შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრომ იცის მარტო ( 1 )


21-08-2017, 12:49
ნანახია 1 965

ადამიანმა არადსროს იცი ხვალ რა მოხდება .
არ იცი როგორი დასასრული ექნება შენი ცხოვრების ისტორიას. ვფიქრობ ცხოვრება მთლიანად ერთი ადამიანის ისტორიაა , რომელშიც ყველაფერი მოსულია, ყველაფერი ხდება . მის შემთხვევაშიც ასე მოხდა . არც უფიქრია რომ ხვალ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო რაც მას შეცვლიდა.
მეტს აღარ გავაგრძელებ , პირდაპირ მთავარზე გადავალ , არ მიყვარს შესავალი , დროის უაზრო ხარჯვაა მკითხველისთვისაც და მწერალისთვისაც. განსაკუთრებით მაშინ როცა ის უაზროდ დიდია, დაუსრულებელი .
ლილემ მაშინ დაამთავრა სკოლა, დანარჩენებზე პატარამ . 17 ის იყო , სკოლაში 5 წლის შეიყვანეს და სტუდენტიც იმაზე პატარა გახდა ვიდრე დანარჩენები.ლამაზი გოგონა იყო საშუალო სიმაღლის , გამხდარი , გამოკვეთილი სხეულის ფორმებით და ლამაზი ცხვირპირი ჰქონდა . თაფლისფერი თვალები , პატარა ცხვირი და დიდი ლამაზი ტუჩები, თმები შოკოლადისფრად შეღებილი , სწორედ მაშინ შეიღება სკოლა რომ დაამთავრა.
მარტო ფიზიკურად კი არა შინაგანადაც ლამაზი იყო, კეთილი და სამართლიანი , პირდაპირი და ეს პირდაპირობა სიუხეშეშიც გადასდიოდა. ეს სწორედ ის თვისება იყო რაზეც ბიჭები გიჟდებოდნენ. არც ნაზი იყო აი ისეთი ჭიანჭველის დანახვაზე ხტუნაობას და წივილს რომ იწყებენ , პირიქით გამბედავი და უშიშარი. თავისუფლად შეეძლო ხეებზე ძრომიალი , სკოლიდან გაპარვისას ღობეზე დაუხმარებლად გადაძვრომა და ბიჭებთან ერთად ბურთის ისე თამაში რომ გაოცდებოდით. მისი გარეგნულობა და ხასიათი სულაც არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და სწორედ ეს იყო ამ გოგოში საოცარი.
ცელქი ბავშობა , სულ დალურჯებული ფეხები და შრამი წარბთან რომლის დანახვისთანავე გაიფიქრებდი ეს გოგო ნამდვილი გიჟია , სხვანაირად ასეთ გოგოს ასეთი შრამი უბრალოდ უცნაური იყო. მაშინვე წარმოიდგენდი რა დაემაერთა ისეთი , დაეცა , რამეს დაეჯახა , ჩამოვარდა , დიახ ველოსიპედიდან ჩამოვარდა , რომ კითხავდნენ რა დაგემართაო , მოურიდებლად ისე თითქოს არაფერი პასუხობდა ველოსიპედს ვმართავდი გიჟივით და ჩამოვვარდიო.
ცუღლუტი მაგრამ კარგი მოსწავლე , ამიტომ ვერავიუნ საყვედურობდა კლასში პირველი იყო. ჰუმანიტარულს საგნებს მაგრად სწავლობდა , მათემატიკასაც მაგრამ არ უყვარდა , თავს მატკიებს ჩემი არ არისო ამბობდა. უცხო ენებს მტვერსასრუტივით ისრუტავდა .
ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა , დედა მამა და ერთი ძმა ჰყავდა. ბევრი ფული არასდროს ჰქონიათ მაგრამ ბავშვებს არასდროს არაფერი აკლდათ. ტრადიციულობა ლილეს ჩაცმის და ცხოვრების სტილზე არ აისახებოდა. ეცვა საკმაოდ მოკლე და მოღებული ტანსაცმელი და ყოველთვის ყველგან უშვებდნენ. დედა სულ ამბობდა რომ დედამისი მას ზღუდავდა და არ უნდოდა ლილეც ისე გაზრდილიყო. მამას შეიძლება ძალიან არ მოსწონდა მაგრამ დედას აზრი ხშიდან იმარჯვებდა.
სკოლა კარგად დაამთავრა და უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა. თეატრალურ უნივერსიტეტზე ოცნებობდა და მისგან კარგი მსახიობიც დადგებოდა მაგრამ გადააფიქრებინეს , მსახიობობით როგორ უნდა იცხოვრო , რამე უფრო სტაბილური გწირდებაო და მანაც გადაიფიქრა , მართალია მსახიობი ვერა მაგრამ კულტურული ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი კი ანმდვიალდ გახდა თან ტეაიტრალურ უნივერსიტეტშკი.
-რა გინდა მანდ შვილო , ჯავახისვილი ან ილიას უნივერსიტეტი ჯობია , დაანებე მაგ საგიჟეთს თავიო სულ ეუბნებოდა დედა მაგრამ ლილეს სწორედ ეგ საგიჟეთი მოსწონდა, იზიდავდა იქაურობა .განსხვავებული გარემო და ხალხი.
თვიტონ სულ ყურადების ცენტრში იყო. ბევრი თაყვანისმცემლები ყავდა და მოსწონდა კიდეც.
თუმცა ერთი განსაკუთრებით ჰყავდა გადაკიდებული არქანია იყო გვარად გოგა. მისი უბნელი იყო ასაკით მასზე დიდი 28 წლის . ლილეს ძალიან არ უყვარდა . გოგა კაი ბიჭობის ინსტიტუტის კურსდამთავრებულს უფრო ჰგავდა ვიდრე არქიტექტორს.
ფულიანი მამიკოს ბიჭი და ჩხუბისთავი იყო.
სულ უკან დასდევდა , მისი არ იყო მაგრამ არც არავისი უნდა ყოფილიყო , ახლოს არავის აკარებდა ლილეს უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა რომ არავინ უდნა მოსწონებოდა , აზრი არ ჰქონდა, ბოლოს მაინც იგებდა გოგა და რჩეული მას გამარჯობასაც აღარ ეუბნებოდა. რამდენიმე მაგრადაც იცემა მის გამო ამიტომ გადაწყვიტა რომ სხვა გზა არ ჰქონდა უნდა ამოეგდო თავიდნა ბიჭები , ცოტახნით მაინც , სანამ გოგას არ მოსწყინდებოდა მისი დევნა და შეეშვებოდა . არც ჰქონდა შეყვერბულობის დრო , სწავლობდა და აპირებდა ცხოვრებით დამტკბარიყო .
გამოცდებს რომ მორჩა ბათუმში წავიდა ბიძაშვილ გოგოებთან ერთად. დედამ მამა დაითანხმა და გაუშვეს.
მამამ ჩაიყვანა მანქანით და მანქანა იქ დაუტოვა , მართვის მოწმობა ახალი აღებული ჰქონდა და ვერ აგრისკა იმხელა გზაზე მარტო წასულიყო მანქანით, გოგოები იქ დახვდნენ ,
ერთ-ერთი ბიძაშვილის სახლში დასახლდნენ , სახლში ერთი ბებო ცხოვრობდა მხოლოდ და მას ჰყავდა სამი არანორმალური გოგო ჩაბარებული .
პირველ ღამეს ლილემ დავისვენებო გოგოებს უთხრა წყალი გადაივლო და დაიძინა ძალიან დაღლილი იყო .
მეორე დილით პლიაჟზე წავიდნენ , კარგად გაშავდა ლილე პირველივე დღეს , რუჯს ადვილად იღებდა და თან ისე უხდებოდა რომ მის დანახვაზე კაცი კი არა ქალიც ჩაყლაპავდა ნერწყვს. საღამოს თეთრ სარაფანაში გამოეწყო და ბულვარსი გავიდა გოგოებთან ერთად. მისეირნობდა თან ტელეფონში იყო ჩამძვრალი და უცბად ვიღაც საკმაოდ ძლიერად დაეჯახა.
-უი დაგეჯახე , ბოდიში
ლილემ ნელა ასწია თავი ტელეფონიდან და მის წინ მასზე მაღალი ახალგაზრდა კაცი იდგა და მის მკლავებზწე ხელი ეკიდა. ლილე მიხვდა რომ ბიჭი ძალიან შეწუხდა , შერცხვა რომ ას ეუხეშად დაეჯახა .
-ნაზადა ბიჭო ნაზადა ღიმილით უთხრა და შეხედა... რომელიღაც ქართული ფილმიდან ჰქონდა ამოღებული ეს ფრაზა და ხშირად ამბობდა ხოლმე .
-ბიჭი დაიბნა და ხელები გაუშვა და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა
-არაუშავს . გაუღიმა ისევ და გააგრძელა გზა.
-მოიცადე . ბიჭმა დაუძახა მაგრამ ლილე არ გაჩერდა და ისიც აღარ გაეკიდა.
-ვინ იყო ? ნუკიმ მაშინვე კითხა
-არ ვიცი ვიღაც , დამეჯახა და მომიბოდიშა
-და შენ შენი ცნობილი ფრაზა ესროლე ხო?
-როგორ მიხვდი?
-თითქოს არ გიცნობდე რა გიჟი ხარ . სიმპატიური მაინც იყო? თუ არქანიამ იმდენი ქნა უბრალოდ აღარც იხედები კაცთა მოდგმისკენ ?
-ნუ დამცინი თორე მიგგუდავ ამაღამ , თბილისში ყველგან არქანია და აქ მაინც აღარ მინდა
-კარგი ხოო შევეცდები და გაიცინა ნუკიმ .
გვიან ლილეს მანქანაში ჩასხდნენ გოგოები და სახლისკენ წავიდნენ. ლილე საჭესთან იჯდა და იმ შეჯახებაზე ფიქრობდა. ესიმპატიურა ის ბიჭი მაგრამ როგორ? არც დაკვირვებია ნორმალურად.მეორე დილით ლილე პლიაჟზე წავიდა . ნუკი და ლიკა აღარ გაყვნენ , წინა დღეს მაგრად ადიწვნენ და ვერც კი მოძრაობდნენ . ლილემ შექოქა თავისი მანქანა და პლიაჟს მიაშურა. დააწყო თავისი ნივთები და ზღვაში ჩავიდა.წყალი ძალიან უყვარდა, იხვივით შეეძლო სულ იქ მჯდარიყო, ზღვა მითუმეტესუყვარდა, ტალღებს ყოველთვის ებრძოდა, თითქოს მათზე გამარჯვება უნდოდა და რომ დაღლილიყო არასდროს ჩერდებოდა, არაცვეულებრივად ცურავდა,მაგრამ დედას სულ ეშინოდა წყალმა არ წამართვას შენი თავი ასე ნუ უთამამდებიო სულ ეუბნებოდა.
რომ ამოდიოდა ლამაზი ქვა დაინახა , მის ასაღებად დაიხარა და რომ დგებოდა წინ ის სიმპატიური ბიჭი ედგა გუშინ რომ დაეჯახა .ისე ახლოს იდგა ლილესთან რომ ამჯერად კინაღამ ლილე დაეჯახა . წაბორძიკდა დაბნეულობისგან და სიმპატიურმა დაიჭირა .
-ნაზადა გოგო ნაზადა . (იცინის) მიცანი ?
-როგორ გგონია ისეთი ასაკოვანი ვარ რომ სკლეროზი მქოინდეს?გიცანი
-რავიცი ისე ვიკითხე
- ნიჭიერი ყოფილხარ კარგი მეხსიერებით, უბრალოდ ერთი პრობლემააა
-რა პრობლემა?>
- ეგ ჩემი საფირმო ფრაზაა და რომ თქვა ჩემგან უნდა აიღო ნებართვა სხვანაირად ვერ იტყვი
-მერე მრთავ ნებას? (იღიმის)
-არა არ გრთავ . გააგრძელა ლილემ გზა და თავის შეზლონგთან წავიდა , სათვალე გაიკეთა და რუჯის მისაღებად დაწვა. თან ფიქრობდა რომ ასეთი სიმპატიური არავინ ენახა . ძალიან მოეწონა , თუმცა არქანია რომ გაახსენდა ხასიათი გაუფუჭდა.
-ნუთუ , ჩაილაპარაკა და ამოისუნთქა ღრმად.
- მე გაწუხებ ასე რომ ამოიოხრე? უცბად ისევ ის ხმა . ხმაც კი სიმპატიური ჰქონდა. სათვალე მოიხსნა ლილემ და გახედა.ბიჭი მის გვერდით მიდგმულ შეზლონგზე იჯდა და უყურებდა ლილეს .საოცარი სხეული ჰქონდა , თან გარუჯული და ირგვლივ ყველა მას მიშტერებოდა.
- იცი რა აღმოვაჩინე>??
-რა?
-ირგვლივ 100 ბიჭი მაინც იქნება და ყველა შენ გიყურებს .
- ჰოო? არაუშავს
-მიჩვეული ხარ არა ?
- ხოო შეიძლება , თუმცა არ ვაკვირდები ხოლმე მაინცდამაინც და გაიღიმა ლილემ.
- რა გქვია?
-ლილე
- ალეკო
-მოიცა გკითხე?
-არა მაგრამ ალბათ
-შემრცხვა? ასეთი მორცხვი ვჩანვარ ? შეხედა ლილემ ერთი წარბი ასწია და მკაცრი გოგოს იმიჯი ამაყად მოირგო
-აბა რატომ არ მკითხე?
- ალბათ იმიტომ რომ არ მაინტერესებს. ჩემი წასვლის დროა , ასე ნუ ზიხარ დაიწვები . გაუღიმა ლილემ და წავიდა.
საღამოსაც მარტო მოუწია კაფეში საჭმელად გასვლა . მენიუს ათვალიერებდა როცა წინ ვიღაც დაუჯდა. ალეკო .
- არაააა , მითვალთვალებ?
-ხოო , ლამაზი მანქანა გყავს
-რა გინდა ?
-საერთოდ მე არ ვარ ასეთი შემაწუხებელი, პირიქით აქეთ მაწუხებენ ხოლმე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მაგრამ ეს ის შემვევაა როცა საკუთარ თავთანაც რომ ვერ ვიმართლებ თავს.
- ხოოო ადვილი წარმოსადგენია
-რატომ ?
- ლამაზი თვალები გაქვს (იღიმის ლილე)
- შეამჩნიე? გოგოები როგორც წესი პირველად ჩემს საათს აკვირდებიან ხოლმე და მანქნაის გასაღებს .თვალებს ურთიერთობის დასასრულსღა აკვირდებიან ხოლმე
- ხოო ? ცუდია
-შენ თვალები შეამჩნიე ჯერ . ეხლა მივხვდი
-რას?
-რატომ დაგყვები უკან და ვერ განებებ თავს
-გილოცავ (იცინის) და რატომ ?
- იმიტომ რომ შენ ჩემი თვალები შენიშნე , სხვანაირი ხარ . (იღიმის) რას შეჭამ ?
ლილე ისე მიაშტერდა მის თვალებს რომ უცბად ჩაიკარგა . ჭაობისფერი და დიდი , სევდიანი და ღრმა , წყლიანი და თან ცივი . ასეთი არაფერი მინახავს აქამდე . ვერც მიხვბდა როგორ მიაშტერდა , რომ ისევ მან დააბრუნა დედამიწაზეე
-ლილეეე , რას შეჭამ ?
-უკვე შევუკვეთე და ლილეს ცეზარიც მოიტანეს, ბროწეულის წვენთან ერთად. შენ ასე უნდა მიყურო ? არაფერს შეჭამ?
-მეც შევუკვეთე სანამ დავჯდებოდი და მისი შეკვეთაც მოიტანეს , ფორთოხლის წვენი და სტეიკი. მოიცა ვახშამზე დამპატიჟე ახლახანს თუ მომეჩვენა?
-მოგეჩვენა
ივახშმეს ისე რომ ერთმანეთს მხოლოდ შეხედავდნენ ხოლმე არ ამოუღია არცერთს ხმა. ეტყობოდათ რომ ეს ორივესთვის უცხო იყო და ორივეს ეშინოდა. ალეკოს ბევრი გოგო ჰყოლია მაგრამ ასე არავისზე უფიქრია და არასდროს დამართნია გოგოს დანახვაზე ისე როგორც ახლა ემართებოდა.
სიჩუმე აკომ დაარღვია.
- მე უფრო დიდი მეგონე და შენ თურმე 17 ის ყოფილხარ
- საისდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი
-რატომ სანტა ხარ ?
-არა . შენი დოსიე მაქვს და ჯიბიდან სამი დაკეცილი თაბახის ფურცელი ამოიღო . ლილემ გამოართვა და თვალებს არ დაუჯერა.
-ეს საიდან შინაგანსაქმეთა მინისტრი ხარ ?
-არა მაგრამ ...
-მაგრამ მაინც გაქვს..აქ ყველაფერი წერია
- ჰოოო , თითქმის.
- კარგი შენ ვინ ხარ ?
- ალეკო შარაშენიძე.
-რამდენი წლის ხარ ?
-29 ის , უცოლო , დედისერთა ( იცინის )
- ეგ არ მიკითხავს
-მერე რა მაინც ,სანამ მკითხავდი, თან შეიძლება მოგრიდებოდა ან სიამაყით არ გეკითხა
-ასე უკან უნდა მსდიო?
-გაწუხებ? ბოდიში
-ჩემი წასვლის დროა. ლილე ადგა ჩანთა და ტელეფონი აიღო ანგარიში მოითხოვა მაგრამ ალეკომ უკან გააბრუნა მიმტანი მე გადავიხდიო და წამოდგა . ლილე წავიდა აკო ისევ დაჯდა და უცბათ, მოულოდნელად ლილე მობრუნდა, დაიხარა მის უკან , ტუჩები ყურთან მოუტანა და -არ შევწუხებულვარ ..ჩასჩურჩულა , შეტრიალდა და წავიდა.
ალეკოს გაუკვირდა და გაუხარდა თან . უფრო მოეწონა იმაზე უფრო ვიდრე აქამდე . იმპულსურიც ყოფილა და ცოტა თამამიც. არ ეშინია სიმპათიის გამოხატვის . ჩაილაპარაკა და სკამს მიეყრდნო ჩაფიქრებული .
ლილე მანქნაში იჯდა და სახლში მიდიოდა. თან ფიქრობდა ბოლოს ეს რამ გამაკეთებინა , ასე რამ გამომაშტერა ვის არ ჰქონია ჭაობისფერი თვალები. მთელი გზა გარინდული იჯდა საჭესთან . ბულვარიდან და პლიაჟიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ , სწორედ ამიტომ დაუტოვა მამამ მანქანა ფეხით არ იწანწალო მთელი დღე თან ტარებასაც ისწავლი კარგადო.
სახლში რომ მივიდა კარებში გოგოები დახვდნენ გამომძიებლებივით
-აქამდე სად იყავი?კითხა ლიკამ
-კაფეში ვჭამე.
-ცეზარს ჭამდი ამდენი ხანი ამრტო? უპასუხა ნუკიმ
-ხოოო რა იყო
- არაა აქ სხვა ამბავია ლიკ
- ვჭამდი ოღონდ მარტო არა
- აჰამ ხო გითხარი . ბებოო ლილე მოვიდა დაიძინე აღარ იდარდო
გასძახა ბებოს ნუკიმ , ის იჯდა სკამზე და ლილეს ელოდებოდა , თან თვლემდა . სათვალე ჩამოვარდნოდა და ჩუმად ფრუტუნებდა გამოფხიზლდა ნუკის ხმაზე , კარგი ბებოო უპასუხა და დასაძინებლად წავიდა თავის ოთახში.ბებო აჭარელი არ იყო , მაშინ გადასახლდა როცა ნუკის ოჯახმა იქ პატარა ორსართულიანი სახლი იყიდა სადაჩედ. ისეთი ტკბილი ბებო იყო , რომ შეჭამდი თან საოცრად ლამაზი და სუფთა.
ლილეს დაწვრილებით მოაყოლეს გოგოებმა რაც მოხდა იმ საღამოს
-ესეგი სიმპატიურია?
- ძალიან
-ძალიან?
-ესეგი მოგწონს დააზუსტა ლიკამ.
-ვაიმეეე, ჩუმად , ასე მგონია არქანია მისმენს
-რა ქვია?
-ალეკო შარაშენიძე
- იცი რა ლილეე ძაან მეცნობა სახელი და გვარი მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან
არაუშავს გამახსენდეს იქნებ და გეტყყვი , თვითონვე უპასუხა ნუკიმ
იმ ღამეს ძლივს დაიძინეს, ლოგინამდე არ უშვებდნენ გოგოები იმდენ კითხვებს უსვამდნენ. როგორც იქნა დაწვა და ის ის იყო ალეკოზე ფიქრებმა წაიღეს რომ ტელეფონსი ზარმა გამოაფხიზლა , უცხო ნომერი იყო , კი გაუკვირდა ასეთ დროს ვინ იქნებაო , უკვე ღამის პირველი საათი ხდებოდა. უპასუხა
-ალო
-გაგაღვიძე?
-რომელი ხარ ? აჰამ ხო რათქმაუნდა რატომ გამიკვირდა რომ შენ ხარ ნეტა . ნეტა რატომ და ამოისუნთქა.
-რა იყო უცხონომრებს არ პასუხებ ? დიდხანს ვრეკე
- ხო მაგრამ შენ უცხო აღარ ხარ , სამჯერ გნახე უკვე და ნახე ტელეფონზეც კი გელაპარაკები , ასეთ დროს მარტო ნაცნობი თუ გამარვიძებდა
- აბა არ მაწუხებო?
- ჰო ეგრეა
-მაშინ ცოტახანი მელაპარაკე ვერ ვიძინებ თან ვალდებული ხარ
-რას მეუბნები რატომ ძილის წამალი ვარ ?ვალდებული რაღატომ?ან
ასეთ დროს მე რატომ მელაპარაკები? ბიჭი ხარ კლუბში არ უნდა იყო და გოგოებს საჯდომები უთვალიერო ?
- ხოდაა ეგაა ზუსტად პრობლემა და მაგიტომ ხარ ვალდებული უნდა ვიყო და ვათვალიერო მარა ვერა
-მე რა შუაში ვარ ?
- მე შენთან მინდოდა ლაპარაკი , უფრო მეტიც შენი ნახვა მიდნა ,
- მე იცი რა მინდა?
-რა ?
-შავი შოკოლადის ტორტი , შოკალდის ბისქვიტით და კრემით
-კაი მოვალ და მოგიტან
- ხუმრობ ხო?
-არა რატომ ?
- არა ხუმრობ და გაითიშა კიდეც ტელეფონი. კიდევ ერთი გიჟი მაგრამ ეს ისეთი სიმპატიური გიჟია მგოოონი მართლა მომწონს ჩაილაპარაკა , ამოისუნთა დადო ტელეფონი და ძილი დააპირა მარა რა დააძინებდა . თვალებში მისი სახე ჰქონდა ჩარჩენილი , შავი დაბალი წვერი , ცოტა დიდი მაგრამ ლამაზი ფორმის ცხვირი , ლამაზი ოდნავ დიდი ტუჩები და ჭაობისფერი თვალები , ოღონდ ისეთი ჭაობისფერი მუქ ყავისფერს ან შავს რომ გავს და სინამდვუილეში ჭაობისფერი რომაა ბევრი ხალებით. ეს მკაცრი , ცივი სახე და თვალები ლილეს თვალებად იქცა . სვხას ვეღარაფერს ხედავდა და წარმოიდგენდა.
ისეწვ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა , ალეკო იყო , ნახევარი საათი გასულა მათი ლაპარაკიდან . უპასუხა.
- რაო ეხლა რაღა ხდება ისევ ევრ იძინებ?
-გადმოიხედე
-ჰა ? გაგიჟდი? სად გადმოვიხედო
- აივნიდან ლილე აივნიდან
-აქ ხარ ? რა იცი სად ვცხოვრობ ?
-გადმოიხედე თორემ გავაღვიძებ ყველას.
-კაი მაცადე . თეთრ ამოღებულ ბრეტელებიან პერანგზე ხალათის შემოცმა არც გახსენებია ისე გავიდა აივანზე . ისეთი ლამაზი იყო ისე უხდებოდა თეთრი სექსუალური პერანგი თან რუჯზე
- ლამაზი ხარ იცი? ძალიან
- შეხედე როგორი გამოვვარდი , სერიოზულად? ეგ ტორტია? შოკოლადის ტორტი შოკოლადის ბისქვიტით და კრემით?
-ჰოო ზუსტად ისეთია
-ასეთ დროს სად იშოვე გაგიჟდი>? იმიტომ არ მითქვამს
-ხო გინდოდა მოამტყუე?
-არა ასე არ ვიტყუები მე არასდროს
-ჩამოდი და წაიღე
ლილე ჩუმად სამზარეულოში შევიდა , დანა ორი თეფში , ორი ჩანგალი ჭიქა და ფორთოხლის წვენი აიღო და ასე პერანგის ამარა გატანტალდა გარეთ.
-შენც უნდ ჭამო ჩემთან ერთად .
აივანზე მაგიდასთან დასხდნენ
-ღმერთო ასე გავსუქდები
-ნუ გეშინია მე მაინც მომეწონები
- ძააან სასაცილოა ასეთ დროს უნდა თქვა არ გასუქდები არასდროსო ,
-ხვალ ღამით რა მოგიტანო ?
-ხვბალ აქ არ ვიქნები
- მიდიხარ თბილისში?
-არაა კლუბში მივდივართ გოგოები , ახალი კლუბი ყოფილა რაღაც და კარგი დიჯეი ჰყავთო ნუკი გადარეულია , ხოოდა მივდივართ ,
-ვინები?
-მე ნუკი და ლიკა
-მარტო გოგოები კლუბში? და ასე უნდა ჩაიცვა? ლამაზად
-ხო რა იყო ? ეხლა არ მითხრა რომ შენც პატრიარქატის მომხრე ხარ და მატრიარქატს უბრალოდ არ სცნობ , ქალი იცი კუხნაში
-ააა ეგ გენდერული თანასწორობა და ამბები ? (იცინის)
-არა გენდერული თანასწორობა არა ადამიანური თანასწორობა ყველა ადამიანი ერტმანეთის თანასწორია
-მოკლედ მიდიხართ
-ჰოო მივდივართ . ტელეფონზე სმს-ი მოდის . ლილემ ინსტიქტურად დახედა ტელეფონს და არქანიას ნომერი რომ დაინახა სახე შეეცვალა გახსნა და უცბად წაიკითხა -„რაო ლამაზო კარგად ერთობით?“ ვერ მიხვდა უცბად ისეთი ორაზროვანი იყო . ნეტა ალეკოს გამო მწერს ? თუ უბრალოდ მომწერა ბათუმში რომ ვარ იმიტომ? მიდი ახლა შენ და გაიგე იმ ავადმყოფის ფიქრები და აზრები . იმტვრიე თავი ლილეეე იმტვრიე . აი ხომ გითხარი გაჩერდი ლილე რა ფლირტაობა აგიტყდა , აჰა ნახე ეხლა როგორ გაალამაზაებენ შენს ჭაობისფერ თვალებს . მოიცა ან ჩემი საიდანაა , არაა ეს თვალები ჩემი და ნუ ფიქრობ ლილე სისულეეებს . დადო ტელეფონი და ალეკოს შეხედა.ისე რომ ხმა არ ამოუღია. ის აკვირდებოდა მის გამომეტყველებას სახეზე და მიხვდა რაც ხდებოდა. მიხვდა რომ გოგა იყო მაგრამ არ უთქვამს არაფერი ლილემ ხო არ იცოდა ალეკო ვინ იყო და რომ ყველაფერი იცოდა და მაინც აგრძელებდა მასთან ყოფნას.
-ლილე მშვიდობაა
-ხოო მგონი რატომ მეკითხები ?
-რავიცი ანერვიულდი
-არაუშავს წინ ბრაუნის ტორტი მიდევს უაზროდ გემრიელი და ყველაფერს დამავიწყებს(იღიმის)
-გიყვარს ?
- ვინ ? არა ? რას ამბობ პირიქით დაიბნა ლილე
- ლილე ტორტზე გეკითხები
-აა ხო ძალიან , მარტო კი არ მიყვარს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია , უფერული იქნებოდა და მეც უკვე საგიჟეთში ვიქნებოდი , მარტო ამას შეუძლია ჩემი დაწყნარება
- გოგოებს რომ შოკოლადი უყვართ ვიცოდი მაგრამ პირველად მესმის ასე ლაპარაკობდეს ვინმე შოკოლადზე გაიღიმა და ისეთი ლამაზი ღიმილი აქვს რომ ვის ახსოვს გოგა და იმისი უაზრო სმსი .
გაუღიმა ლილემ და წუთით ისევ სიჩუმე.
-ლილე ახლა რომ გკითხო ვინ მოგწერა და ასე რატომ მოიწყინე მეტყვი რა შენი საქმეაო?
-უკვე ოთხი დგეა ყოველდღე ჩემს ირგვლივ ტრიალებ , გელაპარაკები და ნახე შუაღამისას შოკოლადის ტორტრს ,პერანგიანი ,ჩემი სახლის აივანზე ,შენთან ერთად ვჭამ , მართლა გგონია რომ მაგას გეტყვი?
უბრალოდ ისეთი არავინაა რომ ღირდეს ყურადღების გამახვილება.
ისევ ლილეს ტელეფონის ხმა , ისევ სმსი და ისევ გოგა არქანია .დახედა ტელეფონს უხასიათოდ და ფერი გადაუვიდა მისი სახელის წაკითხვისას. „ლამაზო მომენატრე . მგონი სხვაგან გაფრინდი ისევ არა ?“ . -ჯანდაბა ეს იმაზე ორაზროვანია ვიდრე წინა იყო . სხვასთან თუ სხვაგან . ნეტა რა იგულისხმა , ღმერთო რა საზიზღარი ადამიანია , ნეტავ საიდან გაიგო? ვინ უთხრა ? არა ვინ ეტყოდა ალბათ ისევ მამამისის ბიჭები დამყვებიან , ვაიმეე ნეტა რა დავაშავე ასეთი რომ ვერ მოვიშორე . უუფ იმის საშუალებასაც არ მაძლევს რომ ჩემი ბრაუნი ვჭამო . კარგი რააა .მოიცა ლილე რას დაიჩემე იცის იცისო. იქნებ არც იცის . ან იცოდეს რას იზამს , ხო აი რას მიზამს . მაგრამ მე რა უნდა მიქნას რა სულელი გოგო ხარ . ალეკოს რა უზამს შენ იმაზე იფიქრე .
-ლილეე , მგონი მეორე ტორტის მოტანა დამჭირდება რომ დაგაწყნაროს, ისეთი სახე გაქვს .ლილე გამოფხიზლდა უცბად და მის სახესთან ახლოს ის ჭაობისფერი თვალები შენიშნა უკვე 4 დღე თავს რომ არ ანებებს და მის თვალებად გონებად და ფიქრებად რომ იქცა.
-არა არა მეტს ვეღარ შევჭამ უკვე ორი ნაჭერი შევჭამე და იმდენი კალორია მივიღე ალბათ ერთი კვირა საჭმელს ვეღარ შევჭამ . სახლში ვიღაც ახმაურდა.
-მგონი ჩემებმა გაიღვიძეს ნახე რომელი სააათია , წავალ კარგი ?
-კარგი , სულაც არ მინდა მაგრამ თუ შენ ასე გირჩევნია ? წადი მაშინ
-დროებით და კარისკენ წავიდა ლილე. უნდა შეეღო კარები რომ გაახსენდა მადლობაც კი არ უთქვამს აკოსთვის . გაჩერდა შემოტრიალდდა და დაუძახა.
-ალეკო , მიუახლოვდა ,აიწია თითისწვერებზე ლოყაზე ნაზად აკოცა
მადლობა , ძალიან გემრიელი იყო და გაუღიმა . მერე მოტრიალდასახლში შევიდა.
ალეკომ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო , დაიბნა , გაუკვირდა და კაი ხანი იდგა იქ და ფიქრობდა . გულში სულ არქანიას აგინებას, ლანძღავდა . ფიქრობდა რომ ამჯერად მართლა დედას უტირებდა და შესანიშნავი მიზეზი ჰქონდა ამისთვის . გოგო რომელიც უკვე გიჟივით უყვარდა და რომელსაც არავის დაუთმობდა და მას მითუმეტეს. ამდენწლიან ომს ეს თუ დაუსვამდა წერტილს . ეს თუ გადაწყვეტდა საბოლოოდ მათ შორის ურთიერთობას . კარგი რომ არაფერი იქნებოდა იცოდა . ეს მხოლოდ მისი და გოგოას ომი არ იყო . ეს არქანიების და შარაშენიძეების ომი იყო , წლების წინ დაწყებული და დაუსრულებელი .ამჯერად აკოს ტელეფონი აწკრიალდა . მამამისი იყო , გაუკვირდა ასეთ დროს რატო რეკავსო და უპასუხა.
-ხო მამა ხო მშვიდობაა
-როგორ ხარ
-კარგად თქვენ როგორ ხართ? დედა როგორაა?
-კარგად
-მოკლედ სადაც გინდა წახვიდე იმ სირთან უფრო ახლოს მიდიხარ
-რა ხდება
-ლილე მესხი არა ?
-უკვე გაიგეთ?
-ხოო გავიგეთ , უკვე ატეხა ჩოჩქოლი. მაგხელა ბათუმში სხვა გოგო ვერ ნახე ? მაინცდამაინც მას რომ მიადექი
-მამა ტყუილად რომ არ დაიწყებოიდა ეგ ამბავი ხო მიხვდი არა ?
-ხო და სერიოზულადაა საქმე?
-ხოო სერიოზულად . მიყვარს
-კაროჩე მაგრად მო***ნით უკვე ტვინი რაა , მამაჩემმმა დაიწყო მაგრამ შენ იმაზე უარესი ხარ მემგონი, ისეთებს აგტარებ მეც რომ არ მომსვლია აზრად შენ ასაკში.
ეს უკმაყოფილება თუ შეიძლებოდა უკმაყოფილება დაგვერქმია , ალეკოს მამის და არქანიას მამის თემურის დაწყებული იყო, ჯერ კიდევ ბავშვობაში და ისეთი სერიოზული სახე მიიღო რომ ერთმანეთის ჯიბრზე მილიონების კეთება და მერე ერთმანეთისთვის ხელის შეშლა დაიწყეს. თავბიდან ალეკოს არ მოსწონდა ეს ყველაფერი და მამას ეუბნებოდა უნდა დავზავდეთო მაგრამ მერე არქანიებმა ძალიან აურიეს, ისეთი რაღაც გააკეთეს რამაც ალეკო ზიზღი ნამდვილად გამოიწვია განსაკუთრებით გოგაას მიმართ. ისეთი ეგ როა მაგ გვარს ჯერ არ ყოლია და არც ეყოლებაო ამბობდა. არც არაფერს უთმობდა პირიქით.
- მიყვარს და არ მაინეტერსებს არქანიების ბ***ი დინასტია . ხო იცი რო სულერთია ეგენი ჩემთვის .ლილე თუ არა სხვა რამე გამოჩნდებოდა . მოვაგვარებ თვითონ არ ჩაერიოთ თვქენ თუ რამე თვითონ გეტყვით. კალასაც უთხარი გაჩერდეს .
-კარგი როგორც გინდა .ისე ვინ არის ეგ გოგო ამისთანა
-ეტყობა არის . ნახავ დრო რო მოვა . კარგი წავედი ეხლა სახლში უნდა მივიდე . თურქეთში მე აღარ მივდივარ ვაჩე წავა ჩემს მაგივრად სასტუმროს ის მიხედავს. ეხლა ჩემი სასქათველოდან გაასვლა არ შეიზლება. აქ უნდა ვიყო .
-კარგი დამირეკე
-შენი ******* დაიწყო ჩაილაპარაკა ალეკომ და წავიდა . ახლა ვერაფერს იზამდა უნდა დალოდებოდა გოგა როდის გააკეთებდა რამეს რომ მასაც ეპასუხა და აი მერე დაიწყებოდა თუ დაიწყებოდა. თან უკვირდა აქამდე რომ არაფერი გააკეთა პირველივე დღეს ეცოდინებოდა ყველაფერი მაგრამ არაფერი გაუკეთებია , ალბათ რამე გრანდიოზულს აპირებს. ან ლილეს რა მიწერა ნეტა წამეკითხა მაინც . ძაან ანერვიულდა . ამ ფიქრებით მივიდა სახლამდეც .
დილით ლილეს სმსი დახვდა ტელეფონში „დილამშვიდობის „.ალეკო იყო .
„დილამშვიდობის „ მანაც უპასუხა. „დღეს შენი ნახვა მინდა აუცილებლად“.
„კაი პლიაჟზე ვიქნები ცოტახანში გოგოებიც მოდიან და მოდი თუ გინდა , თან გაგაცნობ ამათაც თორე შემჭამეს გეფიცები „. „კაი და რა უნდა უთხრა რა სტატუსით უნდა გააცნო ჩენმი თავი ? (სიცილის სმაილი). „ შენ როგორ გგონია? მეგობრით რა თქმაუნდა „. „აჰა კაი ხოო, მარტო გოგოს თუ შეუძლია ასეთ დროს ბიჭს მეგობარი დაუძახოს , მაგრამ არაუშავს როოგორც გინდა“.“კაი წავედი აკო ვჭამ და გამოვალ „.
„კარგი დაგირეკავ .“
გოგოებმა ჩაიცვეს გამოიპრანჭნენ და წავიდნენ . ლილეს სადა შავი ბიკინი ეცვა , ზემოდან თხელი გამჭვირვალე თეთრი პერანგი და ღია ფერის მოკლე ჯინსის შორტები , ოქროსფერი სანდლები და ისეთი ბედნიერი სახით მიდიოდა რომ გოგოები გაოცებულები უყურებდნენ.
-ოჰოო, ლილე წარმოუდგენელია პირდაპირ ასე დილაა და ისეთ ხასიათზე ხარ . არადა დილით ხმა არ გაგეცემა ხოლმე . ხდება რამე ?
-ლიიკ რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ დავისვენე ცოტა რაცა ქ ვარ ამოვისუნთქე , უკან არავინ დამყვება ყოველშემთხვევაში მე ვერავის ვხედავ.
-ხოო თან ისიც აქ არის და
-ვინ ?
-შენი ახალი კაცი
-კაცი არა მეგობარი ნუკი , უი ხო მართლა მაგაზე გამახსენდა .გინდათ გაცნობაა?
-ხოო გვინდა გვინდააა გვინდა . რა კითხვა უნდა მააგას.
-ხოდა იქ დაგვხვდება .
-ნახე რააა ასე დაახლოვდით?და არ ამბობდი ?
-წუხელ 2 საათი იყო სახლში ბრაუნის ტორტით რომ მომადგა
-მერე ? გაუფართოვდათ გოგოებს თვალები ? სახეში ესროლე ?
-არა ჩვენს აივაზე დავსხედით და ვჭამეთ
-რა ? არა ? ღადაობ ხო ?
-არა სერიოზულად სწორედ მაშინ მოვიდა არქანიას სმსები
- გაიგო ?
-არ ვიცი ვერ გამოვიტანე აზრი ისეთი სმსები იყო .ნახე ტელეფონშია .გოგოებმა ლილეს ტელეფონს უცბად სტაცეს ხელიდ ა წაიკითხეს
-აუუუფ ეს რა იყო ლიიი , იცის ანუ ?
-არ ვიცი ვერც მე გავიგე . ამასობაში პლიაჟზეც მივიდნენ, იქ ალეკო დახვდათ ლილემ შორიდან შენიშნა შეზლონგზე დაწოლილი , გარუჯული დაკუნთული ახალგაზრდა კაცი რომელიც მას ელოდებოდა. გაჩერდა გაოგოებს შორიდან დაანახა .
-აი ის არის
- არა ? მართლა ის არის ? ლიიი არამგონია არქანიამ იცოდეს თორე ეხლა ამას რომ ვუყურებ მე გავგიჟდი და წარმოიდგინე იმას რა დაემართებოდა ეჭვიანობისგან . ამსე მშვიდად არ მოგწერდა
- ვითომ ? ლილეს არქანია აღაარ გაუგია მხოლოდ ის ესმოდა ნუკი ალეკოზე როგორ ლაპარაკობდა სიმპატიურიაო
-მართლა სიმპატიურია?
-ჰოოო მართლა და გაიცინეს გოგოებმა გულიანად .მათ სიცილიზე ალეკომაც გაიხედა ადგა და გოგოებს მიესალმა.
-ეს ნუკია ეს ლიკა , ჩემი ბიძაშვილები და დაქალები და რავიცი კიდე ყველაფერი
-ალეკო , და ხელი გაუწოდა გოგოებს . მე ლილეს მეგობარი ვარ
-აჰამ , წარმომიდგენია თვალი ჩაუკრა ნუკიმ და შეზლონგზე ნივთების დალაგება დაიწყო .
ალეკოს გეცინა , ლილემ კი ისე დააბიჯა ნუკის ფეხი რომ კინაგამ მოამტვრია თითები
იმ დღეს კარგად გაერთნენ , გოგოებმაც კარგად ისიამოვნეს . ალეკოც კარგად გაიცნეს და მოეწონათ კიდეც , ან როგორ არ უნდა მოსწონებოდათ .
-ლილე
-ჰოოუ
-ისევ შევამჩნიე
-რა ?
-ყველა შენ გიყურებს .
-ხოო? არაუშავს . ან რა მერე მიყურონ
-ხოო მაგრამ გიყურებენ.
-საყვარელო ტყუილად უმეორებ ლილეს ეგ საერთოდ არ აინტერესებს დამიჯერე, თან მიჩვეულია , რამდენიმე კიდეც დააშტერა , რამდენიმე დაალურჯა , ზოგიც გადაასახლა მაგრამ ეგ საერთოდ არ უშლის ხელს რომ ლამაზი იყოს
- ლიკააააა
-კარგი ხო გავიხუმრე რა იყო.
ალეკოს ტელეფონმა ისევ დარეკა .
-ხო მამა
-აკო კალა ჩამოვიდა უკვე ბათუმშია და უნდა ნახო გესმის?
-ეგრეა უკვე საქმე?
-ხო შენამდე არ მოსულა ?
-არა ჯერ კაი გავალ და ვნახავ არ ინერვიულო მივხედავ ხო იცი .
გოგოებო მე უნდა გავიქცე საქმე მაქვს . ლი საღამოს დაგირეკავ კაი ?
-კაი .დროებით.
-ლიიი გავგიჟდი რა მაგარი ბიჭია ,
-ბიჭი კი არა კაცია ნუკ, 29 წლისააა
-მითუმეტეს , იცოდე არავის გამო გაუშვა
-მეგობარია ხო გაიგე რა გითხრა (იცინის) კაი ჩვენც წავიდეთ თორე გავხმი მზეზე
გოგოები სახლში მივიდნენ . იმ დილის მერე ალეკო აღარ გამოჩენილა მთელი დღე არ დაურეკავს არც მიუწერია. ლილეს გაუკვირდა და ანერვიულდა მაგრამ ევრაფერს იზამდა ვერც მიწერდა ვერც დარეკავდა ად საეერთოდ გადაწყვიტა არც ეფიქრა მაგრამ არ გამოსდიოდა ის კუბიკები ედგა თვალწინ მის მუცელზე რომ ხედავდა და ის შავი რეიბანები საშინლად რომ უხდებოდა მის მკაცრ სახეს.
საღამოს გამოიპრანჭნენ და კლუბში წავიდნენ. ლილეს შავი კლასიკური შორტი შავი მოღებული ბრეტელებიანი მაიკა და ვერცხლისფერი ქუსლიანი ფეხსამელი ეცვა . მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და თმები გაიშალა .
-ლიი მაგრად გამოიყურები
-ვეცადე ნუკიი , შენც პატარავ . კლუბის შესასვლელთან ალეკო იდგა , ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი მაიკა ეცვა , ზედ წარწერა ჰქონდა „shi’s my…..”
წარწერის დანახვაზე გოგოებმა ჩაიცინეს . მიესალმნენ და კლუბში შედიოდნენ როცა ნუკიმ ხელი დაარტყა მხარზე აკოს და ჩუმად რომ ლილეს არ გაეგო უთხრა
-ყოჩაღ , მაგარი ხარ და თვალი ჩაუკრა . აკომ გაიგიმა თავი დაბლა დახარა და შეყვა კლუბში გოგოებს . შიგნით მისი ორი სიმპატიური ძმაკაცი დახვდათ.
-გოგოებო ეს ვაჩეა ეს ირაკლი ეს კლუბი და გვერდით რომაა ის მათია .
- ლილე შენ ხარ ალბათ
-საიდან იცი ?
-ვიცი ჩემი ძმაკაცის გემოვნება და გაიცინა ვაჩემ. ჩემი სტუმრები ხართ დღეს
გოგოებმაც გაიცინეს
-ირაკლი ვისკით დაბრუნდა . გოგოებმა უცბად აიწყვიტეს ვაჩესთან და ირაკლისთან ერთად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ .ლილეც გოგოებთან ერთად კლუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა ცეკვავდა და ისე უხდებოდა კლუბის განათება მის გარუჯულ სხეულს , ალეკო იდგა ბართან და უყურებდა. უბრალოდ უყურებდა ისევ უდროო დროს აწკრიალდა ლილეს ტელეფონი. დახედა და გაჩერდა გოგა რეკავდა . ალეკოს გახედა და თვალებით ეუბნებოდა არაფერი გამოვაო. არ მომცემს საშუალებას შენთან ვიყოდა მიყვარდეო და თან მოწყენილი თვალები სიბრაზისგან უწყლიანდებოდა. ალეკოც უყურებდა ლილეს თვალები რომ დაინახა წამოიწია და გაჩერდა მიხვდა რაც ხდებოდა და ისიც ეუბნებოდა თვალეებით ნუ გეშინია არაფერი დამთავრდება პირიქით ეხლა იწყებაო . ოგონდ ცრემლები არა გეხვეწები არა ჩურჩულებდა თავისთვის.



№1 სტუმარი Nini

Deda ra kai iyo tan didi tavic iyo dzaan magari iyoo gagardzele tavebi didebi dade male dade da warmatebebi me momwons

 


№2 სტუმარი Avtori

Mixaria tu mogewona ,anu gavagrdzelo ?

 


№3 სტუმარი Nini

Kikigagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent