შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუნვა სივრცეში (1)


22-08-2017, 21:30
ავტორი Nude
ნანახია 1 337

- დამშვიდდი, რა, გეხვეწები, გემუდარები. არ შეიძლება შენთვის. ახლა, შენ პატარას ძლიერი დედიკო სჭირდება, შენნაირად დაჩიავებული ადამიანი კი არა. - ბოლოს გაიფიქრა გოგონამ, იქნებ ამ მკაცრად ნათქვამი სიტყვებით მაინც მოვიყვანო გონს დეიდაშვილიო, მაგრამ რეაქცია 0-ის ტოლი იყო.
- რა ხდება, ელე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, საერთოდ რა მოხდა, ან ახლა რა ხდება ჩემ თავს... - დაბეული, მონოტორულად აფახუნებს თვალებს.
გაშლილ ორივე ხელისგულს საფეთქელზე იდებს აქეთ-იქიდან და მაგრად აწვება. სიმწრით იბადრება, წამიერად უყუჩდება გაუსაძლისი ტკივილი.
- ახლა, ძლიერი უნდა იყო... - ახსენებს ისევ ელე.
- მჰჰ-ჰ, - გაურკვეველი ბგერები გამოსცა ნიცამ. - ძალიან ადვილი სათქმელია, არა?!
- საერთოდ არ არის ადვილი სათქმელი, ვიცი, მაგრამ...
- არაფერიც არ იცი! - აწყვეტინებს თვალებში ცეცხლჩამდგარი გამომეტყველებით სიტყვას. - როგორ ამბობ, რა მდგომარეობაში ვარ ახლა... - თავზე გამწარებულმა შემოიწყო ხელები. - შენ არაფერი არ იცი, შენ საერთოდ არაფერი არ გესმის და ნუ მეუბნები რომ ეს ასე არ არის!
ერთხელ ამოიხვნეშა ელენემ ტკივილისაგან და გვერდით ოთახში მყოფ მეგობარს ცრემლიანი თვალებით გასძახა.
- საბა...
- ისევ? - მამაკაცი წინ აესვეტა და ტკივილით სავსემ მიაპყრო მზერა განადგურებულ ბავშვობის მეგობარს, რომელიც გიჟივით იყურებოდა აქეთ-იქით.
- ისევ... - თავი დაუქნია ძლივს ელენემ და ლამის სირბილით დატოვა საძინებელი ოთახი.
სააბაზანოს კარები ლამის შეანგრია. დახარბებულმა შეისხა ცივი წყალი უძილობისგან დასიებულ სახეზე და საკუთარ ანარეკლს გაუსწორა თვალი სარკეში.
ვერ იჯერებს, არა, მართლა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებს მომხდარს... გასულ ერთ თვეს... დეიდაშვილის თავზე გადამტყდარ ამდენგვარ უბედურებას... თანაც რის გამო? უნდოდა, ძალიან უნდოდა მივარდნოდა დეიდამისს და ბიძამისს, შემდეგ კი, აუღელვებლად, ხელის აუკანკალებლად, გადააბამდა ერთმანეთზე ორივეს.
- ელე, ხომ კარად ხარ? - გაიგო საბას ფრთხილი კაკუნი სააბაზანოს კარებზე და სწრაფად შეიმშრალა სველი სახე.
- კი, კი, კარგად ვარ. 2 წუთში გამოვალ, შედი შენ მანამდე სამზარეულოში.
სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა.
არა! ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისზე 3 წლით უმცროსი დეიდაშვილი ფეხზე დააყენოს, რა თქმა უნდა, პატარასთან ერთად.
- ჩაი, ყავა? - კითხა სამზარეულოში შესულმა და გვერდულად გახედა.
- ცივი წყალი! - ღიმილით მიაჩერდა კაცი ერთიანად გამოფიტულ ელენეს.
თავი რიტმულად დაუქნია თანხმობის ნიშნად რამდენჯერმე. მაცივრის კარი ზანტი მოძრაობით გამოაღო, ცივი წყალი მაღალ, მინის ჭიქაში დაასხა და მეგობარს წინ დაუდო.
- გმადლობ! როდის მიდიხართ შენ და ნიცა, შენ ტყუპისცალთან? - ინტერესით კითხა საბამ.
- ერთ თვეში ყველაფერი მზად იქნება. კიდევ კარგი, სოფოს მოქალაქეობა აქვს რუსეთის... - ღრმად ამოიხვნეშა ქალმა.
- ჰო, მართლა ძალიან გაგვიმართლა. ნანა და ვასილი კიდევ არ გამოჩენილან? - მოიკითხა ნიცას მშობლები.
- ხუმრობ, ხო?! - წარბაწეულმა გახედა ერთ ადგილას მოქანავე მეობარს, რომელიც უკვე წასვლას აპირებდა. - მაგათ თავისი შვილი კიდიათ ფეხებზე, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ, რომ ახლა, მათი შვილის მუცელში ბავშვი იზრდება და ასე მოქცევა არ შეიძლება. ყოველგვარ ზღვარს სცდება მათი ქცევები, ყველაფერ სხვას თავი რომ დავანებოთ.
- მართალია. ახლა, მე კიდევ გავუკეთე დამამშვიდებელი, მაგრამ მეტის უფლება არ მაქვს, ნაყოფისთვის საზიანოა. ის კი არა, დღესაც აღარ უნდა გამეკეთებინა კიდევ ერთი, საშინელი ნერვული შეტევები აქვს დროდადრო, ამიტომ ვერც ასე დავტოვებთ. შეეცადე, აღარ დასჭირდეს დამამშვიდებელი, იმიტომ რომ მე უკვე უძლური ვარ მაგ მხრივ.
- რას მირჩევ? - ინტერესით ჩახედა თვალებში კაცს.
- ჯერ გინეკოლოგთან წაიყვანე, შეამოწმებინე ექიმს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თანაც ბავშვის გულისცემას რომ მოასმენინებენ, დადებითად იმოქმედებს მასზე, ცოტა მაინც გამოიყვანს მდგომარეობიდან. რაჭაში წაიყვანე შენთან, რაც შეიძლება მალე. სანამ გამგზავრებისთვის მომზადება არ დაგჭირდებათ საბუთების მხრივ, მანამდე არ ჩამოხვიდეთ. ჰაერიც, სიმარტოვეც და თბილისისგან შორს ყოფნა დაეხმარება, აქ ყოფნით ვერაფერს ვუშველით.
- აუცილებლად ეგრე მოვიქცევი. - თავი იმედიანად დაუქნია. - ძალია დიდი მადლობა! შენ რომ არა...
- არ გვინდა ეგეთები. - შეაწყვეტინა საბამ ღიმილით. - თუ რამე მოხდა, აუცილებლად დამირეკე. - საჩვენებელი თითის ქნევით გააფრთხილა და ღია კარებში გაუჩინარდა.
მთელი საღამო და შემდგომი ღამე უშფოთველად ეძინა ნიცას. ახლა, როცა ზემოდან უყურებს მშვიდ გოგონას, ძველი დეიდაშვილი ახსენდება - ლაღი და სიყვარულით სავსე, რომელსაც სულ უცინოდა თვალები.
გვერდით მიუწვა და შეეცადა თვითონაც მოეხუჭა თვალები.

* * *
დილით დასიებული თვალები ძლივს გაახილა ნიცამ და ხელი ლოგინის მეორე მხარეს გადაყო, მაგრამ ცარიელი დახვდა. არ შეშინებია, იცოდა, რომ ელენე არაფრით და დატოვებდა სახლში მარტოს.
ზლაზვნით წამოდგა და სააბაზანოსკენ გასწია. სწრაფად ამოუტივტივდა წინა საღამოს მომხდარი ინციდენტი და თვალები სიმწრით დახუჭა. როგორ ცხვენია საკუთარი ქმედებების, მაგრამ რა ქნას, არაფრით არ შეუძლია თავი აკონტროლოს. ძალიან უნდა, მაგრამ არ შეუძლია... ვერაფრით იოკებს გრძნობებს, რომელიც მხოლოდ ტკივილისგან არის გამოწვეული... ვერ აჩერებს...
- დილა მშვიდობისა! - ცალი ხელი აუწია ელენემ ახალგაღვიძებულ დეიდაშვილს.
- დილა მშვიდობისა.
- მიდი, ისაუზმე, გინეკოლოგთან უნდა წავიდეთ, ჩაწერილები ვართ 13:00 საათზე. - საათს მკვირცხლად ახედა ელენემ.
- გინეკოლოგთან რა ხდება? - უემოციო თვალები მიაპყრო მოფუსფუსეს.
- შენ ხარ ორსულად, თუ მე?
- ალბათ შენ. - მხრები უბრალოდ აიჩეჩა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- სად მიდიხარ? - დასჭექა ხმამ. - ახლავე მოდი აქ და ისაუზმე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, შემდეგ კი მომავალმა დედამ! შენ შენი თავი ფეხებზე გკიდია, გასაგებია, მაგრამ არ მოგცემ იმის უფლებას, რომ ჩემ დეიდაშვილის შვილს რამე დაემართოს! - თვალებს გაბრაზებული აკვესებდა აქეთ-იქით ელენე.
ისე შეხედა ერბო კვერცხიან თეფშს, თითქოს ამაზე საზიზღარი საჭმელი თავის ცხოვრებაში არ ჰქონდა ნანახი, თუმცა ელენეს ისტერიკების მოსმენა არ უნდოდა. თვალი თვალში ირონიულად გაუყარა, ჩანგალი ერბო კვერცხს გამეტებით ჩაარჭო, ერთი ნაჭერი სწრაფად დაღეჭა და ისე გადაყლაპა, რაღა ერბო კვერცხი და რაღა ტალახი.
- გიხდება ძიძობა, არა, მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ზედმეტი მზრუნველობაც არ გინდა, ვნებს. - თქვა და სამზარეულოს კარები გაიჯახუნა.
ღრმად ამოიხვნეშა ელენემ და საჭმელი ნაგვის ურნაში მოისროლა, დასვრილი თეფში კი ნიჟარაში ჩადო. ხელები მაგიდას დაადო, რამდენიმე წამით თვალები დახუჭა, შემდეგ კი თავისთვის დაიჩურჩულა.
- ჯერ გამოდი მდგომარეობიდან, შენ იჩვენებ სეირს! - გაიცინა და თავი აქეით-იქით რიტმულად გადააქნია.
შეიძლება სულ სულ ოდნავ ეშლება ნერვები ნიცას ამ გამოსვლებზე, მაგრამ თითქმის ყველა შემოტევას ღირსეულად ხვდება. იცის, რომ გოგონას თავს, სწორედ ახლა არის ყველაფერი ყველაზე ცუდი დამტყდარი და ესმის. სხვაგვარად შეუძლებელიც კია. იცის ისიც, რომ დეიდაშვილი გულით არ იქცევა ასე და მისი თითოეული ქცევა თუ სიტყვები, გაუაზრებელია.
ოთახში ცრემლმორეული შევიდა ნიცა. განა არ იცის რომ დეიდაშვილს, რომელიც თან ყვება ახლა და მითუმეტეს, როცა მთელი ცხოვრება ასე იყო, არ უნდა მოექცეს მსგავსად, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, ვერაფერს ფიქრობს. ენატრება ყოფილი შეყვარებული, რომლისგანაც ყველაფერს ელოდა, თუმცა საბოლოოდ არაფერი შერჩა. როცა უთხრა ამდენ პრობლემას ვეღარ ავუდივარო, იქ მოკვდა ყველაფერი ნიცასთვის.
ხვდება, რომ სულელი გოგოსავით იქცევა, საერთოდ არ უნდა ენატრებოდეს და უყვარდეს, მაგრამ ფაქტს ვერსაც გაურბის.
ელენეს კარადაში შეწყობილი თავის ტანსაცმელს დასტაცა ხელი და სწრაფად გადაიცვა.
ყოველ წამს უმეორებს თავის თავს, რომ ძალიან ძლიერი უნდა იყოს თავისი შვილის გამო. მერე რა რომ ამ ბავშვზე ნიცას მშობლებმა უარი თქვეს, მეტიც ნიცაც მოიწყვიტეს, მაგრამ არაუშავს. გააჩენს და მშვიდად იცხოვრებს უცხო ქვეყანაში დეიდაშვილებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე წინააღმდეგნი იყვნენ ჩადუნელის მშობლები მისი და ტატოს ურთიერთობის, მაინც ერთად იყვნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთით. კი, ჰქონდათ გარკვეული ჩავარდნები ნიცას მშობლების გამო, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ტატოს ლანძღვაში იყვნენ, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ფეხზე რომ არ წამომდგარიყო წყვილი, ერთად და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე!
ერთი წელი გარძელდა ეს ყოველივე.
ერთი თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს,
და ზუსტად ერთი თვის წინ გაიგო რომ ორსულად იყო!
ვერ გაბედა თავისი ყოფილი შეყვარებულისთვის ეთქვა სიმართლე. რატომ ვერ ეუბნება არ იცის, მაგრამ ურჩევნია მერე უთხრას, როცა საქართველოში აღარ იქნება.
გრძნობს, რომ ასე ბევრად აჯობებს მისთვისაც და პატარასთვისაც.
რაღაც მხრივ ესმის ტატოსი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ადამიანურად ესმის. ერთ წლიანი ჩუმ-ჩუმად შეხვედრები და სისტემატიური ლანძღვა, ძალიან რთულია, თუმცა ხვდება, რომ თვითონ მაინც არ მიატოვებდა საყვარელ ადამიანს, როგორც ტატო მოიქცა.
გულის ფანცქალით აკვირდება თავისი შვილის პირველ ფოტოს, რომელიც უკვე 3 თვისაა და ახლა, ნამდვილად გრძნობს რომ დედაა!
სქესის გაგება ჯერ არ უნდა, სანამ საქართველოს დატოვებს, მანამდე გაიგებს.
გახარებული ელენე უკან გამოეკიდა საავადმყოფოდან გამოსულს. გაეღიმა დეიდაშვილის ბედნიერ სახეზე. თვითონაც გულწრფელად ბედნიერია პირველად, იმ ამბების შემდეგ.
რაჭაში წასვლაზე რომ გაიგო, არც კი დაფიქრებულა, პირდაპირ თანხმობა განაცხადა. ზუსტად იცის, რომ ახლა, ჰაერივით სჭირდება ადგილმდებარეობის შეცვლა. წარმოიდგინა, როგორი კარგი იქნება ბავშვისთვის ეს ყველაფერი. არა, აუცილებლად წავა. ნამდვილად ასე აჯობებს დედა-შვილისთვის.
- ელე, ჩემი ყოფილი სახლიდან ჩემი ყველა ნივთი და სამოსი უნდა წამოიღო, ოღონდ არაფერი დაგრჩეს. შენთან არაფერი არ მაქვს ისეთი, თან რუსეთშიც გამომადგება. - მტკივნეულად ამოიოხრა და მაგრად დააჭირა წამწამები ერთმანეთს, ცრემლი რომ შეეკავებინა.
უხმოდ დაუქნია დეიდაშვილს თავი ელენემ და ლოყაზე აკოცა, რაც ნიშნავდა - ,,ყველაფერი კარგად იქნება!’’ -ს.



№1  offline მოდერი bla.ell

საინტერესოა ძალიან ველი გაგრძელებაასheart_eyeskissing_heart

 


№2  offline მოდერი Nude

bla.ell
საინტერესოა ძალიან ველი გაგრძელებაასheart_eyeskissing_heart

მადლობა relaxed
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent