შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

with(out) you (IX თავი)


24-08-2017, 21:14
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 053

-რას გრძნობ?
-არ ვიცი.
-გიყვარს არა?
-არა.
-ყოველ შემთხვევაში გულგრილი არ ხარ. - ასე დაიწყო ლინდასა და თიკას დიალოგი. - წინააღმდეგ შემთხვევაში არც იმ ფულს გადაურიცხავდი და არც სახლსა და მანქანას გაყიდდი.
-იმ სახლთან ბოლო პერიოდში ცუდი მოგონებები მაკავშირებდა. - ნერვიულად გააბოლა სიგარეტი გოგონამ და მცირედი ნარჩენი იქვე საფერფლეში ჩაარსირა.
-მე უბრალოდ მისი დახმარება მინდოდა.
-და რატომ გინდოდა მისი დახმარება? - აი ეს არის მთავარი.
-პრობლემა მაინც არ მოგვარდა. ეს ფული საკმარისი არ არის.
-ის დავითი დაეხმარება ცოტას, მეგობრებიც და ყველაფერი მოგვარდება.
-იმედია. - ჩაილაპარაკა გოგონამ და ოფიციანტი იხმო. კაფე უხმოდ დატოვეს და ტროტუარს ფეხით გაუყვნენ. უკვე ზაფხულიც დამდგარიყო. ძალიან ცხელოდა, შესაბამისად საღამოობით მთელი ქალაქი ქუჩებში და ეზოებში გამოეფინებოდა ხოლმე. ახლაც ასე იყო.
-გინდა ცოტა ხნით დავისვენოთ? - წამოიწყო ისევ თიკამ. - მე და ზურა დასასვენებლად მივდივართ ზღვაზე. რამოდენიმე დღით შენც წამოდი და ამ ყველაფრისგან განიტვირთები.
-არ შემიძლია. თორნიკეს ასე ვარ დავტოვებ.
-ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ შენგან მსგავს სიტყვებს გავიგონებდი. თორნიკეს ბავშვობიდან ვერ იტანდი, სულ ცოტა ხნის წინ კი დედიკოს ბიჭს და იდიოტს ეძახდი. ახლა კი ისე ნერვიულობ, გეგონაება მასზე ძვირფასი არავინ გყავდეს. ცოტა ვეჭვიანობ იცი? - გაეცინა თიკას. - შენი დარჩენით თორნიკეს მაინც ვერ დაეხმარები, რაც მოსახდენია მოხდება.
-მშვიდად ვერ ვიქნები მისგან შორს როდესაც ვიცი, რომ საფრთხე ემუქრება.
-შენი ნებაა. -მხრები აიჩეჩა გოგონამ. -ასე რომ ლაპარაკობ ხოლმე მაშინებ ხანდახან.
ლინდამ კი მისი სიტყვები უკომენტაროდ დატოვა და სეირნობა განაგრძო.
სახლში გვიან დაბრუნდა. ალბათ უკვე ყველას ეძინა. მხოლოდ მისაღებში და თორნიკეს კაბინეტში ენთო შუქი, გოგონაც იქეთ გაემართა. ნელა შეაღო კარი და ტყავის სავარძელში მჯდარ, არაოფიციალურ ტანისამოსში გამოწყობილ მამაკაცს შეავლო თვალი. ასეთს შვიათად ხედავდა. თორნიკე მთლიანად საბუთებში იყო თავჩარგული და გოგონას შემოსვლა საერთოდ არ შეუმჩნევია. ლინდამ ყურადღების მისაქცევად ოდნავ ჩაახველა და პასუხად მამაკაცის გაკვირვებული მზერა მიიღო.
-ამ შუაღამისას აქ რა გინდა?
-შუქი დავინახე კაბინეტში და ვიფიქრე აქ იქნება თქო.
-მერე?
-როგორ მიდის საქმეები?
მამაკაცმა ერთი წარბაწეულმა გახედა და შემდეგ გაეცინა.
-უკეთესი კითხვა მოიფიქრე. ისედაც იცი რომ ყველაფერი ცუდადაა.
-მე უბრალოდ მაინტერესებდა. რამით შემიძლია დაგეხმარო?
-რითი უნდა დამეხმარო? - ამოიოხრა მამაკაცმა. - დიდი მადლობა რომ ჩემთვის მოპარული ფული უკან დააბრუნე და სახლი და მანქანაც გაყიდე, რომელიც ისევ მე გაჩუქე.
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? - დაღლილი ხმით იკითხა გოგონამ.
-შენ როდემდე აპირებ უფრთო ანგელოზის როლის თამაშს? რა გინდა? რატომ იქცევი ასე?
-მე უბრალოდ შენი დახმარება მინდა.
მამაკაცმა ამოიოხრა, ცალი ხელი შუბლზე მოისვა და ნერვიულად მოისრისა. ძალიან გთხოვ წადი, მარტო დამტოვე.
-არასდროს მაპატიებ არა? ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, ნამდვილი ძუკნასავით ვიქცეოდი. ისიც ვიცი რომ არ გიმსახურებ, მაგრამ, ძალიან გთხოვ, - გოგონა უცებ წამოიჭრა და მამაკაცთან მივიდა, მის წინ ჩაიმუხლა და ხელები ძლიერად წაავლო მტევნებში - ძალიან გთხოვ, კიდევ ერთი შანსი მომეცი. საშუალება მომეცი რომ დაგიმტკიცო, შევიცვალე, რომ ისეთი ლინდა აღარ ვარ, რომელიც იმ დღეს ჩვენი სახლის მისაღებში ნახე. დამეხმარე შეცდომების გამოსწორებაში. მე მართლა ძალიან ვნანობ. - ცრემლები უკვე ღვარად მოსდიოდა მთელ სახეზე. თვალები გაფართოებოდა და ჩაწითლებოდა... შეშლილს ჰგავდა. თორნიკემ უცებ ჩაავლო ხელები მკლავებში და ფეხზე წამოაყენა, თავის სავარძელში ჩასვა, თვითონ კი მაგიდის ნაპირს მიეყრდნო.
-ლინდა. ძალიან გთხოვ. ახლა შენი სცენების თავი არ მაქვს. სიმართლესაც რომ ამბობდე ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ დაგიჯერო.
-არა, ძალია...
-ჩუმად. - ხელი ააფარა მამაკაცმა ტუჩებზე, შემდეგ კი გოგონას აბრეშუმივით რბილ კანზე ნაზად ჩამოუსვა მტევანი. - დაღლილი ხარ. სჯობს საიძინო.
გოგონას ბრაზისა და იმედგაცრუების ტალღა ერთიანად დაეტკა. „უკვე საკმარისია“ დაიყვირა მისმა შინაგანმა ხმამ და განრისხებული გარეთ გავარდა, თან კარიც ძლიერად გაიჯახუნა. თორნიკე ისევ თავის სავარძელში ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო. ახლა ახალი სადარდებელი და პრობლემაც დაემატა ლინდას სახით. ნუთუ არ იტყურბოდა და მართლა ნანობს? იქნებ მართლა სურს მის გვერდით ყოფნა? იქნებ უყვა.. -აქ თავი გააქნია. „არა, ეს უკვე შეუძლებელია. ლინდამ თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა. ადამიანები არ იცვლებიან. არც ლინდა შეივლება. ეს უბრალოდ გოგონას ქვეცნობიერში ღრმად მიმალული სინდისის ხმა იყო. ლინდას ის არ უყვარს, არც სჭირდება. უბრალოდ ამით სურს დანაშაული გამოისყიდოს. შემდეგ კი როდესაც გონზე მოვა და ყველაფერს გაიაზრებს, თორნიკეს აუცილებლად მიატოვებს და გულს უფრო ატკენს“ სწორედ ამას ფიქრობდა მამაკაცის ქვეცნობიერი და საკუთარი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი იყო. ასე ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა მასაც და ლინდასაც. სავარძელი ისევ მისწია მაგიდასთან ახლოს და კვლავ თავით გადაეშვა საბუთებში.

ლინდა კი გაგულისებული დააბოტებდა ოთახში. „იდოტი, დეგენერატი!“ - ბურტყუნებდა თავისთვის. - მე ყველფერი ვცადე, თითქმის დავუჩოქე კიდეც, მან კი... - ისევ ისტერიული ტირილი აუტყდა. აშკარაა თორნიკეს მიმართ რაღაც ძლიერს გრძნობდა, რასაც სახელს ვერ არქმევდა. შეიძლება კი ეს სიყვარული ყოფილიყო? იქნებ მხოლოდ თორნიკეს უყურადღებობა სტკიოდა. აქამდე იმდენად იყო მიჩვეული მამაკაცისგან მფარველობას და სიყვარულს, რომ ორივე მათგანის დაკარგვის შემდეგ თავი უმწეოდ და არარაობად იგრძნო? იქნებ ეს იყო მიზეზი, როს გამოც თორნიკეს შემორიგებას ცდილობდა. ამდენი ფიქრისგან თავი ასტკივდა.
გადაწყვიტა გარეთ ბაღში გაესეირნებინა, სადაც სკამზე მჯდარი თორნიკე დახვდა. მაშინვე იქეთ გაემართა და გვერდით ჩამოუჯდა.
-კიდევ არ გძინავს? - გაისმა მამაკაცის დაბოხებული ხმა. - ხომ გითხარი მარტო დამტოვე მეთქი? დღეს მაინც მომასვენე. - სიგარეტი გააბოლა და იქვე სკამის სახელურს დაასრისა ფერფლი.
-ამდენს ნუ ეწევი. მართლა.
მამაკაცს გაეცინა.
-არადა რომ შეგხვდი შენ ჩემზე ბევრად მეტს ეწეოდი. ახლა პირიქითაა. შენ გადაეჩვიე, მე მივეჩვიე.
-ადრე ბევრი რამ იყო სხვანაირად.
-მათ შორის შენი გრძნობები ჩემს მიმართ არა?
-მათ შორის. - თავი დახარა გოგონამ და საკუთარ ფეხსაცმელებს მიაჩერდა.
-და იმაზე არ გიფიქრია, რომ შეიძლება ჩემი გრძნობებიც შეცვლილიყო? რა იცი რომ ისევ მიყვარხარ? - ინტერესით აღსავსე სახე მიატრიალა მამაკაცმა.
-ანუ შენი პასუხი ეს არის? უბრალოდ აღარ გიყვარვარ.
-უბრალოდ აღარ მიყვარხარ!- თავის ქნევით დაუდასტურა მამაკაცმა.
-არ მჯერა.
-მოგიწევს დაიჯერო. - წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ მთვარისა და ლამპიონების შუქით განათებულ ბილიკზე.
საღამო საკმაოდ გრილი და სუსხიანი იყო. გოგონამ ხელები ერთმანეთს შემოხვია და გავსებულ მთვარეს ახედა. აქა-იქ ძლივს შესამჩნევი ლაქები ეტყობოდა. გაახსენდა ბავშვობაში ბებოს მიერ მოყოლილი ზღაპარი მთვარესა და მის ბოროტ დედინაცვალზე, რომელმაც გერს უბრალო შეცდომა არ აპატია და ფქვილიანი ხელი სახეში გაარტყა. სწორედ მას შემდეგ დაეტყო მთვარეს „ლოყაზე“ დედინაცვლის ხელის ანაბეჭდი, მთვარის თეთრი ლაქები. მართლაც, ყოველ საღამოს ეს ცივი, ციური მნათობი სახეზე დაღდასმული ამოდის ძველი ტკივილის სახსოვრად. მთვარესთან ერთად ლინდასაც სტკიოდა ცხოვრების მიერ გარტყმული სილა.

მეორე დღეს დილაადრიან დავითი მოვიდა და თორნიკესთან ერთად სასწრაფოდ კაბინეტში შეიკეტა. მთელი ოჯახი ნერვიულობის ტალღას აეტანა. უკვე პატარა ნიაკოც გრძნობდა რომ სახლში რაღაც ცუდი ხდებოდა და მთელი დღე მოღუშული დადიოდა.
იმ საღამოს შეიტყვეს, რომ მეორე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართებოდა.შეიძლება თორნიკე ციხეში აღმოჩენილიყო ცრუ ბრალდებისა და ზოგიერთი თანამშრომლის დაუდევრობის წყალობით. ნანა ერთი ვაი-ვიშით შეხვდა ამ ამბავს. არც სხვებისგან ყოფილა უკეთესი რეაქცია. მაგრამ გამოსავალი არ ჩანდა. უნრალოდ ხვალინდელ დღეს უნდა დალოდებოდნენ.
თორნიკემ დათოსთან ერთად მაშინვე დატოვა სახლი და მთელი დღე საბუთებთან დაკავშირებით გადარბენაზე იყო. სახლში გვიან საღამოს დაბრუნდა. თთქმის ყველას ეძინა უკვე.
ნელა შეაღო სახლის კარები და თავისი ოთახისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა. თითქოს მოხრილიყო და დაპატარავებულიყო ამდენი პრობლემის საკუთარი ზურგით ზიდვის შედეგად. სულიერადაც საოცრად დამძიმებულიყო. ყველაზე მეტად კი სინდისი აწუხებდა, რადგან მისი წყალობით ოჯახი ასეთ უბედურებაში ჩააგდო. შეიძლება კომპანიის გაკოტრებაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მას მიუძღვოდა, მაგრამ ეს არ ამართლებდა იმ ფაქტს, რომ ოჯახს სრულიად უიმედო მდგომარეობაში, უსახსროდ ტოვებდა. მისი მშობლები უკვე საკმაოდ მოხუცები იყვნენ, სალომე უსაქმური, მისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს, ვინ მიხედავს პატარა ნიაკოს? და ლინდა? მას უკვე აღარ თვლის ოჯახის წევრად. „საერთოდ რატომ გამახსენდა?“ გაუბრაზდა საკუთარ თავს. ლინდას მისთვის პრობლემების მეტი არაფერი მოუტანია და მისი ბოლოდროინდელი გამოსწორებების მცდელობებიც სანდო არ უნდა ყოფილიყო. საკუთარი ოთახის კარები შეაღო და უცებ გაშეშდა. საწოლზე, მის მხარეს მოკუნტული ლინდა იწვა, ხელები ბალიშის ქვეშ ამოედო და ტკბილად ეძინა. მამაკაცს გაურკვეველმა კონტრასტულმა გრძნობებმა დაუარა სხეულში. ბრაზი, გაოცება, სიხარული და იყო კიდევ რაღაც, ამოუხსნელი... ის რაც ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს იგრძნო. დიახ, მათი ხელმეორედ შეხვედრიდან უკვე ერთი წელი გასულიყო. ერთი ერთდროულად ბედნიერი და მტანჯველი წელი. რამდენი რამე შეიცვალა... ძლივს გაბედა რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა და საწოლს მიუახლოვდა, მძინარე გოგონას წინ ჩაიმუხლა და გაურკვეველი მზერით მიაჩერდა, თვალები თითქოს ამღვრეული ქჰონდა, ქაოსით სავსე. უყურებდა გოგონას ანგელოზისებრ სახეს და არ სჯეროდა რომ მას შეეძლო ასეთი ღვარძლიანი და ანგარებიანი ყოფილიყო. პირველადაც ამ სახემ მოხიბლა და თითქოს ახლაც იგივეს აკეთებდა თავისდაუნებურად. გაუაზრებლად წაიღო ხელი გოგონას თმისკენ და ნაზად დაუსვა. შემდეგ კი საკუთარი მოულოდნელი ქმედებისგან შეფხიზლებულმა წამოდგომა სცადა, როდესაც მოესმა:
-დაბრუნდი? - საამოდ ჩაესმა გოგონას ნამძინარევი, მაგრამ ამავდროულად ნაზი ხმა. ლინდა უცებ წამოიჭრა ფეხზე და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს. სუსტი მკლავები მაგრად შემოეხვია მის მხრებზე, თითქოს დათმობას არ აპირებდა. შემდეგ კი ხელები სახეზე შემოაჭდო და ცრემლმორეული თვალებით მიაჩერდა. ხვდებოდა ლინდა, რომ ეს ის ძველი თორნიკე აღარ იყო. სახეზე უფრო მეტად დასტყობოდა ავადმყოფური ფერი, თვალები ჩაცვენილი და უძილობისგან ჩაშავებული ჰქონდა. საშინლად გამხდარიყო და კიდევ... კიდევ მის თვალებში თითქმის აღარ ჩანდა ის სხივი, რომელსაც ლინდა თორნიკეს ყოველ შემოხედვაზე ამჩნევდა.
-მაპატიე რაა.. - ამოისლუკუნა უცებ გოგონამ და ცრემლები ღვარად წასკდა. ცდილობდა თორნიკეს წინაშე ისტერიკიანი ქალის იმიტაცია არ გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ვიცი არასდროს მაპატიებ მაგრამ გთხოვ... დღეს ღამე შენთან დავრჩები რაა... - ცრემლები კვლას ღვარად მოედინებოდა, თუმცა უკვე აშკარად დამშვიდების გზას ადგა.
თორნიკე მთელ ამ სცენას გაფართოებული თვალებით უყურებდა. პასუხად მხოლოდ თავის ოდნავ დაქნევა მოახერხა და გოგონაც უმალვე აეკრო მთელი სხეულით. ძლიერად ეხვეოდა მამაკაცს და მის გაშვებას არ აპირებდა. გოგონას ჩახუტებამ სუნთქვა შეუკრა. ნაცნობმა თბილმა გრძნობამ დაუარა მთელს სხეულში, სასიამოვნო ჟრუანტელი მოგვარა. თავადაც შემოხვია ხელები და უფრო მეტად მიიკრო ახლოს. უფრო ღრმად შეისუნთქა გოგონას ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი. დიდხანს იდგნენ ოთახში გაშეშებულნი. ბოლოს ფეხებმა რომ დაღლილობა იგრძნეს, ლინდა ოდნავ შეიშმუშნა. უცებ სიმსუბუქე იგრძნო და ჰაერში აღმოჩნდა. თორნიკემ მოულოდნელად ხელში აიტაცა და საწოლზე მოხერხებულად დააწვინა, თვითონაც დაიკავა გოგონას გვერდით ადგილი. უფრო ახლოს მიიკრო და ჩაძინებამდე მის თმებში დაასრიალებდა ხელებს. იმ ღამეს ორივეს ტკბილი და მშვიდი ძილით ჩაეძინა.

დილით ქვემოდან ამომავალმა ხმაურმა გამოაფხიზლა ორივე. ლინდამ ზანტად გაახილა თვალები. ისევ თორნიკეზე იყო აკრული. ნელა წამოიწია და ახლად გამოფხიზლებულ თორნიკეს მიაჩერდა.
-მგონი დროა მოვემზადო.
-ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ... შენ არაფერი დაგიშავებია. უფლება არ აქვთ ციხეში ჩაგსვან.
-ჯერ ვნახოთ. მოსამართლემ არ იცის რეალურად რა დავაშავე და რა არა. მას მხოლოდ გარკვეული ფაქტები აქვს დოკუმენტების სახით.
-მგონი დედაშენი გეძახის. - ნელა ამოილაპარაკა გოგონამ.
-მაშინ გადი... უნდა ჩავიცვა და მოვემზადო.
-ადრე ხომ სრულიად... კარგი გავალ. - დაიჩურჩულა გოგონამ. საწოლიდან წამოდგა და ხელებს დაეყრდნო და ნელა გადახოხდა, კარამდე მივიდა და ის იყო გასვლას აპირებდა, რომ მოესმა.
-დარჩი. - გოგონა ერთ ადგილას გაშეშდა და შემობრუნდა. სახეზე გაკვირვება აღბეჭდვოდა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი... ახალს არაფერს არ ნახავ.
-თუ გინდა გავალ მე.
-დარჩი მეთქი.
-თორნიკე საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა. ლინდამ კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი, სადაც წესით თორნიკესთან ერთად უნდა ეცხოვრა. შემდეგ კი იქვე კუთხეში დადგმულ სავარძელში ჩაეშვა, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა ბაღზე. ისე გაერთო ფიქრებში, რომ ვერც კი შეამჩნია როგორ გავიდა დრო. მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც კარის მიხურვის ხმა გაიგო.
-შენ ჩემი შვილის ოთახში რას აკეთებ? - გაისმა უცებ ნანას აღშფოთებული ხმა და გოგონა უცებ წამოვარდა ფეხზე. - აქ რა გინდა? თორნიკე სად არის?
-აბაზანაშია.
-ისარგებლე არა ჩემი შვილის სისუსტით და მაშინვე გველივით შემოძვერი არა?! - გაისმა ქალის გამკივანი ხმა. - ალბათ გიხარია კიდეც ასეთი უბედურება რომ შეემთხვა.
-თორნიკეს საუბედურო არაფერი არ სჭირს! მას არაფერი ჩაუდენია და შესაბამისად საფრთხეც არ ემუქრება. დარწმუნებული ვარ დღეს აუცილებლად დაბრუნდება სახლში.
-ახლავე გადი ჩემი შვილის ოთახიდან! - გაისმა ქალის ხმა.
-ჩემი ქმრის ოთახია და როცა მინდა მაშინ გავალ! - მტკიცე იყო გოგონას პასუხიც.
-მაშინ მე თვითონ გაგიყვან აქედან.
-დედა! - მაშინვე გაისმა თორნიკეს მკაცრი ხმა. - მე და ლინდა მარტო დაგვტოვე. სალაპარაკო გვაქვს.
-შვილო..
-ძალიან გთხოვ.
-კარგი. - ერთი ამრეზით გახედა რძალს და კარი გაიჯახუნა.
-როგორც ვხედავ ისევ ჩვეულ ფორმაში ხარ, როგორ თქვი? „ჩემი ქმრის ოთახია და როცა მინდა მაშინ გავალ!“
-მე უბრალოდ.
-ჩემთან თავს ნუ იმართლებ. - გაეღიმა მამაკაცს გოგონას დაბნეულობაზე. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ცალი მტევანი სახეზე ჩამოუსვა, შემდეგ კი მოულოდნელად დაიხარა და ტუჩები ძლიერად მიაწება აცახცახებულ გოგონას. ლინდა შეკრთა, მოეშვა, სხვა სამყაროში გადავიდა. ზუსტად იგივე იგრძნო, რაც თორნიკემ მათი პირველი კოცნისას. თითქოს სხვა გალაქტიკაში გადავიდა. დაეფიცება, რომ ასეთი ტკბილი შეგრძნება კოცნისას არასდროს ჰქონია. მამაკაცთან უფრო ახლოს მივიდა და ხელები კისერზე შემოხვია, კოცნაში კი მთელი ვნებით აჰყვა. როდესაც მასთან ალერსით გული იჯერა, ნელა მოშორდა მამაკაცს.
-მგონი უმჯობესია გავიდე. ორივე უნდა მოვემზადოთ.
-კარგი. - მხოლოდ ეს თქვა მამაკაცმა.
გოგონა გარეთ გავიდა და თავისი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა. „რა იყო ეს? იქნებ პატიება? იქნებ ახალი დასაწყისი და ახალი შანსი ორივესთვის?“ დაბნეული გოგონა ცდილობდა ბოლო ორ დღეში მომხდარი ყველა ამბავი დადებით კონტექსტში განეხილა და იმედს კვლავ ღრმად ითესავდა გულის სიღრმეში. სწრაფად მიიღო შხაპი და მოემზადა. გარეთ რომ გავიდა, მთელი ოჯახი უკვე შეკრებილი დახვდა, მხოლოდ თორნიკეს ელოდნენ. ისიც მალე გამოჩნდა.
-ეს რატომ მოდის? -ჰკითხა დედამისმა.
-იმიტომ რომ ჩემი ცოლია.
-მეგონა ერთად არ იყავით და ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოიშორებდი.
-დედა გეყოფა! ლინდა ჩემთან ერთად წამოვა.
-როგორც გინდა! - ამრეზით უთხრა ქალმა და დავითის მანქანაში დაიკავა ადგილი, თამაზიც მას მიჰყვა, ლინდა კი თორნიკეს მანქანაში მის გვერდით მოკალათდა და ღიმილმორეულმა გახედა. თორნიკემ აშკარად მისი მხარე დაიჭირა და დედამისთან დაიცვა კიდეც. ეს კარგი დასაწყისი იყო. მანქანაში ჩამჯდარ მამაკაცს, ხელზე მტევანი დაადო და თანაგრძნობის ნიშნად მოუჭირა.
-ყველაფერი კარგად იქნება.
მამაკაცმა ერთი ამოიოხრა და მისი ხელი ნაზად მოშორა, მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა. ლინდა თორნიკეს ამ ერთი შეხედვით უბრალო ქმედებამ ძალზედ გაანაწყენა და გუნება წაუხდინა. ნაწყენი სახით ფანჯრისკენ შებრუნდა და მთელი გზა ხეებს ითვლიდა.

იქ მისულები მაშინვე სასამართლოს დარბაზისკენ გაემართნენ. პროცესი მალე დაიწყო. თორნიკეს ბრალად საერთო ქონების გაფლანგვა და კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობა ედებოდა. ამავდროულად კომპენსაციას რამოდენიმე თანამშრომელი კიდევ ითხოვდა. სასამართლო პროცესი ძალიან გაიწელა, ყველა დაძაბული ადევნებდა თვალს. ლინდა დროდადრო გადახედავდა დავითის გვერდით მჯდომ თორნიკეს, რომლიც ნერვიულობის ნიშნად ხან ხელებს იფშვნეტდა და ხან არარსებულ გრძელ თმას უკან იწევდა. სახე მთლიანად გაფითრებოდა და მოსამართლესა და ბრალმდებელს თვალებგაფართოებული შესცქეროდა. ლინდას ამ ყოველივეს დანახვაზე უფრო მეტად ეპარებოდა ნერვიულობა. ბოლოს მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა. დარბაზში უფრო მეტად გაიზარდა მღელვარება. გოგონამ როდესაც თორნიკეს მზერა შეამჩნია, მაშინვე გამამხნევებლად გაუღიმა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, თუ როგორ ნერვიულობდა თავადაც. დრო უსასრულოდ იწელებოდა, მოსამართლე კი არ ჩანდა.დაახლოებით ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ ისევ მოსამართლე ისევ დაბრუნდა დარბაზში და განაჩენის გამოცხადება დაიწყო.
„ორასი ათასი დოლარი ჯარიმის სახით, მომდევნო ექვს თვეში გადასახდელი, მაშინ როდესაც მათი სახლიც კი აღარ ეკუთვნოდათ“ ეს რაღაც შეუსრულებელ მისიას ჰგავდა. როდესაც საკუთარი სახლიც კი არ გაგაჩნდა, არათუ სამსახური, როგორ უნდა მოგეხერხებინა ამხელა თანხის გადახდა... თუმცა ახლა მთავარი ერთი რამ იყო. თორნიკე თავისუფალი იყო, თორნიკეს აღარ ჩასვამდნენ. სხვა დანარჩენუ უკვე მეორეხარისხოვანი იყო. ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს ეხვეოდა და ულოცავდა. მხოლოდ ლინდა იდგა განცალკევებით და ღიმილით შესცქეროდა მამაკაცს. ახლა ისიც ბედნიერი იყო.

სახლში გვიან დაბრუნდნენ და ოჯახური ვახშამიც მოაწყვეს. რადგან ნათია მათთან უკვე აღარ მუშაობდა, ოჯახური საქმეების მთელი სიმძიმე ლინდასა და ნანას დააწვა. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როგორღაც ახერხებდნენ, რომ არ ეჩხუბათ.
ვახშმის შემდეგ თორნიკე დათოსთან ერთად აივანზე გავიდა მოსაწევად.
-შენ რაღაც ცუდად მიეჩვიე მაგ სიგარეტს.
-ლინდაც მაგას მეუბნება... - სიგარეტი გააბოლა და განაგრძო. - დღეს ვაკოცე.
-რატომ? -გაკვირვებულმა შეხედა მეგობარმა.
-მინდოდა ჩემს გრძნობებში დარწმუნებული ვყოფილიყავი.
-სერიოზულად? ანუ აპატიე ყველაფერი და ახლა ისევ ცოლუკად უნდა დაისვა?
-ლინდა მართლა ნანობს.
-რაღაც არ მჯერა, მაგრამ შენი საქმისა შენ იცი. ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერი კარგი მინდა არა?
-ვიცი დავით, როგორ არ ვიცი. მაგრამ ამჯერად დარწმუნებუი ვარ, რომ არ მატყუებს.
-მაგას რა ჯობია, მოსალოცად გქონიათ საქმე.
-ნუ დამცინი. -მხარი გაკრა მამაკაცს.
-ანუ ერთად ხართ უკვე.
-ჯერ მაგის თქმა ადრეა.
-კარგი გასაგებია. უკვე გვიანია, ლანა მელოდება სახლში.
-ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
-აუცილებლად.
დავითი მალევე წავიდა, ამასობაში კი მთელი ოჯახი შეიკრიბა სათათბიროდ. გადაწყდა რომ ნანა და თამაზი დროებით თორნიკეს მამიდასთან გადავიდოდნენ საცხოვრებლად პატარა ნიაკოსთან ერთად, სალომე კი მეგობართად დარჩებოდა.
-მე ჩემს ბინაში დავბრუნდები. - ჩაილაპარაკა ლინდამ. - თორნიკე შენ რას იზამ? - ეჭვნარევი ხმით გაუბედავად ჰკითხა გოგონამ.
-გინდა რომ შენთან გადმოვიდე?
-როგორ არა.
-მაშინ გადმოვალ. - გოგონას სახეზე სიხარულის ღიმილი გაუკრთა. ნანა რა თქმა უნდა ამ ამბავს სიხარულით არ შეხვედრია, თუმცა არაფერი უთქვამს.

მეორე დღეს კი ბარგის ჩალაგება დაიწყეს. დღეიდან მათთვის ახალი, მრავალი სირთულითა და დაბრკოლებით აღსავსე გზა იწყებოდა.

სახლში დაბრუნებულმა ლინდამ ყველა ფანჯარა გამოაღო და მაშინვე მის დასუფთავებას შეუდგა. ერთ საათში თიკაც მოადგა, და ორივემ ერთობლივი ძალებით შეუტია მტვერსა და არეულობას. საღამოსთვის უკვე ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ. მისაღებში დივანზე ისხდნენ და ყავის თანხლებით ჩვეულებრივ ჭორაობდნენ.
-მიხარია თქვენი ამბები... იცი? ზურამ ხელი მთხოვა.
-მართლა?! - მთელი ხმით იყვირა ლინდამ და თვალები საოცრად გაუფართოვდა. - როდის? რატომ არ მითხარი? მოღალატევ... ესაა მეგობრობა?
-ეი ეი, მოიცადე. როდის უნდა მეთქვა? გუშინ მთხოვა ხელი. თქვენ სად გეცალათ ამისთვის, გუშინ ისეთ ამბებში იყავით.
-არა უშავს, ახლა მომიყვები ყველაფერს. - გაფართოებული თვალებით მიაჩერდა გოგონა.
-ვერტმფრებიდან პარაშუტით გადმოხტა და პირდაპირ ჩემს ეზოში დაეშვა ყვავილებით ხელში.
-ვაიმე ეს ყვავილები ბანალურად რომ არ გაერია ისე არა?
-ახლა მაინც შეეშვი ზურას რაა. ხომ იცი რომ არ მსიამოვნებს მასზე ასე რომ ლაპარაკობ.
-კარგი, არის შევეშვათ სიძეს. მერე?
-მთელი მეზობლების თვალწინ დამჩოქა და ხელი მთხოვა.
-მერე ეგ არის ორიგინალური?
-პარაშუტით გადმოხტა მეთქი არ გითხარი გოგო?!
-მიდი ბეჭედი მაჩვენე. - თიკამაც ხელი გაუწოდა. - ვაიმეე... - აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა ლინდას. -არ მეგონა ასეთი გემოვნება თუ ექნებოდა მაგ იდიოტს. ისე პირდაპირ შენს ეზოს როგორ დაუმიზნა და სხვაგან არ დაეშვა მაკვირს.
კარის ხმა გაისმა და გოგონებმაც იქეთ მიატრიალეს თავი. თორნიკე იყო. მამაკაცი მისაღებში შემოვიდა და თიკას მიესალმა, ახალი ამბავიც გაიგო და მიიულოცა, შემდეგ კი უსიტყვოდ გავიდა სამზარეულოში.
-ამას რა სჭირს? აკი მითხარი შევრიგდითო?
-არ ვიცი. - დაბნეულად აიჩეჩა მხრები ლინდამ.
-კარგი, მე უნდა გავიქცე და ხვალ შეგეხმიანები.
-კარგი, გკოცნი.
-კარგად თორნიკე.
-კარგად. -იქედან გამოსძახა მამაკაცმა.
ლინდამ კარი მიხურა და მაშინვე სამზარეულოსკენ გაემართა.
-რა დაგემართა?
-მე? არაფერი.
-უცნაურად იქცევი.
-დათოს ველაპარაკე. - თემა გადაიტანა თორნიკემ. - რაღაც შემომთავაზა, აქვე ახლოს საკმაოდ კარგ ადგილას ფართი ქირავდება. ყველანაირი ავეჯი არის, რაც დაგვჭირდება. გადავწყვიტეთ იურიდიული კომპანია გავხსნათ. როგორც იცი ჩვენი გაკოტრების შემდეგ დათოც უმუშევარია, ასე რომ ეს ჩვენი საერთო ბიზნესი იქნება. თან დათო ადვოკატია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად აეწყობა და მალე გავფართოვდებით. ჯარიმის ფულს დათო მასესხებს. შემომთავაზა, ბანკიდან სესხი ავიღო და გარანტად მისი აგარაკი ჩავდო. მეც დავთანხმდი, სხვა გზა არ მაქვს.
-თუ გინდა ეს ბინა ჩავდოთ.
-არა, ეს საკმარისი ღირებულების არ არის. თან არ მინდა რომ შენთან ვალში ვიყო.
-ამას რატომ ამბობ თორნიკე? - ხელი ჩასჭიდა მამაკაცს, თუმცა თორნიკემ იგივე გაიმეორა, რაც მანქანაში, გოგონას ხელი ნელა მოიშორა.
-დაღლილი ვარ. მეძინება.
-გავამზადე ჩვენი ოთახი.
-მე მისაღებში დავიძინებ.
-ასე რატომ მექცევი? - თითქმის ცრემლმორეულმა ამოილაპარაკა ლინდამ. ცოტახნიანი დუმილის შემდეგ კი დაამატა. - მეორე ოთახიც მზად არის, იქ შედი.
-მამაკაცი უხმოდ წამოდგა და კარში გაუჩინარდა.
-ესეც თქვენი შერიგება. -ამოილაპარაკა თავისთვის და სამზარეულოს მილაგება დაიწყო.

მეორე დილით დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ როგორც იქნა დაიყოლია თორნიკე რომ იმ ფართის სანახავად წაეყვანა, სადაც ოფისი უნდა გაეხსნათ.
-მე ყველაფერში დაგეხმარები, რასაც მეტყვი, ყოველ შემთხვევაში შევეცდები.
-კარგი, იქვე მდგარ ძველ, მტვრიან მაგიდას მიეყრდნო მამაკაცი. - რას ფიქრობ? მოგწონს აქაურობა?
-კი, მომწონს. საკმაოდ კარგი ფართია, ნათელი და რაც მთავარია ძვირი არ არის. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
-საწყის კაპიტალს ჩემი პატარა დანაზოგიდან ავიღებ, რაღაცეები უნდა ვიყიდოთ, აღჭურვილობა ძირითადად და იურიდიული საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი.
-რა სახელს არქმევ? ან როგორი დიზაინი ექნება? ლოგო? ესეც მოსაფიქრებელია.
-კი, მაგრამ ეგ არც ისეთი მნიშვნელოვანია. უკვე ხვალიადან უნდა დავიწყო ყველაფრის მოგვარება. - ჩაილაპარაკა თავისთვის.

იმ ღამით თორნიკემ ისევ ცალკე დაიძინა. ლინდას კი თვალიც არ მოუხუჭვას, მთელი ღამე სახელზე და ლოგოზე ფიქრობდა. დილით კი თორნიკეს ფურცლით ხელში დაადგა, რომელზეც მისი ნაშრომი იწონებდა თავს.

*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ბოლოს წინა თავია ველოდები თქვენს შეფასებებს))



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი Guest ნინაკა

ძალიანბკარგია,უკომენტაროდ,დადერა დგესვე

 


№3 სტუმარი Guest nicaa

ძალიან კარგად წერ, მოუთმენლად ველი როდის დაიდება შემდეგი თავი ხოლმე და თითქმის არასდროს მყოფნის. რაც შეეხება ნაწარმოებს მიხარია ყინული რომ დაიძრა ძალიან მინდა ერთად ბედნიერები იყვნენ

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

mia15
ძალიან კარგია.ველი შემდეგ თავს


Guest ნინაკა
ძალიანბკარგია,უკომენტაროდ,დადერა დგესვე


Guest nicaa
ძალიან კარგად წერ, მოუთმენლად ველი როდის დაიდება შემდეგი თავი ხოლმე და თითქმის არასდროს მყოფნის. რაც შეეხება ნაწარმოებს მიხარია ყინული რომ დაიძრა ძალიან მინდა ერთად ბედნიერები იყვნენ


დიდი მადლობა ყველას blush შემდეგი, ანუ ბოლო თავი ხვალ იქნება დაახლოებით იგივე დროს.

 


№5  offline წევრი just girl

Netav raxdeba amat shoris. Nutu ver sherigdebian bolo bolo. Kargia rom saubari mainc daiwyes..

 


№6  offline წევრი ბაბუაწვერა

just girl
Netav raxdeba amat shoris. Nutu ver sherigdebian bolo bolo. Kargia rom saubari mainc daiwyes..


დღეს ყველაფერს გავიგებთ blush

ლუნი.
მგონი აღარაა ის ძუკნა ლინდა რაც ადრე იყო.
პირველი თავია რომელშიც არცერთი პერსონაჟისადმი არ ვარ ცუდად განწყობილი ( ნანას არ მივათვლი :დ)
ძაან მაინტერესებს აწი რა მოხდება
იმედია ასე მალ-მალე დადებ


ძალიან მიხარია თუ დამოკიდებულება შეგიცვალე))
სამწუხაროდ მალ-მალე ვერ იქნება მომდევნო თავები, რადგან მომდევნო თავი უკვე ბოლოა.
შენი აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს ისტორიის ბოლოს და იმედია ამ სიამოვნებას მომანიჭებ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent