შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ ამ ქალაქში


11-12-2015, 23:48
ავტორი Anna)))
ნანახია 2 436

დავდივარ თბილისის ნაწვიმარ ქუჩებში
სხეული არა,კვლავ სული მტკივა,
ვგრძნობ ამ ქალაქში როგორ ვსუსტდები,
ვგრძნობ ვერ გავუძლებ იანვრის ყინვას.
სისულელეა,ჩემო კარგო, ვინ დაგიჯერებს,
რომ ათი თეთრიც არ გიგდია გადასარჩენად,
გამოსავალი სიკვდილია,გწამს დაისვენებ,
ერთი მიზეზიც აღარ დაგრჩა აქ დასარჩენად.
მათხოვრებივით მიეყინნენ ქუჩას სახლები,
არა გაქვს ფული რომ გაუყო,ასედაც ხდება,
მწვანე დოლარებს იკუჭავენ ისევ ახვრები,
ფეხზე ჰკიდიათ რომ ვიღაცა შიმშილით კვდება.
ჯიბეგაღლეტილ პოეტებზე რაღა გიამბო,
თვითონაც იცი ლექსებს წვავენ როდესაც სცივათ,
პოეტი არ ვარ მაგრამ ჩემს სულს ლექსებს მივანდობ,
ლექსებს ვუამბობ თუ რაოდენ ძალიან მტკივა.
ჩვენ ამ ქალაქში ვანადგურებთ ყველა სიყვარულს,
მერე ვსხედვართ და ერთმანეთს ვთხოვთ გაღიმებას,
ჩვენ ამ ქალაქში დავეჩვიეთ მარტო სიარულს,
და შევეჩვიეთ სიყვარული რომ არ გვჭირდება.
ჩვენ ამ ქალაქში გადავთელეთ ყველა გენია,
ყველა პოეტი ერთიანად შევრაცხეთ გიჟად,
შური და ბოღმა ამ ქალაქში ჩვენი სენია,
ჩვენი სენია რომ სულ ყველას აღვიქვამთ ფლიდად.
სისულელეა,ჩემო კარგო,ვინ დაგიჯერებს,
რომ სიყვარული შეგიძლია უზომოდ წმინდა,
აქ შენიანიც მოსაკლავად კი გაგიმეტებს,
ან დაგაჯერებს რომ სიცოცხლე არაფრად ღირდა.
შენ კი დადიხარ ქუჩა-ქუჩა და ისევ ფიქრობ,
რამ შეგვაძულა ერთმანეთი ამდენად მშვიდად,
როცა ყველაფერს სიყვარული გვერჩივნა თითქოს,
მაგრამ ჩვენს გრძნობებს ამ ქალაქში ვერავინ მიხვდა.
სისულელეა ,ჩემო კარგო, ვის დააჯერებ,
რომ ტკივილია ყველა სტროფის ყოველი სიტყვა,
შენ კი კვლავ მარტო ისევ ჩუმად გზას გააგრძელებ,
გზას გააგრძელებ და კვლავ უამრავ ტკივილს აიტან.
ჩვენ ამ ქალაქში შევიძულეთ ყველა ნაცია,
ყველა ღიმილი გადავღებეთ ფერად ტკივილის,
ჩვენ ამ ქალაქში შევაფასეთ ვის რა აცვია,
ამაყი მზერით თავს დავიდგით მეფის გვირგვინი.
ჩვენ ამ ქალაქში ზიზღი დავრგეთ იების ნაცვლად,
ახლა გვიკვირს რომ მოსავლად ტკივილებს ვიღებთ,
აქ ერთმანეთის სიყვარული მარტივად გაცვდა,
აქ ყოველ დილას ტანზე შემხმარ ტკივილით ვიწყებთ.
ჩვენ ამ ქალაქში ვუარყავით უფალი ღმერთი,
ახლა ვსხედვართ და ჩვენს ცოდვებზე ვწუწუნებთ ისევ,
ჩვენ არაფერი აღარ შეგვრჩა პრობლემის მეტი,
ჩვენ ერთმანეთის პრობლემებსაც თითქოს არ ვიმჩნევთ.
დავდივარ ისევ მარტო და ვფიქრობ
რომ არაფერი აღარ დამრჩა აქ დასარჩენად,
და მაინც რაღაც მაკავებს თითქოს,
ვეძებ თქვენს სიყვარულს გადასარჩენად.
ა.ზეიკიძე
რავიცი,თუ არ დაგეზარებათ შემიფასეთ



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

არ გეტყვი როგორია! :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი Anna)))

eremar
აარაჩვეულებრივი ლექსია <3

გმადლობ <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი მოლურჯო

იცი როგორია?! მოგონებებს რომ გაგახსენებს და ცუდ ხასიათზე დგები
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი Anna)))

გიჟი - ♥♥♥
იცი როგორია?! მოგონებებს რომ გაგახსენებს და ცუდ ხასიათზე დგები

ჩანაფიქრი ეგ იყო, რომ რაღაც გაეხსენებინა, თუნდაც ჩვენი არასწორი საქციელები :) <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


გალაქტიონი.
მთლად გალაქტიონი არა,მაგრამ...
მევასები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent