შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება მე შენში ვიგრძენი.


26-08-2017, 02:47
ავტორი D M
ნანახია 2 114

გრძნობა? - ერთი დანახვაა...ერთი ამოსუნთქვაა...ერთი გაღიმებაა... ოდესმე გყვარებიათ ადამიანი გულის ტკივილამდე? მე მიყვარს...
აქამდე არ განმიცდია მსგავსი რამ, მყვარებია ერთადერთხელ, მაგრამ ასეთი სიძლიერით პირველი სიყვარულიც კი არ მიყვარდა. ყოველთვის მეგონა, რომ მეორედ აღარ შემიყვარდებოდა, რას ვიფიქრებდი პირველ სიყვარულზე ძლიერი თუ მეორე სიყვარული აღმოჩნდებოდა.
არ ვიცი რა დავიმსახურე ცხოვრებაში ასეთი, ხანდახან თავი სიზმარში მგონია, გვერდით ისეთი ადამიანი მყავს, ყველა გოგომ უნდა ინატროს. მისი ჩემდამი სიყვარული მიყვარს, მისი სიყვარული მათბობს, სულს მითბობს მისი ჩახუტება, მოფერება და კოცნა.
გყვარებიათ ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე მეტად? მე მიყვარს....სამყაროს მირჩევია! მისი შეხება, ეს ისეთი გრძნობაა....აიი ფეხებიდან რომ დაგივლის და თმის ღერამდე აღწევს, მთლიან ტანში რომ იგრძნობ მის თვითოეულ შეხებას. კოცნაა, ეს ის მომენტია, როდესაც თავიდან ფეხებამდე, მთლიანად მას ვეკუთვნი. ვერ წარმომიდგენია როგორ შეუძლიათ უსიყვარულოდ გრძნობის გარეშე აკოცონ....კოცნა ხომ დიდი სიყვარულის, ვნების და დიდი გრძნობის გამოხატვაა....
კოცნას, მოფერებას და ჩახუტებას ბევრი უფრო მეტი რაღაცების სურვილი მოსდევს....როდესაც ადამიანი გიყვარს, ლოგიკურია მის მიმართ ლტოლვა და ვნება გაჩნდეს. ეს ყველაფერი თუ არ გაქვს საყვარელი ადამიანისადმი, ე.ი იქ რაღაც ვერ არის რიგზე, ასეთ დროს საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვა, ნამდვილად გიყვარს ის ადამიანი თუ უბრალოდ გატაცებაა? თუ სიყვარული ნამდვილია, ეს ყველაფერი ლოგიკური ხდება.
ყველა გოგოს ჰყავს ბავშვობის „ოცნების პრინცი“. მეც მყავდა ასეთი „პრინცი“....გავიდა წლები და უფალმა ჩემი ოცნება ამისრულა, ზუსტად ისეთი მყავს გვერდით როგორიც მინდოდა, ზუსტად ისე ვუყვარვარ როგორც მინდოდა რომ ვყვარებოდი. მასაც ზუსტად ისეთი ოცნებები აქვს როგორიც მე, ერთნაირად ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვჭამთ, ვსვავთ და გვძინავს.
ის ისეთი თბილი და მზრუნველია, ისე მიფრთხილდება როგორც პატარა ბავშვს...მახსოვს ცუდად ვიყავი, სიცხე მქონდაა, პირველად მაშინ ვიგრძენი მისგან ყველაზე დიდი მზრუნველობა. იმ წუთებში მისგან იმხელა სითბო ვიგრძენი რომ არაფერი აღარ მახსოვდა. მოწონს და მიყვარს მასზე ზრუნვა, მიყვარს როდესაც უხასიათოდ არის და ასეთ დროს მარტო მე შემიძლია ხასიათების გამოკეთება...
მისი ნათქვამი ყოველი „მიყვარხარ“ მიყვარს, ის ისეთი გულწრფელია ჩემს მიმართ....ჩემი მისდამი სიყვარული ძალიან დიდია, ხანდახან მგონია რომ მისდამი სიყვარულს ვეღარ ვიტევ, ის ჩემშია, ჩემს გულშია..
არ ვიცი ამაზე დიდი სიყვარული კიდევ თუ არსებობს... მე ვიცი რომ მისი სიყვარული ყველაფერს გადამატანინებს ცხოვრებაში, ყველა დაბრკოლებას და სულ ყველაფერს... ალბათ პირველი სიყვარული უნდა დამეკარგა რომ მეორედ მეპოვა ნამდვილი სიყვარული! ყველაზე ბედნიერი ვარ მის გვერდით, ის ჩემი ნათელი წერტილია, ჩემი მომავალია, ჩემი იმედი და ჩემი შვილების მომავალი მამაა...
ყველას გისურვებთ ისეთ სიყვარულს, ვის გვერდითაც გული სხვასთან ყოფნას არ მოგთხოვთ...



№1  offline წევრი nqv

dzalian mixaria sheni bedniereba, rom gxedavt xolme ertad guli siyvarulit mevseba. did bednierebas gisurveb amas shen imsaxureb❤️

 


№2  offline წევრი D M

nqv
dzalian mixaria sheni bedniereba, rom gxedavt xolme ertad guli siyvarulit mevseba. did bednierebas gisurveb amas shen imsaxureb❤️

დიდი მადლობაა საყვარელოო heart_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი nqv

D M
nqv
dzalian mixaria sheni bedniereba, rom gxedavt xolme ertad guli siyvarulit mevseba. did bednierebas gisurveb amas shen imsaxureb❤️

დიდი მადლობაა საყვარელოო heart_eyes kissing_heart



<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent