ამაყი ცრემლი - 2
-თათა, რას შვრები? - ვურეკავ მეგობარს. -გამო, რა. - ჩახლეჩილი ხმით მეუბნება. *** -თათა, გიყვარს? -მიყვარს. -დაელაპარაკე, უთხარი. -მეშინია. -თათა, მე ვეტყვი იცოდე. -კარგი, ვეტყვი. *** დემეტრე ურეკავს. -თათა, ჩამოდი. - უებნება და თიშავს. *** აღელვებული მიდის დემეტრესკენ. -გამარჯობა, - ესალმება თათა. -როგორ ხარ? -(დუმს), შენ? -(დუმს), სალაპარაკო გვაქვს. *** -თათა, ერთი თვით, სამსახურის გამო ამერიკაში მიწევს წასვლა. კარგად იცი ჩემი გრძნობების და შენი გაურკვევლობის შესახებ. მინდა, რომ დაფიქრდე და გადაწყვიტო. - გაჩუმდა, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. უნდოდა თათას ძალიან უნდოდა სიმართლის თქმა მაგრამ ვერ გაბედა. *** დემეტრე წავიდა. თათამაც მოიწყინა. ნიცაც ვერ შველოდა. სამსახური - სახლი სახლი - სამსახური. ენატრებოდა შვილი ენატრებოდა დემეტრე. 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაურეკა. ***დემეტრე სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები, მანქანას პარკთან ვაჩერებ და სკამზე ვიკავებ ადგილს. როგორ მენატრება ჩემი თათა, ძალიან იწელება ეს ერთი თვე. ფიქრებში გართულს პატარა ბიჭი მოდის ჩემთან. -გამარჯობა, - ქართულად მესალმება, რამაც გამაკვირვა. -გამარჯობა. -რა გქვია? -დემეტრე, შენ? - იმდენად სერიოზულია ეს პატარა, მიკვირს. -დაჩი, ვიმეგობროთ? -ვიმეგობროთ, - სერიოზული სახით ვეუბნები, პატარას სახე უნათდება და მეც მეღიმება. - რამდენი წლის ხარ? -5-ის, შენ? -მე დიდი ვარ, - მეცინება. -მე აქ არ ვცხოვრობ, დედა საქართველოშია, ბებიასთან და ბუბასთან ვარ, მალე უნდა წავიდე დედასთან, იცი როგორ მომენატრა?! - გაცისკროვნებული სახით მეუბნება. - შენც ხო საქართველოში ცხოვრობ? რომ ჩავალთ იქაც ხომ ვიმეგობრებთ? - იმედიანი თვალებით შემომხედა. რა საყვარელია, ხელში ამყავს და კალთაში ვისვამ, ლოყებს ვუკოცნი და ისიც იცინის. -ძალიან საყვარელი ხარ. -დაჩი, ბებია, სად წახვედი? - ბებია მიდის მათთან. - გამარჯოობა, ძალიან დიდი ბოდიში, ქართველს თითქოს ცნობსო და ყველას ეცნობა. - შეწუხებული სახით იძახის. -არაუშავს, რას ბრძანებთ, ძალიან საყვარელია. -დაჩი, საჭმლის დროა. - შვილიშვილს გადახედა ღიმილით, ჩემი კალთიდან ჩამოხტა და ხელი გამომიწოდა. -ნახვამდის, იმედია კიდევ შევხვდებით. -კარგად, დაჩი. *** რამდენიმეჯერ კიდევ ვნახე, ბოლოს კი, დიდი სიყვარულით დამემშვიდობა, საქართველოში მივდივარ და იქ დაგელოდებიო. თათას მხოლოდ ერთხელ შევეხმიანე, მინდა, რომ დაფიქრდეს. ***ნიცა უნივერსიტეტში ერთი ბიჭი გავიცანი, დავმეგობრდით. ძალიან საყვარელი და მხიარული იყო. თათასაც გავაცანი. შედარებით მხიარული გახდა, ხშირად დადიოდა ჩვენთან ერთად. დღეს კი, თათას შვილი ჩამოდის. აეროპორტში ვართ, ბუშტებით და სათამაშოებით. თათა ნერვიულობისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. -დედაა, - ყვირილით მორბის ბიჭი. -დეე, ჩემი ბედნიერება, - ბედნიერი ჩაეხუტა. ბედნიერები პატარას არ ვშორდებოდით. ერთ დღეს რატომღაც მოიწყინა, ვერაფრით გავამხიარულეთ. -დე, რატომ მოიწყინე? -ერთი ბიჭი გავიცანი ამერიკაში, საქართველოში ცხოვრობს და დამპირდა, რომ, როცა ჩამოვიდოდა მნახავდა, მაგრამ არსად ჩანს. - მოწყენილმა უთხრა. -დეე, ეტყობა ჯერ არ ჩამოსულა, რომ ჩამოვა გნახავს. -მართლა დე? -ხოო, - ჩაფიქრებულმა უთხრა და დემეტრე გაახსენდა. 3 კვირა გავიდა. სასწაულად ენატრებოდა, როგორ უნდოდა მალე ჩამოსულიყო. -მალე ჩამოვა, -მხარზე ხელი გამამხნევებლად დავადე. *** -ნიცა, მე მაღაზიაში ჩავალ და დაჩის მიხედე. -კარგი, ნაყინები წამოიღე. *** მაღაზიიდან გამოსული, წინ ვიყურები და შავ მანქანას ვხედავ, მასზე კი დემეტრეა მიყუდებული და ეწევა, ჩემი დანახვისას აქრობს და მიღიმის. მონატრებულის დანახვისას პარკები დავყარე და გავიქეცი, დიდი ხანი ვიყავით ჩახუტებულები, ვერ ვშორდებოდი. როგორ მომნატრებია! *** -თათა, ნიკომ დამირეკა, კინოს ოთხი ბილეთი მაქვს, ჩაიცვით და გელოდებით ხუთისთვისო. 5-ზე ნიკომ მოგვაკითხა და კინოში წავედით. იმდენი ვიცინეთ, სიცილისგან მუცლები გვტკიოდა, დაჩიც ძალიან ბედნიერი იყო. კინოდან გამოსულები, ნიკო იმ მომენტებს იხსენებდა და სიცილის ახალი ტალღა იწყებოდა. მოულოდნელად დაჩიმ ხელი გამიშვა და სადღაც გაიქცა, თათა გაეკიდა. -დემეტრეე, ჩამოხვედი? - ბედნიერი ჩაეხუტა მეგობარს დაჩი. თათამ თავისი დემეტრე, რომ ამოიცნო, სულ გაფითრდა, არ იცოდა რა ექნა. -დაჩი? - გაკვირვებულმა გახედა დემეტრემ, - როგორ ხარ? -კარგად, შენ? ეს ჩემი დედიკოა, დე, ეს კი ჩემი მეგობარია - დემეტრე. - გახარებულ,ა გააცნო ერთმანეთი, დემეტრეს ღიმილი სახეზე შეეყინა. -თათა, - მკაცრი სახით გახედა. -დემეტრე, - შეშინებულმა ვერც შეხედა. ხელში აყვანილი დაჩი ძირს დასვა. -ე, იცნობთ ერთმანეთს? - გაკვირვებული იყო დაჩი. -ხო დეე, მიდი ნიცასთან წადი. *** -როდის აპირებდი თქმას? -დემეტრე... -დემეტრეს მეტი არაფერი იცი? -მე, მაშინ წასვლის წინ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ვერ გავბედე, - თვალები აუცრემლიანდა, - დემეტრე, შემეშინდა... შემეშინდა, რომ წახვიდოდი, მიმატოვებდი. დემეტრე შემიყვარდი და შემეშინდა, უშენობის შემეშინდა. - ცრემლები მოიწმინდა და ისე შეხედა, - მაგრამ, შენ თუ გინდა წადი, გაგიგებ, გეფიცები გაგიგებ. - გაბრუნდა და წასვლას აპირებდა, როდესაც დემეტრემ ხელი დაუჭირა და თავისკენ მიაბრუნა, ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ნელა დაიხარა და წაეტანა თათას ბაგეებს. -მაგისთვის დაისჯები, - ეშმაკურად ჩაიცინა და თავის მკლავებში მოიქცია. *** ბედნიერი იყო თათა, დემეტრე და დაჩი. დემეტრემ ხელი თხოვა და ქორწილი ივნისში იქნება. *** "დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება. დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ. დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ. დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული..." დადაამ, ესეც შემდეგი. ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა. უბედნიერესი ვარ. ესეც ჩვენი ახალი ოჯახი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.