შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოლის ვივიანა


25-08-2017, 01:43
ავტორი PrincessM
ნანახია 970

მზიანი დღე იყო, ცა კი საოცრად მოწმენდილი. ქარი ნაზად ქროდა, ტანზე სასიამოვნო ჟრუანტელს გგვრიდა. პატარა გზაზე ველოსიპედით მივდიოდი, ირგვლივ კი ყაყაჩოების მდელოები იყო. მივდიოდი, ჩემს გორაზე უნდა ავსულიყავი.. ყოველდღე მივდივარ იქ, თითქმის ყოველდღე ახალი წიგნი მიმაქვს და ვკითხულობ, მინდვრის ყვავილებს ვკრეფ, გვირგვინებს ვწნი, უბრალოდ ვწევარ და შებინდებისას სახლში ვბრუნდები, ხშირად ჩამძინებია, ღამეც ხშირად მოვდივარ, როცა ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი. ამ ადგილს ვივიანას გორა დავარქვი, ვივიანას, ანუ ჩემი გორა. აქ ერთი ძველი ხე დგას, ირგვლივ კი ჭრელ-ჭრელი ყვავილებია... ამ ადგილას შევიგრძნობ სამყაროს, ბედნიერებას და თავისუფლებას, აქ ჩემი პატარა სამყარო მაქვს... ვივიანას სამყარო, ვივიანას გორაზე.....
დღეს სხვანაირად ვარ აფორიაქებული... თითქოს ბედი რაღაცას მიმზადებდეს. თუმცა არაფერი განსაკუთრებული. ყველაფერი ჩვეულებისამებრ მოხდა, ავედი ჩემს გორაკზე, ველოსიპედი იქვე მივაყენე, ხეზე შემოვსკუპდი და დავიწყე კითხვა... შემდეგ ყვავილები დავკრიფე და ველოსიპედის კალათში ჩავაწყვე. გავუდექი გზას შინისაკენ, ჩემი სამყაროდან ვბრუნდებოდი რეალობაში, რეალობაში რომელიც არასოდეს მაკმაყოფილებდა.

-გამარჯობა ვივიან! სახლში ჯერ არ ყოფილხარ? გავიგე სტუმრები ჩამოგსვლიათ.
-გამარჯობა სემ! ახლა ვბრუნდები შინ, არა რა სტუმრები, არავის ველოდებით.
-ალბათ შენს არყოფნისას გესტუმრნენ, მაგრამ არაფერი იცოდი? კარგი, დროებით, ქალაქში მეჩქარება, უნდა წავიდე.
-კარგად

დარწმუნებული ვიყავი, რომ შინ არანაირი სტუმარი დამხვდებოდა, მაგრამ მაინც ავფორიაქდი. სიჩქარეს მოვუმატე, თან ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა... რა სისულელეა, რა სტუმრები, მე როგორ არ მეცოდინებოდა... სისულელეა, აი მოვედი. აბა ვნახოთ. ეზოში შევედი, ხეივანი გავიარე და 2წუთში სახლთან ვიყავი. ყვავილები ამოვიღე და ველოსიპედი იქვე, სახლთან მივაგდე. სახლში ჩქარა შევედი.
- გამარჯობა დედა, მამა, მოვედი...
- გამარჯობა ვივიან, ქალბატონი ელიზაბეტი და ბატონი ჯეიმსი შინ არ არიან.
გამოვიდა ვიღაც უცხო ბიჭი სამზარეულოდან და ნელა, აუღელვებლად მეუბნება, თან წყალს სვამს.
-უკაცრავად? თქვენ ვინ ბრძანდებით? აქ ჩემს სახლში. ან დედა და მამა სად არიან?
-ჩვენ დღეს ჩამოვედით, ორი საათის წინ. მე და ჩემი მშობლები.
-კაარგიით. და მე რატომ არაფერი ვიცოდი? ან რატომ არ გიცნობთ?
- ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის. შენის ნებართვით, ოთახში ავალ.
- აჰაა. ოთახში? რომელ ოთახში?
- ჩემს ოთახში
- და შენი ოთახი რომელია? ჩემს სახლში
- დიახ ვივიან, ჩემს ოთახში.

პირდაღებული, გაოგნებული დამტოვა, წარბიც არ შეტოკებია, აუღელვებლად და დინჯად ავიდა ზემოთ.
ღმერთო ჩემო, რახდება ჩემს თავს, ნუთუ სიზმარში ვარ... გამოფხიზლდი ვივიან, ეს ყველაფერი სიზმარია. სახეში ხელი შემოვირტყი, მაგრამ აღელვებისგან ცოტა ძლიერად მომივიდა და ოდნავ შევკივლე. ვერ ვიჯერებ, როდისს მოვლენ ჩემი მშობლები, რომ ყველაფერი გავიგო.
აღელვება ბრაზში გადამეზარდა და წამოწითლებული ავედი ჩემს ოთახში. ჩემი ოთახი მესამე სართულზე, თითქმის სხვენში იყო. ამ სართულზე მხოლოდ ორი საძინებელი, ბიბლიოთეკა და ერთი სააბაზანო იყო. საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს, ჩემი ოთახიც არაჩვეულებრივია, ისიც ჩემი სამყაროს ერთ-ერთი ნაწილია.

შევედი ოთახში და მაშინვე გავიხადე ტანსაცმელი, ლოგინზე წამოვწექი და მალევე ჩამეძინა. როდესაც გამოვიღვიძე, უკვე დაღამებულიყო. ტუალეტი მომინდა, მაისური გადავიცვი და გავედი. ჰოი საოცრებავ, შევედი ტუალეტში და გამოდის დუშიდან სწორედ ის ბიჭი. გაოცებისგანნ თვალები გამიფართოვდა.
-შენ აქ რას აკეთებ? მკითხა გულგრილად
-მეე? შენ თვითონ რას აკეთებ? მე ჩემს ტუალეტში შემოვედი.
-რასაც ვაკეთებ ვერ ხედავ? წყალი გადავივლე. და შენს ტუალეთში არა, ჩვენს ტუალეტში.
-ნუთუ ამ სართულზეე... რაღა მაინდამაინც. რატოომ ღმერთო ჩემო.
-არცისე სტუმართ მოყვარე ყოფილხარ, მაგრამ არც მე ვარ სტუმარი, თუ შეიძლება გამატარე.
გაოგნებულიი ვიყავი. როდის გათენდება, რომ ჩემს მშობლებს დაველაპარაკო, მალე, მალე ყველაფერს ამიხსნიან.

ტუალეტი მოვილიე და ჩემს ოთახში გავედი. წამოვწექი და ვფიქრობდი. არა ისე კარგი სხეული აქვს, სახეზეც რა სიმპათიურია... კარგი რა ვივიან, რას ფიქრობ, რას სულელობ, ერთი ჩვეულებრივი იდიოტია.
კარზე კაკუნია.
-შემოდი
დავუძახე იმ წამსვე, რადგან პასუხის გაგება მინდოდა, მაგრამ...
იღება კარები და შემოდის...
-ისევ შენ? რა გინდა ჩემს ოთახში?
მობეზრებული სახე მიიღო
-მგონი დავაკაკუნე, შენ კი შემოდიო. თმის საშრობი მინდოდა მეკითხა სად არის.
-ჩემსას გათხოვებ. მაგრამ იცოდე, დამიბრუნე!
-მადლობა, ჩემს თმებს რა გაშრობა კი უნდა, აქვე გავიშრობ უცებ და გავალ, რათქმაუნდა თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-კარგი, კარგი. მომეცი აქ შევაერთებ.
-მადლობა.
-ხო მართლა, ჩემი სახელი საიდან იცი?
-ვივიან, ვივიან.
სახეზე უეცრად ის სიცივე გაუქრა და საოცრად თბილი ხმით ალაპარაკდა
-ძალიან პატარა იყავი... აქედან რომ გადავედი, რამდენჯერ მჭერიხარ ხელში, რამდენჯერ მიჭმევია შენთის რძე, რამდენჯერ დამიმშვიდებიხარ როცა ტიროდი. ამ სახლის გვერდით ვცხოვრობდით. შემდეგ ქალაქში გადავედით და დღეს დილით გნახე პირველად ამდენი წლის შემდეგ, ახლა უკვე დიდი გოგოხარ, თითქმის ნამდვილი ქალი. მე კი სულ პატარა მახსოვხარ, ხელით რომ დაგატარებდი.
-მე, არვიცი რა ვთქვა. ვერც წარმოვიდგენდი, რატომ არ მახსოვხარ?
-იმიტომ რომ სულ პატარა იყავი, ვივი.
-და ახლა რატომ ჩამოდით აქ? ამ დროს, თანაც ჩვენს სახლში.
-ბატონი ჯეიმსისგან ამ სახლის ნახევარი ვიყიდე.
-რაააა? როგორ თუ ამ სახლის ნახევარი? მეხუმრები? სულაც არ არის კარგი ხუმრობა.
-ვივიან, როგორ ფიქრობ, ვხუმრობ?
ისეთი სერიოზული იყო... თითქოს სახეში სილა გამარტეყს, თავში სისხლი მომაწვა და სახეზე ბრაზისგან სულ წამოვწითლი. როგორ დამიმალა მამაჩემმა ასეთი რამ? როგორ? როგორ გამიკეთეს ეს? ან დედაჩემმა? დედაჩემმა რატომ არაფერი მითხრა? ნერვებმა ისე ამიტანა, ლამის ავქვითინდი.

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო! მინდა გითხრათ რომ ახალი ვარ. ერთი ისტორია(მთვარე შეურიგდა დედამიწას) უკვე დავდე, თუმცა არ ქონდა შეფასებები და აღარ გამიგრძელებია, რადგან პირველი იყო და ჩავთვალე, რომ არ მოეწონათ ან არ წაუკითხავთ.
ეს კი ახალი ისტორია, თუ შეაფასებთ და თქვენს მოსაზრებას გამიზიარებთ, ძალიან კარგი იქნება. თუ არადა შევწყვეტ წერას, ან უფრო გამოქვეყნებას. გმადლობთ.



№1 სტუმარი ლილი

ძალიან კარგად წერ, ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება არ შეწყვიტო წერა არაფრის და არავის გამო. ასე გააგრძელე, ძალიან მაგარი გოგო ხარ.
მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent