შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი მეორე )


25-08-2017, 16:54
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 396

ძალიან ესიამოვნა მათ თვალებში სიბრალული რომ არ ამოუკითხია. უხაროდა ასეთი ადამიანების გაცნობა. თან მუშაობას დაიწყებდა და ბებოს მიეხმარებოდა. დაემშიდობნენ, საბუთები შეავსო და სახლში წამოვიდნენ. გზად მზესუმზირა იყიდეს, ირკლისთვისაც იყიდეს ქართული სემიჩკა. თანოსთან შევიდნენ ეზოში და გარეთ სკამებზე ჩამოსხდნენ.
- აბა გოგონი მოგვიყევი შენზე.. - სიცილით უთხრა ირაკლიმ. - დიდო თანანო გაგვაცანი შენი თავი.
- ოჰ, მე ხომ ზე აღმატებული ადამიანი ვარ. - სიცილით თქვა. - თანანო ბექაური. წარმატებით დაამთავრა სკოლა ახალციხეში. უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა ხელოვნების ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო ვერ აგრძელებს სწავლას. ძალიან უყვარს ხატვა. წიგნების კითხვა და კიდევ ბევრი-ბევრი შოკოლადი. ჰყავს ერთი დაიკო და მაყვალა ბებო. ორივეზე გიჟდება და ძალიან უყვარს. ჰო, კიდევ აი, ეს მზესუმზირაზე აფანატებს. - სიცილით დაამთავრა.
- შენ რომანტიკოსიც იქნები არა ? - გაეცინა ირაკლის.
- არა, არ ვარ რომანტიკოსი. ხომ ნუ გაგიკვირდა, ვიცი ძნელი წარმოსადგენია მხატვარს არ იტაცებდეს ნაზი გრძნობები, ლამაზი ცხოვრება, კარგი დასასრული. მაგრამ, მე არ მჯერა ზღაპრების, ვიცი კარგ დასასრულს ბევრი ტანჯვაც მოჰყვება, სანამ ფინიშამდე მიხვალ. გაგიკვირდება და არ გამომიცდია ის გრძნობა რომელსაც სიყვარულს უწოდებენ. დღეს დღეობით ძალიან გაუფერულდა ეს გრძნობა. სიყვარულს და გატაცებას ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. ლტოლვას და ვნებებს, სიყვარულში ურევენ. როდესაც ფუნჯს ან კალამს ვიღებ ვეფლობი ჩემს გამოგონილ სამყაროში. რომელიც არ არის ფერადი არც სრულყოფილი, მაგრამ მე მომწონს ის. ოჰ, რამდენი ვილაპარაკე. - საკუთარ თავზე გაეცინა. - ჰო, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ნაკლი. მიყვარს ბევრი ლაპარაკი.
- მე მომწონს და ძალიან მსიამოვნებს შენი მოსმენა. სიყვარულზე გეთანხმდები, მაგრამ შენც და ჩემს თავსაც ვუსურვებ რწფელი სიყვარულის გამოცდას. - გაბადრულმა ამოილაპარაკა სესილიმ. - რაც შეეხება სწავლას მომავალში აუცილებლად გააგრძელებ.
- შენს ნახატებს არ გვაჩვენებ ? - ინტერესით ჰკითხა ირაკლიმ.
- კი, წამოდით სახლში შევიდეთ. - უკან გაჰყვნენ. შესულებს ბებო მისაღებში დახვდათ.
- გამარჯობათ.. - ორივე მიესლამა.
- გამარჯობათ შვილებო . - გაუღიმათ.
- ბებო ესენი ჩემი ახლად შეძენილი მეგობრები არიან. ირაკლი და სესილი. ეს კი ჩემი საყვარელი მაყვალა ბებოა.
- სასიამოვნოა ბავშვებო თქვენი გაცნობა.
- ჩვენთვისაც..
- ჩემს ოთახში ვიქნებით ბე..
- კაი, ბავშვებო ყავა თუ ჩაი ?
- არა, რასამბობთ არ შეწუხდეთ..
- აბა გეკადრებათ ?! - შეიცხადა მოხუცმა. - ჩემი შვილიშვილის მეგობრები, იგივე ჩემი შვილიშვილები არიან. თან პირველად ხართ ჩვენთან. ჰა, გელოდებით აბა რომელი გინდათ ?
- მე ყავა, ამას კი ჩაი.. - სესომ უპასუხა ორივეს მაგივრად.
- ბებო მე რძიანი ყავა გამიკეთე გთხოოვ.. გკოცნი .. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კიბეების ავლით ოთახში შევიდნენ.
კედელები აჭრელებული იყო მისი სურათებით. ბავშვებო გაოცებულები შესცქეროდნენ თითოეულს.
- ქალი ყოფილხარ საოცრება ! - თეატრალურად წარმოსთქვა. - პავლო რუის ი პიკასოს ნათესავი ხომ არ ხარ შემთხევით ?! - გაოცებით ამოილპარაკა.
- არ ვიცი, მაგრამ რასაც გულით ვგრძნობ იმას ვხატავ, გადმომაქვს ტილოზე.
- შენს ნახატებში იმპრესიონიზმის მიმდინარეობა და ექსპრესიონიზმი ჭარბობს. - ინტერესით წარმოსთქვა სესომ.
- მართალია, ,, მე ვხატავ იმას რასაც ვგრძნობ’’ . შემიძლია სახლში გავიქცე იმის გამო რომ რაღაცამ შთაბეჭდილება მოახდინოს ჩემზე და მინდოდეს იმის ტილოზე გადატანა.
- აუ, არაფერი არ მესმის რა .. - აჯუჯღუნდა ირაკლი.
- იმიტომ რომ გაუნათლებელი ხარ და ხელოვნება არ გაინტერესებს. თმები რომ გაიზარდე იმის შემდეგ დაგაკლდა ჭკუაც. ალბათ მთელი ვიტამინები თმებში მიდის. - წაკბინა და თვალი ჩაუკრა.
- რაო ? რა მითხრა ?
- რაც გაიგე, მეორედ არ ვიმეორემ. საწყალო ყურთაც დაგკლდომია.. ეჰ.. - დადარდიანებულმა ამოილაპარაკა.
- შე.. შე.. ინდაურო. როგორ მკადრე ?! აი, შენ.. - სასაცილოთ მოქაჩა თმები. - აღარ გელაპარაკები, ვსო, მე შენ გაგებუტე.. - ენა გამოუყო და დოინჯი შემოირტყა.
- თქვენ ჩემზე გიჟები ყოფილხართ. - სიცილი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა.
- ჩუ, ჩუ, აქ საიდანღაც ვირის ყროყინი მოდის. უი, თანო შენ ყოფილხარ. - გოგონას სახეზე ახარხარდა.
- გველო.. - ენა გამოუყო.
- შენ კი ზღარბი ხარ. - სიცილით უთხრა. - კაი ჰო, რა იყო ? თმები ისე გაქვს, ალიწეწიას გავხარ. - მივიდა და გვერდიდან ჩაიხუტა.
- ჩვენი საყვარელი რიჟა ხარ, თითქოს თმებზე ცეცხლი გიკიდიაო . - სიცილით უთხრა სესომ და თან ლოყაზე აკოცა.
- ვის უნდა მოვუღუტუნო ვისო ? - თანოსკენ მიდიოდა და თან სასაცილოდ აცმაცუნებდა ხელებს.
- არა, გთხოვ, არ გინდა.. ცუდათ გავხდები. - უკან-უკან იწევდა.
- ნწუო, ვერ გადამაფიქრებინებო. - მივიდა და გვერდებში უყუტუნებდა, ის კიდევ გველივით იკლაკნებოდა და სიცილისგან წითლდებოდა.
- გეყოოოს.. აღარ შემიძლია, ახლა მოვკვდები..
- კაი, ჰოო.. უიმე.. რა სუსტი ხარ გოგო შენ.. - სიცილით უთხრა. - ახლა ვისი ჯერი მოვიდა ვისიო.. - კარებზე კაკუნმა გადაარჩინა.
- მოდი ბებო..
- შენი დაჭკვიანება არ იქნება ქალო, რამხელა ხმაზე ჭიხვინებდი. ნეტავ ჭკუას რომ არიგებდა ღმერთი პურის რიგში იდექი ?! - დასცაცხანა. ამაზე კი ბავშვებმა სიცილი ვერ შეიკავეს და ახარხარდნენ.
- უფ.. უფ.. კაი რა ბებო.. - აჯუჯღუნდა.
- გემრიელად მიირთვით ბავშვებო..
- მადლობა, მაყვალა ბებო..
- აუ, ტო, რა გემრიელი ქადაა.. ჯიგარი ბებო გყავს რაა.. - ნეტარებისგან თვალები ჰქონდა მილულული.
- როდესაც კარგად გაიცნობთ აღარ იტყვის მაგათ..
- ხელი გოგო გასუქდები, ისედაც ჩაკურატებული გოჭივით ხარ. - ხელიდან გააგდებინა ქადა.
- აუ, ქათამი ხარ რა.. - მხარზე მოსცხო და ქადა გემრიელად ჩაკბინჩა. - აუ, მართლა გემრიელია.
- შეგერგოოთ.. - გაუღიმათ.
- ნერვიულობ ხვალინდელ დღეზე ?
- ცოტატი სესო, ეს ჩემთვის ახალი რაღაცის დასაწყისია..
- ჰო, მაგრამ არაფერია სანერვიულო. თუ რამეა ჩემთან ექნებათ საქმე ვინც გაგაბრაზებს.. - მამალივით გაიბღინძა.
- შენს იმედზე ვარ.. - გაეცინა მეგობრის სახეზე.
- კაი, ჩვენი წასვლის დროა. ხვალ ადრე უნდა ადგე.
- მთლად ბატის ტვინა არ ყოფილხარ გოგო. - მუჯლუგუნი გაჰკრა.
- კარგით წამოდით გაგაცილებთ..
გააცილა ბავშვები და თავის ოთახში ავიდა. სააბაზანოში შევიდა თავი მოიწესრიგა და ლოგინში შეწვა. დაღლილს მალე ჩაეძინა.
დილით მაღვიძარის გამაყრუებულმაა წრიპინმა გამოაღვიძა. თვალები ძლივს გაახლია. წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა. თავი მოიწესრიგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
- დილამშვიდობისა ბებო, როგორ ხარ? - ლოყები დაუკოცნა.
- კარგად შვილო, შენ ?
- მეც ბეე, გავიქეცი აბა..
- წამოდი რამეს გაგიმზადებ, ჭამე და მერე წადი.
- არ ვჭამ დილაობით, არა.. უფ..
ტაქსით მივიდა სამსახურადე. შიგნით შესულს უფროსი შეეგება.
- დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობისა თანანო, აბა როგორ ხარ ?
- კარგად მადლობა. თქვენ?
- მეც კარგად. იქ, მიდი და ფორმას მოგცემენ. შეგიძლია შემდეგ შეუდგე სამუშაოს.
გასახდელში შევიდა ფორმა გადაიცვა და შეუდგა სამსახურს.
- თანანო, ვერანდაზე უნდა მიუტანო. ჩვენი მნიშვნელოვანი კლიენტია. აბა შენ იცი..
- კარგი..
ვერანდაზე მიდიოდა ფრთხილი მოძრაობით. რამეს რომ არ შესკდომოდა და პირველივე დღეს ყველაფერი არ გაეფუჭებინა. შორიდან შეამჩნია მამაკაცის განიერი მხრები, გრძელი კისერი და ლამაზი მოყვანილობის თავი. მასთან მივიდა და ყველაფერი მაგიდაზე დააწყო.
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ სერ ? - თან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო.
- დიახ, უნდა დამეხმაროთ.. - მამაკაცი ფეხზე წამოდა და მის წინ დადგა. მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა. გულში უჩვეულო განცდა შეეპარა, შიშის და ამავდროულად სასიამოვნო.. ხმის ამოღება უნდოდა მაგრამ ვერ ახერხებდა. მისმა შავმა თვალებმა მოაჯადოვა, მზერას ვერ აცილებდა. - ახლა ჩვენსკენ ქალი წამოვა და მისგან უნდა მიხსნა.. - სახე არ უცინოდა, მაგრამ მისი თვალები იღიმოდნენ.
- კი, მაგრამ მე.. - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ ძალით ეძგერა მამაკაცის ტუჩები. თან ხელებს უკავებდა, თავის განთავისუფლება რომ ვერ მოახერხებინა. ბოლოს როდესაც გაანთავისუფლა. მთელი ძალიან მოუქნია ხელი. ისეთი ხმა ჰქონდა შეგეცოდებოდათ.
- რას ბედავთ ?! ვინ მოგცათ ამის უფლება ?! - არაფერი უპასუხა, ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა.
- იდიოტი, რეგვენი.. - გზას გასცქეროდა სადაც წამის წინ უცნობმა გაიარა. თან ტუჩებზე თითებს დაატარებდა. ვერ იფიქრებდა რომ სიზმარში იყო, რადგან ტუჩები ახლაც ეწვოდა.
გაბრაზებული და გაცეცხლებული იყო. ამ დროს ტელეფონმა დაურეკა.
- გისმენ ბებო რა ხდება ?
- შვილო გვანცა გახდა ცუდათ და სავადმყოფოში ვართ, თუ შეგიძლია მოხვიდე.. - ხმაზე ეტყობოდა მოხუცს რომ ტიროდა.
- ახლავე.. ახლავე წამოვალ ბებო.. რომელ სავადმყოფოში ხართ ?! - ხმა აუკანკალდა.
- რესპუბლიკურში შვილო..
- კაი, ბებო მალე მოვალ.. - ტელეფონი გათიშა და უფროსის კაბინეტში წავიდა. კარებზე დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ შევიდა.
- დათო ძია, რაღაც უნდა გთხოვოთ.. - ლაპარაკი უჭირდა. - ვიცი, რომ პირველი დღეა და ალბათ უპასუხიმგებლო ადამიანი შთაბეჭდილებას დავტოვებ.. - ხელებს უყურებდა თან მთელი სხულით ცახცახებდა.
- რა ხდება შვილო ? ხომ მშვიდობაა ?
- ჩემი და არის ცუდათ, სავადმყოფოში წაუყვანია ბებოს და თუ შეიძლება რომ გამიშვათ..
- რას მეკითხები შვილო წადი..
- მადლობა დიდი..
გარეთ გამოვიდა და ტაქს უცდიდა. საშინლად გაწვიმდა, თითქოს ისიც იზიარებდა მის ტკივილს და მასთან ერთად ტიროდა. მანქანა გააჩერა და მისამართი უკარნახა. ვერ ისვენებდა და ცმუკავდა, გული ცუდს უგრძნობდა.

ახლა იწყება მთავარი :დ იმედია მოგწონთ ;დ ვიცი ბევრი დიალოგებია, მაგრამ ასე მოითხოვდა საჭიროება.
მიყვარხართ ყველანი..
გთხოვთ ყველაფერი გამიზიარეთ..
კრიტიკას მივიღებ, რომ შემდეგ გამოვასწორო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვერც გაკრიტიკება, ვერც დაგიწუნებ,რადგან ძალიან მომეწონა.ის დიალოგებიც კი მომწონს, მიუხედავად იმისა ბევრი რომაა.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი suzy

kiralik ask? :)

 


№3  offline წევრი davinna

დაქირავებული სიყვარული,კაი იდეა შეილება გამოიყენო მაგრამ ასეც ნუ დაამსგავსებ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent