მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 2)
„სიყვარულის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ ნამდვილად არსებობს რაღაც,რაც ადამიანს დამოკიდებულს გხდის სხვა ადამიანზე. არსებობს რაღაც, რაც მის დანახვაზე გულს აგიჩქარებს, შეგეკუმშება და სუნთქვა გიჭირს.მაგრამ ასეთი რამ, არასოდეს არ მქონდა განცდილი. იყო გატაცებები,შეხვედრები, ახალი ნაცნობობა,მაგრამ ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად იყო,ისე როგორც სხვებთან ხდებოდა; მე კი რაღაც საინტერესო მინდოდა;... არა მაინცდამაინც სიყვარული, მე ხომ არ მჯეროდა...რაღაც ახალი,მძაფრი,საინტერესო თავგადასავლი... ადრენალინის შეგრძნება აკლდა ჩემს ცხოვრებას აშკარა იყო. მიყვარდა რისკი,მაგრამ არადაუფიქრებლად არასოდეს მიმოქმედია, ჩემი დევიზი-"საკუთარი თავის დანახვის სარკეში, არ უნდა შეგრცხვეს", ყოველთვის მაკონტროლებდა და თან მდევდა;მაგრამ რა ცინიკოსია ეს ცხოვრება ....... როგორც თავში მოგახსენეთ,თავად არასოდეს მიბრძოლია პირველობისთვის,ან ყურადღებისთვის.ჩემმა გარდაქმნან,ძალიან დიდი ცვლილებები შეიტანა ჩემში;საოცრად თამამი გავხდი. ურთიერთობებში ვდომინანტობდი ყოველთვის;ისე ხდებოდა,როგორც მსურდა....., რაღაცნაირად ვახერხებდი ჩემი თავის დავიწყების საშვალება არ მიმეცა არავისთვის. ძალიან მალე,ბევრისთვის "საყვარელი-მომწონხარ" გავხდი,ჩემს უბრალოებას მაქსიმალურად წინა ხაზზე ვწევდი და ალბათ ეს იყო ჩემი ეფექტურობა.კომპლიმენტები აღარ მაკვირვებდა, მაგრამ მეცინებოდა;რატომ ამბობდა ყველა ერთიდაიგივე ფრაზას? ! :) ნუთუ მამაკაცის გონება ყველა ერთნაირად არის მოწყობილი?! ნუთუ არ ძალუძთ რაიმე საკუთარი აზრებზე ძალაობით,რაიმე,თუნდაც ერტი სიტყვა შეემატებინათ,ამ კომპლიმენტების სიას???“ გაცინება მინდოდა, მაგრამ მეუხერხულა...უბრალოდ გამეღიმა და მიხვდა რომ მის ნათქვამს ვეთანხმებოდი... --მეთანხმები ხომ?... ასეა კი ... ყველას ერთი და იგივე ტერმინოლოგია აქვთ--გაეღიმა თავადაც -- კი გეთანხმებით...ისე ცოტა რთულია ალბათ რაიმე განსხვავეული თქვა..ახალი სიტყვები მოიგონო და ამიტომაც უჭირთ... --ახალს ვინ ითხოვს?... უბრალოდ როგორ იტყვი რას და რა დროს აი ამას არ აქცევენ ყურადღებას და ყველაზე დიდი ჩვეულებრივობა და ენება სწორედ ამაში გამოიკვეთება ხოლმე მამაკაცების--მე როგორც არა მცოდნე ამ საკითხებისა ,კამათს ვერ დავუწყებდი,მაგრამ მის ნათქვამში იყო რეალური აზრიც. „როდესაც დავვოჯახდი,ეს ის პერიოდი იყო როდესაც,შუალედში ვიყავი დაოჯახების ასაკისა; შემეძლო არ მეჩქარა და დროულიც იყო. ჩემი დაოჯახება გამოიწვია სიტყვამ,"გამომყევი"-სთან დაკავშირებულმა იმედებმა და ფანტაზიებმა. წარმოვიდგინე ახალი ცხოვრება, კაბა,ქორწილი,ოჯახი...ის რაც შეიძლება ალბათ, 100-დან 80%-მა გაიფიქროს,როდესაც ოჯახის შექმნას,"კარგი სასიძო" ბიჭი გთავაზობს. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი პიროვნება იყო; არ და ვერც ვიტყვი "ვგიჯდებოდი"მასზეთქო,მაგრამ კარგად ვგრძნობდი თავს მის გვერდით. კმაყოფილების გრძნობა მქონდა და არა ბედნიერების; და როდესაც ამ ორ სიტყვაში დიდი განსხვავება აღმოვაჩინე,ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება დამთავრდა.“ --თქვენი დაოჯახება სპონტანური ნაბიჯად არ ჩაითვლება? --არა რატომ?!... მე ყველაფერი ავწონ-დავწონე..ბევრი რამ გავითვალისწინე... და ისე გადავდგი ნაბიჯი -- რა განსხვავებაა ბედნიერებასა და კომფორტს შორის?-- ასეთი რამ არ მქონდა განაგონი,ყოველთვის ვფიქრობდი,კომფორტს ბედნიერება მოჰქონა --განსხვავება დიდია მერწმუნე... როდესაც ცხოვრობ კომფორტში და ყველაფერი რაც გარშემო ხდება არანაირ ემოციას არ აღძრავს შენში,გარდა კმაყოფილებისა ეს უკვე თავისთავად ბედნიერება არ გამოდის...რა არის ბედნიერება მკითხავ?... ბედნიერება ის არის როდესაც გარემოს არ უყურებ და შენ შინაგანად განიცდი აღმაფრენას,სიცოცხლის ხალისს,..... -- და თუ კი არსებობს კომფორტი, ხომ არის შესაძლებელი ბედნიერებაც შევქმნათ?--ახლა უკვე საკუთარი აზრის და შეხედულების კითხვა დავსვი,რადგან ეს თემა მეტად საინტერესო მეჩვენა და ის თუ როგორ აღიქვამდა ის თითოეულ უხილავ გრძნობებს. --კი შესაძლებელია...მაგრამ ძალიან ბევრი,პატარ-პატარა ასპექტები არსებობს,რაც ჯამში დიდ მიზეზს იწვევს იმისა,თუ რატომ ვერ ქმნი ბედნიერებას...ჩემს შემთხვევაში გეტყვი, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე ბევრისთვის საოცნებო მამაკაცი იყო და არის კიდეც დღეს,მაგრამ გააჩნია ადამიანი საოცნებო მამაკაცს რას ეძახის.... იყო რაღაც,როგორც გითხარი,რაც მე ბედნიერების შეგრძნებას ვერ მაძლევდა --ალბათ სიყვარული არ იყო და... --სამაგიეროდ იყო გაგება,პატივისცემა და ყველა ის დამოკიდებულება რაც საჭიროა... აქედან გამომდინარე სიყვარულიც უნდა ყოფილიყო...სასაცილო იცით რაარის?... როგორც მე არ მჯეროდა სიყვარულის,არც ჩემს მეუღლეს სჯეროდა...და ჩვენი დაოჯახება,გონებრივად უფრო მოხდა ვიდრე გულით... არ უარვყოფ იყო სიმპათია,იყო მიზიდულობა,იყო იმედი ერთმანეთისა...და სწორედ ასე შეიქმნა ცემი ოჯახი... მე კი იმ ქალთა კატეგორია არ მივეკუთვნები.ვინც „ვიღაცა რას იტყვის“ გამო, მოითმენს ან გააკეთებს იმას რაც არ უნდა... ნებისმიერ ქმედებას,დანაშაულს და სიტუაციას აქვს გაგრძელება და არავინ არ თქვას,"ამით ცემი ჩხოვრება დამთავრდა".ყველაზე ცუდი ამბავიც კი გავლითია,არავინ არავის გამო არ კვდება... რჩება მხოლოდ მოგონებები და მეტი არაფერი. მეც განვაგძე ცხოვრება,არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელივისაც ოჯახი დამენგრა.ჭორიკანა და და უსაქმური ადამიანების აზრი კი .. ეს საერთოდ რა სახსენებელი თემაა... უსაქმური არასოდეს ვყოფილვარ,ყოველთვის იყო ის,რისო გაკეთებაც შემეძლო. 2-მა წელმა ჩაიარა განქორწინებიდან და ჩემი მარტოობის დასაწყისიდან,უშედეგო პირადი ცხოვრებით და კარიერული წინსვლით. --არ გინანიათ ოჯახის დანგრევა? -- მე არასოდეს ვნანობ ჩემს ქმედებებს... ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება ეს ... --ბედია?-სიტყვა მოვუჭერი --ვერ ვიტყვი ბედი... ადამიანებს ყოველთვის ეძლევათ არჩევანის უფლება... უფალი ყოველთვის ორს ან რამდენიმე გზას გვაძლევს მაგრამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ, ასე რომ ბედს ნუ მივაწერთ ყველაფერს... ჩვენი ბრალია... მეც ჩემით ავირჩიე გზა და სანანებელი არაფერი მქონდა... --განსხვავებული ხართ?-- პირდაპირ დავუსვი კითხვა მაინტერესებდა საკუთარ თავზე რა აზრი ჰქონდა --ყველა ადამიანი რომ ინდივიდია ამაში დამეთანხმები.. ყველა რომ განსხვავებულია ამაშიც დამეთანხმები...მაგრამ იცი უბედურება რაშია?! ადამიანები კარგავენ ინდივიდუალიზმს საკუთარი სურვილით -- როგორ?...რატომ?... -- მიბაძვით...და აქ არ იგულისხმება მხოლოდ გემოვნება... არ იგულისხმება საკვები და ჩასაცმელი...აქ აზროვნებაა...ძალიან ადვილად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ და დროთა განმავლობაშიც ინდივიდუალიზმი იკარგება.....რატომ?... არ ვიცი.... -- საინტერესოა...არის რაღაცა ჭეშმარიტება თქვენს სიტყვებში -- ალბათ...აქედან გამომდინარე ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე...კი მე განსხვავებული ვარ ვუყურებდი მას და მშურდა...როგორი დამოუკიდებელია,როგორი განსხვავებული...ის არ ჰგავდა სხვებს...და ეს მისი ინდივიდუალიზმი იყო,რაც არ დაკარგულა... მაგრამ მე? სად არის ჩემი ინდივიდუალიზმი?...დაკარგა მასაში...ხალხში...ბრბოში... მაგრამ რატო? როდის? და გადავწყვიტე ამ საკითხზე ღრმად დავფიქრებულიყავი. ჩემი ვიზუალი ინდივიდუალური იყო,არ ვგავდი სხვებს...ჩემი აზროვნება ინდივიდუალური იყო,თუ არ ჩავთვლით რომ ზოგიერთ საკითხში ვეთანხმებოდი მასას, მაგრამ სად გაქრა ჩემი მე,რომელსაც ყოველთვის და ყველგან თავი გაჰქონდა,სად გაქრა თავდაჯერებულობა ?.... მიმიხვდა ფიქრებს?...ფიქრებს რომელიც წამებში გავიაზრე... --მთავარი ის კი არ არის ვინმეს აზრის წინააღმდეგ დავდგეთ,მთავარია თუნდაც საკუთარ თავთან არ მოგვიწიოს უკან დახევა,თორემ ისე იმდენი კატეგორისს ადამიანი დადის ქვეყანაზე,ყველას ჩვენს აზრს ვერ მოვახვევთ,მაშინ ჩვენ დავაკარგვინებთ მათ ინდივიდუალიზმს. „ოთახში ვზივართ მე და კიდევ ორი გოგონა, ყავას მივირთმევთ.(დღეს ყავის გარეშე იჯდე ეს ხომ წარმოუდგენელია :) ). შემოდგომა იყო გარეთ, ოქტომბრის შუალედი,მაგრამ მზე მაინც ახერხებდა თავისი თბილი სხივები ჩვენამდე მოეღწია,ხოლო თუ არ აღწევდნენ, მისი ცაზე დანახვაც განწობას აგიმაღლებდა. ოქტომბრის შუალედი და კვირის,რომელიღაცა შუა დღე იყო... რაზე ვსაუბრობდი არ მახსოვს.... ალბათ რაღაც არამნიშვნელოვანზე,სისულელეზე,, თორემ სხვა შემთხვევაში, აუცილებლად მემახსოვრებოდა თემა. ამ ორი გოგონადან,ერთი ჩემი მეგობარი იყო ხოლო ვინც გვმასპინძლობდა ამ ჩემი მეგობრის "მეგობარი".(ამას რატომ ვაკონკრეტებ, შემდგომ უკეთ მიხვდებით). ვზივართ.. გაცხარებულები ვსაუბრობთ,... ცხელ ყავას ასდის ორთქლი,რომელიც თავისთვის გრილდებოდა სანამ ჩვენ... საფერფლეში, ნახევრად ჩამქრალი სიგარეტი ბოლავს და ყავის ორთქლს ერწყმის ჰაერში. ოთახი დიდია... სივრცეა,...რაც სასიამოვნოა. იქაურობა არც ავეჯით არის გადატვირტული... თანამედროვე თავისუფლებაა. პირველად რომ შევედი,თვალი მოვავლე იქაურობას და ჩემს გონებაში გავიფიქრე,რა მომწონდა და რა არა. ოთახი აშკარად ცოტათი მისალაგებელი იყო. მცირე მტვერი შეინიშნებოდა და ფანჯრების მდგომარეობაც არ მომეწონა. "კლაუზნიკი" არ ვარ, უბრალოდ როდესაც ახალ გარემოში აღმოვჩნდები, მცირე დეტალებსაც კი ვაკვირდები. მაგრამ თავად მასპინძელი, სასიამოვნო ქალბატონი იყო. იღება კარი და შემოდის ხალათიანი მამაკაცი... არ ვიცი, არ იცოდა სტუმრების ყოფნის ამბავი თუ, უკომპლექსო იყო უბრალოდ. მოგვესალმა და გაიარა... სიმართლე გითხრათ ყურადღება არც კი მიმიქცევია;უბრალოდ ზრდილობის ეტიკეტი დავიცავი და სალამზე ვუპასუხე, ამიტომ აქ ამ მომენტში მისი აღწერა არ შემიძლია, მაგრამ საოცრად და დეტალურად მახსოვს, მისი ყავისფერი ხალათი. გრძელი, თბილი და საშინლად სქელი. --რატომ დაგამახსოვრდათ ასე დეტალურად?-ძალიან დავინტერესდი --არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ მართლაც საშინლად არასასიამოვნო ფერი ჰქონდა....-გადაიკისკისა,ეტყობა გაახსენდა „ის საშინელება“ და დაახლოებით მეც შევეცადე წარმომედგინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.