სანშაინ (მე-7 თავი)
წინათგრძნობა ხშირად მერევა სურვილში. რწმენაში. როცა რაღაც ძალიან მინდა მოხდეს, მჯერა რომ მოხდება. ამ ყველაფერს წინათგრძნობის ქვეშ მოვუყრი თავს და ბოლოს, არაფერი ხდება ისე, როგორც მჯერა. როგორც მწამს. მინდოდა რომ მოსულიყო, მჯეროდა რომ მოვიდოდა, მაგრამ-არა. ფიქრებთან მარტო დარჩენილს, ფობიებად მექცა ხმები, შეგრძნებები, ლანდები. ყველა მხრიდან ველოდი და არსაიდან ჩანდა, არსაიდან მოდიოდა. ეს იყო ყველაზე საშინელი მოლოდინი. საშინელებაა როცა გინდა, როცა გჯერა, როცა გწამს და არ მოდის. როცა შენი ჯადოქრობა კვდება, სხვა შენსას ვერაფერს გრძნობს და ტყუილად, არსაიდან ელოდები. ყველა მხრიდან გინდა და არსაიდან მოდის. მარწუხებივით შემომეხვია ის დღეები. ვერ ვხვდებოდი რას გავურბოდი. ვერ ვხვდებოდი საიდან გამოვიქეცი ან რატომ?! რატომ ვიყავი ასე შეპყრობილი. გულის მოწურვამდე მინდოდა ტელეფონის ჩართვა. მინდოდა რომ ასიათასი ზარის და შეტყობინების ადრესატი ვყოფილიყავი. მინდოდა რომ ჩემი ძებნისგან გადაღლილი ყოფილიყო. მინდოდა რომ ჩემი გაუჩინარება მისთვის დანაკლისი გამხდარიყო. ვერ ვბედავდი. მეშინოდა რომ ჩემი ეჭვები არ გამართლდებოდა და კიდევ ერთხელ გავიხლართებოდი ფიქრების ბადეში. * * * სამსახურის ასე უპასუხისმგებლოდ მიტოვებამ, ჩემი ბოსი ძალიან გააბრაზა. ჩემი ტელეფონის გათიშვა კი ბოლო აკორდი იყო მისთვის. ეკას საშუალებით ნატას ტელეფონის აფეთქება შეძლეს და მეც მომაგნეს. -სად ხარ სანდრა? -ყვიროდა -კახეთში. -შვებულება აიღე? ჩემი ნებართვის გარეშე? უპასუხისმგებლო ხარ! -ვიფიქრე რომ ტელეფონში გამოძვრებოდა. -ბოდიშს... -არ დამასრულებინა -არ მინდა! ეს არის სამსახურისადმი გულგრილობა. პროფესიისადმი. საკუთარი თავისადმი. -და რა მოხდა? ვერ ვხვდები, სტატია არ მქონდა დასაწერი, კვირამდე ისედაც ჩამოვიდოდი. -ვცდილობდი თავი გამემართლებინა მე. -და ეს გაძლევს იმის უფლებას რომ ასე დაუკითხავად ადგე და წახვიდე? -მივხვდი რომ ცეცხლს ვუკეთებდი მე. -არა, მაგრამ... -არ ვიცოდი რა მეთქვა. -ტელეფონის გამორთვა? რა ზრდილობაა? -ვგრძნობდი როგორ დადიოდა ოთახში წინდაუკან. -ჩამოდი. დღესვე. -რა ხდება? -სამსახური გაქვს, რა უნდა ხდებოდეს? -და ყურმილი დამიკიდა. თვალებგაფართოებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი ასეთი გაბრაზებული რატომ იყო. ნატას ტელეფონი დავუბრუნე და საკუთარი ავიღე. სანამ ჩავრთავდი, რამდენიმე წამით ისევ შემომიტია ფიქრებმა, მაგრამ მაინც ჩავრთე. ათობით ზარებთან და შეტყობინებებთან, არც ერთი მათგანი ეკუთვნოდა აკას. ეს იყო ყველაზე რეალური წყენა. გულის ტკენა. ერთიანად მომაწყდა ბრაზი და ყელში წამიჭირა. მომინდა მეყვირა და დეტალებად დამეშალა ტელეფონი, რომელიც არც ერთ სიტყვას, არც ერთ ზარს არ ავტორობდა აკასგან გამოგზავნილს. ტანსაცმელი სწრაფად ჩავყარე ჩანთაში და ნატას გარეშე წამოვედი კახეთიდან. მთელი გზა ვფიქრობდი საკუთარ თავზე. ეს იყო ყველაზე გრძელი გზა. ფიქრების. ფიქრების გზა. ვფიქრობდი და ყოველ ჯერზე, გულზე, მძიმედ მაწვებოდა საკუთარი ბრაზი. და იმის სურვილი რომ ამ ყველაფრის მცდარობა სახეზე ამეფარებინა აკასთვის. მაგიჟებდა იმის აღქმა, რომ მე ასეთი განერვიულებული, ასეთი განაწყენებული, ყველაფრის გარეშე ავდექი და გავიქეცი, ისე რომ არ ვიცოდი სად, რატომ და მას არც ერთი წამით არ უცდია ჩემი პოვნა. მაგიჟებდა იმის დაჯერება რომ რასაც ამბობდა მართლა ისე მოხდა. უბრალოდ, მარტივად, ზედმეტი მცდელობის გარეშე-მორჩა. მოუსვენრობისგან უფრო მეტად გაგრძელდა ფიქრების და კახეთის გზა. მთელი ამ ბარგით და ჩანთით, პირდაპირ სამსახურში მივედი. პირველი ვინც კიბეებზე შემეჩეხა, შოთიკო იყო. თვალი ამარიდა. -გამარჯობა შოთიკო -მაინც ვცადე მე. -გამარჯობა. -იყო პასუხი და გაუჩერებლად გააგრძელა გზა. ჩემი ბოსი თავის კაბინეტში არ დამხვდა და როგორც გავარკვიე საერთოდაც დღეისთვის სამსახურს მორჩა კიდეც. ჩემი ბრაზის მაჩვენებელი შკალას გადასცდა. დაგროვილი და მოთმენილი გაბრაზება თვალებში მომაწვა და ვიგრძენი როგორ იწყეს ჩემმა ძარღვებმა სისხლისგან ცლა. ერთიანად დავკარგე ძალა. ვიგრძენი გამყინავი, გაუსაძლისი სიცივე და ხელიდან ბარგი გამივარდა. რამდენიმე წამით დავხუჭე თვალები და აზრზე მოსვლა ვცადე. ისევ ხელში ავიღე და გარეთ გამოვედი. ჟოლო ვინატრე. ტაქსი გავაჩერე და მისამართის თქმასთან ერთად წამსკა ცრემლები. სულის სიმწარით ვიკავებდი ხმას, რომელიც ისე მახრჩობდა, ვეღარ ვსუნთქავდი. სრულ ვაკუუმში აღმოჩენილს დარჩენილი ჰაერი აღარ მყოფნიდა და ვგრძნობდი როგორ მიტევდნენ პატარ-პატარა სიკვდილები. ჟოლო ვერც კი შევამჩნიე სადარბაზოში. კართან მისულმა აკანკალებული ხელებით ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს და კარის ზღურბლს, რომ გადავაბიჯე მთელი ხმით ამოსკდა ჩემი სხეულიდან წარუმატებლობის, ტკივილის, ბრაზის და მარცხის სევდა. * * * იქნებ არასწორი ვარ? იქნებ ზედმეტად ვისაკუთრებ? ან საკუთარ თავს ვაძლევ არარსებულ ურთიერთობაზე ზედმეტი ფიქრის უფლებას? ერთი მეორის მიყოლებით მეცლებოდა თავიდან ფიქრები. საწოლზე, სახით ჭერისკენ, ვიწექი და ათასი ფიქრით გარშემორტყმულს ჩამეძინა. * * * საკუთარ ცვლილებას მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა სხვა ადამიანი ერევა ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენთან ერთად მართავს, ჩვენთან ერთად განაგებს. გზებს ხლართავს. ერთი გულის ნაცვლად-ორია. ორი გრძნობის ნაცვლად-ერთი. საკუთარი თავის აღქმას, სწორედ მაშინ იწყებ, როცა საკუთარი ცხოვრების სადავეებს თვალდახუჭული, აბსოლიტური ნდობის გამოცხადებით გადასცემ სხვას, შენ ცხოვრებაში შემოჭრილს და არც კი ღელავ საით წაიყვანს შენი მომავლის გზებს. წახვალ ბედნიერების სადარაჯოზე, თუ უბედურების. * * * ჩემი ბოსის ზარმა გამაღვიძა. მკაცრი ტონით ითხოვდა ისევ ჩემს სამსახურში გამოცხადებას. მინდოდა საყვედურად დამეშალა ჩემი კახეთიდან ჩამოქცევა და სამსახურისადმი პასუხისმგებლობის დამტკიცება, მაგრამ თავი შევიკავე და მშვიდად დავთანხმდი მისვლაზე. გავაანალიზე რომ სწორედ ამიტომ ავირჩიე საკუთარი ბრძოლით მოგება. სწორედ ამიტომ დავემალე ეკას მზეს და საკუთარი სხივებით დავიწყე ჩემი ცხოვრების ნათება. სწორედ ამიტომ ვწვალობ ამდენს და სწორედ ამიტომ უნდა ავიტანო ჩემი საქციელით გამოწვეული ჩემი ბოსის მკაცრი, მომთხოვნი, უხეში და მოუთოკავი ტონი. ბოსის, რომელიც სიტყვებს არ იშურებდა ჩემი სტატიების საქებად. საწოლიდან დამძიმებული თავით წამოვდექი. თავი იმდენად მტკიოდა, ფეხზე დგომა გამიჭირდა. წამლების ყუთიდან გამაყუჩებელი ამოვიღე და წყალს მივაყოლე. გადავივლე, ჩავიცვი, სველი თმა დავიწენი, ჟოლოს გასაღები ავიღე, წითელი პომადა მსუბუქად გადავისვი და სახლიდან გავედი. ჟოლოს დანახვამ სიმშვიდე უფრო გამიღრმავა. ჩემდაუნებურად ყველაფერი მწყობრში ჩადგა და დალაგდა. გავიყვანე სადარბაზოდან და ეზოდან ნელა გავედი. რამდენიმე წამის მერე, ჩემი მდგომარეობის აღქმამ საოცარი შვება მომგვარა. კმაყოფილს მეცინებოდა. ჩაფხუტის გარეშე უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. სველი თმის წვეთებს, ყელზე რომ მეღვრებოდა. სიამოვნების ტალღებს ვუმკლავდებოდი მე. საოცარი, ალოგიკური კავშირია. ოფისთან გავაჩერე. ჩემი ბოსის კაბინეტის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შიგნით შევედი. ასეთი კადრები მხოლოდ ფილმებში მინახავს, ან უკეთეს ვარიანტში, ჩემ ილუზიებში. სკამზე, სათვალით და ჟურნალით ხელში, იჯდა და წარბშეკრული და ქვემოდა მიყურებდა. -დაჯექი ელვის სისწრაფით დავებერტყე სკამზე. -რა მოგიხერხო? -მკითხა და ჟურნალი დადო. -იცით... -ვიცი -სათვალე მოიხსნა და ჟურნალს დაადო. -რომ არ მომწონდეს შენი სტატიები, ახლა აქ იმისთვის იჯდებოდი რომ სამსახურიდან გაშვების განცხადებას გაწვდიდე. -მთელ ტანში გამცრა მე -მაგრამ ამჯერად ამისთვის არ ზიხარ აქ, -პაუზა, და სკამით ნელა დატრიალდა. -ინტერვიუ უნდა ჩაწერო. -ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა -ოღონდ, ისეთი, რეიტინგის ფეიერვერკი რომ მოაწყო -ჟალუზები აწია და მზის სინათლე ზუსტად ჩემ წინ დაეცა მაგიდაზე. -აუცილებლად -საკუთარი შესაძლებლობები გადავტენე მე. -და რაღაც მინდა გითხრა... -ჩემკენ შემოტრიალდა და ხელები უკან წაიღო -გისმენთ -ვუთხარი და ჩემდაუნებურად თავი დავხარე. -ეს სტატია ბოლო იქნება. შეშინებული წამოვხტი სკამიდან და ყელი გამიშრა. -რა?! რატომ?! -არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან მექნა და გაყინული ვიდექი ერთ ადგილას. -ბოდიში ხომ მოგიხადეთ?! ხომ მითხარით რომ არ გამიშვებდით სამსახურიდან?! -თავს ვიმართლებდი მე. სიტყვებს ვერ ვუმკლავდებოდი და რას ვლაპარაკობდი არ ვიცოდი. შევატყე, მკაცრი მზერა როგორ შეეცვალა ღიმილით, ღიმილი-სიცილით. -კარგი, გეყოფა. -მითხრა და ხელები მხრებზე მომკიდა. -ტელევიზიაში გიშვებთ. -სიხარულისგან კინაღამ ვიკივლე და ხელები პირზე ავიფარე. -ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგ სტატიას დაწერ. -პაუზა -მართალია ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც. -კარგს კი არა, საუკეთესოს! -დავპირდი მე -არ დაწერილს დავწერ! -ბედნიერებისგან ფრთები გამეზარდა მე და ურაგანივით დამანგრეველმა შეგრძნებებმა მოიცვეს ჩემი სხეული. -ჰა-ჰა, მჯერა სანდრა! -გადამეხვია და თავზე მაკოცა. -დღესვე დავიწყებ, როდის უნდა წავიდე ინტერვიუზე, ან ვინ არის, მითხარით, ვეღარ ვითმენ -მოუსვენრობამ შემიპყრო მე. -ხვალ გაქვს ინტერვიუ, 6ზე. -მაგიდაზე ჩამოჯდა და ხელები დაიკრიფა. -აკა ნაკანთან. ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა. -აკა ნაკანთან? -ძლივს ამოვთქვი მე. -გაგიკვირდა, არა? არ გვთანხმდებოდა, მერე რომ გაიგო შენ მუშაობდი აქ, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვთანხმდა, თუ შენ ჩაწერდი ინტერვიუს. ხომ იცნობთ ერთმანეთს? -და ყველა ფიქრმა, ყველა შეგრძნებამ ერთიანად იწყეს ჩემ სხეულზე მოძრაობა. -ისე რა, შორიდან. -ვთქვი და უკან გავიწიე. -ჰოდა მაინც კარგია, კვირას იტალიაში მიფრინავს, ხვალ პარასკევია. კარგად მოასწრებ, მგონი. -იტალიის ხსენებაზე მთელი ტანი დამიბუჟდა და ჩვენი ყველა დიალოგი სიტყვა-სიტყვით გამახსენდა. -საუკეთესო დასასრული იქნება შენი სტატიების ამ ჟურნალში. -თქვა კმაყოფილმა და გამიღიმა. -იმედია. -ვთქვი მე და რეტდასხმული გამოვედი კაბინეტიდან. თვალებზე ფერებად გადაკრული ჩრდილი, აღარ მაძლევდა რეალობის დანახვის საშუალებას და ნაბიჯებს ჩემგან დამოუკიდებლად ვაყოლებდი ერთმანეთს. ჟოლომდე ისე მივედი, არც ერთი სწორი, არც ერთი გააზრებული ნაბიჯი არ გადამიდგამს. ტროტუარზე ჩამოვჯექი და ხელის გულებს დავეყრდენი სახით. ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა - აკა ნაკანი იყო. ეს იყო ყველაზე უცნაური, გაორებული შეგრძნება. ძალიან რომ გინდა და ამავე დროს-პირიქით. ვერ ვხვდებოდი რომელი უფრო მეტად მინდოდა. წამოვდექი და თავბრუ დამესხა. რამდენიმე წამით გავჩერდი და მერე ჟოლოსთან ერთად ნელა გავეცალე იქაურობას. მხოლოდ ჩემთან ჩაწერაზეა თანახმა. ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ მაინც, რატომ? წელზე ვგრძნობდი იმ დღის გასეირნებიდან აკას ხელებს და საოცარი ჟრუანტელით გაჟღენთილს ასე დაუსრულებლად სიარული მინდოდა. ყველაფერი ჟოლოთი დაიწყო. ჟოლოსფერ აკა ნაკანს ვერაფრით ვუმკლავდებოდი. სახლში მისულს, ხვალინდელი დღის მოლოდინში შუა ღამით ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.