ნია, სანდრო და ამერიკანო (სრულიად)
ბოდიშს გიხდით ხარვეზის გამო რატომღაც არ აიტვირთა სრული ტექსტი. კიდევ ერთხელ, მათთვის ვისაც წაკითხული აქვს და ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ________________________ * * * კიდევ ერთხელ ჩაიარა ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ... გაბრაზებულმა მივხურე კარები და ბარში წავედი. ანჩის დავურეკე -ანჩი სად ხარ? -სახლში ავდივარ. -გამოდი რა ,,ამერიკანოში“ -მოხდა რამე? -არაფერი, დაურეკე ელენეს და გამოდით რაა. ალუბლების ბაღთან ფეხი წამოვიკარი და კინაღამ დავენარცხე. ქალი შემეშველა. მერე ვიღაც ციგანი ამეკიდა 2 ლარად მასაღებდა თმის უთოს. ძლივს მოვიშორე. კაფეში შევედი და ჩემ ადგილას დავჯექი. ნერვები ისე მქონდა კიდევ ერთი წარუმატებლობით მოშლილი რო თავი ვეღარ შევიკავე და თავზე მდგარ ოფიციანტს დავუყვირე, როცა მივხვდი რომ მხოლოდ შეკვეთის მისაღებად იდგა, უკვე გვიანი იყო. ანჩი მალე მოვიდა, ელენეს ცოტა შეაგვიანდა. -სად არი ელენე? -ვაკოს უნდა შეხვდეს. -ვაა, გაუთბა გული 7წლის მერე? -რა გაუთბა, გუშინ გვიან ვაკო ასულა მთვრალი ძმაკაცებთან ერთად და დედამისისთვის დაუწყია ლაპარაკები და რაღაც. თვალები ისე დამეჭიმა ანჩიმ ეგრე ნუ აკეთებ მეშინიაო. მერე ელენეც მოვიდა -რა ქნა? -გუშინ ამოეთრა და დედაჩემს დაუწყო თქვენი შვილი ცოლად მომყავს და რაღაცები -მერე რაო იამ? -გადაირია, პატრულს იძახებდა და ძლივს გავაჩერე. -ეხლა რა გითხრა -ვაცალე რო ლაპარაკი, გამოვლანძღე და წამოვედი. -მე კიდე უარი მითხრეს მანქანაზე. -შეეშვი შენც კიდე, გიყიდიან ოდესღაც -როდის, შვილიშვილები რო მეყოლება? -რო დააგროვო ფული? -15 000 დოლარს ღადაობ? 20 წელი რო ვაგროვო ვერ მოვაგროვებ -რა მანქანა გინდა? -X5 -ნაკლები ხო არ გეკადრება შენ... -დიახაც! -არ შეიმჩნიოთ -თქვა ანჩიმ -ჩვენს გვერდით ფეხბურთელი როა სანდრო დანელია აი ეგ ზის. ელენე წამოწითლდა -აქ რა უნდა? ანჩიმ ისეთი სახით გახედა ხმა აღარ ამოუღია. -ვინ არი სანდრო? -ვკითხე მე. -ფეხბურთელია გოგო! -გამიმეორა ანჩიმ -ეგ გავიგე, იცნობენ ქალაქში? -ღადაობ?! ძაან მაგარი ტიპია... -ისეთი სახე ქონდა ანჩის მივხვდი რომ სანდროს არ ცოდნა ძალიან დიდი დანაშაული იყო. ოფიციანტი მოვიდა და ჩემი ამერიკანო მოიტანა. -აუ წეღანდელისთვის ბოდიში რაა, ნერვები მქონდა მოშლილი -გამიღიმა. ელენე ნელ-ნელა თვალებს აპარებდა და ინტერესით იწვოდა ისე აინტერესებდა კიდევ ვინ იჯდა მათთან ერთად. -ანჩი ვერ ვხედავ, მითხარი რა ვინდავინ არაინ? -ერთი ქავთარაძე მეცნობა, მაგისი გუნდელი მეტი არავინ. ,,აუუ“ ბურდღუნებდა ელენე და თან კოვზს აკაკუნებდა რომ ნერვები დაემშვიდებინა. მერე მობილური ამოიღო და მაშინვე ,,დაგუგლა“ ქავთარაძე. ,,ამერიკანოს“ კარი მძიმედ გაიღო და ჯანდაბა კაფეში თემო შემოვიდა. -თემო შემოვიდა! -განათებული სახით თქვა ანჩიმ. -ხმა გოგო! -სახეზე მენიუ ავიფარე და ანჩი გავაჩუმე. -რატო მაჩუმებ? -არ ველაპარაკები. -მართლა? -გაუკვირდა ანჩის. -უფრო სწორად არ მელაპარაკება. -ეე, რატო? -გუშინწინ დამინახა ლუკას რო ველაპარაკებოდი და მაგრად გაუტყდა, ეგენი ხო ნაჩხუბრები არიან. -ლუკას ხვდები? -უფრო ხმამაღლა მოუვიდა ანჩის და თვალები დაქაჩა. -ჩუმად გოგო! არ ვხვდები -ძაან გაგიბრაზდა? -დებილი ხარ ხო? მენიუს ვეფარ -კიდევ უნდა მეთქვა რაღაც ელენე რო თემოს მიესალმა და ჩემ დამალვას აზრიც აღარ ქონდა, მე რა თქმა უნდა არ გადამკოცნა -მარტო რატო ხარ თემო? -ბიჭებთან მოვედი -თითით სანდრო სადაც იჯდა იქითკენ გვანიშნა, მერე ცოტა ხანი გოგოებს ელაპარაკა და გადაჯდა. ჩვენც ცოტა ხანი იქ ვისხედით და მერე ბარიდან გავდიოდით თემომ რომ დამიძახა. -ნი, მოდი! -მთლიანი კორპუსი შემერყა, არ ველოდი თემოსგან პირველ ნაბიჯს, იქამდე ძლივს მივედი. -გირიგდები, პროსტა დამპირდი რო მეორეჯერ?! -დედას გეფიცები! -მართლა?! -მართლა. -კაი მჯერა. -ლოყაზე მაკოცა და სკამი გამოწია, ანჩი და ელენე უკვე გარეთ იყვნენ. -ეს ჩემი ბიძაშვილია ნია! -ხელით ჩემზე აჩვენა და გაიღიმა. -ესენი, აუ რამდენი ხართ -გაიცინა და ბიჭებსაც გაეცინათ -ეს გიოა, ეს, სანდრო, ეს პეპე, ეს ბექა და ესეც ნოდო. -სასიამოვნოა. -გავიღიმე. -აუ დამიჯერე ყველასი გაცნობა არ გესიამოვნება ცოტა ხანი რო ჩვენთან ერთად იყო. -თქვა სიცილით თუ არ ვცდები პეპემ და გვერდით მჯდომს სერიოზული სახით რომ იჯდა თავზე წკიპურტი წამოარტყა. -ეეე, ხელი ტოო. -გაბრაზდა მსხვერპლი და პეპეს ქუდი მოაძრო. -მე გამეცინა. -შენ გინდოდა X5? -მოულოდნელად მკითხა კიდევ ერთხელ თუ არ ვცდები ბექამ. -ასე ხმამაღლა ვლაპარაკობდი? -წარბები მაღლა აწია გაიღიმა და თავი დამიქნია. -იმედია სისულელეები არ ვილაპარაკე -ვთქვი ღიმილით, არადა გონებაში ყველა მეხსიერების უჯრედი მწყობრში ჩავაყენე და სტარტისთვის გავამზადე რომ გამეხსენებინა რაიმე ისეთი ხო არ ვთქვი. ვერაფერი გავიხსნე. ცოტა ხანი კიდევ ვიჯექი, მერე ესემესი მომივიდა ანჩისგან ,,gavikinet, gamodi tore wavedit chven :@” მეც მეჩქარება-მეთქი და წამოვედი. გამოსული არ ვიყავი 50 000 კითხვა დამაყარეს, არაფერი ისეთი-მეთქი და წავედით. * * * ყველა 51-ე სკოლელი გამოცდებისთვის ემზადებოდა ბოლოსდაბოლოს 12 წლიან ტანჯვას უნდა მოღებოდა ბოლო და უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინათ. ნია განსაკუთრებით ღელავდა. სამხატვროზე უნდოდა ჩაბარება, მამამისს სამედიცინოზე. სულ კამათობდნენ. დილითაც, შუა დღითაც, საღმოთიც. 1 თვე რჩებოდა გამოცდებამდე და ნიას ჯერ კიდევ არ ქონდა საბოლოოდ გადაწყვეტილი სად აბარებდა. * * * ალუბლების ბაღთან მიდიოდნენ ნია და ზურა და თან კამათობდნენ -არ მინდა! -გინდა! -არ მინდა! -გინდა! -შემეშვი, არ მინდა! -კი-მეთქი. -არ ვისწავლი! -ნია! ამერიკანოსთან გაჩერდნენ და ზურასგან დაღლილმა უთხრა -ამერიკანო მინდა. -მერე? -იმედია მიყიდი. -ზურა წუწუნით შევიდა კაფეში, ნია კიდე გარეთ დაჯდა. თავი მაღლა არ აუწევია ისე იყო გათიშული ამდენი ჩხუბისგან -შენ რაზე გინდა რო ჩააბარო? -მთელი სხეული და გონება შეუტოკდა. ეგონა შიგნით ლაპარაკობდა ვიღაც. კაფის წინ მოაჯირზე მიყრდნობილი რომ დაინახა -მე მითხარი რამე?! -გაიკვირვა ნიამ. -მგონი მეცნობი -სახე რომ კარგად დაინახა აშკარად მიხვდა რომ ადრე ნანახი ყავდა -თემომ გაგვაცნო ერთმანეთი -გაახსენდა ნიას -აა, ხო, ნინო ხო? -არა ნია. -მე სანდრო -კიდევ ერთხელ სასიამოვნოა -გაეღიმა ნიას. -და მართლა, რაზე გინდა რო ჩააბარო? -სამხატვროზე. -და მამაშენს? -სამედიცინოზე. მერე ვიღაც მოვიდა და სანდროც წავიდა. ცოტა ხნის მერე შემოტრიალდა ,,არ დაუჯეროო“ უთხრა და თვალი ჩაუკრა. ,,ნუ ეხლა რადგან სანდრომ მითხრა არ დავუჯერებ“ გააჯავრა ნიამ და ზურასთან რომელიც უკვე კარებთან იყო კამათი განაგრძო... * * * ყველაფერი მაინც ისე მოხდა როგორც ნიას უნდოდა, საბოლოოდ სამხატვროზე ჩააბარა და დიდი წარმატებითაც. როგორ მოახერხა? ჩუმად შეავსო და ზურაც ვეღარ შეეწინააღმდეგა. რამდენჯერმე სტატიას თვალი მოკრა ,,სანდრო დანელია შვეიცარიის კლუბმა იყიდა“ და 1 წლის განმავლობაში ასეთი რამდენიმე. ელენეს ვაკო არ ეშვებოდა. ანჩი გუკას არ ეშვებოდა.. მე არც არავინ მეშვებოდა და არც არავის ვეშვებოდი. ალბათ იმიტომ რომ ჩემ ძალიან ცუდ ხასიათს ვერავინ უძლებდა. სხვათაშორის ვერც ვერავის ვუძლებდი. * * * მეორე კურსს ვამთავრებდი. თემომ დამირეკა ბოლო გამოცდა როდის გაქვსო. 17ში-მეთქი. ხოდა, აი პროსტაო, 18შიო, ალუბლების ბაღშიო შენ არ იცი რა მოხდებაო, მეთქი რა ხდება, ჩემი ბენდი უკრავსო, მერია მაფინანსებსო. გავგიჟდი. ვიცოდი გიტარაზე ბოდიალობდა რაღაცას მაგრამ ეგეთი მაგარიც თუ იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა. გამოცდები მშიდად ჩავამთავრე და 18ში დილიდან თემოს პონტში დიდ აურზაურში ვიყავი. ხან სად დამათრევდა ხან სად. ძირითადად ალუბლების ბაღში ვიყავით. -აუ ამერიკანო მინდა.. გავალ და მოვალ რაა -მეც წამომიღე მეც მინდა. -კაი ქუჩა პირდაპირ გადავჭერი და კაფეში შევედი. უსაშველო ხმაური იყო. ვიღაცამ დამიძახა -ნია! მივტრიალდი და ვის ვხედავ... უფრო სწორად ვის და ვის... ნოდო, პეპე, ბექა, გიო და სანდრო... (ფერი ეცვლება) ხო სანდრო... (ოდნავ ღელავს) რა გინდათ ჩვეულებრივად ვამბობ სანდროს... (წითლდება) არ ვწითლდები (ფერები გადადის) აუ არაფერი არ მჭირს ვაფშე (მყარად ვეღარ დგას) (ეს ყველაფერი სანდროს დანახვაზე) -თქვენ აქ რა გინდათ? ვიცოდი რომ საზღვარგარეთ იყვნენ, ისე გამიკვირდა 2 წლის წინ გაცნობილ ბიჭებს რომ გავახსენდი. გადამკოცნეს. -ეე, ნი, თემოს გავუმაზავდით პირველ წარმატებას? -თქვა პეპემ და ოფიციანტს დაუძახა -7 ამერიკანო. -წარმომიდგენია რა დაემართება -ჩაიფსამს -თქვა ნოდომ. ყველა აკეთებდა რაღაც კომენტარს, სანდრო არა. ხო სანდრო არ აკეთებდა (-აბა არ ვწითლდებიო? -გაუკეთა კომენტარი შინაგანმა ხმამ -აუ შემეშვი რა -გაუბრაზდა საკუთარ თავს ნია და ფიქრი შეწყვიტა) სანდრო დანელია ხო ზედმეტს არასდროს ლაპარაკობდა, მაგიტომაც იყო მაგარი ტიპი. მთელი ქალაქი არ ევასებოდა. მხოლოდ თავისი სასტავი და აი ისე იყო რაღაც რო ყოფილიყო აი, უეჭველი, 100%ით გადადებდა საკუთარ თავს. ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ნიამ ჯერ რა იცოდა. -კაროჩე ნია, სიურპრიზს ვუწყობთ რაა. -მე დაგეხმაროთ? -კი -რაში? -ამენთო თვალები -არაფერი წამოგცდეს თემოსთან. -ვსო? -კი. -კაი. 2 ამერიკანო ავიღე და წამოვედი. გულში შურის გრძნობამაც გამკრა, რა მაგარი ძმაკაცები არიან-მეთქი. მერე საღამომდე ისევ ბაღში ვისხედით... * * * კონცერტამდე 5 წუთით ადრე დაადგნენ ბიჭები თემოს. აი ნოდოს სიტყვები ,,ჩაიფსამსო“ მერე მივხვდი რას ნიშნავდა. თემოს რაღაც სასწაულები დაემართა. გაგიჟდა... გადაირია... კონცერტი როგორც კი დამთავრდა თემოს ტელეფონი არ გაჩერებულა, უამრავი ჟურნალისტი და ტელევიზია ურეკავდა. თავში არ ავარდნია... აუვარდებოდა და... * * * 2 წლის შემდეგ დაბრუნებულ სანდრო დანელიას, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელიც გაუჩნდა და ქალაქშიც ძალიან მარტივად ,,გატიპდა“ 6თვით რჩებოდა საქართველოში. უფრო დალაგებული წარმატებული დახვეწილი შეცვლილი (უკეთესობისკენ) მოკლედ ყველასთვის იდეალური გახდა სანდრო დანელია და ამიტომაც ყოველ დღე დილიდან-საღამომდე ამის მეტს ვერაფერს გაიგონებდით სანდრო დანელია სანდრო დანელიამ სანდრო დანელიას სანდრო დანელიასი სანდრო დანელიათი სანდრო დანელიად სანდრო დანელია! სულის მხუთავი ჭორები, ლაპარაკები და არ ვიცი, უწყვეტი წრე რომელშიც სანდრო დანელია აქტიურად იყო ჩამბული. * * * თემოსთან ვიყავი ასული სანდრო და პეპე რომ ამოვარდნენ, ბიჭო ბექუშას დაბადების დღე ყოფილა და როგორ დაგვავიწყდაო. მე რატოღა წამიყვანეს ვერ გავიგე. მაგრად გავერთე. იმაზე მაგრები ყოფილან ვიდრე მეგონა. სანდრო კიდე უფრო სხვანაირი, მაგრამ მაინც არ ჯდებოდა ჩემ იმ განზომილებაში სადაც ,,ვაიმე დავეცი“ ,,აუუ აი პროსტა ესეთი?!“ ასეთი ფრაზები მუქდებოდნენ. * * * მე და ანჩი ვლაპარაკობდით, ანჩი როგორც ყოველთვის მთელი ქალაქის ჭორებს ახარისხებდა -სანდროს გუნდში უთქვამს, აი ისეთი გოგო გავიცანიო, ეგ თუ ჩემი ცოლი არ გახდება საქართველოში ფეხის ჩამომდგმელი აღარ ვარო. ყველა გოგო ეგრე იფიქრებს, არ აღიარებს მაგრამ მაინც იფიქრებს ,,ნეტა ჩემზე ხო არ არიო“ მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ გავიხსენე რითიც დავამტკიცებდი... 1-2 კვირის მერე თაყვანისმცემლების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, ვიფიქრე აღარავის ვევასები-მეთქი. მერე აღმოჩნდა რო თურმე შემთხვევით ძაან ხშირად ვხვდებოდით მე და სანდრო ერთმანეთს, მაგრამ ეს ისე, მართლა შემთხვევით... მერე ისევ ანჩიმ მითხრა -ვიღაცას სანდროსთვის უთქვამს მაგ გოგოსთან არაფერი გამოგივაო და აი პროსტაო, მაგასაც ნახავთო. მერე მივხვდი რომ თუ მანამდე კვირაში ერთხელ მაინც ვიღაც ვარდების თაიგულს მჩუქნიდა, ნელ-ნელა ამ რაოდენობამ ისე საგრძნობლად იკლო რო საბოლოოდ აღარავინ დამრჩა. გავგიჟდი... ასეთი უშნო როგორ გავხდი-მეთქი. ერთადერთი ჩემი უბნელი დემე არ მანებებდა თავს, არადა ოღონდ მაგას თავი დაენებებინა?! არ ვიცი ალბათ რაც არ გამიკეთებია იმას გავაკეთებდი. ნუ ესეც გოგო მეტიჩარა... გგონიათ არ ვიცი ეგოისტი, მეტიჩარა და ამაყი რო ვარ?! ვიცი ვიცი. ხოდა აი მაგ დემეს წამოცდა... ,,აი მაგ შენ დანელიას, დედას **********, მაგას ვაჩვენებ გოგოს ახევა როგორ უნდაო“ ასე საშინლად არც ერთ წინადადებას არ უყვირია ჩემ თავში. გამაკანკალა. თან რომ ვიცოდი ამისი ამბავი. მერე ნელ-ნელა ანჩისთან და ელენესთან ლაპარაკში ყველაფერი დალაგდა. თაყვანისმცებლების ამბავიც, ის ჭორებიც, ჩემი ეჭვებიც. ესეც ასე. დავასკვენი რომ სანდროს მოვწონდი. მესიამოვნა. მერე ის სიტყვები გამახსენდა, ,,ეგ თუ ცოლად არ მოვიყვანე საქართველოში ფეხის ჩამომდგმელი აღარ ვარო“ ვნახოთ დანელია როგორ მომხიბლავ-მეთქი. მერე დემე აქტიურობდა... ერთხელ სადარბაზოში რო შევდიოდი სკვერში თემოს მოვკარი თვალი დემეს რო ელაპარაკებოდა. მივწერე ჩემთან ამოდი მეთქი, ნახევარი საათი არ ამოსულა და ამოვიდა თუ არა ისე გამოვლანძღე ხმა ვერ ამოიღო. უფრო სწორად არ ამოიღო, გამოვლანძღე და წავიდა, დედაჩემი გაშტერებული მიყურებდა შვილო კარგად ხო ხარო. თემო რო წავიდა, ვინერვიულე ესე ძაანაც არ უნდა გამელანძღა-მეთქი. 2-3 დღე დემეც აღარ გამოჩენილა. სულ რო არაფერი ნერვები მეშლებოდა. ჯერ ამას ვინ ეკითხებოდა, თვითონაც არ მწერდა და სხვებსაც არ უშვებდა. მერე მე თვითონ დავურეკე უნდა გელაპარაკო-მეთქი. ნუ ეს საიდან და როგორ გავიგე რო უეჭველი ჩემზე იყო თემა?! ქალური ამბებია... ამერიკანოში მოდიო, იქ ვიქნები 15 წუთშიო. წინასწარ მოვემზადე ისეთები უნდა მეთქვა რო ბიჭისთვის თავი შემეძულებინა. შევედი თუ არა აი და დავინახე თუ არა, აი მაშინ მივხვდი რო რაღაც სასწაული დამემართა. ასეთი რაღაც... კი ბევრს გაუკეთებია რაღაც მაგრამ ასეთი? თვითონ არ დამხვედრია... კაფეშიც არავინ არ იყო... არც ერთი სკამი და არც ერთი მაგიდა... სულ ყვავილები... ყვავილები და ყვავილები... ყველგან... მარჯვნივაც, მარცნივაც... გულზე რა დამემართა არ ვიცი. ტემპერატურა წამში ძალიან ქვევით დამივარდა და მერე ძალიან მაღლა ამივარდა. ვენები ამიდუღდა. თავ-ბრუ დამესხა. მობილური ამოვიღე და თან ბარიდან გამოვდიოდი რო არ მეტირა. არ ვიცი რატო ამეტირა... ცრემლები თავისით მომდიოდა და წინდაუკან დებილივით დავდიოდი, სანამ ჩემ უკან არ გავიგონე ტელეფონის ხმა. გავშეშდი. ძლივს შემოვტრიალდი. აი მაშინ მე რომ ვიჯექი და ის რომ იდგა და რომ მკითხა რაზე გინდა ჩაბარებაო, ზუსტად ისე იდგა. ფეხები ბოლოში გადაჯვარედინებული, ცალი ხელი მოაჯირზე ქონდა ჩამოდებული ცალით სიგარეტს ეწეოდა, რომ მიხვდა მიტრიალებული ვიყავი სიგარეტი მოაჯირს მიაწვა და გამომხედა. მერე გასწორდა და რომ დაინახა ვტიროდი გაეღიმა -ტირი, ტო? -თვალები დაექაჩა -აუ არა რა ეგეთი ხო არაფერი გამიკეთებია. ახლა როგორ მინდოდა რომ კისერში ხელები მომეჭირა და დამეხრჩო, თავის თავზე რომ მიიწერა ჩემი ცრემლები, მაგრამ მართლა რომ ეგრე იყო, მართლა რომ ასე თუ ისე მის გამო ამეტირა?! არც ძალა მქონდა, ვერც იმის გააზრება მოვახერხე როგორ მოვიდა და ჩამეხუტა. ვიგრძენი როგორ უცებ მომატეხა ამაყი ფრთები, მაგრამ მაინც არ გავტყდი. ვეცადე ძალა მომეკრიბა მაგრამ ვერ ვაღიარე რომ ძალიან მსიამოვნებდა მისი სუნამოც და მისი თბილი ხელებიც. -წამო ვილაპარაკოთ. -მომშორდა... სახე ამეშალა, ამერიკანოში შემიყვანა. ხელახალი განცდა იმისი რომ ეს ყველა ყვავილი ჩემი იყო. -სკამები არ არი. უკან გამოვედით და აღარ დამიცდია პირდაპირ ვუთხარი უკვე დამშვიდებულმა -არ იქცევი სწორად. -რატო? ვარდები არ გევასება? -მიღიმოდა. -არა, მაგიტომ არა. -აბა? -ჩვენ ერთად არ ვართ. -ვიქნებით, მერე? -წარბები შეკრა -მერე ის რომ ჩემ ყველა თაყვანისმცემელს ჩემი ნახვა არ უნდა აუკრძალო. -ეგენი შენი თაყვანისმცემლები არ არიან -სიგარეტი ამოიღო და თვალები წამით დახუჭა -მოდი შეწყვიტე ყველას დატერორება და შემეშვი -ბუნებრივად გაეღიმა დანელიას. -შეგეშვა? -ჰო. -კაი, წადი. - გაიცინა. უკან აღარ მომიხედავს ისე წამოვედი. * * * ანჩი და ელენე იყვნენ ჩემთან, ეს რო მოვუყევი გაგიჟდნენ. მშობლები საძინებელში იყვნენ, ცოტა ხანში დედაჩემის განწირული კივილი გავიგონე -ნია! ოთახიდან დაფეთებულები გავცვივდით. შემოსასვლელის კარი ღია იყო და რიგ-რიგობით შემოდიოდნენ ეზოს ბავშვები და შემოქონდათ წითელი ვარდები. არ მთავრდებოდა... ადგილიც აღარ იყო... დედაჩემმა ხომ იცი ვარდებზე ალერგია მაქვსო... მამაჩემმა ვიღაცა მაგრად გაგიმწარებიაო... ადგილი მართლა აღარ იყო. ბოლო ბავშვი რომ შემოვიდა თან მითხრა ,,საჩუქარი იქ არ უნდა დაგეტოვებინაო“ და გავიდა. ფეხის დასადგამი ადგილიც აღარ იყო. ან სად უნდა წამეღო ამდენი ვარდი. ანჩი და ელენე ისეთი სახით მიყურებდნენ მივხვდი რომ რაღაც არანორმალური საქციელი იყო. -უეჭველი ნიკო ფიროსმანაშვილობა უნდა -დაასკვნა ანჩიმ და ერთი თაიგული ხელში აიღო. -და რა ვუყო ეხლა მე ამათ? * * * იმ დღის მერე არ გამოჩენილა სანდრო დანელია, მაგრამ თავისი საჩუქრებით არა თუ ნიას მთელ ქალაქსაც კი აოცებდა. ნიას უკვე აღარ შეეძლო, თემოს ეხვეწებოდა, უთხარი გაჩერდეს თორე აღარც ადგილი მაქვს სახლში და აღარც ძალა ამდენი რაღაცის თრევისო. უმადური... ისე შეეჩვია მადლობის თქმაც აღარ მოუნდა. მერე მოხდა ის რაც ალბათ აუცილებლად უნდა მომხდარიყო. სანდრომ ერთ დღესაც ყველაფერი შეწყვიტა და გაწყვიტა ნიასთან ურთიერთობა. აღარც ვარდები, აღარც გაოცებული სახეები, აღარც ზარები... ყველაფერი შეწყდა... თავიდან თითქოს გულზე მოეშვაო ნიას. ერთ კვირაში კი მიხვდა... მიხვდა რომ ვარდები რომლებიც დაჭკნა და გადაყარა სახლში ადგილს აღარ იკავებდნენ. მიხვდა რომ სახლი დაცარიელდა, ისე თითქოს სანდრო გაქრაო... მიხვდა რომ ყველა საჩუქრის, ყველა ყურადღების გაციებასთან ერთად ნიას ემოციები გაუმძაფრდა... მიხვდა რომ რაღაცას ელოდა... მაგრამ რასაც ელოდა, აი ამას უკვე საკუთარ თავთან აღარ აღიარებდა... სანდრო დანელია რომ საკმაოდ იყო მის ცხოვრებაში ეს მარტო თვითონ კი არა, მთელმა ქალაქმა გაიგო, ხოდა ამხელა ადგილის უცებ დაცარიელებამ, მიახვედრა რომ თურმე მართლა დატეხვია ფრთები. ფრთები რომლებიც მანამდე სულ ამაყად იყვნენ... * * * თემო მიიწვიეს ერთ ერთ კლუბში თავისი ბენდით და მეც რა თქმა უნდა წამიყვანა. ანჩის დაბადების დღე ქონდა ამიტო ცოტა გვიან მივედი. ალბათ ღირსი ვიყავი. სცენასთან ახლოს დავჯექი და პეპე მომისკუპდა. -ვა ნი, რას შვრები, რატო არ მოხვედი აქამდე? -ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ვიყავი. -ბევრი მაგარი სიმღერა გამოტოვე. -ყველა ზეპირად ვიცი -გაგვეღიმა. -მარტო ხარ? -არაა იქით არიან ბიჭები. და მანიშნა ოდნავ მარცხნივ ბიჭებისკენ... გამაჟრიალა. სანდრო რომ დავინახე სიამოვნების განცდაც ვერ მოვასწარი ისე უცებ შემეჩხირა მის გვერდით მჯდომი გოგო თვალში. მივხვდი რომ ფერები გადამდიოდა. ვაღიარებ. ძალიან ცუდი რაღაც ვიგრძენი. უმოკლესი კაბა ეცვა და მის ფეხზე სანდროს ქონდა ხელი დადებული. იღიმოდნენ. პეპესი შემრცხვა და აღარ გამიხედავს. ეჭვიანობის ტალღამ გადამიარა და დამახრჩო. ასეთი რაღაც ალბათ არასდროს არ დამმართნია. ერთიანად მომწყდა სიმსუბუქე მხრებიდან და ისეთი სიმძიმე ვიგრძენი, ხელი მოვისვი მართლა ხო არაფერი მაწვება-მეთქი. არაფერი იყო... უფრო სწორად იყო, მაგრამ აბსტრაქტული... უნამუსობის და დაუმსახურებლობის კივილი იყო... არ უნდა მეეჭვიანა... და არც უნდა მეფიქრა რომ სანდრო მასთან ერთად არ უნდა ყოფილიყო... სიმღერა დამთავრდა თუ არა ავდექი და მოვდიოდი თემომ რო დამიძახა -ჩემთან მოდიხარ. -ვერა რაა -მოდიხარ-მეთქი. დაველოდე. გაჯგემილი ვიდექი და ველოდებოდი. ისევ სიმძიმე ვიგრძენი მხრებზე. ასეთი უსიამოვნო შეგრძნება მხოლოდ დღეს მაწუხებდა. კიდევ ერთხელ მოვისვი ხელი მხრებზე რომ ცოტა მსუბუქად ვყოფილიყავი და როცა მივხვდი რომ აბსტრაქტული რაღაც აღარ მამძიმებდა აი მაშინ მართლა მაშინ მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა პეპლები. ბევრი ერთად მთელი ძალით რომ გეზიდებიან და ზემოთკენ გაწვებიან რომ უნდათ რომ გაფრინდე მაგრამ ვერ მიფრინავ თბილი ხელები... აი რა მაწვებოდა. -როგორ ხარ, ნი? ყურში მიჩურჩულა იმიტომ რომ ხმაური იყო, მაგრამ მე მეგონა რომ არ უნდოდა სხვას გაეგონა... სულელი ვარ... -კარგად შენ? -ისე რა. მომენატრე ხო იცი?! არ მეგონა ამას თუ მეტყოდა. არ ვიცი ენაზე ვინ დამექაჩა და ვინ მათქმევინა -მეც მერე გარეთ გავედით და ალბათ შემატყო ფრთები რომ აღარ მქონდა და მელაპარაკა. ზედაპირულად, მერე ისიც შემატყო როგორ ვიეჭვიანე. როგორ დამაკლდა მისი ყურადღება და ისე მოხდა რო ის გოგო პეპესთან ერთად გამოვიდა კლუბიდან. მერე მივხვდი რაც ხდებოდა და სიცილი ამიტყდა -პროსტა ვერ გადამირჩები! სანდროსაც სიცილი აუტყდა და აბა რა გეგონაო. * * * 1 თვის მერე მთელი ქალაქი ჩვენზე ალაპარაკდა. ისე არ ვიყავით ,,ჭკუა მეკეტება შენზე“ და რაღაცები. მოვწონდი. მომწონდა. ერთად ვიყავით. ხანდახან ველოდებოდი ეხლა მეტყვის ეხლა ეხლა მიყვარხარს-მეთქი მაგრამ სულ ტყუილად ველოდებოდი. არც ერთჯერ არ წამოცდენია ეგ სიტყვა. მწყინდასავით და თან არც მწყინდა, იმიტო რო ეგ რო ეთქვა ალბათ რაღაც რადიკალურად უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველა მაინც ისე გვიცნობდა ,,აუ ეს სანდროს გოგოა“ სანდროს კიდე მთელი ქალაქი იცნობდა და მეტი განმარტება არ ჭირდებოდა. * * * პირველად რომ ვიჩხუბეთ, ალბათ არც არასდროს არ დამავიწყდება. ეს დღეები არსად არ გადამეყაროო. რა გავაკეთე ასეთი? რაღაცაზე ნაკამათევი ვიყავით და დემემ მითხრა წამო აკადემიაში გაგიყვანო და მეც ჩავსკუპდი. არა მაშინაც ხო ვიცოდი რო ეგ არ უნდა მექნა, მაგრამ ვერ გავაცნობიერე კარგად რაა. ბოდიში რაა. ხოდა რო არ დამირეკა და რო არც მომწერა ისე მაგრად გამიტყდა მანამდე რო არ მომიწევია, გავსინჯე და მოვწიე. მერე მივხვდი ეგ რო არ უნდა მექნა. რო შევრიგდით და მე რო უკვე ვეწეოდი და შემამჩნია... შენი პირიდან რო კიდე ერთხელ დავინახო კვამლი ამოსული მოგკლავო. მაშინვე დავანებე. არ გავდა უბრალო დაპირებას. * * * სანდრო დანელია ყველას უყვარდა. ყველა იმას ელოდებოდა როდის დავშორდებოდით. გოგოები თამაშებზე მარტო სანდროს ხათრით დადიოდნენ. სანდროც მაეჭვიანებდა ხოლმე და გოგოებს ისე თბილად ექცეოდა რომ შემძლებოდა ყველას, სათითაოდ დავთხრიდი თვალებს. * * * სტადიონზე ვიყავით, ტრიბუნაზე ვერ თოკავდა ემოციებს ისეთ დღეში იყო. -რო თამაშობ რაზე ფიქრობ? -არაფერზე. -საერთოდ? -საერთოდ არაფერზე, მხოლოდ გოლზე. მეწყინა. გავჩუმდით, მერე გაეცინა და ჩუმად მითხრა -აი გოლს რო გავიტან მერე ვფიქრობ ყველაფერზე. -მაინც რაზე? -აი მაგას უკვე აღარ გეტყვი. მართლა არ მითხრა... * * * ამერიკანოში ვისხედით ვლაპარაკობდით -შენ თავს ვფიცავარ, აი თამაშიდან რო გამოვდივარ ეგრევე შენ მახსენდები -მატყუებ -შენ თავს ვფიცავარ-მეთქი -მაინც მატყუებ -კაი მაშინ დედას ვფიცავარ! -რა დებილი ხარ -გამეცინა. შუბლზე მაკოცა -შუბლზე დებილებს კოცნიან! -არა, ანგელოზებს. * * * ჩეხებთან უნდა ეთამაშათ. ნერვიულობდა. იმაზე მეტს ვარჯიშობდა ვიდრე მანამდე. ზედაც აჩუქა ეროვნული ნაკრების ,,DANELIA” სიმბოლურად, მაგრამ ნიას ძალიან გაუხარდა. არ ეგონა სანდროს ნია თუ ამ ზედით მივიდოდა თამაშზე, რომ დაინახა გაგიჟდა ისე გაუხარდა. -არ ვიცი ესეთი მაგარი რა გავაკეთე პეპე, ამისი თავი რო მაჩუქა დედამიწამ. -გასახდელში უთხრა სანდრომ და თასმები შეიკრა. მოედანზე რომ გავიდა საკმაოდ ღელავდა ნიაც მოუსვენრად იყო. იცოდა როგორ ნერვიულობდა ამ თამაშზე და იმიტომაც ვერ ისვენებდა. თამაში დაძაბულად დაიწყო. პირველი ტაიმი ისე დამთავრდა გოლი ვერ გაიტანეს. ეს უკვე წარმატება იყო. მთავარი მეორე ტაიმი იყო. ტრიბუნიდანაც კი ამჩნევდა ნია როგორი წაშლილი იყო სანდრო. შესვენებაზე, ტრიბუნები ფართხა ფურთხით გადათელა და დაცვას მივარდა -ვერ შეგიშვებთ! -დანელიასთან ვარ. -ვერ შეგიშვებთ! -გეძახიან. -თქვა ნიამ ბედნიერი სახით და მიტრიალდა თუ არა დაცვა სწრაფად შევარდა შიგნით. -სანდრო მალე მალე მალე! გამოდი მალე! -აბრახუნებდა კარზე ხელებს. სანდრო წელს ზემოთ შიშველი გამოვარდა. ნიას დანახვაზე გაეცინა. დაცვა უკვე მოდიოდა. -ნი, არ შეიძლება აქ ყოფნა. -ვიცი. აი იმ ღორებს გოლი რო არ გაუტანო, მოგკლავ! -დაცვა უკვე ახლოს იყო -ჩემზე იფიქრე -უთხრა და შეხტომით შუბლზე აკოცა. დაცვას გარეთ გაყავდა, სანდრომაც ვერ შეაჩერა, ნიამ ძლივს გააგონა -შუბლზე ხო იცი... ისევ ტრიბუნაზე ავიდა. ზურგიდან ხმა მოესმა -ეს სანდროს გოგოა! -სანდროა ჩემი ბიჭი! -შეუტრიალდა გაღიზიანებული და მთელი ყურადღება მოედანზე გადაიტანა. მეორე ტაიმი უფრო დაძაბული იყო. დრო იწურებოდა... რომ არა პეპე... სანდროს კარგი პასი... და მთელი სტადიონის მუცლიდან ამოსული ხმა... ნია ვეღარ ჩერდებოდა. მადლობელი იყო მთელი საქართველო პეპეს და დანელიას. სანამ ყველაფერი დაწყნარდებოდა შეტყობინება მოუვიდა ,,pepem niasi iyo es golio“ მერე ყველანი გასახდელში გავიდნენ. ცოტა ხანი კიდევ იდგა აღფრთოვანებული ნია ტრიბუნაზე... ამ დროს გასახდელში სანდრო ბიჭებს რაღაცას უხსნიდა და თხოვდა, მწვრთნელმაც უარი ვერ უთხრა და კომენტატორს ერთი წუთით სიმშვიდე თხოვა. ასე თუ ისე დამშვიდდა აუდიტორია, ნია უკვე ტრიბუნებს ტოვებდა და ქვემოთ ჩადიოდა, სტადიონზე რომ ბიჭები გამოვიდნენ. ერთმანეთის მიყოლებით ჩალაგდნენ. პეპემ დაიწყო და მერე თითო-თითოდ გააგრძელეს ნია კარგად რომ იცოდე თქვენი ამბავი ზეცაშია დაწერილი! მთელი სტადიონი გაჩუმდა. პატარ-პატარა ეკლებმა დამაყარა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მაგრამ მივხვდი რომ ყველა მე მიყურებდა. ცრემლები რომ მომდიოდა ვიცოდი მაგრამ ვერ ვგრძნობდი. დაცვამ დამიძახა შედი სტადიონზეო. ვერ შევედი, ძალა არ მეყო. პეპე გამოვარდა და ძალით შემიყვანა... მე რო ვიგრძენი... აი მართლა რო ვიგრძენი... ვერაფერს ვიტყვი... მეორე დღეს ყველა ამაზე ლაპარაკობდა. * * * შუალედურები მქონდა, სახლიდან გათიშული მივდიოდით მე და ანჩი ჩემთან. ელენე ისევ ვაკოს ლანძღავდა და ვერ გამოვალო. სანდროც ძირითადად სულ ვარჯიშზე იყო და სულ ვწუწუნებდი ყურადღებას ვეღარ მაქცევს-თქო. დედაჩემი თავის დაქალთან ერთად ყავას სვამდა. ოთახის კარი გავაღე თუ არა ისევ დავხურე. სიზმრის შეგრძნება მქონდა. მერე ნელა გავაღე... სულ ვარდები ელაგა... ეს ვარდები... ბევრი ვარდები... ცარიელ მთლიან კედელზე, ჩვენი სურათი იყო გაკრული. სტადიონზე რომ ვიყავით. ჩახუტებულები. სახე არც ერთს არ გვიჩანდა. სანდროს ჩემ კისერში ქონდა დამალული. მე მისსაში. მარტო DANELIA ჩანდა მკვეთრად. ,,სანდროს გოგოო“ ეგ გამახსენდა. ხელები ამიკანკალდა და საწოლზე ჩამოვჯექი. ანჩი გაშტერებული იყურებოდა... პროსტა არავინ არ იოცნებოს შენნაირ ბიჭზეო. მეორე ეგეთს დედამიწა ვეღარ დაიტევსო. ასეც იყო. 2 სანდროს დედამიწა ვერ დაიტევდა და არც იყო საჭირო, იმიტომ რომ 2 ნია არ დადიოდა. * * * სანდროს წასვლამდე 2 თვე რჩებოდა... არაფერი შეცვლილა გარდა შურიანი თვალების მატებისა... უფრო აქტიურად ელოდებოდნენ ჩვენ დაშორებას, ჩვენ არ ვშორდებოდით. ახლა რომ ვფიქრობ ხოლმე... რას წარმოვიდგენდი, ერთად თუ ვიქნებოდით... * * * -უფრთო ანგელოზებზე გსმენია რამე? -კი, ბავშვები არიან უფრთო ანგელოზები. -შენ რო ბავშვი არ ხარ? * * * ალუბლების ბაღთან მივდიოდით და თან ვკამათობდით, პეპე რო შეგვხვდა -რა გაჩხუბებთ, ეე -მოვკლავ შენ ძმაკაცს. -მე კიდე შენი ძმაკაცის შეყვარებულს მოვკლავ -დაემუქრა სანდროც. -რა გჭირთ? -ამას კითხე -ერთდროულად თქვეს და თითები ერთმანეთისკენ გაიშვირეს. -ნია გისმენ -სერიოზულად თქვა პეპემ -ნერვებს მიშლის. -სანდრო გისმენ. -ჭკუიდან გადავყავარ. -ახლა შერიგდით! -შანსი არ არი. მოგკლავ სანდრო! -იქვე დატოვეს პეპე და ჩხუბი გააგრძელეს... მერე ამერიკანოსთან ჩაიარეს. სანდრო გაჩერდა... ზუსტად იმ მოაჯირთან... -გახსოვს, ნი? -ტყუილად გადაგაქვს თემა, მაინც მოგკლავ.! * * * ,,სხვისი ბედნიერებაც შეიძლება გაბედნიერებდეს“ -ფილტვები ხარ ჩემი! უთხრა და ნიას სუნამო მთლიანად დაისხა, სულ ცოტა დატოვა... ძალიან ცოტა.. * * * შვეიცარიაში მოუწია 1 კვირით წასვლა. სკაიპში ველაპარაკებოდი. -აი პროსტა აღიარე რო მაგრად გენატრები. -მენატრები მაგრამ აი მაგრად არა. -აუ პროსტა რა ცუდი გოგო ხარ ეე, გული რო გამიხარო და რაღაც არა?! -კი კი მენატრები თან აი ძალიან მაგრად. -აუ ეგრე ძალით მოგენატროს დემე. -ისე მაგრად გაეცინა კამერაში აღარ ჩანდა. -როდის ჩამოდიხარ? -არ ვიცი შეიძლება დარჩენა მომიწიოს -რა უნდა მოგიწიოს? -წამოვენთე მე. -მაგათთან ფეხით არ ჩამომიყვანო, ჩქარა ჩამოდი თორე ავუფეთქებ ყველას თავს. -სანდრო იცინოდა -ვიღაცას მაგრად არ ვენატრებოდი. კაი გავედი მე, გკოცნი. * * * როდის გამაოცა? საშინელ ხასიათზე ვიყავი. სანდროც არ იყო სკაიპში. საერთოდაც 2 დღე ვერ ველაპარაკე. nico vega _ iron man ვუსმენდი. უფრო ცუდ ხასიათზე ვდგებოდი. სკაიპი ჩართული მქონდა და დებილივით ველოდებოდი როდის შემოვიდოდა სანდრო. ცრელმები მომდიოდა. ჰო კარგით, გეტყვით რატომ ვიყავი ასე უაზროდ. დემემ მითხრა სანდროს უკვე მოწყინდი და ხო ხედავ გაჩვევს ნელ-ნელა წასვლასო... გაიქცაო... დაიღალაო... მე არ მღლიო... იმასაც ვერაფერი ვუთხარი, არადა ადრე თვალებს ვთხრიდი... მაშინ მივხვდი რომ სანდრო სულ ერთი არ იყო... მეღირსა... შემოვიდა... მაშინვე მივწერე -rogor xar? -daglilad) shen? -monatrebulad. Xo chamoxval? :( -aba ras vizam :) ras shvrebi shen? - |--------| -xdeba rame? -ki. -mitxari -cud xasiatze var -rato? -au xo uechveli chamoxval? -ni, moxda rame? -MOXDA! -mitxari tore ventebi nel-nela:) -ai ver var ra magrad.( -tvali charte -ara ara gavdivar (( -charte tko kamera. ცრემლები შეიმშრალა და კამერა ჩართო. სანდრო მიხვდა რო ტიროდა და კამერა გაუთიშა. -Close your eyes ^_^ (ნიას ეღიმება) -and I’ll kiss you :* -tomorrow I’ll miss you! (hug) ((( ai prosta exla ise var marto shen menatrebi. Gavedi :* -ar gaxvide! -gavedi :* და დილის 5საათზე მომდის ესემესი ,,trabzonshi var, pepe gamogivlis da 9ze tbilisis aeroportshi damxvdi, chamovfrindi (angel)” სიხარულით რომ გული არ გამისკდა ალბათ იმიტომ რომ ღმერთს ვუყვარდი ძალიან და სიკვდილისთვის არ გავემეტე. აი ასეთია სანდრო დანელია. მოულოდნელი და ყველაფრით სავსე. იქედან რო დაბრუნდა ულამაზესი კაბა ჩამომიტანა. მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე მართლაო. არადა მის ადგილას სხვა დარწმუნებული ვარ სუნამოს ჩამომიტანდა. კიდე კარგი სხვა რო არ იყო მის ადგილას. მართლა ძალიან ლამაზი იყო. ულამაზესი. * * * ჩეხებთან თამაშის გამო შვეიცარიიდან მოწვევა მოუვიდა... თუ არ წავიდოდა კარიერასაც უნდა დამშვიდობებოდა... რომ წასულიყო, ნიას. ამ 4მა თვემ იმდენი რაღაც შეუცვალა, რომ თუ აქამდე კარიერის გამო ყველაფერს დათმობდა, ახლა ხვდებოდა რომ ნია არ ეთმობოდა.... ხვდებოდა რომ უკან უნდა დაეხია... უკან კიდე ვერ დაიხევდა... ან დაიხევდა... ან-ვერა!.. * * * ,,sandro shemirigdi!” ,,shemeshvi” ,,ar iko chemi brali” ,,:) shemeshvi” დემეს ამბებში გაბრაზდა... არა კი არ გაბრაზდა კინაღამ ორივე დაგვახრჩო... ხო აი ესე... კინაღამ... მაგრამ კინაღამ ხომ არ ითვლება... უნდა შემერიგებინა. ის უნდა გამეკეთებინა რაც არასდროს არ გამიკეთებია. მის გუნდელებთან ერთად მივედი ეზოში, მისი ზედა მეცვა DANELIA. ეზოში ვიდექი და ბოლო ხმაზე ვუმღეროდი... ბიჭებიც მეშველებოდნენ ხოლმე... შემოდგომა მთავრდებოდა და სიცივე იყო. სადარბაზოდან შორტებით და კაპიშონიანი ზედით გამოვიდა სანდრო და ალბათ ის ჩახუტება მეჩვენა საუკეთესოდ. ხოდა აი ასე შემოვირიგე... თურმე შეუძლებელი არაფერი არ ყოფილა... * * * -ნახე ნი, რა გემოვნებიანი ვარ? შევათვალიერე რომ ახალი შენაძენი შემეფასებინა. ახალი არაფერი ეცვა. -იყიდე რამე? -კი. -რატო არ გაცვია? -მებრალება -გაეცინა. -სახლში გაქვს? -არა. -აბა? -სარკეში შეიხედე. თვითონ უცბათ გვერდით გაიწია. სარკეში რა თქმა უნდა მარტო მე ვჩანდი. პირველად მაშინ ვაკოცე. ალბათ იმიტომ რომ თავი საუკეთესოდ ვიგრძენი! * * * რესტორანში ვიყავით. ელენეს დაბადების დღეზე. ისე არსად არ დამყვებოდა მაგრამ იქ დემეც უნდა ყოფილიყო. არც ელენეს არ უნდოდა მაგრამ მისი ძმის პონტში... ხოდა სანდრომ მეც მოვდივარო და წამომყვა. საპირფარეშოში გავიდა... მობილური მაგიდაზე დატოვა... მანამდე რო ვიღაცას წერდა შევამჩნიე მაგრამ ცხვირი არ ჩამიყია, მეც ვწერდი ეგრე ანჩის... ესემესი მოუვიდა... ჯანდაბა თვალი გამეპარა. FROM WIFE (თვალები უშავდება) Miss you (ფერები ეცვლება) ადგა და უსიტყვოდ წავიდა. არც მოსაცმელი აუღია. არც თავისი მობილური... არაფერი. ადგა და წავიდა... მთელი კორპუსი გაეყინა... ანჩი გაეკიდა... იცოდა რასაც ნიშნავდა ნიას ასე წასვლა... ვერც ანჩიმ გააჩერა... არადა სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა... სანდრო რო დაბრუნდა და ნია იქ არ დახვდა, ეგონა საპირფარეშოშიაო, მოსაცმელი და მობილური ხო იქ იდო... ელოდებოდა... მერე ვიღაცამ კითხა ნია სად წავიდაო... ნია წავიდაო?... მგონი სახლშიო. მობილურს უბრალოდ... მექანიკურად დახედა და... თვალები ჩაუქრა... არ მორიდებია ,,აუ რა შტერია, ამის დედაც ********“ დემემ ნუ იგინებიო ნერვებმოშლილმა ერთი ისეთი ხია, ხელი თვითონაც ეტკინა. დემე გადაირია. სანდრომ ხელი არ წამაკარო თორე იცი რაც მოგივაო. მშვიდად უთხრა და გასასვლელისკენ წავიდა. დემემ უკან რატო დაიხია ვერავინ ვერ მიხვდა. ასე უბრალოდ არავის უშინდებოდა. სანდრო სწრაფად ჩარბოდა. დაინახა როგორ მირბოდა ორი სხეული. დაიყვირა ნიაო, მაგრამ ნიას არ გამოუხედავს. ისე სწრაფად გაიქცა, მალევე დაეწია... ანჩი რომ გაარჩია დაუძახა გაჩერდიო და ანჩიც გაჩერდა ვიცი რაც ჭირს და მე დავამშვიდებო, თვალი ჩაუკრა. ანჩი წავიდა. -ნია ხო იცი არა რო ფეხბურთელი ვარ, დაგეწევი და ნუღარ იღლები! ნია არ გაჩერებულა. -ნი, კაი რაა, ვიცი რატომაც გამოიქცეოდი. მაინც არ გაჩერებულა, სანდრო უკვე ახლოს იყო და მალე თვითონ გააჩერა. მობილურში ესემესი ანახა და გაეცინა. მერე კიდევ სანამ რამეს ეტყოდა, კონტაქტებში რამდენიმე ნომერი აჩვენა WIFE (berlin) WIFE (swedan) WIFE (unknown) -ესენი რეებია? -გაცოფდა ნია. -შენი აზრით სხვა ქვეყანაში რომ მივდივარ თუ კლუბმა არ მიყიდა და იქ დარჩენა მინდა როგორ შემიძლია რო დავრჩე? -და ყველგან ცოლები მოგყავს? -სახე დაემანჭა ნიას -ამათ გამო ფულს ვიხდი -და რომ ენატრები? -სანამ პასუხის გაცემას დააცდიდა ისევ წავიდა. სანდრომ ისევ მოატრიალა -შენ არ მოგენატრებოდი? ახლოს მივიდა... ნიას დაცხა... სისხლი აუდუღდა... -უნამუსო ბიჭი ხარ... ესეც ცოლების ამბავი. * * * პეპეს ერთი გოგო ჩავარდნია გულში... თავს იკლავდა და არავის არ ეუბნებოდა... დამცინებთ თქვენ ეგ როგორ ვერ დაკერეო... მერე რა გავიგეთ?! ანჩი შეყვარებია. არაფერი... ანჩისაც მოწონდა მაგრამ პეპემ ეგ რა იცოდა. ეგენი არაფერს არ შვრებოდნენ. ჩვენ უფრო სხვანაირები ვიყავით. -ნი, შენ რომ დიდი გაიზრდები იცი ვინ უნდა გამოხვიდე? -კი, დიზაინერი. -ეე, არა ტოო, ჩემი ცოლი უნდა გამოხვიდე. -და შენ ვინ უნდა გამოხვიდე? -აუ უნარები როგორ ჩააბარე მაგრად მაინტრესებს, -გაეღიმა -იასნად შენი ქმარი. * * * -აქ იჯდები და ჩემ სახელს იყვირებ რო მივხვდე რო საუკეთესო ვარ! -ეგ ხო ისედაც იცი?! -შენგან მინდა რო გავიგო! თითი დამიქნია და სტადიონს დაუბრუნდა. მე ვიჯექი მწვრთნელის გვერდით და ნერვებს ვუშლიდი. ყოველ ორ წამში ველაპარაკებოდი და ისიც მეხვეწებოდა, შემეშვი ისედაც ვნერვიულობო, მერე ჩემმა ტალღამ მასაც გადაურა და არც ის აღარ გაჩერებულა. სანდროს წითელი ბარათი მისცეს. ასეთი სანდრო არსად მენახა. რაც თუ დედამიწას სალანძღავი სიტყვა მოეპოვებოდა ერთბაშად დაცალა. თვალები ჩასისხლიანებული ქონდა. აღარც ჩემი თავი ქონდა... გასახდელში შევიდა... ვერ გავყევი... მერე დამიძახეს სანდრო გეძახისო... შევედი... ხმა არ ამოუღია... არც მე... ჩემ წინ იჯდა. თავი რკინის თაროზე ქონდა მიდებული და თვალებით სად იყურებოდა არავინ არ იცის. -ცოლად გამომყვები? ჩახლეჩილი ხმით მკითხა... მაგრამ რა დროს ხმაა... რა მკითხა!.. აზრზე ვერ მოვედი.. როგორ შეიძლება წარმოიდგინო, როგორ სხვანაირად ხელის თხოვნა. რომანტიულ გარემოში... ზღვის პირას... არ ვიცი, ან რესტორანში ან სადმე სხვაგან... გასახდელში კი ალბათ ნაკლებად... და მაშინ როცა ერთმანეთისთვის ისიც არ გვითქვამს რომ გვიყვარს... ეს ნორმალურია? ნორმალურია ეს შეკითხვა? ეს სურვილი? ხმა არ ამომიღია. -ნი, გამომყვები? მინდოდა ყურები მოეჭრათ, რომ ეს არ გამეგონა... ხმას ვერ ვიღებდი... არ შემეძლო. -გამომყვები? გაეღიმა... იმედგაცრუებისგან და სიმწრისგან გაეღიმა... ისევ არაფერი მითქვამს. -ნია მისმენ? მუხლებს დაეყრდნო და წარბები დაუნაღვლიანდა. -სანდრო ვერა... ძლივს ამომყვა ეს ორი სიტყვა მუცლიდან... მეტის ძალა აღარ მქონდა. სანდრო წამოდგა და მის სპორტულ ჩანთაში ტანსაცმელი ჩაყარა. გასვლის წინ მუშტი რკინის უჯრას მიარტყა მაგრამ სანამ გავიდოდა გაჩერდა. მოტრიალდა და შუბლზე მაკოცა მთლიანი კორპუსი შემერყა. ,,შუბლზე ხომ ანგელოზებს კოცნიან“ მაგრამ ანგელოზი ხომ ასე არ იქცევა, ანუ დებილი ვარ. დიახაც ვარ, ვიყავი და ვიქნები კიდევაც. ხოდა აი დებილი რომ ვარ იმიტომაც მაკოცა შუბლზე... მაგრამ დასრულებაც არ მაცალა... ისე გადამჭრელად არ ვამბობდი... რაღაც უნდა მეთქვა... მაგრამ გატყუებთ... მეც და თქვენც ვიცით რომ არაფერიც არ უნდა მეთქვა... ვთქვი და მორჩა... მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს წასვლა... თურმე წავიდა და წავიდა... პეპესაც აუღია წითელი ბარათი. გასახდელიდან გამოვდიოდი პეპე რო შემეფეთა. -სანდრო სად არი? -პეპე უარი ვუთხარი. -რა? -უარი ვუთხარი. ეწყინა. -აუ ხო იცი არა ნია?! კაროჩე რა... არ გამოუცვლია ისე გავარდა უკან... აღარაფრის თავი არ მქონდა... სახლში წამოვედი... * * * ,,ეგ თუ ჩემი ცოლი არ გახდება საქართველოში ფეხის ჩამომდგმელი აღარ ვარ“ ამერიკანოში ვისხედით მე და ანჩი და ამ ამბებს ვუყვებოდი, თან მეტირებოდა... მეგონა ყველაფერი ისევ დალაგდებოდა და ძველებურად იქნებოდა... მეგონა რომ არაფერს არ ნიშნავდა ის უარი... ან კიდევ რატომ მეგონა... ბიჭმა ეს 5 თვე ისე შეცვალა რო ვერც კი ვიფიქრებდი... მეც ხო ვიცოდი არა რო ჭკუა მეკეტებოდა... ხომ ვიცოდი რომ სანდრო უკვე ჩემ ყველა განზომილებაში მთლლიადან ეტეოდა მაგრამ რა... არაფერი... დებილი ვიყავი... მაგრამ უკვე ვიცოდი რომ შვეიცარიაში მიფრინავდა და ერთი წამითაც კი, სულ წამის მეასედითაც არ მიფიქრია რომ დამერეკა და ლაპარაკი მეთხოვა. ალბათ მეგონა რომ დაბრუნდებოდა, ან კიდევ არ წავიდოდა... აი რატომ ვიყავი დებილი... ასეთებს მხოლოდ დებილები ფიქრობენ... და ყველაფრის შემდეგ მხოლოდ დებილები არ ურეკავენ... ანჩის ეჩქარებოდა. ანგარიში გადავიხადეთ წამოვედით. * * * მეორე დღეს დილით პეპემ დამირეკა რაღაც საქმე მაქვს ამერიკანოში გამოდიო. ცოტა ხანი ველოდე, მერე ისევ დამირეკა კაი გარეთ გამოდიო და გარეთ რო გავედი მობილურშივე გააგრძელა -ძაან მიქარე... არა, შენც ხო იცი რო ძააან მიქარე, მაგრამ აი პროსტა... სანდროზე მაგარს, იცოდე რო ამ ცხოვრებაში ვეღარ შეხვდები -პეპე ჩემი ბრალი არ -დამამთავრებინე. სანდრომ, აი ყველაზე დიდი მადლობაო რო ასეთი მაგარი 5 თვე მაჩუქაო, არც კი ვიცი მადლობა როგორ გადავუხადოო, ისიც ვიცი როგორ გამიჭირდებაო, პროსტაო, მე მანდ ჩამომსვლელი აღარ ვარო. არა ნი, ხო იცი არა მაგრად რო დააშავე?! აი რო არ გყვარებოდა ბაზარი არ არი, მაგრამ მაგრად რო გიყვარდა, პროსტა საკუთარი თავი მაინც როგორ არ შეგეცოდა... სანდრომ აი რავიციო რაა, ეგეთი გოგო მე არავინ შემხვედრიაო და გადაეცი მერე რო ტვინი არ იმტვრიოსო, ნია სანდრო და ამერიკანოო... -რა? -რა და ეგ სამი რაღაც დაიმახსოვრე და იცოდე რაა, რო თან დაკარგე და თან საბოლოოდ ჩაიბეჭდე შენ თავში სანდრო, პროსტა მაინც იცოდე რაა რო თქვენი ამბავი ზეცაშია დაწერილი და შენ კიდე რო იცოდე სუ სანდროს გოგოს დაგიძახებენ და სუ ფრთების გარეშე ივლი. იცი რატო? ეგეც იცი და აღარ გეტყვი... ხოდა ეგეც მაგისი მადლობა და საჩუქარი. ნელა გაჩერდა... ვერცხლისფერი... X5… მობილური ხელიდან გამივარდა... პეპე გადმოვიდა... ხელში გასაღები მომცა და შუბლზე მაკოცა ,,სანდროსნაირი ვერ არი მაგრამ სანდრომ გადმოგცა...“ მიდიოდა და გაახსენდა ,,ხო და იცოდე, შუბლზე ანგელოზებს კოცნიან“ სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი... თვალი გამექცა NSA-444. ნია, სანდრო და ამერიკანო. ოთხი მისი ნომერი იყო. მე რო მაჩუქა ის ზედაც 4 ნომერი იყო. პეპეს დავუძახე, არ გამომხედა... ავდექი და გული წამივიდა... * * * სანდრო ბიჭი იყო?! ეგეთები რომ მარტო ისტორიებში არიან და მაგისნაირები რო დედამიწაზე ვერ დადიან. * * * მშვენიერი დასასრული იქნებოდა არა?! ვერცხლისფერი ბე ემ ვე, პეპეს სიტყვები, გულის წასვლა, ინტრიგა, უსაზღვრო მადლობა, საკუთარი ფიქრები... მაგრამ სინამდვილე? ნამუსი? პასუხი? რა შეიძლება რომ ადამიანმა ამის შემდეგ გააკეთოს... ნუთუ ყველა ადამიანი ამოაფარებს საკუთარ ფიქრებს იმ აზრს რომ არც ერთი ზარი და არც ერთი სიტყვა არ განხორციელდებოდა... ეს ხომ ასე არ ხდება... სინამდვილე ხომ სხვანაირია... უმადურობა ხომ ამ შემთხვევაში პირველ ადგილას იქნებოდა... თანაც მაშინ როცა ვგიჟდებოდი მასზე... რატომ ვთმობდი? რა მიშლიდა ხელს... გონს რომ მოვედი თავზე პეპე მედგა და რაღაცებს მელაპარაკებოდა... წყალი დავლიე, ავდექი, გასაღები უკან დავუბრუნე და წამოვედი. გამომყვა. შანსი არ არიო, შენიაო, მთაწმინდიდან დააგორებს რო არ აიღოო... არ მაინტერესებს-მეთქი, ვერ ავიღებ-მეთქი. ჭკუიდან ნუ გადაიყვანო. უნამუსო არ ვარ-მეთქი. გაგიჟდებაო. დამელაპარაკოს-მეთქი. შანსი არ არიო. ხოდა კარგად-მეთქი. გვიან სახლში ვიღაც მოვიდა. ფოსტიდან იყვნენ. პატარა ყუთი იყო. ისევ მანქანის გასაღები იყო... ფანჯარაში გავიხედე ჩემი სადარბაზოს წინ იდგა. მამაჩემი გადაირია, ეს ვისგან არიო... კეთილისმსურველისგან-მეთქი. ესემესი მომივიდა ,,tu ginda ro odesme mainc xma gagce, sachukari ar damibrunoo” რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ მივწერე. იმიტომ რომ სპეციალური ნომრით მომწერა. სახელით NSA. მერე მართლა აღარ გადავაგდე. რაღაცას ველოდებოდი... არ ვიცი რას... ქუჩაში მანქანით რომ მხედავდნენ ისეთებს ლაპარაკობდნენ, გაგიჟდებოდით. დარწმუნებული ვარ ვენატრებოდი... აბა როგორია არ გენატრებოდეს მაშინ როცა მთლიანად გიყვარს... არაფერი მომხდარა... სანდრო არ ჩამოსულა... * * * -აი სანდრიკ, პროსტა რო შემეძლოს? მთელ თბილისს ჩამოვიყვანდი შვეიცარიაში რო ჩემ ქორწილს შენ არ გამოაკლდე მაგრამ კაი რაა, რატო გიყვარს ეგ გაჯიუტება, ჩამოდი რაა. -ტყუილად მებაზრები, ვერანაირში. -სანდრო ცოლი მომყავს, გიჟი ხარ? მე ვარ, პეპე, ცოლი მომყავს გესმის?! სანდრო დაფიქრდა... რას ლაპარაკობდა მერე მიხვდა... ძმაკაცს ცოლი მოყავდა და ეს ჩასვლაზე წუწუნებდა და ახვეწნინებდა... -პროსტა მაგარი ბანძი ვარ, ჩამოვალ აბა რას ვიზამ. პეპემ ამოისუნთქა და ანჩის გახედა -ვუთხრათ ნიას? -გააფრენს. არ ვუთხრათ. * * * 4 აპრილს იყო მათი ქორწილი... ნიას იმ ინფორმაციამ რომ სანდროს კლუბი არ უშვებდა, კორპუსი შეურყია. მეჯვარეობაზე უარი თქვა, ელენე დათანხმდა. ჭკუიდან გადავიდა... ერთადერთი იმედიღა რჩებოდა და ისიც ჩაუკვდა. მორჩა.. შვეიცარიაში ჩავაკითხავო როგორც კი ქორწილი დამთავრდებაო.. მტკიცედ გადაწყვიტა.. * * * 3მა აპრილმა მშვიდობით ჩაიგრიალა ყველას მეხსიერებაში და დადგა 4 აპრილიც... ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ქავთარაძის ქუჩას კვეთდა და ქავთარაძესთან მიდიოდა უცბად რომ ვიღაც გიჟივით შემოვარდა და კიდევ კარგი სწრაფად დაამუხრუჭა თორემ 4 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდებოდა. ნია ისე წამოენთო სულიერი ვერ გააჩერებდა. მანქანიდან გიჟივით გადავარდა და დაბურულ მინებიან მანქანას ხელები დაუბრახუნა... ფანჯრიდან თავი ნოდომ გადმოყო... ბევრი იცინეს. ნოდომ წარმომიდგენია სხვა რო ყოფილიყო რეებს ჩაატარებდიო... დარბაზში ერთად წავიდნენ... კიბეზე ადიოდა სიცილი რომ გაიგონა -ვა, ნი, ფრთები ამოგსვლია! -ნია გაშეშდა. ნელა შეტრიალდა. გალურჯდა. ფერები ნელა და სასიამოვნოდ გადაუვიდა სახეზე. აფრინდა და მერე უცებ მიწას დაენარცხა. კედლებს შეასკდა. იკივლა იყვირა მთელი კანი შემოიგლიჯა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გულში... ჩუმად... მთელი სხეული აეწვა... სანდრო ნელ-ნელა ამოდიოდა. ლოყაზე აკოცა. საშინლად აეწვა მარცხენა მხარე დანელიას გოგოს. შიშვლე მხარზე ხელი გადაუსვა და უჩურჩულა -ხომ იცი ეგ ფრთები ადვილად ტყდება. უჭირდა დანელიასაც თავის შეკავება მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. ნია გაიყინა სანდროს ხელი რომ მოშორდა მხრიდან. ერთი ნაბიჯიც და მიაძახა -შენ! -მე? -ჰო -რა მე? -შენ მატეხ ადვილად ფრთებს. ნიამ შესვლა დაასწრო. ცოტაც და ვეღარ გაუძლებდა. უფრო მეტს ელოდა. მეტი უნდოდა.. ქორწილი ისე გაეპარათ თითქოს ერთმანეთს არც იცნობდნენო... არც კი უყურებდნენ. არადა სანდრო დანელია... * * * ნია ნელა დგება. ოდნავ ნასვამიცაა. თამადას მიკროფონს ართმევს და სკამზე დგება. ვარდება. თამადა ეშველება. -2 წლის წინ -იწყებს მშვიდად -ყველაზე მაგარმა ბიჭმა მთელ მსოფლიოში მკითხა დიდი რომ გაიზრდები ვინ გამოხვალო?! მე ვუთხარი დიზაინერი მეთქი. -სანდროს ეღიმება -იმან კიდე მითხრა არა, ჩემი ცოლიო და მე შენი ქმარიო. -ყანყალებს. ყველას ეღიმება -ხოდა მე დღეს, არც დიზაინერი ვარ და არც მისი ცოლი, ლოგიკურად არც ისაა ჩემი ქმარი... და მე შემიძლია ახლა ვიტირო, მაგრამ არ ვიტირებ! -ტირის -ხო ვტირი, იმიტომ რომ ყველაზე დებილი გოგო ვარ მთელ დედამიწაზე! ცოლობაზე უარი ვუთხარი მხოლოდ იმიტომ რომ დამემტკიცებინა ფრთები რომ ქვის მქონდა... მაგრამ ქვის ფრთებით ვერავინ დაფრინავს... ხოდა ფრთები აღარ მაქვს და ვიცი ახლა ყველას მაგრად არ გაინტერესებთ ვინ ჯანდაბა ვარ ან რა მინდა. ...და მაინც უბრალოდ ბოდიშს მოვიხდი, მადლობას გადავიხდი და რაღაცას ვიტყვი. სანდრო, ცოლად მომიყვან? თავს ვეღარ იკავებს და ნელა ვარდება. იღიმის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.