ანგელოზო I თავი
დილით სკოლის ეზოში შევედი. არავის შეუმჩნევია ჩემი იქ ყოფნა ან რატომ უნდა შეემჩნიათ. თვალებით ნინი მოვძებნე. მანაც დამინახა და სიხარულით ხელი დამიქნია, მეც მისკენ მივირბინე. -ჩემი გოგოც მოსულაა. გამიღიმა ნინიმ. -როგორხარ ნინ? -რავი ანი შენ? აუუ გოგო ახალი კლასელი გვყავს იცოდიი? -არა მე საიდან. -მაგარი სიმპატიურიაო და რავი. -დაიკიდე რაა. -აუ შენ რა ყველაფერი გკიდია. ამ დროს ზარი დაირეკა და სკოლის შენობისკენ წავედი. უკან მოვიხედე მაგრამ ნინი არ მოდიოდა. -ჰეეი, არმოდიხარ? -აუ მაიცა რაა გიოს ველოდები. გიორგი და ნინი უკვე სამი წელია რაც ერთად არიან და სამიათასჯერ მაინც იჩხუბეს უკვე. -კაი მე შევალ ხო? -მიდი მიდი ანგელოზო. მეზიზღება როცა ანგელოზს მეძახიან ამიტომ ნინის ერთი შევუბღვირე და სკოლაში შევედი. ჩვენი კლასი მეორე სართულზე იყო ამიტომ ჟანგბადის ბალონის ატანა ყოველთვის მიჭირდა. ამ ბალონის გარეშე სუნთქვა მიჭირდა, ჩემი ფილტვები კარგად ვერ ფუნქციონირებენ ამიტომ ის სულ ჩემთანაა. კლასში შევედი და ჩემს ადგილას დაავჯექი ბოლო მერხზე ვიჯექი, ეს ნინის აკვიატება იყო. მე ფანჯარასთან ვიჯექი. გაკვეტილი 15 წუთია დაწყებულია მაგრამ ნინი არ ჩანს, ალბათ ისევ გაიპარნენ. კლასში დაუკაკუნებლად ვიღაც ბიჭი შემოვიდა მაღალი შავი თმებით და შავითვალებით, საშინლად საშიში გამოხედვა ქონდა მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სიმპატიურიც იყო. შავი ტანზე მომდგარი მაისური ეცვა და შავი ჯინსის შარვალი. შავი ბათინკები ეცვა და სასწაულად მამაკაცური სიარულის მანერა ჰქონდა. მასწავლებელი აბრაზდა უცხო პირი კლასში რომ შემოგვეჭრა და გაცოფებულმა მიმართა შემოსულს. -ჰეი კარზე დაკაკუნება არ უსწავლებიათ შენთვის? თავხედურად რომ შემოაბიჯე სასწავლო ოთახში?! -უკაცრავად, მე ახალი მოსწავლე ვარ? გეგა მქვია. შოკში ჩავვარდი რა ბოხი და ამავდროულად სასიამოვნო ხმა აქვს. თუმცა ცოტა თავხედიც ჩანს. -კარგი შემოდი. მათემატიკის მასწავლებელი ახლა უფრო ლმობიერად ელაპარაკა.ის წამოვიდა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. -ჰეი, ეს ადგილი დაკავებულია. შევუბღვირე მე. -აქ არავინ არ ზაის ანგელოზო. თვალი ჩამიკრა და ალმაცერად გამიღიმა. -ანგელოზო? მე შენი ანგელოზი არ ვარ და ამ ადგილას ჩემი მეგობარიზის და ის მალე მოვა. -მალე გახდები ჩემი. გამიღიმა და თავისი შავი თვალები შემომანათა. თავი მაგიდაზე დავდე და თვალები დავხუჭე. არ მინდოდა მისთვის მეყურებინა ის კი თვალს არ მაშორებდა. გაკვეტილი დამთავრდა მე კი გაუნძრევლად ვიჯექი. ასე გავიდა ყველა გაკვეთილი. მასწავლებელი ჩემი მდგომარეობის გამო არაფერს მეუბნებოდნენ. ალბათ ვეცოდებოდი მეხომ ავადმყოფივარ ცხვირზე სასუნქშეერთებული და დასუსტებული. გეგა ისევ ჩემს გვერდით იჯდა და თვალს არ მაშორებდა. გაკვეთილები დამთავრდა ავდექი და გასასვლელისკენ წავედი. გეგა უკან გამომყვა, დისტანციას იცავდა. პარკისკენ გადავუხვიე და მდელოზე ჩამოვჯექი თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და დასვენება ვარჩიე. რემად ვსუნთქავდი და ფეხზე დგომა მიჭირდა. გეგა მომიახლოვდა. -რამოხდა ანგელოზოო? ღიმილით მკითხარ. -აუ შემეშვი რა შენს ხასიათზე არ ვარ და ანგელოზს ნუ მეძახი! მაღიზიანებს. -გაღიზიანებს? ვითომ რატო? -მაღიზიანებს და მორჩა! გაბრაზებულმა მკვახედ ვუპასუხე და თავი გავაქნიე. -ასე რატომ მელაპარაკები, რამე დავაშავე? თუშენიმეგობრის ადგილზე რომ დავჯექი გაგაღიზიანე ბოდიში მაგრამ შენთან ახლოს მინდოდა ყოფნა. გაკვირვებულმა შევხედე. -დამცინი ხო? -არა რატომ? საშინლად ლამაზი ხარ. -შემეშვი რა. -შენი სახელი მაინც მითხარი რა. საცოდავი ბავშვივით მთხოვა. გამეცინა. -მე ანა მქვია მაგრამ ყველა ანის მეძახის. -კარგი ანო. -ანოო? სერიოზულად? -ხო რაიყო არ მოგწონს? -კი მომწონს მაგრამ... -არავითარი მაგრამ შენ ჩემი ანო ხარ! -შენი? -ხო ჩემი! გამიღიმა თავისი საოცარი ღიმილით, მერა ადგა და წავიდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.