ღამის სტუმარი 12
მთელი ეს დრო ვცდილობდი,გონებაში წარმომედგინა ბექას დაბრუნების წამები,როცა შევხვდებოდით ერთმანეთს და ვისაუბრებდით....... ახლა კი როცა ის ჩემ წინ იდგა,მის მიმართ სიყვარულზე მეტად წყენას ვგრძნობდი ახლა უფრო მეტად მტკიოდა გული! მის გამოწვდილ ხელს არც კი შევხებივარ უკან დავიხიე,გაქცევა არც მიფიქრია,მხოლოდ დისტანციის დაცვას ვცადე ჩვენ შორის.... ამდენი ხნის შემდეგ თითქოს გაუცხოებულიყო ჩემთვის.......ან მე ვიყავი მისდამი შეცვლილი! ჯერ ისევ ვერ გამეაზრებინა რა ხდებოდა,გონებაში ვცდილობდი ყველაფერი გადამეხარშა,იმ წუთებში ჩემთვის ნათელი გახდა ალექსანდრეს გამოჩენისა და დაახლოები ნამდვილი მიზეზი,ახლა ზუსტად ვიცოდი ვის გულისხმობდა "სანდო წყაროში",როცა სახლამდე პირველად მიმაცილა,ეს ყველაფერი კარგად შემუშავებული და დადგმული სპექტაკლი ყოფილა,რომელსაც აქამდე ვერ მივხვდი.......ოჰ,ღმერთო იმ წუთებში ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი. ბექამ ჩვენ შორის მანძილის შემცირება სცადა რაზეც უფრო გავცოფდი, ვყვიროდი არ შემეხო,ხელი არ მომკიდო მეთქი ის კი ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ცდილობდა თავის მკლავებში მოვექციე..... მისთვის ადვილი იყო ჩემთან ჩახუტება,მაგრამ ჩემთვის? .... იმის შემდეგ რაც გადავიტანე აღარ მინდოდა მისი სიახლოვე,აღარ მინდოდა მისი სიმხურვალე შემეგრძნო,მისი სურნელი რომელიც ყოველ ჯერზე თავ-გზას მირევდა მიუხედავად იმისა რო მასთან შედარებით ფიზიკურად სუსტი ვიყავი,მოვიშორე მისი მკლავები და შეტევაზე გადავედი -აღარ გამეკარო! -მაპატიე... -გაპატიო?.... -მაპატიე რომ აქამდე არ დავბრუნდი -გაპატიო რო მიმატოვე?.... წარმოდგენა თუ მაინც გაქვს რა გადავიტანე?.....ჩვენი სიყვარულის დაცვას კლანჭებით ვცდილობდი,შენ კი რა გააკეთე?.....დამტოვე... სწორედ მაშინ დამტოვე როცა ყველაზე მეტად მინდოდა შენი თანადგომა.... ხო ასე უბრალოდ წახვედი და დამტოვე.... მარტო დამტოვე ამ წყვდიადში და ახლა მთხოვ რო გაპატიო?......უშენობა სკვდილის ტოლფასი აღმჩნდა ჩემთვის.... ამდენი ხანი გაუჩინარებული იყავი და ერთხელაც არ შემეხმიანე... არ ვიცოდი სად იყავი,არც ის ვიცოდი ცოცოხალი იყავი თუ მკვდარი.... შენზე არავინ არაფერს მეუბნებოდა,ხედავდნენ როგორ ვიტანჯებოდი,ხედავდნენ როგორ განვიცდიდი,როგორ ვტიროდი მაგრამ ყველა დუმდა....ახლა ასე უცებ ჩნდები და მეუბნები მაპატიეო.....შენ მაპატიებდი?! იგივე რო გამეკეთებინა მაპატიებდი? ტანჯვისთვის რო გამემეტებინე,ისე როგორც შენ მოიქეცი მაპატიებდი?...... ისევ ის საზარელი დუმილი! ჰაერი უცნაური სურნელით იყო გაჟღენთილი,არასასიამოვნო სურნელი ტრიალებდა,ჩვენ შორის დაძაბულობა უფრო და უფრო მატულოდა.......... -ისევ დუმხარ.... ახლაც დუმხარ როცა შენ უნდა საუბრობდე,ჩემს პასუხ გაუცემელ კითხვებს შენ უნდა სცემდე პასუხს,შენ უნდა მიქარწ....ბდე იმ გულის დარდს რომელიც დღემდე მკლავდა,რომელიც შინაგანად მწვავდა და მფიტავდა .... სანაცვლოდ კი შენ ისევ და ისევ დუმილს ამჯობინებ -ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად გავაკეთე ეს ყველაფერი... -იმ ურთიერთობის გადასარჩენად რომლესაც თვითონვე უსვამ წერტილს? -სხვა გზა არ მქონდა, წასვლის გარდა არაფრის გაკეთება არ შემეძლო -შეგეძლო! შეგეძლო დამშვიდობებოდი მაინც...მაგრამ ჩემი გრძნობები ფეხ ქვეშ გათელე, უმოწყალოდ მარტო დამტოვე ამ ცოდვით სავსე უკიდეგანო სიცარიელეში -შენ არ გესმის... ღრმად ამოისუნთქა და თავი დაბლა დახარა -მართალი ხარ,არ მესმის არაფერი,არ მესმის და ვერ ვხვდები როგორ შეგეძლო ასე წასვლა -შენი შენარჩუნების ყველანაირი გზა მომიჭრეს......რო დავრჩენილიყავი შენ თავს სამუდამოდ წამართმევდნენ..... მე კი ამის შემეშინდა.... ხო,შემეშინდა,არ ვმალავ ამას,არ მინდოდა დამეკარგე........არ მინდოდა ხელ მეორედ დამეკარგე -არ ამართლებს ეგ ყველაფერი შენ საქციელს! თუ მართლა გიყვარდი უნდა დაგეცავი... უნდა გაგელაშქრა უსამართლობის წინააღმდეგ,უნდა გებრძოლა ჩემთვის, ისევე როგორც მე ვცადე ბრძოლა შენ გამო.... უნდა გეცადა მაინც. -ყველაფერი ისეთი მარტივი არაა როგორც ფიქრობ....არ მინდოდა თქვენ ოჯახს შორის მე ვყოფილიყავი ბარიერი... არ მინდოდა შენ ოჯახს შენზე უარი ეთქვა,ზურგი შეეცქციათ. -ჩემი ოჯახი მხოლოდ შენ და დედა იყავით....... მხოლოდ თქვენ ორნი,ახლა კი მხოლოდ დედა მყავს -ნანიკო გთხოვ.... ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯები -არ მომიახლოვდე! -ნანიკო... -ჩემ სახელს ნუ ახსენებ...ყელში მომჯდარმა ცრემლებმა ხმა წამართვა,უკან გამოვბრუნდი,ალექსანდრეს მანქანისკენ წავბარბაცდი,ვერ ვმოძრაობდი, მთელი სხეული გაშეშებული მქონდა, მანქანის უკანა სავარძელზე მოვკალათდი,თავს ვაძალებდი რო გამეძლო,თვალებში ჩაგუბებული ცრემლები შემეკავებინა....აღარ ვიხედებოდი ბექასკენ,მისი დანახვა უფრო მიმწვავებდა ჭრილობებს. ამ დროის მანძილზე ალექსანდრე მანქანაში მიცდიდა,ჩავჯექი რა მხოლოდ ერთხელ გამომხედა,მანქანა დაძრა და სასტუმროსკენ ნელა წავიდა. ბექა კი იქ დარჩა,მუხლებზე დამხობილიყო და ბავშვივით ქვითინებდა,ამის დანახვაზე გულამომჯდარმა ტირილი დავიწყე, ვიცოდი რო ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა ეს, ვიცოდი რო მაინც ვიჩხუბებდით და ვხვდებოდი რო ორივესთვის საშინლად მტკივნეული იქნებოდა! სასტუმროსგან მოშორებით გავაჩერებინე ალექსანდრეს მანქანა,არ უკითხავს მიზეზი. გარკვეული მანძილი ფეხით გავიარე, ცრემლები უკვე შემშრობოდა,ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა,ღრმად და ძლიერად ვსუნთქავდი,დამშვიდებაში მეხმარებოდა. თოვდა! სასწაულად ლამაზი იყო მთვარის შუქზე განათებული ქუჩა,თოვლის სისპეტაკე და სიდიადე ჩემ აფორიაქებულ სულში გრძნობებს ამშვიდებდა,ზღვასავით აღელვებული გული ახლა სიოსავით ნაზად თრთოდა,ემოციებისგან დაცლილი მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი,მთელ სხეულზე მეკვროდა,არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა -აქ დგომით გაიყინები წავიდეთ. ალექსანდრე უკვე გვერდით მედგა -მატყუარა ხარ! -ვიცი... -საკუთარი როლის უბადლო შემსრულებელი ხარ! -ვიცი... -საშინლად მოსაბეზრებელი ხარ -ნანუკა ჩემი ქება-დიდიებით ნუ დაიღლები,წავიდეთ არ გაცივდე. -და მაინც...იდიოტი ხარ! სასტუმროში დაბრუნებულს არაფერი მითქვამს ბავშვებისთვის, პირდაპირ დასაძინებლად წავედი -რა მოხდა? ანუშკა გაოცებული შემოვიდა ოთახში -არაფერი,მეძინება -ნუ მატყუებ,რა მოხდა? -არაფერი... -ნანიკო! -დაბრუნდა -ვინ დაბრუნდა? -ბექა დაბრუნდა ანუშკა... ბექა!საბანი თავზე გადავიფარე და ვცადე დამეძინა, იმ იმედით რო ხვალ უკეთესი დღე გათენდებოდა საუზმისთვის გამაღვიძეს,არ ვაპირებდი ადგომას,მოვიმიზეზე არ მშია მეთქი, მაგრამ ანუშკამ არ დამანება და ძალით ჩამიყვანა სასადილოში,თვითონვე გამიკეთა ყავა. წუხანდელის შესახებ არავის არაფერი უკითხავს,ყველა ბუნებრივად იქცეოდა,მხოლოდ ალექსანდრეს ემჩნეოდა მღელვარება. საუზმისას გადაწყვიტეს დიდველის სათხილამურო ტრასაზე წასვლა,როგორც ყოველთვის ახლაც უარზე ვიყავი,უხალისოდ ვარ მეთქი,მაგრამ არც ახლა დამანებეს და ძალით წამიყვანეს. თხილამურებზე დგომას შეჩვეული ვიყავი, მართალია ბავშობის მერე არ ვმდგარვარ,მაგრამ დავიწყებული არ მქონდა.ცოტა ჩაფხუტი და სათვალე მემძიმა, მაგრამ მათ გარეშე ვერ ვისრიალებდი,ამიტომ მორჩილად დავიფარე და გავიკეთე. ჯერ ალექსანდრე დაეშვა ტრასაზე,შემდეგ დანარჩენები,ბოლოს კი მე.... აღარც მახსოვდა როგორი შეგრძნება იყო თხილამურებზე სრიალი,ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი,ვიგრძენი როგორ მომემატა ძალა,შიშს შეგრძნება გამიქრა,სამაგიეროდ სხვა შეგრძნებები გამიმძაფრდა,ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გახდა,იმ წამს მხოლოდ მე და თოვლიანი გზა ვიყავით...რომელიც ბოლომდე უნდა გადამელახა,გვრძნობდი როგორ ქრებოდა ტკივილის შეგრძნება,გული გამალებით მიცემდა, შინაგანად ენერგიით ავივსე. ბოლო მონაკვეთი-ღა მრჩებოდა გასავლელი,უკვე ვხედავდი ბავშვებს,ქვემოთ მიცდიდნენ, დიდი სისწრაფით მომავალმა ვერ შევნიშნე ბავში,როგორღაც მოვახერხე მისთვის გვერდის ავლა,სამაგიეროდ მე დავეცი მტკივნეულად... ესეც ჩემი გასეირნება! თოვლზე გაშხლართულმა,ადგილიდან განძრევა ვერ შევძელი,მხოლოდ სათვალე ავწიე მაღლა, შეშინებულები სწრაფად მომვარდნენ,ანუშკამ ნელა მომხსნა ჩაფხუტი, რაღაცას მეკითხებოდა მაგრამ მისი ხმა არ მესმოდა, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,თითქოს ვიღაცას ვეძებდი,ბოლოს მის თვალებსაც წავაწყდი. თვალები ისევ უელავდა,ოღონდ ამ ჯერად შიშისგან! -რა გეტკინა? ანუშკას ახლა უფრო ხმამაღლა მკითხა -მთელი სხეული -რამე მოტეხილი ხო არ გაქვს? -არამგონია -სასწრაფოში უკვე დავრეკეთ -ფეხზე წამოდგომაში დამეხმართ -სჯობს გაუნძრევლად იწვე. ბექას მკაცრი ტონი მომხვდა ყურში -არაფერია უბრალოდ დამეხმარეთ წამოვდგე ყველამ ბექას გახედა, მან კი წარბები შეკრა. -ამაყენეთ! უკვე ვყვიროდი -სასწრაფოს მოსვლამდე ეგრე იწვები -ბექა!შენ არ ხარ ჩემზე პასუხისმგებელი,ამიტომ ამაყენეთ! ყველა გაირინდა -შენზე პასუხისმგებლობა ჯერ ისევ მაკისრია,ჩემი საცოლე გქვია -ახლა გაგახსენდა შენი საცოლე რო ვარ? ჩემი გესლიანი სიტყვები გულზე მოხვდა ამიტომ ზურგი მაქცია და მოშორებით დადგა მართალია ვინანე ჩემი სიტყვები, მაგრამ უკვე გვიანი იყო სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გაუნძრევლად ვიწექი,ექიმებმა საკაცეზე დამაწვინეს, გამსინჯეს,რამდენიმე ადგილას დაბეჟილობა მქონდა,მადლობა ღმერთს "მთელი" ვიყავი, საავადმყოფოში გადაყვანა არ იყო საჭირო,უბრალოდ დასვენება და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. როგორც ყოველთვის ყველგან მე ვაფუჭებდი სიტუაციას! *** სასტუმროში ბექაც გამოგვყვა,ჩხუბის თავი მართლა არ მქონდა,ამიტომ არავისთვის არაფერი მითქვამს,ჩემ ოთახში თომამ ამიყვანა,ანუშკამ ყველა დაითხოვა ოთახიდან და დავრჩით პირისპირ ორი დაქალი,რომელთაც სასაუბრო ბევრი გვქონდა -ბექასთან ურთიერთობა დაგეძაბა ხო? -საშინლად დაიძაბა ყველაფერი, უკვე ვეღარ ვხვდები რა ვქნა -მის საქციელს ამართლებ -არა და არც აქვს გამართლება -რას აპირებ? -არ ვიცი,სანამ მასზე წყენა არ გადამივლის, მანამდე არ ვაპირებ მომავალზე საუბარს -ისევ შენი საქმრო ჰქვია -ვიცი,ამიტომ ბეჭედს უკან დავუბრუნებ,სანამ საკუთარ თავში და გრძნობებში არ გავერკვევი,მასთან ვერ ვიქნები -ასე ერთი ხელის მოსმით დაამთავრებ ყველაფერს? არაფერი ვუპასუხე, თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე -არაფრის დამთავრებას არ ვაპირებ, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ... -რისთვის არ ხარ მზად?... იმისთვის რო შეცდომა აპატიო? -ხო -იცი დედა რას მეუბნება ხოლმე? "ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა რო ყოველი წამით უნდა დავტკბეთ,ერთმანეთს შეცდომები ვაპატიოთ და სიყვარულზე არასდროს არ ვთქვათ უარი" , გგონია ბექასთვის ადვილია შენი დაკარგვა?... გულწრფელად უყვარხარ და ცდილბს როგორმე ეს ურთიერთობა გადაარჩინოს, შენც ხო ეს გინდოდა? ხო გინდოდა მასთან ერთად ყოფნა, ახლა როცა უკან დაბრუნდა რა გიშლის ხელს? -მეშინია რო ისევ წავა...მეშინია რო ისევ სულ მარტოდ მარტო დამტოვებს -სრულწლოვანი ხარ,იურიდიულად არ ხარ შენი მშობლების მეურვეობის ქვეშ -და რისი თქმა გინდა მაგით? -რისი და ახლა შეგიძლია შენი სურვილისამებ მოიქცე -ანუ? -ნანიკო შეგიძია მისი მეუღლე გახდე...შენც ხო ეს გინდოდა? -არ ვიცი ახლა რა მინდა... -მაშინ საკუთარ თავს ჩაუღრმავდი და ისე გადაწყვიტე ყველაფერი..... ვახშამს ამოგიტან ოთახში.მშვიდად მითხრა და საკუთარ ფიქრებთან მარტო დამტოვა. ჩემი საწოლი აივის კართან ახლოს იდგა,ფარდები გავწიე და ჩემ წინ გადაშლილ ხედს ხარბად მივაშტერდი, ბოლოს თვალებიც დავხუჭე და ღრმა ფიქრებში გადავეშვი. არ ვიცი რამდენი ხანი იყო გასული,ოთახში ფეხაკრეფით ვიღაც შემოვიდა, ცდილობდა არ ეხმაურია, მაგრამ რაღაცას ფეხი წამოდო და აროხროხდა..... ვინ იქნებოდა თუ არა ბექა! ჩემ ლოგინთან ახლოს მოიწია,მერე საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,თვალები უფრო მაგრად დავხუჭე -სადილი მოგიტანე.მშვიდი ხმა ჰქონდა -არ მშია -სამაგიეროდ ძალების აღდგენა გესაჭიროება. არაფერი ვუპასუხე, ისევ გაბრაზებული და გაბუტული ვიყავი -ისევ გტკივა სხეული? -ფიზიკურად არაფერი არ მტკივა.ვცადე მიმეხვედრებინა რო მისი გაუჩინარება მტკიოდა -მაგ თემაზე საუბარი არ გვინა,უნდა დაისვენო. არაფერი ვუპასუხე,ლოგინიდან წამოვდექი და აივანზე გავედი, თვითონაც იგივე გაიმეორა, პლედი გამომიტანა და მომაფარა, აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ ჩემ მარჯვენა ხელს დააცქერდა, ბეჭედის დანახვაზე ფარული სიამოვნება გამოესახა სახეზე -ვხედავ ბეჭედი ისევ გიკეთია. -ისევ შენი საცოლე მქვია, არ მქონდა მისი მოხსნის უფლება. ნაზად დაწვდა ჩემ ხელს,გაყინულ თითებში მოიქცია,შემდეგ კი ბეჭედსაც და ჩემ ხელსაც აკოცა -მართალი ხარ! საშინლად მოგექეცი.... არ უნდა დამეტოვებინე -უკვე გვიანია... -ვცადოთ ამის გამოსწორება. იმედი უელავდა თვალებში -არ ვიცი გამოსწორდება კი? -ჩვენზეა დამოკიდებული... -შენზეა...მე არსად გავქცეულვარ -მაპატიებ? -მოსაფიქრებლად დრო მჭირდება -არ გაჩქარებ, რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს იფიქრე. ხელები მომხვია და მაგრად მიმიხუტა. -ამდენი ხანი სად იყავი? -შენთან ძალიან ახლოს -მე მაინც ვერ გხედავდი -მერჩივნა ჩრდილში ვყოფილიყავი -და მაგიტომ დაავალე ალექსანდრეს ჩემი თვალთვალი? -ზუსტად რო ვთქვათ შენი "დევნა". ჩაეღიმა -ანუ ყველაფერი იცოდი და ყველაფერი წინასწარ გქონდათ გათვლილი ხო? -რაღაცეები თავი თავად ხდებოდა. კიდე დიდხანს ვიდგებოდით ასე ჩემ წელს რო არ შეეხსენებინა თავი, საშინლად ამტკივდა და დაწოლა გადავწყვიტე -დაიძინე,მეც აქ ვიქნები.შუბლზე მაკოცა და ოთახის ბოლოში სავარძელზე ჩამოჯდა -დამპირდი თვალებს რო გავახელ აქ დამხვდები. -გპირდები!სიყვარულით სავსე მზერა ჰქონდა *** დაახლოებით ღამის 2საათი იყო საშინლად ამტკივდა წელი, ტკივილ გამაყუჩებელი აღარ მოქმედებდა თვალი მოვავლე ოთახს,სიბნელეში ბექას სილუეტი ძლივს დავლანდე,გამეხარდა მისი დანახვა,მაგრამ ემოციების გამოხატვის დრო არ მქონდა -ბექა. -რა მოხდა?მაშინვე სინათლე აანთო -საავადმყოფოში წავიდეთ -რა მოხდა? შეეშინდა -წელი ამტკივდა,გამყუჩებელი არ მშველის, ნევსს გამიკეთებენ და გამივლის -გარეთ საშინლად თოვს,სასწრაფოს გამოვუძახებ -ოღონდ სწრაფად რა გთხოვ.ტკივილისგან უკვე ვიკრუნჩხებოდი, ტკივილგამაყუჩებლები არ მშველოდა,სასწრაფო აგვიანებდა,მერე დაგვირეკეს დიდთოვლობის გამო ვერ ვახერხებთ წამოსვლასო,ბექა ცოფებს ყრიდა,მესმოდა როგორ ბილწსიტყვაობდა ოთახიდან გარეთ. ტკივილისგან ცხარე ცრემლებით ვტიროდი. -ბორჯომის საავადმყოფოში მივდივართ! სწრაფად შემოვარდა ოთახში ბექა, ჩემ ჩანთას ეცა და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩააწყო -დიდთოვლობაა, ასეთ ამინდში ვერსად ვერ წახვალთ. ანუშკამ წარბები შეკრა, უკმაყოფილების ნიშნად -აბა ველოდოთ სანამ ტკივილისგან გული არ წაუვა? ....ვერ ხედავ რა ფერი ადევს? -მგზავრობას ვერ გაუძლებს.... -გავუძლებ!ძლივს წარმოვთქვი სიტყვები -25კილომეტშია საავადმყოფო,გარეთ საშინელი ამინდია, არ ვარ დარწმუნებული რო უნდა წახვიდეთ -სხვა გზა არ გვაქვს.მშვიდად ვუთხარი მანქანაში ძლივს ჩავჯექი,უკანა სავარძლებზე მკვდარივით მივესვენე,ალექსანდრე საჭესთან დაჯდა ბექა კი ჩემს გვერდით. საოცრად დიდი ფანტელები მოდიოდა,მთელი გზა თოვლით იყო დაფარული,ტკივილის მიუხედავად მაინც ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა ყველაფერი,ავტომანქანაში თბილოდა......თბილოდა კი არა უფრო ცხელოდა,ზამთრის სიცივე არ მაწუხებდა,ბექას ვთხოვე ფანჯარა ჩაეწია, ცივმა ჰაერმა გუნება გამომიკეთა,უკეთ ვიგრძენი თავი,ხარბად დავეწაფე და მერე ისევ მშვიდად განვაგრძე სუნთქვა. ალექსანდრე ცდილობდა სწრაფად ევლო,მაგრამ დიდი თოვლის გამო შეუძლებელი იყო, ბექას ჩემი ხელი ეჭირა,ცივი თითები ჰქონდა,მოულოდნელად ლოყებზე და შუბლზე მომადო ხელი -ცხელი ხარ,სიცხე ხო არ გაქვს ნეტა? -არ ვიცი,თავს მოთენთილად ვგრძნობ.... -ცოტაც მოითმინე,ყველაფერი კარგად იქნება.აღელვებული ჩემ დამშვიდებას ცდილობდა ბუნდოვნად ვხედავდი მის სახეს,ერთიანად ოფლში ვიწურებოდი, საკუთარ სიმხურვალეს თვითონვე ვგრძნობდი, ბოლო რაც მახსოვს ბექას მუდარა იყო..... მემუდარებოდა ჩემთან დარჩიო *** პირველად რო გავახილე თვალები მხოლოდ სითეთრეს ვხედავდი ისევ დავხუჭე და ხელახლა გავახილე.... ახლა უკვე ვარჩევდი საავადმყოფოს თეთრ ჭერს ოთახს თვალი მოვავლე,ხელზე წვეთოვანი მედგა, წამლებისგან გაბრუებული ვიყავი -ნანიკო.დედა ხმა მომესმა -ნატა?ძლივს დავუძახე -აქ ვარ დედა. სწრაფად მოირბინა ჩემ ლოგინთან -აქ..რას აკეთებ? -ანუშკამ დამირეკა და მაშინვე წამოვედით -მამა აქაა? -გარეთ იცდის -ბექა სადაა? -ბაკურიანში წავიდნენ,ბავშვებს ჩამოიყვანენ -მამა და ბექა... -ნუ დარდობ მაგაზე,ახლა დაისვენე და რო მომჯობინდები მერე ვისაუბროთ მაგაზე. *** შუადღემდე მეძინა,მერე ექიმმა გამსინჯა,დედა ოთახიდან გაიყვანა და ცალკე ესაუბრა. სანამ უკან დაბრუნდებოდნენ ბექა შემოვიდა ოთახში,ხელში ყვავილები ეჭირა -როგორაა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პაციენტი? სცადა გავემხიარულებინე -უკეთ მადლობა. ყვავილები ხელში მომაწოდა -შეგვაშინე...მაგრამ ახლა ყველაფერი უკან დარჩა,მთავარია კარგად ხარ -მადლობა. თბილად გავუღიმე -რისთვის? -იმისთვის რო საავადმყოფოში მომიყვანე... -ჩემი მოვალეობა იყო! -მაშინ ყვავილებისთვის მადლობა. გამეცინა -შენსავით ლამაზია. რამდენი ხანია მისგან კომპლიმენტი არ მომისმენია, ისევ ბავშვურად ამიწითლდა ლოყები,ისევ დავიმორცხვე,ჩემი შემხედვარე სიცილს ძლივს იკავებდა -ისევ გრცხვენია... ჩემი საცოლე ხარ და მაინც გრცხვენია... -შენ კიდე ძალით ნუ მარცხვენ!გავუბრაზდი მერე ექთანი შემოვიდა ოთახში,ახალი წვეთოვანი დამიდგა,ბექას კი გასვლა თხოვა, პაციენტმა დაისვენოსო *** მეორე დღეს გამომწერეს საავადმყოფიდან,სხვა რაღა დაგვრჩენოდა თუ არა თბილისში დაბრუნება,ჩემ მშბლებთან ერთად ვიჯექი მანქანაში,დედა რაღაცას მიყვებოდა მე კი მისი არ მესმოდა, გონებით ისევ ბექასთან ვიყავი.... -ნანიკო მისმენ? -რა მოხდა?გაკვირვებულმა გადავხედე ორივეს -გესაუბრები,შენ კიდე სადღაც დაფრინავ -ბოდიში... -საშობაოდ სოფელში წასვლაზე რა აზრის ხარ? ბებია რამდენი ხანია არ გვინახავს -როგორც გინდათ,ჩემთვის სულ ერთია. მშვიდად ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე,იმ დროს იმაზე უფრო შორს ვიხედებოდი ვიდრე ჰორიზონტზე მოჩანდა, მომავალში ვიყურებოდი.... მომავალში სადაც ბექას გვერდით ვიყავი! სახლში ჩამოსვლა და რეალობაში დაბრუნება ერთი იყო... ჩემი პატარა ლეკვი, რომლისთვისაც სახელი ჯერ კიდევ არ შემერჩია, უფრო დიდი ზომის დამხვდა ვიდრე მახსოვდა, მოვეალერსე და ჩემ ოთახში შევიყვანე საღამომდე ვიწექი,ექიმისგან წოლითი რეჟიმი მქონდა დანიშნული მხოლოდ სავახშმოდ გამოვედი ჩემი ოთახიდან, დედას გემრიელი ვახშამი მოემზადებინა, აშკარად რაღაცა ჩაეფიქრებინა -ნანიკო მე და მამაშენმა ვისაუბრეთ.ყოყმანით დაიწყო ნატამ -რაზე? -შენზე...შენს მომავალზე -ანუ? თვალები მოვჭუტე -ანუ ის რომ ყველაფრის მიუხედავად მზად ვარ გამონაკლისი დავუშვა. ახლა მამა ჩაერთო საუბარში -უფრო გარკვევით რო ამიხსნათ... -იმას ვგულისხმობთ რო შენსა და ბექას ურთიერთობას ხელს არ შევუშლით,მხოლოდ ერთი პირობით -რა პირობით.სიხარულისგან თვალები გამიფართოვდა, სახეზე ფარული ღიმილი გადამეკრა -ჯერ სკოლას დაამთავრებ და მერე გვექნება ნიშნობა.... ოღონდ ამ ჯერად ოფიციალური ნიშნობა.დედამ სიცილით წარმოთქვა თავიდან დავიბენი,მერე გამიხარდა,ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა, ფეხზე წამოვხტი და ორივე ჩავკოცნე,პირველად ვნახე მამა ასეთი ბედნიერი. ნატა იყო ყველაფრის მოთავე,ალბათ იმდენი ეჩიჩნა მამას ბოლოდ დაიყოლია გასაოცარი ქალია ნატა! საუკეთესო დედა და მეგობარი,მესაიდუმლე და გულშემატკივარი,მთელი სამყაროა ეს ქალი ჩემთვის! ვახშმის შემდეგ მთელმა ოჯახმა ვუყურეთ ფილმს,იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ სამნი ერთად ვუყურებდით რამეს. დასაძინებლად მალე წავედი,ჩემი ლეკვიც წავიყოლე და თავის ახალ სახლში კომფორტულად მოკალათდა. შუაღამისა მობილურზე დამირეკა ბექამ,მძინარე მექანიკურად ვესაუბრებოდი, ეზოში გასვლა მთხოვა, იქ მიცდიდა -შუაღამისა რო არ მოსულიყავი და დილით გენახე არ შეიძლებოდა?წარბაწეულს ღიმილი შემეპატა -მინდოდა ჩემი თვალით მენახა რო კარგად იყავი -კარგად ვარ ბექა...... კარგად კი არა გადასარევად ვარ -რამე მოხდა? -ვერც წარმოიდგენ რა მოხდა.წარბები ავათამაშე -ნუ ხარ ინტრიგანი. -მამაჩემი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არაა, მაგრამ.... ახლოს მივიწიე მასთან და ხელები ჩავჭიდე -რა მაგრამ?..... -მაგრამ სკოლის დამთავრებამდე მოცდა მოგიწევს ყმაწვილო. გახარებულმა ხელში ამიტაცა..... ორივე გულიანად ვიცინოდით, ბედნიერებისგან გაბრუებულებს სულ დაგვავიწყდა შუა ღამე რო იყო. ბოლოს დამსვა,ჩემი სახე საკუთარ ხელებში მოიქცია და ადრინდელზე უფრო ტკბილად მაკოცა! ვიღაცას უთქვამს,თუ მართლა უყვართ ბოლომდე უყვართო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.