შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი დასასრული


27-08-2017, 14:10
ავტორი zia-maria
ნანახია 2 037

ღმერთი ყველას აძლევს სიყვარულის ძლიერ გრძნობას,თუ სიყვარულს არ გამოცდი,თუ არ იცი რა ძლიერი გრძნობაა ეს,არც ღმერთი იცი.სიყვარული უდიდესი თავმდაბლობაა და ის თითოეული ადამიანის სულის ნაწილია,თითოეული ადამიანი კი მხოლოდ ერთობაშია ღმერთის ნაწილი.ღმერთის ნაწილი ჩვენშია სიყვარულით გაჟღენთილი და ასე ბრუნავს დაუსრულებლად.ვერაფერი ვერ მოახდენს ცუდად სიყვარულზე გავლენას.ძლიერ გრძნობას კი შუძლია მწარე ტკივილიც კი დაგავიწყოს და მხოლოდ მასზე ფიქრობდე.უკვე საკმაო თვეები გავიდა მას შემდეგ,რაც ელისო ათენიდან დაბრუნდა.არანაირი სატელეფონო ზარი,არანაირი წერილი ემაილზე,არანაირი ერთმანეთის მოკითხვა.თითქოს მათ გრძნობებს წინანდელი ლტოლვა დაეკარგა და ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული გული დაიღალა.მათ გრძნობას რაღაც ახალი უნდა,რომ ისევ შეერთდეს და ძველებურად დაიწყოს ისევ ფეთქვა.ყოველი დღე მოსაწყენი გახდა და ერთფეროვანი.ერთ საღამოს თინიმ აიჩემა ელისოს ნახვა მინდაო და მოულოდნელად ესტუმრა ვახოს ოჯახს.თინის დანახმა ძალიან გაუხარდა ყველას და ვახომ ძალიან ბევრი ეფერა მის ლამაზად გამობერილ მუცლს.
---აბა,გოგოს ველოდებით თუ ვაჟკაცს? იკითხა მხიარულად.
---გოგო გვყავს ძია.უთხრა მიშომ ბედნიერად.
---სახელი შერჩეული გაქვთ?მიშო უეცრად დასევდიანდა და უთხრა.
---კი ძია.დედაჩემის სახელი უნდა დავარქვა,ქრისტინე მეყოლება მალე.
---კარგი გადაწყვეტილებაა.მოუწონა აზრი ვახომ და ციცომ.ელისო კი ჩუმად იჯდა და მიშოს ეს არ მოეწონა.ვერავის გაეგო მისი ხასიათის შეცვლის მიზეზი,მაგრამ მიშომ ყველაფერი კარგად იცოდა.მას ხრისტო დაუკავშირდა და ყველა დეტალი გასაგებად აუხსნა.თხოვა დრო მიეცა,რომ ელისოსთვოს მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა,დრო და დრო კი მის ამბებსაც კითხულობდა.იმ საღამოს მიშომ ვეღარ მოითმინა მისი სიჩუმე,ხელი მოკიდა და ცალკე გაიყვანა.
---რა ხდება,შეგიძლია ამიხსნა?
---არაფერი,რა უნდა ხდებოდეს მიშო ყველაფერი შესანიშნავად არის.
---მე ყველაფერი ვიცი ელისო.მტკიცე იყო მიშოს ხმა.წყვილს შორის იმედგაცრუება,ვიცი რომ ღრმა ჭრილობებს ტოვებს,რომელიც დიდი ხნის მანძლზე არ შუშდება.მხოლოდ ერთს გეტყვი,რომ ასეთი დაკვირვებული და გაწონასწორებული ადამიანი,როგორიც შენ ხარ,(თუ რა თქმა უნდა დავივიწყებ და გვერძე გადავდებ,ზოგჯერ შენს უაზრო აზროვნებას) მიკვირს ნაჩქარევად რომ მიიღე გადაწყვეტილება და წერტილი დაუსვი ამ ლამაზ გრძნობას.
---მე არ ..........
---ნუ მაწყვეტინებ,გაჩუმდი და მომისმინე.მკაცრად შეუყვირა მიშომ რასაც ელისო არ ელოდა და გაბუტული ბავშვივით თავდახრილი დადგა მის წინაშე.-ისიც ვიცი,ახლა რომ ნანობ და ეს გრძნობა გაწამებს.შენ ისეთი შეუბრალებელი გახდი და ისე დაგაბრმავა შურისძიებამ,(ასე ვიტყვი)შენი საკუთარი თავიც კი არ შეიცოდე და არაფერი არ მოიმოქმედე თქვენი ურთიერთობის გადასარჩენად.თუ კი ეს გრძნობა შენთვის რამედ ღირდა,ძალა უნდა გამოგეჩინა და უნდა მორეოდი ამ ტკივილს.ტკივილს რომელიც იცი ძალიან კარგად,რომ ხრისტოს შენთვის განგებ არ მოუყენებია.აღიქვი ეს როგორც უფლის გამოცდა და მიწერე მას,მოიკითხე.ვიცი რაც გადაიტანე,მაგრამ ნუ შეგიყვანს შეცდომაში შენი გული,რომ ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონდა ხრისტოს.როგორ დაუშვი და მასში ეჭვი შეგეპარა,მის გრძნობებში.ურთიერთობა ადამიანის ცოცხალი ორგანიზმია და ეს შენ ჩემზე უკეთ იცი ელისო.გრძნობა განვითარდა თქვენში და მისი შეჩერება და შენარჩუნება თქვენზეა,ორივეზეა დამოკიდებული.არ დაეყრდნო იმ აზრს,რომ მან გატკინა.იმოქმედე საკუთარი გულის კარნახით,რაცარუნდა გაიფიქრო,რაცარუნდა მოიმოქმედო,შენზე უკეთ მე არ ვიცნობ მის გულს.გააკეთე ისე,რომ მისი სული გადაარჩინო ჩაძირვას,სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.ეს თქვენი ორივეს ცხოვრებაა დღეს,არ იცი ხვალ რა იქნება და გახსოვდეს ერთ შანს ყველა იმსახურებს.მიეცი მას ეს ერთი შანსი,თუმცა ვიცი,რომ ის უდანაშაულოა და მერე შენვე შეგრცხვება,ამას რომ გაიგებ.ნუ გაიხდი ცხოვრებას სევდიანს და იმ წუთებს სანანებლად,მას რომ უთხარი თქვენი ბოლო შეხვედრისას,მასაც აქვს თავმოყვარეობა და ეს გაითვალისწინე.ელისომ ცრემლიანი თვალებით შეხედა მიშოს ადგა და ჩაეხუტა.
---რა ბედნიერებააა,როცა გვერდით შენისთანა მეგობარი მყავს,არა მარტო მეგობარ,ძმა რომლის იმედი ყოველთვის მაქვს და კიდევ მექნება.ვიცი რომ დავაშავე მის წინაშე,მაგრამ ჩემიც გაიგეთ,რა დამემართა,რომ მითხრა დამნაშავე ჩემი ბიძაშვილიაო.ატირდა და მიშომ დააცადა,არ შეუშალა ხელი დაცლილიყო ემოციებისაგან.იტირა მიშოს მკერდზე და ოთახში შემოსულ გაოცებულ ციცოს ჩუმად უთხრა მიშომ.
---ჩაი მოუმზადე და დამშვიდდება.ციცო გაბრუნდა და მალე დაბრუნდა მოცვის ჩაით ხელში.დალია და ნელა-ნელა ჩაწყნარდა.
---დაწყნარდი?ცუდი პერიოდი დასრულდა და აი დღეიდან ახალი ფურცელი გადაშალე,კიდევ მეორედ შენს ცხოვრებასი კი არა,შენს პირად გრძნობებში.შენ საკმაოდ ზრდასრული ადამიანი ხარ,რომ გააცნობიერო შენი შეცდომა.მე გავალ და შენ გააკეთე ის რაც გითხარი,თორემ ცუდი მეგობრის იარლიკს მოგარტყამ შუბლში.ელისოს გაეცინა მიშოს ხუმრობაზე,მაგრამ მიიღო მტკიცე გაფრთხილება.
---ნუ მიცინი ელისო ფრიადოსანი მოსწავლესავით, მე სერიოზულად გელაპარაკები. იცოდე,იშვიათია ასეთი სულის ადამიანები და დროა გონს მოეგო და შეინარჩუნო ის,რაც უფალმა საჩუქრად მოგართვა.დროა გონს მოეგო და შენ,თუ პირველ ნაბიჯს გადადგამ,ნუ იფიქრებ იმას,რომ შენ უთავმოყვარეო და უპრინციპო ადამიანი ხარ.შენ ქალი ხარ,რომელმაც მამაკაცზე უკეთესად იცის სტაბილურობა,ოჯახის და ურთიერთობის ფასი.გააკეთე ასე და დღეს თუ ცუდად ხარ,ხვალ დამიჯერე უკეთესად იქნები.შენ კი რას აკეთებ,დადიხარ გამოფიტული და უკვე გამოიტირე შენი თავიც და შენი ბედიც.გლოვობ და ტირილი როდის იყო საქმეს შველოდა,შენ რომ უშველო.შენ ძლიერი ქალი ხარ და ამ მცირე ჩავარდნას მჯერავს,რომ გადალახავ.მთავარია რწმენა არ დაკარგო,აბა უფალი შენთან.შუბლზე აკოცა,ტელეფონი საწოლზე დაუდო და წასასვლელად მოემზადა,მაგრამ ის ელისოს ცრემლნარევმა ხმამ შეაჩერა.
---რაც ათენიდან დავბრუნდი,ყოველ ღამით ვწევარ და ცრემლებს ვერ ვაკავებ,სევდა არ მასვენებს.თვალს დავხუჭავ დასაძინებლად და მისი სევდაჩამსგარი თვალები არ მაძლევენ დაძინების საშუალებას.ჩავიძირე მხოლოდ იმ ლამაზ მოგონებებში და მტკივა,ასე ცივი,ასე შორი რომ გავხდით ერთმანეთისთვის.დღეებს ვითვლი,მიშო უკვე შვილი თვე გავიდა,მართლაც რამდენი დროა ეს დრო არა?და მე მაინც ვერ შევეგუე ამ ყველაფერს და დღითი დღე უფრო და უფრო ვკვდები.
---ხოდა დროა გამოცოცხლდე,დროა.ელისო გულით ტიროდა და მწარედ განიცდიდა მის შეცდომას,ხრისტო კი ბრძოლობდა მისი უდანაშაულობის დამტკიცებაზე.
რა ეროვნების არ უნდა იყოს ადამიანი,ემიგრანტობა ყველასათვის მძიმე ტვირთია.როცა სამშობლოდან შორს ვართ,სწორედ მაშინ ვხვდებით,თუ რა ძნელია სამშობლოს გარეშე ცხოვრება და რა უსაშველო მონატრება იცის სიშორემ.სწორედ სიშორე გვაგებინებს,რა მშვენიერი იყო ჩვენს მიწაზე ცხოვრება თუნდაც იმ გაჭირვებით,როცა იქ ვიყავით,გვიჭირდა მაგრამ ჩვენს მიწაზე დუდუნით დავაბიჯებდით.ეს სიყვარულიც მაშინ გავიგეთ უფრო ძლიერ,როცა იმ თბილ კალთას მოვშორდით.ყველა ემიგრანტი გულში იმეორებს იმ დიდებული ადამიანის ქეთევან წიკლაურის სიტყვებს, ,,ერთ მშვენიერ დღეს,ქარს გამოვყვები და მზესთან ერთად შემოვალ სახლში''.თმერთო მაღალო,ყველა ემიგრანტი დაიფარე უიმედობისაგან.მე ქართველი ემიგრანტი ვარ და მადლობას ვწირავ უფალს ამისათვის,რომ ქართველად დავიბადე,მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ქართველი არ ტივებს ბუდეს,მხოლოდ ქართველს არ ტკივა ემიგრანტობა და სიშორე ოჯახის.ბერძნებიც ძალიან ბევრია გადახვეწილი სამშობლოდან და მათაც ენატრებათ მისი სამშობლოს ცა.ადრე თუ გვიან ყველა დაბრუნდება უკან ეს ქართველია,ფრანგია თუ ბულგარელი,ყველას თავისი ქვეყანა ურჩევნია სხვის დიდ ქვეყანას.რეალობა ერთია,რომ ყველას ხვალინდელი დღის უკეთესი მოლოდინი აქვთ,თუმცა ძალიან დიდი მოთმინების ფასად გვიჯდება ემიგრანტული ცხოვრება.რამდენი ნერვების შლა შეეწირა ამ წლებს,რაც ძალიან დასანანია.მე მიყვარს ჩემი საქართველო და ვოცნებობ იქ დაბრუნებული მუხლისჩოქვით შემოვიარო სალოცავები,ყველა ხეს მოვეფერო,ჩემს მონატრებულ მიწას ჩავეხუტო და კავკასიონის მწვერვალიდან ამოწვერილ მზის ათინათს შევეგებო ჩვეული ღიმილით.თუმცა წლების წინ წასულმა ბერძენმა ემიგრანტმაც გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება და მას აერიპორტში ელოდება ხრისტო.ის მისი ბიძაშვილია და აი ისიც გამოჩნდა,ხრისტო თვალებს ვერ უჯერებს,ის როგორც ფიზიკურად ასევე მისი იმიჯითაც შეცვლილია.მის წინ სულ სხვა ადამიანი დადგა და გული ეტკინა,რომ ამ მშვენიერი გარეგნობის შიგნით შავი გული ფეთქავდა.
---ოხ რა ბედნიერებაა,შენს სამშობლოში დაბრუნება,აქ ხომ ჰაერიც სულ სხვანაირია.თქვა კოსნტანტინემ და ხრისტოს მოეხვია.მანქანაში ჩასხდნენ თუ არა შეეკითხა ხრისტომ.
---რა ქენი კონსტანტინე აეწყვე?სულ ჩამოხვედი თუ ისევ ბრუნდები უკან.
---არ ვიცი ხრისტაკო.გადავხედავ აქ საქმეები,რა როგორაა და იმის მიხედვით gანვსაზღვრავ დავრჩები თუ წავალ.
---ძალიან გამახარე შენი დაბრუნებით კოსტი.
---დღეს რას ვაპირებთ? კითხა კოსტიმ ხრისტოს.
---რავი აბა,ჯერ სახლში მივიდეთ და შემდეგ წავიდეთ და სადმე დავჯდეთ,შენი დაბრუნება ავღნიშნოთ ამდენი წლის შემდეგ. სახლში მისვლისთანავე,ნამგზავრმა კონსტანტინემ აბაზანა მიიღო,შემდეგ ხრისტოს მიუბრუნდა და შეეკითხა.
---სიცხეა გარეთ,აქ არ ჯობია დავლიოთ რამე გრილი?
---რავი შენ როგორც გინდა.მხრები აიჩეჩა ხრისტომ.
---ლუდი გათავდა,აღარ არის.ბიჭებთან თავისი ჩვეული თბილი ღიმილით სტელა შემოვიდა,თან ხელებს იმშრალებდა.-ყოველ შემთხვევისთვის ვახშამი მზად არის და მაცივარშია.მე მივდივარ ხრისტო.შვილს ჩაეხუტა და ყურში უჩურჩულა.-ფრთხილად იყავი,არ შეიმჩნიო წყენა.შემდეგ კონსტანტინესაც დაემშვიდობა და სტელას წასვლისას,ბიჭებმაც გარეთ გადაწყვიტეს გასვლა.სპიროსთვის უკვე ცნობილი იყო კონსტანტინეს დაბრუნება,მაგრამ ჯერ არ უნდოდათ შეხებოდნენ და შორიდან უთვალთვალებდნენ.უკვე ათი დღის ჩამოსული იყო კონსტანტინე და ერთ საღამოს როგორც ყოველთვის იმ საღამოსაც გავიდნენ გარეთ და ხრისტოს ძალიან აინტერესებდა,რამდენად გულწრფელი იყო ბიძაშვილი მასთან და შეეკთხა.
---რას საქმიანობდი კოსტი.საკმაოდ კარგი კაპიტალი დააგროვე ამ მოკლე ხანში.
---სამი წელი განა ცოტა არის?კითხვითვე უპასუხა კოსტანტინემ გაკვირვებულმა.
---სამი წელი ძალიან ცოტაა იმ კაპიტალისათვის რაც შენ გაქვს,აბა ბევრია?მამაჩემი მთელი მისი ცხოვრება ამერიკაშია,მაგრამ ამოდენა კაპიტალი მას არააქვს,დაბერდა კაცი შრომაში.თქვა ვითომ ხუმრობით,მაგრამ ეს რეალობა იყო.
---მუშაობა უნდა იცოდე მეგობარო და ყველაფერი საათივით აგეწყობა.სამი კვირის მანძილზე მოუნდა იურისტს ყველაფერი დაედგინა და გაეგოთ დაწვრილებით.ერთ დღესაც დააკავეს კონსტანტინეს საუკეთესო მეგობარი ლაკი პაპაგიანი რომელმაც კონსტანტინეს დაბრუნების შესახებ არც იცოდა და სახლსი გაფითრებული დაბრუნდა,მოსვენება დაკარგა და ძილში ბორგავდა.
---არა,არ უნდა დაბრუნებულიყო,ეს შეცდომაა.მისი აქ დაბრუნება დიდი შეცდომაა და უნდა წავიდეს,აუცილებლად უნდა წავიდეს.
---ლაკი,ლაკი რა გემართება,რა გჭირს.მე შენ ვეღარ გცნობ.
---დიმიტრა შემეშვი,მარტო მინდა ყოფნა.
---რა გემართება,დამელაპარაკე და გულზე მოგეშვება.
---მან მაინც თავისი გააკეთა,მაინც გადამიბირა და ახლა ისე დაბრუნდა,ვითომ არაფერი არ მომხდარა წლების წინ.
---რატომ,რატომ მიდი საერთოდ რომ დაგირეკა.უთხრა დიმიტრამ და ცრემლები ვერ შეიკავა.
---გეფიცები,წლებია აღარაფერი არ ჩამიდენია.მე შენთან მინდოდა ყოფნა,შენთან ერთად მშვიდ ცხოვრებაზე ვოცნებობდი მხოლოდ.
---გინდოდა,ცდილობდი,მაგრამ ვერ შეძელი მშვიდი ცხოვრების შენარჩუნება.რა არ გეყო ლაკი ჩემი სითბო,თუ ჩემი ფული და უფრო მეტი მოინდომე.იმას ვერ ხვდებოდი მე რომ მატკენდი და ისევ თუ ჩაიძირებოდი ყელამდე ჭაობში?ყველაფერი კარგად იყო,პრობლემები გადავლახეთ და ვცხოვრობდით მშვიდად,ისევ რატომ არიე ყველაფერი,რატომ.
---დიმიტრა ძალიან მშვიდად ვიყავი,ეს ერთი კვირაა ძალიან ავირიე,მე უნდა წავიდე დროებით,არ მინდა იქ დავბრუნდე,ვეღარ გავუძლებ,დავიღალეეე.
---არსადაც არ წახვალ,მე არ გაგიშვებ.გაქცევას ჯობია ამჯერად სიმართლე თქვა და ნუ დაიღუპავ შენს თავს,მას ისევ ნუ გადაეფარები.საკმარისია უკვე ლაკი ამდენი გადაფარება და სხვისი დანაშაულისათვის ოთხ კედელში ჯდომა.ის ყოველთვის ლაღად დადის,ამაყად და უდარდელად,შენ?შენ ვერ ხედავ,რომ სხვის გამო შენს სახელს ჩირქი მოაცხე?რისი გულისთვის,რას ღებულობ რომ ღირდეს ეს წლები ამად.მხოლოდ თავს იტანჯავ და მეტი არაფერი ლაკი.
---დავაშავე,დიმიტრა ამჯერად მართლა დავაშავე.შენ კი მართლა შემიყვარდი,შენ ხარ ერთადერთი ადამიანი რომელმაც გამიგო და ხელი ჩამჭიდა,მიმიღო ჩემი ბნელი წარსულთან ერთად და არ მიმატოვა დიდ პრობლემებში.დიმიტრამ ხელი მოკიდა ლაკის და ცრემლები მოწმინდა,შემდეგ კი უთხრა თავადაც ტირილამდე მისულმა.
---მიგიღე და ხელი ჩაგკიდე,იმიტომ რომ შემიყვარდი,გესმის?შემიყვარდი ლაკი.მუშაობდი და ვმუშაობდი,არ გვიჭირდა ეკონომიურად და დანაშაული ესაა შენი არ უნდა წასულიყავი.
---მართალი ხარ,დიმიტრა მაგრამ დამაშანტაჟა.
---რითინ,რითინ დაგაშანტაჟა..
---შენით დამაშანტაჟა.შენი ფოტოები მაჩვენა სოციალური ქსელიდან ამოიღო ალბად და მითხრა,ამ ფოტოებზე პორნო ფოტებს გავაკეთებ და ინტერნეტში გავუშვებო.
---შენ არ იცი რომ ეს დანაშაულია და მე მაგის გამო შემიძლია მას ვუჩივლო?განა არ იცი,რომ ადამიანის მორალური ზიანის მიყენებისთვის,მას სასჯელი რომ ეკუთვნის?ახლა კარგად მომისმინე,ხვალ,ხვალვე ერთად წავალთ და ყველაფერს იტყვი იქ სადაც საჭიროა და ასე თუ დაიხსნი თავს ამ სატანისაგან.სხვა შემთხვევაში გააღე კარი და გადი ჩემი სახლიდან,აქ აღარ მოხვიდე.მართლაც მეორე დილით უფრო დამშვიდებულებმა ხელახლად ისაუბრეს და ლაკიმ გადაწყვეტილება მიიღო,დიმიტრასთან ერთად წავიდა და სპიროს ყველაფერი მოუყვა დაწვრილებით რაც კი იცოდა ამ საქმის გარშემო და არა მარტო ამ საქმის გარშემო,ლაკი დაეხმარა გამოძიებას,ძალიან ბევრი გაუხსნელი საქმე გაახსნევინა,რომლებიც დიდი ხნის მანძილზე იყო შემოდებული დამტვერილი თაროზე და სამართალს ელოდა.
---თქვენ დროებით არ უნდა გამოჩნდეთ,ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ.თქვა სპირომ და წყვილი დროებით საიმედო ადგილზე გაუშვა.თავად კი ორდენი მოითხოვა მთავარ პროკურორთან კონსტანტინეს ასაყვანად.განრისხებუული სახით შევიდა კონსტანტინე განყოფილებაში,ვითომდა ვინ გაბედა ჩემი დაბარება პროკურატურაშიო.მოჩვენებით,მაგრამ დიდი პატივისცემით შემოეგება წინ იურისტი რანო და თავის კაბინეტში შეიყვანა.
---ბოდიშს გიხდით შეწუხებისათვის,ბატონო გაბრიელ,მაგრამ რამოდენიმე კითხვაზე უნდა გვიპასუხოთ.აქ დაბრძანდით,გთხოვთ.კონსტანტინე იურისტის წინ დაჯდა მითითებულ სავარძელში და შესამჩნევად ღელავდა,მაგრამ არ იმჩნევდა და თავი კარგად ეჭირა.
---გამომძიებლებს ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს,ბევრი რამის გაკეთება ძალიან არ გვინდა,მაგრამ რას ვიზამთ,ბევრ დროს არ წაგართმევთ ბატონო გაბრიელ.
---არა უშავს,რამოდენი წუთს დაგითმობთ.აუღელვებლად უთხრა კონსტანტინემ.
---დიახ,დიახ მადლობა.როგორც გავიგე სულ ახლახანს დაბრუნდით ამერიკიდან,რომელ მხარეში იყავით თუ საიდუმლო არ არის?
---ჯერ ფლორიდაში,მაგრამ შემდეგ კალიფორნიაში გადავედი,რადგან იქ ბიძა მყავს.
---როდის დაბრუნდით?
---თითქმის სამი კვირაა აქ ვარ.
---რა საქმიანობას ეწევით ბატონო გაბრიელ
---არქიტექტორი ვარ.უპასუხა მოკლედ კონსტანტინემ და სიგარეტის მოწევის ნებართვა ითხოვა.-შეიძლება მოვწიო?
--კი,კი შეიძლება.აი საფერფლეც აქ არის.თუ შეიძლება თქვენი პირადობა მომაწოდეთ.კონსტანტინემ პირადობა მიაწოდა იურისტ რანოს და მან ცოტა ხანში გაკვირვებულმა შეხედა.-როგორც ვიცი,თქვენ საბერძნეთიის მოქალაქე ხართ,კერძოდ ლამიაში დაიბადეთ და აქ დაბადების ადგილი კალიფორნია გიწერიათ.
---სცდებით ბატონო რანო.მე კალიფორნიაში დავიბადე,მაგრამ რამოდინემე თვეში აქ ჩამომიყვანეს და აქ გავიზარდე ბავშვობიდან. ამიტომ ძალიან მიყვარს ჩვენი სამშობლო,ვერ გაუძელი მასთან დიდი ხნით შორს ყოფნას და როგორც მხედავთ,დავბრუნდი.
---რა თქმა უნდა,ჩვენი მხარე ძალიან ლამაზია გეთანხმებით.ძალიან გვიძნელდება ჩვენ ბერძნებს სამშობლოს დათმობა და ცხოვრება სხვა მხარეს,ადრე თუ გვიან მაინც ვუბრუნდებით ჩვენს ფესვებს,რადგან ჩვენი ადგილი აქ არის,ამ მიწაზე და აქ უნდა ვიყოთ.
---დიახ,აქ ლამაზი ბავშვობის წლებია.მიუხედავად იმისა,ჩემთვის მტკივნეულია ის წლები,მე მაინც ვერ ვთმობ.
---წასვლის მიზეზი რა იყო,ბატონო გაბრიელ?
---სიმართლე გითხრა,ბოლო დროინდელმა ჩემმა პირადულმა ცხოვრებამ მიბიძგა წასვლა და არა მარტო ეს,თითქოს ჩემი თავის პოვნა მინდოდა და ვიფიქრე,დროებით წასვლა აჯობებდა და მეც ჩემი გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე.
---და იპოვნეთ თქვენი თავი?თუ თქვენში უფრო მეორე მე იპოვნეთ,ბატონო გაბრიელ?
---სიმართლე გითხრათ,ვერც ერთი და ვერც მეორე,მაგრამ კარგად დავისვენე.
---კარგად რომ დაისვენეთ,ეს კარგია და უკეთესიცაა.იქნებ ჩვენს გამოძიებას კარგად წაადგეს თქვენი დასვენებული ტვინით.ბატონო გაბრიელ გთხოვთ კარგად დააკვირდეთ ამ ფოტოს და იქნებ გაიხსენოთ,სად გყავთ ეს მანდილოსანი ნახული,ან თუ იცნობთ მას საერთოდ.სპირომ ფოტო გაუწოდა კონსტანტინეს რომელმაც ხელის კანკალით გამოართვა და დიდი ინტერესით დააკვირდა.სპიროს მოეჩვენა,თითქოს სკამზე რომელზედაც ის იჯდა,ფოტოს შეხედვისთანავე ზედვე დააცივდა,რადგან ფოტოდან ელისოს დიდი შავი ბრიალა თვალები უცქერდნენ.ყველამ იქ მყოფებმა,კარგად შეამჩნია მის სახეზე აღბეჭდილი ცვლილებები.დიდხანს უცქირა ვითომ მისთვის უცნობი ქალის ფოტოს და სპიროს უთხრა,ვითომ შეწუხებული ხმით.
---ვწუხვარ,რომ თქვენი დახმარება არ შემიძლია.ეს მანდილოსანი ჩემთვის სრულიად უცხოა,თორემ ამ თვალებს ადვილად ვერ დავივიწყებდი.
---ნამდვილად,გეთანხმებით.ამ თვალების ადვილად დავიწყება შეუძლებელია,მაგრამ რას ვიზამთ.მადლობა,რომ ცოტაოდენი დრო დაგვითმეთ.მაგრამ გთხოვთ ქალაქიდან არ გახვიდეთ ჯერ-ჯერობით,მე დარწმუნებული ვარ ისევ მოგვიწევს შეხვედრა.კონსტანტინე წამოდგა და იქ მყოფებს თავაზიანად დაემშვიდობა და შენობიდან გამოსულმა სიმწრის ცივი ოფლი მოიწმინდა და სახლში დაფიქრებული წავიდა.სპირომ კი დარწმუნდა,რომ დამნაშავე უკვე ხელთ ყავდა.
---რას ფიქრობთ ბატონო რანო?
---არაფერს,სათქმელი ბევრი არც არაფერია,გარდა იმისა რომ ლაკი რასაც ამბობს ყველა მისი სიტყვა სიმართლეა.მე მჯერავს მისი,ეს კი კარგად არის შენიღბული და მსახიობობს,მეც ავყვები თამაშში და მეც მისი თამაშის წესებით ვითამაშებ,მაინტერესებს სადამდე მიგვიყვანს.იგვიანებს მეგობარო სამართალი,მაგრამ უსამართლოდ არავინი არ ისჯება და ყველა მიიღებს კანონით მინიჭებულ სასჯელს.მე ერთი რამ ვერ გავიგე კონსტანტინე გაბრიელ პირადობა ამ სახელზე და გვარზე აქვს,მაგრამ ელიმ მითხრა და ჩვენებაშიც ასე ჩაწერა მაკლერი იყო კონსტანტინე პაპანდოპულო და ესე იგი,ეს თავიდანვე განზრახული ქონდა?
---ასე გამოდის უფროსო,იქნებ მეორე პირადობა აქვს ამ გვარზე?
---ესეც შესაძლებელია.დარწმუნებით ჩაილაპარაკა სპირომ.განყოფილებიდან წამოსული კონსტანტინე პირდაპირ სახლში წავიდა და სახლში შესულმა შეხედა ხრისტო კომპიუტერში რაღაცას კითხულობდა დიდი ინტერესით,მაგრამ კოსტანტინეს შესვლისას ღიმილით შეხედა და უთხრა.
---კოსტი წავიდეთ აკროპოლზე?კოსტანტინეს გაეცინა და მანაც ღიმილით უთხრა.
---ისევ ისე გამაწვალებ,როგორც ბავშვობაში?
---დავბრუნდეთ კოსტი ბავშვობის წლებში და მაგაზე არ გაწყენინებ.თქვა ხრისტომ და ორივეს გულიანად გაეცინათ წარსულის გახსენებაზე.მხიარული სახეებით გავიდნენ სახლიდან და ერთ-ერთ ნაცნობ ბარში დასხდნენ.ხრისტო ცოტა-ცოტას სვამდა და კოსტი უკვე საკმაოდ შეთვრა,ამიტომ ისარგებლა ხრისტომ ამ შემთხვევით და კოსტისთან გულახდილი საუბარი გაუბა.ხრისტო ხვდებოდა,რომ დღეს რაღაც საინტერესოს გაიგებდა და მოემზადა,ტელეფონი კოსტის შეუმჩნევლად ჩამწერზე ჩართო და ჩუმად იწერდა საუბარს.
---იცი?დღემდე ისე მოვედი,სულ მარტომ შევიქმენი ჩემი ცხოვრების პირობები.იცი ვინ ვიყავი მე სამი წლის უკან?არ გინდა ნუ შემეკითხები,რადგან არ მინდა გავიხედო წარსულში,რადგან იქ მე ერთი უსახლ-კარო,უმეგობრო ადამიანი ვიყავი.სამაგიეროდ ახლა?ახლა არ შემეკითხები ვინ ვარ? ახლა მე უამრავი მეგობარი მყავს,სახლიც მაქვს და ქონებაც.
---მაგრამ სიმშვიდე არ გაქვს კოსტი და სადღაც,შემორჩენილი სინდისი გაწუხებს.იმ ადამიანის სახეები გიდგას წინ,რომლებიც გაამწარე და ატირე.ხრისტოს გასაკვირად კონსტანტინემ პირიქით დაეთანხმა მას ნათქვამზე.
---დიახ,ვაღიარებ რომ ცუდად მოვიქეცი,მაგრამ მე აღარ მშია და რაც მინდა მაქვს.ასევე, სადაც მინდა იქ წავალ.
---შენს შიმშილთან იმ საწყალ ხალხს კოსტი რა ხელი ჰქონდა,ისინი იყვნენ დამნაშავეები?მაგრამ კარგად არჩევდი შენს მსხვერპლს,იცოდი ისინი სამართალს ვერ იპოვნიდნენ და ეს გაძლიერებდა.კარგად მოახერხე,სხვისი თანხებით შენი კაპიტალის მოწყობა.
---მარტო ეს არ არის ბიძაშვილო.გაგიხარდეს,ყველაზე ცუდი იცი რა არის?არა,არ იცი.მე არ შემიძლია ქალთან ცხოვრება.
---საინტერესოა,რატომ?მამაკაცები გიზიდავს?გეი ხარ?არც ეს არის დღევანდელ ცხოვრებაში პრობლემა.
---არა,არ ვარ.მე შემზიზღდა ქალების მოდგმა.
---რატომ,რამ ან ვინ დაიმსახურა ასეთი დიდი დოზით შენში ზიზღი?ამიტომ აიღე ხელი ყველაზე და ყველაფერზე?
---სწორად მიმიხვდი ბიძაშვილო.მე მიყვარდა,მაგრამ მიმატოვა იცი როდის?ქორწილამდე ერთი კვირით ადრე,ადგა და სხვაში გამცვალა.ის ჩემს საუკეთესო მეგობარს გაყვა,ამიტომ მე ისინიც გავანადგურე და ბევრ სილამაზესაც მოვუღე ბოლო.ზოგი ზღვაში გადავაგდე ვითომ შემთხვევით და ზოგს კი ფული ავართვი.
---რატომ არ იბრძოლე,რატომ არ ეცადე სიმართლის გაგებას,რატომ წავიდა შენგან.გაგეგო სიმართლე და ასე არ გაბოროტდებოდი.ახლაც გიყვარს თუ გადაგიყვარდა.თუ ახლაც გიყვარს ამდენი წლის შემდეგ,შენ გცოდნია სიყვარული,მაგრსამ თუ გადაგიყვარდა შენ ამ გრძნობის არაფერი არ იცი.
---ვეცადე,ძალიან ვეცადე მაგრამ ვერ შევიძულე.ვერ შევაჩერე ეს გრძნობა და მე ის დღემდე მიყვარს,მიუხედავად იმისა ვიცი,ის ჩემი აღარასოდეს აღარ იქნება.
---შენ თუ გაქვს სინდისი შენს თავს მიეხმარე,თუ ხარ მამაკაცი მარტო შეებრძოლე შენში არსებულ ბოროტებას დამხმარეების გარეშე.აღიარე ყველაფერი და ახალი ცხოვრება,სუფთა გულით-სუფთა ფურცლიდან დაიწყე.
--არააა,მე თავად სიყვარული მძულს,სიყვარული არ არსებობს,არააა.არა მარტო ის მტკივნეული სიყვარული,შენც,შენც ჩემი წარსულის ტკივილი ხარ,დიდი ტკივილი ხარ ხრისტაკო ძალიან დიდი.ხრისტოს გაუკვირდა და გაოცებულმა შეეკითხა.
---ძალიან მიკვირს, ჩემთან რა გინდა და რატომ გაქვს ჩემს მიმართ ამოდენა ზიზღი.
---შენთან რა მინდა?კარგად გამოგდის წმინდანის როლის თამაში ხრისტაკო.შენ ყოველთვის კარგი შვილი იყავი,თუ იქ კალიფორნიაში,თუ აქ საბერძნეთში.არ გიფიქრია სადმე წახვიდე,რომ იქაც შენი სახელი ისმოდეს და შენი დედიკო ამაყობდეს შენით?ხრისტო ძალიან გააოცა კონსტანტინეს საუბარმა და მანაც დაუფარავი ზიზღით უთხრა.
---რა გინდა კოსტი.შენ რაღაც გაქვს სათქმელი და ძალიან ცუდია,გულში უთქმელად შენახული საიდუმლო,გულს დაგიმძიმებს.ვინ იცის ასეთი მომენტი როდის დადგება კიდევ მეორედ,ამიტომ გადმოაფრქვიე შენი ზიზღი და მე მოგისმენ.
---კარგად მიმიხვდი ბიძაშვილო,შენ მართალი ხარ,მეზიზღები იმ დღიდან,რა დღიდანაც გაჩნდი.ისე ძლიერ მეზიზღები,რომ შენს გვერდით ყოფნა და გავლა,ჩემთვის დიდი სასჯელია.
---ვიცოდი და ვხვდებოდი,რომ ვერ მიტანდი,მაგრამ ამოდენა ზიზღს თუ გულით დაატარებდი,ეს კი არ ვიცოდი და ძალიან გამაოცე.წვიმა გადაიღებს კოსტი და ისევ მზე გამოვა,მაგრამ ხვალიდან ასე ჩვეულებრივად აღარაფერი აღარ იქნება.ხვალინდლი დღიდან,გპირდები ჩვენი ცხოვრება შეიცვლება.გეზიზღები იმიტომ,რომ მე გავჩნდი?ეს არც მე მითხოვია არავინისთვის,მაგრამ გავჩნდი,გავიზარდე,ვისწავლე და ახლა ჩემს ცოდნას ჩემს ხალხს,ჩემს სამშობლოს ვახმარ.არა უშავს შენ თუ გეზიზღები ერთს,იცი?ასობით ადამიანი დგას ჩემს გვერდით,ვინც გულით დამატარებს,მაგრამ იცი რა?ისინი ჩემი ახლობლებია,მეგობრებია,ჩემი პაციენტებია.შენ?შენ რომელსაც ძარღვებში ერთი სისხლი გვაქვს,შენ ვერ მიტან ისე,რომ ჩემი შენს გვერდით ყოფნა სასჯელია?მე უშენობას ავიტან ძმაო,მაგრამ დარწმუნებული ვარ შენ ვერ აიტან უჩემობას.მე ჩემმა დედამ აღმზარდა სწორ ადამიანად,ისე აღმზარდა ორივემ,რომ ზიზღი მტრის მიმართაც არ ჩამინერგეს.მე გულიც და სულიც სუფთა მაქვს,როგორც ყველას წინაშე,ასევე უფლის წინაშეც.მეც და დედაჩემმაც დავაშავეთ,რომ დროზე არ ვთქვით ჩვენი სათქმელი,მაშინ როცა უნდა გვეთქვა ჩვენი სიტყვა ხმამაღლა.აქ დანაშაულებს ჩადიხარ,აქედან მიდიხარ და თავს კალიფორნიას აფარებ,ჩემს სახლში,ჩემს მამასთან ცხოვრობ ამდენი წელია,ახლა მოდიხარ და მიცხადებ მეზიზღებიო?არ გრცხვენია საერთოდ?იცი რომ,ყველა დაინტერესებულია საიდან იშოვე მილიონები ამ სამ წელიწადში?იქნებ მეც მასწავლო,რომ მეც გავმდიდრდე,ისე რომ ეს ღამის თევა აღარ მომიწიოს და არ დამჭირდეს.
---გამდიდრებას და ფულის შოვნას,შნო უნდა ბიძაშვილო,შნო რომელიც შენ არ გაქვს.
---აი ამაში კი შენ მართალი ხარ,მე ძალიან უნიჭო ვარ კოსტი.ვერ ვისწავლე და არ მაქვს,ხალხის ძარცვის ნიჭი,არც ხალხს ვქირაობ იმისათვის,რომ უცხო ადამიანს სიცოცხლე მოვუსპო.დათვლილი გაქვს,რამდენი ადამიანის ცოდვა გაწევს კისერზე?რამ დაგაბრმავა ფულმა?ათენში სახლები შეიძინე ერთი არა,ოთხი,ხუთი.რა არ გეყო,რას ერჩოდი ელისოს.ელისოს ხსენებაზე თითქოს გამოფხიზლდა და ხრისტოს გაოცებულმა შეხედა.-რა გიკვირს შენი ბინძური საქმეებიდან ეს ერთერთი რომ ვიცი?რა გეგონა,გაურკვეველი დარჩებოდა უცხო ქალი და მისი 15,000 000ევროს დაკარგვა?
---როგორც ვხედავ,ეს საქმე ჯერ არ არის დახურული და ვფიქრობ,რომ ვიჩქარე დაბრუნება.
---მართალია,ჯერ ძალიან ადრე იყო თქვენი დაბრუნება ბატონო გაბრიელ.წლების შემდეგ,როცა ამ საქმესაც სხვებთან ერთად თაროზე შემოდებდნენ,მაშინ უნდა დაბრუნებულიყავით,რომ ისევ გაგეზარდა თქვენი ხერხებით თქვენი კაპიტალი ბატონო პაპანდოპულო,თუ ისევ გაბრიელით მოგმართოთ?საიდან გაჩნდა იქ სპირო რომელიც კონსტანტინეს წინ იდგა ორ პოლიციელთან ერთად ხრისტოც გაკვირვებული იყო.-კარგი იურისტი გჭირდებათ,მაგრამ ის რაც თქვენ თქვენივე პირით აღიარეთ სულ მცირე 20 წლით თავისუფლებას შეგიზღუდავთ და თუ არ იქნა კარგი იურისტი,შესაძლებელია სამუდამოც შეგიფარდონ.სპირომ გადახედა მისი გამოჩენით გაოცებულ ხრისტოს და უთხრა.-აქვე ვიყავი ოჯახთან ერთად და მოვისმინე თქვენი საუბარი,ამიტომ ეს დრო ხელიდან არ გავუშვი.კონსტანტინე განყოფილებაში გადაიყვანეს და ის ღამე იქ გაატარა.დილით თავის ტკივილმა გააღვიძა და გაკვირვებულმა მიმოიხედა და მიხვდა,რომ უკვე გასაქცევიც აღარსაიდან არ ჰქონდა და ისევ ბედს დაემორჩილა.12 საათი სრულდებოდა,რომ დასაკითხად გაიყვანეს.

მეოცე თავი.
---დილა მშვიდობის ბატონო გაბრიელ,როგორ გეძინათ? კოსტანტინემ ხმა არ ამოიღო და უხმოდ დაჯდა სპიროს წინ.
---რადგან ჩემი მოსალმება არ მოგეწონა,აბა გისმენთ მოსალმების გარეშე.მოყევი თქვენებურად ისტორია.კონსტანტინემ ამოიოხრა და დაიწყო.
---არ ვიცი რა შემიჩნდა.ელისო ჯერ კიდევ საქართველოდან გავიცანი.დავეკონტაქტეთ ერთმანეთს და გამენდო,მითხრა რომ სასტუმროს ყიდვა უნდოდა საბერძნეთში.მე შევპირდი,რომ დავეხმარებოდი.მართლაც მოვიძიე ერთერთ სასტუმროზე ინფორმაცია,რომელიც გაყიდვაში იყო და შევთავაზე ის ეყიდა.გადაუგზავნე ფოტოები და ძალიან მოეწონა.ეს ნაცნობობა თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა,ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა ჩამოვდივარო,ძალიან არ მომეწომა,მაგრამ უკან ხომ არ დავიხევდი და უკვე აქ ჩამოსულს შევხვდი პირადად.არ ველოდი ასეთ სილამმაზეს,დახვეწილობას და ელეგანტურობას.ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ ვეცადე სადმე გამეყვანა,მაგრამ ყოველთვის უარით მისტუმრებდა,ვერ დავითანხმე.ერთ დღესაც არ ვიცი საიდან და როგორ,ჩემს ტელეფონზე უცხო ქართული ნომერი დაფიქსირდა და მეც ვუპასუხე.უაქცნტოდ საუბრობდა ინგლისურად და მითხრა,ძალიან ბევრ ფულს გადამიხდიდა თუ ელისოს ჩამოვიშორებდი გზიდან.ის ფულიც შენ დაგრჩება,მეც გადაგიხდი და მთელი ცხოვრება უზრუნველი ცხოვრება გექნებაო.მეც უნდა ვაღიარო,რომ მილიონებმა დამაბრმავა,სიხარბემ მძლია და გეგმაც შევადგინე.პირველად ლიფტში შევუგზავნე უცნობი,შემდეგ ავარიის გეგმა შევადგინე და მეგონა შევასრულე უცნობის ბრძანება.როგორც კი ვუთხარი ამნეზია დაემართა და არაფერი არ ახსოვსმეთქი,უცნობმა სიტყვა შეასრულა და ფული ჩემს ანგარიშზე დააჯინა,მაგრამ კომიდან გამოსვლის შემდეგ მუქარა დამიწყო.მეც იძულებული გავხდი,საავადმყოფოში ორჯერ მივაგზავნე დაქირავებული ხალხი მის მოსაკლავად,მაგრამ ვერ შევძელით,ის ექიმის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ძალიან გაჭირდა მასთან მიახლოვება.მე უკვე აქედან შორს წავედი,მაგრამ როგორც გავიგე მალე გადააგზავნეს საქართველოში საელჩოს დახმარებით.
---ვინ დაეტაკა,მძღოლი ვინ იყო.
---არ ვიცი,არც მინახავს პირადად.ის ვიცი,რომ ქართველი იყო.შეიძლება შეგეკითხოთ?მორცხვად შეეკითხა მის წინ მჯდარ სპიროს.
---მკითხეთ,გისმენთ.მკაცრი იყო სპიროს ხმა,მტკიცე და შეუვალი.
---შეიძლება გავიგო ელისო როგორ არის?როგორც ვიცი,ჯერ კიდევ ამნეზია აქვს.
---ელისო?ელი თქვენი სარძლო არის,ის და ხრისტო სულ მალე დაქორწინდებიან.რაც შეეხება კი მის ჯამრთელობას,შეგიძლიათ თავად ესაუბროთ მას.
---ხრისტოზე უნდა იქორწინოს?გაოცებული იყო კონსტანტინე.მე რატომ არაფერი არ მითხრა?
---რა გგონია,ხრისტო გგონია ვერაფერს ვერ ხვდებოდა?მაგრამ თქვენ,თავად გაებით მახეში.სპირომ კომპიუტერი ჩართო და კონსტანტინესკენ მოაბრუნა,კოსტიმ თავი ასწია და შეხედა კომპიუტერის მონიტორს ელისოს რისხვა ჩამდგარი შავი თვალები ანათებდა.კოსტიმ გაოცებულმა შეხედა და ელისომ კი ცივად მიესალმა.
---გამარჯობათ ბატონო პაპადოპულო.იმედია ისევ გახსოვართ.კოსტი დაიბნა და შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა.ხედავთ?ძალიან გამიმართლა,რომ ჩემი პირადი ექიმი,თვით თქვენი ბიძაშვილი აღმოჩნდა.ბედი მქონია,არ მეთანხმებით?როგორც ხედავთ მისი უნიკალური ცოდნის შედეგად. მე გადავრჩი.
---სასამართლო შედგება თუ არა,თქვენ თქვენს კუთვნილ თანხას დაიბრუნებთ...
---და არა მარტო მას,ბატონო რანო.მე მოვითხოვ ჩემი ფიზიკური და მორალური ზიანისათვის,აგრეთვე ჩემი შეურაცხოფისათვის ვითხოვ კომპესაციას.ისეთი მტკიცე იყო ელისოს ხმა,თვით სპიროსაც კი გააჟრჟოლა ტანში.
---სრული უფლება გაქვთ,ეს მოითხოვოთ.უთხრა სპირომ.სასიხარულო ამბის გაგების შემდეგ,ის ღამე მხიარულად დასრულდა და უკვე დასაწოლად ემზადებოდა მის ტელეფონზე ხრისტოს ნომერი რომ დაფიქსირდა.ხელის კანკალით და გულის ფრიალით აიღო ტელეფონი და არც მისალმებია ისე უთხრა პირდაპირ.
---იმდენად დიდი იყო ჩენგან შენი შეურაცყოფა,ვერ დაგირეკე,ვერ გავბედე შენთან საუბარი.ისეთი გულში ჩამწვდომი იყო ელისოს მიერ მისი შეცდომის აღიარება,რომ ხრისტოს გაეცინა და უთხრა.
---უხერხულად ნუ გრძნობ თავს,მთავარია სიმართლე გაირკვა.სასამართლოზე უნდა ჩამოხვიდე,აქ უნდა იყო,რას იზამ?
---გამაგებინე როდის იქნება და ჩამოვალ.უთხრა ელისომ და დაემშვიდობა,მაგრამ ხრისტოს ხმამ შეაჩერა.
---მეტი არაფერი არ გაქვს სათქმელი ამ შვიდ თვეში მხოლოდ ეს იყო?ნუთუ არაფერი არ დაგიგროვდა სათქმელი?
---კი,სათქმელი უამრავია,მაგრამ მე მხოლოდ ერთს გეტყვი.
---გისმენ.
---მომენატრე.ისეთი გრძნობით თქვა ეს ერთი სიტყვა,რომ ის ყველაფრის მთქმელი იყო.ხრისტოს გაეცინა და უთხრა ასევე მანაც ერთი სიტყვა.
---გელოდები.უნდა გაეთიშა,რომ საშინელი კივილის ხმა შემოესმა და ელისო ოთახიდან გავარდა ტელეფონით ხელში.-ელისავედ რა ხდება,ეს რა ხმაურია.
---თინის მუცელი ატკივდა და საავადმყოფოში მივდივართ.მიაყარა ელისომ.
---უუუფ,როგორ შემეშინდა.გამაგებინე როგორ იქნება,გელოდები.მიშო ძალიან დიდი სიჩქარით მიდიოდა საავადმყოფოში და უკან ელისოს ყავდა ჩახუტებული თინი.უკან ვახო და ციცო მოყვებოდათ,იქით შაკოს დაურეკეს და ყველამ ერთად შევიდა საავადმყოფოს ეზოში.მყუდრო ღამეს მხოლოდ თინის ხმამაღალი კივილი არღვევდა და მის ხმა უეცრად შეწყდა და ღამის სიმყუდროვე პატარა ქრისტინეს ხმამ გამოაცოცხლა.დაიბადა პატარა ქალი და მიშო ძალიან ბედნიერი იყო,შევიდა გასავათებულ თინისთან და ორივეს მოეფერა.ჩემი ორი ვარდი,თქვა და პატარას თითით ჩამოუსვა პატარა ცხვირზე ძლივს რომ აჩნდა.გაეცინა მის პატარა ტუჩებს რომ აცმაცუნებდა და ჯერ კიდევ თვალ გაუხელლად დედისმკერდს რომ ეძებდა.მიშომ ხელი მოკიდა და თავი დაადებინა დედის ძუძუზე და ისიც ეცა და დაიწყო თქლამფვა თან ვიდეოს უღებდა.ეს იყო უბედნიერესი წუთები მის ცხოვრებაში.
რადგან ყველაფერი გარკვეული იყო და გამოძიებასაც ხელთ უტყუარი საბუთები ჰქონდა,სასამართლოც მალე დაინიშნა და დამნაშავეებს დამსახურებულად მიესაჯათ სასჯელი.ლაკი პაპაგიანის შეუფარდეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა,რადგან ის დაეხმარა გამოძიებას სიმართლის დადგენაში.კონსტანტინე გაბრიელს კი მიეფარდოს განძრახ მკვლელობითვის 108-ე მუხლით გასამართლება,ამას ემატება პიროვნების მოტყუება და შემდეგ გაქურდვა,დამატებული სხვა დანაშაულებები,ამიტომ მიესაჯოს მუდმივი პატიმრობა.ამავე დროს დაზარალებულისათვის კომპესაციის გადახდა.ელისომ დაიბრუნა ის რაც მას ეკუთნოდა,მისი ოცნებაც ასრულდა და მან შეისყიდა ის სასტუმრო სადაც ძალიან ბევრი რამ გადახდა თავს.დირქტორად ისევ იანი პაპაგიანი იყო დროებით.რამდენიმე დღე გაჩერდა ათენში და ისევ ძველებურად ბედნიერი დღეები გაატარა საყვარელ ადამიანთან.ცოტა ხანში დაბრუნდა თბილიში და დიდ დროს პატარა ქრისტინესთან ატარებდა,ფოტოებს უღებდა და ხრისტოს უგზავნიდა.ათენიდან დაბრუნების შემდეგ ორ კვირაში ელისოს ხასიათის მკვეთრი ცვლილება დაეტყო,ის უმიზეზოდ ტიროდა და ყველას უჯავრდებოდა.ხან რა არ მოწონდა და ხან რა.ეს ყველაფერი თვით ციცოსაც უკვირდა.ასე გრძელდებოდა თითქმის ორი თვე და ყველა ვაჟკაცურად უხვდებდნენ ყოველ მის უხასიათობას.ორი თვის შემდეგ ხრისტომ ახარა,რომ საქართველოში იქნებოდა რამდენიმე დღეში და შეიცვალა,უფრო ხალისიანი გახდა და უფრო მხიარული.პატარა ქრისტინეს ფოტოების თვალიერებისას,ხრისტოს საოცრად მოუნდა თავადაც ყოლოდა პატარა და ერთი წუთით არ დაფიქრდებოდა,რომ ეთქვა ელისოს რამე ბავშვის შესახებ.ოღონდ მასაც დომებოდა,რა უნდა იყოს ამაზე მეტი ბედნიერება,რომ საყვარელი ადამიანი შვილს გაგიჩენს,მაგრამ ამ გრძნობის შეგრძნება ალბად ჯერ არ იყო მათ გეგმებში.ხრისტომ ჩასვლისთანავე შეატყო ელისოს ცვლილება და მიშოს კითხა ჩუმად.
---მიშო იცი რა ჭირს ელისოს?
---არ ვიცი,რაც ათენიდან დაბრუნდა,მის მერე ასე იღრინება და დაგვცოფა ყველა.
---ხოდა ახლა მე უფრო დაუმძიმებ ხასიათს.თქვა ხრისტომ.ათენში გამგზავრების წინა დღით ელისოს პირისპირ დადგა და უთხრა.
---არ ვიცი როგორ მიიღებ,მაგრამ რამოდნიმე თვით ერაყში მივდივარ.ეს სამსახურებრივი მოვალეობაა და თან ჩემი არჩევანია.ელისო გაშეშდა და ხმას ვერ იღებდა,შემდეგ კი ცრემლმორეულმა უთხრა.
---რამე რომ მოგივიდეს,ესეც სამსახურეობრივი მოვალეობა იქნება?ჩემზე თუ არ ფიქრობ,დედა?დედაზე იფიქრე?
---მე ექიმი ვარ ელი და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო,სადაც საჭიროა,სადაც მე ვჭირდები მეც იქ უნდა ვიყო.რამოდენიმე თვე და დავბრუნდები.მეორე დღეს როცა თვითმფრინავში ავიდა და მოკალათდა,მის ნომერზე შეტყობინება მოუვიდა,ეს ელისოსგან იყო.გახსნა და თვალები ცრემლით აევსო,ამ ერთმა შეტყობინებამ მის სიცოცხლეს დიდი ძალა შეჰმატა.
---არ მიგვატოვო,ჩვენ შენ გვჭირდები და გელოდებით.სულ რაღაც შვიდ თვეში, მამა გახდები ხრისტო.პატარა ქრისტინე რომ გეჭირა ხელში,მაშინ მინდოდა რომ მეთქვა,მაგრამ ვერ გითხარი,რადგან ვიფიქრე არ მოინდომებდი,არადა ისეთი ბედნიერი თვალებით შეჰყურებდი პატარას,ვნანობ რომ არ გითხარი.ახლა უკვე თავს სრულფასოვან ადამიანად თვლის ჩვენი პატარა ჩემს სხეულში და შენ გელოდება,მამის ხელს ელოდება.აფრენამდე პასუხის გაგზავნა მოასწრო.
---თავს გაუფრთხილდი გთხოვ,მალე დავბრუნდბი.გკოცნით ორივეს.ძალიან გაახარა ხრისტის პასუხმა,მაგრამ მაინც გრძნობდა შიშს.დღეში რამდენჯერმე ეცვლებოდა ხასიათი,ამასთან ერთად გემოვნებაც,დილაობით გულის რევის შეგრძნება ჰქონდა,მაგრამ უცნაური რამ დასჩემდა.მან დაიწყო მზესუმზირის ჭამა და მთელი დღე მას აკნატუნებდა,მანამ სანამ ექიმმა არ დაუშალა.მუცლის მუდმივი ზრდის გამო,მას უჭირს საწოლში სიმშვიდის და სიმყუდროვის მოპოვება,უკვე ექვსი თვის ორსულია და ღამე არ აძინებს მისი პატარა,რადგან დღე სძინავს და წყნარადაა,ღამე კი ხტუნავს.ერთ დილით ადგა,მოემზადა და ექიმთან წავიდა,არ უნდოდა ჯერ სქესის გაგება,მაგრამ როცა პატარას გულის ხმას უსმენდა,ამ დროს კარი გაიღო და მიშო შემოვიდა ღიმილით,უკან კი მას მოყვებოდა მისი მონატრებული სიყვარული.ხრისტის შეხედვაზე ცრემლი მოერია,მისი ხელი გულზე დაიდო და მოუნდა სქესიც გაეგოთ.
---შეგიძლიათ სქესი გვითხრა?
---მამიკო მოვიდა?ახლავეს, ჩემო კარგო.ექიმმა დაკვირვებით დააკვირდა მონიტორს მის წინ და ცოტა ხანში კი ღიმილით თქვა.გილოცავთ,თქვენ ძალიან ჯამრთელი ბიჭუნა გყავთ.ხრისტომ ექიმს შეეკითხა,ელისოსთვის ფრენა თუ შეიძლებოდა,რადგან ბავშვი ჯამრთელია და საგანგაშო არაფერი არ არის,ორი-სამი საათი არ არის საგანგაშო თუმცა ფრენის შემდეგ აუცილებლად ექიმმმა უნდა ნახოს და წოლითი რეჟიმი ცოტა ხნით აუცილებელია.
რამოდენიმე დღეში ხელი მოაწერეს მხოლოდ და ათენში დაბრუნდნენ.ასე ნელა-ნელა ამოიწურა დრო და ცხრა თვეც მიილია და ერთ სისხამ დილით 30 ნოემბერს,თავად ხრისტოს დაბადების დღეზე გამთენიისას ელისოს ჯერ წრიალმა არ მოასვენა ხრისტო და შემდეგ მისმა კივილმა ქუჩაში ყრუ მოხუცებულიც კი მოაბრუნა გაკვირვებული.გაფითრებული იდგა ხრისტო მის სამეგობროსთან ერთად საავადმყოფოს ჰოლში და ყოველი ფეხის ხმის გაგონებაზე ჯარისკაცივით ფეხზე იდგა.კედელზე საათს მისჩერებია და მის ჯინაზე თითქოს ისრები გაჩერდნენ და გაშტერდნენ.და აი დადგა წუთი რომელმაც დიდი ბედნიერება მოუტანა.ყველაზე დიდი ლოდინი ტკივილად გადაიქცა და ტკივლმა კი უდიდსი,უსაზღვრო და უკიდეგანო ბედნიერება მოუტანა.შევიდა შიგნით და დაინახა ელისოს გულზე დაწოლილი პატარა სიცოცხლე.ყოველი დილა იმაზე ბედნიერი იყო,ვიდრე იქამდე ჰქონდათ,რადგან მათ შუაში თავიანთი სხეულის ნაწილი ყავდათ და სამივე ერთი სუნთქვით სუნთქავდა.მიზნის მიღწევამდე ძალიან რთული გზებია გასავლელი,ზოგჯერ ეკლიანიც კი,მაგრამ საინტერესოა როცა გულით მოინდომებ მიზნის ასრულებას ის აუცილებლად მართლდება.
დრო მოვა ყველა შეიგრძნობს ,,უცხო ქალის ცრემლი''-ს და მის გარშემო მყოფ სიყვარულს.სიყვარულს რომლის შეგრძნებასთან ერთად უნდა შეეძლოს ადამიანს მისი დანახვაც და მის სულში ჩახედვა.სიყვარული უფლისაგან განათებული გრძნობაა,რომელიც მზესავით შემოდის ადამიანის სულში,ის ხან მტკივნეულია და ხან ბედნიერებით სავსე,მაგრამ მაინც სასიამოვნო.ერთ დღისით გაიღვიძებთ და გაიგებთ,რომ არ შეგეძლებათ მას გვერდი აუაროთ.დააფასეთ ,,უცხო ქალის ცრემლი'',ცრემლი სევდის,ცრემლი დარდის,ცრემლი მონატრების და ცრემლი დიდი სიყვარულის.
ცხოვრებამ დამადო მრავალი იარა,
ვინ იცის,ჩემს თავზე რამ გადაიარა.
ბოლომდე დავცალე ღალატის ფიალა,
მიყვარდა,მივენდე,დამჭრა და გაიარა.
დავეცი,ავდექი კვლავ კვანტი გამომდეს,
მიწაზე დაცემულს მომისწრო გრიგალმა.
მაინც არ შევშინდი,იმედი მაცოცხლებს,
მწამდა მომავლის და ღმერთმაც დამინახა.
თვალებზე მომწმინდა მწუხარე ცრემლები,
ყურში ჩამჩურჩულა, ,,მორჩა,გაიარა''.
გაუწყრა ცხოვრებას,აართვა ვალები,
უკან დამიბრუნა რაც ჩემზე ევალა.
უკვე სიხარულით მიბრწყინავს თვალები,
არ მტკივა,შეხორცდა ის ძველი იარა.
თურმე, მე ტყუილად მიღვრია ცრემლები,
ნამდვილ სიყვარულის ახლა ვსვამ ფიალას.
დავივიწყოთ წარსულის ტკივილები და იარეთ მომავლის ბედნიერი გზებით. ,,უცხო ქალის ცრემლი'' კი შეცვალოს,ბედნიერების ღიმილმა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აღფრთოვანებული ვარ თქვენით.თქვენი მშობლების ამბავმა გული მომიკლა.ჯერ მშობლების დაკარგა არის საშინელება და წარმომიდგენია თქვენთვის ორმაგი გულისტკივილი იქნებოდა,რადგან ვერც დაიტირეთ ნორმალურად.ძალიან კარგი ადამიანი ხართ და არ იმსახურებთ ასე შორს ყოფნას.ძალიან გამიხარდა ასე კარგად რომ დასრულდა ისტორია.თქვენ გმირებს მოკითხვა თქვენი ერთი უცნობი, ერთგული მკითხველი სამ და მადლობა ასეთი გულის ადამიანები რომ არსებობენ ჯერ კიდევ.ანუ გვეშველება რაღაც
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent