შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური პატარძალი -თავიVI-

23-08-2017, 07:02
ნანახია 3 576

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მე და ირაკლი სახლში საღამოს 9 საათისთვის მოვედით. ორივენი დაღლილ-დაქანცულები ვიყავით. ალბათ ირაკლი უფრო, მას ტვირთმზიდის როლი შეხვდა, როგორც ნამდვილ, ჯელტმენ მამაკაცს. არადა კაცს რომ ეკითხა გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობო, უშველებელ ლექციას წავუკითხავდი რატომ არის ქალი და კაცი თანასწორი. მაგრამ ქალი ხომ მაიც ქალია და ყველა სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება შეუძლია.
ირაკლიმ ბუზღუნით შემოიტანა ასაწყობი წიგნების თაროს ყუთი, შემოსასვლელში მიაგდო და სამზარეულოში შემოვიდა.
_მაჭამე რამე…_ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და საწყალი თვალებით შემომხედა.
_უმი ქათმის ხორცი თუ მოგწონს დაჯექი და ახლავე მოგართმევ, თუ არადა მოგიწევს ცოტახანს მოითმინო._სიცილით ვუთხარი და ადუღებულ წყალში ქათმის ფილე ჩავყარე.
_უმი ხორცი გემრიელია, ოღონდ თუ მას საწოლში მიირთმევ, დანარჩენად მოხარშლს ან შემწვარს ვამჯობინებ…_თვალი ჩამიკრა და მაცივარი გამოაღო._რამე წვენი არ გაქვს?
_წყალი მაქვს._ისევ ავკისკისდი._რძეც, და შემიძლია ხილის ფრეში ან სმუზი გაგიკეთო.
_ოოო…_აიქნია ხელი._კოკაკოლა, ან რამე ეგეთი?_თვალები გადაატრიალა.
_ფიგურას ვუფრთხილდები თავმომწონედ ვთქვი გამომწვევად დავტრიალდი მის წინაშე.
_ანუ წყურვილით უნდა მომკლა?_ცალი წარბი აქაჩა ზემოთ._იმედია ყოველ დილა-საღამოს სალათის ფურცლებს არ გამომიწერ.
_დილა-საღამოს?_ირონიული ტონით ვიკითხე.
_სწორედაც რომ!
_და ვინ დაგპატიჟა ყოველ დილა-საღამოს, ხომ ვერ მეტყვი?
_და ვინ გითხრა რომ დაპატიჟება მჭირდება?_თვალი ჩამიკრა. მერე ზურგი მაქცია და სამზარეულოდან გავიდა._წავალ ლიმონათებით მოგამარაგებ, სალათის ფურცლებს უხდებაო გამიგია._ხარხარებდა გულიანად.
_იდიოტი…_თავი გავაქნიე და მეც სიცილი დავიწყე.
მომწონდა ირაკლი? - ძალიან! მაგიჟებდნა მისი თავგასული, თავდაჯერებული და აუღელვებელი საქციელები. სხვას ალბათ ამის გამო შევიძულებდი, მაგრამ ის სულ სხვანაირი იყო. საქმე იმაში იყო, რომ ვიცოდი ამ მხიარული და უდარდელი “ტიპის” მიღმა, ძალიან კარგი ადამიანი იდგა, რომელიც სწორად მაშინ გამოჩნდებოდა როდესაც ეს საჭირო იყო.
მისი გარეგნობაც ნამდვილად დამატყვევებელი იყო. განიერი მკლავები და დაკუნთული მხრები ჰქონდა, თუმცა ზედმეტად “ჩაფსკვნილი” სულაც არ ყოფილა. ზომიერად სქელი ფეხები და, ჯანდაბა, მისი უკანალი! არ ვიცი როგორ ავღწერო… მისი გამოყოფილი, ოდნავ ზემოთ აზიდული, დაჭიმული უკანალი… შეუძლებელია შეგეხედა და სხეულში ჟრუანტელს არ დაეარა. მისი სახის ნაკვთები უფრო გამკაცრებულიყო ვიდრე 10 წლის წინ, ცხვირიც შედარებით უფრო მოგრეხოდა, ცისფერი თვალებიდანაც სულ სხვა ენერგია მოდიოდა, ეტყობოდა რომ ბევრი რამ გამოიარა ამ 10 წლის განმავლობაში, თუმცა 32 წლის მამაკაცის კვალობაზე საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ამას მისი სტილიც უწყობდა ხელს, მუდამ გამოყვანილი პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა, ფეხზე კი კედები. ყოველთვის “კოხტად” გამოიყურებოდა და აუცილებლად ასდიოდა სასიამოვნო სურნელი. მოკლედ ნამდვილად იდეალური იყო ირაკლი, და კიდევ ნამდვილად მქონდა მის მიმართ სიმპათია, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ გამჩენია ამ გრძნობაზე აყოლის სურვილი.
***
დღეები სწრაფად გადიოდია. აგვისტოს ბოლოს უკვე ჩემი ერთ ოთახიანია ბინა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. თუ რამე მახსენებდა წარსულს, უფრო კონკრეტულად კი ნიკას და ნინას ყველაფერი ნაგავში მოვისროლე. მთელი სახლი ახალი ნივთებით გავავსე, დეკორაციები შევცვალე, ტანსაცმელები გადავახარისხე, ოთახში შპალერი გამოვცვალე, მისაღებში დივნებსა და ტელევიზორს ადგილი შევუცვალე, ახალი წიგნები ვიყიდე და ირაკლის აწყობილ ხის თაროზე ლამაზად დავაწყვე, სამზარეულოსთვის ახალი ჭურჭელი ვიყიდე, მაცივარში ერთი თარო ირაკლის ლიმონათებისთვის და, როგორც თვითონ იტყოდა, მამაკაცური საჭმელებისთვისაც გამოვყავი, აბაზანაში კი ბევრი ვეცადე, მაგრამ თითქმის ვერაფერი შევცვალე… მოკლედ ერთ კვირაში, ირაკლის დახმარებით სრულიად ახალ სახლში ამოვყავი თავი.
მერე სამსახური დამეწყო… ყოველ დილით ირაკლის ზარი მაღვიძებდა. ზუსტად 8_ს რომ 5 წუთი აკლდა მაშინ მირეკავდა.
_მაღვიძარას ვაჯობე!_კისკისებდა და მითიშავდა.
გაბრაზებული, სანუკვარი 5 წუთიანი ძილ დაკარგული ბუზღუნით ვდგებოდი საწოლიდან და ბუზღუნით მივდიოდი “ბერიძეების” იურიდიულ ფირმაში, სადაც რამდენიმე მოვალეობა მქონდა შეთავსებული, მდივანიც ვიყავი, თარჯიმანიც, ბუღალტერიც, მრჩეველიც, დეკორატორიც, ივენთების დამგეგმავიც… მოკლედ რომ გავაგრძელო ალბათ მთელ გვერდს ავავსებ და სჯობს აქვე შევჩერდე.
პირველი ერთი კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ჩემი უფროსით, ლიკუნათი დაწყებული ყველა მხარზე მისვამდა ხელს და მოჩვენებითი მოწყენილობით მეუბნებოდნენ რომ სწუხდნენ ჩემს “ამბავზე”, რომ ნიკა ნამდვილი არაკაცი იყო (არადა რეალურად არც არავისთვის მომიყოლია რა მოხდა.), რომ ნიკა მუხლებზე დაჩოქილი დამიბრუნდებოდა, რომ ვინმე უკეთესი გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ შეიძლება ასე უკეთესი იყო, რომ ბედი დიდი ბედნიერებას მიმზადებს, რომ ღმერთმა გადმომხედა და “ის” საშინელი ადამიანი მომაშორა… მოკლედ, სჯობს ახლაც შევწყვიტო თორემ ამჯერად ერთი გვერდიც აღარ იქნება საკმარისი.
ერთი კვირის მერე სამსახურის ჰორიზონტზე ირაკლი გამოჩნდა, რომელმაც თვითნებურად გადაწყვიტა რომ ყოველ საღამოს მას უნდა წავეყვანე სახლში.
_მოკლედ სამსახურის გოგოები ორად გაყავი…_ეშმაკურად ჩავიცინე როდესაც მანქანაში ჩავუჯექი.
_მე?_გაიკვირვა ირაკლიმ.
_ჰო, შენ! ზოგი ამბობს რომ ძალიან შემეფერები, ზოგიც კიდე ამბობს რომ მათ უფრო შეეფერები…
_რაო?_სიცილი აუვარდა._მათ შევეფერები? ანუ?
_ანუ მოსწონხარ…
_ვაა…_მხრები აიჩეჩა._კი მაგრამ, რომ არ მიცნობენ?!
_გული თუ გწყდება გაგაცნობ…_წარბაწევით გავხედე.
_ეგ საიდან მოიტანე…_წამიერად შემომხედა და მერე ისევ გზას გახედა._ეჭვიანობ?_გეცინა.
_მე?_გადავიხარხალე._შენზე?
_კარგი, კარგი, მეგობარო…_ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა._დღეს რა ვჭამოთ?
_კარტოფილი შემიძია შევწვა ხორცთან ერთად…_შევთავაზე.
_კარგი აზრია…
_სხვათაშორის და შენი სახლი თუ გახსოვს სადაა?
_ეს რა იყო ეხლა?
_ჩემთან სვამ, ჩემთან ჭამ, ჩემთან უყურებ ტელევიზორს, ჩემთან ხარ მთელი დღე სანამ მე სამსახურში ვარ, ერთადერთი დასაძინებლად მიდიხარ სახლში…უბრალოდ დამაინტერესა თუ ისევ გახსოვდა მისამართი…
_მახსოვს…_სერიოზული სახით ჩაილაპარა.
ჩემს კორპუსთან რომ გააჩერა მანაქა ძრავი არ გამოურთავს. მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოსთან გავჩერდი. ველოდებოდი როდის გადმოვიდოდა. ირაკლიმ კი მანქანა დაძრა და წავიდა…
გაბრაზდა… არადა ვეხუმრებოდი. გული დამწყდა. ნამდვილად არ მინდოდა მისი წყენინება. შეიძლება ცოტა ზედმეტიც მომივიდა, მაგრამ სერიოზულად არცერთი სიტყვა არ მითქვამს.
სახლში ყურებჩამოყრილი ავედი. შხაპი მივიღე, თმა შევიშრე, სამზარეულოში გავედი და საჭმლის მზადება დავიწყე.
_”შენი დახმარება მჭირდება, იმედია არ გძინავს”_ცოტახანში მივწერე ირაკლის.
შემწვარი კარტოფილი და ხორცი, ანუ ეგრეთწოდებული “ოჯახური” ორ თეფშზე გადავანაწილე, თეფშები მაგიდაზე დავაწყვე, კარადიდან ორი წვენის ჭიქა გამოვიღე, მაგიდას მივუჯექი და ლეპტოპში სიმღერები ჩავრთე.
დაახლოებით 15 წუთი ვათამაშებდი საჭმელს ჩანგლით, ლუკმაც არ მიჭამია… ირაკლის ველოდებოდი, თუმცა იმედი მეწურებოდა რომ მოვიდოდა.
ცოტახანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_ღიაა!_დავიძახე.
კარი შემოაღო თუ არა მაშინვე ვიგრძენი მისი სასიამოვნო სურნელი. მერე მისი მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე და ბოლოს სახემოღუშული ირაკლის სილუეტიც დავინახე სამზარეულოში.
_რახდება?_ისე იკითხა რომ ზედაც არ შემოუხედავს და ჯიბეებში ჩაიყო ხელები._რაში დაგეხმარო?
_ჭამაში…_თვალებით გავუცინე.
_ჭამაში? ამისთვის გამომიძახე?
_ოოო…_თვალები გადავატრიალე._პატარა ბავშვი ხარ? ნუ მებუტები უაზრობაზე.
_უბრალოდ არ მინდა თავი შეგაწყინო…_ისევ არ მიყურებდა.
_კარგი რა…_გულდაწყვეტით ვთქვი და ფეხზე წამოვდექი._მაპატიე…_ჩურჩულით ვუთხარი და მივუახლოვდი. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით მისი პერანგის ღილს დავუწყე თამაში.
_ვერ გავიგე, რა მითხარი?_როგორციქნა ჯიბიდან ხელი ამოიღო, ნიკაპზე ფრთხილად შემახო და თავი ზემოთ ამაწევინა.
_ნუ მებუტები მეთქი…_წავიბურტყუნე.
_არა, მაგის მერე…_ნელ-ნელა ებადრებოდა სახე.
_აუ…_ავწუწუნდი.
_მიდი, მიდი, არ მოგერიდოს, მითხარი…_თვალები აუციმციმდა.
_არაფერის თქმას არ ვაპირებ!_შევუბღვირე და ზურგი ვაქციე.
_რა ჯიუტი ხარ._ამჯერად ჩვეულებრისამებრ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა.
_შეჭამ თუ გადავყარო ეს?_ვკითხე მოჩვენებითი გაბრაზებით.
_როგორ თუ გადაყარო?_წარბები აქაჩა და მაგიდისკენ წამოვიდა.
ჭამისას თუ საჭმელი ძალიან მოსწონდა ისე ხვნეშოდა გეგონებოდა წლებია აშიმშილებდნენო. ზოგჯერ მეშინოდა მეც არ მივოყოლებინე საჭმელზე…
იმ საღამოსაც ასე შეექვეოდა ჩემს მომზადებულ “ოჯახურს”. მე კი ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
ღამით სახლში არ წასულა… ფილმის ყურების შემდეგ კომფორტულად მოთავსდა დივანზე და ღრმა ძილს მისცა თავი. შეპირებული პლედი და ბალიში გამოვუტანე და ჩემს ოთახში გავედი. ძალიან, ძალიან მშვიდად მეძინა იმ ღამით…

***
სექტემბერიც სწრაფად გავიდა… თავიდან 4-5 დღეში ერთხელ რჩებოდა ხოლმე ირაკლი ჩემთან, შემდეგ 2-3 დღეში ერთხელ და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ დივანი მის სარეცელად გადაიქცა. მეც ისე შევეჩვიე მის სახლში ყოფნას რომ მეგონა ყოველთვის ასე იყო, რომ სულ ერთად ვცხოვრობდით. თუმცა ოფიციალური სახე რომ არ მისცემოდა ამ ყველაფერს, დილაადრიან სახლში მიდიოდა, ბანაობდა, ტანზე იცვლიდა, მერე ეუკან ბრუნდებოდა და სამსახურში მივყავდი.
სექტემბრის ბოლოს სამსახურიც იშოვა. მართალია დიდი ვერაფერი, მშენებარე კორპუსზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ხელფასი საკმაოდ მაღალი იყო, თანაც ჩემს ოფისთან ახლოს იყო და შესვენებაზე ყოვეთვის ჩემთან, ოფისის ბუფეტში, გადმოდიოდა, სახლში მომზადებული ბუტერბროდებით ვანაყრებდი და ისე ვუშვებდი უკან, წასვლის დროს კი გასასვლელთან მელოდებოდა და სახლშიც ერთად მივდიოდით. ერთი შეხედვით ცოლ-ქმარი უფრო ვიყავით ვიდრე კარგი მეგობრები, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ არცერთი ვცდილობდით ეს იდილია დაგვერღვია და ფლირტი წამოგვეწყო.

სექტემბრის ბოლო შაბათი იყო, ირაკლის მამა და ნინას დედა დაბრუნდნენ შვებულებიდან. წინა სღამოს ირაკლი სახლში დაბრუნდა, გადაწყვიტა იქ დახვედროდა მათ. ჩემთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ვხვდებოდი ნინაზე უნდა ელაპარაკათ.
მე კი სახლში დილიდან მარტო ვიყავი. სიმართლე რომ ითქვას მაწყობდა კიდეც ეს. ტელეფონს ხელი დავავლე და ჩემს დას დავურეკე.
_ოჰო!_უპასუხა ტელეფონს._ხელი დაგეჭირა თუ მართლა მირეკავ?
_მართლა გირეკავ…_ჩავილაპარაკე დატუქსული ბავშვივით.
_რა ხდება? ხომ მშვიდობაა?
_არ ვიცი…აფთიაქში ხარ?
_ჰო, 1 საათში ვამთავრებ მუშაობას… ღამის სმენა ვიყავი
_აჰა…
_არ იტყვი რა ხდება?_უკვე მოუსვენდრობამ შეიპყრო ჩემი და.
_აუ ეკა…_დავიწყე წუწუნით._გადამიცდა…
_რა?_თავიდან ვერ მიხვდა._გადაგიცდა?_დაიყვირა ბოლოს._მოიცა აბა ნიკა იმიტო დაშორდა რო…
_ნიკასთან არ ვყოფილვარ._სწრაფად მოვუჭერი.
_აბა?_კიდევ უფრო ხმამაღლა შეიცხადა.
_თუ ძალიან დაღლილი არ ხარ გამო ჩემთან და მოგიყვები ყველაფერს.
_გამოვალ!_უყოყმანოდ დამთანხმდა.
_ტესტი არ დაგავიყდეს…
_ტესტები!_ხაზგასმით წარმოთქვა._კაი წავედი და მაქსიმუმ 2 საათში მანდ ვარ.
_კარგი…_ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.

______

ძალიან დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის. დამიჯერეთ, ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ვიცი რომ რამდენიმე ახალი მკითხველიც შემოგვემატა და ეს კიდევ უფრო მახარებს.
დიდი მადლობა ყველას ვინც კითულობთ და საკუთარ აზრს აფიქსირებთ.
შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ!

№1 სტუმარი Sandra

Gmerto shen mishvele! Es ra gamikete ra dros daasrule:Dd dzalian gtxov male dade tore avpetqdebi :Ddd

№2 სტუმარი Guest ენემი

ძააან მაგარია და მალე დადე რა გთხოვ, შენი ერთგული მკითხველი ვარ მუდამ

№3 სტუმარი Nini

Dzalian dzalian magaria male dade shemdegi tavii .ar mekokidev minda :-)

№4  offline წევრი Gadareul gogo

ვაიმე ამის ორსულობა კიდეე ჰაჰაჰაჰა მაგარია ძალიან მაგარი წყვილია ნეტავ ირაკლი რას იზამს ძალიან მაინტერესება

№5  offline წევრი tamuna.s

ოღონდ ეხლა ორსულობის დამალვა და ეგეთი ბანალურობა არ გვინდა რა გთხოვ.

№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ ვიცი როგორ ვთქვა, უმაგრესი ხარ, ისტორია საუკეთესო. კითხვის პერუოდში სახიდან ღიმილი არ მომშორებია. აი ბოლო ნაწილი მართლა მაგარი იყო. როგორ მაინტერესებს ირაკლის რეაქცია. ეხლა დიდი იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს, თორე რა მოითმენს, უკვე ვნერვიულობ

№7 სტუმარი მანანა

მომწონხარ ძალიან საინტერესოდ იკითხება. ცუდი უკან მოიტოვე შვილო რაც იყო ვეღარ უშველი წინ იბრძოლე ბედნიერებისთვის.

№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

tamuna.s
ოღონდ ეხლა ორსულობის დამალვა და ეგეთი ბანალურობა არ გვინდა რა გთხოვ.

ხოოო ისე ძალიან ბევრი წერს უკვე მაგას ძაან ბანალურობაა

№9  offline წევრი modemodka

მშვენიერი თავიაა !! რა ადგილას შეწყვიტეე :-( იმედია მალე დადებ ახალ თავს

Sandra
Gmerto shen mishvele! Es ra gamikete ra dros daasrule:Dd dzalian gtxov male dade tore avpetqdebi :Ddd

მე არ დამიორსულებია :დდდდ

Guest ენემი
ძააან მაგარია და მალე დადე რა გთხოვ, შენი ერთგული მკითხველი ვარ მუდამ

მადლობა ჩემო კარგო ერთგულებისთვის. შევეცდები მალე გავაგრძელო

Nini
Dzalian dzalian magaria male dade shemdegi tavii .ar mekokidev minda :-)

შევეცდები გავზარდო თავები, მადლობა რომ კითხულობ :**

Gadareul gogo
ვაიმე ამის ორსულობა კიდეე ჰაჰაჰაჰა მაგარია ძალიან მაგარი წყვილია ნეტავ ირაკლი რას იზამს ძალიან მაინტერესება

შევეცდები მალე დავაკმაყოფილო შენი ცნობისმოყვარეობა :დდ <3

tamuna.s
ოღონდ ეხლა ორსულობის დამალვა და ეგეთი ბანალურობა არ გვინდა რა გთხოვ.

არა ეგ არც მიფიქრია. არც მე მიყვარს ბანალური სიტუაციები

Chikochiko
არ ვიცი როგორ ვთქვა, უმაგრესი ხარ, ისტორია საუკეთესო. კითხვის პერუოდში სახიდან ღიმილი არ მომშორებია. აი ბოლო ნაწილი მართლა მაგარი იყო. როგორ მაინტერესებს ირაკლის რეაქცია. ეხლა დიდი იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს, თორე რა მოითმენს, უკვე ვნერვიულობ

მადლობა რომ კითხულობ და მიხარია რომ მოგწონს :***

მანანა
მომწონხარ ძალიან საინტერესოდ იკითხება. ცუდი უკან მოიტოვე შვილო რაც იყო ვეღარ უშველი წინ იბრძოლე ბედნიერებისთვის.

ნამდვილად კარგი რჩევაა. წარსულს ვერ დააბრუნებ.

ანი ანი
tamuna.s
ოღონდ ეხლა ორსულობის დამალვა და ეგეთი ბანალურობა არ გვინდა რა გთხოვ.

ხოოო ისე ძალიან ბევრი წერს უკვე მაგას ძაან ბანალურობაა

არ ვაპირებ ასე განვავითარო. <3 <3

modemodka
მშვენიერი თავიაა !! რა ადგილას შეწყვიტეე :-( იმედია მალე დადებ ახალ თავს

შევეცდები მალე დავდო. მადლობა რომ კითხულობ :**

№11  offline წევრი modemodka

ანამარია.ტოცკი

Gelodeebiii gelodeeebiii :-D ise mainteesebss vegar vcherdebii

№12 სტუმარი Guest მილა

როგორ ველოდები შემდეგს :*

№13  offline ადმინი უნდა ვწერო

ძაან მევასები შენც და ესისტორიაც, სასიამოვნოდ ვკითხულობ და ბედნიერ წუთებს მჩუქნის

Guest მილა
როგორ ველოდები შემდეგს :*

მალე დაიდება ჩემო კარგო :**

უნდა ვწერო
ძაან მევასები შენც და ესისტორიაც, სასიამოვნოდ ვკითხულობ და ბედნიერ წუთებს მჩუქნის

ძალიან მიხარია შენგან ამ კომენტარის წაკითხვა. მეც ვადევნებ თვალს შენს სიახლეებს!! <3 <3

№15 სტუმარი Noo on

Saertod ishviatad vkitxulob istoriebs romlebic tan iwerebada unda velodo.nervebi ar mgofnis magram sheni istoria saocrebaa....warmatebebi da velodebi shemdeg tavebs......piradshi y elafris dalagebasgisurveb.dz mewyina sheni ambavi tumca cxovrebashi rac xdeba yvelafers tavis mizezi da mizani aq da imedia uketesobisken shemogitrialdeba es yvelaferi

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent