შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Red Lips (თავი 2,3)


23-08-2017, 20:07
ავტორი Olivia
ნანახია 1 596

თავი 2

ცხელი აბაზანის შემდეგ ძლივს განიტვირთა პატარა ბატონი. ყველა ფიქრი, ცუდი აურა და დაღლილობა მოიშორა, კაბინა შიშველმა დატოვა და სველი ფეხებით გავიდა უზარმაზარ ოთახში. ცხელი, მოდუნებული სხეულიდან ნათლად ჩანდა თუ როგორ სიმხურვალეს გამოყოფდა ბიჭი, ამ სანახაობის ყურება კი თითქმის ყველა გოგონას ოცნება იყო. თეთრი, სურნელოვანი პირსახოცი ხელში მოიქცია და მხრების გამშრალებას შეუდგა, სველი თმა კი რამდენჯერმე გაიქნია აქეთ-იქით და როგორც კი თმის მშრალებას მორჩა ჩაცმაც გადაწყვიტა. ოთახის დატოვების თანავე ლიფტისკენ გაეშურა, რომელიც ზუსტად მაგ დროს იკეტებოდა.
-ერთი წამით. - ბიჭის ხმა გაიგო თუ არა შიგნით მყოფნა, ხელით შეაჩერა კარები და რამდენიმე წამი მისცა თავისუფალ სამოსში გამოწყობილ ბატონს. იშვიათი იყო მას რაიმე მამამისის მგავსი სამოსი მოერგო, რადგან კლასიკურ, გამოსასვლელ ტანსაცმელში თავს უხერხულად და სულელად გრძნობდა. მისი ჯინსის შარვალი, თეთრი, სურნელოვანი საროჩკა და დაბალყელიანი კედები ის იყო, რაც მას უყვარდა. - მადლობთ.
-არაფრის. - გოგონას ხმა გაიგო თუ არა თავი ასწია და სანახაობამ ოდნავ შეაშფოთა. პატარა, ლამაზი გოგონა, ვარდისფერი თმით და მოწითალო ტუჩებით, რომლებიც ლიფტის სინათლეზეც კი მადისამღვძრელად გამოიყურებოდნენ, ღიმილი რომელიც ყველაფერთან ერთად თავსაც გაკარგვინებდა.
პატარა ბატონი მოაჯირს მიეყრდნო რომ მისი სახე უფრო კარგად დაენახა და სანამ პატარა ელექტრონულ ყუთზე სართულის ციფრები ეწერებოდა, ბიჭი ვარდისფერთმიანს თვალს არ აშორებდა. აი გოგონა კი სულ არ უყურებდა მას, ან მის მზერას, რომელიც დიდი აღტაცებით შეჰყურებდა წითელ ტუჩებს. 22, 21... ციფრები უფრო და უფრო იკლებდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ამ ლითონის ყუთში მხურვალება იმატებდა.
-ამ სასტუმროში რას აკეთებთ, შეხვედრა გაქვთ? - ბიჭის კითხვამ გოგონა დააბნია, თუმცა მაინც მოუწია მისთვის შეეხედა.
-არა, მოვაკითხე ერთ პიროვნებას. - სიჩუმემ კვლავ თავისი ქნა, სანამ გოგონამ კითხვა არ შეუბრუნა. - თქვენ?
-ვცხოვრობ, ვმუშაობ და საერთოდ ჩემია. - გოგონას გაკვირვება უფრო მეტად დაეტყო. - ჰო, ეს სასტუმრო ჩემია.
-გასაგებია, მაპატიეთ მაშინ თუ თქვენი სასტუმროს ნივთები დავლეწე. - გაუღიმა მორიდებულად.
-უკაცრავად?
-26 სართული, ნომერი 125, მწვანე კარებია. - გაუღიმა და ლიფტის გაჩერებისთანავე გავარდა შენობიდან. პატარა ბატონს გაუკვირდა და იმ მისამართზე ავიდა, რაც ვარდისფერთმიანმა უთხრა. მწვანე კარების დანახვისთანავე დააკაკუნა და მალევე მაღალმა, შავგვრემანმა ბიჭმა გააღო, რომელიც თეთრ ბარხატის ხალათში გამოწყობილ გოგონასთან ერთად ნივთებს თავის ადგილზე აბრუნებდა.
-რა ხდება? - გაუკვირდა ბიჭს.
-მე სასტუმროს მმართველი ვარ, თქვენ ნომერში ყველაფერი რიგზეა?
-დიახ, უბრალოდ ვიღაც არანორმალური შემოვარდა და რაც ნივთები იყო სულ ძირს დაყარა, გატეხილებს ავანაზღაურებ.
-მოგიწევთ. - სერიოზული გამომეტყველებით უთხრა და უცნაურად გაეღიმა გოგონას საქციელზე. მალევე მოეგო გონს, სახეზე ხელები მოისვა და სასაუზმოდ სასტუმროს რესტორანში ჩავიდა. მაგიდასთან კი ცისფერთვალება მეგობარიც ელოდებოდა.
-ძმაო დააგვიანე. - გაიცინა ბიჭმა და მეგობრულად ხელი ხელზე დაარტყა.
-შევყოვნდი. - გაუცინა როგორც სჩვევია. როდესაც უკვე გამზადებული დახვდა მაგიდაზე მისი საყვარელი ყავა, მეგობარს კმაყოფილი მზერა სტყორცნა.
-რა ხდება სახლში?
-მამაჩემი ყვირის, მეის თინეიჯერობის ასაკი აქვს, მამა ისევ ყვირის, დედა კი ბაღს უვლის. შენსკენ? - დეივი სიცილს ვერ იკავებდა როდესაც პატარა ბატონი მამაზე ასე საუბრობდა.
-ამ კითხვას ველოდი! - ხელი ხელზე გაისვა და მისკენ ახლოს მიიწია, თითქოს რაღაც საიდუმლოს მალავდა. - ჩვენს სასტუმროში სერიოზული პიროვნება მოვა ამ ღამეს, საუკეთესო ნომერი უნდა, თქვა რომ მყუდრო უნდა იყოს, რადგან თან ქალბატონები ახლავს. 25.000$-ს გადაიხდის თუ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, პრესის და აყალმაყალის გარეშე.
-დათანხმდი, მაღალ სართულზე კი ნომერი აუღე, გასაღებს მენეჯერს ჩავაბარებ.
-კარგი ძმაო. - გაუღიმა და ტელეფონით ნომრის შეკვეთას შეუდგა, სანამ სასტუმროში შემოსულმა გოგონამ მისი ყურადღება არ მიიპყრო. - ეს თოვლივით თეთრი გოგო ვინ არის? - პატარა ბატონის თვალები ლამაზთვალება გოგონასას შეხვდა, თუმცა მალევე მოაშორა ბიჭს და მენეჯერისკენ გაეშურა. ეტყობოდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი კითხა, მან კი ალბათ უარით გაისტუმრა. რამდენიმე წუთიანი თხოვნის შემდეგ გოგონა სასტუმროდან გავიდა და ტაქსით სადღაც გაუჩინარდა. - რაიან ეხლავე მოვალ. - წამოდგა და რესტორნიდან კვლავ სასტუმროს შესასვლელთან გადაინაცვლა. - რა მოხდა? ის გოგონა რას გეკითხებოდა?
-სერ იმ გოგონამ ფოტო მანახა, ვარდისფერთმიან ახალგაზრდა გოგოს ეძებდა, მთხოვა კამერები შემემოწმებინა და ის სახელით მომეძებნა, იქნებ აქ იყო დაბინავებული. მე კი ვუთხარი რომ ინფორმაციას ჩვენს კლიენტებზე არ გავცემთ.
-კარგი, საქმეს მიხედე, შემდეგში კი მე მითხარი.
-დიახ სერ, აუცილებლად.
-რაო? - კითხა რაიანმა როგორც კი ბიჭი მაგიდას მიუჯდა.
-ვიღაც გოგონას ეძებდა. მისი თვალები დაინახე? თოვლივით თეთრი იყო.
-ჰო, ერთი წამით გამყინა მისმა მზერამ. - გაიცინა და ჭამას შეუდგა, თუმცა ტელეფონზე ზარმა საუბარიც და ჭამაც შეაწყვეტინა. ზარზე უარის შემდეგ შეტყობინებაც მოუვიდა.

(უცხო ნომერი)
*სად ხარ?*

-ეს ვინ არის? - პატარა ბატონმა ვერსად იპოვა მისი სახელი, ამიტომ უბრალოდ დააიგნორა. თუმცა შეტყობინება კვლავ განმეორდა.

(უცხო ნომერი)
*კიმი ვარ, შემხვდები?*

-აჰ კიმი! - გაეცინა და წყალი ისე გემრიელად მოსვა რომ მის წინ მჯდომ ბიჭს მასზე გულიანად გაეცინა.
-რა იყო, რა ჩაიდინე? წუხელ მასეთი რა ქენი? - დეივის კითხვას მისი ეშმაკური ღიმილი მოყვა.
-კიმი გახსოვს?
-რა თქმა უნდა, კლუბში ნომერი გამოართვი.
-2 დღე ვნახულობდი, მესამე დღეს კი მაინც მივიღე ჩემი, ყოველთვის ჭრის მესამე დღე.
-რა გაიძვერა ვიღაცა ხარ... კი მაგრამ როგორ დაითანხმე? საერთოდ არ გავს შენს მსხვერპლებს. - დეივი მართალი იყო, თუმცა რაიანს ეს სულ არ ანაღვლებდა.

(შენ)
*ძალიან კარგი იყო შენთან გატარებული ღამე, მადლობა.*

(უცხო ნომერი)
*რაიან, მიყვარხარ.*

(თქვენ ვეღარ მიიღებთ ამ ნომრიდან შეტყობინებებს, ეს ნომერი იქნა დაბლოკილი.)

-უბრალოდ ის მივეცი რაც უნდოდა. ჩემთან ერთი დაუვიწყარი ღამე. - ჭიქა მაღლა ასწია და მეგობარს თავი დაუკრა. - გოგონებს გაუმარჯოთ.
-ეგრე იყოს. - დაეთანხმა ისიც.
-დღეს საღამოს ჩვენს გვერდით რესტორანში შეხვედრა გვაქვს სასტუმროს საკითხებზე მინდა რომ ვიმსჯელოთ, გაფართოება არ გვაწყენდა.
-კიდევ სადმე გინდა მსგავსი სასტუმროს აშენება?
-პარიზში, ვენეციაში და ვაპირებ ლონდონში გავხსნა.
-ლონდონი რატომ?
-იქ სულ წვიმს, ამიტომ ლონდონის ყოველწლიური სტუმრები კარგ სასტუმროებს ეძებენ. - დეივს მოეწონა ბიჭის გეგმები და გადაწყვიტა ისიც წასულიყო შეხვედაზე.
მთელი დღის საქმეებმა კვლავ გადაღალა ბიჭი. მთელი დღე წინ და უკან დადიოდა, ხან ვის შეხვდა, ხან კი ვის. მამამისის ახირებები კვლავ არ ასვენებდა, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ახსენებდა როგორ უნდა მოქცეულიყო მიწვეულ ვახშამზე და საუბრის მანერა როგორ უნდა დაეხვეწა. ამიტომ დაღლილი ბიჭი ნომერში აბრუნდა წყლის გადასავლებლად, იქ კი კვლავ ის გოგონა დახვდა, რომელმაც კარი ისე ძლიერად გააღო, ბიჭმა ტვინის შერყევა მიიღო.
-ისევ შენ? - გოგონამ გაუღიმა და სულ ახალი ხალათი გაუწოდა პატარა ბატონს.
-სულ ახალია. - გაკვირვებული მიუახლოვდა გაღიმებულ გოგონას, რომელიც საშინლად უნაურად უღიმოდა ბიჭს.
-ასე რატომ იღიმი?
-დილით რომ დაგასახიჩრეთ ვიფიქრე რომ რამით გამომესყიდა დანაშაული.
-აჰა... - ხალათი გამოართვა და აბაზანისკენ წავიდა.
-რომ გამოხვალთ რამე დაგახვედროთ? - ბიჭი კართან გაშეშდა, შემობრუნდა და კვლავ გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
-უბრალოდ დატოვე ჩემი ოთახი.
-დიახ ბატონო რაიან, როგორც იტყვით. - ომახიანად შესძახა და ოთახიდან გასვლის შემდეგ ამოიხვნეშა. - როგორი ძნელია ასიამოვნო, მამამისმა კი მაინც და მაინც მე მთხოვა მედევნებინა თვალი მისთვის, მე რა დამხმარე პერსონალი ვარ თუ აგენტი. - ხელები აიქნია და თავის სატრფოს დანახვისთანავე დადნა ადგილას. - ნიკოლასი, ასეთი სმპათიური მენეჯერი მეორე არ ჰყავს ამ სასტუმროს. - გაიცინა და იქიდან აორთქლდა.
რაიანი გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან რამდენიმე წამი ფიქრში გაატარა თუ რა ჩაეცვა. ბოლოს თავისი შავი მაისური, შავი შარვალი და ქუდი გამოიღო, რომლებიც საწოლზე ლამაზად მიფინა სანამ სხეულს იმშრალებდა. მაისური ნელა მოირგო ნავარჯიშებ სხეულზე, შარვალი ამოიცვა, ქამარი გაიკეთა, გრძელი თმა ხელით აიჩეჩა და ქუდი დაიფარა, რომელიც ძალიან უხდებოდა მის სტილს. გასაღები ჯიბეში ჩაიცურა მაგრამ რადგან რესტორანი ახლოს იყო მანქანის გარეშე გაიარა ფეხით და შევიდა თუ არა დეივიც დაინახა ინვესტორებთან ერთად. მათი მიმართულებით დაიძრა და თავისი ადგილი დაიკავა მისალმების შემდეგ.
-დღეს იმიტომ შევიკრიბეთ რომ... - დაიწყო ბიჭმა.
-რამე მითხარი. - შავგვრემანი, დაბალზე შეჭრილი თმით და თეთრი, ფითქინა კანით... მდიდრულ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი, ვარდისფერთმიან გოგონას ელოდებოდა როდის იტყოდა რაიმეს მათ შესახებ, თუმცა ის უბრალოდ იჯდა და წითელ ღვინოს მშვიდად მიირთმევდა.
-რა გითხრა? ვერ გამომიყენე, შემდეგ მიღალატე და ბოლოს რომ ვერაფერი ქენი, უპატრონო ძაღლივით მიმაგდე. - მისი სიტყვები კი ცუდად ჟღერდა, მაგრამ მის სახეზე ღიმილი, ეს ყველაზე საზარელი საყურებელი იყო.
-მისმინე ასე არ იყო...
-შენ მისმინე ჯეიკი... - გოგონამ ისე გააჩუმა, რომ მან ხმა ვეღარ ამოიღო. მისი კვლავ ეს უცნაური, მაგრამ ამავდროულად კმაყოფილი ღიმილი. - შენ მიღალატე იმ ქერა, აყლაყუდა, ჩონჩხ გოგოსთან, რადგან საწოლში შემოგიგორდა პირველივე დღესვე. - მისი საყვარელი მზერა ბიჭს აგიჟებდა, თუმცა ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა, რომ არ აკმაყოფილებდა ის რასაც ვარდისფერთმიანი სთავაზობდა.
-ჩვენ 2 წელი ვხვდებოდით, შენ კი ისევ ისეთი ხარ! ეს წყვილში მნიშვნელოვანია, შენ კი ერთხელაც კი არ მომეცი შეხების უფლება. - ამის გაგონებაზე ვარდისფერთმიანს სიცილი აუტყდა, თუმცა მალევე გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა.
-მოიცადე ჯეიკი, პრობლემა ეს იყო? რომ ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ? - გოგონას სასმელი მოეკიდა თუ არა ღიმილი უფრო მეტად გაუფართოვდა. - თურმე ეს იყო პრობლემა... - გაიცინა და სკამიდან წამოდგა. - ეს იმიტომ არ გავაკეთე რომ მე... შენზე ბევრად კარგი მჭირდება ამ საკითხში. მე შენზე გამოცდილი და სიმპათიური ბიჭი მჭირდება. - თვალი ჩაუკრა და მხრებში ამაყად გასწორდა. კიდევ ერთი ჭიქა მოსვა, ჩანთა აიღო და მოღალატე შეყვარებულს ბოლოჯერ მიუბრუნდა. - გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. - გაუღიმა და გასასვლელისკენ წავიდა, როდესაც გზაში უცნობს მხარი გაკრა და მისკენ ბოდიშის მოსახდელად მიბრუნდა.
-მაპატიეთ... - პატარა ბატონის მზერა გოგონას წითელ ტუჩებზე გადავიდა, შემდეგ ტუჩის კუთხეში გაეღიმა და ვარდისფერთმიანს თვალებში ჩახედა. - ვარდისფერთმიანო...
-ჰეილი, სასიამოვნოა კიდევ ერთხელ შენი ნახვა გაბურძგნულო. - ბიჭს გაეღიმა და ნელა მიუახლოვდა წითელ ტუჩებიან გოგონას.
-რაიანი. - ბიჭი რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც ჯეიკი მათკენ დაიძრა. ეს ეს იყო ჯეიკის გაბრაზებული მზერა შეუერთდებოდა მათ, რომ ჰეილის შოკისმომგვრელი სიტყვები გაისმა დარბაზში.
-სიმპათიურო გაბურძგნულო, ჩემთან დაწვები? - რაიანს თვალები გაუფართოვდა მის კითხვაზე, ჯეიკი ადგილზე გაშეშდა, აი დეივი კი უბრალოდ გაკვირვებული ადევნებდა მათ თვალს და ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი სად მიდიოდა.
-მე... - პატარა ბატონს არ იცოდა იმ წამს რა ეთქვა, თუმცა გოგონამ ხელი მოკიდა და უფრო მეტად მიუახლოვდა მის უკვე დაძაბულ სხეულს.
-ეხლავე ან არასდროს. უარს თუ იტყვი, მეორე შანსი არ მოგეცემა. - გოგონას ეშმაკურმა ღიმილმა ბიჭი სულ გადარია, თუმცა გაკვირვება უკვე კმაყოფილებამ შეცვალა და მეგობარს გახედა.
-ხვალ ვისაუბროთ. - დეივმა უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - შენთან წავიდეთ თუ ჩემთან? - ჰეილი მისკენ აიწია და ჩუმად ჩასჩურჩულა.
-რაც მალე... მით უკეთესი.

თავი 3

რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ პატარა ბატონი გონს მოვიდა, გოგონას ხელი მოკიდა და შენობიდან გაიყვანა, მათ კი გაცხარებული ჯეიკი მიყვა. ჰეილის იმაზე მეტი მოუვიდა ვიდრე სვავდა ხოლმე, რის გამოც ბიჭი ფიქრობდა რომ უცნობს არ უნდა გაჰყოლოდა.
-ჰეილი! - გოგონას გაეცინა და ბიჭისკენ მიბრუნდა.
-რა? ამჯერად რა გინდა?
-საჭირო არ არის ეს გააკეთო, უცნობთან არა. - ის ნამდვილად უცნობი იყო მისთვის, თუმცა ეს მას არ შეაჩერებდა.
-მე მას ვიცნობ. - გაუღიმა გოგონამ რაიანს, რომელიც მხოლოდ ერთადერთხელ ენახა. - ის ბიჭია სასტუმროდან.
-ჰეილი ნება მომეცი სახლში მიგიყვანო. - არ ნებდებოდა ბიჭი.
-არა! მე დღეს ამ მიმზიდველ, მამაკაცურ არსებასთან ერთად მივდივარ. - ბიჭს გაეღიმა მის პასუხზე, ხელი მოკიდა და სასტუმროსკენ გაიქცა, რომ წვიმას ძალიან არ დაესველებინა გოგონა. - ცოტა ნელა, აღარ შემიძლია. - პატარა ბატონმა მხარზე მოიგდო ნასვამი გოგონა და სასტუმროში შეირბინა, ლიფტი გამოიძახა, შიგნით შევიდა და ვარდისფერთმიანი არსება კვლავ ძირს ჩამოსვა.
-სად გავჩერდით? - ბიჭის მზერა რომ შენიშნა გაეღიმა, მისკენ მიიწია და თვალიერებას შეუდგა.
-თაფლისფერი თვალები გქონია. - გაუღიმა და როგორც კი კარი გაიღო ნომრისკენ წავიდა, კარი გააღო და შიგნით შესულს სველი ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
-თუ გინდა ჩემი მაისური აიღე, კარადაშია. - უთხრა ბიჭმა და სველი ტანსაცმლისგან გათავისუფლდა. სანამ რაიმეს აიღებდა რომ ჩაეცვა გოგონა უკვე მასთან იყო.
-რატომ უნდა ჩავიცვა თუ გახდას აპირებ. - ბიჭი მისკენ მიბრუნდა და როგორც კი ნახევრად შიშველი ჰეილი დაინახა ეშმაკური ღიმილი გამოესახა.
-შენ რა სერიოზულად? - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ბიჭი საწოლამდე მიიყვანა. როგორც კი პატარა ბატონი უფრო მოუახლოვდა ვარდისფერთმიანი საწოლზე აღმოჩნდა, მის ზევიდან მოექცა და თვალებში ჩახედა.
-მისნაირად არ მატკინო... - ამის გაგონებაზე ბიჭს გაკვირვება დაეტყო, ხელი ნელა ასწია მისი სახისკენ და უკვე მოვარდისფრო ტუჩებს თითი ნაზად გადაუსვა, შუბლი მის შუბლს მიადო და ნაზად შეეხო ნანატრ ბაგეებს. პატარა ჰეილი გაინაბა ბიჭის უზარმაზარ მკლავებში და კოცნას კოცნითვე უპასუხა.
სასტუმროს გარეთ წვიმის წვეთები ხმაურიანად ეცემოდნენ ფანჯრებს, ისე აკაკუნებდნენ თითქოს მისი განგრევა და ოთახში გამეფება სურდათ. ღრუბლებს მზე დაეფარათ და გამოენის საშუალებას არ აძლევდნენ, თითქოს ბრძანება ყოფილიყო. გოგონას ამ წვეთების ხმაურზე გამოეღვიძა და როგორც კი თვალები გაახილა თავის ტკივილმა კვლავ დახუჭვა აიძულა.
-ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო თავი... - ნელა წამოჯდა საწოლზე და თვალები ამჯერად ძალიან ნელა გაახილა, დაზღვევის მხრივ. ოთახი რომ მოათვარიელა აი მაშინ დააჭყიტა თვალები ჭოტივით და საწოლზე წამოფრინდა. - კი მაგრამ სად ვარ? - გონებამ ამოუტივტივა მისი განცხადება, შემდეგ ბიჭთან ერთად ოთახში შესვლა, ბოლოს კი კოცნა და მათი ნახევრად შიშველი სხეულები. ამის გაანალიზებაზე კვლავ მუხლებზე დაეშვა და ვარდისფერი თმით სახე დაიფარა. - რა ჩავიდინე... რა სირცხვილია. - ნელა გადმოვიდა საწოლიდან, მისი უკვე მშრალი მოკლე მაისური და მაღალწელიანი შარვალი ამოიცვა და ქუსლები ხელში დაიჭირა რომ უხმაუროდ გაპარულიყო. ოთახი ჩუმად დატოვა თუ არა სადაც იყო კარებს მიუახლოვდებოდა რომ სხეულზე ბიჭის ხელები შემოეხვია.
-სად მიიპარები? - გოგონას სუნთქვა შეეკრა და მისკენ მიბრუნდა.
-მე... მე... მეჩქარებოდა.. - თავი დაიძვრინა ბიჭისგან, რომლის სახელიც კი არ ახსოვდა.
-კი მაგრამ დილის 7 საათზე? სად გეჩქარება? ვისაუზმოთ.
-ჰო? მეგონა გვიან იყო აჰაჰ... ჰო... - როგორც კი ბიჭი სამზარეულოში გაბრუნდა გოგონამ ერთი კარგად შემოირტყა ლოყაზე და თავი გააქნია. - არ მძინავს?
-მოდი აქ. - ბიჭის ხმაზე კი ნამდვილად დარწმუნდა.
-არ მძინავს. - უკან გაყვა და გზადაგზა ტუფლების ჩაცმა დაიწყო. - მისმინე მე და შენ... წუხელ... ანუ... - რაიანი ელოდებოდა როდის კითხავდა, თუმცა ჰეილი ვერ ბედავდა ამაზე საუბარს.
-ერთად ვიყავით, მერე? - უკვე გაიგო მის კითხვაზე პასუხი.
-არა, არაფერი. - გაუღიმა და თავი ჩახარა.
-მოკლედ არჩევანი გაქვს, ყავა, ლუდი თუ ჩაი? - გოგონამ თავი ამოსწია, ხელით აჩვენა რომ პირველი უნდოდა და კვლავ დახარა. - თავი გტკივა არა? - საყვარლად გაუღიმა და ხელი თავზე დაადო, გოგონა კი დენდარტყმული წამოვარდა.
-მმე..მეეე...ამმ...ჰო..
-რა იყო? - ამ სანახაობამ საშინლად გაამხიარულა ბიჭი და ყავა მაგიდაზე დაუდო.
-მადლობ. მისმინე იმედია არ გეწყინება რასაც გეტყვი.
-გისმენ. - რაიანმა თითქოს იცოდა რასაც ეტყოდა, თუმცა მაინც სერიოზული სახე მიიღო და მისი მოსმენა დაიწყო.
-არ მახსოვს არაფერი და ძალიან დიდი ბოდიში, არც კი ვიცი რა ჯანდაბა ვქენი და საშინლად ვნანობ.
-ნანობ რომ... ერთად ვიყავით თუუუ იმას ნანობ რომ ეს არ გახსოვს. - ბიჭმა ყურთასმენა დაძაბა, რათა გოგონას პასუხი კარგად გაეგო.
-უბრალოდ იმას რომ მე შემოგთავაზე, ეხლა კი არც კი ვიცი ერთად ვიყავით თუ არა.
-გასაგებია... - თავი დახარა ბიჭმა და გაბრუნდა.
-ღმერთო ჩემო, ბოდიში.
-არა ყველაფერი რიგზეა, შენ არ გახსოვს რა კარგი ღამე გავატარეთ, უბრალოდ მიკვირს, როგორ შეიძლება ეს არ გახსოვდეს. - რაიანის ეშმაკურმა ღიმილმა გოგონა დაარწმუნა.
-აშკარად ვიწექით ერთად, რა სირცხვილია. - ყავა ისე ჩქარა დალია რომ პირი დაეწვა, თუმცა ეს სჭირდებოდა და ამის გარეშე ვერ წავიდოდა. - მე წავედი, მადლობ. - ჩანთას ხელი დაავლო და გაიქცა ოთახიდან.
-მაინც ვერ გაიქცევი. - სანამ ჰეილის ეძინა ბიჭმა გოგონას დღიური ამოიღო და მისი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოჯახის წევრების სახელები და მისი სამსახურის მისამართიც კი ამოიწერა ყოველი შემთხვევისთის. საათს რომ დახედა წამოდგა, მოწესრიგდა და სასტუმროს რესტორანში კმაყოფილი, ლაღი ღიმილით ჩავიდა დეივთან სასაუზმოდ.
ბიჭმა რომ მეგობრის ღიმილი შორიდანვე დაინახა გაეცინა და გამზადებული ყავა მისკენ მისწია, სანამ ჩამოჯდებოდა.
-კარგი, შენი ღიმილით მივხვდი რომ წუხელ მშვენიერი ღამე გაატარე. რატომ მეჩვენება ეს საინტერესოდ? - რაიანმა ვერ შეიკავა თავი და მეგობარს სიცილში აყვა.
-გეთანხმები, ნამდვილად საინტერესოა გოგოს გვერდით თანაც ერთ საწოლში იწვე და მასთან ძილის მეტი სხვა არაფერი ქნა. - დეივს წყლით სავსე ჭიქა პირთან არც მიუტანია, რომ ჭიქა უკან მაგიდაზე დააბრუნა.
-რაა? კი მაგრამ... - საშინელი დაბნეულობა დაეტყო სახეზე, რაც პატარა ბატონს ახალისებდა. - კი მაგრამ სასტუმროში ერთად არ შეხვედით?
-ჰო, ერთად შევედით და თითქმის ყველაფერი მოხდა, მაგრამ ვარდისფერთმიანმა კოცნის დროს გონება დაკარგა და გაითიშა. - გაეცინა ბიჭს როდესაც გაახსენდა.
-მოიცა და მერე? - უკვე ისიც ხალისით მოეკიდა. - ახსოვდა დილით?
-არა, გონია რომ წუხელ საოცარი ღამე გავატარეთ, რადგან დილით ჩემს საწოლში, ჩემს ოთახში და ჩემს ნომერში გაიღვიძა. ასევე დილით ცოტა გავითამაშე როცა დავინახე ჩემს საწოლზე ფეხებით ავიდა და თმებს გამწარებული იჩეჩავდა, ანუ არაფერი ახსოვდა. - ამის თქმა და დეივის სიცილი ერთი იყო.
-საწყალი გოგო, რა ბოროტი ხარ.
-ეკუთვნის. - მისი ეშმაკური მზერა არ ცხრებოდა. - ჯერ გამომიწვია, შემდეგ როცა ტანსაცმლის ჩაცმას ვაპირებდი და მასაც შევთავაზე მან უარი განაცხადა, საწოლამდე მიმიტყუა და საშინელ დღეში ჩამაგდო, შემდეგ კი დაეძინა, მე უბრალოდ რევანჟი ავიღე.
-და ეხლა? - გაეღიმა ბიჭს. - ის ვიცი რომ არ შეეშვები.
-ჩემთან ისევ მოვა, კვლავ იმ წინადადებით, ეს კი ძალიან მალე მოხდება. ჩემს ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. - დეივმა თვალები გადაატრიალა და მისკენ ახლოს მიიწია.
-თავს დავდებ რომ ის სხვებს არ გავს, მე ეს რესტორანში შევნიშნე, შანსი არაა ის ამაზე ფხიზელი დაგთანხმდეს, მეტიც... ის ვარდისფერთმიანი შენთან თავისი ფეხით არასდროს მოვა, მისი ტიპის არ ხარ. - მეგობრის სიტყვებმა ბიჭი ცოტა გააბრაზა, თუმცა ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი, შესაძლებელი იყო მალე სიმართლესაც კი მიმსგავსებოდა. მისი გონება ამბობდა რომ ეს მალე მოხდებოდა, რადგან თავის თავში დარწმუნებული იყო, თუმცა გრძნობა და გოგონასადმი სულიერი ტრტოლვა უბრალოდ მის ხელში ჩაგდებას ნატრობდა ყველანაირ ფასად.
სანამ ბიჭები ბიზნესის სამყაროს განიხილავდნენ და ახალ ამბებს აცნობდნენ ერთმანეთს, ჰეილი დილაადრიანად კლუბის წინ იდგა მეგობრის სანახავად, რომელიც 2 დღე თვალით არ ენახა.
-ჰანა აქ არის? - დაცვამ თავი დაუქნია, გაიწია რომ შეეშვა შენობაში და როგორც კი გოგონა შევიდა კვლავ თავისი ადგილი დაიკავა. - ჰანა... მოვედი. - ჩანთა მაგიდაზე დადო და გოგონას ძებნა დაიწყო, რომელიც მეორე ოთახში ჭიქებს ახარისხებდა და თან რაღაცას ღიღინებდა. - ჰეი.
-ჰეილი? - გოგონამ ჭიქები თავის ადგილზე დადო და მეგობარს მოხვევის ნაცვლად ყურზე ძლიერად მოკიდა თავისი ქათქათა ხელი.
-აიჰ, აიჰ, მეტკინა ჰანა.
-სად იყავი? გეძებდი! - ასეთ მდგომარეობაში მიიყვანა სკამამდე და როგორც კი გოგონა ჩამოჯდა, ხელი შეუშვა.
-ვერც კი წარმოიდგენ.
-იმ თავის თავზე შეყვარებულმა სირაქლემამ რამე გითხრა? ისეთი გავარდი კლუბიდან რომ მივხვდი რაღაც მოხდა. - გოგონამ თოვლივით ქათქათა თმა ჩამოიშალა, ფორმა გაიხადა და მაისურის ჩაცმა დაიწყო.
-მაპატიე... - გაუღიმა გოგონამ და იქვე მიფენილი ტანსაცმელი მიაწოდა. - ვიცი უნდა მეთქვა სანამ წავიდოდი, მაგრამ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავდი და არ გამოვიჭერდი იმ მაჩვს ვერ დავისვენებდი.
-რაო? გამოვიჭერდიო? არაფერი მითხრა, ჯერ ჩამოვჯდები. - სკამი გვერდით მიიდგა და სანამ კარგად არ ჩამოჯდა არ აცადა გოგონას დაეწყო მოყოლა. - აი ეხლა დაიწყე.
-შენ რომ მაგიდას ემსახურებოდი, ზუსტად მაშინ შემოვიდა ის რენა, ჯეიკიც იყო კლუბში, მითხრა რომ დაინახა ჯეიკი და მე როგორ ვიყავით გარეთ და კედელთან აყუდებულები საჭირბოროტო საქმეებს ჩავდიოდით, მაგრამ რომ ვუთხარი მე არ ვყოფილვარ, მითხრა რომ ეგონა თმა შევიღებე ქერად და მე ვიყავი, ამიტომაც მითხრა, რომ სცოდნოდა მე არ ვიყავი არაფერს მეტყოდა. - გაეცინა გოგონას. - მშვენივრად იცოდა რომ მე მთელი ცხოვრება ვარდისფერს ვატარებ.
-ძუკნა! - თასმების შეკვრას მორჩა თუ არა მისკენ მიბრუნდა. - მერე?
-რომ გავიგე ჯეიკი ვიღაც გოგოს კოცნიდა, როგორც კი კლუბი დატოვა უკან გავყევი, ამიტომ გავიქეცი აქედან. ბიჭი ღამე სახლში არ მიდიოდა ხოლმე თურმე. - ჰანა ამაზე უფრო მეტად დაინტერესდა.
-აბა სად ჭირში მიბრძანდებოდა?
-სასტუმროში რჩებოდა, იქ კი ვიღაც გოგო ელოდებოდა ხოლმე. სპეციალურად დილით მივედი რომ ორივე გამომეჭირა, მაშინ შევვარდი ოთახში და რომ დავინახე შიშვლები იწვნენ, ყველაფერი ზედ დავამხე. - ხელები ერთმანეთს ამაყად გაუსვა და გაიცინა.
-ბრავო, აი მესმის, მეტის ღირსი იყო.
-იცი რა მითხრა მაგ ქალაჩუნამ? ჩვენი დაშორების მიზეზი და ერთადერთი პრობლემა ჩემი ქალიშვილობა ყოფილა.
-ნაგავი, ვიცოდი რომ მას სერიოზული ურთიერთობა კი არა გართობა უნდოდა. რატომ არასდროს მიჯერებ? - ჰეილის ამაზე გაეცინა და გაახსენდა დილანდელი უხერხული შემთხვევა.
-მთავარი არ მითქვამს... გუშინ როდესაც ეს მითხრა, საშინლად გავბრაზდი, დავლიე და მის წინ გამოვაცხადე რომ თუ ჩემი ქალიშვილობა პრობლემა იყო, უცხოსთანაც კი ვიზავდი ამას ოღონდ მასთან არა, ჰო და მართლა უცხო ბიჭთან ვყოფილვარ, დილით მის საწოლში გავიღვიძე, სულ შიშველი. - ხელები სახეზე აიფარა სანამ მეგობარი ყვირილს ან სიცილს არ დაიწყებდა. თუმცა გოგონა შოკისგან გაოცებული იჯდა და ვერ იჯერებდა ნათქვამს.
-შენ მართლა ჩემი ჰეილი ხარ? ჩემი ვარდისფერი ჰეილი? დიდი ბავშვი რომელიც დღემდე მეწუწუნება ხოლმე ნაყინზე? - გოგონამ თავი დაუქნია და გაეკრიჭა.
-ვიცი რომ დაუჯერებელია მაგრამ... - საუბარი ჰანას დაინტერესებულმა და ძალზედ ეშმაკურმა ღიმილმა გააწყვეტინა.
-სიმპათიური მაინც იყო გოგო? ვინმე მათხოჯს ხომ არ ჩაუვარდი მკლავებში? - ერთი წამით გაიხსენა ბიჭის ეშმაკური ღიმილი, მისი მკლავები და ის მომენტი როდესაც მის შიშველ მკერდს თავისი ხელით ეხებოდა. ამის გახსენებაზე კი წამოიყვირა.
-ღმერთო არა! - ხელები სახეზე შემოირტყა და წითელი ლოყები ხელის გულებით დამალა. - არ მინდა ვიფიქრო, ჩემს თავს ვერ ვიტან.
-ვაუ... - ამოიოხრა მეგობარმა.
-რაა? - ჰეილის კი გაოცება დაეტყო პატარა ნათელ სახეზე.
-ნამდვილად მიმზიდველი იყო...
-შშ..ეენ... შენ რა იცი? ამას ვინ ამბობს? - ჰანა სკამიდან წამოდგა და სანამ გასასვლელისკენ წავიდოდა, ვარდისფერს საჩვენებელი თითი ლოყაზე მიადო.
-ამას შენი წითელი ლოყები ამბობენ. - გაიცინა და შენობა დატოვა, მას კი ჰეილი დაეწია სირბილით.
-ჰანა ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, ალბათ არც კი ვახსოვარ, არ მინდა გავიხსენო და არც მინდა რამე მაკავშორებდეს მასთან. - ამის თქმა და გოგონას სიცილი ერთი იყო.
-ჰო როგორც იტყვი, ჩემთან წავიდეთ? - თავი დაუქნია და ტაქსი გააჩერა სანამ გოგონა კლუბს გასაღებით კეტავდა.
ჰეილიმ სახლში მისვლისთანავე საუზმე გაამზადა დაღლილი მეგობრისთვის და ცოტახნით ინტერნეტში შეიხედა. სამსახურის ძიებაში კი მასში ჩაიკარგა და როდესაც თავი ამოყო, ჰანას უკვე დივანზე ტკბილად ჩასძინებოდა. პლედი მიაფარა გაბუსულ გოგონას და სახლში წასვლა გადაწყვიტა. გზაში ვარდისფერს სამსახურზე ფიქრი არ ასვენებდა, იცოდა ჯეიკთან მუშაობა აღარ გამოვიდოდა, მისი დამხმარე ვეღარ იქნებოდა ასე რომ ახალ განცხადებებს ადევნებდა თვალს და სახლის გზაზე ერთი რესტორანიც იპოვა. მყუდრო, ლამაზი ადგილი, რომლის კარზეც ოქროსფრად იყო დაწერილი რაღაც სიტყვები, როგორც მიხვდა ეს ფრანგული სამზარეულო იყო.
-ჰუჰ? - გაუკვირდა და აღტაცებულმა შიგნით შესვლა გადაწყვიტა.
-გამარჯობათ... - ახალგაზრდა ბიჭი შესასვლელშივე მიესალმა და თბილად გაუღიმა როგორც კი სალაროს მისი ლამაზი ღიმილით მიუახლოვდა.
-გამარჯობა, გარეთ განცხადება ვნახე, გამოცდილი მიმტანი გჭირდებათ როგორც მივხვდი.
-დიახ, დიახ გვჭირდება. - იმ წამსვე დაეთანხმა.
-მაინტერესებს რამდენად დიდია ეს ადგილი. - ბიჭი შესასვლელში იდგა, ასე რომ არ ჩანდა ამ კარის იქით რამხელა დარბაზი იყო. გოგონას ინტერესი საზღვრებს ცდებოდა. - შეიძლება რომ ვნახო?
-ვწუხვარ, მხოლოდ მომსახურე პერსონალს და სტუმრებს შეუძლიათ შიგნით შესვლა.
-გასაგებია. - გაუღიმა და გაბრუნდა.
-ერთი წუთით. - ბიჭის ხმამ კართან შეაჩერა. - მხოლოდ იმას გეტყვით რომ დიდია, მაღალი საზოგადოება იკრიბება და როგორც ვიცი ძალიან მოსწონთ ჩვენი სამზარულო, ეს ინფორმაცია გეყოფათ?
-დიახ. შესაძლებელია სამსახურში ამიყვანოთ? - ბიჭმა კარგად შეათვარიელა ვადისფერთმიანი და ბოლოს თავი დაუკრა.
-მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც გამოცხადდებით როგორც თანამშრომელი.
-დიახ, ამ საღამოს მოვალ.
-მაშინ საღამომდე. - ჰეილი ბედნიერი გაბრუნდა და სახლის გზა სულ ღიღინით გაიარა. სახლში შესვლისთანავე ოთახისკენ გაემართა, თუმცა ქალმა ხელი წაავლო ხელში და უკან მისაღებში დააბრუნა პატარა გოგონა.
-ორი დღე არ ჩანდი, სად იყავი? - ქალის მზერამ გოგონას ტირილი მოანდომა, რადგან იცოდა ეს ცუდად დამთავრდებოდა.
-სამსახურს ვეძებდი, მერე ჰანასთან დავრჩი. - მისმა სიცრუემ არ გაჭრა და ქალისგან მტკიცე დარტყმა მიიღო სახეში. იგრძნო როგორ ეწვოდა ლოყა ნელ-ნელა და ამჯერად ცხარე ცრემლები გადმოცვივდა თვალებიდან.
-ნუ მატყუებ! ვიცი რომ ვიღაც ჯეიკთან იყავი, რამდენჯერ გითხრა ჰეილი? პატარა ხარ მსგავსი ჩამოუყალიბებელი ურთიერთობებისთვის, შენ ზედმეტად აგდებით უყურებ ცხოვრებას! კაცი გამოგიყენებს და მიგაგდებს! დედაშენის მაგალითი არ გეყოფა? გამეცი პასუხი! - გოგონამ მზერა გაუსწორა ქალს და მთელი ძალით ეცადა გაეღიმა. თუმცა ეს ტკივილისგან სიმწარე უფრო იყო, ვიდრე ღიმილი.
-მხოლოდ იმიტომ რომ მამამ დაგვტოვა, იმას არ ნიშნავს რომ ყველა გამოგვიყენებს და მიგვაგდებს. - ქალს დაეტყო გაკვირვება. - ჰო დედა ჯეიკს ვხვდებოდი, მაგრამ მე ჩემი ზღვარი ვიცი და მასთან პირველივე შეხვედრისას არაფერი მქონია. მას ჩემთვის არ გაუბედავს რამე და ვერც გაბედავს, რადგან ყველაფერი მორჩა. გგონია ასე დავეცემი? რომ კაცისგან რამე დამჭირდება? 5 ადგილას იმიტომ ვმუშაობდი რომ სახლი გვქონოდა, რომ ვინმეს დახმარება არ დაგვჭირვებოდა, შენ კი სულ უკმაყოფილო ხარ. დავიღალე შენით და შენი წუწუნით. როგორღა დაგიმტკიცო რომ ყველა მამას მსგავსი არაა, ეს როგორ დაგიმტკიცო? - გოგონა ხმას უფრო და უფრო უწევდა, რაც ქალს მეტად ამწარებდა.
-ჰეილი ბავშვი ხარ, არცერთი ბიჭი დარჩება შენთან იმის მერე რაც გამოგიყენებს, ყველა ერთ რამეზე ოცნებობს!
-კარგი, მაშინ ამ სახლში მაშინ დავბრუნდები, როდესაც დაგიმტკიცებ რომ ცდები.
-არ მითხრა რომ აპირებ ვინმესთან დაწვე, სულ გაგიჟდი ჰეილი? - ქალს ისტერიული სიცილი დაეწყო ამის გაფიქრებაზე. - მგონი გაგიჟდი.
-არა დედა, უკვე ვიწექი უცხოსთან და ნახავ რომ იმ ბიჭს მხოლოდ ეს არ უნდოდა ჩემგან. - ეს თქვა თუ არა სახლი დატოვა და იქიდან რაც შეიძლებოდა შორს წავიდა. წვიმამ რომ მოუსწრო მიხვდა ასეთ მდგომარეობაში ვერსად წავიდოდა, განადგურებული დადიოდა ცარიელ ქუჩებზე და ფიქრობდა რა უნდა ექნა საღამომდე. არც ტანსაცმელი, არც სახლი და არც ფული. ერთადერთი ადგილი რაც მასთან ახლოს იყო ეს ნაცნობი სასტუმრო იყო. იქ შესვლაზე ორჭოფობდა, თუმცა როდესაც სასტუმროს წინ მანქანა გაჩერდა და იქიდან ცისფერთვალება ბიჭი გადმოვიდა ქოლგით ხელში ყველაფერი დალაგდა. დეივი გაკვირვებული უყურებდა გალუმპულ გოგონას, რომელიც ხან კართან მიდიოდა, ხან კი უკან ბრუნდებოდა. მისკენ წავიდა და თბილად გაუღიმა.
-ყველაფერი რიგზეა? - ჰეილი შიშისგან შეხტა და აკანკალებულმა გაუღიმა.
-კი, კარგადაა.
-გასაგებია. არ შედიხართ?
-არა, კი... არა... - ბოლოს გადაიფიქრა და ბიჭის შესვლისთანავე თავის თავს გაუბრაზდა.
-როგორ გაუმართლა ამ სულელს. - ბიჭმა რაიანი იპოვა რესტორანთან და მხარზე ხელი დაუტყაპუნა. - რა ბედი გაქვს გათახსირებულო კაცო!
-რა იყო? - გაიცინა და მისკენ მიბრუნდა.
-ვარდისფერი გოგო სასტუმროს წინ დგას, სულ სველია და ვერ გადაუწყვეტია შემოვიდეს თუ არა. - ამის გაგონებაზე ბიჭი შესასვლელისკენ გაიქცა და როგორც კი გაყინული გოგონა დაინახა გარეთ ქოლგით გავიდა და მისკენ წავიდა. ჰეილიმ წვიმა რომ ვეღარ იგრძნო ქოლგას ახედა და ბიჭისკენ გაკვირვებული მიბრუნდა.
-გაბურძგნულო?
-ვარდისფერო... - გოგონას გაეღიმა მისი დანახვისას და თავი კვლავ ძირს დახარა. - აქ რას აკეთებ?
-წასასვლელი არსად მაქვს, მხოლოდ დღეს უნდა გთხოვო რომ იქნებ... - ბიჭს ეშმაკური ღიმილი გამოესახა სახეზე, თუმცა გოგონამ გადაიფიქრა მისთვის ამის თხოვნა. - ან დაივიწყე...
-წვიმის გამო გადატვირთულია ნომრები, მაგრამ ასე ვერსად გაგიშვებ, წამოდი. - გაუღიმა და ხელი მოხვია გოგონას.
-მადლობ... - შიგნით შესვლისთანავე გახედა რაიანმა ცისფერთვალება მეგობარს და გამარჯვებული მზერა ესროლა. გოგონა კი კვლავ ნაცნობ ოთახში მოხვდა, რის გამოც თავი კვლავ უხერხულად იგრძნო.
-შეგიძლია ჩემი მაისური ჩაიცვა, თუ რა თქმა უნდა კვლავ უარს არ იტყვი. - ბიჭის ნათქვამმა გული გაუჩერა, სუნთქვა შეუკრა და ადგილზე გააშეშა პატარა გოგონა.
-მე... ამჯერად ნამდვილად გამოვიცვლი. - გაუღიმა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
-მაინც თავად მთხოვ. - ჩუმად ჩაილაპარაკა და სამზარეულოში ცხელი შოკოლადის მზადება დაიწყო, სანამ ქვაბში რამიონს არ ჩაყრიდა უცებ დასანაყრებლად.
-არ უნდა მოვსულიყავი, ასე ვერ გავალ მასთან. - სარკეში მის თავს რომ ხედავდა, გრძელ მაისურში და ვარდისფერ სველ თმაში, თავს უხერხულად და არაკომფორტულად გრძნობდა. ნომერში იმდენად თბილი ჰაერი მეფობდა, რომ ჰეილის ცდა რამე მოეცვა უშედეგოდ დამთავრდა. ბოლოს კი ფეხშიშველა გავიდა სამზარეულოში და ბიჭის ყურებას შეუდგა.
-ხომ არ გცივა? - ისე კითხა რომ არც კი შეუხედავს გოგონასთვის.
-საიდან მიხვდი რომ...
-შენი სურნელი ვიგრძენი. - ეს თქვა თუ არა გოგონამ თმას უსუნა და შემდეგ ხელებზე გადავიდა, ამის დანახვამ კი პატარა ბატონს სიცილი მოგვარა. - რას აკეთებ შენი აზრით?
-მაინტერესებს კარგი სუნი ამდის თუ ვყარვარ. შენ ხომ არ გითქვამს კარგი სუნი აგდის და მაგიტომ გავიგე შენი მოსვლაო.
-მე ქალს არასდროს ვაკადრებ მსგავს სიტყვებს, გული საშინლად მატკინე. - ხელი გულზე მიიდო და როგორც კი გოგონას გაეცინა, ბატონი მისკენ დაიძრა. - რატომ მგონია რომ შენი აურა გაქრა? - ხელი მის სახეს ნელა შეახო და თავი ააწევინა რომ მის ამოუცნობ თვალებში რაიმე ეპოვნა.
-ამას რატომ აკეთებ? - უკან დაიხია და თმებით სახის დაფარვა სცადა. როდესაც ბიჭმა მაგიდაზე ორი ღრმა თეფშით სავსე, ცხელი რამიონი დადო და ჰეილი ჩამოსვა, მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო. თავადაც ჩამოჯდა იმის შემდეგ რაც ჩხირები მიიტანა და თეფშის გვერდით ლამაზად დადო. როგორც კი დაინახა ჰეილის ხელები მაგიდაზე თრთოდნენ, თავი ვერ შეიკავა და გოგონასკენ გადაწყვიტა დაჯდომა, მის გვერდით მოკალათდა, ხელი მის გაყინულ ხელს შეახო და სახიდან ვარდისფერი თმა მოაშორა, მისმა ცრემლებმა კი რაღაც ამოუცნობი გამოიწვიეს რაიანის სხეულში.
-რატომ ტირი? - ცრემლები მოიწმინდა და ბიჭს სევდიანად გაუღიმა.
-უბრალოდ... ეხლა კარგად ვარ. - ხელი ჩხირებს მოკიდა და რამდენიმე ცდის შემდეგ მთლად საამაყოდ არ ჰქონდა საქმე. - ამით როგორ ჭამენ აზიელები?
-მოდი გასწავლი. - მის ხელს თავისი შეახო, ჩხირები აიღო და ერთი შუა თითის შემდეგ დაუდო, მეორე კი საჩვენებელ თითთან. რამდენიმეჯერ საკვებიც მოექცა ჩხირებს შორის და ბოლოს კარგად გამოუვიდა დანაყრება. თეფშების ალაგების და დარეცხვის შემდეგ კი ოთახამდეც მივიდა საქმე. ჰეილი მორიდებულად შევიდა და ბიჭს რომ გახედა უკან მიყვა ნერწყვი ხმაურიანად გადაუშვა ყელში.
-ამმ... მე... მე გავალ და დივანზე დავწვები. - მისმა განაცხადმა რაიანი გააკვირვა.
-რა სისულელეა, წელი გეტკინება, გინდა ხვალ ოთხად მოკუნტულმა გაიღვიძო? ამ ლეიბის გარდა არაფერია ამ ოთახში, აქამდეც ვყოფილვართ ერთ საწოლში, რამე დაშავდება კიდევ რომ დავიძინოთ ერთად? - გოგონა უხერხულად ჩამოჯდა საწოლზე და ბოლოს საბნის ქვევით აღმოჩნდა. როგორც კი დაინახა რაიანმა მაისური გაიხადა და შარვალსაც აყოლებდა ხმამაღლა წამოიყვირა.
-რას აკეთებ?
-ვიხდი?!
-რატომ მერე? - ბატონს გაკვირვება დაეტყო ხმაში.
-და არ უნდა გავიხადო?
-ხომ გითხარი, არ მახსოვს არაფერი, არ მინდა მახსოვდეს, მე ჯერ ჩემს გონებაში არ მინახიხარ საცვლის ამარა, ასე რომ ეს ჩემთვის ახალია...
-და რა ვქნა ვარდისფერო? შარვლით ვერ ვიძინებ, თან მალე გაგახსენდება და რატომ მოვიცადოთ? - მაინც ჩაცურდა შარვალი იატაკზე და სანამ გოგონა სხვა მხარეს იყურებოდა, ბიჭი საბნის ქვევით მოთავსდა. კვლავ გაახსენდა სიტყვები რომლებიც დედამისს უთხრა, ასევე სამსახურზე დაპირება, რომელიც ვერ შეასრულა და ამ ყველაფერმა გონება აურია პატარა ჰეილის. ბიჭისკენ მიიწია და როდესაც დარწმუნდა რომ არ ეძინა ლაპარაკი დაუწყო.
-გაბურძგნულო...
-გისმენ... - თვალები გაახილა და გოგონასკენ გადაბრუნდა. ჰეილის უნდა გაეგო ის რას ფიქრობდა მასზე. ნუთუ დედამისი მართალი იყო და იმის შემდეგ რაც ერთად იყვნენ, ბიჭი მას მეორედ აღარ შეხედავდა, ან მასთან ყოფნა აღარ მოუნდებოდა. ნუთუ მხოლოდ იმიტომ მისცა თავშესაფარი რომ ეცოდებოდა და წუხდა მომხდარის გამო.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას გულისხმობ ვერ ვხვდები.
-შენს ოთახში დარჩენის, შენთან დროის გატარების და ყოფნის უფლებას იმის შემდეგ რაც ერთად იყავით, ამის უფლებას ყველას აძლევ? - რაიანმა ამ კითხვების გაგონებისთანავე ხელი სტაცა გოგონას და მის ზემოდან ისე სწრაფად მოექცა, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო.
-ეს რას მივაწერო? - ეშმაკურმა ღიმილმა კვლავ შეძლო ჰეილის გულისცემის და სუნთქვის აჩქარება. - გინდა პირველი იყო ჩემთვის, ვისაც ამ ოთახში ღამე დარჩენის და ჩემთან ძილის საშუალება მივეცი?
-ჰო, ზუსტად ეგ მინდა! - და აი ის სიტყვები, რომლებმაც დაარწმუნეს ბიჭი რომ დეივის ნათქვამი სრული სისულელე იყო, ის კი უკვე მიზანს საგრძნობლად უახლოვდებოდა. რაც უფრო წელავდა ბიჭი საქმეს, უფრო მეტად იგრძნობოდა გოგონას სხეულში უხილავი ძალა, რომელიც მთელი ხმით ყვიროდა. - რაღას ელოდები...
-რაა? - გოგონამ ხელი გაინთავისუფლა, ბიჭს ოდნავ შემოხვია და კვლავ გაიხსენა მისი ბაგეების შეხება, როგორც კი თავად გადააბიჯა მის ჩაკეტილ მხარეს.



№1  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ლიკუნა კარგი რა ?
გამაგიჟებ შენ მე
რამომენტში გაჩერდი
ნწნწნწნწწ ვარდისფერთმიანი ნახე რადღეშია ))
აუ მაინტერესებს ახლა შემდეგითავები და რავქნა?
აუ გაბურძგნული მომწონს
და დეივი ჩემთვის შეინახე რა :დ
ლავიუუ ბეიბიიი

 


№2  offline წევრი Olivia

LuckyGirl
ლიკუნა კარგი რა ?
გამაგიჟებ შენ მე
რამომენტში გაჩერდი
ნწნწნწნწწ ვარდისფერთმიანი ნახე რადღეშია ))
აუ მაინტერესებს ახლა შემდეგითავები და რავქნა?
აუ გაბურძგნული მომწონს
და დეივი ჩემთვის შეინახე რა :დ
ლავიუუ ბეიბიიი



ერთი დღე გეყოს და დავდებ შემდეგ დიდ თავს :დდდდდ

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

ვაუუ, მომეწონა heart_eyes ამ ისტორიის წაკითხვას ვაპირებ საიტზე მარტო :დ და აბა შენ იცი არ გამიცრუო იმედები;დ heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Olivia

[quote=თამაკო]ვაუუ, მომეწონა heart_eyes ამ ისტორიის წაკითხვას ვაპირებ საიტზე მარტო :დ და აბა შენ იცი არ გამიცრუო იმედები;დ heart_eyes heart_eyes[/quote

ვეცდები იმედები არ გაგიცრუო <3

 


№5  offline წევრი TeddyBear

პირველ რიგში - მარლონი!
ჰმმ ჩემი გაბურძგნული კაცი!
ძალიან, ძალიან რომ მიყვარს შენი ისტორიები გეცოდინება ალბათ ^^
ალბათ კი არა აუცილებლად უნდა იცოდე რომ ვგიჟდები მე შენზე!

მომწონს ისტორია, მომწონს მწერალი, პერსონაჟები, ვარდისფერი და გაბურძგნული!
აი სულ ყველაფერი მომწონს ^^

შემდეგ თავს მოუთმენლად ველი (თუ პირადში გამომიგზავნი უარზე კი არ ვარ გენაცვა smiling_imp joy )
მიყვარხარ მე შენ! ^^

 


№6  offline წევრი Olivia

TeddyBear
პირველ რიგში - მარლონი!
ჰმმ ჩემი გაბურძგნული კაცი!
ძალიან, ძალიან რომ მიყვარს შენი ისტორიები გეცოდინება ალბათ ^^
ალბათ კი არა აუცილებლად უნდა იცოდე რომ ვგიჟდები მე შენზე!

მომწონს ისტორია, მომწონს მწერალი, პერსონაჟები, ვარდისფერი და გაბურძგნული!
აი სულ ყველაფერი მომწონს ^^

შემდეგ თავს მოუთმენლად ველი (თუ პირადში გამომიგზავნი უარზე კი არ ვარ გენაცვა smiling_imp joy )
მიყვარხარ მე შენ! ^^


Mec lav iu <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent