ როგორც კი ბიჭი მოცილდა მის გაწითლებულ ტუჩებს და მაისურისკენ გადაინაცვლა.
-პატარავ, უბრალოდ უნდა მენდო. - ეს სიტყვები საკმარისი იყო ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისად და ასევე დასასრულებლად.
-"სად ხარ?" - რამდენიმე გამოტოვებული ზარის შემდეგ ძლივს უპასუხა მამამისს ტელეფონზე და მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-ოდესმე შემეშვები?
-"რა თქვი უმადურო ნაბი*ვარო?"
-მამა გთხოვ, მაცადე ნორმალურად ვიცხოვრო.
-"ამას ვცდილობ ზუსტად! შენ ხომ კაცი ვერ..."
-საჭესთან ვარ, ვერ გიპასუხე რადგან მეგობარი ვნახე და რაც შეეხება ჩემს ნორმალურ ცხოვრებას, არ არის აუცილებელი შენ მიხედო.
-"უყურე ამას!"
-კარგად. - გაუთიშა და ტელეფონი მის გვერდით სკამზე მიაგდო.
სახლში მისვლის თანავე ოთახში ავიდა, ტანსაცმელი გაიხადა, ნელა მიფინა სკამზე, ცხელი შხაპი მიიღო და საწოლში შეწვა. რამდენიმე წუთიანი უძილობის შემდეგ კვლავ წამოდგა, აივანზე გავიდა და მთვარეს ახედა. უცნაური გრძნობა კვლავ არ ასვენებდა, რაც აკვირვებდა და აბნევდა.
-ჯეიქეი, მიიღე ის რაც გინდოდა, ასე რატომ გრძნობ თავს? - თავის თავს კითხვებს უსმევდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. დაღლილი ბიჭი ოთახში შებრუნდა და საწოლზე დაემხო, თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვილი ბავშვივით მიეძინა.
-მე რა გითხარი? ნუ აგვიანებ მეთქი! - საშინელმა ყვირილის ხმამ გამოაღვიძა ბიჭი. ნელა წამოდგა, უცებ ამოიცვა ტანისამოსი, მოწესრიგდა და ოჯახს შეუერთდა.
-ამ დილაადრიანად ვის ეჩხუბები? - დაიწუწუნა და სამზარეულოში შეიჭრა, სადაც თავისი უმცროსი და იდგა თავჩაქინდრული და მამის ლექციებს უსმენდა. გაეღიმა გოგონას რომ შეხედა, მიუახლოვდა, თავი ააწევინა, შუბლზე ნაზად აკოცა და თვალი ჩაუკრა როგორც კი გოგონამ გაიღიმა.
-ნუ ათამამებ! - დატუქსა კაცმა.
-მამა ის ხომ 16 წლისაა, ისეთი ასაკი აქვს რომ უნდა გაერთოს, ცოტა გაეცნოს სამყაროს.
-ჰო, რა თქმა უნდა, ბიჭებთან იაროს და შვილიშვილები მომიყვანოს ასე მცირე ასაკში.
-არ მითქვამს რომ შეუძლია ბიჭებთან იაროს, უბრალოდ მეგობრებთან გასვლის ნება აქვს, ამაზე ნუღა უყვირი, ცოდოა. - გოგონა ნელა მიუახლოვდა ძმას და ხელები წელზე მოხვია.
-მადლობ ძამიკო.
-არაფრის პრინცესა, შეგიძლია წახვიდე. - გოგონა გახარებული გაიქცა ოთახისკენ, ბიჭი კი მამის კლანჭებში ჩავარდა.
-შენ უნდა გადაწყვიტო სად წავა და სად არა?
-მამა თავი მისკდება, ისედაც ბევრი ვისაუბრეთ, ეხლა კი დავისვენებ და მერე ისევ იყვირე. - გაუღიმა, მაცივრიდან ცივი წვენი გამოიღო და სანამ სამზარეულოს დატოვებდა ისევ მიუბრუნდა. - და ჰო... მეის ნუ უყვირი, თუ მშვიდად ეტყვი, აუცილებლად დაგიჯერებს. - ჭიქა აუწია და სახლიდან ბაღში გავიდა რომ დედას მისალმებოდა, რომელიც ყვავილებს რწყავდა და რაღაც სიმღერას ღიღინებდა. - რას შვება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედა? - უკნიდან თბილი ჩახუტება და კოცნა მიიღო ქალმა, რაზეც სახეზე ღიმილი გაუფართოვდა და ვაჟი გულში ჩაიკრა.
-როგორ ეძინა ჩემს ბიჭს?
-გადასარევად. სამსახურში მივდივარ, თუ დაგჭირდი მომწერე. - ქალმა თავი დაუქნია და შვილი მანქანამდე მიაცილა.
-საჭმელი არ გამოტოვო.
-ნუ ღელავ, შევჭამ. - გაუცინა, ქალს შუბლზე თბილად აკოცა, მანქანაში ნელა მოთავსდა და ძრავა ააღმუილა თუ არა ადილს მალევე მოცილდა.
სასტუმროსგან ოდნავ მოშორებით თავის რჩეულ პატარა ბარში შეიარა ყავის საყიდლად, რაზეც მხოლოდ წამები დასჭირდა, შემდეგ ისევ მანქანაში მოთავსდა და სამსახურისკენ უფრო შემართებით გაეშურა.
-აგვიანებთ ბატონო, აგვიანებთ. - პატარა ბატონს მანქანა გაჩერებული არც კი ჰქონდა რომ წინ და უკან მამამისის დაქირავებული მდივანი დასდევდა, რომელიც ქაღალდებში იქექებოდა და იმ სიტყვას ეძებდა, რომელიც ბატონმა შვილისთვის მოამზადა.
-ამოსუნთქვა მაცადეთ მისტერ ნოლან. - კაცს ისე გაუღიმა უდარდელმა ბატონმა, თითქოს ეს შეხვედრა არაფერი იყო და სანერვიულოც არაფერი ჰქონდათ.
-ბატონო... ეს... ეს შეხვედრა... მამათქვენმა აქ გამართა... მან იცოდა რომ კომპანიაში არ მიხვიდოდით... - სიტყვა სიტყვით დაიწყო მოყოლა და ყოველი სიტყვის ბოლოს იმხელა პაუზას აკეთებდა რომ ბიჭს გული, სული და გონება შეუწუხდა. - ამიტტ..ომ... ეს სიტყვა დაგიწერათ... აუცილებლად უნდა თქვათ დღეს მაინც... პატარა ბატონო, სამსახურს დავკარგავ თუ... თუ თქვენ რაიმე წინსვლა არ შეგატყოთ ბატონმა...
-კარგი მისტერ ნოლან, კარგი, არ დაიხრჩო... სად არიან?
-საკონფერენციოში. - ბიჭმა ქაღალდები გამოართვა, კიბეები აირბინა და იმ შენობაში შევიდა სადაც წინა ღამე გაატარა. საკონფერენციოს კარი დიდი აღტაცებით შეაღო და მაგიდის ირგვლივ თავმოყრილ ხალხს თავაზიანად მიესალმა.
-აი ისიც პრემიერ მინისტრის ვაჟი. - გაიცინა მაგიდის თავში მოკალათებულმა კაცმა.
-ნამდვილად შენ ხარ ბატონის ვაჟი? სულ სხვანაირი ხარ ეკრანზე, რატომღაც სხვანაირს მოველოდი. - გაეღიმა ქალს, რომელიც ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმადგენელი იყო თავშეყრის ადგილას.
-მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ. - ბიჭის ღიმილით მოჯადოვებულმა ქალმა უარის ნიშნად ხელი გაუწოდა.
-მე იონ ჯი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ხელის ჩამორთმევა არ მიყვარს. - ქალი დაიბნა, უხერხულად გამოსწია ხელი და თავის ადგილას დაბრუნდა.
-უცნაური ხარ, ამიტომ უფრო და უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებ. მე კონგრესმენი კაი ვარ. - კაცი უკვე ქალს არ აშორებდა თვალს. შენიშნა მისი მეუღლე რამდენად გაიტაცა ბიჭის გარეგნობამ, ამიტომ გადაწყვიტა მისთვის ყურადღება გაეფანტა.
-სასიამოვნოა...
-იონ ჯი, იმედია მოგწონს და დათანმდები მის მომავალ გეგმებს.
-რა თქმა უნდა. - დაეთანხმა ცოლი, რომელიც ლოცულობდა თავის ქმარს არ ეთქვა მათზე რადგან თავად ახალგაზრდა, ლამაზი და მიმზიდველი იყო, მას კი ცნობილი, ამავდროულად მდიდარი, მაგრამ 50 წლამდე კაცი ჰყავდა გამოჭერილი რომ საარსებო ფულზე მეტი ჰქონოდა.
-დავიწყებ. - ბიჭი მაგიდას მიუახლოვდა, ჩამოჯდა, ფურცელი ნელა ამოაცურა ჯიბიდან და მშვიდად დაიწყო წაკითხვა. - "დღეს შემოგთავაზებთ..." ღმერთო რა მოსაწყენია მამაჩემი. - გაიცინა, რაზეც ყველას გაეღიმა.
-მან დაგიწერა სიტყვა? - კაის ახალისებდა ის ფაქტი რომ ბიჭი არ აპირებდა რამის სერიოზულად მიღებას.
-დიახ, თუმცა მოსაბეზრებელია. თქვენ წაიკითხეთ, მე კი მეჩქარება, აქ მოსვლა და მოსალმება ჩამეთვლება კონფერენციის წაყვანაში? - მაგიდის თავში მოთავსებულმა კაცმა გაუღიმა და წასვლის ნება მისცა. - დიდი მადლობა, ნახვამდის. - ბიჭი გახარებული წამოდგა და იქიდან როგორი აღტაცებითაც შევიდა ისე გამობრუნდა.
-უკვე მორჩით? - კართან მდგომი კაცი ოფლად იღვრებოდა ნერვიულობისგან.
-დიახ მისტერ ნოლან, ნუ ღელავ, მამა არ დაგითხოვს.
-მადლობთ. - გაუღიმა კაცმა და უკან გაყვა ბიჭს. - სად მიბრძანდებით?
-ჩემს ოთახში. - თვალი ჩაუკრა, რაზეც კაცი ერთ ადგილას გაშეშდა, ბიჭი კი კიბეების ნაცვლად ჩქარი მოწყობილებით ავიდა თავის სართულზე. კარის გასაღები ბარათი ამოიღო, ხელში იქამდე ათამაშა სანამ ოთახს არ მიუახლოვდა. ერთი ნაბიჯიც და უკვე კართან იდგებოდა რომ ოთახის კარი გაიღო და თავში ძლიერად მოხვდა.
-ღმერთო ჩემო, რა გავაკეთო? კარგად ხართ? - გოგონას შეწუხებულმა ხმამ ბიჭს აიძულა დაემშვიდებინა ხმის პატრონი.
-კარგად ვარ... - ოდნავ წამოჯდა და ხელები სახიდან მოიშორა როგორც კი იგრძნო რომ გოგონას ხელები ხელზე ეხებოდა.
-მანახეთ. - ბიჭმა თვალებში ჩახედა გოგონას და დაინახა როგორ აწყლიანებულიყო მისი უმანკო, აღელვებული თვალები. - ღმერთო მაპატიეთ, მგონი ძალიან მოგხვდათ.
-არაუშავს, ნუ ღელავთ, ხდება ხოლმე. - ნელა ცადა წამოდგომა, თუმცა ისევ ძირს აღმოჩნდა.
-ჩემი ბრალია, მაპატიეთ... დაგეხმარებით. - ხელი შეაშველა, კისერზე მოიხვია ბიჭის ხელი და თავის ოთახში შეიყვანა. - ცოტახნით წამოწექით. - ბიჭმა ფეხები საწოლზე დააწყო და თავზე ძლიერად მიიჭირა ხელი. გოგონამ პირსახოცი გამოიღო, დაასველა ცივი წყლით და შუბლზე დაადო.
-აიიჰჰ... - ტკივილისგან ამოიხვნეშა და გოგონას ხელს თავისი დაადო.
-მაპატიეთ...
-არაუშავს.
-რა გავაკეთო? ღმერთო ჩემო, მაპატიეთ, მართლა არ მინდოდა.
-უკვე ბევრჯერ მომიხადეთ ბოდიში, არაუშავს, არაფერია ნუ ღელავთ. - როგორც კი ოდნავ ტკივილი გაუქრა კიდევ ერთხელ შეხედა უცნობ გოგონას, შემდეგ კი ფორმასაც მოკრა თვალი. - აქ მუშაობთ?
-დიახ, სასტუმროს მომსახურე პერსონალი ვარ, ოთახებს ვალაგებ, თქვენს სისუფთავეზე ვზრუნავ. - დიდი აღტაცებით თქვა და წამოდგა მისასალმებლად. თავი ნელა დაუხარა და გაუღიმა.
-გასაგებია... თავისუფალი ხარ.
-კი მაგრამ... - ბიჭი წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. - არაფრის თქმის საშუალება მომცა, უნდა მეთქვა რომ სასიამოვნოა მისი გაცნობა. - ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.



№1  offline წევრი მინდა ვწერო

საინტერესოა გააგრძელე.

 


№2  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ჩემოგოგო როგორ მიხარია შენი
ამსაიტზე დანახვა
კარგად იწყება
შენი სტილია
და დარწმუნებულივარ საოცარი რაღაცეები გველის წინ
ლავიუუულიკუ❤️

 


№3  offline წევრი Olivia

მინდა ვწერო
საინტერესოა გააგრძელე.



madloba ❤️

LuckyGirl
ჩემოგოგო როგორ მიხარია შენი
ამსაიტზე დანახვა
კარგად იწყება
შენი სტილია
და დარწმუნებულივარ საოცარი რაღაცეები გველის წინ
ლავიუუულიკუ❤️


❤️❤️ madlobaa

 


№4  offline წევრი ხულიგან

ასეთ კარგს მართლა არ ველოდი. წარმატებები შენ <3

 


№5  offline წევრი Olivia

ხულიგან
ასეთ კარგს მართლა არ ველოდი. წარმატებები შენ <3


Vaimee madloba didi ❤️ mixaria tu mogewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent