შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 11


25-08-2017, 20:53
ავტორი lola
ნანახია 2 061

თავისუფლების შეგრძნება ცაში ჩიტივით გაფრენას ჰგავდა,პირველად ვიგრძენი რამდენად ჰაეროვანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი,ჩემი ღრმა მწუხარება და ფიქრები თითქოს ზღვის ტალღებს შორს გაეტაცებინათ.... არ მინდოდა წვიმას გადაეღო,არ მინდოდა ჩემთვის ვინმეს ეს წამები გაეფუჭებინა,მაგრამ როგორც ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე,სხვისი ბედნიერება უმალვე ფეხით უნდა გათელონ!
წვიმაში მყოფებს დაცვა მოგვიახლოვდა და გიხმობენო გადმოქვცა,შემდეგ შეტრიალდა და წავიდა,ჩვენც მექანიკურად გავყევით უკან.
კიბის ბოლოში დედა გვიცდიდა,მის სახეზე ყველა ემოციას ერთად მოეყარა თავი, ცდილობდა მღელვარება დაეფარა მაგრამ მსახიობობა არასდროს გამოსდიოდა...სიბრაზე გაოცებამ შეცვალა,ალექსანდრეს ნახვას არ მოელოდა (წელს ზემოთ შიშველს ხო საერთოდ არ ელოდა)
-რას აკეთებ ნანიკო? სცადა მშვიდად ეკითხა
-ქალბატონო ნატა ნუ გაუბრაზდებით...ჩემი ინიციატივა იყო წვიმაში გასვლა
-შენ თვითონ მოაგვარე მამაშენთან ეგ საკითხი. დედამ მკაცრად შემომხედა და უკან გაბრუნდა
-მგონი ვიღაცას დღეს ცუდი ღამე ელის.ალექსანდრემ მწარედ დამთარსა
-იმ ვიღაცაში ალბათ საკუთარი თავი იგულისხმე ხო?.ვცადე მეხუმრა,მარა სახუმაროდ სულ არ მქონდა საქმე,თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი, ვიცოდი ამას რაც მოყვებოდა მამას მხრიდან ამიტომ სასწრაფოდ უნდა მეპოვა გამოსავალი.
წურწურით ჩამომდიოდა წვეთები,საპირფარეშოში გავიქეცი,შიგნით შევიკეტე და კაბის გახდას შევუდექი,მაგრად გავწურე,ხელის საშრობზე ცოტა გავაშრე და ისევ ჩავიცვი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორ ჩამშავებოდა თვალები,შავი საღებავი სულ ჩამომრეცხოდა, სწრაფად მოვიბანე თბილი წყლითა და საპნით,მთელი ხელსახოცების დასტა დამჭირდა რო თვალებიდან სიშავე გამეყვანა, სველი თმა მაღლა ავიწიე და ჩემთვის დამახასიათებელი კოსა გავიკეთე,საერთო ჯამში საშინელება არ იყო ...... ყოველ შემთხვევაში თავს ვაიმედებდი რომ არ იყო.
ჯერ ისე მოტკეცილი კაბა,სველზე უფრო მეკვროდა,სიარული მიჭირდა... გვერდიდან რო დაგენახეთ ფეხნატკენ კალიასავით ვკოჭლობდი,დარბაზში ჩუმად შევიპარე და ყველაზე განაპირა მაგიდას მივაშურე,სადაც არავინ არ იჯდა, ვცადე დავმალულიყავი, მაგრამ დედაჩემს რა გამოეპარებოდა მხედველობიდან? .... მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა
-ღმერთო ოღონდ ახლა გადამარჩინე...თვალები დავხუჭე და ვცადე სიცილი შემეკავებინა
-ღმერთიც კი ვერ გიშველის ქალბატონო! დედაჩემის გაბრაზებული ხმა ჩამესმა ყურში.
ცალი თვალი გავახილე,დავინახე რა მისი მკაცრი სახე,იმ წამსვე დავხუჭე,მოალერსება მოვინდომე,ვიფიქრე იქნებ ცოტა მოლბეს მეთქი,მაგრამ უარესად გაბრაზდა და სულ გაჩუმება ვარჩიე.
-ალექსანდრეს შენ გამო ტყუილის თქმა მოუწია, ნუთუ არ გრცხვენია საკუთარი საქციელის?
-თვითონ მოინდომა წვიმაში გასვლა,ტყუილი არ უთქვამს. მაგრად დახუჭული თვალები სწრაფად გავახილე და შეშფოთებული სახე მივიღე.დედამ უკმაყოფილების ნიშნად თავი გააქნია და ისევ მამას გვერდით დაბრუნდა
წვეულება თითქმის მთავრდებოდა მამა რო მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა......ნამდვილად საცეკვაოდ მქონდა საქმე!
-როგორ მოგწონს საღამო?ცდილობდა სასაუბრო თემა ეპოვა
-არაუშავს,ყველაფერი შენი გემოვნებსი გათვალისწინებითაა გაკეთებული
-ხო ვთხოვე ყველაფერი კლასიკურ სტილში გაეკეთებინათ
-გამოუვიდათ კიდეც!
კიდე რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ დააცადა ალექსანდრემ და ჩემთან ცეკვა მოინდომა, მამაც რა თქმა უნდა სიამოვნებით დათანხმდა.
-ახლა უფრო ლამაზად გამოიყურები. ირონიული ხმა ჰქონდა
-იგივე შემიძლია გითხრა.
-ასეთი მაინც არ გიზიდავ?
-თუ სიმართლე გაინტერესებს შენნაირებს ატანა არ მაქვს.
-რა დამთხვევაა.ირონიული ღიმილიც დაურთო თან
დიდხანს ვცეკვავდით, ვნატრობდი სიმღერა მალე დამთავრებულიყო, ის კი უსაშველოდ იწელებოდა, ყველაფერი ჩემ ჯინაზე იყო მოწყობილი....ალექსანდრე ჩემ თვალებს მიშტერებოდა,თითქოს ცდილობდა მათში ჩამდგარი სევრის მიზეზის პოვნას
-ლამაზი და სევდიანი თვალები გაქვს.
არაფერი მიპასუხია, თვალი მოვარიდე
-მეტყველი თვალები გაქვს...
-გინდა გითხრა რას მეტყველებს?........
-არა!
-რისი გეშინია?.... იმის რო თვალები გაგთქვამენ?
-გამთქვეს უკვე... ხელები სწრაფად მოვაშორე, მანაც იგივე გაიმეორა და წასვლის საშუალება მომცა.
დედას ვუთხარი სახლში ვბრუნდები მეთქი და სწრაფად გავიქეცი იქიდან. წვიმას უკვე გადაეღო,გზაზე ტაქსი გავაჩერე და გულამომჯდარმა ძლივს შევიკავე თავი რომ არ ავტირებულიყავი.
სახლში მისულმა ხელიდან მოვიხსენი ბექას ნაჩუქარი ბეჭედი და სად ვისროლე არც კი ვიცი, იმ მომენტში საკუთარ თავიცა და ბექას მეზიზღებოდა,მის გამო ვიყავი ასეთ საშინელ მდგომარეობაში, მაშინ მიმატოვა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, სწორედ მაშინ გაქრა როცა მივხვდი რა იყო სიყვარული.... მხოლოდ ჩემი გრძნობების ამარა დამტოვა, რომელიც ადრე თუ გვიან ბოლოს მომიღებდა.



***
შემოდგომა ზამთარმა ჩაანაცვლა.
უფრო გაიცრიცა ჯერ ისე ნაცრისფერი ქუჩები,ჭაღარა მოხუცის თმასავით თეთრად შეიღება სახლის სახურავები,ხალხსაც ეცვალა ფერი,ქუჩაში მხოლოდ ლოყებ დაწითლებულსა და ხელებ დალურჯებულ ადამიანებს ნახავდით,რომელთაც მწუხარებისგან სახე დაბლა დაეხარათ და უხალისოდ მიაბიჯებდნენ ასფალტზე,მხოლოდ ბავშვებს უხაროდათ ზამთრის დადგომა,მეცადინეობიდან დაბრუნებული ვხედავდი როგორ ერთობოდნენ ეზოში, საკუთარი ძალებითა და პატარა ხელებითა აშენებდნენ დიდი თოვლის ბაბუას(მართალია ზოგის წარმომავლობას ვერ ვარკვევდი,მაგრამ მათაც თოვლის ბაბუად მოვიხსენიებდი).
და რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში?...... არაფერი,გარდა იმისა რო ალექსანდრეს თითქმის ყველა ნაბიჯზე ვხედავდი,ზუსტად იქ ჩნდებოდა სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდი,მისი გაუთავებელი "დევნა" თავიდან მაღიზიანებდა,ვეჩხუბებოდი კიდეც,მაგრამ იქამდე არ მოისვენა სანამ არ დამიახლოვდა და არ შემაჩვია თავი.
როგორც ბიჭი არ მიზიდავდა,არც მისთვის ვიყავი საინტერესო გოგო... მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატო ცდილობდა ჩემთან დაახლოებას ვერ გამეგო რა იყო მისი ქცევის ნამდვილი მიზეზი.
ბექაზე არაფერი იცოდა,მაგრამ ხვდებოდა რო რაღაც ძალიან მაწუხებდა, ცდილობდა როგორმე აველაპარაკებინე მაგ თემაზე,მე კი სასტიკად ვდუმდი.
21დეკემბერი იყო,ოთხშაბათი დღე,დაახლოებით 8:45 იქნებოდა უნარების მეცადინეობა რო დაგვიმთავრდა.
თოვდა,ისეთი მშვიდი და ლამაზი იყო იმ დღეს ცა,დიდი ფანტელები ცვიოდა, ლამპიონების შუქზე ნარნარით ეცემოდა ტროტუარს, ჯგუფელები ერთად მივაბიჯებდით და თოვლის ხრაშუნზე გულიანად ვიცინოდით.
-მოდი ვიგუნდაოთ.გიგამ შემოგვთავაზა ბავშვებს
-არ მინდა!ერთადერთი ვიყავი ვინც უარი განვაცხადე,სწორედ მაგიტომ პირველს მომიწია თოვლში გუნგლაობა
თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი,მე კი სიცივეზე და თოვლზე ალერგია მქონდა,ხელები დამისივდა, ნიშნობის ბეჭედი ისევ ხელზე მეკეთა,გამოვიძრე და ჯიბეში შევინახე, მერე ძლივს ავკრიფე დედას ნომერი,დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, მამასთან დარეკვა არ მიღირდა,ბოლოს ალექსანდრესთან დავრეკვა ვარჩიე
-რაო ნანუკა მოგენატრე?
-სახლში ვერ გამიყვან? მეცადინეობიდან მოვდივარ და...
-უნარები გქონდა ხო?
-ხო.
ზეპირად იცოდა ჩემი განრიგი,რა დროს რა მქონდა,მგონი ჩემზე უკეთაც კი იცოდა რომელზე მეწყებოდა და როდის მიმთავრდებოდა.დიდხანს არ დავლოდებივარ,სადღაც 10წუთში მანქანა გააჩერა ჩემ ფეხებთან,სველი რო დამინახა ჯერ დამცინა მერე კარები გამიღო და მომეხმარა ჩაჯდომაში
-რატო ხარ სველი?
-მაგუნგლავეს
-მერე შენ ხელები არ გქონდა?
გაბრაზებულმა გავხედე და ხელები დავანახე,საკმაოდ დამსიებოდა,ძლივს ვამოძრავებდი
-რა დაგემართა ხელებზე?
-ალერგია მაქვს
-რაზე?
-შენზე ალექსანდრე!..... თოვლზე და სიცივეზე,აბა რაზე მექნება ალერგია? ავბუზღუნდი
სცადა სიცილი შეეკავებინა მაგრამ არ გამოუვიდა.თავიდან ჩემი სახლის გზაზე მივდიოდით, მერე გადაუხვია
-სად მივდივართ?გაკვირვებულმა შევხედე
-სახლში ეგეთ სველს ვერ მიგიყვან
-ახლავე მოაბრუნე მანქანა! ვცადე რაც შეიძლებოდა მკაცრად მეთქვა
-დამშვიდდი არ ვაპირებ შენ მოტაცებას
-არა..... სახლში წამიყვანე ახლავე
-ნუ ჭირვეულობ და წყნარად იჯექი,თავი ამატკიე უკვე. ვითომ ბრაზობდა არადა სიცილით კვდებოდა.
ისევ ავქოთქოთდი,მაგრამ არც მომისმინა,თავისთან სახლში მიმიყვანა,მანქანიდან არ გადმოვალ მეთქი განვუცხადე,ნებითა ჩემითათი გადასვლა რო არ ვინდომე,ალექსანდრემ ძალითა მისითათი გადამიყვანა.
სწორედ ამ "ორთაბრძოლის" დროს,ნიშნობის ბეჭედი ჯიბიდან გადმომივარდა და თოვლში გაუჩინარდა
-ალექსანდრე ბეჭედი დამივარდა,გამიშვი უნდა მოვძებნო. სახლში მიმათრევდა მე კი ვეხვეწებეოდი ხელი გაეშვა
-რა ბეჭედი?
-ჩემი ბეჭედი,ჯიბიდან გადმომივარდა
-ხვალ მოვძებნი, ახლა ბნელა მაინც ვერაფერს ვიპოვნით
-არა... არა,ახლავე მოვძებნოთ..... გთხოვ, მნიშვნელოვანია ჩემთვის
-არ მეგონა მატერიალისტი თუ იყავი
-არ ვარ!.... უბრალოდ ძვირფასია ჩემთვის ის ბეჭედი.
ბოლოს როგოც იქნა გამიშვა ხელი.არაფერი ჩანდა,მხოლოდ სითეთრეს მოეცვა იქაურობა, მიწაზე დავიხარე და ბეჭედის ძებნა დავიწე,მეგონა ადვილად ვიპოვიდი,თოვლში როგორ დაიმალებოდა, მაგრამ ამაოდ.
-ვერ იპოვნე?
-ვერა...სასოწარკვეთილი ვიყავი
ახლა ალექსანდრემ დაიწყო მისი ძებნა,ისიც ჩემსავით მიწაზე დახოხავდა, მანქანის ქვეშ შეძვრა,მთელი ეზო გადავაბრუნეთ,მაგრამ ბეჭედი სადღაც გამქრალიყო.პოვნის ყველანაირი იმედი რო გადამეწურა ცრემლები მომეძალა,ნუთუ ეს ბეჭედიც ბექასთან ერთად უნდა დამეკარგა?.......ნუთი მის სამახსოვროც აღარ უნდა დამრჩენოდა?.... ამის გაფიქრებაზე ცრემლები წამომივიდა,ისევ თოვლში დავიწყე ძებნა, მაგრამ ცრემლები ყველაფერს ბურავდა......
-რა გატირებს?....
-ნახევარი საათია ვეძებთ და ვერ ვიპოვნეთ
-სახლში შედი,ცოტა გაშრი,მანამდე კი ვეცდები მოვძებნო.
მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ მივხვდი აზრი არ ექნებოდა ჩემ იქ დგომას,უფრო მეტად შემცივდებოდა ამიტომ დავემორჩილე
ალექსანდრეს დედა მომეგება, მოკლედ გამომკითხა სტუმრობის ამბავი შემდეგ ცხელი შოკოლადი გამიკეთა და ბუხართან მოკალათებულს თავის ქალიშვილის მშრალი ტანსაცმელი მომიტანა
დედასთან დარეკვა მინდოდა, მაგრამ ხელებს ვერ ვამოძრავებდი, მარი დეიდამ მე დავურეკავო და მარტო დამტოვა მისაღებში.ბუხრის თავზე დაწყობილ სურათებს დავაკვირდი,ქორწინების სურათს ბავშვების პატარაობის პოტოები მოჰყვებოდა, შემდეგ უფროსი რუხაძის პარტნიორებთან ერთად გადაღებული ფოტოები, ერთ ფოტოზე მამაც ვიცანი, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა,ბოლო ფოტოზე კი ბექას მამა აღმოვაჩინე.... არ გამკვირვებია, ვიფიქრე ბიზნესმენები ერთმანეთს იცნობენ მეთქი, ნეტა ბექა და ალექსანდრე თუ იცნობდნენ ერთმანეთს?............. რატომღაც დავეჭვდი,იქნებ იცოდა ბექას ამბავი ალექსანდრემ?.......მის შესახებ რამე რო მეკითხა შეიძლებოდა ეჭვი გასჩენოდა,დარწმუნებული არაფერში ვიყავი, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე
ალბათ ერთი საათი მაინც ეძებდა ალექსანდრე თოვლში ბეჭედს, ბოლოს როგორც იქნა სახლში შემოვიდა და ჩემ პირდაპირ დადებულ სავარძელში მოკალათდა, ხელები ბუხარს მიუშვირა გასათბობად, გაყინულიყო,ტუჩები გალურჯებოდა და ერთიანად კანკალებდა
-მეტყვი რატოა ის ბეჭედი შენთვის მნიშვნელოვანი?
-პირადულია....
-ხო მაგრამ სანამ არ მეტყვი არ დაგიბრუნებ უკან.კმაყოფილი სახით აათამაშა ხელში
-სად იყო? სიხარულით ფეხზე წამოვხტი და ხელი გავუშვირე
-დაბრძანდით ქალბატონო, სანამ არ მეტყვი რა არის ამ ბეჭედში განსაკუთრებული მანამდე ვერ მიიღებთ!
-ჩემთვის ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარია
-ანუ შეყვარებულის? თვალებმოჭუტულმა გამომხედა
-დაახლოებით
-ვერ გავიგე
-ოოო ალექსანდრე რა გინდა? დამიბრუნე უკან
-სიმართლის მოსმენა....
-არ მინდა მაგ თემაზე საუბარი!
-მაშინ ვერ მიიღებ ბეჭედს. სიბრაზისგან წამომახურა
-ნიშნობის ბეჭედია..... ახლა კი დამიბრუნე. ვცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა,მაგრამ ხმაში სიბრაზე უკვე მემჩნეოდა
-დანიშნული ხარ? მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
-დიახ,ახლა კი უკან დამიბრუნე.უსიტყოდ გადმომცა, თვითონ კი ბუხარში დანთებულ ცეცხლს მიაშტერდა თითქოს სადრაც შორს იყურებოდა,კარგა ხანს ვდუმდით,სითბოში ძილი მომერია
-სახლში წასვლის დროა. ფიქრებში გართული ჩემი ხმის გაგონებაზე გამოფხიზლდა
-სავახშმოდ არ დარჩები?
-არა სახლში მეჩქარება,თან საკმაოდ ხანგრძლივი სტუმრობა გამომივიდა თქვენთან
დავემშვიდობე მარი დეიდას,ალექსანდრეს მანქანაში მოვკალათდი და დაველოდე როდის დაიკავებდა თავის კუთვნილ ადგილს.მანქანაში სასიამოვნო სითბო იყო,ძილი მომერია მაგრამ თავი შევიკავე.... ორივე დუმილს ვამჯობინებდით,უსიტყოდ მიმიყვანა სახლამდე, დამშვვიდობებისას კი გულში შენახული შეკითხვა მაინც დამისვა
-ვინააშენი საქმრო? .... ან სადაა?
ამ უკანასკნელზე პასუხი ნამდვილად არ მქონდა, თვითონაც მაწუხებდა იგივე შეკითხვა "სად იყო"..... ვერაფერი ვუპასუხე გავშრი, ჩემი სახის გამომეტყველებიდან მიხვდა რო უხერხული შეკითხვა დასვა, ბოდიში მოიხადა და უკან გაბრუნდა
-მადლობა დღევანდელისთვის. ჩუმად წარმოვთქვი სიტყვები, ისე რო ვერც გაიგონებდა, მანქანა დაძრა და სწრაფად გაშორდა იქაურობას




***
ახალი წელიც ახლოვდებოდა,ისევე მოუთმენლად ველოდი როგორც ბავშვობაში, რადგან მჯეროდა თუ ახალი წლის ღამეს სურვილს ჩავიფიქრებდი ამიხდებოდა.
წელსაც ისეთივე ხალისით ვრთავდით ნაძვის ხეს მე და ანუშკა როგორც დანარცენი 7წლის მანძილზე, ყოველთვის დავა გვქონდა სათამაშოების შერჩევაზე,ყველაფერში "მინიმალისტი" იყო,არ უყვარდა გადაჭარბებული არაფერი,მე კი კაშკაშა და ლამაზად მორთული ნაძვის ხე მერჩივნა.
ახალ წელს აუცილებლად ერთად ვხვდებოდით,ძირითადად ჩვენ ორინი ჩემ საძინებელში ფილმის ყურებით ვირთობდით თავს,მაგრამ წელს მატება გვქონდა,თომაც ჩვენთან ერთად იქნებოდა,ამიტომ სხვა გასართობი უნდა გვეპოვნა
-რამე მოიფიქრე? ანუშკამ მკითხა როდესაც ნაძვის ხის მორთვას მოვრჩით
-იცი რას ვფიქრობ,ახალი წლის მეორე დღეს ბაკურიანში ხო არ წავსულიყავით?
-არ გაგვიშვებენ
-წინასწარ ვერაფერს ვიტყვით
-ხო მაგრამ მაინც არ გაგვიშვებენ.პესიმისტურად იყო ანუშკა განწყობილი
30 დეკემბერი,დაახლოებით საღამოს 5საათი იქნებოდა, მე და დედა ახალი წლისთვის კერძებს ვამზადებდით,როცა კურიერმა ამანათი მოგვიტანა,ჩემ სახელზე იყო საკმაოდ დიდი და ლამაზად შეფუთული ყუთი.არანაირი ბარათი ან რამე წერილის მსგავსი არ ჰქონდა, ამიტომ გახსნის მეტი არაფერი დამრჩენოდა
-ხვალამდე მოითმინე და მერე გახსენი.
-ინტერესით ვკვდები,ნეტა რა დევს შიგნით....
-ნუ ხარ სულსწრაფი,მოითმინე,ახლა კი წამოდი და ნამცხვრის გამოცხობაში დამეხმარე.
-იქნებ საახალწლო საჩუქარი არაა? ვცდილობდი დედა დამეყოლიებინა და გამეხსნა, ზუსტად იმ დროს ანუშკაც შემოგვიერთდა,დაინახა რა ყუთი მასაც ნერწყვები მოადგა პირზე,ორივე ვეხვეწებოდით ნატას ყუთის გახსნას, აგრამ ისე გაჯიუტდა მთელი საღამო სამზარეულოში გამოგვკეტა.
უკვე დაძინებას ვაპირებდით სასტუმრო ოთახიდან ხმაური რო შემოგვესმა,ანუშკა გასაქცევად მზად იყო,მე კი ხელი დავავლე და იქით წავიყვანე საიდანაც ხმა მოისმოდა
-იქნებ ქურდია?...ან უარესი... მკვლელი რო იყოს?
-საშინელებათა ფილმებს ნუ უყურებ,ვერ ხედავ ფსიქიკა გაქვს დანგრეული.გაბრაზებულმა შევხედე და მაგრად ჩავაფრინდი ხელში რო არსად გაქცეულიყო (შიში ოხერია)
სასტმრო ოთახში სწრაფად ავანთე დენი,ის იყო კივილი უნდა დამეწყო რო ცარიელი დამხვდა იქაურობა
-ნუთუ გაიქცა ქურდი? ანუშკა ისევ აკანკალებული ჩემ ზურგს უკან იდგა
სათითაოდ შევამოწმე ფანჯრები მაგრამ არანაირი გატეხვის ან გაღების მცდელობის კვალი არ ემჩნეოდა. ისევ მოგვესმა ხმა.თითქოს რაღაც გამოძრავდა ოთახში,ახლა უკვე მეც შემეშინდა და რომელი რომელს ვეფარებოდით ღმერთმა იცის.
-იმ დიდ ყუთში რა არის? შეშინებულმა ძლივს იკითხა
-არ ვიცი...
-მეჩვენება თუ მოძრაობს?
-არ ვიცი...
-იქებ შიგნით რამე სულიერია?
-არ ვიცი....
-ახლა ის მომენტია როცა უნდა ვიკივლოთ? შიშსგან ხმას დაუწია ანუშკამ
-არ ვიცი... გაშტერებული მივჩერებოდი ყუთს,რომელიც თითქოს ჩვენსკენ მოდიოდა
-ნატა დეიდაააააა.... კივილი მორთო,პირზე ხელი რო არ მიმეფარებინა დედას და მამასაც გააღვიძებდა,მერე კი ნატასგან საყვედურები არ აგვცდებოდა
-რა გაყვირებს გოგო!გავხსნათ ყუთი და ვნახოთ რა არის შიგნით.
აქამდე თუ მისი გახსნის სურვილი მკლავდა ახლა შიშისგან სულ არ მინდოდა მივკარებოდი,ხელის კანკალით გავხსენი,პირველი რაც თვალში მომხვდა ჰელიუმის ბუშტები იყო,სწრაფად ამოცვივდა ყუთიდან,მერე დიდი ბაფთა გამოჩნდა რომელიც პატარა ლეკვს ეკეთა.
პირი ღია დამრჩა,ნუთუ ამ გალეულმა ლეკვმა შეგვაშინა?...... ისეთი საწყალი სახით იყურებოდა შემეცოდა,ახლოს მისვლის კიდე შემეშინდა,ჰაერში გამოკიდებულმა ყეფა დაიწყო,რაზეც ანუშკას უფრო მეტად შეეშინდა და ოთახიდან გიჟივით გავარდა.ნელა მივჩოჩდი ლეკვთან,ის დიდი ბაფთა და ბუშტები მოვხსენი,მერე მოვეფერე,პატარას ისეთი საყვარელი თვალები ჰქონდა, კარგი სუნიც აზდიოდა,დაბანილი და სუფთა იყო,ფაფუკი ბეწვიც ამშვენებდა,"ავჩარკა გოგო"იყო,აიკლო მთელი სახლი.
არ ვიცოდი სად წამეყვანა, ამიტომ ისევ თავისივე ყუთში ჩავსვი და ჩვენ ოთახში შევიყვანე.

31 დეკემბერი,საღამოს 9საათი.
დედას სუფრის გაშლაში ვეხმარებოდით,მამა და თომა საღამოსთვსი ღვინოს არჩევდნენ, ჩემი ლეკვი კი ბუხართან მოკალათებული ტკბილ ზმანებას მისცემოდა.
დედაც ჩვენსავით გაკვირვებული იყო ამ საჩუქრით,ადრესანტის ვინაობა არ ვიცოდით,ნატასთვის არც მითხოვია რო დაგვეტოვებინა,თვითონვე მოითხოვა აქ დარჩესო.
სუფრა თორმეტ კაცზე გავშალეთ,არ ვიცოდი სტუმრებს თუ ველოდით,დედამ წესისამებრ საჩუქრები დააწყო ნაძვის ხესთან,დაგვემუქრა არ გახსნათ თორე მშივრებს დაგტოვებთო (შუადღიდან მოყოლებული არაფერი გავჭამა),ამ ჯერად დავემორჩილეთ...
11:56წუთი იყო რუხაძეების ოჯახი რო გვესტუმრა,მათ ყველაზე ნაკლებად ველოდი,შემდეგ ნათლიაჩემი,მისი მეუღლე და პატარა თეკლა გვეწვივნენ.
პირველი ახალი წელი იყო ასეთი ფართო მაშტაბის სტუმრიანობა რო გვყავდა,ყოველთვის მოკრძალებულად აღვნიშნავდით.
მხოლოდ ჩვენ სამნი და ანუშკა!
საჩუქრები ყველასთვის ჰქონდა დედას ნაყიდი,სათითაოდ დაგვირიგა, შემდეგ უფროსი რუხაძე წამოდგა ფეხზე, ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, ბოლოს კი დააყოლა რო ბავშვებისთვის საჩუქარი ჰქონდა,ბაკურიანში სამ დღიანი ტური სრულიად დაეფინანსებინა,თავიდან გაგვიკვირდა,არც თავის შვილები ელოდნენ ამ საჩუქარს,მადლობა გადავუხადეთ გულუხვობისთვის,ნამდვილად არ იყო ვალდებული ჩვენთვის დასვენება მოეწყო....
-აკია გითხარი ბაკურიანში წავალთ მეთქი!ანუშკას ჩუმად გადავუჩურჩულე.
-არამგონია გამომიშვას დედამ
-ნატა მოაგვარებს მაგ საქმეს
-არ ვიცი...
-შენ ნატას კარგად არ იცნობ,უბრალოდ მენდე!კმაყოფილმა ვუთხარი
ახალგაზრდები მალე ავიშალეთ სუფრიდან,ალექსანდრე და ვიკა(თავის და) გავაცანი ბავშვებს,თომამ აიჩემა სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთო,არც ახლა მინდოდა რამის თამაში,მაგრამ როგორც ყოველთვის მხოლოდ მე მქონდა განსხვავებული აზრი,ამიტომ უმრავლესობამ გაიმარჯვა.
თუკი რამე საშინელება შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმ პირობებში ყველაფერი მე შემხვდა, ანუშკამ კარგად იცოდა ჩემი სუსუტი წერტილები და სწორედ ასეთ დროს იყენებდა ამ შანს...
-დაქალი მაინც არ იყო ხო მოგკლავდი.გაბრაზებული ვბუზღუნებდი და იატაკზე გაშოტილი სულს ძლივს ვითქვამდი
ალბათ გამთენიის 5საათი იქნებოდა რო დავიშალეთ, შეზარხოშებული ანუშკა ჩემ ოთახში გულაღმა იწვა,მთელი საწოლი დაეკავებინა,მე კი სასტუმრო ოთახში დივანზე მომიწია ძილი


***
ბედობას უნდა წავსულიყავით ბაკურიანში,ნატამ მოახერხა ანუშკას დედის დაყოლიება და მასაც შეეძლო ჩვენთან ერთად წამოსვლა,თომაზე პრობლემა არასდროს ყოფილა....
ყველაზე თბილი ტანსაცმელი ჩავაწყვე,წამლების მთელი დასტა მოვიმარაგე,ყოველი შემთხვევისთვის ალერგია რო დამწყებოდა,საკუთარი თავისთვის მე თვითონ უნდა მეშველა.
დილით 9 ხდებოდა ალექსანდრემ რო გამოგვიარა, ანუშკამ აიჩემა თომა დამიჯდეს გვერძეო, ამიტომ წინ მომიწია ალექსანდრესთან ჯდომა.
-ვიმედოვნებ თხილამურებზე სრიალი იცი. მოსიარულე ირონიამ დილიდანვე დაიწყო ჩემ ნერვებზე თამაში
-ვიცი! მთელი ბავშვობა დავყავდი მამას ბაკურიანში, ამიტომ გოგოს კვალობაზე კარგად ვფლობდი სპორტის ამ სახეობას.
-ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ შენ "სპორტულობას".......ხო მართლა შენთვის საჩუქარი მაქვს.პარკი მომაჩეჩა ხელში
-რა არის? გამიკვირდა,არ ველოდი მისგან საჩუქარს
-დაგჭირდება.
პარკიდან hello kitty-ს ვარდისფერი ხელთათმანები ამოვიღე
-მოგწონს ხო?
-შენი ორიგინალურობა პირდაპირ მაოცებს.სიცილი ძლივს შევიკავე
-არადა გამყიდველმა მითხრა თუ ბავშვია მოეწონებაო.... ვითომ დანანებით ჩაილაპარაკა
მთელი გზა აღარ იცოდა როგორ დაეცინა,თავისი ინტერპრეტაციებით ჩვენი გაცნობის ამბავი მოყვა,უკან მჯდომები სიცილით იგუდებოდნენ მე კიდე ალექსანდრეს ვეჩხუბებოდი.
ბაკურიანში სასტუმრო"კრისტალში"დავბინავდით, დიდველის საბაგირო სადგურამდე რამდენიმე წუთის სავალზე ვიყავით,ყველაზე კარგი და თვალშისაცემი მაინც აუზი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა რო საცურაო კოსტუმები არც ერთს არ გვქონდა დარწმუნებული ვიყავი ყველას გაუჩნდა იქ ჩასვლი სურვილი.ერთ ოთახში დავბინავდით გოგოები.
საღამოს საბილიარდოში შეკრებილებს ალექსანდრემ სუპერმარკეტში მთხოვა წაყოლა,მეც მინდოდა ამიტომ სიამოვნებით გავყევი.შოკოლადების სექციაში ალბათ 10 წუთი მაინც ვიდექი
-რას აკეთებ?გაკვირვებული მიმზერდა თანმხლები
-ვფიქრობ
-რაზე?
-შენზე ალექსანდრე!.....შოკოლადზე ვფიქრობ, რომელი ავიღო არ ვიცი
-დიდხანს უნდა იდგე ეგრე?
-მანამ სანამ არ ავირჩევ რომელი მინდა
-მაგას რამდენი ხანი დასჭირდება
-დაზუსტებით ვერ გეტყვი. ჩაფიქრებული სახე მივიღე
-ნანუკა! ნუ მაიმუნობ და აირჩიე....
-დამაცადე ვფიქრობ!
ნერვებ მოშლილმა კალათაში ყველანაირი შოკოლადი ჩაყარა და სალაროსკენ წავიდა
-ოჰო... ეს რაღაც ახალია. უკან გავეკიდე პატარა ბავშვივით.
მარკეტიდან გამოსულებს თვალში შავი ავტომანქანა მომხვდა,ნომრებზე თოვლი ჰქონდა,ამიტომ გამიჭირდა მისი დანახვა,როგორც კი მანქანაში ჩავჯექით და ადგილიდან დავძარით მანაც იგივე გაიმეორა,უკან გამოგვყვა....
ალექსანდრეს უჩვეულოდ მშვიდი მზერა ჰქონდა, ვაკვირდებოდი მის რეაქციებს,წარბი არ შეუხრია,ვიფიქრე მე მეჩვენება რაღაც მეთქი,მაგრამ როცა მანქანამ გაგვისწო და წინ გადაგვიდგა,მკვეთრი დამუხრუჭებისას თავი მინას მივარტყი,მაშინ კი მივხვდი რო არაფერი არ მეჩვენებოდა
ალექსანდრეს ძარღვები დაეჭიმა,სიბრაზე მოეძალა და მანქანიდან ყვირილით გადავიდა, მესმოდა როგორ ჩხუბობდა,ზუსტად რას ამბობდა ვერ გავიგე,ვცადე გონს მოვსულიყავი, მანქანის კარი გამოვაღე და ძლივს გადავედი,ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი.
ალექსანდრეს გავხედე რომელიც მძღოლს გაცხარებით ესაუბრებოდა,მისკენ წავედი,მან კი ადგილზე დარჩენა მთხოვა,მალევე დაბრუნდა თვითონაც
-როგორ ხარ? ჩემ პირდაპირ დადგა
-თავი მტკივა საშინლად?
-საავადმყოფოში გინდა წავიდეთ?
-არა თავისით გადამივლის.....
-მაშინ უკან დავბრუნდეთ
-რა უნდოდათ? მოპირდაპირე მანქანაში მჯომისკენ ვანიშნე......
-შენი შეშინება არ უნდოდა.ხმაში მღელვარება შეეპარა, ვერ მივხვდი რა იგულისხმა.
მის ზურგს უკნიდან თოვლის ხრაშუნი მომესმა,აშკარად ჩვენსკენ მოდიოდა ვიღაც
-რა ხდება? გაკვირვებუულმა შევცედე
-თვითონ ნახავ..... ჩუმად მითხრა და გვერდით გაიწია
შავი სილუეტი ნელა მოემართებოდა ჩვენსკენ,ზუსტად ისეთი სიარულის მანერა ჰქონდა როგორც ბექას,მანქანის ფარების მკვეთრი სინათლის გამო ვერ ვარჩევდი მის სახეს.
თან და თან ნაცნობი სურნელიც შევიგრძენი,მონატრებული სურნელი უფრო ტკბილი აღმოჩნდა............
გონებაში დალაგებული აზრები ერთმანეთში აირია,გულმა ისევ ზღვასავით ღელვა დაიწყო,თითქოს აბობოქრდა ჩემში მიწყნარებული გრძნობები,ერთიანად დამცხა,ისევ ის განცდა დამეუფლა რასაც ბექას დანახვისას ვგრძნობდი....
"სადაც სიბნელეა იქ შეიძლება სინათლეც იყოს" გონებაშ ამომიტივტივდა ეს სიტყვები
რამდენიმ წამიც და უკვე ახლოს იდგა ჩემთან....
მისი რიტმული გულისცემის ხმა უკვე მკაფიოდ ჩამესმოდა ყურში
ღამეზე უფრო ბნელი თაველბი ამ ჯერად უელავდა!



№1 სტუმარი Guest bubu

vaime ra kargi iyoo, veli axal tavs

 


№2 სტუმარი Guest ნინაკა

ძალიან კარგიბიყოოო

 


№3 სტუმარი Guest takko

Dzalian kargia

 


№4  offline წევრი lola

Guest bubu
vaime ra kargi iyoo, veli axal tavs

Guest ნინაკა
ძალიან კარგიბიყოოო

Guest takko
Dzalian kargia

მიხარია თუ მოგეწონათ heart_eyes ვეცდები ახალი თავი მალე დავდო

 


№5  offline წევრი (❤marikuna❤)

გმერთოოოოოო:))უკვე ცუდად ვარრრრრ:)) ძაან ძაან მაგარია.... მალე დადე გთხოვ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent