შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილი გრძნობებით ( თავი 2 )


22-04-2017, 02:24
ავტორი loveblee
ნანახია 1 497

-ვიკუ.-მოესმა ვიკას საზარელი ხმა. ლუკა ვიკას წინ გადაუდგა. მას უკან თავისი ძმაკაცები ედგნენ.
-რა გინდა!-თქვა ვიკამ გაღიზიანებული ხმით და ალბათ სადაცაა გული აერეოდა მის დანახვაზე
-როგორ ხარ ლამაზო?-კითხა ლუკამ და ვიკას უფრო მიუახლოვდა.
-თავი დამანებე ძალიან გთხოვ.-გვერდის ავლა სცადა ვიკამ მაგრამ ლუკამ ხელი წაავლო მკლავში.
-რომ გეკითხებიან პასუხი რომ უნდა გასცე არ იცი ეგ?-ხმის ტონი შეეცვალა ლუკას.
-რამდენჯერ უნდა გითხრა რომ თავი დამანებო? ყურებში არ შეგდის?-ვიკა ბიჭის ხელებიდან დახსნას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. უეცრად მოსწყდა ადგილს რომ უკან არ გამოკიდებოდა და არ დაეჭირა.
-წადი შენი ვითომ პატიოსანი დედაც!-მიაძახა ლუკამ და სიგარეტის ფილტრი განერვიულებულმა გადააგდო.

ვიკამ გიჟივით აირბინა კიბეები და ბინის კარები შეგლიჯა. როგორც ყოველთვის დედამისი სამზარეულოში იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა, მამამისი კი მისაღებ ოთახში ლეპტოპს მისჩერებოდა. ვიკამ ჩანთა ლოგინზე მოისროლა, ხელებუ უცბად გადაიბანა და სამზარეულოში გავიდა. დედამისმა ტელეფონი ეგრევე გათიშა.
-როგორ ხარ დედი?-ირინა შვილთან მივიდა, შუბლზე აკოცა, შემდეგ კი წვნიანი დაუსხა თეფშზე და მაგიდაზე დაუდო ვიკას. ვიკაც ისეთი მშიერი იყო ორ წუთში შეჭამა დედის გაკეთებული წვნიანი.-რა ხდებოდა დედი სკოლაში?- კითხა ირინამ ვიკას და მის მოპირდაპირედ დაჯდა.
-რავიცი არც არაფერი.
-რაღაც უნდა გითხრა ვიკა.-თქვა ირინამ და ამ დროს ზვიადი გამოვიდა ოთახიდან.
-მამაა.-სიხარულით წამოხტა ვიკა და მამამისს კისერზე ჩამოეკიდა.-როგორ ხარ?
-რავიცი მამიკო შენ?-კითხა ზვიადმა შვილს და ირინას მიუჯდა გვერდით.
-კარგად.- ვიკა ისევ სკამზე დაჯდა და თითები ერთმანეთში ახლართა.-რა უნდა მითხრა დე?
-ნატალიას ვუშვებთ უკრაინაში ბებოსთან.-თქვა დედამისმა.
-რატო? როდის?-სახე შეეცვალა ვიკას.
-დედაჩემი მარტოა დედიკო იქ და მითხრა ნატალია გამოუშვიო. მეც დავთანხმდი. ჩემიძმაც იქნება იქ და მიხედავს.-თქვა ირინამ.
-როგორც იტყვით.-თქვა ვიკამ და უხმოდ გავიდა თავის ოთახში.

მეორე დღეს ვიკა სახლიდან ადრე გავიდა. უხასიეთოდ იყო. არ უნდოდა რომ თავის და წასულიყო მაგრამ რადგან მისმა მშობლებმა ეგრე გადაწყვიტეს, ისინი აზრს აღარ შეიცვლიდნენ. ვიკა მუსიკებს უსმენდა ყრსასმენებში და თან გაშიშვლებულ ხეებს რომლებიც ალაგ ალაგ იდგნენ, ათვალიერებდა. უეცრად სკვერში მსხდომ სანდროს, დიტოს და ალეკოს მოკრა თვალი. ვიკამ მაჯის საათს დახედა. სკოლის დაწყებამდე ოცი წუთი იყო დარჩენილი და გადაწყვიტა ბიჭებთან მისულიყო.
-პრივეტ ბიჭებო.-ვიკა ალეკოს და სანდროს შუაში დაჯდა. ალეკომ გვერდულად შეხედა ვიკას შემდეგ კი მთლიანად შეათვალიერა.
-ვიკაა... როგორ ხარ?-კითხა სანდრომ.
-აუ რავიცი. თქვენ?-დიტოს და სანდროს თვალი მოავლო, შემდეგ ალეკოს. მასზე მზერა შედარებით დიდხანს გააჩერა და რომ მიხვდა რომ ალეკოც უყურებდა უცბათ გაიხედა სხვა მიმართულებით.
-რა გვიჭირს.-თქვა დიტომ.
-აუ როგორ არ მინდა სკოლაში წასვლა რა.-წაიბუზღუნა ვიკამ.
-არც ჩვენ ტო. გინდა გავაცდინოთ?-გახარებულმა თქვა დიტომ.
-აუ ხო რა. თიკა ვერ გააცდენს, ხვალინდელი ტესტი უნდა აღადგინოს.-გაუხარდა ვიკას.
-ჩემთან ავიდეთ მაშინ. მაინც არავინ არაა.- თქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა.
სანდროსთან რომ ავიდნენ დიტომ მაცივრიდან ლუდის ბოთლები გამოიღო და მისახებ ოთახში მდგარ პატარა მაგიდაზე დააწყო. ბიჭებმა ეგრევე გახსნეს ლუდის ბოთლები და დალევა დაიწყეს. ვიკამ ჯერ არ იცოდა დაელია თუ არა მაგრამ ბოლოს მაინც ბიჭებს აჰყვა.
უკვე ოთხივეს სასმელი ჰქონდა მოკიდებული. დიტო ფეხზე ვეღარ იდგა. ვიკას ალეკოსთვის მიედო თავი, სანდრო კი თავის ყოფილებს ლანძავდა.
-კაი ბიჭო, მომეტ*ნა ტვინი!-უთხრა დიტომ სანდროს და თავში წამოარტყა ხელი.
-აუ გახსოვს ვიკა ვიღაც ბიჭი რო გეჩალიჩებოდა და რო ცემე?-გაიხსენა სანდრომ. ვიკას სიცილი აუტყდა.
-ვაიმე ტიპი იმის მერე აღარ გამკარებია.-თქვა ვიკამ.
-ლა ცაკალლები ქალთ.-დიტო შეეცადა საყვარლად ეთქვა ვიკასთვის და ალეკოსთვის. ვიკამ დენ დარტყმულივით მოაშორა თავი ალეკოს მხარს და ცოტა შერცხვა. ალეკოს გაეღიმა ვიკას საქციელზე.
უკვე საღამოს სვიდი საათი იყო. ვიკა სახლში სახლში წასასვლელად გაემზადა. ვიკამ სნდრო და დიტო გადაკოცნა და კარისკენ წავიდა.
-აუ მიდი კარები დაკეტე რა შე*ემა.-თხოვა სანდრომ ალეკოს და ალეკოც მაშინვე წამოხტა სავარძლიდან და ვიკას გაყვა.
ვიკამ რომ კარები გააღი ალეკოსკენ შებრუნდა.
-დროებით.-გაუღიმა ვიკამ.
-დროებით.-ალეკომაც იგივე უპასუხა და ტუჩის კუტხე ჩატეხა. შემდეგ კი მის გადასაკოცნელად მივიდა და ვიკას წელზე ხელი მოხვია.
ვიკას მის შეხებაზე გააჟრიალა. ძალიან ესიამოვნა მისი კოცნა ლოყაზე. თითქოს მის მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. ასეთი რამ არასდროს უგრძვნია. ვიკა სახეზე წამოწითლდა. შავგვრემანი კი იყო მაგრამ მაინც შეატყობდით მის ლოყებზე სიწითლეს. ვიკამ თავი ოდნავ ჩახარა, გაეღიმა და ალეკოსთვის არც შეუხედას ისე გავიდა სანდროს ბინიდან.

------
დააკომენტარეთ რას ფიქრობთ<3 ვიცი პატარა თავებია და შევეცდები გავზარდო<3 მადლობა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent