ამაყი ცრემლი - 1
დეე, ჩემი ტკივილია. დეე, ჩემი ყველა'ფერია. ჩემი დეე აღარ არის ჩემთან. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ჩემს დეე'ს. *** ჩემს დეე'ს კიბო აქვს... ვიცი, რომ ვერ გამოჯანმრთელდება და ცოტა დარჩა მაგრამ (ყოველთვის არის ერთი "მაგრამ"...) ექიმები ყველანაირად ცდილობენ, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. დედას ტკივილებს საზღვარი არ აქვს. მთელი დღე ეძინა, მხოლოდ მეორე დღეს გამოეღვიძა. დილიდან გაურკვეველი ემოციით დავდივარ, თითქოს შიში მიპყრობს. მთელი დღე დედას ვუზივარ გვერდზე და მისი გამხდარი ხელი ჩემს ხელში მაქვს მოქცეული. თვალებს ნელ-ნელა ახელს. ცდილობს გამიღიმოს... ჩემს ცრემლებს არ ვანახებ... თავს იქით ვაბრუნებ და ისე ვიწმენდ. შემდეგ კი აცრემლიანებული თვალებით ვუღიმი. ბაგეებს ნელა ხსნის, ტკივილისგან კვნესის და მე ვხვდები, რომ ახლა ეს ყველაფერი იქნება უკანასკნელი. ადგომა დავაპირე ექიმის დასაძახებლად, მაგრამ დედამ ხელი მომიჭირა. -დარჩი, - ჩახლეჩილი ხმით მეუბნება. მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები. -დეე, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. - სიტყვებს ერთმანეთზე ძვლივს აბამს, ნელ-ნელა საუბრობს. - დამპირდი, რომ ჩემზე არ იდარდებ, არ იტირებ და იქნები ძლიერი. დეე, ისიც დამპირდი, რომ სწავლას გააგრძელებ. დეე, სიყვარულისთვის იბრძოლე. ჩემი შეცდომა არ გაიმეორო. მის მოსაპოვებლად კი ყველაფერი გააკეთე, ქალი ხარ, მაგრამ ზოგჯერ არ უნდა ელოდო მამაკაცისგან პირველ ნაბიჯს. იბრძოლე სიყვარულისთვის! - დედას სიტყვების შემდეგ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და თან მახსენდება დედას და მამას სიყვარულის ისტორია. -დე, მე ბედნიერი ვარ შენნაირი შვილი, რომ მყავს. მეშენით ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ. - ნელ-ნელა თვალები ეხუჭება, გულზე თავს ვადებ. -დეე, - ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები, - არა, რა. დეე, დარჩი გთხოვ. დეე, მჭირდები. დეე, მიყვარხარ. დეე, მენატრები. გულისცემა ნელ-ნელა უსუსტდება... -დეე, - უკვე ხმამაღლა ვყვირი, ექიმები შემოდიან, ჩემს დაკავებას ცდილობენ. *** როცა ვიღვიძებ და სიტუაციას ვანალიზებ, სწრაფად ვდგები, მაგრამ თავბრუ მეხვევა და ისევ ლოგინს ვუბრუნდები. მახსოვს ბოლოს სანამ გამიყვანდნენ, გპირდები-მეთქი ვუთხარი. ცოტახანი თვალდახუჭული ვზივარ, ვწყნარდები და პალატას ვტოვებ. დედას ექიმს ვხედავ და სირბილით მივდივარ. წინ ვუდგები და თვალებში ვუყურებ. სევდიანი თვალებით მიყურებს, თავს აქნევს და მეც ვხვდები, რომ დედა აღარ არის. ძირს ვეცემი და გონებას ვკარგავ. *** 40 დღის შემდეგ: დეე, ჩემი ტკივილია. დეე, ჩემი ყველა'ფერია. ჩემი დეე აღარ არის ჩემთან. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ჩემს დეე'ს. დედას თბილი მზერა დედას იმედიანი ღიმილი დედას ხმა - ეს ყველაფერი აღარ არის. ჩემი დეე აღარ არის. დედას დავპირდი, რომ არ ვიტირებდი ვიქნებოდი ძლიერი გავაგრძელებდი სწავლას, მაგრამ როგორია არ იდარდო დედაზე? ჩემი დეე... ღამე ობლად გადმოგდებული ცრემლები კი... *** (როგორც დედას დავპირდი) სწავლა გავაგრძელე. უნივერსიტეტი - სამსახური სამსახური - უნივერსიტეტი ეს იყო ჩემი ყოველდღიურობა. პირველ კურსზე ვარ. არც თუ ისე ადვილი იყო შეგუება. უნივერსიტედიდან სამსახურში სამსახურიდან გვიან ღამე ვბრუნდებოდი ერთი-ორ ლუკმას შევჭამდი და მეცადინეობას ვიწყებდი. გვიანობამდე ვმეცადინეობდი არ მინდოდა ლექტორებისთვის იმედები გამეცრუებინა ტემპს არ ვაგდებდი და ვიყავი პირველი კურსის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი. *** არასოდეს მესმოდა დედას ნათქვამი "ამაყი ცრემლი" და მაშინ, როდესაც მას შევხვდი "ამაყი ცრემლი" - გახდა ჩემს თანამგზავრად. *** რთულია გიყვარდეს და ის არ იყოს შენი. პირველი თავი ჩემო ტკბილებო, ძალიან მომენატრეთ. რა თქმა უნდა, ეს შესავალია და უკეთესი წინაა. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.