შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 17-18 თავი


25-08-2017, 23:06
ავტორი zia-maria
ნანახია 1 523

სამუშაო საათები დასრულდა და საავადმყოფოდან გამოსული,ჩანთით ხელში მისი მანქნისკენ მიდიოდა,რომ უეცრად გული აუჩქარდა.ვერ მიხვდა რა ხდებოდა,რა ემართებოდა.ვერ ხვდებოდა,მაგრამ მისი გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა.თავბრუ დაეხვა,თვალებში დაუბნელდა და ბუნდოვნად ხედავდა მის წინ თმაგაშლილ ქალს.გრძნობამ გაიღვიძა,თვალებმაც დაეწმინდა და გახედა ქალი ამაყად,მაგრამ მისკენ ნელი ნაბიჯებით მოდიოდა ღიმილით,იმ ღიმილით რომელიც მზესავით ათბობს სამყაროს.მოდის და ნიავი თმებზე ეალერსება,კაბას კი ნაზი სიო უფრიალებს.სული აუკვნესდა,მკერდში ტკივილიც იგრძნო და გაოგნებული გაჩერდა,ადგილზე გაიყინა,ნაბიჯი ვეღარ გადადგა,ვერ მიუახლოვდა ახლოს,გაშეშებული იდგა და სურნელი კი მისი თანდათან ახლოვდებოდა.შეეჩვია მასზე ფიქრს და მირაჟიც დგას მის წინ ისე თითქოს ცოცხალი არსება იყოს,მაგრამ არა,ეს არ იყო მირაჟი,არც ოცნება,მის წინ რეალურ ცხოვრების რეალური კადრები იშლებოდა.წამები-წამებს ცვლის და წუთები-წუთებს და აი მოხდა ის,რომ მისი სიმარტოვე აღარ იყო მასში,მას ჩურჩული აბრუნებს რეალურ სამყაროში.
---შენზე ფიქრებმა და ოცნებებმა,თავად მითხრეს ახლოს მოვსულიყავი.
---ელი?გავგიჟდი უშენობით თუ აწი ვგიჟდები.
---ძნელია როცა მონატრება მთელ შენს ორგანიზმს არის მოდებული და სიშორის გამო,მას ვერ ნახულობ.ძნელია, როცა ტკივილი გუდავს შენს სუნთქვას.ამ უსინდისო ცხოვრებას უნდა ჩქარა გალიოს დრო,მე კი უკვე მონატრებას ვეღარ ვუძლებ.არ მინდოდა,სადღაც დავრჩენილიყავი წიგნის წომელიმე ფურცელზე,მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი და შენს გვერდით მეგრძნო თავი რეალურ სამყაროში.
---ელი შენ ჩამოხვედი, ისე რომ არაფერი არ მითხარი და ახლა აქ ხარ,ჩემს წინ და შენი ხმა მე შორიდან არ მესმის?
---იცი რამდენჯერ ამატირა სევდამ და მონატრებამ?იცი რამდენჯერ გამაცინა მწარედ?ბევრჯერ ილუზიებიც მარტომ ვქარგე და მთვარეს მაინც ვერ მივწვდი,უშენოდ არც მინდოდა მთვარესთან მისვლა,იქ უშენოდ სიცივე იყო,გული ვერ გავითბე,უშენოდ არ გათბა.აი ახლა კი თვალმაც გიხილა და გულმაც შეგიგრძნო და მეშინია შენი შეხების.რადგან მეშინია ესეც სიზმარი არ იყოს.ნუთუ შენ მართლა ჩემს წინ ხარ?შეეხო და გულში ჩაიკრა მონატრებული სიყვარული.ელის ცრემლი მოერია ხრისტოს შეხებისას,მისი სუნის შეგრძნებისას და უთხრა.
---სულში ჩემი სურვილები შემომეპარა,უშენობამ სევდა გაამძაფრა ჩემში.გულს ვიმშვიდებ შენი კოცნა რომ მახსენდება და ჩემს ტუჩებზე თითებს ვისობ.შენთან მინდა,უშენობით ნატკენი გული შენთან ყოფნას ღმუის.შენით შემოიჭრა ჩემს ნატკენ სულში მზიას სხივი და მთელ სხეულს ჟრუანტელად მოედო.შენ ჩემი სულის საბადო ხარ,იცი რატომ?იმიტომ რომ ჩემს სულს ნეტარებად ედები.ჩემში,ჩემი ცრემლების მიზეზიც შენ ხარ,ალბად ერთ დღესაც ვეღარ გაუძლებ მარტოობით გამოწვეულ ტკივილს და შენს სახლამდე მოსასვლელი ბილიკს გულის ფრიალით გავივლი და შენი სახლის კართან დავეცემი.შენი შეხედვა იმ დროს,სულში ჩემს სურვილებს ამიყვავებს.უშენობა ჩემთვის უზარმაზარი სევდაა,შენთან მინდა და შენი კოცნა მინდა,ჩემს ბაგეებს რომ ადნება როგორც მარმალადი.ისე ჩაიძირენ თავიანთ სამყაროში,ირგვლივ ვერავის ამჩნევდნენ.სპირომ და იანიმ ღიმილით გაეცალა ორივეს და უჩუმრად გაიპარნენ იმ ადგილიდან,ხრისტოს კი შეტყობინება გაუგზავნა სპირომ.გაიგონა შეტყობინების მისვლის ხმა,მაგრამ ახლა განა ამის დრო იყო,რომ ტელეფონი ეძებნა?
---ნუთუ,ეს სიზმარი არ არის და ჩემი ნატვრა ახდა?
---აგიხდა საყვარელო,მე შენს წინ ვდგევარ.უთხრა ღიმილით ელიმ
---იცი ახლა რა მინდა?
---ნუთუ,რამის სურვილი გაქვს?ეშმაკურად უთხრა ელისომ.
---ნუ მაგიჟებ ელისო.ახლა მხოლოდ შენი მოფერების და კოცნის სურვილი მაქვს,შენი თმების სურნელი მინდა შევიგრძნო.არა,არ დავთმობ არასოდეს ჩემს ბილიკებზე შენთან ერთად ბედნიერ დღეებს და გავუყვები დაგრეხილ ბილიკებს იმ იმედით,რომ მე შენს გარეშე არ დავბერდები,მიყვარხარ ელი.გეფიცები შენს გამო ყველაფერს დავთმობ,შენი ღიმილი შენ არ იცი ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა.გულს ვერ მოატყუილებ ელი მან ყოველთვის ზუსტად იცის, ვისთვის ცემს ასე ძლიერად.
---შენი მონატრებით,მეც სული დამელია,გულმაც ვერ გაუძლო ამ მონატრებას და აი შენამდე მოვიდა.შენი ღიმილი მომენატრა და აი გავაღე სევდის შემოდგომა და ნება მივეცი ცივ ზამთარშიც კი იყვავილოს ჩვენმა სიყვარულმა.შენთან მოვედი და მინდა ისეთი სიყვარული გაჩუქო,რომელსაც მხოლოდ ყვავილების სურნელი ექნება,დაყნოსავ თუ არა სიყვარულის სურნელი დაგათრობს.ვიცი,რომ სიყვარულს ცრემლიც და ტკივილიც მოაქვს,მაგრამ სიყვარული ცრემლის და ტკივილის გარეშე,ბრძოლის გარეშე ვინ ნახა.ყველაფერი ცუდი გაივლის და სიყვარული იმარჯვებს ბოლოს,მინდა შენს გულში მუდამ ვენთო სანთელივით.მაგრამ არა ისე,რომ წამიერად აინთოს და მალე ისევ ჩაქრეს,დღეები კი რუხი და მოსაწყენი გახდეს.პირიქით,ფართოდ გავაღოთ გულის კარები.
---იცი შენი თითოეული სიტყვა,ჩემს სულს რომ წვდება?იცი რომ ჩემი გულიც და სხეულიც მუდამ შენს ნატვრაშია?ის როგორც მკურნალი,შენ ისე გელის.ყური დაუგდე,გესმის?ნახე ის შენ გეძახის.დღეს მე შენ უშენობა ამომივსე და მარტოობისთვის განწირული თვალებში საუკუნო სიყვარული ჩაასახლე.შენი ბარგი სად არის ელი,ან აქ ვინ მოგიყვანა?
---სასტუმროშია,იქ დავტოვე.უკან გაიხედა ელისომ და ის ადგილი ცარიელი დახვდა,სადაც იანი და სპირო დატოვა.გაეცინა და სიცილით უთხრა ხრისტოს.-წასულან,სულ გადამავიწყდა,ისინიც აქ რომ იყვნენ.სპირომ და იანიმ მომიყვანა აქ.
---სპირომ?იურისტმა?
---ხო და იანიმ სასტუმროს მფლობელმა.
---მე რატომ არ შემატყობინა სპირომ შენი ჩამოსვლის შესახებ ან შენ რატომ არ მითხარი არაფერი?
---მერე ასეთი სიურპრიზი,ხომ აღარ იქნებოდა?მანქანის კარები გამოუღო ელისოს და სახლში წავიდნენ.ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა.დიახ,დიახ აქ სასაცილო არც არაფრრია,სწორად მიუხვდით ავტორს რისი თქმაც უნდა.ხრისტოს უნდოდა განმარტოვება მის საყვარელ ადამიანთან და წუთებს ითვლიდა სახლში როდის მივიდოდა.ნეო-კოზმო,ფოტომარა და აი მესამე სართულზეც ააღწიეს და 5 წუთით სიჩუმე ჩამოვარდა,ორივე ერთმანეთს მისჩერებოდა უკვე ხმაურიანად სუნთქავდა,ორივეს ერთმანეთის გულის ცემა ესმოდათ,მიუახლოვდა და ხელები ნელა-ნელა იწყებს მოძრაობას.ახლოს მიიწია,თვალებში შეხედეს ერთმანეთს და მონატრებული სუნით გაბრუებულმა ელიმ თვალები დახუჭა ხრისტომ კი მის ბაგეებს ნაზად შეეხო,შემდეგ კი უფრო ვნებიანი გახდა კოცნა და სიამოვნებისაგან გაბრუებული მის ნებას მიყვა.
ვდუმვარ,მსიამოვნებს მისი ხელები ჩემს სხეულზე,სიამვნებაზე კი უარის თქმა არ მიყვარს.ხელებს მიჭერს და თავისკენ მექაჩება,ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა და იმ წუთს ყველაფერზე თანახმა ვარ.ტუჩების დაგემოვნების შემდეგ,ყელზე გადადის და შემდეგ მკერდზე ჩამოდის მისი თბილი ხელები.თავს ისევ მაღლა წევს და ყურის ბიბილოზე მსუბუქად მკბენს.უკვე აღარ მაინტერესებს აღარაფერი,მაისურზე ვექაჩები და ჩემსკენ ვწევ,მონატრებულ ბაგეებს ვაკვდები და სხეულით სხეულზე ვეკვრი.ნელა-ნელა კაბას მხდის და მისი გახურებული ხელები მედება შიშველ სხეულზე,რომელსაც ჭკუაზე გადავყავარ.უკვე აღარ შემიძლია თავის შეკავება და მეც მთელი ჩემში მოზღვავებულ ვნებას ვაფრქვევ მის წინაშე.ყელიდან დაბლა ჩადის და კბილებს მკერდზე მასობს,რომელიც თვალებს მიბნელებს და ვეღარ ვგრძნობ სად ვარ და რას ვაკეთებ.არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა ამ განცხრომაში,მხოლოდ ის ვიცი,რომ დაღლილები და ძალა გამოცლილები ერთმანეთს ვეხუტებით,მკერდზე მადებს თავს და ცდილობს სუნთქვა დაიმშვიდოს.ჩემი ოცნებებში წარმოსახული შეხვედრა ზუსტად ისე იქცა რეალობად,როგორც წარმომედგინა.მე უბედნიერესი ვარ და მაბედნიერებს ის რომ,ხრისტოც ბედნიერია.დაწყნარებულ გულზე ხრისტომ ყველა მოიკითხა.
---ყველა კარგადაა,სიახლე გვაქვს.მიშოს და თინის პატარა ეყოლებათ.
---უუუფ კარგია პატარა,როდის?სიხარულით იკითხა ხრისტომ.
---ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონი ზაფხულზე.
---ბედნიერებაა,პატარა ოჯახში.თქვა და ეშმაკური ღიმილით შეხედა ელის.
---რას მიყურებ ასე?არც მე ვარ წინააღმდეგი,ეს ხომ უფლის საჩუქარია.
---მიყვარხარ,რომ უთქმელად გესმის ჩემი.
ნამდვილ და წრფელ სიყვარულს ბედნიერი დასასრული არ აქვს,ნამდვილი სიყვარული არასოდეს არ მთავრდება,ის უფრო ვნებიანი და გიჟური ხდება.მეორე დილით ადგა ორივე და სასტუმროდან მისი ნივთები წამოიღო და ხრისტოსთან დასახლდა.შემდეგ სტელაც მოინახულა და ციცოსგან და ვახოსგან მისთვის გამოტანებული,საგანგებოს შერჩეული საჩუქარი გადასცა.ერთ საღამოს კი სამსახურიდან დაბრუნებულმა ხრისტომ უთხრა.
---მოემზადე ელი ჩემი სამეგობრო უნდა გაგაცნო.ჩვეულებრივად ჩაიცვა არავiთარი ზედმეტად გამოპრანჭვა,ელის ისედაც არ უყვარდა ზედმეტად გადაპრანჭვა.როგორც ყოველთვის ხრისტოს დიდი მოლოდნით ელოდნენ,ის ხომ ყოველთვის აგვიანებდა მათთან მისვლას.აი როგორც იქნა გამოჩნდა და ყველა გაკვირვებული და გაოცებული უცქერდნენ ელისოს.მისი იქ ყოფნა არცერთმა არ იცოდა,ეს სიურპრიზად შემოუტოვა სამეგობროს და ღიმილით წარუდგინა მეგობრებს ქალი,რომლოს გამო დიდი ტკივილი გამოიარა.
---გამარჯობათ და გაიცანით, ჩემი ელი.ყველამ თბილად მიიღო ელისო და ისიც მოეშვა,აღარ იყო ისეთი დაძაბული,როგორც დასაწყისში.ისაუბრეს,იცინეს და გვიან დაიშალნენ.ასე გრძელდებოდა მთელი ათი დღე და წასვლის წინ როცა ორივეს ისევ ტკიოდა განშორება,ელიმ ახლოს მივიდა და უთხრა.
---ჩამეხუტე რა,რაღაც მინდა რომ გითხრა.
---რა?ჩახუტების გარეშე ვერ მეტყვი?
---არა,შენ უბრალოდ მომისმინე და მე ვისაუბრებ.
---უკვე გისმენ,მაგრამ გეტყვი რომ მაშინებ.
---ნუ გეშინია,ეს გაგახარებს.
---მოდი ჯერ სანამ მაგას მეტყვი რაც გინდა რომ მითხრა,მე უნდა გითხრა,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
---ახლა შენ მაშინებ.
---არ ვიცი,როგორ მიიღებ ახლა რასაც მოისმენ,მაგრამ ვფიქრობ ეს უნდა იცოდე ელი.
---ოოოხ,ოხ,ახლა მართლა შემაშინე.
---შენ კარგად იცი,რომ შენ ჩემთვის მთელი ქვეყანა ხარ,ჩემი სამყაროს ნაწილი,ჩემი სიცოცხლის სუნთქვაც თავისუფლად შემიძლია გიწოდო.ათას ქალში,მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ერთადერთი.ჯობია სიამაყე დავკარგო საყვარელი ადამიანის გამო,ვიდრე საყვარელი ადამიანი დავკარგო სიამაყის გამო.
---გაჩუმდი აღარაფერი არ მითხრა გთხოვ.არ მინდა რამე გულსატკენი მითხრა,არაფლის მოსმენა არ მინდა.შემდეგისთვის შენ რომ ჩამოხვალ ჩემთან,მაშინ მითხარი,გთხოვ ახლა არა.
---არა ელი.მე ახლა გეტყვი და შენ ჩემს ჩამოსვლამდე იფიქრე.მხოლოდ გთხოვ, კარგად გამიგე რასაც გეტყვი.
---მაშინ ერთი თხოვნა შემისრულე.
---მითხარი რა გინდა მთხოვო.
---ნურაფერს მეტყვი წასვლამდე და გთხოვ,შენი ქართველი მეგობარი გამაცანი,ძალიან მინდა იმ ადამიანს გაცნობა,ვისზედაც ასე დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობ.
---კარგი ხვალ მაინც უნდა წამეყვანე იქ,უკვე იცის შენი ჩამოსვლის შესახებ.მთხოვა მასთან მიგიყვანო და ხვალ გველოდება.ხვალ მის საოცრად გემრიელ კერძებს და ქანჭაპულს გაგასინჯებს.ელისოს გაეცინა ხრისტოს დამახინჯებულად ნათქვამ ქანჩაპულზე და არა ხაჭაპურზე.
---ისე შენ არ გინდა ბერძნული ისწავლო?
---ძნელი სასწავლია,ალბად ნელა-ნელა ვისწავლი.
---თუ მოინდომებ ისწავლი,ლექსიკონი მაქვს მარიამ მომცა ისწავლე რამე ქართული სიტყვებიო,მაგრამ მე თქვენს ენას ვერაფერი ვერ გავუგე,მხოლოდ ქანჩაპული ვიცი ერთი და მეორე გოგო.ელისოს გაეცინა და ხრისტომ გააგრძელა.-ნუ იცინი,მართლა ვერაფერი ვერ გავუგე.სასაცილო კი ის არის,მარიას რომ გავაბრაზებ და მისცხებს ქართულად ჩემს ლანძღვას და მე ვერაფერს ვერ ვგრბულობ,არადა ვატყობ რომ საყვადურებით მავსებს.
---გახსოვს ხოლმე რას გეუბნება?
---კი,რომ გავაწვალებ მეტყვის ხოლმე,რომ გნსესხავ აქლა ანქედან.ელისომ გადაიხარდახა და უთხრა.
---იცი რას გეუბნება?
---არა,რომ ვეკითხები რას ამბობთქო,არ მეუბნება და მიბღვერს.გაეცინა ხრისტოს.
---გიყვარს მისი წვალება?
---კი,მიყვარს რომ აბუზღუნდება.
---ხოდა მიტომ გეუბნება,გცეცხლავ ახლა აქედანო.
---რაო?უნდა რომ დამარტყას?გაუკვირდა ხრისტოს მაგრამ მერე გულიანად იცინა.


მეთვრამეტე თავი.
ახალი დილა კარგად დაიწყო.წამს-წუთი მოსდევს,დღეს-ღამე,სიკეთეს ბოროტება და ასეა უსასრულოდ.ღიმილი რომელიც ორივეს სახეზეა,დღეს იმსახურებს ამ წრფელ ღიმილს.ლამაზი დილაა,თუმცა ამ ლამაზი დილით უკმაყოფილო ადამიანებიც არსებობენ,ადამიანები რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგება და წინ ეღობება ბოროტებას,თავის ცხოვრების წესებს კი თავად ადგენს.არიან ადამიანები,რომლებიც ცხოვრობენ დღევანდელი დღით,რადგან არ იციან ხვალინდელი დღე ექნებათ თუ არა უკეთესი.არიან ადამიანები,რომლებიც აკეთებს რაც შეუძლია,რადგან არ არის დარწმუნებული ხვალ ექნება თუ არა ამის გაკეთების შესაძლებლობა.ასეა ცხოვრება აწყობილი,დღეს გვიჭირს,ხვალ გვილხინს და ზეგინდელი დღე კი უფლისაგან ბოძებული იმედისაა.აქ ხომ ყველა დილა,ყველა ღამე ტკივილისაა.ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოვიდნენ სახლიდან და წავიდნენ იქ,სადაც ელოდათ ადამიანი მოლოდინით სავსე დიდი გულით.
---აი მოვედით.აიხედე მეოთხეზე, ყვავილები რომ აყვავილებულა,ეს მარიას ვერანდა არის.
---რა სილამაზეა ხრისტო.აღშფოთებას ვერ ფარავდა ელისო.ზარი მისცა შემოსასვლელში და აი კარიც გაიღო.მეოთხე სართულზე კარი ღიად დახვდათ,სახლში შევიდა და ჩვეული სიმხიარულეც შეიტანა მასთან ერთად.
---მარია სად ხარ?მომესმა ხრისტოს ხმა და სამზარეულოს კარიდან მეც გამოვედი,გამოვედი და შევხედე ხრისტოს გვერდით გოგონას,რომელიც მხოლოდ სიკეთეს ასხივებდა მისი თაფლისფერი თვალებიდან.ისეთი თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი იყო ჩვენი შეხვედრა,მეგონა ისევ საქართველოში ვიყავი.ელისოს ცრემლი მოერია და მითხრა.
---მაპატიეთ,არ ველოდი ასეთ შეხვედრას.აქ ამ უცხო მიწაზე,უცხო სახლის კედლებში მე ვიგრძენი ნამდვილი ქართული სული,ქართული სამყარო და თვით საქართველო არის თქვენთ თვალებში.თქვენნაირ ადამიანებზე იტყვიან,,,სადაც წავიდა, საქართველო და ქართული სული თანვე გაიყოლაო''. მეც ცრემლი მომერია,მაგრამ ხრისტომ მითხრა ღიმილით.
---მარია შევასრულე სიტყვა და ჩემი ელი მოგიყვანე.ხომ ვარ კარგი ბიჭი.
---ელისო,ელისაბედი.ასე ითქმება ეს სახელი სწორად და არა შემოკლებით ელი.შევუბღვირე ხრისტოს.ის მიჩვეული ჩემს ბუზღუნს და ელისოს მიუბრუნდა ღიმილით.
---ელი ეს კი ჩემი ბუზღუნა მეგობარი მარიაა და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი,მისი პატარა მარიამის ნათლია ვარ.
---ეს ძალიან სასიამოვნოა.სიხარულის დაფარვა არც ელისოს უცდია.
---უკვე წლებია მივეჩვიე ამ სახელს ჩემო გოგო,აქ მარიას მეძახიან.სიმართლე გითხრა, სადაცაა დამავიწყდება კიდეც ჩემი სახელი,როცა ხრისტოს გავაბრაზებ ხოლმე მაშინ მეძახის ჩემს სახელს.ორივემ გულიანად გაიცინა.
---ჩემზე გითხრა ახლა რაღაც,ხო?მიუბრუნდა ხრისტო გულიანად მომცინარე ელისოს.
---არა,არაფერი ისეთი რაც შენ არ იცი.უთხრა ღიმილით ელისომ და თვალი ჩაუკრა ხრიsტოს.
---ხრისტაკო რა ვქნათ?ნაჭამი ხართ? შევეკითხე მე.
---არა,ნაჭამი არ ვართ,ყავას დავლევ.
---ხაჭაპურს არ შეჭამ?ვკითხე გაკვირვებულმა.
---არა,არ მაქვს დრო.მე წავალ ახლა,რაღაც საქმეები მაქვს,თქვენ კი ისაუბრეთ და რომ მოვალ მერე დავსხდეთ.არ მინდა ხელი შეგიშალოთ საუბარში,თან იცი მაინც ვერ გავიგებ რას საუბრობთ და უმჯობესია მარტო დაგტოვოთ.
---კარგი როგორც შენს საქმეს სჭირდება,მხოლოდ არ დააგვიანო.
---არა,ჯერ ვერ წახვალ ვერსად,სანამ არ მეტყვით როგორ გაიცანით ერთმანეთი.ორივემ ერთმანეთს გადავხედეთ და ორივე წარსულში დაბრუნდით რამოდენიმე წლის უკან. ჩვენი გაცნობა ხომ იუმორით დაიწყო. გამეცინა მე,ხრისრტოს გადავხედე და შევეკითხე.
---როგორ გავიცანით ერთმანეთი,გახსოვს?.
---როგორ არ მახსოვს,ტყუილი სახელით გამეცანი. გაიცინა ხრისტომ.
---არა,მასე არ იყო.შევუსწორე წარბებშეყრილმა.
---ნუ მიბღვერ და თქვი,რატომ მალავდი ნამდვილ სახელს. გამეცინა და გავიხსენე ჩვენი შეხვედრის დღე.
---იმ დღეს ,,ნეო-კოზმოზე'' ვიყავი გასული მეორე ბინაში და იქ გადასასვლელზე გადასვლის დროს,მოულოდნელად გავითიშე და უეცრად მამაკაცის ძლიერი ხელი ვიგრძენი მკლავზე,რომელმაც არ მომცა უფლება წითელზე გამევლო.ეს შენთხვევით მოხდა,შემდეგ გავიცანით ერთმანეთი და სახელი შემეკითხა, რა გქვიათო და მეც დაუფიქრებლად,უნებურად იქით შევეკითხე,რომელი სახელი გითხრა ჩემი ნამდვილი თუ აქ როგორც მეძახიანთქო.
---შენი ნამდვილი სახელი მითხარი,აბა ტყუილი სახელით დადიხარმეთქი?სიცილით თქვა ხრისტომ.ზიააააა ყურჩი ჩამყვირა და ხელი გადამხვია.
---შემდეგ რამოდენიმე თვის შემდეგ,ისევ იმ გადასასვლელზე შევხვდით ისევ ერთმანეთს და იმ დღეს იქვე ახლო მდებარე კაფეში დავჯექით,ბევრი ვისაუბრეთ,დამიტოვა მისი სავიზიტო კარტა და ერთ დღეს როცა ძალიან გამიჭირდა,დაურეკე როგორც ექიმს მოსულიყო ბებიას გასასინჯად.აი აქედან ჩვენი ნაცნობობა გადაიზარდა,კარგ მეგობრობაში.გავიცანი არაჩვეულებრივი ადამინი ხრიატოს დედა და შემდეგ ამდენი წლიანი ნაცნობობის შემდეგ ვიფიქრე და ერთ დღესაც შევეკითხე,არ მინდა ეს კარგი ურთიერთობა აქვე დასრულდეს საბერძნეთში და წლების შემდეგ რომ არ დავიკარგოთ,ამიტომ სურვილი მაქვს,ეს ჩვენი მეგობრობა უფრო მჭიდრო გავხადოთ და ჩემი მარიამი,ჩემი შვილიშვილი უნდა მონათლომეთქი.
---ეს ისეთი მოულოდნელი შემოთავაზება იყო,არ ველოდი და მართლა ძალიან გამიხარდა.ალბად ერთად წავალთ აქედან და მეც მოვნათლავ მარიამს.
---ალბად წლებია აქ ხართ,რადგან ენას ასე კარგად ფლობთ.
---კი,საკმაო წლებია გასული და კიდევ რამდენი გავა ეს არავინმა არ იცის.
---აბა მე წავედი,რადგან არ მინდა სევდიანი ისტორიის მოსმენა.თქვა ხრისტომ ორივეს დაგვემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
---მარტოები დავრჩით,მომიყევი როგორ მოხვდით აქ.
---ძალიან ძნელია წარსულში დაბრუნება,მაგრამ რა გაეწყობა.
ცხოვრების გზა.
--- ჩემი საქართველო,ჩემი სულის ნაწილია,მაგრამ ჩემი რაიონი და ჩემი სოფელი კი ეს სულ სხვა განზომილებაა.სოფელი როხი,აი ამ სოფელში გავიზარდე,მზია მირზას ასული ფერაძე ვისაც არ უნდა შეეკითხო,დახასიათებით მიხვდები ვინ ვარ და როგორი ვარ.წყნრად ვცხოვრობდით,მაგრამ საქართველოში ეკონომიური მდგომარეობა რომ დაეცა და ხალხს გაუჭირდა იჯახების რჩენა,ხსნად უცხოეთის გზა გამოიძებნა,გზა ემიგრაციისკენ.ზოგმა კანონიერი გზით ,,ვიზით'',ზოგმა კი გადმოპარვით და ასე ნელა-ნელა დაცარიელდა საქათველო.ბევრი ღამეები დამჭირდა ფიქრისთვის სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი,და აი დადგა დღე რომ მე მივიღე გადაწყვეტილება გადაჭრით და ემიგრანტების ბედს,ჩემი ბედის ქარავანიც შეუერთდა.ქარავანი რომლის ღუზა ჯერ არ ჩაშვებულა და ის ლოზუნგი დღემდე ფრიალებს ამ ქარავანზე.,,მივდივარ,მაგრამ არ ვიცი როდის დავბრუნდები''.გადაწყვეტილება მივიღე და უკვე ტელეფონის ზარს ველოდებოდი,რომ ერთ დღესაც ეს სატელეფონო ზარიც დაფიქსირდა ჩემს ტელეფონზე და ეს ზარი იყო ჩემთვის ელისო სამყაროს დასაწყისიც და სამყაროს დასასრულიც.უეცრად შემეშინდა,მაგრამ ჩემს თვალწინ გაირბინა ფილმის კადრებივით იმ საშინლად მწარე დღეებმა და კიდევ უფრო მტკიცე გახდა ჩემი გადაწყვეტილება.წამოსვლის დღეს არ დამავიწყდება ჩემი მამიკოს აცახცახებული ნიკაპი,ცრემლიანი თვალები და გაშლილი ხელები,რომ ჩამიხუტა გულში.ერთმანეთს ტირილით ვეფერებოდით და რას ვიფიქრებდი თუ ჩემი ტკბილი და თბილი მამიკოს მოფერება იმ დღეს ჩემთვის უკანასკნელი იქნებოდა.რა ვიცოდი,თუ მამიკოს ბუსკა თბილი ხელები უკანასკნელად მიხუტებდა გულში.რა ვიციდი,თუ მამიკოს ნათქვამ ,,შვილოს'' უკანასკნელად ვისმენდი.რა მეგონა თუ ცხოვრებაში, 35 წლის მანძილზე ჩემი ძლიერი დედიკოს თვალზე ცრემლს პირველად და უკანასკნელად დავინახავდი.რა ვიცოდი,თუ ეს ტკივილი ასე აუტანელი,სასტიკი და გაუსაძლისი გახდებოდა.წამოვედი ჩემო ელისო და დამამახსოვრდა ტირილსგან დაწითლებული თვალები,ჩემი საყვარელი ადამიანისგან ბოლო კოცნა მისი ნერვიულობით გაყინული ბაგეებიდან.ავეკარი მინას ავტობუსში და მანამ ვუცქერდი მათ,სანამ არ გაქრა მათი სილუეტი მხედველობის ჰორიზონტიდან.მოვდიოდი და თანდათან შიში მეუფლებოდა,განა სიშორის შიში?არა ელო.შიში იმისა.რომ ვაი წლებმა თუ ჩამითრია მის ჭაობში,აქ ჩამოსვლის დღიდან-დღემდე,ჩემი ცხოვრება ჩემების მონატრებით იწყება და მათი მონატრებით მთავრდება.
---მზიაკო მშობლები დაგეღუპა?
---დამეღუპა,ისინი აღარ არიან საყვარელო.ორ თვეში,ორივე ერთად დავკარგე და ვერცერთს ვერ მოვეფერე,ვერცერთი ვერ დავიტირე ისე როგორც მათ ეკუთნოდათ.22 თებერვალს მამიკომ დაგვლოცა და ისე წავიდა,22 აპრილს კი დედიკომ გაუყვა გზას მის მოსაძებნად.ორ თვეში,ორივეს დაკარგვა ჩვენთვის ეს ძალიან მძიმე იყო და დღემდე მიჭირს მათ გარეშე ყოფნა.
---აქ გიჭირს ყოფნა,მაგრამ რამე უკეთესობისკენ შეიცვალა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის?
---აქ წამოსვლით,მეგონა სამყაროს გადავატრიალებდი,მაგრამ პირიქითაა ელო.აქ ყოფნამ გადაატრიალა ჩემი ცხოვრება.ჩემი სული სულ პატარა ტბაზე მეფობს და არ ნავარდობს გაშლილ ზღვაში დიდი ფრთებით.ჩავიძირე,მონატრების მორევში ჩავიძირე და
დავმარცხდი.ჯერ-ჯერობით მონატრება მეფობს ჩემში.წავაგე,უძლური აღმოვჩნდი მე ჩემს მონატრებასთან.ჩემში არაფერი არ შეცვლილა,მხოლოდ ემიგრანტულმა ცხოვრებამ შეცვალა ცოტა ჩემი ხასიათი,რომელიც მხოლოდ ტკივილადაა გადაქცეული ახლობლების მონატრებით.ძნელია ერთფეროვნებით ცხოვრება,არ შეიძლება თავი იგრძნო ცოცხალ და სრულყოფილ ადამიანად.კარგავ თავისუფლებას,თითქოს ფრთები შეგაჭრეს და აგიკრძალეს ფრენა,რადგან შენ ემიგრანტი ხარ და შენთვის აკრძალილ ზონაში იმყოფები.
---ძალიან,ძალიან რთულია ნოსტალგიით ცხოვრება.
---ნუ იტყვი,განა ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია?ვიღვიძებთ და ვიძინებთ მხოლოდ ნატვრაში და ცრემლები გვახრჩობს.ჩვენ ტირილის უფლებაც არ გვაქვს და ვცდილობ არ დავეცე.დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა,ვერავის ვერ მოვულბობთ ცრემლებით გულს,მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი ტკივილის გაგება,ვინც იცის რა ძნელია აქ ცხოვრება.ნუ შეეცდები გაგიგოს ტკივილი იმან,ვინც თავად არ იცის ცრემლის გემო,თუ როგორი მლაშეა იგი.აღარ მინდა ამ ტყვეობაში ვცხოვრობდე,მე ვერ ვიტან ჩაკეტილ სივრცეს,იქ ვერ ვსუნთქავ და მახრჩობს უჰაერობა.ჩემი სახლი მინდა,ჩემი ბუხრის კერა და იმ ბუხარში ნაკვერჩხლების ცქერა.
---თქვენს სახეს,ძალიან ეტყობათ დაღლილობა.
---გული დაიღალა ჩემო გოგო და თან ძალიან.ამ წლების მანძილზე სიხარულიც ბევრი ვნახე და ტკივილიც,მაგრამ უფრო მეტი იმედ გაცრუება დავინახე.გული როგორ გაქვსო არ მკითხო,რადგან შეძლეს და ჩემი გული შუაზე გახლიჩეს,დამინაკუწეს და შემდეგ ფეხებით შედგნენ,შეუბრალებლად გადათელეს.ეგონათ შემაშინებდნენ,მაგრამ არა,არ შევუშინდი სიძნელეებს და ამით უფრო ძლიერი გავხდი.ვერ შემაშინა,ვერც ცხოვრების აღმართებმა და ვერ გამტეხეს,ფოლადივით უდრეკი შევიქენი.ბევრი ბორიტიც ვნახე ნიღბით ჩემს გვერდით მდგარი,მაგრამ გულმა არ მიქნა მეც სიბოროტის ნიღაბი ამეკრა,მე არ შემიძლია სიბოროტეს ისევ სიბოროტით ვუპასუხო,მე მაინც სიკეთეს გავაკეთებ,ეს თვისება მე ხომ მე მემკვიდრეობით გადმომეცა და რაც უფრო მეტს გავცემ,მით უფრო ვძლიერდები.უფალი ყველაფერს ხედავს ჩემო ელისო და ხანდახან მისი ჩუჩულიც კი მესმის.,,ყველას დრო დანიშნულია იქ მაღლა და ნუ იჩქარებ თავად გაუსწორდე ადამიანებს,ისინი თავად მოვლენ შენთან და შენს წინაშე თავდახრილი დადგებიან''.
---ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ.
---არ ვიცი,ალბად ძლიერი ვარ.ამდენი წელი სიმარტოვეში გავატარე,ალბად ესეც ერთ-ერთი ჩემი ძლიერი მხარის მაგალითია.
---დარწმუნებული ვარ,თქვენ უფრო მეტს შეძლებთ თქვენი შვილებისთვის.
---შევძლებ,უნდა შევძლო.ჩემს უკან ხალხი დგას,რომლებიც ცრემლიანი თვალებით გამოჰყურებენ გზას და დიდი მოლოდინით მელოდებიან.ჩემი შვილები,მეუღლე,დედმამიშვილები.ჩემი ერთი ცალი,ჩემი სუნთქვა,ჩემი ძმა.ის ხომ ჩემი ცხოვრების მთლიანი სამყაროა.მინდა ბედნიერი იყოს და მანამ არ მივცემ ჩემს თავს ბედნიერების უფლებას,სანამ მის თვალებში არ დავინახავ ბედნიერების სხივს,როგორ ბრწყინავს ის ბედნიერებისაგან.ის ჩემი ერთადერთია და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის.
---მეც ამატირეთ.ელისომ თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და სინანულით თქვა.-რამდენს უძლებს ადამიანის გული.
---და მაინც,მიუხედავად ამდენი ტკივილისა,ამდენი ცრემლისა და დარდისდა,ცხოვრება მაინც მშვენიერია.არ ვისურვებდი წამის შეჩერებასაც კი.დიდია სულიერი ტკივილი,მაგრამ ხვალინდელი დღის მოლოდინი უფრო დიდია,ის გვაძლიერებს და ძალას გვმატებს.
---ღმერთო ეს რა საშინელებაა,როდის უნდა მოეღოს ბოლო ამდენი ხალხის ტანჯვას და ტკივილს.ამოიოხრა ელისომ.
---ყველაზე საშინელი იცი რა არის ემიგრანტი დედისთვის?ელისომ ცრემლიანი თვალები შემომანათა,რადგან კითხვა ვერ გაბედა და მე იმ თვალებში დავინახე ისევ ჩემგან ელოდა ჩემივე კითხვის პასუხს.-ყველაზე მტკივნეული და საშინელი გრძნობაა,როცა ხედავ კომპიუტერის ეკრანზე,როგორ გაიზარდა შენს მიერ დატოვებული 13-14 წლის შვილები.როგორ გაეზარდათ ხელები და მისი პატარა ბეჭები ახლა განიერი მხრებია.მე კი ისევ ისეთი პატარა მგონია,როგორც დავტოვე.მაგრამ თავს ძალას ვატან და ცხოვრებას ვაგრძელებ შორიდან.სულ სხვაგვარად არის ევროპაში ცხოვრება,სიზმრად ხედავ მონატრებულ სახეებს,მაგრამ სამწუხაროდ აღარაფერი არ შეიცვლება,ჩვენ წლების წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი,ჩვენ ემიგრანტი დედები მსხვერპლად შევეწირეთ ჩვენი შვილების და ოჯახის ბედნიერებას,მათი მხიარული სახეები რომ დავინახოთ და ცხოვრება გავულამაზოთ.აი ამის გამო ვეგუებით ამ მონურ ცხოვრებას და არ ვიცით ჩევნს მონობას როდის დაემსხვრევა ფრთები.სწორედ ჩვენი შვილების თვალებში ჩამსხდარი ბედნიერების სხივი გვაძლევს ძალას და ენერგიას,ამასთანავე გვემატება ენთუზიაზმი და მუშაობის ხალისი.როცა დრო მოვა,იმედია ყველასთან ერთად მეც მიმიღებს ჩემი სამშობლო ასეთ შეცვლილს.ვიცი ეს ჩვენი საუბარი,ხვალ უკვე წარსულის ფურცლებზე დაიწერება და წარსულთან ერთად ძველ თაროზე შემოიდება,მაგრამ მე წარსულიც ლამაზი მინდა იყოს მომავალთან ერთად.
---დარწმუნებული ვარ,ყველაფერი კარგად იქნება.მთავარი გვერდით კარგი მეგობრები გყავდეს და ერთმანეთის გატანით გადალახავთ ტკივილს.
---კონტაქტი არ მაქვს საერთოდ ბევრ ქართველთან,მხოლოდ ჩემი და მყავს აქ რომელიც ყოველ კვირას გამოდის ჩემთან,მყავს ერთი პატარა მაიკო კოვზირიძე და მანამა ლომიძე.ასევე ჩემი ტკბილი და თბილი მამიდა ციცო ხელაძე.აი ეს ხალხი მაძლევს ძალას და მეგობრები?მეგობრები რაცარუნდა გაგიკვირდეს არ მყავს გარდა ხრისტოსი,ხრისტოდან კი ფრისკო გავიცანი.მე ბერძნებმა უფრო დამიდგა გვერდით,ვიდრე ჩემმა ქართველებმა.ბევრი ტკივილის მიუხედავად მაინც ვიბრძვი ბედნიერებისთვის და ვიბრძოლებ მანამ,სანამ არ მივაღწევ ჩემს დასახულ მიზანს.
---თქვენ ძლიერი არ ხართ,უძლიერესი ხართ.თქვენ სახეზე გეტყობათ წლების სიმძიმე და წლებისგან დაღლა.მითხრა ელისომ ცრემლნარევი ხმით.
---კარგი,ვსო დასრულდა სევდა.აწი ხრისტოც მოვა და ნუ დავხვდებით მოწყენილები.ძალიან მიხარია მის გვერდით რომ გხედავ.იცი?ის ყოველთვის ოცნებობდა ქართველ მეგობარი ყოლოდა.მიხარია,რომ მას გაუმართლა და შენ კი საიდუმლოდ გეტყვი,რომ ძალიან,ძალიან გაგიმართლა.ის საოცრად თბილი ადამიანია.ცხოვრება ტკივილია,ცხოვრება ომია.სადაც არ არის ტკივილი,სადაც არ ბრძოლობს ადამიანი,იქ ცხოვრებასაც აზრი არ აქვს.ზოგს თავზე საყრელად აქვს ყველაფერი და არ ჭირდება სახლიდან გასვლა,ზოგს არაფერი არ აქვს და ფიქრებში ათენებს ღამეებს.ნუ გგონია ხრისტოსთვის იოლია ცხოვრება,მას ხომ ყოველ-დღე უწევს ბრძოლა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და იხსნას ისინი სიკვდილისაგან,ეს მისთვის რთული არ არის?მაგრამ მიჩვევაა ეს ყველაფერი,ჩვენც მივეჩვიეთ ასეთ ცხოვრებას,როგორც ის მიეჩვია ყოველდღე ადამიანების გადარჩენისვის ბრძოლას.ცხოვრება ძალიან რთულია და ჩვენც მის ბილიკებზე მივაბიჯებთ ნაბიჯ-ნაბიჯ.ადექი,წამომყევი თავი მოიწესრიგე სააბაზანოში,იქ კი ყველაფერი დევს სარკესთან და შეგიძლია იხმარო რაც გინდოდეს.მე კი დავიწყებ უკვე ხაჭაპურის ცხობას,აწი მოვა გიჟი და ერთად ვისაუბროთ შემდეგ.ელისო წამოდგა,თავი მოიწესრიგა და ერთად შეუდგნენ მაგიდის გაწყობას.
---ელისო ის კარადა გამოაღე,იქ არის სასტუმრო სერვიზი და შემდეგ მინდა ერთი შეკთხვა დაგისვა.ელისომ ღიმილით შემომხედა და მითხრა.
---მკითხე რაც გაინტერესებს.
---რას ნიშნავს ეს ადამიანი შენთვის?მხოლოდ გულწრფელად მითხარი,რასაც გრძნობ.ელისომ ჯერ გაიცინა,შემდეგ სივრცეს გაუსწორა თვალი და მითხრა
---უნდა ვაღიარო,რომ ის ყველაზე სუფთა,ყველაზე თბილი და კეთილშობილი ადამიანია.უხარია როცა ჩემს ღიმილს ხედავს,მან ის გრძნობა გააღვიძა ჩემში,რომელიც საოცრებებს ახდენს.არ შემიძლია,ვერ ავხსნი სხვაგვარად მასთან ერთად ყოფნის წუთებს,ეს აუხსნელი წუთებია.უბედნიერესი ვარ,რომ მე სიყვარული ამ ადამიანში დავინახე,ბევრი სულ სხვა თვალით ხედავს სიყვარულს,მასში ეძებენ მატერიალურ ღირებულებებს,თუ თეთრი მერსედესი ყავს,თუ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წაიყვანს,ეს ბევრს სიყვარული ჰგონიათ,მაგრამ შესაძლებელია ერთ დღეს ფული დასრულდეს და დასრულდება ფუფუნება,დასრულდება სიყვარულიც.ადამიანი არ უნდა გიყვარდეს ფულისთვის,ანგარებისთვის,ქონებისთვის,მის სიყვარულს გულით უნდა გრძნობდე და გულში უნდა გყავდეს.უნდა გრძნობდე მთელი შენი შინაგანი სამყაროთი,მთელი უჯრედით.უბრალოდ მისი შეხედვაც უნდა გიფორიაქებდეს გულს და არა მხოლოდ მისი ჯიბეებში აღმოჩენილი ფულის მსხვილი კუპიურები.თუ ადამიანში,ქალში ან მამაკაცში არ არის ის რაც იმ ნაბიჯს გადაგადგმევინებს,რომ მზად არ არის სიყვარულისთვის მსხვერპლიც გაიღოს,იგი ვერასოდეს ვერ შეძლებს დატკბეს სიყვარულის უძლიერესი გრძნობით.სიყვარულია,როცა თავად გსურს იყო ბედნიერი,არამედ ბედნიერი გაგხადოს შენი საყვარელი ადამიანის თვალებში დანახულმა ბედნიერების სხივმა.მე მიხარია ამ ბედნიერ სხივს ხრისტოს თვალებში რომ ვხედავ.მე გულით მიყვარს ის და სულით ვგრძნობ მის სიყვარულს.
---მე კი შენს თვალებში ვკითხულობ ელისო შენს ძლიერ სიყვარულს და ეცადე კარგად დაიჭირო ის,არ გაუშვა შენგან,თორემ გაგიჭირდება კიდევ ასეთი სიყვარულის პოვნა.ნუ ატკენ მას და ყოველთვის მოუსმინეთ ერთმანეთს.შეყვარებული ადამიანი არ შეიძლება იყოს მრისხანე და არამიმტევებელი.იგი ლმობიერია,ლმობიერება წარმოშობას პატიებს და პატიება სწორედ ის კარებია,რომლის უკანაც ცხოვრობს სიყვარული.ჩემო გოგო სიყვარული ეს ისეთი გრძმობაა,მას ვერასოდეს აღწერ სიტყვებით და ვერ გადმოსცემ წერილობით,ეს ვერავინ ვერ შეძლო დღემდე.მე ძალიან მიხარია,რომ სწორედ შენ ხარ ხრისტოს გვერდით და ხრისტოს გულშიც.
---შორს ხართ,მაგრამ დღემდე გაქვთ ის ძლიერი სიყვარული რომელსაც გულით ატერებთ.ამას თქვენი სიტყვები ამტკიცებს.
---მართალია,მე დღემდე ვეფერები იმ გრძნობას რომელიც წამოვიღე წლების წინ სახლიდან და დღემდე ჩემს გულშია.მაგიდა გაიწყო და მალე მოვიდა ხრისტოც.სახლში შემოსვლისას ორივე აგვათვალიერა და ორივეს ტირილისაგან დაწითლებულ თვალებზე შეაჩერა მზერა.ემდეგ კი ორივეს ხელი მოგვხვია, გულში ჩაგვიკრა და ძალიან თბილად თქვა.
---ჩემი ტკბილები,როგორვ მიყვარხართ მე თქვენ.მადლობა ჩემო თბილო,რომ შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში,მადლობა ამ საოცარი მეგობრობისთვის.ვიდექით სამივე ერთმანეთზე ჩახვეულები და სამივე ერთმანეთის ბედნიერებით ვტკბებოდით.
---მე შენ გთავაზობ ჩემს გულს და მხოლოდ ერთი სურვილის უფლებას გაძლევ.
---და რა არის ეს სურვილი?თვალები აუციმციმდა ელისოს.
---რაცარუნდა მძიმე უნდა იყოს შენთვის ჩემი მოსმენა,უნდა მომისმინო.
---ეს აუცილებელია?ხმა ოდნავ აუკანკალდა ელისოს.
---ეს აუცილებელია,მაგრამ არა აქ.შემდეგ მაგიდას გადახედა და გემრიელ კერძების შეხედვისას თვალი ჩამიკრა,როგორც იცის ხოლმე.
ძნელია,როცა რაღაც გაშინებს,ბედნიერი დღის დასასრული გაშინებს,არა მარტო ამათ,ხრისტოს სიტყვებმა მეც დამაფიქრა,რადგან ვხედავდი ორივეს ცალ-ცალკე და აქ იყვნენ,ჩემთან ერთად,მაგრამ ფიქრებით სხვაგან.მეც ვფიქრობდი გონებაში,რა უნდა იყოს ის ერთი სურვილი,რომელსაც ასე დაჯინებით მოითხოვდა ხრისტო მოსმენას და გაგებას.ვფიქრობ,რომ ვიცი რაცაა და მეც შევშინდი,მეშინია ეს ელისომ სხვაგვარად არ გაიგოს და ხელი არ დაუქნიოს შორიდან ხრისტოს და მასთან გატარებულ დროს.ეს კი ნიშნავს მისი ცხოვრება ,,მარტოობით''შემოიფარგლება და ,,უცხო ქალის ცრემლი''-ც დავიწყებას მეცეს?არა,ეს უბრალოდ შეუძლებელია,ამას ვერც ერთი გადაიტანს და ვერც მეორე,მაგრამ ხრისტო სწორად მსჯელობს,მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას,ელისომ სიმართლე უნდა იცოდეს.ჩემს ფიქრებში ჩავიძირე და ისე წამოდგა ხრისტო და მოემზადა წასასვლელად მე სხვაგან ვიყავი ჩემი ფიქრებით.
---მარიააა აქ ხარ?მზიააააა.
--ხო,ხო აქ ვარ.გამოვფხიზლდი უეცრად.ორივე დამემშვიდობა და დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან.ვნერვიულობ ხრისტოზე და ვნერვიულობ ელისოზე.სახლში მისულებს,ისეთი ბედნიერი იყო ელისო იმ დღის შთაბეჭდილებებით,არ დაანება ხრისტოს არაფლის თქმა,რათა არ უნდოდა ამ ლამაზი დღის ტკივილით დასრულება.საღამო ორივემ ერთმანეთის ალერსში გაატარა და დადგა დილა გამგზავრების.ის დილა,უჩვეულოდ თბილი იყო შემოდგომასთან შედარებით,საუზმე მიირთვეს და აი დადგა წუთები,რომ ელისო ხრისტოს წინ იდგა და მზად იყო მოსასმენად,მზად იყო მოესმინა ის რაცარუნდა მტკივნეული უნდა ყოფილიყო.ხვდებოდა,რომ ხრისტოს ძალიან უჭირდა საუბარი,რაც ძალიან არ მოეწონა.ხრისტო კი ზურგშექცევით დადგა ელისოსთან და სარკმლიდან სივრცეს გასცქეროდა და ნელა-ნელა საუბარსაც იწყებდა.
---ელი არის ადგილი,სადაც ჩვენ ადამიანები ჩვენ აზრებს ვწერთ,ჩვენს ტკივილს,სიხარულს,ბედნიერებას სხვებსაც კი ვუზიარებთ.ზოგჯერ მოწყენილიც ბევრჯერ მივუყვებით ბილიკებს.ძალიან გვიჭირს,მაგრამ ძალიან მოგვწონს ის რაც ჩვენს გარშემო ხდება,ზოგჯერ არ მოგვწონს და ეს ყველაფერი კი ჩვენი ცხოვრების წინგში იწერება.ეს წიგნი კი არ ჰგავს სხვა უბრალო წინგს,ის ძალიან მძიმეა.მე რასაც ვამბობ,ყოველთვის ყველაფერს გულით ვამბობ და ეს შენდამი ჩემი სიყვარულიც ნამდვილია და წრფელია,მაგრამ მეშინია,მეშინია რომ დაგკარგავ.
---ხრისტო რა ხდება,რატომ გაქვს ასეთი განცდა.
---არ შემაწყვეტინო ელი.შენთან გატარებული ყველა წუთი,საათი,დღეები ჩემთვის დაუვიწყარია,რომელმაც ჯადოსნური სილამაზე შესძინა ჩემს ცხოვრებას.ბევრი ოცნება მქონია,მაგრამ როცა ვმოგზაურობ,მგონია ჩემს ოცნებებს ესხმება ფრთები,რადგან გაშლილი ფრთებით ხარ ჰაერში გამოკიდებული.ზოგჯერ ჩვენ არ გვჯერავს,რომ ღმერთი არ არსებობს,მაგრამ არსებობს დამიჯერე.შენ სულ მალე დაიბრუნებ იმას,რაც დაკარგე.
---როგორ?გაუკვირდა ელისოს.
---დაიბრუნებ ელისო.სულ მალე,რადგან დამნაშავე თითქმის მიგნებულია.
---შენ საიდან იცი ეს ყველაფერი ხრისტო.ან რა საჭირო იყო, ამოდენა შესავლის გაკეთება.
---ფოტო-რობოტი,რომელიც შეადგინეს შენი აღწერილობით და შენ ის ამოიცანი შენს ნაცნობ მაკლერში,რაცარუნდა გაგიკვირდეს უნდა გითხრა,რომ ის ჩემი ბიძაშვილია.ელისომ ხარბად შეისუნთქა ჰაერი და დიდი იმედი ჰქონდა,რომ ამ ყველაფერთან ხრისტოს არანაირი საერთო არ ჰქონდა.-ძალიან გთხოვ, ელი სანამ რამეს იტყვი კარგად დაფიქრდი.ახლა ნუ მეტყვი ნურაფერს,იქ რომ ჩამოვალ,მიშოს შვილი რომ შეეძინება აი მაშინ მოვისმენ ჩემთვის რა გექნება სათქმელი.მე კი ვეცდები დაგიმტკიცო,ის რომ არანაირი კავშირი არამაქვს ამ საქმესთან და შენს წინაშე ისეთივე სუფთა გულით ვდგევარ,როგორც შენ ჩემს წინაშე.
---წამიყვანე აეროპორტში,უნდა წავიდე.ხრისტომ შეხედა და უთხრა.
---გასაგებია,გაემზადე მივდივართ.მე ქვემოთ დაგელოდები ,კარი უბრალოდ გამოიხურე ან აი გასაღები და ჩაკეტე.ხრისტოს გასვლისთანავე,ელისომ გულზე მოიკიდა ხელი და იქვე ჩამოჯდა და ფიქრებში გადავარდა და თან ტიროდა.
---მაპატიე საყვარელო.ადამიანმა,რომელმაც მე სასიკვდილოდ გამიმეტა ის შენი ნათესავია,ახლობელია და უფრო მეტიც,ის შენი ბიძაშვილია.მაგრამ ამ თბილ მოგონებებს,რა ვუყო.რა ვიყო ამ გრძნობებს,რა ვუყო შენს მიმართ სიყვარულს ხრისტო.მეგონა ჩვენს სიყვარულს დასასრული არასდროს არ ექნებოდა,როგორ დავასრულო ის,რაც წუხელ მოხდა და რაც აქამდე იყო ჩვენს შორის.დღემდე,ამ დილამდე თავად მომწონდა ჩემი თავი სარკეში რომ ვხედავდი,მე ხომ სულ ერთიანად შემცვალე შენ,შენ გამხადე ბედნიერი.აივნის კარები გამოაღო და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი.თითქოს ჰაერმა მსუბუქად აიტაცა შორს და უსასრულობიდან ხედავდა როგორი იყო ადამიანად ყოფა.შემდეგ ისევ სახლში შემობრუნდა,მაგიდაზე ვაზაში ჩაწყობილ ყვავილებს ხელით მოეფერა,შემდეგ თვალი გადაავლო იმ სამყაროს სადაც,ეს ყვავილებიც კი ახარებდა და დიდი სიყვარულის წყარო იყო მისთვის ეს მყუდრო ქვითკირის კედლები.საძინებელში შევიდა,კარადა გამოაღო,ხრისტოს ერთი მაისური აიღო რომელსაც მისი სუნი კარგად შემორჩენოდა,ასევე ერთი წყვილი წინდები და ჩანთაში ჩაიდო.კარებში გასვლისას ხრისტოს ფოტო აიღო ხელში,აკოცა და უთხრა.
---ვიცი,დარწმუნებული ვარ ჩვენში არსებული გრძნობა,ასე ადვილად არ დაჭკნება და არ გაქრება.იქვე დადო ფოტო და ყელში გულამობჯენილმა დიდი გულისტკივილით გამოიხურა კარი.კარი დაიკეტა და თითქოს მისი სიყვარულის მელოდიაც შეწყდა.ცრემლიანი თვალებით ჩაუყვა კიბეებს ნელა-ნელა და როგორც იქნა ჩააღწია მთავარ გასასვლელს.გარეთ გასულს,გრილი ჰაერი დაეტაკა და ესიამოვნა.ნელი ნაბიჯებით მივიდა მანქანასთან სადაც ხრისტო უკვე ელოდა,კარი გამოაღო და მძიმედ დაჯდა ხრისტოს გვერდით არაფლის მთქმელი,მაგრამ ტირილისგან დაწითლებული თვალებით.უხმოდ მივიდნენ აეროპორტში,რეგისტრაცია გაიარა და ხრისტოს მიუბრუნდა,ხრისტომ ხელით მიიწია მისკენ და უთხრა.
---დრო მალე გადის,იმედია არ შეიცვლება ისე რამე ჩვენს შორის,რომ ეს ყველაფერი მოგონებების წიგნში ჩავტოვოთ.ნუ დაგავიწყდება,ადამიანის სულში ჩახედვა და იქ ჩადებული გრძნობების გაფრთხილება.
---მოგონებები არასოდეს მიფრინავენ პეპლებივით ჩვენი სხეულიდან შორს და ისინი მუდამ ჩვენში რჩებიან.მაპატიე დღევანდელი დღე,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.ხელით მოეფერა სახეზე და თვალებში ჩახედვით უთხრა.-იმედია მალე შევხვდებით ერთმანეთს.



№1 სტუმარი marina.

mzia genasvale zalian momesona am bolo nasilhi kargad gakvs gadmosemuli emigrantis sxovreba.aseve zalian hkvianurad da azrianad dasrulda usxo kalis sremli.sarmatebebs gisurveb da velodebi axal nadarmoebs axali hemartebit.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent