შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრომ იცის მარტო ( 2 )


23-08-2017, 20:05
ნანახია 1 670

ლილემ გაუღიმა კლუბის გასავლელთან მივიდა და უპასუხა.ალეკოც უკან გაყვა ისე რომ მან ვერ შეამჩნია.
-რა გინდა
-როგორ ხარ ლამაზო.
-შენი ლამაზი არ ვარ მე და რა გინდა გამაგებინე რააა
-გოგო ამდენი ხანია მიყვარხარ ამდენი ხანია დაგდევ და შენ კიდე ვიღაც ორი დღის წინ გაცნობილ სირთან ერთად ერთობი ბათუმში ?
-შენ რა გინდა მე ვისთან ერთად ვერთობი
-მე მინდა აბა ვის უნდა. ლილე მორჩი სისულეეებს და დაახვევინე მაგ კოს თორე მე ვიზამ მაგას და ხო იცი თან როგორ
-ვერაფერსაც ვერ იზამ , რატო გამიწყალე გული , არ მიყვარხარ , უფრო მეტსაც გეტყვი მეზიზღები , მოვკვდები და შენი შეყვარებული არასდროს გავხდები , რომ მოკვდე და მეც მომკლა მაინც .არ შემიძლია შენთან ერთად ყოფნა ლაპარაკიც კი არ შემიძლია შენთან ისე მეზიზღები , შენი სახელი რომ მესმის გული მერევა უკვე გესმის ? შემეშვი სამი წელია უკვე მაგას გეუბნები ყრუ ხარ ? და გათიშა ტელეონი . უცბად ალეკოს ხელი იგრძნო ხელზე ,
-წამოდი . ჩანთა მიაჩეჩა ხელში და მანქნაისკენ გააქანა ,
-ჩაჯექი
- რა ხდება სად მივდივართ და გოგოები ? დავუძახოთ მათაც
-არა მე და შენ მივდივართ მარტო , იმათ ბიჭები მიხედავენ ნუ ღელავ არფერი დაემართებათ , ჩვენზე კარგად ისინი უპატრონებენ ჩაჯერქი
-აკო , რა ხდება სად მივდივართ არ ჩავჯდები
-ლილე ჩაჯექი რომ გეუბნები. და ჩასვა ლილე მანქნაში . დაქოქა თავისი მანქანა და გიჟივით წავიდა
-აკო ფრთხილად რას აკეთებ
-არქანია იყო არა ? მაშინაც მაგ ნაბ****მა მოგწეერა ხო ?
-შენ რა იცი ?
-მესმოდა როგორ ელაპარაკებოდი
-და რა იცი რომ ეგ იყო
-ვიცი
ლილე დაფიქრდა წუთით და სახე შეეშალა
-ღმერთო , შაარაშენიძე , შარა შენ ალეკო შარაშენიძე ხარ , შენ ის შარა ხარ , ღმერთო აქამდე როგორ ვერ მივხვდი , გააჩერე მანქანა , მანქანა გააჩერე
-აქ ვერ გავაჩერებ მოიცადეე ორი წუთით და გავჩერდები
ისე ჩქარა მიდიოდნენ რომ ვერ შენიშნეს სარფში როგორ აღმოჩნდნენ. ლილე პანიკაში იყო , ვერ მშვიდდებოდა ალეკო ლილეს ასე რომ ხედავდა კიდევ უფრო გიჟდებოდა
-გააჩერე ხომ გითხარი იცოდე გადავხტები მანქანიდან . ალეკომ გააჩერა და სანაპიროზე ჩავიდნენ.
-შენ იცოდი ხო ?
-ხოო ვიცოდი ლილე მე კი არა ეგ ყველამ იცის . როგორც კი თბილიში შენი სახელი და გვარი ვახსენე მაშინვე ყველამ ყველაფერი მითხრა . ყველამ იცის ვინ ხარ რა არ იცოდი?
-რატომ არ თქვი ?
-და რა უნდა მეთქვა? რა მნიშვნელობა აქვს მაგას , ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არქანიას უყვარხარ თუ სხვას ვინემს ჩემთვის შენ გაქვს მარტო მნიშვნელობა და იმას შენ რა გინდა და ვინ გინდა.
-შე იდიოტო ჩემთვის აქვს ხოდა , ყვიროდა ლილე. უნდა გეთქვა. რომ მცოდნოდა . ეგ რომ მცოდნოდა , აღარ ... და გაჩუმდა , უკანკალებდა ხელები ტუჩები ფეხები ყველაფერი უკანკალებდა ,
-რა აღარ ? აღარ მოგეწონებოდი?
-- შენ არ გესმის? დავიღალე რააა დედასგეფიცები მაგრად დავიღალე , აღარ მინდა ეს ყველაფერი , სამჯერ უკვე სამჯერ გადაასახლა ჩემს გამო თბილისიდან ხალხი , სამჯერ იყო რომ მთელი თბილისი ჩემზე ლაპარაკობდა და სახლიდან გასვლა მეზიზღებოდა , აი მაგიტომ მიცნობს ყველა მაგიტომ გაიგე ? და შენ ? შენ რას იტყვი . ვიცი თქვენი ოჯახების ამბები , ვიცი და მე ვაკლდი მაგ ამბავს ? იცი ეხლა რა მოხდება? და არ ჩუმდებოდა ლილე , ვერ ჩუმდებოდა , ან რა გააჩუმებდა
-ლილეე მომისმინე
ის ისევ აგრძელებდა
-ლილეე დაწყნარდი
-ვერააა ვერ ვწყნარდებუ
-რა გინდა ტორტი? შოკოლადი ? წამოდი ვიყიდოთ ოღონდ დამშვიდდი
-არ მინდა ეგ ტორტი არ მინდა არა და აგრძელებდა თან ცრემლები მოგორავდნენ ლოყებზე და მკერდზე ეცემოდნენ , არც ცრემლები ჩერდებოდნენ და არც ლილე ჩერდებოდა
ალეკომ სახე ხელებში მოუქცია და ტუჩებისკენ წაიღო სახე
-გამიშვი გაიგე ? გამიშვი დაუმარცვლა ლილემ
-შენც გამშვიდებ და აკოცა
ლილეც გაჩუმდა წამში , აყვა მის ტუჩებს და საოცარი იყო მისთვის მაგრამ წყნარდებოდა. კოცნიდნენ ერთმანეთს ,სულ დაიკარგა ალეკოს ტუჩებში , პატარა ბავშვივით გაინაბა , ისე ჩაიძირა რომ უკან ვეღარ ბრუნდებოდა თითქოს გონება ეუბნებოდა ლილე რას აკეთებ ლილე შენ ახლა მას კოცნი მოდი გონს გაჩერდი ლილე მაგრამ გული გონებას ხელს უქნევდა და აჩუმებდა , დაანებე თავი ვერ ხედავ რა ბედნიერია?
გაჩერდნენ , ალეკომ შუბლი შუბლზე მიადო და გაიღიმა
-ეს რა იყო
-კოცნა ლილე კოცნა , დამშვიდდი ? მე დავმშვიდდი და გაიწია
ლილემ დაბლა დაიხედა და ქვებს დააშტერდა
-ალეკო უკვე სამი წელია ..
-ვიცი ლილე ვიცი ყველაფერი ვიცი
-მერე ? როგორ გგონია ღირს ? ჰა ? ღირს ? ეხლავე თუ არ შევწყვეტთ მერე უკვე აზრი აღარ ექნება.
-რატომ შენც შეგიყვარდები ? (იღიმის)
- მეც რატო შენ გიყვარვარ ? უნდა შევწყვიტოთ სახლში წამიყვანე ხვალვე დავბრუნდები თბილისში და მორჩება
-სერიოზულად? და მართლა გგონია რომ მე ეხლა შენ ასე გაგიშვებ და მშვიდად დავბრუნდები სახლში ? შენ გგონია შემიძლია დავიწყება საერთოდ რამის? შენ ვერ ხვდები ხო კიდე ?
-რას აკო რას ვერ ვხდები რო ვხვდები მაგიტომ გეუბნები ზუსტად
- გოგო მიყვარხარ , მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ .არქანია კი არა მამა ღმერთიც რომ ჩამოვდიეს ზეციდან მე მიყვარხარ .დამთავრდა აქ ყველაფერი და ხელები კისერზე დააწყო ლილეს , სახეში უყუერებდა მის შეშლილ თვალებს და ეუბნებოდა ნუ გეშინია აქ არ ვარ ? დაიკიდე რა მოვაგვარებო
- ეხლა რა მოხდება ? რა უნდა ვქნათ?
-ლილეე ეს შენ აღარ გეხება . შენ მარტო ერთი რამე გევალება. შარას გოგო იყავი , შარას გვერდით იყავი და საკმარისია დანარჩენს ნუ იკითხავ .
-სერიოზულად>? აბა კარგად შემომხედე გგონია გიყურებ შორიდან ? ჩემს გამო დაიწყო და მე გავჩერდე?
-შენს გამო არ დაწყებულა , შენ არ დაგიწყია . საერთოდ დიდი ხნის წინ დაიწყო მე და შენ ჯერ გეგმაშიც არ ვიყავით , არც ეს დაგიწყია შენ , მე დავიწყე პირველივე დღიდან ვიცოდი და მაინც დავიწყე მორჩა აქ აღარ მითხრა ეგრე კაი? არც ინერვიულო მე ის ადამიანი ვარ ვისაც ვერაფერს დაუშავებს და მგონი მარტო მე ვარ ამ ქვეყნად ეგეთი და იცინის.
-გოგოებს დავურეკავ მეძებენ. ნუკ აკოსთან ერთად ვარ არ ინერვბიულოთ მომიყვანს სახლამდე თქვენ ბიჭები მოგხედავენ სახლში მიგიყვანენ და ასე შემდეგ.
-ლიი კარგად ხარ ? ისაა ხო რაც ჩვენ ვიფიქრეთ
-ხოო რო მოვალ მოგიყვებით. ბებოს რამე უთხარით არ ანერვიულოთ მოგწერთ კიდე
-კაი მპუაა ფისო არ ინერვიულო აქ არ ვართ?
გათიშა და აკოს მიუბრუდა .
-სად ვართ?
-სარფში . წამო თურქეთში გადავიდეთ შენ ხომ კიდევ ერთი კვირა უნდა ყოფილიყავი ბათუმში და წამოდი ჩემთან ეს ერთი კვირა თურქეთში ვიყოთ ,მე იქ ვარ ძირითადად სახლიც მაქვს და სამსახურიც.
-გაგიჟდი? თან ვერ გადმოვალ საზღვარზე დააგავიწყდა 17 ის ვარ ?
- აუ ხოოო , ჩემი პატარა გოგო, ზეგ ხდები არა 18 ?
-ხოოო თუ მანამდე გული არ გამისკდა გავხდები.
-ეგ აღარ თქვა მეორედ. გაჩუმდნენ ორივე და ზღვას მიაშტერდნენ . გარშემო არავინ იყო . ხმას არ იღებდნენ ლილეს ეტყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა.
-ლილე თუ არ გინდა მე ძალას არ დაგატან. გეტყობა რომ არ ხარ დარწმუნებული და არ გინდა მე შემიძლია გაგიშვა . არქანია არ ვარ მე თუ მიყვარს მას პატივსაც ვცემ .
-აკოო ეხლა შენ გჭირდება დაწყნარება
-არა მართლა ძალიან მიყვარხარ და თანახმა ვარ გაგიშვა თუ გინდა.
ჯიბეში ეწყო ხელები , ხელები კი არა მუშტები სიმწრისგან შეკრული, ლილემ ერთი ხელი ჯიბეში ჩაუცურა. და ხელში თავისი ხელი ჩაუდო.ალეკომ ჯიბეს დახედა და მერე ლილეს შეხედა ის ზღვას მიშტერებოდა და ისე თვალიც არ მოუშორებია უთხრა
-აქ იმიტომ არ ვარ რომ სადმე გავიქცე ან ვინმესი შემეშინდეს , ის ავადმყოფი არც მე მაინტერესებს და მითუმეეტეს არ მეშინია მე შენს გამო ვიძახი , ვერ გადავიტან უბრალოდ და გახედა ალეკოს.
-ჩემთან ხარ ?
-ხოო შენთან ვარ ვერ ხედავ ? შენთან ვარ
ალეკომ ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა.
-წავიდეთ?
-კაი წვაიდეთ . მიდოდნენ ალეკოს ერთი ხელი ლიელსთვის ჰქონდა მოხვეული და მეორე ხელით მანქნაას ატარებდა. ლილეც მისკენ იყო მიწეული და უყურებდა .
-რატო მიყურებ ?
-ძლაიან ლამაზი თვალები გაქვს
-ჰოო?
-ჰოო ვითომ არ იცოდი
-შენ რომ მითხარი ახლა ნამდვილად მჯერა და ტუჩზე ნაზად აკოცა .
ლილეს სახლთან რომ მივიდნენ ორი მანქნა დახვდათ გაჩერებული.
- ეს გოგაა ვუთხარი
-ვიცი . გადმოდი მანბქნაიდან და ხელი არ გამიშვა.მენდე
-გადმოვიდნენ ხელიხელ ჩაკიდებულები
-არქანიაც გადმოვიდა
-აი ჩემი გვრიტებიც . ესეიგი მართალი ვიყავი სხვაგან გამიფრინდი ისევ მარა მაინც დიდხანს ვერ იფრენ ეგრე ხო იცი.
-რა გინდა კითხა ლილემ.
-ესეიგი ეხლა ამასთან ხარ
-ხოოო
-და ხელი მოუჭირა ალეკოს.
-გიყავრს ესიგი ხო?
-ხოო მიყვარს
-ძალიან ?
-ხოო
-როდის მოასწარი?
- ეგ შენ არ გეხება უთხარ ალეკომ მშვიდად , ლილე ნერვიულობისგან ცახცახებდა და ის კიდე ისეთი მშვიდი იყო
-მაგას მე დ ა შენ გაავარკვევთ. იცოდი რომ ჩემი იყო და მაინც მიუახლოვდი
-და ვინ გითხრა რომ მე შენი ვარ ? საერთოდ არ ვარ შენი და იცი რას გეტყვი? მე შარას გოგო ვარ თვალი ჩაუკრა ლილემ და ალეკოს მოკიდა მეორე ხელიც .
-აჰა გაგულისდა ქალბატონი . კაი კაი ეგრე იყოს ჩაჯდა მანქანაში და წავიდა მეორე მანქანაც გაყვა.
-ეს რა იყო ? გაიცინა ალეკომ თან ლილეს უყურებდა
-რაზე მეკითხები ? მე მაგას სულ ეგერე ვებღინძები მიჩვეულია იცინის ლილე
- არა მაგაზე არ გეუბნები
-აბა რაზე?
-აი მიყვარსო რომ უთხარი, მართლა გიყვარვარ ?
-ხოოო
-რა ხოო ?
-ხოო
- ლილე მითხარი რა ხოოო , ხოო არაფერს ნიშნავს , მითხარი რომ გავიგო თუ სიმართლე ამაგას ჩემთვის იმხელა მნიშვლეობა აქვს რომ უნდა მითხრა
-მიყვარხარ გააწყვეტინა ლილემ და თვალებში შეხედა -ეგრე ნუ მიყურებ გეხვეწები, ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ თორემ
-თორემ რა ?
-არაფერი
-რა რაა მითხარი , თორემ მაკოცებ ?
-საიდან იცი?
-შენი თვალები და ტუჩები მეუბნებიან. მიყვარხარ და ისევ ლილეს ტუჩებს დაადნა თავისი ტუჩებით არცერთი აპირებდა გაჩერებას . ისევ ტელეფონმა შეაწყვეტინა. ნუკი რეკავს უნდა შევიდე მაგრამ შენ არ მინდა რომ წახვიდე შენც რომ შემოხვიდე ? წამო რაა
-ლილე ასე პატარა ბავშვივით სულ თან ვერ მატარებ ნუ გეშინია მე ვერაფერს მიზამს. თანაც უნდა წავიდე და ეგ საქმე მოვაგავრო , უბნის გასასვლელში სანაპიროზე მელოდება ალბათ , ჩემი ბიჭებიც გზაში არიან და ისინიც იქ დამხვდებიან . უდნა წავიდე , შენ დაიძინე და დილით დაგირეკავ .
- დილით არა ყოველ 30 წთ-ში ერთხელ სმსს მომწერ კაი ? იცოდე თუ არ მომწერ ადვგები გამოვალ და ქუჩაში დაგიწყებ ძებნას ან იმ ავადმყოფს დავურეკავ
-იმ ავადმყოფს კიდევ ერთხელ თუ დაელაპარაკები
-კარგი ხოო მაშინ მომწერ ნახევარ საათში ერთხელ კაი ?
-კაი . და გატრიალდა ლილე აკო ელოდებოდა როდის შევიდოა მაგრამ ის უცბად მოტრიალდა მივიდა და ტუჩებზე ნაზად აკოცა
-მეც მიყვარხარ და იცოდე არ მანანო რომ მიყვარხხარ ფრთხილად იყავი კაი ?
და უცბად გაიქცა სახლის კარებთან გოგოები იდგნენ
-ეს ის იყო რაც ჩვენ დავიანხეთ და ვიფიქრეთ?
ხოო მიყვარს და მასაც ვუყვარვარ . გოგამ გაიგო და აქ იყო ორი წუთის წინ .
-ეხლა რა იქნება?
-არ ვიცი , აკომ მე მივხედავო
-იცით საიდან გეცნოთ გვარი? შარა
-მოიცა ეგ ეგ ეგ
-ხოო ის შარააა
-მოიცა შენ იმ ალეკო შარაშენიძის შეყვარებული ხარ ?
-ხოო მე იმ კაცის შეყვარებული ვარ ზუსტაად , იმ ალეკო შარაშენიძის
-ოჰა ოჰა აი ეს მესმის შეაკანკალა ლიკას.
-ლიი არ გინდა კიდევ ერთი კვირა დავრჩეთ აქ ? უთხრა ნუკიმ
-ისედაც ვრჩებით
-არა მეერ კდიევ ერთი
-რავიცი ვნახოთ რა მოხდება ეხლა მარტო აღარ ვარ და ცოტა მეშინია კიდეც იმ ავადმყოფის რომ მომკიდსო ხელი და ჩამტენოს მანქანში მერე ?ვნახოთ რა იქნება და დასაძინებლად დაწყვა. ზუსტად ნახევარ საათში ალეკოს სმსი მოვიდა „ მიყვარხარ , ჩემი ხარ „.
„მეც მიყვარხარ „
იწვა ლილე და ფიქრობდა ეხლა რა მოხდებოდა, სად იქნებოდა ვისთან , ან მაამას და მის ოჯახს რომ ყველაფერი გაეგოთ ,მერე რა იქნებოდა.ზეგ დააბადებისდღე ჰქონდა . ერთ თვეში სწავალ ეწყებოდა , სამსახურის ამბავიც გასარკვევი ჰქონდა, სტაჟირება უნდა აგევლო და სექტემბრიდან სამსახურსი გასულიყო , ბიძამისმა თავის სასტუმროში მენეჯერის ადგილი შესთავაზა , თან სწავლა თან სამსახური თან არქანია და ახლა კიდევ ერთი საფიქრალი ალეკო შარაშენიძე , თან როგორი საფიქრალი. კიდევ სამი სმსი მიიღო საათნახევარში და ჩეძინა კიდეც . დილითზარმა გააღვიძა , გოგა იყო
-რა გინდა რაა
-ბო******** ვიყო თუ ესე ჩაიაროს ამ ამბავმა დაიმახსოვრე , ხო გითხარი არც ჩემთან და არც სხვასთან მეთქი დაგავიწყდა ?
გათიშა.ლილემ აზრზე მოსვლა ვერც მოასწრო ისევ გაიწყო ტელეფონმა რეკვა ეს ჩემი ბიჭია
-ჰოუუ“
-რატომ იყო დაკავებმა იმ სირმა დაგირეკა?
-საიდან მიხვდი გეხვეწები საწოლის ქვეშ ხარ და არ ვიცი ?
-ლილე ის იყო?
-ხოო
- რა უდნოდა
-არაფერი ისეთი როგორც ყოველთვის
-რა გითხრა
-ალეკო არაფერი არა მოიცა მიძაჩემი მირეკავს უნდა ვუპასუხო დაგირეკავ.
-ალოოო ,
- როგორ ხარ ლილუკ
-კარგად გიუნა შენ ?
-აბა მზად ხარ ?
-რისთვის ?
-ტრეინინგებვისთვის მთელი თვით თურქეთში , ჩემ სასტუმროში იქნები და ისწვალი ყველაფერს რომ ჩამოხვალ დაიწყებ პირდაპირ სამსახურს.
-მერე ჩემები? იციან ყველაფერი , მამა დაგირეკავს ცოტახანში მე ავუხსენი და პრობლემა არაა.იქ ჩემები დაგხვდებიან, ფულზე არ იდარდო ანგარიშზე გაქვს უკვე და დანარჩენი სასტუმროში უფასო გექნება შენ მარტო ჩაბარგდი და მანდედან პირდაპირ წახვალ.
-ხვალ ჩემი დაბადებისდღეა გიი
-ვიცი და ამიტომ ზეგ გაფრინდები .გკოცნი დაგირეკავ კიდე. გათიშა და ზუსტად მაშინ ვალერიმაც დარეკა
-ხო მააა
-ლიი გიოს ელაპარაკე?
-კიი მაა
-ფრთხილად კაი ? ფული მეც ჩაგირიცხე და გიომაც კიდე ჩავრიცხავთ , მანქანა მანდ დატოვე მე წამოვიყვან . ჭკვიანად . სხვა ხო არაფერი გინდა?
-არა მაა წავალ ზეგ .გკოცნით მაშინვე აკოს დაურეკა
-უნდა დაგელაპარაკო მოხვალ ჩემთან ?
-კი პატარავ ისედაც აქ ვარ უკვე
ლილე წამოხტა და ფანჯრიდსან გაიხედა
-დამელოდე ჩამოვალ უხცბად მოწესრიგდა და აკოს მანქანში ჩახტა
-რა ხდება პატარაავ ? აკომ აკოცა ერთი და ჩაეხუტა
-აკო ზეგ თურქეთში უდნა გავფრინდე
-რა ხდება რატო?
-სამსახურის ამბავია , ერთთვიან სასწავლო ტრეინინგებზე მიშვებს ბიძაჩემი შემოდგომიდან
night -ის მენეჯერი ვიქნები . სასტუმრო რომაა რუსთაველზე ხო იცი .
-ხოო ვიცი , მარტო მიდიხარ ?
-ხოო , ბიძაჩემის სასტუმროში ვიცხოვრებ
ალეკო დაფიქრდა
-ჯობია კიდეც იცი? მეც წამოვალ ოღონდ
-მართლა ? პრობლემა არ იქნება ? ჩემსგამო არაფერი შეცვალო
-შტეროო ისედაც უნდა წავსულიყავი ვაჩეს ვკერავდი რომ ჩემსმაგივრად წასულიყო აქ ვერ დაგტოვებდი მარტოს
და თუ შენც იქით იქნები მითუმეტეს იმ სგანაც შორს იქნები . წუხელ ვიღაცამ ვაჩეს და ირაკლის კლუბს დედა უტირა
-რა ? როგორ? ვიღაცამ არა ეგ გოგა ხო?
-ხოო
-ეგ რა საჭირო იყო ?
-ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის ყველაფერი ბიზნესის დონეზე წყდება , ხელების ქნევას ვერ დამიწყებს იცის არ გაუვა და ეგრე მიგვარებს თავისი ჭკუით. კაი დაიკიდე ჩვენ მივხედავთ ხვალ დიდი გოგო ხდები ?
-ხოო
-მარა მაინც პატარა ხარ (იცინის) როდის მივფრინავთ?
-ზეეგ ბილეთს დღეს დამახვედრებენ აერტოპორტში უნდა გამოვიტანო
-მაშინ ერთად წავიდეთ და მეც შენს გვერდით ავიღებ რომ ერთად გავფრინდეთ
-კაი , წამიყვანე ეხლა სახლში არც გოგოებისთვის მითქვამს უნდა ვუხრა ჩავალაგო და დაბადბეისდღისთვის რამე დავგეგმო
-არაფერი დაგეგმო მე მივხედავ მაგ საქმე შენ მიდი დაისვენე და ჭამე იცოდე ცუდი ფერი აქავს
-კაი (გაიცინა ლილემ )
სახლთან ჩამოვიდა. გაჩერდა და სახლს შეხედა . უკვე ერთი კვირაა აქ ცხოვრობს და ახლაღა შეამჩნია როგორი ლამაზი და კოხტა სახლია. რა ემართება თითქოს ემშვიდობება ირგვლივ ყველაფერს . რა ხდება ის ხომ უბრალოდ ერთი თვით მიდის და ისევ უყკან დაბრუნდება.აქ არა მაგრამ საქართველოში ხო ნამდვილად დაბრუნდება. რა საჭიროა ეს სენტიმენტალური ამბები , თან არ უყვარს ცრემლები , ხშირად არ ტირის მარტო მაშინ როცა თავის შეკავება არ შეუძლია , ისიც თავისით მოდის ხოლმე ცრემლები , სახის მიმიეკბის მიუღებლად უბრალოდ ცრემლები მოდის და ხვდება რომ ტირის , უმეორებს გონებაში გაჩერდით ცრემლებო , გაჩერდით ლილეს არ უნდა ტირილი მაგრამ ვინ უსმენს არავინ , პირიქით უფრო ბევრი მოდის და არ ჩერდება. სასაცილოა ლილე დგას ნუკის სახლის წინ და ისე იყურება თითქოს კვდება არადა მსგავსი არაფერია უბრალოდ ისეთი ბანალური სცენაა რომ ლილეს თავის თავზე კინაღამ გული ერევა , რა გჭირს გოგო რა გემართება უბრალოდშეყვარებული ხარ და სასწავლად თურქეთში მიდიხარ ,რა გემართება . სახლში შევიდა და გოგოებს მოუყვა ყველაფერი .
-აუ ლილეეე კაი რააა კიდევ ერთი კვირა გვქონდა
-ლიკა უნდა გავფრინდე ალეკოც მოდის . წუხელ ვაჩეს და ირაკლის კლუბი დაარბიეს.
-ხოო ვიცი ვაჩემ დამირეკა
-ვააახ, ქალბატონო ანუკი როდის მოასწარი?
-რავიცი აბა გუშინ (იცინის )
-მერე რაო?
-არაფერი მივხედავთ ეს არაფერია მაგრამ არქანიას კი დედა მო*****ო, ასე მითხრა .
-ჩემზე არ ბრაზობს ?
-შენზე არა თურმე მაგათი ოჯახებიც ისე ყოფილან საქმეში როგორც შარაშენიძეები, ჩვენ სულ მაგ ამბავში ვართ და მგონი ჩვეულებად გვექცაო ხუმრობდა
-ვერაფერი გავიგე რააა ალეკოსთვისაც არ მიკითხავს რა ხდება სინამდვილეში და უნდა ვკითხო მარტო ჩემს გამო ატეხილს მართლა არ გავს ეს ყველაეფრი
-კაი ხვალ რას ვშვრებით?
- არ ვიცი ალეკომ მე მომანდეო
მთელი დღე არ გამოჩენილა ალეკო , ლილე ძალიან ნერვიულობდა ნეტავ ხომ არაფერი დაემართაო ფიქრობდა. იმის წარმოდგენაზე რომ რამე მოუვიდოდა ან ვერ ნახავდა ცუდად ხდებოდა სუნთქვა ეკვროდა და პანიკა ეწყებოდა.
ლილე დაწყნარდი , არაფერი მოუვა უმეორებდა თავის თავს , ხო იცი დიდი ხანია ასეა და აქამდე თუ ვერაფერი დაუშავა ეხლა რას უზამს? პირიქით იმას ეშინოდეს შენი ბიჭის . ხო გჯერა ? ხო გჯერა? კარგად იქნება ყველაფერი.
კარგი რაა ლილე ან საიდან უნდა მჯეროდეს სულ ერთი კვირაა ვიცნობ იქნებ არ უნდა მჯეროდეს და იქნებ მოკლას? რა უნდა მოკლას გოგო საიდან მოგაქვს , თავი სერიალში ან ბოევიკში გგონია? ეს საქართველოა და თქვენ ნამდვილები ხარ , არავინ არავის მოკლავს , შენსგამო ციხეში არავინ წავა არქანიაც კი დამშვიდდი და დაელოდე.
ლილე ერთ ადგიალს ვერ ჩერდებოდა გოგოებმა პლიაჟზე წაიყვანეს იქნებ ცოტა გაერთსო. ხმას არ იღებდა და არ ამბობდა რომ ნერვიულობდა და გიჟს გავდა სინამდვილეში მაგრამ თქმა არც უნდოდა, ლიკამ და ნუკიმ ყველაფერი იცოდნენ ისედაც . ხვდებოდნენ , მას კარგად იცნობდნენ სიტყვები არაფერში ჭირდებოდათ.
-ლილე ნუ ეგრე რაა.გინდა ვაჩეს დავურეკავ და ვკიტხავ რა ხდება
-ხო მე ირაკლის იქნებ მან იცოდეს რამე ოღონდ ნუ კვდები კაი ?
-კაი ხოო , ოღონდ არ თქვათ რომ ჩემს გამო რეკავთ
ცოტახანში ორივე მობრუნდა და გახარებულებმა უთხრეს რომ ალეკო კარგადაა და ბიჭებთან ერთადააა, უბრალოდ კალა ჩამოვიდა ბიძამისი და მასთან ერთად რაღაცის მოსაგვარებლად არიან გასულები.ლილე ამ პასუხს სულაც არ დაუმშვიდებია , პირიქით , იცოდა რა საქმესაც აგვარებდნენ. გული საგულედან ვარდებოდა გიჯივით ხტუნაობდა . მას ალეკოს ნახვა უნდოა უბრალოდ უნდოდა. გაახსენდა რომ ბილეთი უნდა გამოეტანა აეროპორტიდან და მიზეზიც მიეცა რომ დაერეკა ალეკოსთვის .
-ხოო ლიი როგორ ხარ ჩემო პატარა
-მეე კარგად , ამოილუღლუღა ლილემ . მოიცა კარგად ხარ ?
-ხოო რაო ნერვიულობდი?
-ხოოოო ცოტა
-მერე რატომ არ დამირეკე?
-რავიცი , ეხლაც იმის საკითხავად დავრეკე და უცბად გაახსენდა რატოც რეკავდა , დღეს ბილეთები უნდა გამოვიტანო და მგონი ჯერ არ დაგვიანებულა ხო?
-პატარავ დილით რომ წავიდეთ? ეხლა საქმეზე ვარ . დილით მოვაგვაროთ ჩვენი წასვლის ამბები კაი? ლილე რატომ არ მირეკავდი?
-რავიცი , მეგონა არ გეცალა და
-გოგო შენ ახლა ჩემი შეყვარებული ხარ და როცა გინდა მაშინ უნდა დამირეკო , რომც არ მეცალოს უნდა დამირეკო ,
-შენ რატომ არ დამირეკე?
-აი თურმე რააა.. მე საქმეეები მაქვს ვიფიქრე ჯერ მოვაგვარებთქო
-კაი არაუშავს
-პატარავ ეხლა წავალ და ცოტახანში დაგირეკავ ცოტაღა დარჩა
-კაი დროებით
გათიშა აკოს პატარამ ტელეფონი და ამოისუნთქა . ვსოო კარგადა კარაგადააა მშვიდობააა ახმამაღლა იძახდა .
-ძლიივს , ხომ გეუბნებოდით.
ზუსტად 4 წუთშ სმსი მიდის ტელეფონზე.“ ჩემო პატარა მიყვარხარ იცი?“
„ხო ვიციი , ვიციიი , არ მწყენია მართლა უბრალოდ ვნერვიულობდი არ ვიცოდი როგორ იყავი“
„ვიცი მაპატიე , ცოტა მეუცხოვება რომ ახლა შენც ხარ ჩემს ცხოვრებაშ და მარტო არ ვარ .მივეჩვევი რომ შენ ჩემზე ნერვიულობ და მე არ უნდა განერვიულო ეს ერთი მაპატიე კაი ? „
„კაი ხოო არაუშავს (კოცნის სმაილი) „
„მიყვარხარ“
„ისევ კოცნის სმაილი“
„ლილე მითხარი“
„რა გითხრა?“
„მითხარი ლილე მჭირდება , უბრალოდ მითხარი“
„მიყვარხარ ,მიყვარხარ, მიყვარხარ „
„ჩემო სიცოცხლე“
ლილე დაფრინავდა კი არ დადიოდა დაფრინავდა . -გოგოებო ეხლა მშია
-რა ტორტი?
-არა მშია წავიდეთ და აჭარული ხაჭაპური ვჭამოთ
-მერე ჩემი დიეტა?
-კაი რა ნუკ რა დიეტა წუხელ შაურმას რომ ჭამდი დაგავიწყდა ?
-კაი ხოო თუ მთხოვ , თაან თუ გეწყინება შენს გამო როგორ არ დავარღვიო დიეტა
-წუხელ ჩემმა თხოვნამ დაარღვევინა იცინის ლიკა
წავიდნენ კაფეში და ისე სიამოვნებიტ მიირთვეს ხაჭაპური რომ აღარავის გახსენებია არქანია.
საღამოს კიდევ ერთხელ ელაპარაკა ლილე ალეკოს ამჯერად აკომ დაურეკა და დაამშვიდა არაფერი ხდება და კარგად ვარ ნუ ნერვიულობ ტყუილად და ნუ მაბრაზებო .
უკვე ბნელოდა გოგოები აივანზე მოკალათდნენ ცხელი შოკოლადებით და სიევ მოგონებებში წავიდნენ. -ლი ბაკური გახსოვს ? ბაკოო
-კიი მახსოვს რა დამავიწყებს
-ხუბულური? აუ რა ტიპი იყო ლიი და რას გავდა
-ხოო ეგეც მახსოვს და ლილე ნeრვიულად უყურებდა ტელეფონს უკვე 10 სააათი იყო. არ რეკავს ჩემი ბიჭი , ცოტახნის წინ არ ელაპარაკე ლილე? სულ ტელეფონზე ვერ იქნება ჩამოკიდებული დაწყნარდი. ეუბნებოდა ლილეს გონება.წავალ წყალს გადავივლებ თორე არ ვიცი რატომ მაგრამ მგონი არქანიას სუნი ამდის , ნერვიულად გაიცინა და სააბაზანოში შევიდა. ახალი შესული იყო სააბაზანოში როცა ლიკამ დაუკაკუნა -ლიი ტელეფონი რეკავს ალეკოა.
კარი გააღო ტელეფონი გამოართვა და უკვე სველმა უპასუხა
-ჰოუ, რას შვრები
-შეეენ პატარა ?
-რომ გითხრა შენ გაგეცინება და მე შემრცხვება
-აუუუ ეხლა ნამდვილად უნდა მითხრა , არ დაგცინებ გეფიცები
-კაი ხოო , ვბანაობ
-და ვანიდან მელაპარაკები?
-ხოოოო
-ლილეე წარმოვიდგინე ეხლა და უნდა გავთიშო
-რატომ? რა ხდება
-წარმოვიდგინე რაც მითხარი და უნდა გავთიშო თორე ცუდად ვარ
-კაი ხოო და ვერც მიხვდა თავიდან ლილე ისე გათიშა ტელეფონი.5 წუთით დაფიქრდა და მერე უცბად გაწითლდა , -იდიოტი (ჩაეღიმა) ისეთი სიამოვნება ეტყობოდა სახეზე მეტი რომ არ შეიძლებოდა .ესეიგი ლამაზი ვარ , და მიმზიდველი ისე რომ ვიზიდავ ,მშვენიერია და ისევ გაიღიმა. მაგრამ იდიოტი ეგ როგორ მითხრა და ეწყინა სავით მაგრამ მაინც სიამოვნებდა.ვერ იგებდა რა ეფიქრა. გამოვიდა ვანიდან და ჩაცმა დაიწყო უკვე 12 ის ნახევარი იყო.ნახევარ საათში დიდი გოგო ხდებოდა და ზეგ უკვე სამსახურის საქმეზე სხვა ქვეყანაში მიდიოდა თანაც შეყვარებულთან ერთად, შეყვარებულიც იყო და შეყვარებულიც. ყოჩაღ ლილე , არაგიშავს , რა უცნაურიც ხარ ის უცნაური ცხოვრება გაქვს. საოცარი შეყვარებული გყავს , სიმპატიური , საყვარელი, კაცური , საქმიანი, ძლიერი , ტკბილი, თბილი , ყველაფერ ამასთან ერთან ფულიანი და თან ძალიან უყვარხარ. ფული მნიშვნელოვანი არ არის მაგრამ თუ მასზე როგორც მომავალ მეუღლეზე ვიფიქრებ საჭიროა არსებობისთვის. მეუღლეო ლილე რა სასაცილო ხარ რა დროს მეუღლეა ჯერ არც კი იცნობ ნორმალურად . ასე ფიქრებში გართულს გოგოები შეუცვივდნენ ოთახში და ატმისფერი კაბა სულ ძალით ჩააცვეს.
ეს მაინცდამაინც რატომ ან ამ შუაღამისას კაბა რათ მინდა პიჟამას ჩავიცვამ ბურტყუნებდა ლილე მარა უკვე ფეხსაცმელებს აცმევდა ნუკი ,ლიკა კიდევ თმებს ფენით უშრობდა და აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. კი ხვდებოდა რომ ეს მის დაბადებისდღეს უკავშირდებოდა მაგრამ რაღაც ხასიათზე ვერ იყო, თან აკოს სიტყვცები უტრიალებდა თავში ბოლოს რომ უთხრა ტელეფონზე და ეცინებოდა. მაკიაჟი რააღა საჭიროა? აწია ერთი წარბი ვითომ გავბრაზდიო რომ ენისნებინა გოგოებისთვის მაგრამ ვინ უსმენდა. თორმეტს აკლდა ათი წუთი რომ თვალებიი დაახუჭინეს და მანქანაში ჩასვეს ისე რომ ხმასაც არ აღებინებდნენ. მანქნაას ვერ ხედავდა მაგრამ სუნი ეცნო.



№1 სტუმარი Nini

Aiii dzaan magarii iyo da dzaan momewona warmatebebi tavjc didi iyo da male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent