მორჩილება 28
-საშიში არაფერია.გილოცავთ,ორსულად ხართ - უთხრა მომღიმარმა ექიმმა და მარიამს ამის გაგონებაზე სახიდან მაშინვე მოეშალა ღიმილი. -რაა? - გაოცდა მარიამი -დიახ,ორსულად ხართ -რამე შეცდომა ხომ არაა? - დაეჭვებით ჰკითხა მარიამმა -არანაირი.მეორე კვირაში ხართ.ინებეთ პასუხები - ფურცლები გაუწოდა ექიმმა -კარგით,დიდი მადლობა.კარგად ბრძანდებოდეთ - დაემშვიდობა მარიამი და ქვემოთ ჩავიდა.მანქანაში ჩაჯდა და სახეზე ფერი არ ედო.ზუსტად იცოდა,რომ ზურას შვილს ატარებდა მუცლით.აღარ იცოდა რა ექნა,სად წასულიყო,თუმცა ახლა სამსახურში ვერ მივიდოდა.მარტო დარჩენა უნდოდა და პირდაპირ სახლში წავიდა. ყავა გააკეთა და სავარძელზე დაჯდა.ჩანთიდან პასუხები ამოიღო და კიდევ ერთხელ გადაათვალიერა.საგონებელში იყო ჩავარდნილი.არ იცოდა რა ექნა,ბავშვი დაეტოვა თუ აბორტი გაეკეთებინა,არც ის იცოდა უნდა ეთქვა თუ არა ზურასთვის.ახლა თავი ყველაზე უბედური ადამიანი ეგონა.თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და თავი ხელებში ჩარგო.უცებ ტელეფონი ზარმა გამოაფხიზლა.მამამისი იყო. -გისმენ -როგორ ხარ? -არამიშავს.შენ? -მეც არამიშავს.იყავი ექიმთან? -კი,ვიყავი -რა გითხრა? -არაფერი სერიოზული,ჰემოგლობინი მაქვს დაბალი -უი.ხელს ხომ არ გიშლი?სამსახურში ხარ? -არა,სახლში ვარ -თუ ცუდად არ ხარ,ამომიარე -კაი - გაუთიშა მარიამმა და ცოტა არ იყოს აღიზიანებდა უყურადღებო მამა მზრუნველი მამის როლში ნახევარ საათში მამამის ბინაში იყო. -ყავა გამიკეთე რაა - სთხოვა მამამისმა მარიამი სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად.ამასობაში მამამისი მისაღებში ელოდებოდა.თვალი მარიამის ჩანთაში ჩატენილ ფურცლებს მოჰკრა,რომელიც სავარძელში ეგდო.ჩანთიდან ამოიღო და გადაათვალიერა.სამზარეულოდან გამოსული მარიამი ადგილზევე გაშეშდა.ცოტაც და ხელიდან ჭიქა გაუვარდებოდა. -რაო?რა ჰემოგლობინიო?ორსულად თუ იყავი რატომ არ მითხარი? -არ იყო საჭირო - დაბნეულმა უპასუხა - და ჩემს ჩანთაში დაუკითხავად რატომ იქექები? - ტონს აუწია მარიამმა -ვიქექები კი არა რატომ დამიმალე.ლექსომ იცის? -არ იცის და ჩემს გარეშე არაფერი არ უთხრა -რას ქვია არ ვუთხრა?შვილი ლექსოსია და როგორ არ უნდა იცოდეს.ეხლავე დავურეკავ და რაც შეიძლება მალე დაქორწინდებით - რათქმაუნდა მამამისი ქართულ ტრადიციებს არ ღალატობდა და მაშინვე ქორწილი მოითხოვა.ხელი სტაცა ტელეფონს -ლექსოს არაფერი არ უთხრა,დადე ტელეფონი - ყვირილი დაუწყო მარიამმა ტირილნარევი ხმით -რა პანიკებში ვარდები ვერ გავიგე,რისი გეშინია -არაფრის.არავის არაფერს არ ეტყვითქო -და რატო უნდა დავმალო?მოიცა...ბავშვი ლექსოსი არაა? -შენი საქმე არაა.დადე ტელეფონი -ვისი შვილია? - ფეხზე ადგა მამამისი,ხელით დაიჭირა მარიამი და მის ხმაში მუქარა იგრძნობოდა -ხელი გამიშვი ეხლავე,ხო არ გაგიჟდი,ვინ ხარ,რომ მეხები? - ტიროდა მარიამი -მარიამ,ვისი შვილია მითხარი? - უფრო წყნარად ჰკითხა მამამისმა მარიამი ხმას არ იღებდა და ტირილს განაგრძობდა -მითხარი და არავის არაფერს არ ვეტყვი მარიამი თავიდან დუმდა.შემდეგ ხმა ამოიღო -ზურას შვილია - უთხრა შეშინებულმა -ვინ ზურასი?იმ კაცის? მარიამმა თავი დაუქნია -მაგას ხომ აღარ ხვდებოდი? - სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა მამამისი -ბაკურიანში იყო ეგეც,იგივე სასტუმროში - შეშინებული პასუხობდა მარიამი -და შენს მაშინვე დაწექი მაგასთან არა?როგორ გაბედე,როგორ?! - და მოულოდნელად სახეში მამამისის მუშტი მოხვდა და დივანზე დაეცა - ეხლავე წავალთ და მოიშორებ მაგ ბავშვს.მაგის ნაბი*ვარი არ გჭირდება -ხელი გამიშვი,არსად არ წამოვალ - უყვირა მარიამმა -ნახავ თუ არ წამოხვალ - ხელით მიათრევდა მამამისი. -არსად არ წაოვალ,დამანებე თავი - ყვიროდა და ტიროდა მარიამი -არ წამოხვალ და მე თვითონ მოგაშორებ მაგ ნაბი*ვარს - მერაბმა იატაკზე დააგდო და მუცელში წიხლი ჩაარტყა.მარიამმა ხმამაღლა დაიღრიალა ტკივილისგან და მუცელზე ხელები აიფარა.კიდევ ერთხელ დაარტდა წიხლი და უფრო ხმამაღლა დაიღრიალა -ეგ ბავშვი ეხლავე მოკვდება.შენი ნებით თუ არ წამოხვალ,მე მოვკლავ - დაემუქრა მამამისი და ბოლთის ცემდა აქეთ-იქით.მოულოდნელად მარიამი ფეხზე წამოდგა,რაც დიდი ძალისხმევა დაუჯდა.მაგიდაზე დადებული ბასრი დანა აიღო,მამამისისნე გაექანა და ზურგში ჩაარტყა.მერაბი ძირს დაეცა და გაოგნებული იყურებოდა.როგორც ჩანდა გონებას კარგავდა.შემდეგ უსიცოცხლოდ დაეცა იატაკზე.მარიამს გონება არ გაეფანტა.ტელეფონი აიღო და 112-ში დარეკა. -112 გისმენთ -სასწრაფოს გამოძახება მინდა.კაცი დავჭერი - უთხრა ქვითინით ოპერატორს მისამართი უთხრა.იცოდა,რომ სასწრაფოს პოლიციაც მოყვებოდა.ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.მანქანაში ჩაჯდა და სახლში დაბრუნდა.კიბეებზე უცებ აირბინა.აკანკალებული,გაყინული ხელებით გააღო სახლის კარი.განერვუილებულმა შიგნიდან ჩაკეტა კარი და სწრაფადვე მოვიდა გონზე.სველი ტილო აიღო,კარი გააღო და სისხლიანი სახელური გაწმინდა,ისევ სახლში შევიდა.აბაზანა გაავსო,ტანსაცმელი გაიხადა და წყალში ჩაყვინთა.როდესაც წყალში ბოლომდე ჩაყურყუმალავდა,მოვიდნენ ხილვები,ერთმანეთის მიყოლებით გაჩდნენ უკვე მომხდარი და გადატანილი ამბები,პატარ-პატარა ცოდვები,რომელთაც მსუბუქი სინდისის ქენჯნა სდევთ თან.ფეხზე წამოდგა,სწრაფად დაიბანა და ჩამოირეცხა უდიდესი,წითელი ცოდვა.დაასრულა თუ არა ბანაობა,სწრაფად ჩაიცვა ახალი ტანსაცმელი,ყავის დალევას შეუდგა,სიგარეტი გააბოლა და მშვიდად დაელოდა პოლიციის სირენის ხმის გაგონებას,რომელიც მალე მის სახლს მიადგებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.