ვერ მომერევი (სრულიად)
აი ისიც, ხშირად რომ მეკითხებოდით. ხარვეზებისთვის ბოდიშს გიხდით, ვერ გადავხედავ, პირდაპირ ვდებ რაც გამომიგზავნეს. --------------------------------------------------------- ვერ მომერევი (1) new yorker 29-11-2013 ოდესმე შეიძლება დადგეს მომენტი და შენ დადგე არჩევანის წინაშე. იყო შენ, ან იყო სხვა. ...და ამ არჩევანის წინაშე საკუთარმა ოჯახმა ისე დაგაყენოს რომ თვალიც არ დაახამხამოს, ყველაფერი კი შენს სინდისს მიაწერონ და მორჩა: ყველაფერი შენს ხელშია! * * * 4 ლექციიდან 3 გამიცდა და სახლში წასვლის მაგივრად გიორგის დავურეკე. -გიორგი გათიშული ვარ, სად ხარ? -სახლში, რა გჭირს? -ჩაი გამიკეთე რაა, მოვალ. ყურმილი დავკიდე და მეტროში ჩავედი. როგორ მძულდა იმ 50 კაცის სახე და გამომეტყველება რომლებიც ჩემს მეტროთი სიარულს მამაჩემის ჯიბის ჟმოტობას მიაწერდნენ. ისედაც მოუსვენრად ვიყავი ბავშვობიდან და ახლაც, როცა ვცდილობდი ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც უნდა ყოფილიყო, არაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. რა არეული ვარ არა? ვიცი... ადგილს თუ დამითმობდნენ, მაშინვე იწყებოდა ერთი ამბავი ,,აბა ამის შვილი არ იყოს“ ,,აბა მამამისი ბიზნესმენი არ იყოს“. მოკლედ. გაზვიადებული ემოციები და ქმედებები ისედაც საზღვარს სცდებოდა, ამიტომ მივეჩვიე და ვისწავლე ყველაფრის ისე გადაყლაპვა რომ ყურადღება არ გამემახვილებინა. ჰო, დღეს ლევანს ვეჩხუბე. გამომიცხადა შენში რაღაც შეიცვალა და ვერ ვხვდები რაო, მოდი დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთო, არადა ვერ ვხვდები ამ თემის მიზეზი რატომ მიეცა. ალბათ ისევ ხალხის დამსახურებით, რომელთაც ჭორაობის გარდა სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის მშვენიერი გამოცდილება აქვთ. ამის მაგალითი კი მრავალი ცნობილი პირის დანგრეული ოჯახები და ურთიერთობებია. საბედნიეროდ, ჯერ არაფერი დანგრეულა ჩემ ოჯახში და იმედი მაქვს არც არაფერი დაინგრევა. აი, ლევანთან ჩხუბი კი ყველაზე მეტად მეზიზღებოდა. როცა ვეღარ ვიღებდი მის თბილ ესემესებს ,,სად ხარ ჩემო პრინცესა?“ ,,სიცივეა ქუდი ხო გახურავს?“ გული მეწვებოდა. ყველა საკუთარ სტიქიაში იყო, ორი ზორბა მამაკაცის გარდა, რომლებიც ფილმებში როგორცაა წინ გულხელდაკრეფილები კართან იდგნენ და შავი სათვალეების შიგნით თვალებს ინტერესიანად დააბორიალებდნენ. საქმე არ მქონდა და ვეცადე დასკვნა გამეკეთებინა რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო დაცვა მეტროში. ან ვის შეიძლებოდა ემგზავრა ისეთს ვისაც დაცვა დაჭირდებოდა. დიდი ხანი ვაკვირდებოდი მაგრამ ვერაფერი გავიგე და ჩემ გაჩერებაზეც ჩამოვედი. უკან არც მომიხედია ისე გავედი მეტროდან და ქუდი დავიხურე რომ არ დავსველებულიყავი, მაღაზიაში შევედი ტკბილეული ვიყიდე და გიორგის კორპუსისკენ წავედი. ახლა ყველაზე მეტად მინდოდა გიორგის ფსიქოლოგიური დასკვნები და საუბარი. ყველას ყავს გვერდით ადამიანი რომელიც დიდ ტკივილსაც უსიტყვოდ იგებს, შენი მშვენივრად ესმის და რჩვებესაც ზუსტად გაძლევს. გიორგიც ასეთია. მე-9 კლასიდან ერთად მოვდივართ და ყველას მირჩევნია. არასოდეს გადებულა ჩვენ შორის სქესობრივი ზღვარი და არასოდეს ყოფილა ამის გამო აზრთა შეუთანხმებლობა და ა.შ. ვიცოდი მისთვისაც საჭირო ვიყავი და ამიტომაც ვაფასებდი ასე გიორგის. ამ შემთხვევაში კი დარწმუნებული ვიყავი სხვა ვერავინ დამეხმარებოდა. კორპუსში რომ შევდიოდი და ლიფტი გამოვიძახე, სანამ ჩამოვიდოდა გამოვტრიალდი და ისევ იმ 2 მამაკაცს რომ მოვკარი თვალი გამიკვირდა. ეჭვე შემეპარა რომ შეიძლება მე დამყვებოდნენ, ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი იქნებოდა, როცა მამაჩემს ჩემი საფრთხეში ჩაგდება ეშინოდა, მაგრამ ესენი იმ დაცვის ბიჭებს არ გავდნენ რომლებსაც მე ვიცნობდი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ლიფტის კარი გაიღო თუ არა დავმშვიდდი. -ვაა ქეთუშ. რას შვრები? -გიორგი თბილად გადამეხვია და სამზარეულოში გავიდა. -რომელი ჩაი გინდა? -ლიპტონი რა თქმა უნდა. -რა გჭირს რატო ხარ გათიშული? -აუ რავიცი დავიღალე, შენ რატო არ ხარ სამსახურში -აუ გუშინ მაგრად დავთვერი და აზრი აღარ ქონდა წასვლას... მიუხედავად იმისა რომ თემა მარტივად შეიცვალა და ქეთაც ძალიან აქტიურად ჩაება კამათში, მაინც ვერ მოისვენა და გიორგის დიდი რიდით კითხა -აუ გიორგი, გეხვეწები ფანჯარაში გაიხედე რაა.. -მოხდა რამე? -არა არაფერი, უბრალოდ მეტროში დაცვის ბიჭები შემეჩხირნენ თვალში, მერე კიდე კორპუსთან შევამჩნიე და ხო იცი არაა? -გასაგებია, ნერვიულობს მისის პანიკა. -ეგრე ნუ მეძახი. გიორგი ფანჯარასთან მივიდა და ორი მამაკაცი რომ დაინახა ქეთას თავი დაუქნია. -კი, დგანან. სადარბაზოს წინ. ქეთამ პირდაპირ მობილური ამოიღო და მამამისთან დარეკა -ხო ქეთევან?! -მამა, ეს დაცვა შენი დამსახურებით დამსდევს უკან თუ რა ხდება? ლაშამ ჩაახველა, უნდოდა რაღაც სხვა ეპასუხა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და წყნარად უთხრა -მალე მოხვალ? -რა იყო ? -სახლში რო წამოხვალ, არ შეიმჩნიო ეგენი, ჩვეულებრივად მოიქეცი. ლაშამ ყურმილი დაუკიდა და ქეთა გაკვირვებული გიორგის უკან აიტუზა -გაგიჟდა მამაჩემი ,,ჩვეულებრივად მოიქეციო,“ როდის ვიქცევი არაჩვეულებრივად ძალიან მაინტერესებს რააა -მოკლეებს რო იცმევ მაშინ. -აუ ეხა არ დაიწყო თორე ჭკუიდან გადავალ. -მე-6 წელია გიცნობ და შენთან ამ თემას წერტილი ვერ დავუსვი რაა. -ლევანს არ აქვს გართულება და შენ რატო წუწუნებ ვერ ვხვდები -მე ლევანი ვარ გოგო? იმას შეიძლება ხვალ დაშორდე, მე კიდე მინიმუმ კიდევ 15 წელი შენ მოკლე კაბებს უნდა ვუყურო... -ოჰ ბატონო გიორგი, ხო არ ეჭვიანობ? -ვეჭვიანობ კი არა იმას ვერ ვხვდები ამ სიცივეში მაინც როგორ იცვამ. -ძალიან მარტივად. -ერთიც იქნება ყველა შენ მოკლე კაბას დავჭრი და დავწვავ, პირველს იმას, ტყავის თუ რაღაცის როა, აუუ ეგ ყველაზე მოკლეა და ვერ ვიტან. ქეთა სიცილს ვერ იკავებდა და ოთხად იკეცებოდა. -სასაცილოა ეგ? ყველა რო შენ გიყურებს სასაცილოა? -კი გიორგი სასაცილოა. -თან, ცუდი ფეხები მაინც გქონდეს, ჩამოსხმა ხარ რააა. რა ივაჟკაცა ლაშამ ასეთი ვერ ვხვდები. -კაი გიორგი.. გაჩერდი.. ძალიან გთხოვ.. ქეთა ფეხზე ვეღარ იდგა ისე იცინოდა, მერე დივანზე დაჯდა და ძლივს ამოისუნთქა. -სერიოზულად გელაპარაკები მე შენ, გადაეჩვიე მაგ მოკლეებს! -რა ეჭვიანი ქმარივით იქცევი, თუ მინდა მოკლეს ჩავიცვამ, თუ მინდა ტრუსიკით ვივლი. ამაზე გიორგი სულ გადაირია და ფერი ეცვალა, არ უყვარდა ასეთ თემებზე ლაზღანდარობა. მისი სიდინჯე ყოველ ზღვარს ცდებოდა. -კაი დამშვიდდი, არ მოგიშლი ნერვებს, მივდივარ. -და აღარ დამენახო ამ კაბით. ქეთა სიცილით გავიდა სახლიდან და გიორგის თქმის არ იყოს იმ სიცივეში მოკლე კაბით გასულს ძალა სულ წაერთვა, მაგრამ რაღაც ძალა მაინც აძლევდა საშუალებას ამ წინააღმდეგობისთვის გაეძლო. დაცვა თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც შესამჩნევად აეკიდა ქეთას. მეტროთი აღარ წასულა, პირდაპირ ტაქსიში ჩაჯდა და სახლში წავიდა. უცხო მანქანა რომ დაინახა სახლთან, მიხვდა სტუმრები ეყოლებოდა და სახლში წყნარად შევიდა. სამზარეულოში დედამისს შეაკითხა და სკამზე ჩამოჯდა, ირა არ იყო კარგ ხასიათზე. -სტუმრები გვყავს დედა? -კი. -ვინ არიან? -მამაშენის ნაცნობები. -მამას ნაცნობები აქ იშვიათად დადიან, რამე ხო არ მოხდა. -შენი ძმა გაეხვია შარში. -ანდრო? რა ქნა? -ჯანდაბა ქნა! ჯან-და-ბა! -ირას ცრემლები წასკდა და ქეთას წინ მაგიდაზე გულამოსკვნილი ატირდა. -დე დამშვიდდი, რა მოხდა? -სიცოცხლე გამიმწარა ქეთი შვილო, აღარ შემიძლია. -სად არის? -მამაშენთან ერთად ზის კაბინეტში. -დამელოდე, მოვალ მალე. -არ შეხვიდე ქეთა, ლაპარაკობენ, თან უცხოები არიან. -ვთქვი მე რომ ეგ საკითხი მაინტერესებს? -ქეთა... ანდროს ყალთაბანდობამ ყველას გაუწყალა გული ოჯახში, მაგრამ მისი პიროვნებიდან გამომდინარე სიყვარული ყველაფერს აძლებინებდათ. კაბინეტში დაუკაკუნებლად შევარდა და ანდროს მკაცრად დაუძახა -გამოდი, უნდა დაგელაპარაკო. -ქეთა! -ფეხზე ლაშა წამოდგა და ქეთასკენ წამოვიდა. -შენთან არ შემოვსულვარ მამა, ანდროსთან შემოვედი. -ქეთა გადი, არ გვცალია. -რას ქვია არ გცალიათ? რას აკეთებთ აქ ისეთს რომ ანდრო 5 წუთით ვერ მათხოვოთ. -ქეთა იცი რომ ვერ ვიტან ასეთ გამოხტომებს, გადი. -ანდროსთან ერთად. ლაშამაც მშვენივრად იცოდა თავისი შვილის სიჯიუტის ამბავი, შეეძლო ამის გამო ვირზე შემჯდარიყო და ისტერიკა აეტეხა, ამიტომ ანდრო თავისივე ნებით ადგა და ქეთას დასჯილი ბავშვივით გაყვა უკან. -ახლა რაღა მიქარე? -არაფერი ისეთი... -ანდრო... შენზე 4 წლით უფროსი ვარ და შენზე უკეთ ვიცნობ შექმნილ ვითარებებს და ეგ არაფერი ისეთი შენზე 4 წლით პატარა დაიკოს უთხარი. იცი რომ ვერ ვიტან არასერიოზულობას... -ნერვებმოშლილი ხარ გეტყობა. -ხო ვარ და შენ ნუღა მიმატებ. ანდროს პასუხი უნდა გაეცა ლაშა რომ კაბინეტიდან გამოვიდა და ქეთას დაუძახა. ქეთაც მაშინვე შევიდა და კარებთან აისვეტა. -გაიცანით ეს ჩემი ქალიშვილია ქეთევანი... ქეთევან ეს თემურია, ეს დემეტრე, ეს კიდევ ალექსანდრე. -გამარჯობათ. -მკვახედ მივესალმე ყველას და ისედაც ჩაბნელებულ ოთახში მამაჩემის სილუეტს ძლივს მოვკარი თვალი. -ქეთევან ცუდ სიტუაციაში ვართ. -რა ხდება მამა? ხმა არავის ამოუღია. ქეთა ვერ იტანდა არაფრის მთქმელ დუმილს ამიტომ მამამისს ისედაც ნერვებმოშლილი მიუტრიალდა და ჩუმად მაგრამ გასაგონად უთხრა -მეტყვი? -ვეცდები... მაგრამ ჯერ არა. -აბა როდის? -ჯერ დემეტრეს უნდა გაყვე სადღაც. -დემეტრე ვინაა? -რა ცუდი მეხსიერება ქონია თქვენ ქალიშვილს. -მოესმა ზურგით ქეთას ვიღაცას მკვახე ხმა. -მე ვარ დემეტრე. -შეტრიალებულს წინ მასზე დაახლოებით 1 თავით მაღალი სხეული დახვდა, დამფრთხალი უკან გახტა და მამისის ზურგს უკან დადგა. -ნუ გეშინია მგელი არ ვარ. -არც ჩემი შვილია კრავი.. -ვალში არ დარჩა ლაშა. სერიოზულად არც ერთს მიუღია ეს შეპასუხება. -მამა სად უნდა გავყვე ამ კაცს და რისთვის? -ქეთევან, ბოდიში რაა. ეს პირველი და უკანასკნელი იქნება როცა შენ შენი საქმის გარდა სხვის საქმეში ჩაერთვები, უბრალოდ შენ... მოკლედ შენ დემეტრესთან ერთად უნდა გახვიდე ამ სახლიდან. -და რატომ მანდამაინც დემეტრესთან, ან კიდევ სად? ამიხსენით ნორმალურად. -ქალს დაფიქრება მართებს ქეთევან! -ისევ ის მკვახე ხმა და ძლივს დანახული ხორბლისფერი სახე რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. -რადგან გითხრეს ესე იგი ასეა საჭირო. -ქეთა საპასუხოდ მოემზადა მაგრამ ლაშამ გააჩუმა -ქეთევან! ძალიან გთხოვ არ გინდა შენი პრინციპები... პირველად დ უკანასკნელად... ვერ მომერევი (2) new yorker 29-11-2013 უკან დავიხიე მაგრამ ჩემ უკან კედლის მეტი აღარაფერი იყო, ვეცადე თავი როგორმე დამეძვრინა, მაგრამ არ გამომივიდა. ფაქტი რომ აქედან დემეტრესთან ერთად გავიდოდი აშკარა და უეჭველი იყო. მეშინოდა... მაგრამ რისი თავადაც ვერ ვხვდებოდი. ან რა გასაკვირია რომ მეშინოდა, დეტექტიურ ფილმში მეგონა თავი, სადაც ყველაფერი ისეა გადანასკვული ერთმანეთზე რომ ბოლოს ძიებას აზრიც არ აქვს. თან ეს 3 უცხო მამაკაცი... მამაჩემის ანერვიულებული სახე და გული... დედაჩემი... ანდრო... რა შარში უნდა გახვეულიყო ასეთში ანდრო რომ ასეთი ოფიციალური გამხდარიყო საკითხი. -და ეხლა რა უნდა ვქნა? -უნდა ახვიდე და ლამაზად ჩაიცვა. -რატომღაც ლევანის სიტყვებს მივამსგავსე, მაგრამ ეს სხვანაირად ჟღერდა, უფრო ზედაპირულად. -რატომ ლამაზად? -ძალიან ბევრ კითხვას სვამ. -ეს ხმა ნერვების შლასთან ერთად ჟრუანტელს მგვრიდა, მაგრამ უკან არ ვიხევდი, რამდენიმე კითხვის შემდეგ მაინც თავისი გაიტანეს და ზემოთ ავედი, გამოვიცვალე. ვეცადე სადად, მაგრამ ლამაზად ვყოფილიყავი და გამომივიდა კიდეც. ქვემოთ რომ ჩავედი დერეფანშ მხოლოდ ზურგით მდგომი სხეული დამხვდა. ჩემი ნაბიჯების ხმაზე მაშინვე შემოტრიალდა და იმ მკვახე ხმის პატრონიც დავინახე. ასეთი ცხვირი და ასეთი ტუჩები არასდროს მენახა... არც სურათებზე და არც რეალობაში... ერთადერთ ადამიანს ქონდა ასეთი ტუჩები და ის ერთადერთი ავალიანი იყო... ამის გაფიქრებაზე გონება გამინათდა და სურათ-ხატივით ყველაფერი ერთი-მეორის მიყოლებით გადამეშალა. ეს მამაკაცი დემეტრე ავალიანი იყო, რომელიც რამდენჯერმე მენახა ტელევიზიით და რამდენჯერმე ინტერნეტში. როგორც ჩანს, კარგი მახსოვრობა მქონია, ასე რომ დამამახსოვრდა მისი ცხვირ-პირი. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მელოდებოდა როდის მივიდოდი. თმა ოდნავ აჩეჩილი გვერდით გადაეყარა, კისერში პეპელა გაეკეთებინა. არადა დარწმუნებული ვიყავი ახრჩობდა ისე აღიზიანებდა ეს ოფიციალურობა. ალბათ ამაში იმ სტატიებმა დამარწმუნა რომელიც მანამ წამეკითხა მასზე. მეწყინა მისი ჩვეულებრივი, უყველაფრო მზერა, მაგრამ ეს ჩემი დამსახურება იყო. გამორჩეული არაფერი, ერთი უბრალო გრძელი ლურჯი კაბა, რომელსაც ღრმა ჭრილი ქონდა ზურგზე, სადა მაკიაჯი და ჩვეულებრივად დახვეული თმა. -თვალებზე რო გისვია ფანქარი ეშმაკი მგონიხარ. -რო მისვია? როდის მნახე რო არ მესვა? -ზედმეტი კითხვების დასმა შენი მენტალიტეტის განუყრელი ნაწილი ყოფილა. -ეშმაკს კიდე შენ გავხარ! -გაეცინა. ეს ღიმილიც საკმარისი იყო ჩემი დაბნევისთვის. წინ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი -დამელოდე, ხომ გითხრეს ერთად უნდა გახვიდეთო? -ჩვენ ეზოშიც უნდა ვითვალთმაქცოთ? -ზოგადად აქაც უნდა ვითვალთმაქცოთ. -და საერთოდ რატომ ვაკეთებთ ამას? -ყველაფერი რომ დამთავრდება მერე აგიხსნიან. -და რომ არ დამთავრდეს? -ილოცე რომ ასე არ იყოს! -ეს სიტყვები ისეთი სერიოზულობით თქვა გამცრა. ნერვიულობა მთელ სხეულზე დამეტყო -გეშინია? -არა. -არ ხარ თამამი, გეტყობა. -ძალიან მეშინია. -ისევ გაიღიმა, მისი ღიმილისაც შემეშინდა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მივდიოდი დემეტრე ავალიანთან ერთად სადღაც და არ ვიცოდი ეს სადღაც სად იყო. არ ვიცოდი რა მელოდა და მაინც იმის გამო რომ მე ასე მითხრეს, მივდიოდი. -ჩემი გეშინია? -შენი რატომ უნდა მეშინოდეს? -რატომ არ უნდა გეშინოდეს? -ნუ მაიძულებ რომ შენიც შემეშინდეს თორემ აქედან ფეხს ვერ მომაცვლევინებ. -ყველაფერთან ერთად ძალიან საყვარელიც ყოფილხარ. -თვალების მოჭუტვით უთხრა დემეტრემ და ხელკავით გარეთ გაიყვანა. -ესეც აუცილებელია? -ესეც, ღიმილიც, თავაზიანობაც, ყველაფერზე იმაზე რაზეც მე კის ვუპასუხებ ანალოგიურად მოქცევა და საერთოდ ნაკლები ქაჯობა და სიჯიუტე. -თქვენი მონობაც ხომ არა? -მოვა მაგის დროც -ჩაიბურტყუნა დემეტრემ და მანქანის კარი გააღო. უკან რომ ორი მანქანა დავინახე დემეტრეს თითქმის გაშვებული ხელი ინსტიქტურად დავუჭირე და ბავშვური წყლიანი თვალებით ვკითხე -ესენი დაცვის ბიჭები არიან? -მოხდა რამე? -ამდენი რატომ მოგვყვება? -დროა მიეჩვიო იმის გაკეთებას რასაც აუცილებლობა მოითხოვს. საუბარი მანქანაში განვაგრძეთ -თქვენი მონა კი არ ვარ ყველაფერზე თავი დაგიქნიოთ, ამიხსენით მაინც სად მივდივართ ან საერთოდაც რა ხდება. -ეჰ, ქეთევან, ქეთევან! დამიჯერე არ ხარ იმისთვის მზად რომ მოისმინო ის რაც ხდება. -დამიჯერე ბევრი რამისთვის ვარ მზად. ალბათ რაღაცას მეტყოდა მობილურის ხმა რომ არა. თვალი ჩემკენ გამოაპარა, მაგრამ აშკარა დაკვირვება ვერ მოასწრო, ლევანი რეკავდა. გული ამიჩქარდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე ნაკლებად მინდოდა ყურმილის აღება. მაინც ავიღე -გისმენ -ქეთ, მენატრები. -არ მჯერა. -ვიცი რო გჯერა. არ მაინტერესებს არაფერი ხო იცი? -ნასვამი ხარ ხო? -არა, უბრალოდ მიყვარხარ და ხო მაპატიებ დებილი რო ვარ? -აი ამას ველოდებოდი, ველოდებოდი რომ უკან თავადვე დაიხევდა და ეს ლოდინი ფუჭი არ აღმოჩნდა, ამ სიტყვებზე რომ გამეღიმა დემეტრემ გამომხედა -გკოცნი, მეც. -ყურმილი დავკიდე და გავიტრუნე. დემეტრე თვალს არ მაშორებდა და რაღაცის სათქმელად ემზადებოდა. -დღეს ლევანს აღარ შეეხმიანები. -შენ რა იცი მე ვის ველაპარაკებოდი ან ლევანი ვინაა? -მე ისეთი რაღაცებიც ვიცი რაზეც შენ წარმოდგენა არ გაქვს. პასუხი არ გამიცია. სადღაც დიდ გაშლილ სივრცესთან რომ გავჩერდით მივხვდი ჩემი საქმე წასული იყო. უამრავი ჟურნალისტი. უცნობი თუ ნაცნობი სახეები. -წავედით ქეთევან! -არა... -ხმის კანკალით ძლივს ვუთხარი და მტკიცედ მივეყრდენი საზურგეს -რას ქვია არა? -ა-რა! -დამცინი ხო? ჩქარა გადმოდი, არ მაყვირო. -ჯერ პასუხი ჩემ კითხვაზე და მერე პრეტენზიები. -რომელ კითხვაზე? -რატომ ვარ აქ? -შენ თუ ჯიუტი ხარ მე კვადრატში ვარ აყვანილი ამიტომ არ აქვს აზრი წინააღმდეგობის გაწევას, თუ არ გინდა რაიმე ისეთი არ მოხდეს რომ მერე ინანო გადმოდი მანქანიდან. -ასე რატო მელაპარაკები ნივთი კი არ ვარ?! -ირონიულმა სიცილმა რაღაც ჩამიწყვიტა -ხარ... ხარ... -ხელი გამომიწოდა და გადასვლაში დამეხმარა, ჩემ სიჯიუტეს მართლა არ ქონდა აზრი. ვიცოდი მამაჩემი არ გამრევდა ასეთ საქმეში თუ მართლა საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ რა საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი რომ ასეთი თვალთმაქცობა დაგვჭირვებოდა. -ვინმე მოკლა? -ეს რომ ვთქვი დემეტრემ გაოცებულმა გამომხედა და ცალი წარბი მაღლა აწია. -არა... -საქმე გააფუჭა? -ზედმეტი კითხვები!!!! -ბოდიშით! ხმას აღარ ამოვიღებ. თუ ნებას დამთავრთავთ ვისუნთქებ. -ისუნთქე. -ზებრა! -ჩემთვის ვთქვი მაგრამ გაიგო, შემრცხვა მაგრამ უკვე გვიანი იყო. ისე გამომხედა მეგონა მომკლავდა ამ სიტყვისთვის, მაგრამ გამიმართლა რომ უნდა გვეთვალთმაქცა. უამრავი ადამიანის გაცნობით და უაზრო კითხვებზე პასუხის გაცემით იმდენად დავიღალე რომ ბოლოს ძალ-ღონე გამოცლილი ძლივს დავჯექი სკამზე. ნაცნობი ხმის გაგონება ისე მესიამოვნა, მეგონა გასაჭირში ერთადერთი ხსნა მომევლინა-მეთქი. გიორგის დანახვა არ გამკვირვებია, მაგრამ ძალიან გამიხარდა. წესიერად ვერც ავუხსენი რა ხდებოდა, რატომ ვიყავი აქ. პირველად მომიწონა კაბა, რომელიც ჩემ ფეხებს მშვენივრად ფარავდა და შამპანური მომაწოდა, მალე დემეტრეც გამოჩნდა და გიორგის ბოდიშის მოხდით ჩემი თავი ,,წაართვა“ -არ შეიძლება დავისვენო? -აქ შენ ჩემთან ერთად ხარ და ჩემთან ერთადვე უნდა იყო, სულ რო ფეხებიც დაგატყდეს! -სადიზმი შენი ჰობია? -არა მარტო... -არაფერმა გაჭრა. არც დაღლილობამ, არც თავის ტკივილმა, ბოლომდე ვიდექით ერთად და ათას ახალ სახეს ვიცნობდი. მორიგი სტუმარი უნდა გამეცნო დემეტრემ რომ მოულოდნელად მომხვია წელზე ხელი და ისე მიმწია თავისკენ ფეხებიც კი დამებლანდა. -ხომ შეგეძლო დახურული ზურგით ჩაგეცვა კაბა? გაყინული ხარ -ერთ დღეს ავიტან. არ გინდა ხელი გამიშვა? -რატო ? არ მითხრა მეტკინაო, ლევანიც ხო გხვევს ხოლმე ხელს. -ჯერ ერთი, არ მსიამოვნებს და მერე მეორეც ლევანს ნუ ედრები. -ბოლო სიტყვამ აშკარად იმოქმედა მასზე. ვერ აიტანა ,,შედარება.“ მისი საზომით ხომ როგორც უკვე გავარკვიე ერთადერთია და განუმეორებელი, ცხვირზე ბუზს არ იჯენს, მაგრამ ასეთ ამაყსაც შეუძლია ყველას ერთი მზერით დაპყრობა. აქვს რაღაც ისეთი რაც სხვა რაღაცებს დაგავიწყებს, მაგრამ მე ვერ მომერევა. -ვერ ვიტან ტილიანებს რო მადარებენ და მეორეც თუ მე მსიამოვნებს არ აქვს მნიშვნელობა შენ აზრს. -ტილიანმა ისე გამაღიზიანა მინდოდა ხელი გამერტყა, მაგრამ გაწევისთანავე მომიჭირა ხელი ხელზე, თან ისე მაგრად რომ სახე დამეჭმუხნა. -მეტკინა იდიოტო. -ერთხელ კიდევ დამიძახებ იდიოტს ან ზებრას და ენას ამოგაგლეჯ! -უხეშო! -ეს უკვე ჩემთვის ვთქვი და ხელის მტევანი დავატრიალე რომ მეგრძნო ძალა. -გაწიე ჩემი წელიდან შენი ხელები. -თუ გინდა შენი წელი გაწიე ჩემი ხელიდან. -გვერდით გაწევას ვაპირებდი შემოხვეული მარცხენა ხელი რომ მომიჭირა და უკან დამაბრუნა. მთელ სხეულში დამირბინა ჭიანჭველებმა, რაღაც ისეთი ვიგრძენი რაც წესით არ უნდა მეგრძნო, მაგრამ ვერ გავუძალიანდი და გავშეშდი. -აბა გაწიეო? -გეხუმრე! -ფერადი იუმორი გქონია. არ არის საჭირო მგონი ასეთი აფერისტობაც. -მერე მოულოდნელად გვერდით მიმატრიალა და ეცადა შეუმჩნევლად ეთქვა -აი ეხლა დაივიწყე რომ ნამდვილი ქეთა ხარ, იყავი ნაზი, თბილი და მომღიმარი. -რა ხდება? -ამ კაცის გაცნობით ბევრი რაღაც გადაწყდება ქეთა! დაიმახსოვრე. -მის აფორიაქებას იმ მარცხენა ხელშიც ვგრძნობდი ჩემთვის რომ მოეხვია, სახეზე ღიმილი გადავიკარი და ახალ სტუმარს ისე მივესალმე. დიდად არ გახარებია ჩემი გაცნობა, მაგრამ მაინც ისეთი არაფერი უთქვამს. -თემურ, გაიცანი ეს ქეთაა. -სახეზე შემომხედა და ისე მოულოდნელად მაკოცა ვერაფერი ვერ მოვიმოქმედე. რამდენიმე ფოტოაპარატის ჩხაკუნი გავიგონე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კოცნა კოცნად დარჩა. ფოტო-ისტორიად. ისე გავითიშე მისი შეხებით რომ მეგონა დავფრინავდი. ლევანი არც კი გამხსენებია. საერთოდ არავინ არ გამხსნებია. მივხვდი რომ თემურის რეაქცია ისეთი იყო როგორსაც დემეტრე ელოდა, ღიმილზე შევატყვე. მალევე მოგვშორდა და დემეტრემაც ხელი ნელ-ნელა მომაშორა წელიდან. -სხვანაირად არ გამოვიდოდა... -ახლა ისე მინდა სახე დაგიკაწრო რომ კანში ვეღარ ვეტევი. -არც კი გაბედო და არ მიქარო. -რა გააკეთე? -ჩქარი ნაბიჯით იქით გავედი სადაც შედარებით ბნელოდა და ტუჩები მოვიწმინდე. -კარგი რაა, ვითომ პირველად გკოცნიდეს ვინმე ტუჩებში. -ამას ნამდვილად არ ველოდი, უტაქტობასთან ერთად უპატივცემულობაც დავინახე და სიბრაზისგან გაცეცხლებული ხელი სახეში მთელი ძალით მოვუქნიე. გაბრაზდა... ისეთი თვალებით გამომხედა მეგონა დამახრჩობდა. თვალები დახუჭა და ეცადა მშვიდად ეთქვა. -მეორედ აღარ გაბედო და ხელი არ გამარტყა, თორემ დარწმუნებული იყავი უპასუხოდ არდაგტოვებ. -ყველაფერთან ერთად არაკაციც ყოფილხარ. იმდენად რომ დამპირდი ხელს შემოგიტრიალებო. -შენ კიდე უმადური! გეხმარები და მადლობას მშვენივრად მიხდი. -რა მაქვს სამადლობელო? ის რომ ხვალ მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებს? თუ იმაზე რომ ლევანის მოხდილი ბოდიში სახვეწარი გამიხდება... -თუ მართლა უყვარხარ ამას ჩემთან გაარკვევს. -შენი გასარკვევი არ არის ლევანს როგორ ვუყვარვარ. რა ჯანდაბად წამოვედი ვერ ვხვდები. -ისტერიკებს ნუ მიტეხავ და ეცადე ნერვები არ მომეშალოს. -თორემ? ხელს გამარტყამ? პასუხი არ გაუცია. ლოყა მოისრისა მაგიდაზე დადებული სასმელი ყლუპად ჩაცალა და მაიძულა ისევ მასთან ერთად გავსულიყავი სტუმრებთან. -იცოდე, მამაშენი რომ არ მეცოდებოდეს ახლავე გაზღვევინებდი შენ საქციელს და აქედან წავიდოდი, მაგრამ... გეუბნები იცოდე-მეთქი! -სულ არ მაინტერესებს სად ჯანდაბაში წახვალ! გიორგის ვეტყვი და სახლში წამიყვანს. გამიშვი ხელი. -ორივე ხელი მომხვია და ისე მიმიხუტა ვეღარ ვსუნთქავდი, ისევ გავიგე რამდენიმე ფოტოაპარატის ჩხაკუნი და გონს მაშინ მოვეგე როცა სუნთქვა შევძელი. -მე მოგიყვანე და მე წაგიყვან. -არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა, მეშინია შენი. -ჩემი? ჩემი შენ რატო უნდა გეშინოდეს. -იმიტომ რომ ქამარში გაჩხერილი იარაღი მაშინებს. -ეგ არ უნდა გენახა. -რომ ვნახე რაიმე შეიცვალა? უსიტყვოდ შემომატრიალა და მანქანისკენ წამიყვანა, უკან 2 დაცვის ბიჭი მოგვყვებოდა, რამდენიმეც მანქანასთან იდგნენ. სახლში მიმიყვანა და კარამდე მიმაცილა. -ყოჩაღ ქეთევან! მისია წარმატებით შეასრულე! -უამრავი პრობლემით. -ეგ მეორე ხარისხოვანია. -როცა მეორე ნახევარი გეყოლება მიხვდები რომ მასთან დაკავშირებული პრობლემა უპირველესია და ყველაზე მნისვნელოვანი. -თვალებში მომდგარი ხვალინდელი დღის შიშის ცრემლი ლოყაზე რომ ჩამომიგორდა, მივხვდი როგორ აღელდა დემეტრე. -ვერ ვიტან ქალის ცრემლებს. არ იტირო, გთხოვ! -ისე ემოციურად თქვა, გამიკვირდა. -შენ ვერაფერს ვერ იტან, მგონი საკუთარ თავსაც კი! -ნუ გამითამამდები ქეთევან, არ გირჩევ. -კარგად. ვერ მომერევი (3) new yorker 30-11-2013 კარი შევაღე და შიგნით შევედი. უკვე ვხვდებოდი რომ რაღაც უეჭველად მოხდებოდა და გულიც წინასწარ მტკიოდა, მაგრამ ვაი რომ ის კოცნა არაფრის დიდებით არ მავიწყდებოდა და ვერც ვერეოდი ფიქრებს. როგორი უგრძნობი და ცივი იყო, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან ემოციური. თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი. არ ველოდი მშობლების იქვე ყოფნას, მაშინვე გამოცვივდნენ და თავს დამხვევივნენ. მამაჩემს ხელში პულტი ეჭირა, ოთახიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. -რა მოხდა ქეთა? -რა მოხდა? ახლა მეკითხები მამა რა მოხდა? -ქეთა... შვილო... -რა ხდება მამა ახლა მაინც არ ამიხსნი? ასეთ დღეში რომ ვარ არ გეცოდები? -მერედა რატომ ხარ ასეთ დღეში? -არ იცოდი ხომ იქ რა მოხდებოდა? არ იცოდი ხომ დღევანდელი დღე ლევანთან პრობლემებს რომ შემიქმნიდა? ხვალ მთელი თბილისი ალაპარაკებდა იმ კოცნაზე რომლითაც ბატონმა დემეტრემ საღამო დააგვირგვინა. -ჩემდა გასაღიზიანებლად რეაქცია არ ქონიათ და ამან უფრო გამაცოფა. -დამშვიდდი ქეთა... არაფერია... -რა?! რას ქვია არაფერია, სულ არ გაინტერესებთ რატომ ვტირი? რას ველოდები? ლევანს როგორ ავუხსნა? -როგორც ჩანს ლევანი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე ანდროს სიცოცხლე. -ეს სიტყვები ყურში გამეჩხირა და ლაშას ძლივს ავხედე. -რას ნიშნავს ანდროს სიცოცხლე? -ყველაფრის დრო მოვა ქეთა, აგიხნით, უბრალოდ ერთი კოცნის გამო ნუ იეგოისტებ და ნუ გაუბრაზდები დემეტრეს. ის გვეხმარება -რით გვეხმარება კოცნით? -ვხვდებოდი რომ მათი მშვიდი საუბრის ტონი ბოლოს მომიღებდა, ზემოთ გამწარებული ავარდი და ოთახი ჩავკეტე, კაბა გავიძვრე და აბაზანაში შევედი. მთელი სხეული მეზიზღებოდა სარკის წინ ასვეტებულს. შავი ფანქარი ცრემლებისგან ისე საშინლად ჩამომედღაბნა ,,ეშმაკს გავხარო“ გამახსენდა. ლევანს დავურეკე და ,,მაპატიე-მეთქი“ ვუთხარი. პასუხის გაცემა არ ვაცალე. რამდენჯერმე არ ვუპასუხე ზარს და საბოლოოდ ტელეფონი გავთიშე კიდეც. აბაზანაში ჩავწექი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი... შუა ღამით დავიძინე... მეორე დღეს კარზე კაკუნმა გამაღვიძა -ქეთ, მე ვარ, ანდრო. ძლივს ავბარბაცდი და კარი გავუღე. ასეთი ნაღვლიანი არასოდეს ყოფილა ჩემი ძმა. -რა გჭირს ანდრო? -შარში გაგხვიე. -შენ მაინც ნუღარ მელაპარაკები გაურკვევლად თორე აღარ შემიძლია ეს რებუსები. -არც მე შემიძლია ამ თემაზე შენთან ასე ადვილად ლაპარაკი. ვიცი დღეს რაც მოხდება და ამიტომაც გიხდი ბოდიშს. შუბლზე ვაკოცე და ვთხოვე გასულიყო. მთელი დღე ვცდილობდი ყველა ზარისთვის გვერდი ამექცია მაგრამ გიორგის და ანანოს ზარს ვერაფერი მოვუხერხე. -შენ და დემეტრე?! ქეთ, რამდენი ხანი არ მინახიხარ? -გამოდი. ------ -რაღაც გამომაპარე ხო? -შენც გამოდი გიო. საწოლიდან ძლივს ავდექი და სარაფანი გადავიცვი. ცოტა ხანში დედამ დამიძახა გიო და ანანო მოვიდნენო და მეც ქვემოთ ჩავედი. -ქალბატონო ქეთევან, რა ხდება ხომ ვერ აგვიხსნით საზოგადოებას რომელსაც გვწურია სიმართლის მოსმენა? -გიორგი ისე იყო აჟიტირებული ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. -გიორგი შენ მაინც ხო იქ იყავი და შენი თვალით ხო ნახე რა მოხდა? -კი ვნახე, მაგრამ არ მეგონა ამით თუ დაგვირგვინდებოდა შენი მსახიობობა. -ჟურნალი ,,რეიტინგი“ წინ დამიგდო და ყდაზე გამოჭენებულ სურათზე მიმითითა. ანანოს გაეღიმა და თვითონაც ამოიღო ,,ბომონდის“ ჟურნალი. -აუ გავგიჟდები რააა. -თავი ხელებზე ჩამოვდე და ცრემლები ძლივს შევიკავე. -გიო მომიყვა რაღაც გაუგებრობაზე მაგრამ წესიერად ვერ გავიგე. -აუ გგონიათ მე ვიცი რა მოხდა? აზრზე არ ვარ. -ლევანმა დარეკა? -კი ტელეფონი ამიფეთქა, მაგრამ არ ვუპასუხე. რა მეთქვა? ხომ იცი რა მძიმე ხასიათი აქვს არ დამიჯერებს. -დაგიჯერებს. -თქვა ანანომ დარწმუნებით -მაგას შენ კი არა მამაშენის ჯიბე უყვარს ამიტომ თუ გეჩხუბება არ იდარდო მეორე დღესვე შემოგირიგებს. -აუ გიორგი ერთხელ მაინც შეგიძლია ისე დამელაპარაკო ლევანზე რომ მისი სიყალბე არ გაშიფრო? ვუყვარვარ ადამიანს და რატო გგონია რო არა ვერ ვხვდები... რატომ გგონია რომ მამაჩემის ჯიბე უყვარს... ხანდახან მგონია რო ეგოისტობ იცი? ცეცხლზე ნავთს რატო მისხამ. ყველაზე ეგრე ფიქრობ ანუ რა გამოდის რომ შენც მამაჩემის ჯიბის გამო მემეგობრები. -ეს აღარ უნდა მეთქვა, გვიან გავაანალიზე მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი ვერაფერს. სახე აელეწა, გაფითრდა. -გემეგობრები? -ადგა და ისე წავიდა თხოვნამაც აღარ გაჭრა. ვიცოდი აზრი არ ქონდა და უკანაც აღარ დავდევნებივარ. იბრაზებდა, გაწითლდებოდა და მერე დამშვიდდებოდა. ახლა რომ უკან გავყოლოდი უფრო გაღიზიანდებოდა, ამიტომ მაგიდიდან არც ავმდგარვატ. კარი გაიჯახა და გაქრა. -შარში ვარ ანანო. -მაგარში... ლევანი მოგკლავს. -დამწვავს. მთელი დღე მაწიოკებდნენ ჟურნალისტები ,,რა ხდება თქვენსა და დემეტრე ავალიანს შორის.“ ცოტა ხანში მამაჩემი გავარვარებული შემოვარდა სახლში და გიჟივით მეცა. -ადექი ჩქარა! -მეტკინა! -ისე მიჭერდა ხელებს ძვლები მტკიოდა. -არ გვაქ ბევრი დრო ქეთა, ჩქარა, გადი გარეთ და მანქანაში ჩაჯექი. -ლამის კინწისკვრით გამიშვა სახლიდან მხოლოდ ბოტასების ჩაცმა მოვასწარი. სპორტულებით მომიწია გარეთ გასვლა. მანქანიდან ორი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა და ისე ჩამაფრინდნენ მხრებში მეგონა სიკვდილმისჯილი ვიყავი და დასახვრეტად მივყავდი. -გაწიეთ ხელები! გაწიეთ-მეთქი. -ჰაერში ვფართხალებდი და ისე მიმათრევდნენ. -თქვენივე უსაფრთხოებისთვის ჯობია არ გაგვიძალიანდეთ. მანქანაში ჩამტენეს და ისე სწრაფად მოწყდნენ ადგილს თავ-ბრუ დამეხვა. მთაწმინდაზე წამიყვანეს და უშველებელი სახლის ჭიშკარში შემსვეს. კარი გადამიკეტეს და ჭიშკრის მიღმა დარჩნენ. -გამიღეთ! -ხელებს კარს ვუბრახუნებდი და გაღებას ვითხოვდი მაგრამ არავინ მეხამრებოდა. ვეცადე ავბოტებულიყავი ჭიშკარზე ვიღაცის ხელები რომ წელებზე ვიგრძენი და ლამის გადმომაფრინა ისე შემიყვანა სახლში. ვფართხალებდი და ფეხებს უაზროდ ვიქნევდი. -გამიშვი ხელები. მტკივა! -თუ გაჩერდები დაგსვამ. -მომენტალურად დავმშვიდდი და მივხვდი რომ მიწას შევეხე. -ნამდვილი ქაჯი ხარ! -შენ კიდევ უხეში! -რა შემატყვე უხეშობის, ზებრას, უზრდელს შენ მეძახი, ისტერიკებს შენ მიმართავ, ხელებს შენ მირტყამ და კიდევ მე ვარ უხეში? -ბოდიში... -თავი ჩავღუნე და გავჩუმდი მაგრამ აზრი აღარ ქონდა უკვე გამოწვეული მყავდა. -უბრალოდ ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ. -შეგიძლია დამშვიდდე და ისე ილაპარაკო. -ა, შემიძლია? -დიახ! -სიგარეტი ჯიბიდან ამოიღო და ისეთი ღრმა ნაფაზი დაარტყა მეგონა ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ეტყობოდა ნერვები მოვუშალე, მაგრამ ცდილობდა არ გატეხილიყო და არაფერი შეემჩნია. ჯიბეები მოვიჩხრიკე და მობილური რომ ვერ ვნახე კარისკენ წავედი -სად მიდიხარ? -ისე მკითხა არც გამოუხედავს. -მობილური დამივარდა ეტყობდა და უნდა მოვძებნო. -არ გახვალ. -რას ნიშნავს არ გავალ? -ჭიშკრის აქეთ ჩემი ტერიტორიაა და ყველაფერს გააკეთებ ისე როგორც ვიტყვი მე. -და მობილურის აღება რა დანაშაულია ვერ ვხვდები? -რაში გჭირდება? -უნდა დავრეკო. -ვისთან ლევანთან? -ირონიით იკითხა და გამომხედა, ასეთი გაცეცხლებული თვალები არავისი მენახა და შემეშინდა, კედელს მივეყრდენი და თავი დავუქნიე. ისე გაცოფდა თავი ვეღარ შეიკავა გარეთ გავარდა და ჩემი მობილური მოძებნა, როგორც კი ნახა ხელში აიღო და კედელს ისე მიახეთქა ნამდვილად არ გავდა ნორმალური ფსიქიკის ნამოქმედარს. -ეგ შენი ბიჭი, აღარ ახსენო. -შენ ვინ გეკითხება? -უნდა გრცხვენოდეს ასეთი კაცის გვერდით რომ იყავი. ხედავ თითიც არ გაუქანებია იმ სურათების შემდეგ -შეეშვი ლევანს. -მწყობრიდან გამომიყვანე და ახლა შევეშვა? შენც მისნაირი ხარ ეტყობა. ერთნაიერები ხართ. -ერთხელ კიდევ ახსნებ ლევანს ან ცუდად შეეხები და დამიჯერე მეც შემიძლია მწყობრიდან გამოვიდე. თანაც ისე რომ ყველაფერს გადავაბიჯო. -არ გაბედო! -გაბრაზებული მოვარდა და საჩვენებელი თითი ცხვირთან მომიტანა. -მეორეჯერ არ გაბედო დამემუქრო! ვერ ვიტან უმადურებს! მითუმეტეს როცა ასე მიხდიან მადლობას. აეთრიე ზემოთ და ეცადე თვალში არ შემეჩხირო. ჯერ იქითკენ წავედი სადაც ნაწილებად დაშლილი მობილური ეგდო და მერე ისევ სახლში შებრუნებას ვაპირებდი ხელში რომ მწვდა და წყნარად მითხრა -ქეთევან, გაფრთხილებ. -არ მაინტერესებს არაკაცო! მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ ჩემი პრობლემაც ეს არის ყველაფერს გვიან ვხვდები მივხვდი როგორ მომსდევდა გაცხოველებული სხეული უკან და მეც ვეცადე გავქცეულიყავი მაგრამ ყველა დაკეტილ კარს რომ წავაწყდი გული ამომივარდა, გულამოსკვნილი ერთ-ერთთან ჩავიკეცე და ავტირდი. არ ვიცოდი რისი გამკეთებელი იყო, მაგრამ მაინც რატომღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი რომ თითს არ დამაკარებდა, დარწმუნებული ვიყავი მის კაცობაში რომელსაც უარმყოფელი არა უსინდისოდ მივამატე წინ. მე არ ვიცოდი სინამდვილეში რა ხდებოდა და სწორედ ეს იყო ჩემი დანაშაული, მაგრამ ხომ გითხარით სენი მჭირს მეთქი ყველაფერს გვიან ვაანალიზებ. თავზე ჯალათივით მედგა და ვხედავდი როგორ ცდილობდა თავის თავში იმის გაცნობიერებას რომ არ შეეძლო ჩემთვის რაიმე დაეშავებინა, ჩემ გვერდით ჩაიმუხლა და მერე კარს ზურგით მიეყრდნო. -არ მიყვარს როცა მაბრაზებენ. -შენ ბოდიში არ დამიფასე! -შენ მწყობრიდან გამომიყვანე. -მე შენი არ უნდა შემშინებოდა. -არც გეშინია! -საიდან იცი? -ქეთევან, ამხელა თვალები ტყუილად კი არ გაქვს? ყველაფერი ჩანს. გამჭვირვალე ხარ. ვერ იტყუები. ლევანთან დარეკვაც იმიტომ მოიმიზეზე რომ გაგებრაზებინე. -ეგ არ მიცდია, მართლა უნდა დაველაპარაკო. -ჯიბიდან მობილური ამოიღო და მომცა. -მაშინ დარეკე. მობილური გამოვართვი და ძლივს გავედი იქით. ყურმილი ძლივს მივიტანე ყურამდე მაგრამ ვერ დავრეკე, გაშეშებული ვიდექი და რაღაცას ველოდებოდი, მაგრამ თავადაც ვერ ვხვდებოდი რას. თმაზე შეხება ვიგრძენი. სურნელი ვიგრძენი... სხვანაირი... თავისებური... არომატული... პატრონისგან განსხვავებით მშვიდი და წყნარი. __________ ვერ მომერევი (4) new yorker 30-11-2013 პატრონისგან განსხვავებით მშვიდი და წყნარი. თავიც ვიგრძენი ჩემ თავზე, მობილური ყურს მოვაშორე და ძლივს ამოვილუღლუღე -რას მთხოვთ? -ცრემლები ჩამომცვივდა და ძლივს შევიკავე თავი რომ ხმამაღლა არ მეტირა. -მალე ცხოვრება დაგენგრევა! -შემოვტრიალდი. ჩემი ცრემლები აშკარად არ მოეწონა, თავი მაშინვე გაატრიალა და მთხოვა ცრემლები მომეწმინდა. დიახ! მთხოვა და არ მიბრძანა ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის გამეღიმა კიდეც. -რატო იღიმი? -მერე უფრო ისტერიული დამემართა. -ქეთევან?! -არა უბრალოდ, გამიკვირდა რაღაც რო მთხოვე. ხომ ხედავ შემძლებია რაღაცის სწორად გაკეთება თუ მთხოვ. -მე არ მყოფნის ნერვები რომ ვიღაცას რაღაც ვთხოვო. -ასეთი სხვანაირი მზერა არასდროს დამიჭერია მისი. -იმიტომ რომ თვითკმაყოფილი ადამიანი ხარ. -ის რომ მშვიდი ვარ არ გაძლევს უფლებას გასცდე საზღვრებს ქეთევან!! -ბოდიში უნდა მოვიხადო არა? -ალბათ. -არ მოვიხდი. დემეტრეს გაეღიმა მაგრამ ესეც დამალა, მობილური გამომართვა და გარეთ გადიოდა მკაცრად რო მითხრა -სამზარეულოში შედი -არ ვიცი სამზარეულო სადაა, მიმიყვანე. -გაჩერდა, მაგრამ არ შემოტრიალებულა. -გთხოვ. -ჩემკენ წამოვიდა და სახეზე გადღაბნილი ტუში მომწმინდა. -მაშინ მოგატყუე! ეშმაკს გავხარ-მეთქი რომ გითხარი. -მეც მოგატყუე! -უკვე მერამდენედ არ დამითვლია მაგრამ თავი ბავშვივით ჩავქინდრე და ვეცადე ჩემი გულუბრყვილობა არ შეემჩნია. -ბავშვივით ხარ ქეთევან! -რატომ ხარ სხვადასხვანაირი? -რას ნიშნავს სხვადასხვანაირი? -როცა შევძლებ ამის ახსნას გპირდები აგიხსნი. -დამიჯერე შენ რომ შეძლებ უკვე აღარც გემახსოვრები... არაფერი მითქვამს. არ შემეძლო მეფიქრა იმაზე რომ ადამიანმა რაღაც ისე შეცვალა რომ რაღაცის უნარი წამართვა. მაგიჟებდა ის ფაქტი რომ აქამდე ლევანი ჩემთან არ მოვიდა. დემეტრესტან გაცოფებული მივვარდი და მობილური რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა გამოვგლიჯე, ნომერი სასწრაფოდ ავკრიფე და დავრეკე. -ლევან.. -ქეთა?! -ხო მე ვარ. -რაო დაგადო დემეტრემ? -რა?! -მოწყინდი-მეთქი? -ამას ისე აუღელვებლად ამბობდა თითქოს არაფერი. -გასაგებია! -ყურმილი დავკიდე და ტელეფონი ხელში შევაჩეჩე, უკან სირბილით გავიქეცი და ვიგრძენი რომ დემეტრეც დამედევნა. -ქეთევან! დამელოდე! დამელოდე-მეთქი. -ძალა აღარ მქონდა, ყველაფერი თავზე დამემხო, იმედი გამიცრუვდა. შემოვტრიალდი და ისე ჩავეხუტე დემეტრეს მთელი ბოღმა ერთიანად ჩამოვიწყვიტე. რაღაც სიმსუბუქე ვიგრძენი და ძლიერი მკლავების შეხებაზე დავმშვიდდი. -გითხარი არ ღირს-მეთქი. -საიდან? საიდან იცნობ ადამიანებს ასე კარგად! -ცხოვრებიდან ქეთევან! ცხოვრებიდან... -მეც მინდა ისე ვიცხოვრო რომ ხალხს ვცნობდე. -არ გირჩევ... დამიჯერე კარგს არაფერს მოგიტანს ადამიანების გაცნობა. -ღალატს მაინც ავარიდებ თავს. -მაგრამ უკეთესსაც არ შეეყრები. -მე მცნობ? -არ მინდა ამაზე გიპასუხო. -ახლა რატომ ხარ ასეთი სხვანაირი. -ქეთევან! -მომიშორა და მხრებზე ხელი მომკიდა, სადღაც გამიყვანა და რამდენიმე ადამიანი რომ დავინახე ჩემი თავის შემრცხვა. -გაიცანით გოგოებო ეს ქეთაა. -მერე ყურში მიჩურჩულა, დააცადე თავისით გაგეცნობიანო და გავიდა. მართალიც აღმოჩნდა, ყველა ერთიანად დამაცხრა და ერთს დამთავრებული არ ქონდა მეორე აგრძელებდა. -გიყვარს ქეთა? -ვინ? -ვინ და დემეტრე -რა სისულელეებს ამბობ. -იცი რა რთულია მისი სიყვარული? არ გაპატიებს... -რას არ მაპატიებს? ან თქვენ რა იცით? -10 წელია მასთან ვმუშაობ განა არ მეცოდინება? ყველაზე რთული ადამიანია. თავისებური. შეცდომა რომ დაუშვა ან შენ მოგკლავს ან მას. -ვის მას? -ვისთანაც შეცდომას დაუშვებ. -გინდოდა გეთქვა ვუღალატებდი. -ვერ იტანს ამ სიტყვას, არც კი უხსენო. -დაწოლა მინდა. ერთ-ერთი მათგანი ზევით ამყვა და ოთახის კარი გამიღო. -ამ კარს გასაღები აქვს? -რაში გჭირდება? -აქვს? -კი. ჩუმად მომცა და უნდა გასულიყო თქმა რომ გავბედე -დემეტრეს დაუძახებ? -თუ გითხრა არ მცალიაო აზრი არ აქვს. -არ უთქვამს. -კარგი თუ ვნახავ ვეტყვი. -კარგი. საწოლში მოვიკუნტე და ნაბიჯებს დაველოდე რომელიც 1 საათს არ გამიგონია, საბოლოოდ რომ გავიგონე კარებში უკვე დემეტრე იდგა. -სახლში მალე წავალ? -აქ ცუდად გრძნობ თავს? -კი უხერხულად ვარ. სახლში მინდა. -საღამოს შეხვედრაზე წავალთ და მერე მიგიყვან. -რომელ შეხვედრაზე? -რესტორანში. კაბა გიყიდე, ამიტომ არ ინერვიულო. 9ზე წავალთ. საღამომდე აღარ გამოჩენილა და ვხვდებოდი რომ ჩემშიც აღარ იყო ყველაფერი ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ის რომ ის ამ სახლში 1 სართულით ქვემოთ იყო ჭკუიდან მშლიდა. რაღაც უსახელო მონატრებას ვგრძნობდი და სწორედ ეს მშლიდა ჭკუიდან. კაბა გოგომ შემომიტანა, რომელსაც როგორც დავიმახსოვრე თეა ერქვა. ფეხსაცმელები ჩემი იყო. ალბათ მოერიდა ზომის კითხვა და ჩემი მომიტანა. სამაგიეროდ კაბა იყო გრაციოზული. ელეგანტური. დახვეწილი. მთლიანად შავი და ბრჭყვიალა. სწრაფად ჩავიცვი და მოვემზადე, კარზე კაკუნი და ქვემოთ გელოდები გავიგონე და მეც არ დამიყოვნებია ქვემოთ სწრაფად ჩავედი. ახლა ნამდვილად არ ჩაუვლია უეფექტოდ ჩემ გამოჩენას, თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა და ხელი მომხვია. არ ველოდი მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია, მეგონა ასე უფრო დაცული ვიყავი და არაფრის არ მეშინოდა. -ზედმეტად გამოყვანილი მომივიდა. -არც ისე. მგონი მიხდება. -კარგი თვითსეფასების უნარი გქონია. -საჭესთან თვითონ დაჯდა. მთელი გზა ვცქმუტავდი და ვერ ვისვენებდი, მინდოდა მეკითხა სად მივდიოდით მაგრამ ვერ ვბედავდი. მეშინოდა იმის რომ გაბრაზდებოდა და ამ დამშვიდებულ დემეტრეს გავაცხარებდი. ვიღაცამ დაურეკა, ყურმილი აიღო და ეცადა ისე ელაპარაკა რომ არც სახელი ეხსენებინა და არც დაძაბულიყო მაგრამ მივხვდი რაღაც ვერ იყო საქმე კარგად. ყურმილი რომ დაკიდა დაამუხრჩა და გამომხედა. -იქ ის კაციც იქნება... -რომელი კაცი? -შენ ძმასთან რომ აქვს პრობლემები. -უნდა მეშინოდეს? -გაეღიმა. ხელი ფეხზე დამადო და რომ გააცნობიერა რა გააკეთა მალევე აიღო -ჩემი გეშინია? -არა. -ხოდა ჩემთან ერთად ნურც ნურაფრის შეგეშინდება. -შენი რომ შემეშინდეს? -მაინც არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. -რა უნდა გავაკეთო? -თუ საჭირო გახდა უნდა მაკოცო კიდეც. -სულ ეგ არის? -წინაზე ისეთი ამბავი ამიტეხე, ახლა კოცნასაც აღარ ჯერდები? -შემრცხვა, მაგრამ უკან არ დამიხევია. მანქანა დაძრა. ჩემი თავის მე თვითონაც მიკვირდა, სად მიდიოდა ჩემი სიფიცხე ვერ ვხვდებოდი. ის სიკაპასე, ის იმედგაცრუება... მხოლოდ მისი ხელები წელზე, ეს მომენტალური შეხება ფეხზე მახსოვდა და ის კოცნა რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ გამეორებულიყო. -რა კავშირი აქვს მაგ კაცს ჩემ ძმასთან? -მოკლედ გეტყვი. შეიძლება შენი ძმა შენმა დაუფიქრებელმა საქციელმა იმსხვერპლოს. -რატო მელაპარაკები ისე რომ ვერაფერი გავიგო. ამიხსენი წესიერად. -მოვა დრო... რესტორანში რომ შევედით ვიაპ მაგიდაზე მიგვიწვიეს და დაგვსვეს. მაგიდასთან 4 დაცვის ბიჭი უკვე იდგა. ეს ყველაფერი ისე მთრგუნავდა რომ საუკეთესო ხასიათსაც წამში მიფუჭებდა. დავსხედით თუ არა მაშინვე დაიწყო დემეტრემ სახელების ჩამოთვლა -ეს დედაჩემია მაია, მამაჩემი ნიკოლოზი, ჩემი ძმა ალექსანდრე რომელსაც უკვე იცნობ, თუ არ გახსოვს გაგახსენებ ჩემთან ერთად იყო შენ სახლში, და ეს კიდევ მამაჩემის და-ძმები. ქეთას ყველა იცნობთ მგონი, თუ ვინმე არ იცნობთ ეს ქეთაა. -სასიამოვნოა საყვარელო. -ეს მაია იყო. ასეთი თბილი და კეთილი ხმა ჯერ არ გამეგონა, ამ ორ სიტყვაშიც ეტყობოდა რა სულის და გულის პატრონიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ალექსანდრე ისე გავდა დემეტრეს მეგონა ასლს ვუყურებდი, მაგრამ მაინც დემეტრე ჯობდა. დემეტრესგან განსხვავებით ოფიციალურ ტანსაცმელშიც ეტყობოდა რომ არასერიოზული იყო და ამას მისი მხიარული გამოხტომებიც ამტკიცებდა. ძალიან თბილად მიმიღეს მაგრამ არ ვიცი რატომ. მხიარულება წევრის შემომატებისთანავე დაირღვა და ნაცნობი სახე ჩემ წინ რომ დაჯდა და გამომხედა გული ლამის ამომივარდა. ჩემი ანერვიულება დემეტრემ შენიშნა და ხელი გადამხვია. მაგიდის ქვეშ ხელი შევაცურე და ფეხზე ხელი დავადე. ყურში რომ მიჩურჩულა რას აკეთებო მეც ძლივს ამოვიღე ხმა და ასე გგრძნობ-მეთქი ვუთხარი. სევდიანად გაიღიმა და იმ კაცს კიდევ ერთხელ გააცნო ჩემი თავი. -დემეტრე არ გინდა ცალკე დავილაპარაკოთ? -არანაირად. -არ მინდა უცხოებთან ამ თემაზე ლაპარაკი. -უცხოებში ვის გულისხმობ?-ჩემკენ რომ გამოიხედა დემეტრეს ნერვები მოეშალა და შეუტია. -ამ სუფრიდან შეიძლება ყველა ადგეს მაგრამ ქეთა არ ადგება! -გინდა რომ ჭკუიდან გადავიდე ხო? -გინდა გადადი გინდა გადმოდი... -გინდა რომ ხელი გავისვარო არა? -ფეხზე დადებულ ხელში ვიგრძენი ძარღვების გაყინვა... -არც კი გაბედო თემურ! ქეთა ცოლად უნდა მოვიყვანო და ძალიან გთხოვ ნუ წამკიდებ. -ამ სიტყვების გაგონებაზე ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეკივლა. ხელი მუხლზე მაგრად მოვუჭირე და თვითონაც უფრო მაგრად მიმიხუტა, ის კაცი უფრო გამწარებული მიყურებდა და მეგონა ცოტაც და ყელში მწვდებოდა. მალე სხვებიც შემოგვიერთდნენ და ყველაფერი ოფიციალურ საუბარში გადაიზარდა. ყველაფერი მოსაწყენი გახდა, მაგრამ დემეტრეს გვერდით ყოფნა და იმ სიტყვებზე ფიქრი მოწყენის და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. თემურიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს არ მარიდებდა და ცდილობდა რაღაცაში გამოვეჭირე. დემეტრე ხვდებოდა რომ მოსვენებას ვკარგავდი და წამომიყვანა. დავიღალეთ და უნდა წავიდეთო, ყველას დაემშვიდობა და რესტრონიდან გამოვედით. ფეხები მაშინვე გამიშეშდა, ვერაფერი მოვიმოქმედე. მინდოდა რაღაც მეთქვა მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. მანქანაში უსიტყვოდ ჩავჯექი და სახლშიც ისე შევედი დემეტრეს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გამიცია. ___________ ვერ მომერევი (5) new yorker 1-12-2013 არავის მივსალმებივარ. მამაჩემი რომ შემოვიდა ოთახში პირდაპირ ვკითხე -რას ვნიშნავ მე? -რაზე ლაპარაკობ? -რა გააკეთა ასეთი ანდრომ რომ ვიღაც თემურს მისი მოკვლა უნდა? -ლაშას ფერი ეცვალა და კარებს დაეყრდნო -ეგ კაცი ნახე? -წარმოიდგინე გავიცანი კიდეც. -მერე? -მერე ის რომ დემეტრემ გამოუცხადა ცოლად მომყავს და ნუ წამკიდებ ოჯახთანო. -მერე დაიხია უკან? -მგონი... -ძალიან კარგი.... -რა? რას ნიშნავს ძალიან კარგი. მე რომ ასეთ დღეში ვარ ეგ არის ძალიან კარგი? მე არაფერს ვნიშნავ? -ქეთევან ნუ ართულებ. გადავბრუნდი და ვეცადე დამეძინა და ცოტა ხანში მოვახერხე კიდეც გონება გამეთიშა და აღარ მეფიქრა იმაზე რაზეც მამაჩემი მელაპარაკებოდა. ისე გავითიშე აღარც კი მახსოვს როდის ჩამეძინა. შუა ღამე იყო ღრიალმა რომ გამომაღვიძა და გულგახეთქილი გავარდი დერეფანში, კიბეზე ჩავირბინე და მისაღებიდან ყვირილის ხმა რომ მომესმა გავიტრუნე და ჩავიკეცე რომ არავის შევემეჩნიე. ნაცნობი ხმა. რაღაცაზე კამათობდნენ. ვულკანივით გავარგვარებული გამოვარდა დემეტრე და ზემოთ უნდა ასულიყო მე რომ დამინახა. -აქ რატო ხარ? -არ ვიცი. -წამოდი. ჩემთან მოდიხარ. -რა მინდა შენთან? -ასეა საჭირო. ხელი მომკიდა და ლამის გამაფრინა ისე გამიყვანა სახლიდან. * * * მანქანას ისე მიაქროლებდა ცოტაც და მეგონა რაიმეს შეასკდებოდა. ვეხვეწებოდი დამშვიდდი-მეთქი მაგრამ არაფერს ისმენდა. საბოლოოდ რომ დავიკივლე მეშინია-თქო გაჩერდა და თვალებჩასისხლიანებულმა გამომხედა. -არ უნდა გეშინოდეს! -მაშინებ! ისედაც არ გიცნობ წესიერად. ხელები საჭეზე დააბრახუნა და გაცოფებულმა დამიყვირა -ნუ მახსენებ! მე ხომ გიცნობ! ხომ არის ეს საკმარისი? არ შეგიძლია არ გადამიყვანო ჭკუიდან? -დამშვიდდი გთხოვ! -ხელი მხარზე დავადე მაგრამ ისე ჩამომიგდო ისევ მე ვიგრძენი თავი დამნაშავედ. -ვერ ვხვდები რას ვაკეთებ არასწორად? -ყველაფერს! ყველაფერს არასწორად აკეთებ. აღარ შემეხო. ასე ლევანი ანუგეშე! -ლევანის ხსენებაზე ძლივს მბჟუტავი გონება დამებინდა, მანქანიდან გადავედი და იქით გავიქეცი საითაც არაფერი მეგულებოდა. მომსდევდა და თან გაიძახდა რომ თუ არ გავჩერდებოდი აუცილებლად მომკლავდა, მალე ბევრი ნაბიჯის ხმა გავიგე და დაცვის ხელში აღმოვჩნდი, მანქანაში ჩამტენეს და ცალკე წამიყვანეს. არ ვიცი დემეტრე სად იყო, მაგრამ ვგრძნობდი რომ მალე გული გამისკდებოდა. ისევ მთაწმინდაზე წამიყვანეს. ისევ იმ სახლში. -ეს მისი სახლია? -კი. რობოტივით მიპასუხა ერთ-ერთმა და ჭიშკარში ისევ ისე შემსვა. დემეტრეს მანქანა იქ იდგა, რაც იმას ნიშნავდა რომ უკვე სახლში იქნებოდა. გული ამოვარდნას მქონდა მაგრამ მაინც არ მეშინოდა, ვიცოდი არაფერს დამიშავებდა და ამიტომაც არ მეშინოდა მისი. არ მეშინოდა მისი აშლილი ნერვების და წყობიდან გამოყვანის. სახლში ჩუმად შევედი და მეორე სართულზე იმ ოთახისკენ წავედი სადაც ჩემი ოთახი მეგულებოდა. ოთახში შესულმა შუქი რომ ავანთე და საწოლზე მჯდარი დემეტრე დავინახე შევცბი. არ ველოდი. -ახლა მომისმენ! არ ვიცი რა მაძლევს ამის ძალას მაგრამ არ მინდა მთელი ცხოვრება შენი ძმის სიკვდილის გამო იტანჯო. ცოლად გამომყვები. ვიცხოვრებთ ერთ სახლში, მაგრამ სხვადასხვა ოთახებში და სხვადასხვა ცხოვრებით. მე შენსაში არ ჩავერევი, შენ ჩემსაში, მაგრამ დაიმახსოვრე რომ გერქვას ჩემი ცოლი ნიშნავს იმას რომ ჩემ სახელს თვალის ჩინივით მოუფრთხილდე და საზოგადოებაში მოიქცე ისე როგორც უნდა იქცეოდე. რა თქმა უნდა გაიგე ხო? -არ მინდა. -რას ნიშნავს არ გინდა? -არ მინდა ასე ცხოვრება... რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი? 1 თვე? წელი? წლები? მთელი ცხოვრება? -არ მაინტერესებს შენ რა გინდა, მე ჩემ ,,მინდას“ შეგაჩვევ. -მე ნივთი არ ვარ დემეტრე! -გეყოფა ძალა შენი ძმა გაწირო? -ხმა ვეღარ ამოვიღე. -ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროება მოითხოვს -როცა მგონია რომ შემიძლია დაგიმეგობრდე, მაშინვე აჩენ ბრჭყალებს. -დამიმეგობრდე? არ გამაცინო... ამას ვერასდროს შეძლებ. -აღარც კი ვცდი. სახლში წამიყვანე -შენ რა ყრუ ხარ? დაიძინე! ოთახიდან გავიდა და კარს დაეყრდნო. როგორი გულუბრყვილო იყო ქეთას თვალები, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და ამდენი უხეშობისთვის ბოდიში მოეხადა, მაგრამ არ შეეძლო. თავისუფლად შეეძლო მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ იცოდა ეს კარგს არაფერს მოუტანდა. მისი შეყვარება სიკვდილს გაუტოლდებოდა. მისი გულში შეშვება გაწირავდა დემეტრეს და ეს კლავდა... ქეთა იწვა პირქვე საწოლზე და ემოციებს ძლივს იოკებდა. გვიანღა შენიშნა რომ ოთახს აივანი ქონდა. აივანზე გავიდა და ასეთი ხედის შემყურე ჩაიძირა... საბანი გამოიტანა, სავარძელში მოკალათდა და ყველაფერს ზემოდან გადახედა. მთაწმინდა... რა ლამაზი იყო ყველაფერი აქედან... რა სხვანაირი... ფერადი... არადა ახლა ყველაზე მეტად უჭირდა ბედნიერების აღქმა. არ შეეძლო ყოფილიყო დემეტრეს სიყვარულით ბედნიერი. ქეთამ შეძლო იმ უსახელო მონატრებისთვის, იმ განცდებისთვის და იმ ემოციებისთვის სახელის დარქმევა და მან შეძლო ეს ყველაფერი სიყვარულისთვის დაებრალებინა. მთვარეს რომ უყურებდა ეგონა დემეტრეს თვალებს ხედავდა. ,,ჩემ მინდას შეგაჩვევ.“ როგორ ეუხეშებოდა და ამასთან ერთად სიამოვნებდა ეს სიტყვები. მიუხედავად ასეთი მცირე დროისა, მიხვდა რისი გაკეთება შეეძლო დემეტრეს და სწორედ ეს გაცნობა თრგუნავდა ყველაზე მეტად... ფიქრში ჩაეძინა... დილით დემეტრეს რო გაეღვიძა და ქეთა ოთახში არ დახვდა, გაგიჟდა, მაგრამ აივნის კარი რომ დაინახა ღია გაეღიმა, ჩაძინებული ქეთა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. ოთახიდან არ გასულა და მის გამოფხიზლებას დაელოდა, დიდი ხანი ელოდა მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიღვიძა ქეთამ. -დილა მშვიდობისა! -ქეთას დემეტრეს ხმის გაგონებაზე გულში რაღაცამ გაკრა და პულსი აუჩქარდა, გადმობრუნდა და თვითონაც მშვიდი დილა უსურვა. -მალე მოწესრიგდები? უნდა წავიდეთ -სად? -ჩემი დეიდაშვილი უნდა გაგაცნო თიკა. -რატომ? -მე შენ რა გითხარი? -გასაგებია. ვდგები. -სამზარეულოში გელოდები, ვისადილოთ. -ვისადილოთ? -ხო სამია უკვე საათი. -მართლა? -დედას გეფიცები. -დემეტრეს გულწრფელად გაეცინა და ქვემოთ ჩავიდა. ქეთა მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა. დაღვრემილმა გახედა დემეტრეს და უთხრა -ტანსაცმელი მინდა, ოღონდ ჩემი. -ჩანთაშია. კართან დევს. არ მეგონა ასე მალე თუ მიხვდებოდა ჩემ სურვილს, ჩემი ჩანთა რომ დავინახე გამიხარდა, მაგრამ ვეცადე არ დამმჩნეოდა, ვიცოდი თუ იგრძნობდა რომ ასეთი ელემენტარული რაღაცებიც მახარებდა დავიღუპებოდი. ჩანთა ზემოთ ავიტანე და ჩვეულებრივად ჩავიცვი. მერე ვისადილეთ და დემეტრეს სურვილისამებრ თიკას გასაცნობად წავედით თიკას სახლშივე. -თიკა რამე წამოგიღოთ? -არა, ამოდით მალე. დაცვის ბიჭები თიკას სახლთან დაგვხვდნენ. -ესენი სულ თან დაგყვებიან? -კი დაგვყვებიან. * * * ცხოვრებაში არის მომენტი როცა შეგრძნება რომ ვიღაცის რაღაცას იყოფ სასიამოვნოა და შენია. ქეთასაც ის ფაქტი რომ დემეტრეს ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ გახდა, მაგრამ ის ფაქტიც რომ ის ცივი იყო ანადგურებდა. ვერ მომერევი (6) new yorker 1-12-2013 * * * თიკასთან რომ ავიდნენ, თიკა ლამის გადაირია. არ ელოდა დემეტრეს ამგვარ გადაწყვეტილებას. -დემეტრე?! რაღაც არ გაქვს თვალები თავის რიგზე რა გჭირს? -დემეტრე დაიბნა. -რა მჭირს? -გიბრწყინავს დემე, გიბრწყინავს! -თიკა იმედია შენით გაჩუმდები. -თიკამაც მშვენივრად იცოდა დემეტრეს ხასიათი, ამიტომ პირზე კლიტე დაიდო და გაჩუმდა. ქეთა კიდე ამ კომპლიმენტზე ისე გაწითლდა და გაბედნიერდა რომ ეგონა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, მაგრამ მისი მოულოდნელი რეპლიკები ახვედრებდა რომ ტყუილად უხაროდა. მალე ალექსანდრეც მოვიდა და სასიამოვნოდ გაატარეს მთელი დღე. ქეთას ალექსანდრე ძალიან მოეწონა, ჭკუამხიარულმა ბიჭმა მალევე შეძლო მისი გამხიარულება. როგორც კი დემეტრეს მობილურმა დარეკა და დემეტრე ოთახიდან გავიდა ალექსანდრე დასერიოზულდა. ქეთა მიხვდა რომ ცვალებადობა მათი განუყრელი ატრიბუტი იყო. არ ეგონა ქეთას ასე თუ შეძლებდა დასერიოზულებას სანდრო. დემეტრე რომ შემოვიდა ალექსანდრეს უთხრა წავედითო და ქეთა და თიკა დაცვას ჩააბარა. ჩაბარება კი იმას ნიშნავდა რომ სისხლის დაღვრაც რომ დაჭირვებოდა უკან არ უნდა დაეხია. ქეთა ანერვიულდა და ამას თიკას შფოთვაც დაემატა. ფანჯრიდან რომ გაიხედა მხოლოდ ალექსანდრე და დემეტრე დაინახა. არც დაცვა, არავინ სხვა... თიკას მიუბრუნდა, მაგრამ სიმშვიდე რომ ვერ მოიპოვა დაცვასთან მივიდა, კითხვებით ტვინი წაუღო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დაცვამ რომ ქეთას სახლში წასვლა მოახსენა უკვე ძალიან გვიანი იყო. დაცვამ რამდენჯერმე მიაწოდა მობილური რომ დემეტრეს დალაპარაკებოდა, მაგრამ ქეთამ კრინტიც არ დაძრა. * * * -მერაბ მატყუებ თუ რატო არ იღებს ხმას? -ბატონო დემეტრე არც კი მოძრაობს და რა ვქნა? -სუნთქვა მაინც გამაგონე თორე გავგიჟდი. -4 წუთში მანდ ვიქნებით. * * * ქეთა ისე იყო გაბრაზებული წარბშეკრული შევიდა სახლში და მისაღებში მყოფი დემეტრე საერთოდ არ შეუმჩნევია ისე წავიდა კიბეებისკენ. -დაბრუნდი უკან! -მკაცრად უთხრა დემეტრემ, მაგრამ ქეთა არ მოტრიალებულა. -ქეთევან!! დაბრუნდი. ნუ მშლი. ხმა არ ამოუღია ისე ჩამოვიდა რამდენიმე საფეხური და მის წინ დადგა. -ხმა რატომ არ გამეცი? -ისევ უპასუხობა რასაც დემეტრე ჭკუიდან გადაყავდა. ასეთ სახეს რომ უყურებდა უფრო ბრაზდებოდა. -ენა გადაყლაპე? მიპასუხე! -ისევ უპასუხობამ დემეტრე წყობიდან გამოიყვანა. ქეთასთან მივიდა და უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ თვალებში რომ ჩახედა გაჩერდა. ასეთი თვალები არსად ენახა. უძირო. ბევრისმთქმელი. -ქეთა! ამოიღე ხმა! -შენ ხომ თქვი ადამიანებს ვცნობო! ამომიცანი. -დემეტრეს ცხელ სუნთქვას მკერდზე გრძნობდა ქეთა და გული ისე უჩქარდებოდა ეგონა ამოუვარდებოდა. -ვიცი რომ ინერვიულე, მაგრამ ეს იმის საბაბს არ გაძლევს რომ როცა ვამბობ მიპასუხე არ მიპასუხო. -ქეთამ მორჩილად დაუქნია თავი და კიბისკენ წავიდა. -შენ ოთახში საწოლზე მობილური დევს. -ქეთა გაჩერდა და ისე რომ არ შემოტრიალებულა უთხრა. -ხვალ 8საათზე ადგები? -რა ხდება? -მინდა დაგელაპარაკო. -8ზე? -ხო. -კარგი. სვლა განაგრძო და ოთახში შესული არ იყო გათიშულს რომ ძილი მოერია და რეალობას მოწყდა... დილით 8 საათზე თავისუფლად ადგა და ქვემოთ ჩავიდა, რამდენიმე წუთში დემეტრეც ჩამოვიდა. -გამარჯობა. მე ხომ მაშინ მოგისმინე?! ახლა შენ მომისმინე. -კარგი -მე შენთვის არაფერი დამიძალებია, არ მითხოვია. მადლობ რომ ასეთი კეთილი ხარ და მეხმარები მაგრამ შენსავე დაპირებას გაგახსნებ და გეტყვი რომ ვიცხოვრებთ ერთ ჭერ ქვეშ მაგრამ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით. მე ვივლი უნივერსიტეტში, განვაგრძობ სწავლას და ვეცდები ისე მოვიქცე როგორც შენი ცოლი, მაგრამ შენც შეეცადე რომ თუ არ შეგიძლია ისეთივე იყო როგორიც მე, არ მატკინო. ნდობა არ დამაკარგვინო. მე ჩემთვის, შენ შენთვის. -ისე უჭირდა ამ სიტყვების თქმა, მაგრამ მაინც შეძლო. -მე ახლა წავალ უნივერსიტეტში, წავიღებ მობილურსაც და შენ არ ამაწიოკებ, არ გამომაყოლებ დაცვას და ა.შ. -აქ წესებს მე ვადგენ. -და მე გემორჩილები, ეგ უკვე გავიგე, მაგრამ მე უბრალოდ შენი დაპირების გაშიფრვას ვცდილობ. -არ გეწინააღმდეგები იყოს ასე. ჩემი დაწყებული თამაში ჩემითვე უნდა დავამთავრო. ქეთას აღარაფერი უთქვამს ისევ ზემოთ ავიდა ის კაბა ჩაიცვა რომელსაც გიორგი დაჭრას უპირებდა. ბალეტკები, კონსპექტები, შარფი და ტყავის ქურთუკი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ტაქსი უკვე გამოეძახა ამიტომ კართან დახვდებოდა. კარი უნდა დაეკეტა უცნაური ხმა რომ შემოესმა და გაშეშდა -ეს რაარის?! -დემეტრეს გაღიზიანებული ხმა და სახე ყველაფერზე მეტყველებდა. -რა? -ასე უნდა წახვიდე უნივერსიტეტში? გამოიცვალე და ისე წადი. -ჩვენ მგონი შევთანხმდით. -რაზე შევთანხმდით რომ ბო*ივით ივლიდი ქუჩაში? -შენი შეხედულებები შენთვისვე შეინახე. მიხდება და მაცვია. -ან გამოიცვალე, ან დარჩი. -არჩევანის საშუალებას მაძლევ ეს უკვე მიღწევაა, მაგრამ ამაზე გრძელი არაფერი მაქვს, უნივერსიტეტში კიდე შარვლით ვერ მივალ... -რატო გამომწვევია? -კი. -ადი გამოიცვალე. -შენი მენტალიტეტი ჩემსაში არ უნდა აურიო. მომწონს და მაცვია -რა მენტალიტეტი გოგო ხო არ გაგიჟდი? ასე გასვლას ტრუსიკით რო გახვიდე მგონი ჯობია. -ქეთას ნამდვილად არ უნდოდა ამის მოსმენა, მგონი ჯობიაზე ისე გათამამდა კაბა ზემოთ აიწია და ნიშნისმოგებით შეხედა დემეტრეს. -ნახვამდის. კარი გააღო და გარეთ გადიოდა ყველაზე სწრაფი რექციით რომ მივარდა დემეტრე და კაბა ჩამოაფხატა. -შემოეთრიე სახლში. რო გაუძალიანდა ხელში აიყვანა და ისე შეათრია. -ამ ყინვაში ამით ვერ გახვალ! თან ფეხზე ლასტები გაცვია თუ რაარის ეს? არც ქურთუკი არაფერი. გიჟი ხარ შენ! -ზედმეტად ხომ არ ზრუნავ ბატონო დემეტრე?! -აი ამიხსენი როგორ შეგიძლია ასე მარტივად მომიშალო ნერვები. -ძლიერი ვარ. ქეთა ფეხზე წამოდგა და უკან დაიხია. -მოგწონვარ? -ქეთა ასეთი თავდაჯერებული არასოდეს ენახა დემეტრეს. -ქეთა!! -კი ხო? -შეტრიალდა და თეძოები აათამაშა. -ნუ მიწვევ ქეთა! -რატომ ბატონო დემეტრე? თქვენ ხომ შეგიძლიათ ყველაფერი ისე მართოთ რომ ემოციები შეინახოთ? რაო გატყდით? -ნელ-ნელა უფრო ეშლებოდა ნერვები დემეტრეს და ამას ქეთაც მშვენივრად ხვდებოდა. -ხედავთ არ ყოფილხართ ძლიერი? -ცდები ქეთა, ცდები... -ეჭვიანობ... -მაგაშიც ცდები. -აბა რატომ არ მიშვებ ასე გარეთ? -წადი!.. ქეთას ბევრი არც უფიქრია მიხვდა რომ გამოწვევა მოახერხა და კარი დაკეტა. ტაქსიში ჩაჯდა და მთაწმინდას მოწყდა. მერე მიხვდა დემეტრე ქეთას ხრიკს და ნერვები ისე მოეშალა გაბრაზებისგან ფეხზე ძლივსღა იდგა. მობილური ამოიღო და დაურეკა -დღესვე წავალთ და ვიყიდით ტანსაცმელს რომელიც ზედმეტად გამომწვევი არ იქნება. ____________ ვერ მომერევი (7,8,9,10) new yorker 7-12-2013 ყურმილი დაუკიდა და ხელახლა გადარეკა, ოღონდ სხვასთან. -სად ხარ გაგა? -სახლში. -ამო რა ჩემთან. დემეტრე სამზარეულოში შევიდა და მშვიდად ისაუზმა, მალე გაგაც მოვიდა და ტელევიზორთან დასხდნენ -ბიჭო რაღაც ჭორები გავარდა და რა ხდება? -აუ, ერთი ამბავი მაქვს. -მომიყევი. -ისეთი ჩახლართული ამბავია, დამიჯერე ვერ გაიგებ. -გავიგებ, მომიყევი. -მოკლედ, ლაშა ხო იცი ქეთას მამა? აი ეგ ტიპი და მამაჩემი არიან პარტნიორები რაა. ხოდა ამ ლაშას ვაჟკაცმა რო დათვრა მამაჩემის ძმაკაცის შვილი გააუპატიურა. ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ ყოფილა, მაგრამ როგორ გინდა ეგ თემურს აუხსნა. 3 დღეა მოსაკლავად დასდევს. ამ ლაშამ კიდე მამაჩემს თხოვა დახმარება და მეტი გამოსავალი რო ვერ ნახეს, მე და ქეთა შეგვტენეს. -და რა უნდა ქნათ ეხლა? რამდენი ხანი უნდა იაროთ ერთად? -ცოლად მომყავს ბიჭო -რაა? -გაგა ისე წამოხტა დივნიდან გეგონებოდათ რაღაც საშინელება უთხრესო. -ცოლი მოგყავს? -ნათქვამი მაქვს უკვე თემურისთვის, არადა ქეთაც მაგრად მეცოდება. ეხლა რო მე ცოლად არ მოვიყვანო მაგრად გაამწარებენ და ხო იცი ვიღაცას ,,ავაჟკაცებენ“. ანდროს პრობლემას ქეთაზე გადაჭრიან და მერე მეც დამბრიდავენ -ვაიმე საწყალი გოგო. -ძალიან. -და რო არ გიყვართ ერთმანეთი რა უნდა ქნათ? -თემას გვერდი აუარა დემეტრემ მაგრამ საბოლოოდ მაინც ამ თემას დაუბრუნდნენ. -რაღაც ხდება ხო? -არ ვიცი. -ასეთი არასოდეს ყოფილხარ, გეტყობა რო მოგწონს. -ჰო, მაგრამ იმდენად არა რომ ცოლად მოვიყვანო. თან შენ არ იცი რა მაწაქია. ყველაფერზე ჭკუიდან მშლის, ხო შეიძლება ახლა აქ ვინმემ გაიაროს და ვაფშე არც შევიმჩნიო, ეს რო სუნთქავს უკვე მიწვევს. გაგა იცინოდა და თან დემეტრეს უსმენდა, ქეთაზე ლაპარაკის დროს კარი გაიღო და სახლში ქეთა შემოვიდა. უცხო რომ დაინახა მიესალმა, დემეტრემ დაუძახა და გააცნო გაგა. მერე გაგას თხოვა წაიყვანე და აყიდინე ტანსაცმელიო და თვითონ ზემოთ ავიდა. -აი რას უწუნებს ამ კაბას გამაგებინე რა? -გაგას გაეცინა ქეთას გულუბრყვილობაზე. -გთხოვ ამას ნუ ამახსნევინებ, წავიდეთ. მთელი თბილისი მოიარეს და რამდენიმე შარვალი ძლივს იყიდა. გაგა რომ კაბას შესთავაზებდა მინიმუმ მუხლამდე იყო, ამიტომ ისევ შარვლებს ამჯობინებდა. სახლში გათიშული მივიდა და ზემოთ არც ასულა ისე გაითიშა დივანზე. კიბეებზე ბრახა-ბრუხი რომ გაიგო თვალები გაახილა -იყიდე? -კი 4 შარვალი. -და კაბები? -ის კაბები რაც შენ გემოვნებაში ჯდება ჩემსაში ვერ იკავებს ადგილს ამიტომ არ ვიყიდე. -ადი გამოიცვალე, მივდივართ. -სად? -ჩემებთან. სახლში მისვლისთანავე მივხვდი რომ სულ სხვანაირი იყო დემეტრე თავისიანებთან. ჯინსები, კედები და უბრალო მაისური, ისეთს ხდიდა როგორიც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. მშობლებთან და ძმასთან თავს თავისუფლად გრძნობდა, კაცები რომ მოსაწევად გავიდნენ მაიამ დამიმარტოხელა და ყველაფერი მომიყვა დემეტრეს რთული ხასიათის შესახებ. ყველაფრისდა მიუხედავად მაინც რატომღაც არ მეჩვენებოდა მისი ხასიათი ისეთი რთული როგორსაც ახასიათებდნენ. მალევე დაბრუნდნენ და დემეტრე დედამისს გამოემშვიდობა, წავედითო მითხრა და მეც დასჯილივით უკან გავყევი. -შემიძლია დაგელაპარაკო? -რაზე? -რაღაცაზე. -გისმენ. -ფეხით გავისეირნოთ. -ამ სიცივეში? -ხო. წინააღმდეგობა არ გაუწევია გვერდით ამომიდგა და ფეხით წავედით. -რატომ აკეთებ ამას? -რას? -მაცნობ შენ მშობლებს, შენ ძმას, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, შენ ძმაკაცს, ვცხოვრობ შენ სახლში. მადლობას ვერაფრით გიხდი, შენ მაინც მეხმარები, რა გაძლევს ამის მიზეზს? დემეტრე ჩაფიქრდა, როგორ უნდოდა სიმართლე ეთქვა მაგრამ ამით მხოლოდ დააფრთხობდა ქეთას. არადა ისიც იცოდა უთქმელობა უფრო ჩაკეტავდა და დათრგუნავდა. რომ წარმოიდგენდა ხოლმე რისი გაკეთება შეეძლო თემურს ქეთასთვის სისხლი ტვინში ექცეოდა. იცოდა მხოლოდ ასე დაიცავდა ქეთას, მხოლოდ ასე. თუ მის გვერდით იქნებოდა მაშინ შეძლებდა მის დაცვას, მაგრამ იცოდა გამწარებულ თემურს ქეთასთვის და საერთოდ ოჯახისთვის სხვანაირადაც შეეძლო ცხოვრების დანგრევა. თუ გამწარდებოდა შეეძლო დემეტრესთვისაც დაეხალა შუბლში ტყვია და სწორედ ეს ახევინებდა უკან დემეტრეს, ეს არ აძლევდა ახლოს მისვლის საშუალებას. -არასოდეს შემეწინააღდმეგო გადაწყვეტილებების მიღებაში სანამ ჩემ გვერდით ხარ, კარგი? -ისევ არ მპასუხობ, რა ხდება? -ის რომ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს რამაც შენ არათუ შენი ოჯახი, არამედ შენც და მეც გამანადგუროს. ყოველი შენი ნაბიჯი ჩემზე იმოქმედებს და ჩემზე მოახდენს გავლენას. ამ საქმის შესახებ რომ გავიგე მაშინვე დავთანხმდი დამხარებაზე და ახლა არ შემიძლია ყველაფერი მივატოვო, იმიტომ რომ არ მინდა საფრთხეში იყო. -ქეთას ცრემლები გუგებზე მოაწვა, უნდოდა არ ეტირა მაგრამ დემეტრეს გულწრფელობას ვერ უძლებდა. -ახლა... ახლა რატომ ხარ ასეთი სხვანაირი? კეთილი, ემოციური... -ქეთამ თავი ვეღარ შეიკავა და დემეტრეს ტუჩებს მიწვდა. შეხებისთანავე ჩამოუგორდა სახეზე ცრემლი რომელიც ტკივილის და გაუგებრობის იყო. მიხვდა რომ აღარ იყო ეს კოცნა მაშნდელივით ზედაპირული, ვინმესთვის დასანახი ან ა.შ. მიხვდა რომ აქ არ იყვნენ ჟურნალისტები და ამ კოცნის შესახებაც ვერავინ გაიგებდა, მაგრამ არ შეეძლო ასე გაეგრძელებინა. დემეტრე მალე მოწყდა ქეთას ტუჩებს, ქეთა მოერია მაგრამ არ აღიარა, შუბლზე აკოცა და ჩაიხუტა. -დაიმახსოვრე რომ ჩემთან ყოფნის დროს არასოდეს შეგეშინდეს. -მარტო ეს არ არის მთავარი დემეტრე. შენ მთხოვ რომ ვიცხოვრო უგრძნობლად და შავ-თეთრად. -ჩშშ. -ანერვიულებული ქეთა გულზე მიიკრო და თვალები მაგრად მოჭუტა რომ თვითონაც არ ატირებულიყო. ყველაზე რთული იყო ასე ახლოს და ასე შორს ყოფილიყო ქეთასგან. სახლში მივიდნენ და ქეთა მაშინვე დაწვა, მთელი ღამე ტიროდა. ამდენი გაურკვეველი კითხვა და ამდენი ემოცია არაფრის საშუალებას არ აძლევდა. ძალაგამოცლილს ჩაეძინა. დილით რომ ადგა ეცადა ისე ჩაეცვა როგორც დემეტრეს მოეწონებოდა. შარვალზე თბილი ჯემპრი გადაიცვა, ქურთუკი და თბილი ფეხსაცმელები ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. არ ეგონა დემეტრე თუ გაღვიძებული დახვდებოდა. -ეს უკვე კარგია. ასე თუ ივლი ნაკლებად გავბრაზდები. -გამეღიმა. მასაც უკვე ეცვა, ოფიციალურად. -შენ ჯინსები უფრო გიხდება. -მადლობა. მე წაგიყვან უნივერსიტეტში. -არა იყოს, ჩემით. -ქეთა, გთხოვ... არ გინდა წინააღმდეგობები. აღარ შევწინააღმდეგებივარ მანქანაში ჩუმად ჩავჯექი და კონსპექტები ამოვიღე -მანქანაში ვის სიმღერებს უსმენ ხოლმე? -barry white-ს. მაგნიტოფონი ჩართო და სასურველი მუსიკებიც მაშინვე მიწვდა ჩემ გონებას. უნივერსიტეთან რომ გაჩერდა მივხვდი რამდენის მზერა დაიჭერდა ამ ფაქტს. -ჯობდა ტაქსით მოვსულიყავი, მთელი უნივერსიტეტი ჩემზე ილაპარაკებს -იმედია დაიკიდებ და მთელ უნივერსიტეტს არ დამახოცინებ. -ვეცდები. -რომელზე გამოგიარო? -შენ სამსახურში არ მიდიხარ? უნივერსიტეტის მერე ანანოსთან უნდა გავიარო. -კაი. საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ. მანქანიდან ჩამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე. სანამ უნივერსიტეტში შევიდოდი არ წასულა, როგორც კი შენობაში შევედი ისიც გაქრა. ბიჭების საპირფარეშოსთან უნდა ჩამევლო ჩემი ძმის ხმა რომ გავიგონე და გავჩერდი. ვიღაცას ელაპარაკებოდა -ხოდა აი მაგიტო რაა, ის გოგო რო გავაუპატიურე მაგიტო მოყავს ავალიანს ჩემი და ცოლად რო ქეთას არ მოხვდეს. -რას ქვია არ მოხვდეს? -აუ არ იცი მაფიაში როგორც ხდება? სამაგიეროს მე კი არა ქეთას გადაუხდიან და მთელ სიცოცხლეს დაუნგრევენ. მაგრად ვიგრუზები მაგაზე რო ვფიქრობ -საზღვარგარეთ რო გაუშვათ? -გაგიჟდი? დაგვწვავენ -იმედია ეხლა მაინც შეეშვები წამალს. ეს რო გავიგე თვალები დამეძაბა და ლამის გადმომცვივდა, ტვინში სისხლი ჩამექცა, უნივერსიტეტიდან გაგიჟებული გამოვვარდი და შემოსასვლელთან ვიყავი ვიღაც რომ დამედევნა -ქალბატონო ქეთევან! -შეტრიალებულს დაცვის ბიჭი დამხვდა. აღარ გამკვირვებია მისი დანახვა მაგრამ მაინც ვკითხე -რატომ ხართ აქ? -იმიტომ რომ ასე მიბრძანეს! -დემეტრემ არა? შეგიძლია მასთან მიმიყვანო სამსახურში? -დიახ! მანქანაში რომ ვისხედით დემეტრეს დაურეკა და უთხრა ქეთა მომყავსო. მთელი გზა ვტიროდი, თავი ვერ მოვთოკე, არც კი შემეძლო. უკვე ყველაფრის მეშინოდა, ყველა იმ ხისაც კი რომელსაც ფოთლები ცვიოდა. ოფისში ისე შევვარდი არაფერი მიკითხავს, დაცვის დახმარებით მისი კაბინეტისკენ წავედი და შესულმა კარი ცხვირწინ მივუჯახე -რანაირად იქცევი, რა გჭირს? -დემეტრე გაცოფებული წამოხტა სკამიდან. -ყველაფერი ვიცი დემეტრე! ყველაფერი! -თავი კიდევ ერთხელ ვეღარ შევიკავე და წელზე ისე მაგრად მოვხვიე ხელები, მეგონა გადამრჩენელ თოკს ვეჭიდებოდი, მერე მისი ხელებიც ვიგრძენი ზურგზე, მისი ტუჩები თმაზე... -მეშინია დემეტრე! ყველას მეშინია. -ჩემიც? -არ ვიცი... აღარაფერი აღარ ვიცი... რა უნდა ვქნა, ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაც დამესხას თავს... ან კიდევ.... -უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო თან დემეტრემ გააჩუმა მეორედ ეგ აღარ გაიმეორო შენ გვერდით როცა ვარ მაგაზე არ იფიქროო. დემეტრე აძლევდა ძალას თავი ენუგეშებინა, მაგრამ მისი მოჩვენებითი სითბო მაინც გულს უკლავდა და ანადგურებდა. -არ გიყვარვარ! მე კიდე ლამის მოვკვდე ისე ვარ! გეცოდები და იმიტომაც ხარ ახლაც ასე. არაფერი მინდა. საერთოდ არაფერი. ქეთა თავს ვეღარ აკონტროლებდა ისე ისროდა სიტყვებს აქეთ-იქეთ და ეს განსაკუთრებით აღიზიანებდა დემეტრეს, მაგრამ ეცადა არაფერი ეთქვა. სახე თავისი პერანგით მოწმინდა, დაამშვიდა და მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. თიკასთან მიიყვანა და უთხრა ყველაზე მაგრად დაგამშვიდებს თიკაო. ქეთაც უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან და თიკასთან ავიდა. როგორ არ ეცადა თიკა მის დამშვიდებას, მაგრამ ვერაფერი შეძლო. მისი ტკივილის და შიშის გააზრებისთანავე ბურძგლავდა. -წამო რომელიმე ბარში და დავლიოთ. -რა? -ასლუკუნებულმა კითხა თიკას. -ხო, ეგ ყველაზე მაგრად გიშველის ეხლა. -დემეტრე თავს გაიგიჟებს. -არ ვუთხრათ. დაცვას არ დატოვებდა რადგან დაგპირდა მე მოგაკითხავო, ჩემი მანქანით წავიდეთ და მოვიდეთ. -კაი. აბაზანაში შევედი, სახე მოვიწესრიგე და თიკასთან ერთად ბარში წავედი. პირველი ჭიქა ისეთი იმედის მომცემი იყო რომ მეგონა რამდენიმეც და სულ მთლად დამავიწყდებოდა ჩემი ცხოვრება. ასეც აღმოჩნდა, რამდენიმე ჭიქის მერე ემოციურ ფონთან ერთად გავითიშე და ძლივს მოვასწარი აბაზანაში შესვლა რომ გული არ ამრეოდა. იქ ისეთი სიტუაცია დამხვდა უარესად გავხდი. ამაზრზენმა სანახაობამ და სიტუაციამ სულ მთლად გადამრია და გამაგიჟა. წესიერად ვერ დავდიოდი, მახსოვს ვიღაც გოგომ როგორ შემომთავაზა პლანის მოწევა, მაგრამ გარეთ გამოსვლა მოვასწარი, აშკარად ვგრძნობდი რომ ძალა აღარ მყოფნიდა და ცუდად ვიყავი, მაგრამ დანებებაც არ მინდოდა. ვიღაცის ნაცნობი ხმა რომ გავიგონე იმედი მომეცა და კედელს დავეყრდენი. -ქეთა?! რა დღეში ხარ?! -ლევანის ამჟღვრეული სახე რომ დავინახე შემეშინდა. წელზე რომ მისი ხელები ვიგრძენი, ვეცადე შევწინააღმდეგებოდი მაგრამ არაფერი გამომივიდა. -გადი ლევან! -გაჩერდი, ხომ ხედავ წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ გაქვს! -ხელებს მთელ სხეულზე მიფათურებდა და მეც უშედეგოდ ვითხოვდი დახმარებას, ვცდილობდი მომეშორებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მთელ ხმაზე გავკიდოი როგორც თუ შემეძლო და საბოლოოდ იმასაც მივაღწიე რომ ჩემი ხმა თიკას გავაგონე. ბარში სიტუაცია არეული იყო. თიკა გაცხოველებული მივარდა ლევანს და ზურგზე მოახტა მაგრამ ლევანმა მოიქნია და ძირს დააბერტყა. ტკივილისგან ძლივს მოახერხა მობილურის ამოღება და დემეტრესთან დარეკვა. ლევანი უკვე მანქანაში სვამდა გათიშულ ქეთას, რამდენიმე დაცვა და დემეტრე რომ გადმოვარდა ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან. დემეტრე ლევანს ეცა და კისერში წვდა. -მოგკლავ შე ნაბი*ვარო. იმედია მოგისწარი და არაფერი მომხდარა თორე ცოცხალი ვერ გადამირჩები. -ხელები ჩაწიე. -კისერში ხელწაჭერილი ლევანი ტყუილად ითხოვდა ხელების ჩაწევას. -თემურის ცხვირსახოცი გახდი არა? მითხარი! -მუშტი მუცელში ძლიერად ჩაარტყა და მერე წიხლიც მიაყოლა, ალბათ ცხვირ პირს გაუერთიანებდა დაცვას რომ არ გაეშველებინა. ქეთა უკვე ჩაესვათ მანქანაში, დემეტრე გაცხოველებული დაჯდა საჭესთან და ბიჭებს თიკას მიყვანა დაავალა. რაღაცებს ბუტბუტებდა ქეთა, მაგრამ არაფერი ესმოდა. ძლივს აიყვანა მეორე სართულზე და საწოლზე დააწვინა, საბანი გადააფარა და თვითონ სადღაც გავიდა. * * * -გაგა ჩქარა შემხვდი რა სადმე... გაგა, ალექსანდრე და დემეტრე თემურთან შესახვედრად წავიდნენ. დემეტრე ისე იყო გაცხარებული ბიჭები რომ არა თემურსაც მუხლებზე გადაიმტვრევდა, ეს ფაქტი კი ყველაზე ნაკლებად მოეწონა თემურს. -დემეტრე! ნუ მაიძულებ შენც ზედ მიგაყოლო. -*რაკს ნუ მიქიცინებთ და ნურც მე გამოგყავართ წყობიდან თორემ იცით მე თუ რამე დამიშავდა ან ქეთას რითიც დამთავრდება ყველაფერი. შენი ერთჯერადი სალფეთქები კიდე საკუთარ ადგილას მოსვი. ისე გამოვარდა მეტი აღარაფერი უთქვამს და ბიჭებთან ერთად სახლში წავიდა. მთელი ღამე ქვემოთ ისხნდენ და ლაპარაკობდნენ. დილით ალექსანდრეც წავიდა და გაგაც. დემეტრე მარტო დარჩა და ოთახში დასაძინებლად ავიდა, უკვე რამდენი ხანი იყო წესიერად არ ეძინა. ქეთას რომ გამოეღვიძა თავი საშინლად ტკიოდა. ძლივს აიზლაზნა და ეცადა ყველაფერი გაეხსენებინა, მაგრამ ვერ შეძლო. სააბაზანოში შევიდა. გადაივლო და ტანსაცმელი ჩაიცვა. ქვემოთ ჩავიდა და თეას თავის ტკივილის წამალი გამოართვა, მერე დემეტრეზე კითხა და რომ უთხრა ოთახშიაო, ისევ ზემოთ დაბრუნდა. დიდხანს ყოყმანობდა შესვლაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც დააკაკუნა, ხმა რომ არავინ გასცა ეგონა უკვე წავიდაო და ცნობისმოყვარეობის გამო შიგნით. სუნთქვის ხმა რომ გაიგონა ცივმა ოფლმა დაასხა, უკან მოტრიალებულს საწოლზე გაშოტილი დემეტრე დახვდა და გასვლას აპირებდა რომ შეიშმუშნა. -ქვემოთ ჩადი და დამელოდე. უნდა ვილაპარაკოთ. ქეთა პატარა ბავშვივით აჟიტირებული ჩავიდა ქვემოთ და მოთმინებით დაელოდა დემეტრეს. დემეტრე დიდი შემართებით დაეშვა ქვემოთ და ჯერ სამზარეულოში შეიარა, ჭიქით წვენი აიღო და მისაღებში გავიდა. -ჩემ ოთახში რას აკეთებდი? -მეც მინდოდა დაგლაპარაკებოდი. -გახსოვს მაინც გუშინ რა გააკეთე? -რა გავაკეთე? -არაფერი გახსოვს? -საერთოდ. -ამდენი როგორ დალიე რომ არაფერი გახსოვს? -დალევის ხსნებეაზე მაშინვე გამახსენდა რაღაც ფაქტები და სახე მეცვალა. თვალები გამიფართოვდა და ეს დემეტრემაც შენიშნა. -გახოვს რაიმე? -ლევანი...- ხმის კანკალით ამოვილუღლუღე და მალევე გავიგონე კედელზე დამსხვრეული მინის ჭიქა რომელიც მანამდე ხელში ეჭირა. -არ ვიცი რა მოხდა... მართლა არ ვიცი... -დემეტრე წინ და უკან აქოშინებული დადიოდა და იგინებოდა. -თითი თუ დაგაკარა, არ გაბედო და ხმა არ ამოიღო თორემ აქვე დაგახრჩობ და მერე იმასაც ზედ მიგაყოლებ. იმდენად ვიყავი ანერვიულებული არაფრის თავი აღარ მქონდა, ძლიერმა შოკმა იმოქმედა და გული წამივიდა. * * * გახევებული ედგა დემეტრე თავზე და ღმერთს მის გამოფხიზლებას ეხვეწებოდა, მხოლოდ ნიშადურმა უშველა, რომ გამოფხიზლდა თეა თავზე დააყენა და თვითონ სადღაც გავიდა. ჯერ ქეთას შუბლზე აკოცა, არ ინერვიულო მალე მოვალო უთხრა და სიონში წავიდა. თავის მამაოსთან... * * * ეს ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც მუხლის მოდრეკაც, თავის დაწევაც და ბოდიშის მოხდაც შეეძლო, სადაც წყობიდან ვერავის და ვერაფერს ვერ გამოყავდა. მამაო და დემეტრე ეკლესიის უკან გავიდნენ და ლაპარაკობნდნენ. დემეტრემ ყველაფერი მოუყვა შექმნილი ვითარების შესახებ მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. -ქეთევანი უნდა გადაარჩინო. -ვცდილობ მამაო მაგრამ არ მაძლევს საშუალებას, ყველაფერს ისე აკეთებს რომ მე არ მომეწონოს. -მომიყვანე, მინდა დაველაპარაკო. მაინტერესებს როგორი ადამიანია. -საუკეთესოა მამაო. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, გონია რომ არ მიყვარს მაგრამ თავის გრძნობებს ისე სცემს პატივს და ისე უფრთხილდება რომ გაგაგიჟებთ. ასეთს არავის შევხვედრივარ, მაგრამ არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ერთხელ მაინც არ მომეშალოს ნერვები და არ გამომიყვანოს მწყობრიდან. -მამაოს ღიმილი ყველაფრის პასუხი იყო, ისე იმოქმედა ამ სათნო ღიმილმა დემეტრეზე რომ ვეღარაფერი თქვა, თავი დაალოცვინა და სახლში წავიდა. ქეთა უკვე ფეხზე იდგა ამიტომ შეეძლო ნორმალურად დალაპარაკებოდა. -თითი დაგაკარა? -არა! -მისმინე ქეთა, -ქეთას სახე ხელებში მოიქცია და წყლიან თვალებში ჩახედა, -მე უნდა დამიჯერო, რო გეუბნები არსად უნდა წახვიდე თქო უნდა დამიჯერო თორემ ხომ ხედავ, თიკას რო არ დაერეკა ვინ იცის რა მოხდებოდა. ხო დამიჯერებ? -ქეთამ თავი დაუქნია და მკერდზე მიეხუტა. უჭირდა დემეტრეს ამის გაძლება, უნდოდა მასაც ეგრძნობინებინა იგივე მაგრამ არ შეეძლო. ჯერ ვერ გატეხა ის ქვა რომელიც გარსს ეკრა, მომავლის შეეშინდა და ამიტომაც დაიხია უკან. -დამშვიდდი ქეთო, აღარ ინერვიულო! -ასე პირველად მიმართა ქეთას და ამას ქეთაც მიხვდა, გული აუჩქარდა, ანერვიულდა და უნდოდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო ასე მკერდზე მიკრული, მშვიდად, მაგრამ დემეტრემ არ აცალა. -თუ გინდა ხვალ ჩემ მამაოსთან წაგიყვან. -მინდა. ახლა იცი სად წავიდეთ? -სად? -მოხუცებთან... -დემეტრეს გაეღიმა, ქეთა მანქანაში ჩასვა და წავიდნენ. უამრავი ტკბილეული და ტანსაცმელი იყიდეს, მთელი დღე მათთან ერთად იყვნენ. ქეთა სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა მოხუცებთან, რომელთაც უკვე კარგა ხანია ფანჯრებს მიღმა აღარაფერი ენახათ. მათი შემხედვარე გრძნობდა რომ ამაზე უარესიც შეიძლება მომხდარიყო. საღამოს რომ სახლში ბრუნდებოდნენ დემეტრემ მანქანა შუა გზაში გააჩერა და ქეთას გადმოსვლა თხოვა. ქეთაც უსიტყვოდ დაემორჩილა და უკან გაყვა. რამდენიმე წამში იქ აღმოჩნდნენ საიდანაც მთელი თბილისის, უკლებლივ ყველა კუთხე-კუნჭული ხელის გულივით მოჩანდა. -რა ლამაზია! -ქეთამ ემოციები ვერ მოთოკა და გულწრფელი კმაყოფილება გამოხატა. იმ წამს მობილურმაც დარეკა და სანამ დემეტრემ არ უთხრა გირეკავენო აზრზე ვერ მოვიდა. ლევანი ურეკავდა, აღელდა და ამას დემეტრეც მიუხვდა. -ლევანია? -კი. არ ვუპასუხებ. -უპასუხებ! და დაელაპარაკები კიდეც. -რატომ? -უპასუხე. ყურმილი ავიღე და ძლივს ამოვიღე ხმა. -რა გინდა? -შენთან ყოფნა. -მაგაზე მაშინ გეფიქრა. -მე სულ ვფიქრობდი. -მე არ მინდა შენთან. -რას ნიშნავს არ გინდა? -აღარ მიყვარხარ. -დემეტრეს გულში რაღაცამ გაკრა მაგრამ ხმა არ ამოუღია. ქეთამ ყურმილი დაკიდა და ღრმად ჩაისუნთქა. -ახლა რომც მომკლან არ მადარდებს. -თამამი გოგო მყავხარ! * * * ცხოვრებაში არის მომენტი როცა შეგრძნება რომ ვიღაცის რაღაცას იყოფ სასიამოვნოა და შენია. ქეთასაც ის ფაქტი რომ დემეტრეს ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ გახდა სიცოცხლეს უფერადებდა! * * * ბევრ რამეზე ილაპარაკეს, ხვალ დილით ეკლესიაში წასვლაზეც შეთანხმდნენ და საბოლოოდ ამინდის გამო ისევ მანქანაში დაბრუნდნენ. ქეთამ ხელი ფეხზე დაადო და მადლობის ნიშნად ძალაუნებურად კისერში აკოცა. დემეტრეს ჟრუანტელმა დაუარა და წამით მოკვდა კიდეც -აღარასდროს გაიმეორო. -შენ ხომ მთხოვე ჩემი ნუ გეშინიაო? -მერე? -შენ რატომ გეშინია ჩემი, როგორც კი გეხები მაშინვე ფორიაქდები და გარბიხარ. სუ თავს იძვრენ, რატო მარიდებ თავს -ქეთა გეყოფა... -ისევ ნერვები უნდა მოგეშალოს? არ ვნერვიულობ, შენი არ მეშინია, ვიცი რომ მე ვერ გადამაბიჯებ და არაფერს დამიშავებ, რასაც ვგრძნობ რომ არ ვთქვა ალბათ დავიხრჩობი. -არ გინდა... -რატომ? იმიტომ რომ ჩემი გეშინია? არ ვარ ასეთი საშიში, ნუ ნერვიულობ! დემეტრეს აღარაფერი უპასუხია, სახლში რომ შევიდნენ ქეთა ქურთუკზე დაეკიდა და მისკენ მოატრიალა. -ქეთა ვერ მოგერევი... -უკვე გვიანი იყო. ხარბად დააცხრა მის ცხელ ტუჩებს და მთლიანად მასში ჩაიძირა. მისი კანის სინაზე რომ შეიგრძნო ეგონა ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადიოდა მაგრამ უკვე ვეღარ ნებდებოდა. ქეთამ მიაღწია საწადელს და ის რაც ამდენი ხანი წვავდა და შიგნიდან ჭამდა ძლივს მოარჯულა... -მიყვარხარ! -ამ სიტყვამ ყველაფერი გაუნათა, არ შეეძლო მოპყრობდა ასე ქალს რომელიც ასე გულწრფელად იბრალებდა მის სიყვარულს, არ შეეძლო ასე მარტივად გადაედგა ეს ნაბიჯი და მერე მთელი ცხოვრება ენანა. წელზე შეცურებული ხელი ელვის სისწრაფით გამოაძვრინა და მის ტუჩებსაც დიდი სირთულით მოწყდა -ნუ მიწვევ! და ეგ სიტყვა ეცადე აღარ გაიმეორო. გაცეცხლებული წავიდა მეორე სართულზე და ქეთა ქვემოთ დატოვა. ზემოთ აღარ ასულა, სამზარეულოში შევიდა. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და მაგიდაზე დააბრეხვა, კინაღამ გატეხა მინის მაგიდა. მთელი ბოთლი ერთ ყლუპად ჩაცალა და გაბრაზებული მანქანის გასაღებს ეცა, გარეთ რომ გავიდა კარი მიიჯახა და მანქანაში ჩაჯდა. ხმაურზე თეა წამოდგა მაგრამ ქეთა უკვე მანქანაში იჯდა. დაცვის წევრი სანამ აზრზე მოვიდა რა ხდებოდა ქეთამ მანქანა დაძრა და ადგილს მოწყდა. ხმაზე რა თქმა უნდა დემეტრეც გამოვარდა მაგრამ უკვე გვიანი იყო. დაცვას მაშინვე უბრძანა უკან დადევნებოდა და თვითონ სანამ მეორე მანქანის გასაღები მოძებნა ამასობაში დაცვა ქეთას წამოეწია. ქეთამ მოახლოების საფრთხე რომ იგრძნო გაზს ფეხი მაგრად დააჭირა და უფრო უმატა სიჩქარეს. დემეტრეც მალევე წამოეწია ქეთას მანქანას, მაგრამ ქეთა არ ცხრებოდა და სიჩქარეს უფროდაუფრო უმატებდა. დაცვამ დემეტრეს მანქანას ხაზი ავტომატურად გაუაქტიურა და ქეთას უთხრა -გააჩერეთ მანქანა. -შემეშვით! -მთელი ღამე ხომ არ შეგეჯიბრებით! გააჩერეთ მანქანა! ქეთამ უფრო მაგრად დააჭირა გაზს ფეხი და საგრძნობლად წინ წავიდა. დემეტრემ მობილურზე დაურეკა მაგრამ ქეთა ყურმილს არ იღებდა, თვითონაც სწრაფად წავიდა წინ და მალე დაცვის მანქანასაც წამოეწია, თავისი ხაზით დაცვის ბიჭებს გამოელაპარაკა -ბატონო დემეტრე! არ იხევს უკან! -მე დავრეკავ კარგი. მერე ავტომატურად ქეთასთან ჩართო ხაზი და ისე ჩაუყვირა ქეთას შეეშინდა კიდეც -მანქანა გააჩერე თორე არ ვიცი რას ვიზამ! -არ გავაჩერებ! -ხო არ გაგიჟდი გააჩერე-მეთქი. ნუ მაიძულებ საშინელებები გავაკეთო ამ შუა ღამით. -თქვენ თვითონ დაბრუნდით უკან თორემ ხეს შევასკდები. -რას იზამ გოგო? გააჩერე ჩქარა მანქანა. ქეთას ხმა აღარ ამოუღია, დემეტრე მწყობრიდან გამოვიდა და გაზს ისე მაგრად დააჭირა ფეხი წამშივე გაჩნდა ქეთას მანქანის წინ, ჯერ შეხედა ღვედი თუ ეკეთა და რამდენიმე წამში უცბად დაამუხრუჭა. საბედნიეროდ ქეთამაც მოასწრო დამუხრუჭება თორემ აუცილებლად შეასკდებოდა. დემეტრეს კი გეგმაში სწორედ ეგ ქონდა. მაშინვე გადმოვარდა მანქანიდან დემეტრე და დაცვას ხელების გადაჯვარედინებით ანიშნა წასვლა. ქეთას მანქანის კარი გააღო და ძლივს შენარჩუნებული მშვიდი ტონით უთხრა -გადმოდი! -არა. -ყველაფერს ისე როგორ აკეთებ რომ... -ღვედი უცებ შეხსნა და ქეთა მანქანიდან ძალით გადმოათრია. -რა დღეში ხარ გოგო, რეებს აკეთებ? ხომ ვთქვით რომ სხვანაირად ვიცხოვრებდით. -რა გინდა დემეტრე რა? რატომ ხარ ასეთი, ერთ დღეს მგონია რომ რაღაც იცვლება, მეორე დღეს კი ისე იქცევი სიკვდილი მინდა. არ ხარ ვალდებული რომ მე შემეწირო და ამას მაინც აკეთებ. არ გიყვარვარ, ვალდებული არ ხარ და მაინც აკეთებ ამას. რატომ? რისთვის? -იმიტომ რომ... -პირი დახურა და ქეთა მეორე მხარეს დასვა მანქანაში. თვითონ საჭეს მიუჯდა და სახლში დაბრუნდნენ. -ძილი ნებისა. -უთხრა ოთახთან მისულს დემეტრემ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ შემოტრიალებულიყო და არ ჩახუტებოდა. -ხვალ რომელიღაც შოუში მივდივართ და 4 საათისთვის წავალთ. -ქეთა უპასუხოდ შევიდა ოთახში და დაიძინა. დილას რომ ადგა დემეტრე სახლში არ დახვდა, მთელი სახლი თითქოს დაცარიელებულიყო, უნდოდა ბოლო ხმაზე ეკვლა რომ მონატრებას არ მოეკლა მაგრამ ამის ძალაც არ ქონდა. მხოლოდ ჩაი დალია და ისევ დაწვა. შუა დღით თეამ გააღვიძა, დემეტრე გირეკავდა და რო ვერ დაგირეკა მე გამაფრთხილა 1 საათში მზად იყოსო. გადავივლე, თმა გავიმშრალე და საკმაოდ გამომწვევი მოკლე ლურჯი, ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი. ვიცოდი ამით ცეცხლზე ნავთს დავასხამდი მაგრამ თუ თამაში უნდოდა მეც უნდა მეთამაშა. მართალიც აღმოვჩნდი, დამინახა თუ არა სახე აელეწა. სახლში ვეღარ დამაბრუნა გვაგვიანდებოდა. -იცოდე ეს ბოლოა ასეთ ჩაცმულს რომ გხედავ. -სავარძელში რომ ჩავჯექი უფრო ამეწია კაბა და ამაზე სულ გადაირია. -გინდა რომ მთელი სტუდია მოვკლა ხო? -რა შუაშია ეგ? -აბა რაარის ეს რანაირი კაბა გაცვია, ყველაფერი გიჩანს. სულ რო ტომარა გეცვას იცი რო მაინც ყველა შენ გიყურებს და ეხლა კიდევ... მოკლედ არ ეშვები ჩემ გაბრაზებას. -მეორეჯერ გეუბნები რომ უფრო გრძელი არაფერი არ გამაჩნია. -გამაგიჟებ. მეტი აღარაფერი მითქვამს. რომელიღაც მაღალ შენობასთან გავჩერდით და ჩამოსვლისთანავე დაგვესივნენ ჟურნალისტები, მაგრამ მალევე შევედით შენობაში და ისინიც გაქრნენ. მთელი ჩაწერის განმავლობაში მოუსვენრად ვიყავი და მაღიზიანებდა ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა რომელიც სიყალბის პიკზე იყო. -და ქორწილი როდის იქნება? -ამ კითხვამ ისეთი სისწრაფით დამაბერტყა მიწაზე რომ მეგონა თავი გამისკდებოდა. -აქამდე არ გვინდოდა საქვეყნოდ გაცხადება მაგრამ, 10 დღეში. -ფერი მაშინვე მეცვალა, მაგრამ არაფერი შემტყობია, მაკიაჟმა კარგად დამიცვა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და გავიღიმე. ნახევარ საათში სტუდია რომ დავტოვეთ და მანქანაში ჩავსხედით ძლივს ამოვიღე ხმა -რა მოხდება 10 დღეში? -ხელს მოვაწერთ. ისეთი დამაინტრიგებელი იყო ეს სიტყვები, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ისიც კი მიკვირდა რომ 10 დღეში ოფიციალურად გავხდებოდი მისი ცოლი, მაგრამ სინამდვილე საფეთქლებს მწვავდა და თავს მატკიებდა. რა აზრი ქონდა სტატუსს როცა ვიცოდი რომ არაფერი შეიცვლებოდა, პირიქით უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრებოდა და უფრო დიდხანს დავიტანჯებოდი იმის გამო რომ კაცი რომელიც მიყვარს და რომლის ცოლიც ვარ, ჩემთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს და არ მიკარებს. რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელება. -ეკლესიაში არ მიგყავარ? -რამდენიმე წუთის წინ ამბობდი ჯვარს პატივს ვცემო და ასე გინდა ეკლესიაში მისვლა? -უნდოდა გავჩუმებულიყავი და თავი გამარჯვებულად ეგრძნო მაგრამ ამის გამოსწორება არ გამჭირვებია. უკან დაგდებული ჟაკეტი მოვიცვი და კაბა ისე ჩამოვწიე რომ მუხლამდე მომწვდომოდა. -ასე ხომ შეიძლება მისვლა? ხოდა მიმიყვანე. -კარგი. დაახლოებით 20 წუთში სიონში მივედით და დემეტრეს გარეთ დაველოდე. მამაო რომ გამოვიდა მაშინვე დამლოცა და დემეტრეს ჩვენი მარტო დატოვება თხოვა. მხარზე ხელი გადამისვა და წინ წავიდა, მეც რა თქმა უნდა გავყევი და მისი თბილი ხმა რომ გავიგონე ენა გადავყლაპე. -ქეთევან, შვილო... ის რაც შენ თავს ხდება, არ არის ხელწამოსაკრავი თემა... მგონი ჩემზე უკეთ იცი რომ ყველგან და ყოველთვის განსაცდელში ხარ და შეიძლება ნებისმიერ წამს რაიმე უბედურება მოხდეს... დემეტრე დიდი ადამიანია, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ დამიჯერე ის რაც მასზე შენ იცი მხოლოდ ის არის რასაც შენი თვალები ხედავენ. სულით უნდა გაიცნო და მერე გააკეთო დასკვნები. დამიჯერე მშვენივრად ვიცნობ დემეტრეს და სწორ რჩევას გაძლევ... -მესმის მამაო, მაგრამ იცით რას აკეთებს? ყველაფერზე ბრაზდება, იმაზეც კი რაც ჩემდა უნებურად ხდება. როცა არაფერ შუაში ვარ მაშინაც კი... ყოველთვის ნერვები ეშლება და ცეცხლდება. უკვე მივეჩვიე მის სიფიცხეს მაგრამ ვერასდროს ვერ ვაკეთებ იმას რაც მას უნდა. სულ მის საწინააღმდეგოდ ვიქცევი. ყოველ შემთხვევაში თვითონ თვლის ასე. არ მეგონა ლევანის მერე თუ ასე ვინმე შემიყვარდებოდა, ან საერთოდაც ლევანის მიმართ თუ ზიზღს ვიგრძნობდი, მაგრამ აი ხომ ხედავთ ისე ვარ შეყვარებული რომ ვეღარც კი ვკაპასობ და ვეღარც ვეწინააღმდეგები. -მესმის შენი ქეთევან. -დარწმუნებული ვარ რომ ვერ გამიგებთ....ის რაც ჩემთავს ხდება ძნელია ვინმეს ესმოდეს. -დამიჯერე მესმის. დაბადებიდან ანაფორას კი არ ვატარებ... ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ამასობაში ეკლესიისთვის წრეც დაგვერტყა, მამაომ დემეტრეს დაუძახა და ახლა მას თხოვა გაყოლა. -დამელოდე, არ წახვიდე არსად. -კარგი. თვალს რომ მიეფარნენ მაშინვე სანაყინეში გავიქეცი და ორი ნაყინი ვიყიდე, მერე ისევ ეკლესიასთან დავბრუნდი და მანქანას მივეყრდენი. მალევე დავინახე მანქანისკენ მომავალი დემეტრე და გული ისე ამიჩქარდა მეგონა ამომივარდებოდა.ნაყინით რომ დამინახა გაეცინა და მისთვის გაწვდილი ნაყინით ცხვირი მომითხუპნა. -რას აკეთებ? მე საჭმელად გიყიდე. -ისეთი ისტერიული სიცილი ატეხა ვეღარ გავაჩერე და ჩემი მოთხვრილი ცხვირიც მის ჟაკეტს შევაწმინდე რომელიც მეცვა. -ე-ე რას აკეთებ? -ცხვირს ვიწმენდ! დემეტრე მაინც ვერ ჩერდებოდა, მერე ჩაჯექიო მითხრა და სახლისკენ მივდიოდით ვიღაცამ რომ დაურეკა. -არ ვიცი.... თუ ვერ მოვედი არ გეწყინოთ რა... არ ვიცი ქეთას თუ ეცლება... ვნახოთ სალო ვნახოთ... ყურმილი დაკიდა და ჩემკენ შემოტრიალდა -წამოხვალ საღამოს ჩემთან ერთად? -კი. ისევ გაეცინა. -იქნებ და სად მიმყავხარ... -შენ ხო მითხარი რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო. -როცა არჩევანის საშუალებას გაძლევ ესე იგი შეგიძლია გააკეთო ის რაც უკეთესად მიგაჩნია. -ხოდა მე მინდა წამოსვლა. -ეჰ, ქეთევან, ქეთევან. მაღაზიაში გამატარა შედარებით გრძელი კაბა მაყიდინა საღამოსთვის, მერე ანანოსთან დამტოვა და ვთხოვე საღამოს აქვე გამოევლო. ანანოს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ისიც დიდი აღფრთოვანებით უკეთებდა ყველაფერს კომენტარს. -ცოტა ფსიხია ხო? -ეჭვიანია... ამბობს რო არ ვაინტერესებ, მაგრამ ხო იცი არ არი ჩემი გაძლება ადვილი, როგორც კი მოკლეს ჩავიცვამ მაშინვე ცეცხლდება. ლევანს თვითონაც რო ახსენებს მაშინაც ნერვები ეშლება. იცი რა სხვანაირია? მამაოს ველაპარაკე დღეს... ძალიან რთული ხასიათი აქვს მაგრამ სხვანაირიაო... -თუ შემოაკვდი ამასობაში სხვანაირობას რაღა აზრი ექნება. -თითსაც ვერ დამაკარებს... დარწმუნებული ვარ... -შეყვარებული ხარ ქეთა! ყურებამდე! -100%-ით. საღამოს დამირეკა მალე გამოგივლიო და მეც წასასვლელად მოვემზადე. ქვემოთ რომ ჩავედი და მანქანაში ჩავჯექი თვალები შუბლზე აუვიდა -იდეალური ხარ! -ვერ ვხვდები ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს! -დღეს კარგი სტარტი გვქონდა და ჩხუბით ნუ დამაგვირგვინებინებ ძალიან გთხოვ. -რომელ რესტორანში მივდივართ? -ნახავ. როგორც ყოველთვის დამაინტრიგებლად ჟღერდა მისი ბოლო სიტყვა, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით რომ მენახა მისი გემოვნების პიკი. -აქ სულ დავდიოდი... -ვიცი რესტორანი რომელიც ყველაზე პრესტიჟული იყო ქალაქში. ბედის ირონიაა, აქ ლევანთან ერთად მოვდიოდი ხოლმე და ახლა კიდევ დემეტრესთან... შიგნით რომ შევედით ჩვენკენ თიკა გამოიქცა და უამრავი ბოდიშის მოხდა დაიწყო, დემეტრემ თვალი ჩაუკრა და ჩაეხუტა. მაგიდაზე ბევრნი ისხდნენ და მივხვდი რომ უმეტესობა ჩვენ გვიყურებდა. ვეცადე ბუნებრივი ვყოფილიყავი და არაფერი შემემჩნია მაგრამ დემეტრემ გაამძაფრა სიტუაცია -გვჭირს რამე? ყველა ჩვენ რატო გვიყურებთ. -გაიცინა და მერე ყველა მეგობარს ინდივიდუალურად მიესალმა. როგორც ჩანს დემეტრეს ნახვა ყველას გაუხარდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან იკლაკნებოდა და მალე იმდენიც მოახერხა რომ გვერდით მოგვიჯდა. -როგორ ხარ დემე? -მშვენივრად, შენ? -არამიშავს. -მიხვდა რომ მისი ადგილი აღარ იყო აქ, მაგრამ ასე ადვილად ხელიდან ვერ გაუშვებდა დემეტრეს. -გემოვნება კარგი გქონია მაგრამ ხომ იცი... -ცალი წარბი მაღლა აწია და ცალყბად გაიღიმა... აქამდე ძლივს ვიკავებდი თავს რომ ხმა არ ამომეღო, მაგრამ ახლა ნამდვილად ვეღარ მოვითმინე და გვერდით ღრმად ჩაჭრილი კაბა ფეხის ფეხზე გადადებით ქვემოთ ჩამოვიგდე. მაკოს რა თქმა უნდა სახე ეცვალა, სამაგიეროდ დემეტრე გაამხიარულა ამ ფაქტმა. ხელი გადამხვია და ყურში მიჩურჩულა -დაგღუპავს ეჭვიანობა. -იცოდე არ გამაბრაზო! მაკო არ ეშვებოდა დემეტრეს და საბოლოოდ იმდენი ქნა რომ საცეკვაოდაც გაიყვანა, დემეტრემ რომ ჩემი წყლიანი თვალები დაინახა უკან დაბრუნებას აპირებდა უცებ რომელიღაცამ ხელი რომ მომკიდა და საცეკვაოდ მეც გამიყვანა. გასვლისთანავე მომღერალმა მიკროფონში რაღაც იყვირა და ჩემმა პარტნიორმაც იმედიანი თვალებით გამომხედა. -წყვილებად ვეჯიბრებით ერთმანეთს. იმედია კარგად ცეკვავ -მშვენივრად. -ხოდა მაშინ ჩვენ მოვიგებთ. -გაიღიმა და ისე მოულოდნელი დაბზიალებისგან თავ-ბრუ დამეხვა. მე და ჩემი პარტნიორი ცალკე, დემეტრე და მაკო ცალკე დადგნენ, რამდენიმე კიდევ შემოგვიერთდა. -სულ დემეტრე იმარჯვებს ხოლმე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. -დამიჯერე დღეს ვერ მოიგებს. -მომწონს შენი შემართება. პირველი რამდენიმე ილეთი მაკოს და დემეტრეს შესრულებით იმდენად გამომწვევი იყო რომ მინდოდა ორივე ნაკუწებად მექცია, მაგრამ ჩემი დროც დადგებოდა... მეწყვილესთან ერთად ნელა გავედი ცენტრში და ძლივს გახსნებული ილეთებით რამდენიმეჯერ ვიაკრობატე და მხურვალე ტაშიც დავიმსახურე. ამათ მოყვა მეორე, მესამე, მეოთხე წყვილი, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ჩვენ დაგვასახელეს და გამარჯვებულების სტატუსიც ჩვენ მოგვენიჭა. დემეტრე მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ხელი წელზე მომხვია -რაო პატარა, იეჭვიანე? -არ მეტყობა? -მეგონა თავიდან ფუტები ამომდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. საპირფარეშოში რომ შევედი რამდენიმე წამში მაკოც შემოვიდა. წითელი პომადა ამოიღო და სარკესთან ისე ახლოს მივიდა ცოტაც და წელში გადატყდებოდა -დემეტრეს უყვარს წითელი პომადა და მოკლე კაბები. -ჰო, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. -არ ავყოლილვარ, გამოვედი და კარი რომ მივაჯახე ნერვებისგან დავიჭყანე, ისევ დემეტრეს გვერდით დავჯექი და წვენი მოვსვი. მერე ბიჭები სალაპარაკოდ გვერდით რომ გავიდნენ გოგოები თავზე დამეხვივნენ და ათასი რაღაცის მოყოლა ერთდროულად დაიწყეს. სიმართლე გითხრათ არასდროს მიზივდა ასეთი ჭორიკნობა, მაგრამ დემეტრესთან დაკავშირებით მინდოდა ყველაფერი დაწვრილებით მცოდნოდა. მხარზე რომ ვიღაცის შეხება ვიგრძენი გამცრა. -ქეთა... -ლევანის ხმა მშვენივრად ირჩეოდა სხვა ხმებთა შორის. -ცოტა ხნით შეგიძლია რომ გამომყვე. -არ მინდოდა რაიმე ზედმეტი ეთქვა ამიტომ ავდექი და იქით გავედი სადაც დარწმუნებული ვიყავი ვერც დემეტრე დაგვინახავდა და ვერც გოგოები. -აქ რა გინდა? -უკვე დაგავიწყდა რო ყოველთვის აქ დავდივარ არა? -იცოდი რომ აქ ვიქნებოდი? -მე ყველაფერი ვიცი... -ხო ვერ მეტყვი საიდან? -მაპატიე მაგრამ ვერა... -უკან გამობრუნებას ვაპირებდი მკლავზე რომ ხელი მომიჭირა და მიმატრიალა -უნდა დამიბრუნდე. -ხელი გაწიე, ხომ გითხარი აღარ მიყვარხარ-მეთქი. -რას ნიშნავს აღარ გიყვარვარ, მშვენივრად იცი რომ ჩემზე მეტად არავინ გიყვარს და არც არავინ შეგიყვარდება. -ცდები.. გამიშვი ხელი... -თორემ? -10 დღეში დემეტრეს ცოლი ვხვდები, ახლა მაინც დაიჯერე რომ აღარ მიყვარხარ? შემეშვი... -ამის გაგონებაზე ლევანი ისე დაიძიაბა არ მეგონა თუ იქაურობას არ დალეწავდა. -ვერ გაყვები... -გავყვები! -ქორწილის ღამეს დაგასახიჩრებ და აღარ მოგიყვანს ცოლად. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. -შენ არ იცი მე რისი გამკეთებელი ვარ! -სკანდალს ნუ მოაწყობ ახლა, ყველა აქაა. -არ მაინტერესებს! აქედან ჩემთან ერთად წამოხვალ -შენ გიჟი ხარ ხო? -გამოვტრიალდი და წამოსვლას ვაპირებდი ისევ მკლავში რომ მწვდა და ლამის გამაფრინა რესტორნიდან. ახლა ყველაზე მეტად მინდოდა დემეტრეს თვალების დანახვა მაგრამ მივხვდი რომ განწირული ვიყავი. ტყუილად ვიქნევდი ხელ ფეხს. პირზე ხელი ამაფარა და ისე ჩამიყვანა კიბეებზე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ რესტორანში მიმავალი გაგა შეგვხვდა -ქეთა?! -ჩემი აფართხალებული სხეული რომ დაინახა ლევანს თავში თავი ისე ძლიერად დაარტყა რომ მე ხელიდან გავუვარდი, მაშინვე წამოვხტი და ხელები ავიფარე რომ ეს არ დამენახა. ლევანის მოქნეულ მუშტზე რომ დაიღრიალა გაგამ ყველა გამოცვივდა... მაშინვე დაეხვივნენ თავს და გაშველება სცადეს მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლეს. ამასობაში დემეტრე ბიჭებთან ერთად არც ისე ჩქარა ატეხილ ბუნტს მოუახლოვდა და ლევანის სახეს რომ მოკრა თვალი და გაგას ხმაც რომ გაიგონა ხალხი ერთი ხელის მოსმით გაწია და ლევანი ისე აიყვანა ხელში როგორც კნუტები აყავთ ხოლმე ზურგით, მუშტი სახეში გაარტყა და დაცვა რომ არა ალბათ ნაკუწებად აქცევდა. გაგა ბრბოდან გამოიყვანა და პიჯაკით სისხლიანი სახე მოწმინდა. -რა მოხდა? რა უნდოდა იმ ა*ვარს? -ქეთა მიყავდა სადღაც.. -ქეთა? სად არი ქეთა? -არ ვიცი ამ ნაბი*ვარს რო ვეცი არ ვიცი სად წავიდა. -მოვალ ეხლავე. დემეტრეს მოტრიალებულს ატირებული ქეთა რომ დახვდა ისე შეეცოდა ვეღარ მოითმინა და ჩაეხუტა. -არ მინდოდა... მე არ მინდოდა ჩემ გამო ასე მომხდარიყო... არ მინდოდა დამნაშავე ვყოფილიყავი... -გაგიჟდი ქეთუშ? იმ დამპალს თუ საჭირო გახდება ყოველი შენი სახელის ხსნებაზე ვცემ, შენ არ ინერვიულო მაგაზე. -გაგა თან ლაპარაკობდა და თან ტუჩიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა. -ბოდიში გაგა, თან მადლობა, შენ რო არ ყოფილიყავი... -კაი დამშვიდდი. -ასეთი თბილი დემეტრე არასოდეს ყოფილა ქეთასთან და სულ რომ მთელი ღამე ეტირა არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ ეცოდინებოდა რომ ასეთი თბილი და გულწრფელი იქნებოდა დემეტრე. -წავიდეთ სანამ გააშუქეს ყველაფერი. მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით, გაგა ჩვენთან დარჩა. * * * შემდგომი დღეები შედარებით უკონფლიქტო და მშვიდი იყო, იმიტომ რომ სახლიდან თითქმის არ გავდიოდი, მხოლოდ კაბისთვის გავედი და ისიც ერთ დღეს. დანარჩენ დღეებში შიშის გამო, სახლში ვიჯექი მაგრამ ერთი წუთითაც არ მომიწყენია. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ჩემ ძმას დავურეკე -როგორ ხარ? -არვიცი ქეთ, რა გითხრა, შენ როგორ ხარ? -არც მე ვიცი.. მშობლები როგორ არიან? -ძველებურად. -კარგი კარგად. ამდენი ნერვიულობისგან სულ მთლად გამომიშრა ცრელმები, ტირილიც აღარ შემეძლო. სამზარეულოში ჩავდიოდი დემეტრემ რო დამიძახა წამო სადმე გავიდეთო, მეც მაშინვე ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავყევი. -იცი რა მშვიდად ვარ შენ რო მოკლეებს არ იცმევ? -არადა მითხრეს გყვარებია... -გაჩერდა და გაკვირვებულმა გამომხედა. -ვინ მოგახსენა? -მაკომ. -არ მინდა რაიმე უხეშად ვთქვა, ამიტომ უპასუხოდ დავტოვებ. -სავარაუდოდ მივხვდი რისი თქმაც გინდა -ხოდა ეგ აიყვანე ეხლა კვადრატში. მანქანაში ჩავსხედით და რომელიღაც კაფეში მივედით. მალე ალექსანდრე და გაგა მოვიდნენ, ლაზღანდარობდნენ და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ, აი ასეთი იყო ნამდვილი დემეტრე. როგორიც ძმასთან და ძმაკაცთან. თავისუფალი, არაოფიციალური, გახსნილი... -აუ ქეთა შენზე გავიგე ანეკდოტებს ყვება ძალიან მაგრადო. -ყავა გადამცდა და დავახველე რომ არ დავმხრჩვალიყავი. -ეგ მე არ ვიცი და შენ საიდან იცი გაგა? -დემეტრეს აშკარად გაუკვირდა ჩემი ფარული ნიჭი. -ბიჭო ამის მეგობარი გიორგი, ჩემი კურსელი აღმოჩნდა და რაღაც ამას წინათ უცებ გავარკვიეთ რო საერთო ნაცნობები გვყოლია. -ჩემ გიორგის იცნობ? -ჩემი მეგობარია... ხოდა მოგვიყევი ეხლა რომელიმე. -არა, არა. -მაშინვე ვიუარე -კი! მიდი რაა. არც ერთი არ მომეშვა ამიტომ იძულებული გავხდი ყველაზე მეტად რომელიც მიმაჩნდა სასაცილოდ ის მომეყოლა და საბოლოოდ იმდენს მივაღწიე რომ სამივე ცრემლებით იცინოდნენ. არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო რომ არ უნდოდათ თავი უხერხულად მეგრძნო თუ რა, მაგრამ აშკარა იყო რომ ცრემლები ეღვრებოდათ. მერე კიდევ მთხოვეს მაგრამ აღარ მოვყევი და საბოლოოდ შემეშვენ, რადგან დავპირდი მერე მოგიყვებით-მეთქი. -ნერვიულობ პატარძალო? -ალექსანდრეს მოულოდნელმა კითხვამ რეტი დამასხა. -ცოტა... კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ და კაფედან გამოვდიოდით სანდროს რო დაურეკეს. -გისმენ მამა... ხო... 1 საათში მოვალთ... -რა უნდოდა? -კითხა მაშინვე დემეტრემ. -1 საათში სახლში გველოდება. თემური მოვაო... -აუ რა მო***ა ტვინი მაგ თემურმა რაა. ბოდიში ქეთა, წამომცდა. სახლში დავბრუნდით და გასვლას აპირებდნენ სანდრო და გაგა რომ გავიდა დემეტრეს ხელზე დავქაჩე -აუ ძალიან გთხოვ ახლა ტირილი არ დაიწყო და არ ინერვიულო... ყურმილი დაუკიდა და ხელახლა გადარეკა, ოღონდ სხვასთან. -სად ხარ გაგა? -სახლში. -ამო რა ჩემთან. დემეტრე სამზარეულოში შევიდა და მშვიდად ისაუზმა, მალე გაგაც მოვიდა და ტელევიზორთან დასხდნენ -ბიჭო რაღაც ჭორები გავარდა და რა ხდება? -აუ, ერთი ამბავი მაქვს. -მომიყევი. -ისეთი ჩახლართული ამბავია, დამიჯერე ვერ გაიგებ. -გავიგებ, მომიყევი. -მოკლედ, ლაშა ხო იცი ქეთას მამა? აი ეგ ტიპი და მამაჩემი არიან პარტნიორები რაა. ხოდა ამ ლაშას ვაჟკაცმა რო დათვრა მამაჩემის ძმაკაცის შვილი გააუპატიურა. ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ ყოფილა, მაგრამ როგორ გინდა ეგ თემურს აუხსნა. 3 დღეა მოსაკლავად დასდევს. ამ ლაშამ კიდე მამაჩემს თხოვა დახმარება და მეტი გამოსავალი რო ვერ ნახეს, მე და ქეთა შეგვტენეს. -და რა უნდა ქნათ ეხლა? რამდენი ხანი უნდა იაროთ ერთად? -ცოლად მომყავს ბიჭო -რაა? -გაგა ისე წამოხტა დივნიდან გეგონებოდათ რაღაც საშინელება უთხრესო. -ცოლი მოგყავს? -ნათქვამი მაქვს უკვე თემურისთვის, არადა ქეთაც მაგრად მეცოდება. ეხლა რო მე ცოლად არ მოვიყვანო მაგრად გაამწარებენ და ხო იცი ვიღაცას ,,ავაჟკაცებენ“. ანდროს პრობლემას ქეთაზე გადაჭრიან და მერე მეც დამბრიდავენ -ვაიმე საწყალი გოგო. -ძალიან. -და რო არ გიყვართ ერთმანეთი რა უნდა ქნათ? -თემას გვერდი აუარა დემეტრემ მაგრამ საბოლოოდ მაინც ამ თემას დაუბრუნდნენ. -რაღაც ხდება ხო? -არ ვიცი. -ასეთი არასოდეს ყოფილხარ, გეტყობა რო მოგწონს. -ჰო, მაგრამ იმდენად არა რომ ცოლად მოვიყვანო. თან შენ არ იცი რა მაწაქია. ყველაფერზე ჭკუიდან მშლის, ხო შეიძლება ახლა აქ ვინმემ გაიაროს და ვაფშე არც შევიმჩნიო, ეს რო სუნთქავს უკვე მიწვევს. გაგა იცინოდა და თან დემეტრეს უსმენდა, ქეთაზე ლაპარაკის დროს კარი გაიღო და სახლში ქეთა შემოვიდა. უცხო რომ დაინახა მიესალმა, დემეტრემ დაუძახა და გააცნო გაგა. მერე გაგას თხოვა წაიყვანე და აყიდინე ტანსაცმელიო და თვითონ ზემოთ ავიდა. -აი რას უწუნებს ამ კაბას გამაგებინე რა? -გაგას გაეცინა ქეთას გულუბრყვილობაზე. -გთხოვ ამას ნუ ამახსნევინებ, წავიდეთ. მთელი თბილისი მოიარეს და რამდენიმე შარვალი ძლივს იყიდა. გაგა რომ კაბას შესთავაზებდა მინიმუმ მუხლამდე იყო, ამიტომ ისევ შარვლებს ამჯობინებდა. სახლში გათიშული მივიდა და ზემოთ არც ასულა ისე გაითიშა დივანზე. კიბეებზე ბრახა-ბრუხი რომ გაიგო თვალები გაახილა -იყიდე? -კი 4 შარვალი. -და კაბები? -ის კაბები რაც შენ გემოვნებაში ჯდება ჩემსაში ვერ იკავებს ადგილს ამიტომ არ ვიყიდე. -ადი გამოიცვალე, მივდივართ. -სად? -ჩემებთან. სახლში მისვლისთანავე მივხვდი რომ სულ სხვანაირი იყო დემეტრე თავისიანებთან. ჯინსები, კედები და უბრალო მაისური, ისეთს ხდიდა როგორიც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. მშობლებთან და ძმასთან თავს თავისუფლად გრძნობდა, კაცები რომ მოსაწევად გავიდნენ მაიამ დამიმარტოხელა და ყველაფერი მომიყვა დემეტრეს რთული ხასიათის შესახებ. ყველაფრისდა მიუხედავად მაინც რატომღაც არ მეჩვენებოდა მისი ხასიათი ისეთი რთული როგორსაც ახასიათებდნენ. მალევე დაბრუნდნენ და დემეტრე დედამისს გამოემშვიდობა, წავედითო მითხრა და მეც დასჯილივით უკან გავყევი. -შემიძლია დაგელაპარაკო? -რაზე? -რაღაცაზე. -გისმენ. -ფეხით გავისეირნოთ. -ამ სიცივეში? -ხო. წინააღმდეგობა არ გაუწევია გვერდით ამომიდგა და ფეხით წავედით. -რატომ აკეთებ ამას? -რას? -მაცნობ შენ მშობლებს, შენ ძმას, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, შენ ძმაკაცს, ვცხოვრობ შენ სახლში. მადლობას ვერაფრით გიხდი, შენ მაინც მეხმარები, რა გაძლევს ამის მიზეზს? დემეტრე ჩაფიქრდა, როგორ უნდოდა სიმართლე ეთქვა მაგრამ ამით მხოლოდ დააფრთხობდა ქეთას. არადა ისიც იცოდა უთქმელობა უფრო ჩაკეტავდა და დათრგუნავდა. რომ წარმოიდგენდა ხოლმე რისი გაკეთება შეეძლო თემურს ქეთასთვის სისხლი ტვინში ექცეოდა. იცოდა მხოლოდ ასე დაიცავდა ქეთას, მხოლოდ ასე. თუ მის გვერდით იქნებოდა მაშინ შეძლებდა მის დაცვას, მაგრამ იცოდა გამწარებულ თემურს ქეთასთვის და საერთოდ ოჯახისთვის სხვანაირადაც შეეძლო ცხოვრების დანგრევა. თუ გამწარდებოდა შეეძლო დემეტრესთვისაც დაეხალა შუბლში ტყვია და სწორედ ეს ახევინებდა უკან დემეტრეს, ეს არ აძლევდა ახლოს მისვლის საშუალებას. -არასოდეს შემეწინააღდმეგო გადაწყვეტილებების მიღებაში სანამ ჩემ გვერდით ხარ, კარგი? -ისევ არ მპასუხობ, რა ხდება? -ის რომ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს რამაც შენ არათუ შენი ოჯახი, არამედ შენც და მეც გამანადგუროს. ყოველი შენი ნაბიჯი ჩემზე იმოქმედებს და ჩემზე მოახდენს გავლენას. ამ საქმის შესახებ რომ გავიგე მაშინვე დავთანხმდი დამხარებაზე და ახლა არ შემიძლია ყველაფერი მივატოვო, იმიტომ რომ არ მინდა საფრთხეში იყო. -ქეთას ცრემლები გუგებზე მოაწვა, უნდოდა არ ეტირა მაგრამ დემეტრეს გულწრფელობას ვერ უძლებდა. -ახლა... ახლა რატომ ხარ ასეთი სხვანაირი? კეთილი, ემოციური... -ქეთამ თავი ვეღარ შეიკავა და დემეტრეს ტუჩებს მიწვდა. შეხებისთანავე ჩამოუგორდა სახეზე ცრემლი რომელიც ტკივილის და გაუგებრობის იყო. მიხვდა რომ აღარ იყო ეს კოცნა მაშნდელივით ზედაპირული, ვინმესთვის დასანახი ან ა.შ. მიხვდა რომ აქ არ იყვნენ ჟურნალისტები და ამ კოცნის შესახებაც ვერავინ გაიგებდა, მაგრამ არ შეეძლო ასე გაეგრძელებინა. დემეტრე მალე მოწყდა ქეთას ტუჩებს, ქეთა მოერია მაგრამ არ აღიარა, შუბლზე აკოცა და ჩაიხუტა. -დაიმახსოვრე რომ ჩემთან ყოფნის დროს არასოდეს შეგეშინდეს. -მარტო ეს არ არის მთავარი დემეტრე. შენ მთხოვ რომ ვიცხოვრო უგრძნობლად და შავ-თეთრად. -ჩშშ. -ანერვიულებული ქეთა გულზე მიიკრო და თვალები მაგრად მოჭუტა რომ თვითონაც არ ატირებულიყო. ყველაზე რთული იყო ასე ახლოს და ასე შორს ყოფილიყო ქეთასგან. სახლში მივიდნენ და ქეთა მაშინვე დაწვა, მთელი ღამე ტიროდა. ამდენი გაურკვეველი კითხვა და ამდენი ემოცია არაფრის საშუალებას არ აძლევდა. ძალაგამოცლილს ჩაეძინა. დილით რომ ადგა ეცადა ისე ჩაეცვა როგორც დემეტრეს მოეწონებოდა. შარვალზე თბილი ჯემპრი გადაიცვა, ქურთუკი და თბილი ფეხსაცმელები ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. არ ეგონა დემეტრე თუ გაღვიძებული დახვდებოდა. -ეს უკვე კარგია. ასე თუ ივლი ნაკლებად გავბრაზდები. -გამეღიმა. მასაც უკვე ეცვა, ოფიციალურად. -შენ ჯინსები უფრო გიხდება. -მადლობა. მე წაგიყვან უნივერსიტეტში. -არა იყოს, ჩემით. -ქეთა, გთხოვ... არ გინდა წინააღმდეგობები. აღარ შევწინააღმდეგებივარ მანქანაში ჩუმად ჩავჯექი და კონსპექტები ამოვიღე -მანქანაში ვის სიმღერებს უსმენ ხოლმე? -barry white-ს. მაგნიტოფონი ჩართო და სასურველი მუსიკებიც მაშინვე მიწვდა ჩემ გონებას. უნივერსიტეთან რომ გაჩერდა მივხვდი რამდენის მზერა დაიჭერდა ამ ფაქტს. -ჯობდა ტაქსით მოვსულიყავი, მთელი უნივერსიტეტი ჩემზე ილაპარაკებს -იმედია დაიკიდებ და მთელ უნივერსიტეტს არ დამახოცინებ. -ვეცდები. -რომელზე გამოგიარო? -შენ სამსახურში არ მიდიხარ? უნივერსიტეტის მერე ანანოსთან უნდა გავიარო. -კაი. საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ. მანქანიდან ჩამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე. სანამ უნივერსიტეტში შევიდოდი არ წასულა, როგორც კი შენობაში შევედი ისიც გაქრა. ბიჭების საპირფარეშოსთან უნდა ჩამევლო ჩემი ძმის ხმა რომ გავიგონე და გავჩერდი. ვიღაცას ელაპარაკებოდა -ხოდა აი მაგიტო რაა, ის გოგო რო გავაუპატიურე მაგიტო მოყავს ავალიანს ჩემი და ცოლად რო ქეთას არ მოხვდეს. -რას ქვია არ მოხვდეს? -აუ არ იცი მაფიაში როგორც ხდება? სამაგიეროს მე კი არა ქეთას გადაუხდიან და მთელ სიცოცხლეს დაუნგრევენ. მაგრად ვიგრუზები მაგაზე რო ვფიქრობ -საზღვარგარეთ რო გაუშვათ? -გაგიჟდი? დაგვწვავენ -იმედია ეხლა მაინც შეეშვები წამალს. ეს რო გავიგე თვალები დამეძაბა და ლამის გადმომცვივდა, ტვინში სისხლი ჩამექცა, უნივერსიტეტიდან გაგიჟებული გამოვვარდი და შემოსასვლელთან ვიყავი ვიღაც რომ დამედევნა -ქალბატონო ქეთევან! -შეტრიალებულს დაცვის ბიჭი დამხვდა. აღარ გამკვირვებია მისი დანახვა მაგრამ მაინც ვკითხე -რატომ ხართ აქ? -იმიტომ რომ ასე მიბრძანეს! -დემეტრემ არა? შეგიძლია მასთან მიმიყვანო სამსახურში? -დიახ! მანქანაში რომ ვისხედით დემეტრეს დაურეკა და უთხრა ქეთა მომყავსო. მთელი გზა ვტიროდი, თავი ვერ მოვთოკე, არც კი შემეძლო. უკვე ყველაფრის მეშინოდა, ყველა იმ ხისაც კი რომელსაც ფოთლები ცვიოდა. ოფისში ისე შევვარდი არაფერი მიკითხავს, დაცვის დახმარებით მისი კაბინეტისკენ წავედი და შესულმა კარი ცხვირწინ მივუჯახე -რანაირად იქცევი, რა გჭირს? -დემეტრე გაცოფებული წამოხტა სკამიდან. -ყველაფერი ვიცი დემეტრე! ყველაფერი! -თავი კიდევ ერთხელ ვეღარ შევიკავე და წელზე ისე მაგრად მოვხვიე ხელები, მეგონა გადამრჩენელ თოკს ვეჭიდებოდი, მერე მისი ხელებიც ვიგრძენი ზურგზე, მისი ტუჩები თმაზე... -მეშინია დემეტრე! ყველას მეშინია. -ჩემიც? -არ ვიცი... აღარაფერი აღარ ვიცი... რა უნდა ვქნა, ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაც დამესხას თავს... ან კიდევ.... -უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო თან დემეტრემ გააჩუმა მეორედ ეგ აღარ გაიმეორო შენ გვერდით როცა ვარ მაგაზე არ იფიქროო. დემეტრე აძლევდა ძალას თავი ენუგეშებინა, მაგრამ მისი მოჩვენებითი სითბო მაინც გულს უკლავდა და ანადგურებდა. -არ გიყვარვარ! მე კიდე ლამის მოვკვდე ისე ვარ! გეცოდები და იმიტომაც ხარ ახლაც ასე. არაფერი მინდა. საერთოდ არაფერი. ქეთა თავს ვეღარ აკონტროლებდა ისე ისროდა სიტყვებს აქეთ-იქეთ და ეს განსაკუთრებით აღიზიანებდა დემეტრეს, მაგრამ ეცადა არაფერი ეთქვა. სახე თავისი პერანგით მოწმინდა, დაამშვიდა და მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. თიკასთან მიიყვანა და უთხრა ყველაზე მაგრად დაგამშვიდებს თიკაო. ქეთაც უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან და თიკასთან ავიდა. როგორ არ ეცადა თიკა მის დამშვიდებას, მაგრამ ვერაფერი შეძლო. მისი ტკივილის და შიშის გააზრებისთანავე ბურძგლავდა. -წამო რომელიმე ბარში და დავლიოთ. -რა? -ასლუკუნებულმა კითხა თიკას. -ხო, ეგ ყველაზე მაგრად გიშველის ეხლა. -დემეტრე თავს გაიგიჟებს. -არ ვუთხრათ. დაცვას არ დატოვებდა რადგან დაგპირდა მე მოგაკითხავო, ჩემი მანქანით წავიდეთ და მოვიდეთ. -კაი. აბაზანაში შევედი, სახე მოვიწესრიგე და თიკასთან ერთად ბარში წავედი. პირველი ჭიქა ისეთი იმედის მომცემი იყო რომ მეგონა რამდენიმეც და სულ მთლად დამავიწყდებოდა ჩემი ცხოვრება. ასეც აღმოჩნდა, რამდენიმე ჭიქის მერე ემოციურ ფონთან ერთად გავითიშე და ძლივს მოვასწარი აბაზანაში შესვლა რომ გული არ ამრეოდა. იქ ისეთი სიტუაცია დამხვდა უარესად გავხდი. ამაზრზენმა სანახაობამ და სიტუაციამ სულ მთლად გადამრია და გამაგიჟა. წესიერად ვერ დავდიოდი, მახსოვს ვიღაც გოგომ როგორ შემომთავაზა პლანის მოწევა, მაგრამ გარეთ გამოსვლა მოვასწარი, აშკარად ვგრძნობდი რომ ძალა აღარ მყოფნიდა და ცუდად ვიყავი, მაგრამ დანებებაც არ მინდოდა. ვიღაცის ნაცნობი ხმა რომ გავიგონე იმედი მომეცა და კედელს დავეყრდენი. -ქეთა?! რა დღეში ხარ?! -ლევანის ამჟღვრეული სახე რომ დავინახე შემეშინდა. წელზე რომ მისი ხელები ვიგრძენი, ვეცადე შევწინააღმდეგებოდი მაგრამ არაფერი გამომივიდა. -გადი ლევან! -გაჩერდი, ხომ ხედავ წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ გაქვს! -ხელებს მთელ სხეულზე მიფათურებდა და მეც უშედეგოდ ვითხოვდი დახმარებას, ვცდილობდი მომეშორებინა მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მთელ ხმაზე გავკიდოი როგორც თუ შემეძლო და საბოლოოდ იმასაც მივაღწიე რომ ჩემი ხმა თიკას გავაგონე. ბარში სიტუაცია არეული იყო. თიკა გაცხოველებული მივარდა ლევანს და ზურგზე მოახტა მაგრამ ლევანმა მოიქნია და ძირს დააბერტყა. ტკივილისგან ძლივს მოახერხა მობილურის ამოღება და დემეტრესთან დარეკვა. ლევანი უკვე მანქანაში სვამდა გათიშულ ქეთას, რამდენიმე დაცვა და დემეტრე რომ გადმოვარდა ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან. დემეტრე ლევანს ეცა და კისერში წვდა. -მოგკლავ შე ნაბი*ვარო. იმედია მოგისწარი და არაფერი მომხდარა თორე ცოცხალი ვერ გადამირჩები. -ხელები ჩაწიე. -კისერში ხელწაჭერილი ლევანი ტყუილად ითხოვდა ხელების ჩაწევას. -თემურის ცხვირსახოცი გახდი არა? მითხარი! -მუშტი მუცელში ძლიერად ჩაარტყა და მერე წიხლიც მიაყოლა, ალბათ ცხვირ პირს გაუერთიანებდა დაცვას რომ არ გაეშველებინა. ქეთა უკვე ჩაესვათ მანქანაში, დემეტრე გაცხოველებული დაჯდა საჭესთან და ბიჭებს თიკას მიყვანა დაავალა. რაღაცებს ბუტბუტებდა ქეთა, მაგრამ არაფერი ესმოდა. ძლივს აიყვანა მეორე სართულზე და საწოლზე დააწვინა, საბანი გადააფარა და თვითონ სადღაც გავიდა. * * * -გაგა ჩქარა შემხვდი რა სადმე... გაგა, ალექსანდრე და დემეტრე თემურთან შესახვედრად წავიდნენ. დემეტრე ისე იყო გაცხარებული ბიჭები რომ არა თემურსაც მუხლებზე გადაიმტვრევდა, ეს ფაქტი კი ყველაზე ნაკლებად მოეწონა თემურს. -დემეტრე! ნუ მაიძულებ შენც ზედ მიგაყოლო. -*რაკს ნუ მიქიცინებთ და ნურც მე გამოგყავართ წყობიდან თორემ იცით მე თუ რამე დამიშავდა ან ქეთას რითიც დამთავრდება ყველაფერი. შენი ერთჯერადი სალფეთქები კიდე საკუთარ ადგილას მოსვი. ისე გამოვარდა მეტი აღარაფერი უთქვამს და ბიჭებთან ერთად სახლში წავიდა. მთელი ღამე ქვემოთ ისხნდენ და ლაპარაკობდნენ. დილით ალექსანდრეც წავიდა და გაგაც. დემეტრე მარტო დარჩა და ოთახში დასაძინებლად ავიდა, უკვე რამდენი ხანი იყო წესიერად არ ეძინა. ქეთას რომ გამოეღვიძა თავი საშინლად ტკიოდა. ძლივს აიზლაზნა და ეცადა ყველაფერი გაეხსენებინა, მაგრამ ვერ შეძლო. სააბაზანოში შევიდა. გადაივლო და ტანსაცმელი ჩაიცვა. ქვემოთ ჩავიდა და თეას თავის ტკივილის წამალი გამოართვა, მერე დემეტრეზე კითხა და რომ უთხრა ოთახშიაო, ისევ ზემოთ დაბრუნდა. დიდხანს ყოყმანობდა შესვლაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც დააკაკუნა, ხმა რომ არავინ გასცა ეგონა უკვე წავიდაო და ცნობისმოყვარეობის გამო შიგნით. სუნთქვის ხმა რომ გაიგონა ცივმა ოფლმა დაასხა, უკან მოტრიალებულს საწოლზე გაშოტილი დემეტრე დახვდა და გასვლას აპირებდა რომ შეიშმუშნა. -ქვემოთ ჩადი და დამელოდე. უნდა ვილაპარაკოთ. ქეთა პატარა ბავშვივით აჟიტირებული ჩავიდა ქვემოთ და მოთმინებით დაელოდა დემეტრეს. დემეტრე დიდი შემართებით დაეშვა ქვემოთ და ჯერ სამზარეულოში შეიარა, ჭიქით წვენი აიღო და მისაღებში გავიდა. -ჩემ ოთახში რას აკეთებდი? -მეც მინდოდა დაგლაპარაკებოდი. -გახსოვს მაინც გუშინ რა გააკეთე? -რა გავაკეთე? -არაფერი გახსოვს? -საერთოდ. -ამდენი როგორ დალიე რომ არაფერი გახსოვს? -დალევის ხსნებეაზე მაშინვე გამახსენდა რაღაც ფაქტები და სახე მეცვალა. თვალები გამიფართოვდა და ეს დემეტრემაც შენიშნა. -გახოვს რაიმე? -ლევანი...- ხმის კანკალით ამოვილუღლუღე და მალევე გავიგონე კედელზე დამსხვრეული მინის ჭიქა რომელიც მანამდე ხელში ეჭირა. -არ ვიცი რა მოხდა... მართლა არ ვიცი... -დემეტრე წინ და უკან აქოშინებული დადიოდა და იგინებოდა. -თითი თუ დაგაკარა, არ გაბედო და ხმა არ ამოიღო თორემ აქვე დაგახრჩობ და მერე იმასაც ზედ მიგაყოლებ. იმდენად ვიყავი ანერვიულებული არაფრის თავი აღარ მქონდა, ძლიერმა შოკმა იმოქმედა და გული წამივიდა. * * * გახევებული ედგა დემეტრე თავზე და ღმერთს მის გამოფხიზლებას ეხვეწებოდა, მხოლოდ ნიშადურმა უშველა, რომ გამოფხიზლდა თეა თავზე დააყენა და თვითონ სადღაც გავიდა. ჯერ ქეთას შუბლზე აკოცა, არ ინერვიულო მალე მოვალო უთხრა და სიონში წავიდა. თავის მამაოსთან... * * * ეს ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც მუხლის მოდრეკაც, თავის დაწევაც და ბოდიშის მოხდაც შეეძლო, სადაც წყობიდან ვერავის და ვერაფერს ვერ გამოყავდა. მამაო და დემეტრე ეკლესიის უკან გავიდნენ და ლაპარაკობნდნენ. დემეტრემ ყველაფერი მოუყვა შექმნილი ვითარების შესახებ მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. -ქეთევანი უნდა გადაარჩინო. -ვცდილობ მამაო მაგრამ არ მაძლევს საშუალებას, ყველაფერს ისე აკეთებს რომ მე არ მომეწონოს. -მომიყვანე, მინდა დაველაპარაკო. მაინტერესებს როგორი ადამიანია. -საუკეთესოა მამაო. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, გონია რომ არ მიყვარს მაგრამ თავის გრძნობებს ისე სცემს პატივს და ისე უფრთხილდება რომ გაგაგიჟებთ. ასეთს არავის შევხვედრივარ, მაგრამ არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ერთხელ მაინც არ მომეშალოს ნერვები და არ გამომიყვანოს მწყობრიდან. -მამაოს ღიმილი ყველაფრის პასუხი იყო, ისე იმოქმედა ამ სათნო ღიმილმა დემეტრეზე რომ ვეღარაფერი თქვა, თავი დაალოცვინა და სახლში წავიდა. ქეთა უკვე ფეხზე იდგა ამიტომ შეეძლო ნორმალურად დალაპარაკებოდა. -თითი დაგაკარა? -არა! -მისმინე ქეთა, -ქეთას სახე ხელებში მოიქცია და წყლიან თვალებში ჩახედა, -მე უნდა დამიჯერო, რო გეუბნები არსად უნდა წახვიდე თქო უნდა დამიჯერო თორემ ხომ ხედავ, თიკას რო არ დაერეკა ვინ იცის რა მოხდებოდა. ხო დამიჯერებ? -ქეთამ თავი დაუქნია და მკერდზე მიეხუტა. უჭირდა დემეტრეს ამის გაძლება, უნდოდა მასაც ეგრძნობინებინა იგივე მაგრამ არ შეეძლო. ჯერ ვერ გატეხა ის ქვა რომელიც გარსს ეკრა, მომავლის შეეშინდა და ამიტომაც დაიხია უკან. -დამშვიდდი ქეთო, აღარ ინერვიულო! -ასე პირველად მიმართა ქეთას და ამას ქეთაც მიხვდა, გული აუჩქარდა, ანერვიულდა და უნდოდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო ასე მკერდზე მიკრული, მშვიდად, მაგრამ დემეტრემ არ აცალა. -თუ გინდა ხვალ ჩემ მამაოსთან წაგიყვან. -მინდა. ახლა იცი სად წავიდეთ? -სად? -მოხუცებთან... -დემეტრეს გაეღიმა, ქეთა მანქანაში ჩასვა და წავიდნენ. უამრავი ტკბილეული და ტანსაცმელი იყიდეს, მთელი დღე მათთან ერთად იყვნენ. ქეთა სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა მოხუცებთან, რომელთაც უკვე კარგა ხანია ფანჯრებს მიღმა აღარაფერი ენახათ. მათი შემხედვარე გრძნობდა რომ ამაზე უარესიც შეიძლება მომხდარიყო. საღამოს რომ სახლში ბრუნდებოდნენ დემეტრემ მანქანა შუა გზაში გააჩერა და ქეთას გადმოსვლა თხოვა. ქეთაც უსიტყვოდ დაემორჩილა და უკან გაყვა. რამდენიმე წამში იქ აღმოჩნდნენ საიდანაც მთელი თბილისის, უკლებლივ ყველა კუთხე-კუნჭული ხელის გულივით მოჩანდა. -რა ლამაზია! -ქეთამ ემოციები ვერ მოთოკა და გულწრფელი კმაყოფილება გამოხატა. იმ წამს მობილურმაც დარეკა და სანამ დემეტრემ არ უთხრა გირეკავენო აზრზე ვერ მოვიდა. ლევანი ურეკავდა, აღელდა და ამას დემეტრეც მიუხვდა. -ლევანია? -კი. არ ვუპასუხებ. -უპასუხებ! და დაელაპარაკები კიდეც. -რატომ? -უპასუხე. ყურმილი ავიღე და ძლივს ამოვიღე ხმა. -რა გინდა? -შენთან ყოფნა. -მაგაზე მაშინ გეფიქრა. -მე სულ ვფიქრობდი. -მე არ მინდა შენთან. -რას ნიშნავს არ გინდა? -აღარ მიყვარხარ. -დემეტრეს გულში რაღაცამ გაკრა მაგრამ ხმა არ ამოუღია. ქეთამ ყურმილი დაკიდა და ღრმად ჩაისუნთქა. -ახლა რომც მომკლან არ მადარდებს. -თამამი გოგო მყავხარ! * * * ცხოვრებაში არის მომენტი როცა შეგრძნება რომ ვიღაცის რაღაცას იყოფ სასიამოვნოა და შენია. ქეთასაც ის ფაქტი რომ დემეტრეს ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ გახდა სიცოცხლეს უფერადებდა! * * * ბევრ რამეზე ილაპარაკეს, ხვალ დილით ეკლესიაში წასვლაზეც შეთანხმდნენ და საბოლოოდ ამინდის გამო ისევ მანქანაში დაბრუნდნენ. ქეთამ ხელი ფეხზე დაადო და მადლობის ნიშნად ძალაუნებურად კისერში აკოცა. დემეტრეს ჟრუანტელმა დაუარა და წამით მოკვდა კიდეც -აღარასდროს გაიმეორო. -შენ ხომ მთხოვე ჩემი ნუ გეშინიაო? -მერე? -შენ რატომ გეშინია ჩემი, როგორც კი გეხები მაშინვე ფორიაქდები და გარბიხარ. სუ თავს იძვრენ, რატო მარიდებ თავს -ქეთა გეყოფა... -ისევ ნერვები უნდა მოგეშალოს? არ ვნერვიულობ, შენი არ მეშინია, ვიცი რომ მე ვერ გადამაბიჯებ და არაფერს დამიშავებ, რასაც ვგრძნობ რომ არ ვთქვა ალბათ დავიხრჩობი. -არ გინდა... -რატომ? იმიტომ რომ ჩემი გეშინია? არ ვარ ასეთი საშიში, ნუ ნერვიულობ! დემეტრეს აღარაფერი უპასუხია, სახლში რომ შევიდნენ ქეთა ქურთუკზე დაეკიდა და მისკენ მოატრიალა. -ქეთა ვერ მოგერევი... -უკვე გვიანი იყო. ხარბად დააცხრა მის ცხელ ტუჩებს და მთლიანად მასში ჩაიძირა. მისი კანის სინაზე რომ შეიგრძნო ეგონა ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადიოდა მაგრამ უკვე ვეღარ ნებდებოდა. ქეთამ მიაღწია საწადელს და ის რაც ამდენი ხანი წვავდა და შიგნიდან ჭამდა ძლივს მოარჯულა... -მიყვარხარ! -ამ სიტყვამ ყველაფერი გაუნათა, არ შეეძლო მოპყრობდა ასე ქალს რომელიც ასე გულწრფელად იბრალებდა მის სიყვარულს, არ შეეძლო ასე მარტივად გადაედგა ეს ნაბიჯი და მერე მთელი ცხოვრება ენანა. წელზე შეცურებული ხელი ელვის სისწრაფით გამოაძვრინა და მის ტუჩებსაც დიდი სირთულით მოწყდა -ნუ მიწვევ! და ეგ სიტყვა ეცადე აღარ გაიმეორო. გაცეცხლებული წავიდა მეორე სართულზე და ქეთა ქვემოთ დატოვა. ზემოთ აღარ ასულა, სამზარეულოში შევიდა. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და მაგიდაზე დააბრეხვა, კინაღამ გატეხა მინის მაგიდა. მთელი ბოთლი ერთ ყლუპად ჩაცალა და გაბრაზებული მანქანის გასაღებს ეცა, გარეთ რომ გავიდა კარი მიიჯახა და მანქანაში ჩაჯდა. ხმაურზე თეა წამოდგა მაგრამ ქეთა უკვე მანქანაში იჯდა. დაცვის წევრი სანამ აზრზე მოვიდა რა ხდებოდა ქეთამ მანქანა დაძრა და ადგილს მოწყდა. ხმაზე რა თქმა უნდა დემეტრეც გამოვარდა მაგრამ უკვე გვიანი იყო. დაცვას მაშინვე უბრძანა უკან დადევნებოდა და თვითონ სანამ მეორე მანქანის გასაღები მოძებნა ამასობაში დაცვა ქეთას წამოეწია. ქეთამ მოახლოების საფრთხე რომ იგრძნო გაზს ფეხი მაგრად დააჭირა და უფრო უმატა სიჩქარეს. დემეტრეც მალევე წამოეწია ქეთას მანქანას, მაგრამ ქეთა არ ცხრებოდა და სიჩქარეს უფროდაუფრო უმატებდა. დაცვამ დემეტრეს მანქანას ხაზი ავტომატურად გაუაქტიურა და ქეთას უთხრა -გააჩერეთ მანქანა. -შემეშვით! -მთელი ღამე ხომ არ შეგეჯიბრებით! გააჩერეთ მანქანა! ქეთამ უფრო მაგრად დააჭირა გაზს ფეხი და საგრძნობლად წინ წავიდა. დემეტრემ მობილურზე დაურეკა მაგრამ ქეთა ყურმილს არ იღებდა, თვითონაც სწრაფად წავიდა წინ და მალე დაცვის მანქანასაც წამოეწია, თავისი ხაზით დაცვის ბიჭებს გამოელაპარაკა -ბატონო დემეტრე! არ იხევს უკან! -მე დავრეკავ კარგი. მერე ავტომატურად ქეთასთან ჩართო ხაზი და ისე ჩაუყვირა ქეთას შეეშინდა კიდეც -მანქანა გააჩერე თორე არ ვიცი რას ვიზამ! -არ გავაჩერებ! -ხო არ გაგიჟდი გააჩერე-მეთქი. ნუ მაიძულებ საშინელებები გავაკეთო ამ შუა ღამით. -თქვენ თვითონ დაბრუნდით უკან თორემ ხეს შევასკდები. -რას იზამ გოგო? გააჩერე ჩქარა მანქანა. ქეთას ხმა აღარ ამოუღია, დემეტრე მწყობრიდან გამოვიდა და გაზს ისე მაგრად დააჭირა ფეხი წამშივე გაჩნდა ქეთას მანქანის წინ, ჯერ შეხედა ღვედი თუ ეკეთა და რამდენიმე წამში უცბად დაამუხრუჭა. საბედნიეროდ ქეთამაც მოასწრო დამუხრუჭება თორემ აუცილებლად შეასკდებოდა. დემეტრეს კი გეგმაში სწორედ ეგ ქონდა. მაშინვე გადმოვარდა მანქანიდან დემეტრე და დაცვას ხელების გადაჯვარედინებით ანიშნა წასვლა. ქეთას მანქანის კარი გააღო და ძლივს შენარჩუნებული მშვიდი ტონით უთხრა -გადმოდი! -არა. -ყველაფერს ისე როგორ აკეთებ რომ... -ღვედი უცებ შეხსნა და ქეთა მანქანიდან ძალით გადმოათრია. -რა დღეში ხარ გოგო, რეებს აკეთებ? ხომ ვთქვით რომ სხვანაირად ვიცხოვრებდით. -რა გინდა დემეტრე რა? რატომ ხარ ასეთი, ერთ დღეს მგონია რომ რაღაც იცვლება, მეორე დღეს კი ისე იქცევი სიკვდილი მინდა. არ ხარ ვალდებული რომ მე შემეწირო და ამას მაინც აკეთებ. არ გიყვარვარ, ვალდებული არ ხარ და მაინც აკეთებ ამას. რატომ? რისთვის? -იმიტომ რომ... -პირი დახურა და ქეთა მეორე მხარეს დასვა მანქანაში. თვითონ საჭეს მიუჯდა და სახლში დაბრუნდნენ. -ძილი ნებისა. -უთხრა ოთახთან მისულს დემეტრემ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ შემოტრიალებულიყო და არ ჩახუტებოდა. -ხვალ რომელიღაც შოუში მივდივართ და 4 საათისთვის წავალთ. -ქეთა უპასუხოდ შევიდა ოთახში და დაიძინა. დილას რომ ადგა დემეტრე სახლში არ დახვდა, მთელი სახლი თითქოს დაცარიელებულიყო, უნდოდა ბოლო ხმაზე ეკვლა რომ მონატრებას არ მოეკლა მაგრამ ამის ძალაც არ ქონდა. მხოლოდ ჩაი დალია და ისევ დაწვა. შუა დღით თეამ გააღვიძა, დემეტრე გირეკავდა და რო ვერ დაგირეკა მე გამაფრთხილა 1 საათში მზად იყოსო. გადავივლე, თმა გავიმშრალე და საკმაოდ გამომწვევი მოკლე ლურჯი, ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი. ვიცოდი ამით ცეცხლზე ნავთს დავასხამდი მაგრამ თუ თამაში უნდოდა მეც უნდა მეთამაშა. მართალიც აღმოვჩნდი, დამინახა თუ არა სახე აელეწა. სახლში ვეღარ დამაბრუნა გვაგვიანდებოდა. -იცოდე ეს ბოლოა ასეთ ჩაცმულს რომ გხედავ. -სავარძელში რომ ჩავჯექი უფრო ამეწია კაბა და ამაზე სულ გადაირია. -გინდა რომ მთელი სტუდია მოვკლა ხო? -რა შუაშია ეგ? -აბა რაარის ეს რანაირი კაბა გაცვია, ყველაფერი გიჩანს. სულ რო ტომარა გეცვას იცი რო მაინც ყველა შენ გიყურებს და ეხლა კიდევ... მოკლედ არ ეშვები ჩემ გაბრაზებას. -მეორეჯერ გეუბნები რომ უფრო გრძელი არაფერი არ გამაჩნია. -გამაგიჟებ. მეტი აღარაფერი მითქვამს. რომელიღაც მაღალ შენობასთან გავჩერდით და ჩამოსვლისთანავე დაგვესივნენ ჟურნალისტები, მაგრამ მალევე შევედით შენობაში და ისინიც გაქრნენ. მთელი ჩაწერის განმავლობაში მოუსვენრად ვიყავი და მაღიზიანებდა ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა რომელიც სიყალბის პიკზე იყო. -და ქორწილი როდის იქნება? -ამ კითხვამ ისეთი სისწრაფით დამაბერტყა მიწაზე რომ მეგონა თავი გამისკდებოდა. -აქამდე არ გვინდოდა საქვეყნოდ გაცხადება მაგრამ, 10 დღეში. -ფერი მაშინვე მეცვალა, მაგრამ არაფერი შემტყობია, მაკიაჟმა კარგად დამიცვა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და გავიღიმე. ნახევარ საათში სტუდია რომ დავტოვეთ და მანქანაში ჩავსხედით ძლივს ამოვიღე ხმა -რა მოხდება 10 დღეში? -ხელს მოვაწერთ. ისეთი დამაინტრიგებელი იყო ეს სიტყვები, მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ისიც კი მიკვირდა რომ 10 დღეში ოფიციალურად გავხდებოდი მისი ცოლი, მაგრამ სინამდვილე საფეთქლებს მწვავდა და თავს მატკიებდა. რა აზრი ქონდა სტატუსს როცა ვიცოდი რომ არაფერი შეიცვლებოდა, პირიქით უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრებოდა და უფრო დიდხანს დავიტანჯებოდი იმის გამო რომ კაცი რომელიც მიყვარს და რომლის ცოლიც ვარ, ჩემთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს და არ მიკარებს. რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელება. -ეკლესიაში არ მიგყავარ? -რამდენიმე წუთის წინ ამბობდი ჯვარს პატივს ვცემო და ასე გინდა ეკლესიაში მისვლა? -უნდოდა გავჩუმებულიყავი და თავი გამარჯვებულად ეგრძნო მაგრამ ამის გამოსწორება არ გამჭირვებია. უკან დაგდებული ჟაკეტი მოვიცვი და კაბა ისე ჩამოვწიე რომ მუხლამდე მომწვდომოდა. -ასე ხომ შეიძლება მისვლა? ხოდა მიმიყვანე. -კარგი. დაახლოებით 20 წუთში სიონში მივედით და დემეტრეს გარეთ დაველოდე. მამაო რომ გამოვიდა მაშინვე დამლოცა და დემეტრეს ჩვენი მარტო დატოვება თხოვა. მხარზე ხელი გადამისვა და წინ წავიდა, მეც რა თქმა უნდა გავყევი და მისი თბილი ხმა რომ გავიგონე ენა გადავყლაპე. -ქეთევან, შვილო... ის რაც შენ თავს ხდება, არ არის ხელწამოსაკრავი თემა... მგონი ჩემზე უკეთ იცი რომ ყველგან და ყოველთვის განსაცდელში ხარ და შეიძლება ნებისმიერ წამს რაიმე უბედურება მოხდეს... დემეტრე დიდი ადამიანია, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ დამიჯერე ის რაც მასზე შენ იცი მხოლოდ ის არის რასაც შენი თვალები ხედავენ. სულით უნდა გაიცნო და მერე გააკეთო დასკვნები. დამიჯერე მშვენივრად ვიცნობ დემეტრეს და სწორ რჩევას გაძლევ... -მესმის მამაო, მაგრამ იცით რას აკეთებს? ყველაფერზე ბრაზდება, იმაზეც კი რაც ჩემდა უნებურად ხდება. როცა არაფერ შუაში ვარ მაშინაც კი... ყოველთვის ნერვები ეშლება და ცეცხლდება. უკვე მივეჩვიე მის სიფიცხეს მაგრამ ვერასდროს ვერ ვაკეთებ იმას რაც მას უნდა. სულ მის საწინააღმდეგოდ ვიქცევი. ყოველ შემთხვევაში თვითონ თვლის ასე. არ მეგონა ლევანის მერე თუ ასე ვინმე შემიყვარდებოდა, ან საერთოდაც ლევანის მიმართ თუ ზიზღს ვიგრძნობდი, მაგრამ აი ხომ ხედავთ ისე ვარ შეყვარებული რომ ვეღარც კი ვკაპასობ და ვეღარც ვეწინააღმდეგები. -მესმის შენი ქეთევან. -დარწმუნებული ვარ რომ ვერ გამიგებთ....ის რაც ჩემთავს ხდება ძნელია ვინმეს ესმოდეს. -დამიჯერე მესმის. დაბადებიდან ანაფორას კი არ ვატარებ... ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ამასობაში ეკლესიისთვის წრეც დაგვერტყა, მამაომ დემეტრეს დაუძახა და ახლა მას თხოვა გაყოლა. -დამელოდე, არ წახვიდე არსად. -კარგი. თვალს რომ მიეფარნენ მაშინვე სანაყინეში გავიქეცი და ორი ნაყინი ვიყიდე, მერე ისევ ეკლესიასთან დავბრუნდი და მანქანას მივეყრდენი. მალევე დავინახე მანქანისკენ მომავალი დემეტრე და გული ისე ამიჩქარდა მეგონა ამომივარდებოდა.ნაყინით რომ დამინახა გაეცინა და მისთვის გაწვდილი ნაყინით ცხვირი მომითხუპნა. -რას აკეთებ? მე საჭმელად გიყიდე. -ისეთი ისტერიული სიცილი ატეხა ვეღარ გავაჩერე და ჩემი მოთხვრილი ცხვირიც მის ჟაკეტს შევაწმინდე რომელიც მეცვა. -ე-ე რას აკეთებ? -ცხვირს ვიწმენდ! დემეტრე მაინც ვერ ჩერდებოდა, მერე ჩაჯექიო მითხრა და სახლისკენ მივდიოდით ვიღაცამ რომ დაურეკა. -არ ვიცი.... თუ ვერ მოვედი არ გეწყინოთ რა... არ ვიცი ქეთას თუ ეცლება... ვნახოთ სალო ვნახოთ... ყურმილი დაკიდა და ჩემკენ შემოტრიალდა -წამოხვალ საღამოს ჩემთან ერთად? -კი. ისევ გაეცინა. -იქნებ და სად მიმყავხარ... -შენ ხო მითხარი რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო. -როცა არჩევანის საშუალებას გაძლევ ესე იგი შეგიძლია გააკეთო ის რაც უკეთესად მიგაჩნია. -ხოდა მე მინდა წამოსვლა. -ეჰ, ქეთევან, ქეთევან. მაღაზიაში გამატარა შედარებით გრძელი კაბა მაყიდინა საღამოსთვის, მერე ანანოსთან დამტოვა და ვთხოვე საღამოს აქვე გამოევლო. ანანოს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ისიც დიდი აღფრთოვანებით უკეთებდა ყველაფერს კომენტარს. -ცოტა ფსიხია ხო? -ეჭვიანია... ამბობს რო არ ვაინტერესებ, მაგრამ ხო იცი არ არი ჩემი გაძლება ადვილი, როგორც კი მოკლეს ჩავიცვამ მაშინვე ცეცხლდება. ლევანს თვითონაც რო ახსენებს მაშინაც ნერვები ეშლება. იცი რა სხვანაირია? მამაოს ველაპარაკე დღეს... ძალიან რთული ხასიათი აქვს მაგრამ სხვანაირიაო... -თუ შემოაკვდი ამასობაში სხვანაირობას რაღა აზრი ექნება. -თითსაც ვერ დამაკარებს... დარწმუნებული ვარ... -შეყვარებული ხარ ქეთა! ყურებამდე! -100%-ით. საღამოს დამირეკა მალე გამოგივლიო და მეც წასასვლელად მოვემზადე. ქვემოთ რომ ჩავედი და მანქანაში ჩავჯექი თვალები შუბლზე აუვიდა -იდეალური ხარ! -ვერ ვხვდები ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს! -დღეს კარგი სტარტი გვქონდა და ჩხუბით ნუ დამაგვირგვინებინებ ძალიან გთხოვ. -რომელ რესტორანში მივდივართ? -ნახავ. როგორც ყოველთვის დამაინტრიგებლად ჟღერდა მისი ბოლო სიტყვა, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით რომ მენახა მისი გემოვნების პიკი. -აქ სულ დავდიოდი... -ვიცი რესტორანი რომელიც ყველაზე პრესტიჟული იყო ქალაქში. ბედის ირონიაა, აქ ლევანთან ერთად მოვდიოდი ხოლმე და ახლა კიდევ დემეტრესთან... შიგნით რომ შევედით ჩვენკენ თიკა გამოიქცა და უამრავი ბოდიშის მოხდა დაიწყო, დემეტრემ თვალი ჩაუკრა და ჩაეხუტა. მაგიდაზე ბევრნი ისხდნენ და მივხვდი რომ უმეტესობა ჩვენ გვიყურებდა. ვეცადე ბუნებრივი ვყოფილიყავი და არაფერი შემემჩნია მაგრამ დემეტრემ გაამძაფრა სიტუაცია -გვჭირს რამე? ყველა ჩვენ რატო გვიყურებთ. -გაიცინა და მერე ყველა მეგობარს ინდივიდუალურად მიესალმა. როგორც ჩანს დემეტრეს ნახვა ყველას გაუხარდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან იკლაკნებოდა და მალე იმდენიც მოახერხა რომ გვერდით მოგვიჯდა. -როგორ ხარ დემე? -მშვენივრად, შენ? -არამიშავს. -მიხვდა რომ მისი ადგილი აღარ იყო აქ, მაგრამ ასე ადვილად ხელიდან ვერ გაუშვებდა დემეტრეს. -გემოვნება კარგი გქონია მაგრამ ხომ იცი... -ცალი წარბი მაღლა აწია და ცალყბად გაიღიმა... აქამდე ძლივს ვიკავებდი თავს რომ ხმა არ ამომეღო, მაგრამ ახლა ნამდვილად ვეღარ მოვითმინე და გვერდით ღრმად ჩაჭრილი კაბა ფეხის ფეხზე გადადებით ქვემოთ ჩამოვიგდე. მაკოს რა თქმა უნდა სახე ეცვალა, სამაგიეროდ დემეტრე გაამხიარულა ამ ფაქტმა. ხელი გადამხვია და ყურში მიჩურჩულა -დაგღუპავს ეჭვიანობა. -იცოდე არ გამაბრაზო! მაკო არ ეშვებოდა დემეტრეს და საბოლოოდ იმდენი ქნა რომ საცეკვაოდაც გაიყვანა, დემეტრემ რომ ჩემი წყლიანი თვალები დაინახა უკან დაბრუნებას აპირებდა უცებ რომელიღაცამ ხელი რომ მომკიდა და საცეკვაოდ მეც გამიყვანა. გასვლისთანავე მომღერალმა მიკროფონში რაღაც იყვირა და ჩემმა პარტნიორმაც იმედიანი თვალებით გამომხედა. -წყვილებად ვეჯიბრებით ერთმანეთს. იმედია კარგად ცეკვავ -მშვენივრად. -ხოდა მაშინ ჩვენ მოვიგებთ. -გაიღიმა და ისე მოულოდნელი დაბზიალებისგან თავ-ბრუ დამეხვა. მე და ჩემი პარტნიორი ცალკე, დემეტრე და მაკო ცალკე დადგნენ, რამდენიმე კიდევ შემოგვიერთდა. -სულ დემეტრე იმარჯვებს ხოლმე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. -დამიჯერე დღეს ვერ მოიგებს. -მომწონს შენი შემართება. პირველი რამდენიმე ილეთი მაკოს და დემეტრეს შესრულებით იმდენად გამომწვევი იყო რომ მინდოდა ორივე ნაკუწებად მექცია, მაგრამ ჩემი დროც დადგებოდა... მეწყვილესთან ერთად ნელა გავედი ცენტრში და ძლივს გახსნებული ილეთებით რამდენიმეჯერ ვიაკრობატე და მხურვალე ტაშიც დავიმსახურე. ამათ მოყვა მეორე, მესამე, მეოთხე წყვილი, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ჩვენ დაგვასახელეს და გამარჯვებულების სტატუსიც ჩვენ მოგვენიჭა. დემეტრე მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ხელი წელზე მომხვია -რაო პატარა, იეჭვიანე? -არ მეტყობა? -მეგონა თავიდან ფუტები ამომდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. საპირფარეშოში რომ შევედი რამდენიმე წამში მაკოც შემოვიდა. წითელი პომადა ამოიღო და სარკესთან ისე ახლოს მივიდა ცოტაც და წელში გადატყდებოდა -დემეტრეს უყვარს წითელი პომადა და მოკლე კაბები. -ჰო, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. -არ ავყოლილვარ, გამოვედი და კარი რომ მივაჯახე ნერვებისგან დავიჭყანე, ისევ დემეტრეს გვერდით დავჯექი და წვენი მოვსვი. მერე ბიჭები სალაპარაკოდ გვერდით რომ გავიდნენ გოგოები თავზე დამეხვივნენ და ათასი რაღაცის მოყოლა ერთდროულად დაიწყეს. სიმართლე გითხრათ არასდროს მიზივდა ასეთი ჭორიკნობა, მაგრამ დემეტრესთან დაკავშირებით მინდოდა ყველაფერი დაწვრილებით მცოდნოდა. მხარზე რომ ვიღაცის შეხება ვიგრძენი გამცრა. -ქეთა... -ლევანის ხმა მშვენივრად ირჩეოდა სხვა ხმებთა შორის. -ცოტა ხნით შეგიძლია რომ გამომყვე. -არ მინდოდა რაიმე ზედმეტი ეთქვა ამიტომ ავდექი და იქით გავედი სადაც დარწმუნებული ვიყავი ვერც დემეტრე დაგვინახავდა და ვერც გოგოები. -აქ რა გინდა? -უკვე დაგავიწყდა რო ყოველთვის აქ დავდივარ არა? -იცოდი რომ აქ ვიქნებოდი? -მე ყველაფერი ვიცი... -ხო ვერ მეტყვი საიდან? -მაპატიე მაგრამ ვერა... -უკან გამობრუნებას ვაპირებდი მკლავზე რომ ხელი მომიჭირა და მიმატრიალა -უნდა დამიბრუნდე. -ხელი გაწიე, ხომ გითხარი აღარ მიყვარხარ-მეთქი. -რას ნიშნავს აღარ გიყვარვარ, მშვენივრად იცი რომ ჩემზე მეტად არავინ გიყვარს და არც არავინ შეგიყვარდება. -ცდები.. გამიშვი ხელი... -თორემ? -10 დღეში დემეტრეს ცოლი ვხვდები, ახლა მაინც დაიჯერე რომ აღარ მიყვარხარ? შემეშვი... -ამის გაგონებაზე ლევანი ისე დაიძიაბა არ მეგონა თუ იქაურობას არ დალეწავდა. -ვერ გაყვები... -გავყვები! -ქორწილის ღამეს დაგასახიჩრებ და აღარ მოგიყვანს ცოლად. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. -შენ არ იცი მე რისი გამკეთებელი ვარ! -სკანდალს ნუ მოაწყობ ახლა, ყველა აქაა. -არ მაინტერესებს! აქედან ჩემთან ერთად წამოხვალ -შენ გიჟი ხარ ხო? -გამოვტრიალდი და წამოსვლას ვაპირებდი ისევ მკლავში რომ მწვდა და ლამის გამაფრინა რესტორნიდან. ახლა ყველაზე მეტად მინდოდა დემეტრეს თვალების დანახვა მაგრამ მივხვდი რომ განწირული ვიყავი. ტყუილად ვიქნევდი ხელ ფეხს. პირზე ხელი ამაფარა და ისე ჩამიყვანა კიბეებზე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ რესტორანში მიმავალი გაგა შეგვხვდა -ქეთა?! -ჩემი აფართხალებული სხეული რომ დაინახა ლევანს თავში თავი ისე ძლიერად დაარტყა რომ მე ხელიდან გავუვარდი, მაშინვე წამოვხტი და ხელები ავიფარე რომ ეს არ დამენახა. ლევანის მოქნეულ მუშტზე რომ დაიღრიალა გაგამ ყველა გამოცვივდა... მაშინვე დაეხვივნენ თავს და გაშველება სცადეს მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლეს. ამასობაში დემეტრე ბიჭებთან ერთად არც ისე ჩქარა ატეხილ ბუნტს მოუახლოვდა და ლევანის სახეს რომ მოკრა თვალი და გაგას ხმაც რომ გაიგონა ხალხი ერთი ხელის მოსმით გაწია და ლევანი ისე აიყვანა ხელში როგორც კნუტები აყავთ ხოლმე ზურგით, მუშტი სახეში გაარტყა და დაცვა რომ არა ალბათ ნაკუწებად აქცევდა. გაგა ბრბოდან გამოიყვანა და პიჯაკით სისხლიანი სახე მოწმინდა. -რა მოხდა? რა უნდოდა იმ ა*ვარს? -ქეთა მიყავდა სადღაც.. -ქეთა? სად არი ქეთა? -არ ვიცი ამ ნაბი*ვარს რო ვეცი არ ვიცი სად წავიდა. -მოვალ ეხლავე. დემეტრეს მოტრიალებულს ატირებული ქეთა რომ დახვდა ისე შეეცოდა ვეღარ მოითმინა და ჩაეხუტა. -არ მინდოდა... მე არ მინდოდა ჩემ გამო ასე მომხდარიყო... არ მინდოდა დამნაშავე ვყოფილიყავი... -გაგიჟდი ქეთუშ? იმ დამპალს თუ საჭირო გახდება ყოველი შენი სახელის ხსნებაზე ვცემ, შენ არ ინერვიულო მაგაზე. -გაგა თან ლაპარაკობდა და თან ტუჩიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა. -ბოდიში გაგა, თან მადლობა, შენ რო არ ყოფილიყავი... -კაი დამშვიდდი. -ასეთი თბილი დემეტრე არასოდეს ყოფილა ქეთასთან და სულ რომ მთელი ღამე ეტირა არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ ეცოდინებოდა რომ ასეთი თბილი და გულწრფელი იქნებოდა დემეტრე. -წავიდეთ სანამ გააშუქეს ყველაფერი. მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით, გაგა ჩვენთან დარჩა. * * * შემდგომი დღეები შედარებით უკონფლიქტო და მშვიდი იყო, იმიტომ რომ სახლიდან თითქმის არ გავდიოდი, მხოლოდ კაბისთვის გავედი და ისიც ერთ დღეს. დანარჩენ დღეებში შიშის გამო, სახლში ვიჯექი მაგრამ ერთი წუთითაც არ მომიწყენია. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ჩემ ძმას დავურეკე -როგორ ხარ? -არვიცი ქეთ, რა გითხრა, შენ როგორ ხარ? -არც მე ვიცი.. მშობლები როგორ არიან? -ძველებურად. -კარგი კარგად. ამდენი ნერვიულობისგან სულ მთლად გამომიშრა ცრელმები, ტირილიც აღარ შემეძლო. სამზარეულოში ჩავდიოდი დემეტრემ რო დამიძახა წამო სადმე გავიდეთო, მეც მაშინვე ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავყევი. -იცი რა მშვიდად ვარ შენ რო მოკლეებს არ იცმევ? -არადა მითხრეს გყვარებია... -გაჩერდა და გაკვირვებულმა გამომხედა. -ვინ მოგახსენა? -მაკომ. -არ მინდა რაიმე უხეშად ვთქვა, ამიტომ უპასუხოდ დავტოვებ. -სავარაუდოდ მივხვდი რისი თქმაც გინდა -ხოდა ეგ აიყვანე ეხლა კვადრატში. მანქანაში ჩავსხედით და რომელიღაც კაფეში მივედით. მალე ალექსანდრე და გაგა მოვიდნენ, ლაზღანდარობდნენ და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ, აი ასეთი იყო ნამდვილი დემეტრე. როგორიც ძმასთან და ძმაკაცთან. თავისუფალი, არაოფიციალური, გახსნილი... -აუ ქეთა შენზე გავიგე ანეკდოტებს ყვება ძალიან მაგრადო. -ყავა გადამცდა და დავახველე რომ არ დავმხრჩვალიყავი. -ეგ მე არ ვიცი და შენ საიდან იცი გაგა? -დემეტრეს აშკარად გაუკვირდა ჩემი ფარული ნიჭი. -ბიჭო ამის მეგობარი გიორგი, ჩემი კურსელი აღმოჩნდა და რაღაც ამას წინათ უცებ გავარკვიეთ რო საერთო ნაცნობები გვყოლია. -ჩემ გიორგის იცნობ? -ჩემი მეგობარია... ხოდა მოგვიყევი ეხლა რომელიმე. -არა, არა. -მაშინვე ვიუარე -კი! მიდი რაა. არც ერთი არ მომეშვა ამიტომ იძულებული გავხდი ყველაზე მეტად რომელიც მიმაჩნდა სასაცილოდ ის მომეყოლა და საბოლოოდ იმდენს მივაღწიე რომ სამივე ცრემლებით იცინოდნენ. არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო რომ არ უნდოდათ თავი უხერხულად მეგრძნო თუ რა, მაგრამ აშკარა იყო რომ ცრემლები ეღვრებოდათ. მერე კიდევ მთხოვეს მაგრამ აღარ მოვყევი და საბოლოოდ შემეშვენ, რადგან დავპირდი მერე მოგიყვებით-მეთქი. -ნერვიულობ პატარძალო? -ალექსანდრეს მოულოდნელმა კითხვამ რეტი დამასხა. -ცოტა... კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ და კაფედან გამოვდიოდით სანდროს რო დაურეკეს. -გისმენ მამა... ხო... 1 საათში მოვალთ... -რა უნდოდა? -კითხა მაშინვე დემეტრემ. -1 საათში სახლში გველოდება. თემური მოვაო... -აუ რა მო***ა ტვინი მაგ თემურმა რაა. ბოდიში ქეთა, წამომცდა. სახლში დავბრუნდით და გასვლას აპირებდნენ სანდრო და გაგა რომ გავიდა დემეტრეს ხელზე დავქაჩე -აუ ძალიან გთხოვ ახლა ტირილი არ დაიწყო და არ ინერვიულო... -დავიღალე დემეტრე! აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა, ჩემ გამო იმდენ შარში გაეხვიე, ხვალ კიდევ ხელის მოწერა.. ახალი პრობლემები დაიწყება შენ ცხოვრებაში... მოხდეს ის რაც მოსახდენია და მომიხსნი ზურგიდან... -დემეტრემ ლაპარაკის დასრულებაც აღარ აცალა, შუბლზე აკოცა უთხრა არ ინერვიულო თორემ მეც ვინერვიულებო და სახლიდან გავიდა... ________________ ვერ მომერევი (11) new yorker 4-12-2013 საღამოს დამირეკა მალე გამოგივლიო და მეც წასასვლელად მოვემზადე. ქვემოთ რომ ჩავედი და მანქანაში ჩავჯექი თვალები შუბლზე აუვიდა -იდეალური ხარ! -ვერ ვხვდები ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს! -დღეს კარგი სტარტი გვქონდა და ჩხუბით ნუ დამაგვირგვინებინებ ძალიან გთხოვ. -რომელ რესტორანში მივდივართ? -ნახავ. როგორც ყოველთვის დამაინტრიგებლად ჟღერდა მისი ბოლო სიტყვა, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით რომ მენახა მისი გემოვნების პიკი. -აქ სულ დავდიოდი... -ვიცი რესტორანი რომელიც ყველაზე პრესტიჟული იყო ქალაქში. ბედის ირონიაა, აქ ლევანთან ერთად მოვდიოდი ხოლმე და ახლა კიდევ დემეტრესთან... შიგნით რომ შევედით ჩვენკენ თიკა გამოიქცა და უამრავი ბოდიშის მოხდა დაიწყო, დემეტრემ თვალი ჩაუკრა და ჩაეხუტა. მაგიდაზე ბევრნი ისხდნენ და მივხვდი რომ უმეტესობა ჩვენ გვიყურებდა. ვეცადე ბუნებრივი ვყოფილიყავი და არაფერი შემემჩნია მაგრამ დემეტრემ გაამძაფრა სიტუაცია -გვჭირს რამე? ყველა ჩვენ რატო გვიყურებთ. -გაიცინა და მერე ყველა მეგობარს ინდივიდუალურად მიესალმა. როგორც ჩანს დემეტრეს ნახვა ყველას გაუხარდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან იკლაკნებოდა და მალე იმდენიც მოახერხა რომ გვერდით მოგვიჯდა. -როგორ ხარ დემე? -მშვენივრად, შენ? -არამიშავს. -მიხვდა რომ მისი ადგილი აღარ იყო აქ, მაგრამ ასე ადვილად ხელიდან ვერ გაუშვებდა დემეტრეს. -გემოვნება კარგი გქონია მაგრამ ხომ იცი... -ცალი წარბი მაღლა აწია და ცალყბად გაიღიმა... აქამდე ძლივს ვიკავებდი თავს რომ ხმა არ ამომეღო, მაგრამ ახლა ნამდვილად ვეღარ მოვითმინე და გვერდით ღრმად ჩაჭრილი კაბა ფეხის ფეხზე გადადებით ქვემოთ ჩამოვიგდე. მაკოს რა თქმა უნდა სახე ეცვალა, სამაგიეროდ დემეტრე გაამხიარულა ამ ფაქტმა. ხელი გადამხვია და ყურში მიჩურჩულა -დაგღუპავს ეჭვიანობა. -იცოდე არ გამაბრაზო! მაკო არ ეშვებოდა დემეტრეს და საბოლოოდ იმდენი ქნა რომ საცეკვაოდაც გაიყვანა, დემეტრემ რომ ჩემი წყლიანი თვალები დაინახა უკან დაბრუნებას აპირებდა უცებ რომელიღაცამ ხელი რომ მომკიდა და საცეკვაოდ მეც გამიყვანა. გასვლისთანავე მომღერალმა მიკროფონში რაღაც იყვირა და ჩემმა პარტნიორმაც იმედიანი თვალებით გამომხედა. -წყვილებად ვეჯიბრებით ერთმანეთს. იმედია კარგად ცეკვავ -მშვენივრად. -ხოდა მაშინ ჩვენ მოვიგებთ. -გაიღიმა და ისე მოულოდნელი დაბზიალებისგან თავ-ბრუ დამეხვა. მე და ჩემი პარტნიორი ცალკე, დემეტრე და მაკო ცალკე დადგნენ, რამდენიმე კიდევ შემოგვიერთდა. -სულ დემეტრე იმარჯვებს ხოლმე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. -დამიჯერე დღეს ვერ მოიგებს. -მომწონს შენი შემართება. პირველი რამდენიმე ილეთი მაკოს და დემეტრეს შესრულებით იმდენად გამომწვევი იყო რომ მინდოდა ორივე ნაკუწებად მექცია, მაგრამ ჩემი დროც დადგებოდა... მეწყვილესთან ერთად ნელა გავედი ცენტრში და ძლივს გახსნებული ილეთებით რამდენიმეჯერ ვიაკრობატე და მხურვალე ტაშიც დავიმსახურე. ამათ მოყვა მეორე, მესამე, მეოთხე წყვილი, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ჩვენ დაგვასახელეს და გამარჯვებულების სტატუსიც ჩვენ მოგვენიჭა. დემეტრე მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ხელი წელზე მომხვია -რაო პატარა, იეჭვიანე? -არ მეტყობა? -მეგონა თავიდან ფუტები ამომდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. საპირფარეშოში რომ შევედი რამდენიმე წამში მაკოც შემოვიდა. წითელი პომადა ამოიღო და სარკესთან ისე ახლოს მივიდა ცოტაც და წელში გადატყდებოდა -დემეტრეს უყვარს წითელი პომადა და მოკლე კაბები. -ჰო, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. -არ ავყოლილვარ, გამოვედი და კარი რომ მივაჯახე ნერვებისგან დავიჭყანე, ისევ დემეტრეს გვერდით დავჯექი და წვენი მოვსვი. მერე ბიჭები სალაპარაკოდ გვერდით რომ გავიდნენ გოგოები თავზე დამეხვივნენ და ათასი რაღაცის მოყოლა ერთდროულად დაიწყეს. სიმართლე გითხრათ არასდროს მიზივდა ასეთი ჭორიკნობა, მაგრამ დემეტრესთან დაკავშირებით მინდოდა ყველაფერი დაწვრილებით მცოდნოდა. მხარზე რომ ვიღაცის შეხება ვიგრძენი გამცრა. -ქეთა... -ლევანის ხმა მშვენივრად ირჩეოდა სხვა ხმებთა შორის. -ცოტა ხნით შეგიძლია რომ გამომყვე. -არ მინდოდა რაიმე ზედმეტი ეთქვა ამიტომ ავდექი და იქით გავედი სადაც დარწმუნებული ვიყავი ვერც დემეტრე დაგვინახავდა და ვერც გოგოები. -აქ რა გინდა? -უკვე დაგავიწყდა რო ყოველთვის აქ დავდივარ არა? -იცოდი რომ აქ ვიქნებოდი? -მე ყველაფერი ვიცი... -ხო ვერ მეტყვი საიდან? -მაპატიე მაგრამ ვერა... -უკან გამობრუნებას ვაპირებდი მკლავზე რომ ხელი მომიჭირა და მიმატრიალა -უნდა დამიბრუნდე. -ხელი გაწიე, ხომ გითხარი აღარ მიყვარხარ-მეთქი. -რას ნიშნავს აღარ გიყვარვარ, მშვენივრად იცი რომ ჩემზე მეტად არავინ გიყვარს და არც არავინ შეგიყვარდება. -ცდები.. გამიშვი ხელი... -თორემ? -10 დღეში დემეტრეს ცოლი ვხვდები, ახლა მაინც დაიჯერე რომ აღარ მიყვარხარ? შემეშვი... -ამის გაგონებაზე ლევანი ისე დაიძიაბა არ მეგონა თუ იქაურობას არ დალეწავდა. -ვერ გაყვები... -გავყვები! -ქორწილის ღამეს დაგასახიჩრებ და აღარ მოგიყვანს ცოლად. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. -შენ არ იცი მე რისი გამკეთებელი ვარ! -სკანდალს ნუ მოაწყობ ახლა, ყველა აქაა. -არ მაინტერესებს! აქედან ჩემთან ერთად წამოხვალ -შენ გიჟი ხარ ხო? -გამოვტრიალდი და წამოსვლას ვაპირებდი ისევ მკლავში რომ მწვდა და ლამის გამაფრინა რესტორნიდან. ახლა ყველაზე მეტად მინდოდა დემეტრეს თვალების დანახვა მაგრამ მივხვდი რომ განწირული ვიყავი. ტყუილად ვიქნევდი ხელ ფეხს. პირზე ხელი ამაფარა და ისე ჩამიყვანა კიბეებზე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ რესტორანში მიმავალი გაგა შეგვხვდა -ქეთა?! -ჩემი აფართხალებული სხეული რომ დაინახა ლევანს თავში თავი ისე ძლიერად დაარტყა რომ მე ხელიდან გავუვარდი, მაშინვე წამოვხტი და ხელები ავიფარე რომ ეს არ დამენახა. ლევანის მოქნეულ მუშტზე რომ დაიღრიალა გაგამ ყველა გამოცვივდა... მაშინვე დაეხვივნენ თავს და გაშველება სცადეს მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლეს. ამასობაში დემეტრე ბიჭებთან ერთად არც ისე ჩქარა ატეხილ ბუნტს მოუახლოვდა და ლევანის სახეს რომ მოკრა თვალი და გაგას ხმაც რომ გაიგონა ხალხი ერთი ხელის მოსმით გაწია და ლევანი ისე აიყვანა ხელში როგორც კნუტები აყავთ ხოლმე ზურგით, მუშტი სახეში გაარტყა და დაცვა რომ არა ალბათ ნაკუწებად აქცევდა. გაგა ბრბოდან გამოიყვანა და პიჯაკით სისხლიანი სახე მოწმინდა. -რა მოხდა? რა უნდოდა იმ ა*ვარს? -ქეთა მიყავდა სადღაც.. -ქეთა? სად არი ქეთა? -არ ვიცი ამ ნაბი*ვარს რო ვეცი არ ვიცი სად წავიდა. -მოვალ ეხლავე. დემეტრეს მოტრიალებულს ატირებული ქეთა რომ დახვდა ისე შეეცოდა ვეღარ მოითმინა და ჩაეხუტა. -არ მინდოდა... მე არ მინდოდა ჩემ გამო ასე მომხდარიყო... არ მინდოდა დამნაშავე ვყოფილიყავი... -გაგიჟდი ქეთუშ? იმ დამპალს თუ საჭირო გახდება ყოველი შენი სახელის ხსნებაზე ვცემ, შენ არ ინერვიულო მაგაზე. -გაგა თან ლაპარაკობდა და თან ტუჩიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა. -ბოდიში გაგა, თან მადლობა, შენ რო არ ყოფილიყავი... -კაი დამშვიდდი. -ასეთი თბილი დემეტრე არასოდეს ყოფილა ქეთასთან და სულ რომ მთელი ღამე ეტირა არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ ეცოდინებოდა რომ ასეთი თბილი და გულწრფელი იქნებოდა დემეტრე. -წავიდეთ სანამ გააშუქეს ყველაფერი. მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით, გაგა ჩვენთან დარჩა. * * * შემდგომი დღეები შედარებით უკონფლიქტო და მშვიდი იყო, იმიტომ რომ სახლიდან თითქმის არ გავდიოდი, მხოლოდ კაბისთვის გავედი და ისიც ერთ დღეს. დანარჩენ დღეებში შიშის გამო, სახლში ვიჯექი მაგრამ ერთი წუთითაც არ მომიწყენია. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ჩემ ძმას დავურეკე -როგორ ხარ? -არვიცი ქეთ, რა გითხრა, შენ როგორ ხარ? -არც მე ვიცი.. მშობლები როგორ არიან? -ძველებურად. -კარგი კარგად. ამდენი ნერვიულობისგან სულ მთლად გამომიშრა ცრელმები, ტირილიც აღარ შემეძლო. სამზარეულოში ჩავდიოდი დემეტრემ რო დამიძახა წამო სადმე გავიდეთო, მეც მაშინვე ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავყევი. -იცი რა მშვიდად ვარ შენ რო მოკლეებს არ იცმევ? -არადა მითხრეს გყვარებია... -გაჩერდა და გაკვირვებულმა გამომხედა. -ვინ მოგახსენა? -მაკომ. -არ მინდა რაიმე უხეშად ვთქვა, ამიტომ უპასუხოდ დავტოვებ. -სავარაუდოდ მივხვდი რისი თქმაც გინდა -ხოდა ეგ აიყვანე ეხლა კვადრატში. მანქანაში ჩავსხედით და რომელიღაც კაფეში მივედით. მალე ალექსანდრე და გაგა მოვიდნენ, ლაზღანდარობდნენ და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ, აი ასეთი იყო ნამდვილი დემეტრე. როგორიც ძმასთან და ძმაკაცთან. თავისუფალი, არაოფიციალური, გახსნილი... -აუ ქეთა შენზე გავიგე ანეკდოტებს ყვება ძალიან მაგრადო. -ყავა გადამცდა და დავახველე რომ არ დავმხრჩვალიყავი. -ეგ მე არ ვიცი და შენ საიდან იცი გაგა? -დემეტრეს აშკარად გაუკვირდა ჩემი ფარული ნიჭი. -ბიჭო ამის მეგობარი გიორგი, ჩემი კურსელი აღმოჩნდა და რაღაც ამას წინათ უცებ გავარკვიეთ რო საერთო ნაცნობები გვყოლია. -ჩემ გიორგის იცნობ? -ჩემი მეგობარია... ხოდა მოგვიყევი ეხლა რომელიმე. -არა, არა. -მაშინვე ვიუარე -კი! მიდი რაა. არც ერთი არ მომეშვა ამიტომ იძულებული გავხდი ყველაზე მეტად რომელიც მიმაჩნდა სასაცილოდ ის მომეყოლა და საბოლოოდ იმდენს მივაღწიე რომ სამივე ცრემლებით იცინოდნენ. არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო რომ არ უნდოდათ თავი უხერხულად მეგრძნო თუ რა, მაგრამ აშკარა იყო რომ ცრემლები ეღვრებოდათ. მერე კიდევ მთხოვეს მაგრამ აღარ მოვყევი და საბოლოოდ შემეშვენ, რადგან დავპირდი მერე მოგიყვებით-მეთქი. -ნერვიულობ პატარძალო? -ალექსანდრეს მოულოდნელმა კითხვამ რეტი დამასხა. -ცოტა... კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ და კაფედან გამოვდიოდით სანდროს რო დაურეკეს. -გისმენ მამა... ხო... 1 საათში მოვალთ... -რა უნდოდა? -კითხა მაშინვე დემეტრემ. -1 საათში სახლში გველოდება. თემური მოვაო... -აუ რა მო***ა ტვინი მაგ თემურმა რაა. ბოდიში ქეთა, წამომცდა. სახლში დავბრუნდით და გასვლას აპირებდნენ სანდრო და გაგა რომ გავიდა დემეტრეს ხელზე დავქაჩე -აუ ძალიან გთხოვ ახლა ტირილი არ დაიწყო და არ ინერვიულო... -დავიღალე დემეტრე! აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა, ჩემ გამო იმდენ შარში გაეხვიე, ხვალ კიდევ ხელის მოწერა... ახალი პრობლემები დაიწყება შენ ცხოვრებაში...მოხდეს ის რაც მოსახდენია და მომიხსნი ზურგიდან...-დემეტრემ ლაპარაკის დასრულებაც აღარ აცალა, შუბლზე აკოცა და უთხრა არ ინერვიულო თორემ მეც ვინერვიულებო და სახლიდან გავიდა... ვერ მომერევი (12) new yorker 4-12-2013 ასე დაღლილი და გამოფიტული არასდროს იყო ქეთა. ამდენი ტკივილი, უარი, სიცივე და პრობლემები გულს უღონებდა. თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა და უნდოდა ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო, რომ ეცხოვრა ნამდვილი ცხოვრებით, მაგრამ სინამდვილეს ყველგან ეჩეხებოდა და ამას გადაყავდა ჭკუიდან. ვერ მოისვენა. ვერც გარეთ, ვერც სახლში, დაცვა ისეთი მობილიზებული იყო ცხვირის გაყოფასაც არ ქონდა აზრი. თეასთან ლაპარაკიც მოწყინდა, ანანოსთანაც. გიორგი მოენატრა და მაშნვე დაურეკა -კიდევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? -ცოტა... -აუ მაპატიე რაა, ხო იცი რა შტერი ვარ. რას ვლაპარაკობ შენ კი არა მე არ ვიცი წესიერად. -მერე ხო იცი რო ვერ ვიტან შენ დაუფიქრებლობას. -კიი, ვიცი რომ ვერ მპატიობ ასეთ შეცდომებს მაგრამ გეხვეწები რაა. ამ ერთხელაც მაპატიე და მორჩა, მეტჯერ აღარ დავაშავებ. -ორი წლის ბავშვივით ხარ ქეთევან რაა. -ანუ შემირიგდი. ხვალ ხო იცი ხელს ვაწერ. -თანაც როგორ გულწრფელს. -აი შეხედე, ასე გამომიყვან წყობიდან, რაღაცას მათქმევინებ და მერე მიბრაზდები... ახლა მაინც ხომ იცი რომ არ ვუყვარვარ და მე მიყვარს... ხოდა ნუღარ მიმატებ, დამამშვიდე, მანუგეშე, რომ ხვალ არ ვინერვიულო. ახლა კიდევ იმ თემურთან შესახვედრადაა წასული და ისე ვარ შეიძლება გავგიჟდე. ვერც ვიძინებ, ერთ ადგილასაც ვერ ვისვენებ. -მარტო წავიდა? -არა ბიჭებთან ერთად მაგრამ მაინც ვნერვიულობ. უი ეხლა გამახსენდა გაგასთვის რეები გითქვამს, რატო გამყიდე.. -აბა ხო უნდა იცოდეს რა შარში უნდა გაეხვიოს. -ჰა ჰა ჰა, ეგ იუმორი შენთვისვე შეინახე ვაჟბატონო. ხვალ დამირეკე. გკოცნი. ყურმილი დავუკიდე და ისევ ოთახში ავედი. კარი რომ ახმაურდა სიხარულით ჩავირბინე ქვემოთ და ახლად შემოსულ დემეტრეს ისე შემოვეხვიე ლამის ძვლები ჩავუმტვრიე -კარგი. დამშვიდდი, დასახვრეტად კი არ ვიყავი... -უარესია ეგ კაცი. ხელები გავუშვი და შევხედე. -არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ველაპარაკეთ თემურს და ჩვენი ქორწილით ყველაფერი გადაიჭრება. -დემეტრე... -კიბისკენ მიდიოდა და შემოტრიალდა, -რა იქნება ხვალიდან? -რა უნდა იყოს? -შეიცვლება რამე? -არაფერი... მისკენ წავედი, არ შემეძლო იმის ყურება თუ როგორ მკრავდნენ ხელს და ძლივს კლდეზე ჩაბღაუჯებული მაგდებნენ უფსკრულში. არაფერს ქონდა აზრი მასთან, არც აღიარებას, არც სიმართლეს, არც სიყალბეს, მისთვის ყველაფერი მაინც ისე იფილტრებოდა როგორც სურდა, ყოველთვის ისე მიედინებოდა მდინარე როგორც უნდოდა. ახლაც, როცა ძლივს გავბედე და შევეხე მის ტუჩებს, მივხვდი რომ არც ისე მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის.. მივხვდი რომ კოცნაზე უარს იმიტომ არ მეუბნებოდა რომ არ უნდოდა უფრო დამცირებულად მეგრძნო თავი. არ უნდოდა სულ მთლად შემცოდებოდა საკუთარი თავი. მე უკვე მეზიზღებოდა საკუთარი გამბედაობაც, სიკაპასეც, ის ქცევები რომლითაც მის ეჭვიანობას ვცდილობდი, ის გამოწვევაც რითიც მის აყოლიებას ვცდილობდი, ეს კოცნაც, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, აღარ შემეძლო... შევძელი და მოვერიე ამ უდრეკ და მკაცრ სხეულს მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მივიღე, ისევ გულუბრყვილო თვალები და სევდა დამრჩა გულში რომელიც რამდენიმე წამით უსიტყვო სითბომ მხოლოდ ჩემდა სასიკეთოდ გამაბედნიერა... გახევებული იდგა მე რომ ზურგი ავუარე და ზემოთ ავედი. ოთახში შესვლისთანავე კარი გადავკეტე და საქორწილო კაბა გამოვიღე რომელსაც აქამდე თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი რომ არ ენახა. საწოლზე დავდე და შემეშინდა. მისი სითეთრის და სილამაზის შემეშინდა. იმის შემეშინდა რომ ამ სილამაზის შიგნით გულწრფელობის მაგივრად სიყალბეს უნდა დაესადგურებინა, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა როგორც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო. დამფრთხალმა უკან დავიხიე, მაგრამ გამოსავალი ვერსად ვნახე. ფაქტი იყო რომ ხვალ მე გავხდებოდი ამ კაბის პატრონი. მე დავამშვენებდი მაგრამ სინამდვილეში ამ კაბას მოვუხდებოდი და არა ის მე. ეს ქორწილი არ იქნებოდა იმ ემოციებით სავსე რომლითაც წესით უნდა ყოფილიყო... * * * ანანოს ყვირილმა რომ გამომაღვიძა მეგონა სიზმრიდან რეალობაში დავბრუნდი და ისევ სახლში ვარ-მეთქი, მაგრამ სივრცემ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა. -ადექი გოგო, მალე ქორწილი გექნება! -თავი არც წამომიწევია ისე ვუთხარი -რა აზრი აქვს, ნახევარი საათით ადრეც რომ ავდგე ყველაფერს მოვასწრებ, დემეტრეს მაინც კიდია რა როგორ იქნება. პრინციპში არც მე არ მაინტერესებს... ნამდვილი ქორწილი ხომ არ გვაქვს... ზურგს უკან ჩახველება გავიგონე და თვალები ვჭყიტე, არ მეგონა დემეტრეც თუ ისმენდა, მაგრამ საბოდიშო და სასირცხვო აქ არაფერი იყო, სიმართლეს ვამბობდი... -ჯობია ადგე! ასე თუ ისე მნიშვნელოვანია ეს დღე... მთელი მედია იქ იქნება და ხვალ მთელი თბილისი ილაპარაკებს ამ ქორწილზე... ოთახიდან გავიდა თუ არა მეც წამოვჯექი საწოლზე და ანანოს ვთხოვე კარი მიეხურა. * * * დემეტრე გაცოფებული შევარდა ოთახში და გაგას არც კი მორიდებია ერთი ფეხის დარტყმით მაგიდა ამოატრიალა. -რა გჭირს? -გადამრევს.. -ქეთა? რაო რა გითხრა? -არაფერიც არ მითხრა, ნეტა მეუბნებოდეს მაინც რამეს, ყველაფერს ცუდს თავისთვის ინახავს და მხოლოდ კარგს ამბობს. ანანოს ეუბნებოდა რა აზრი აქვს ახლა ადგომას ნამდვილი ქორწილი ხომ არ გვაქვსო, დემტერესთვის სულ ერთიაო... გუშინ კიდე სანამ დავწვებოდი მოვიდა და მაკოცა, არადა ხო ვიგრძენი რა პრინციპების გადაბიჯებად დაუჯდა ეს ნაბიჯი, მე კიდევ ვიდექი ძეგლივით და ვერაფერს ვაკეთებდი. რო ვუყურებ მაშინვე ვითიშები, მაგრამ მაინც ვიკრებ ძალას რომ სიმტკიცე არ დავკარგო ეს კიდე, ხო ხედავ რეებს მიკეთებს. თავისი გამჭვირვალეობით მანადგურებს, შიგნიდან მჭამს და იმით მამცირებს რომ მე ვამცირებ. არ ვიცი გაგა რა ვქნა -რატო არ გინდა რო ბედნიერი იყო დემეტრე?! -შენ მაინც არ ყოფილიყავი იქ და საკუთარი ყურებით მაინც არ მოგესმინა, ვერ დაინახე თემური რა დაგეშილია? არ მაინტერესებს, არ შეგარჩენთ არაფერსო, თქვენ თუ ვერ მოგწვდებით თქვენი ,,სიყვარულის” ნაყოფს მაინც მოვკლავო... ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამაძაღლოს. რა ვქნა მითხარი, ვაჩვენო რომ მეც სიგიჟემდე შემიყვარდა და რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია და მერე ჩემი საფლავი დაიტიროს? -და შენ გგონია ეგ რომ არ გააკეთო, რაიმე შეიცვლება? -ბევრი რამ... საკუთარ თავს უფლებას მისცემს რომ კიდევ შეუყვარდეს, მაგრამ ის ისეთია... გეუბნები გამჭვირვალეა, რომ შემოვუშვა, აღარ დამტოვებს... იმედს არ გავუცრუებ, ის კიდევ ამას დამიფასებს და იცი რაც იქნება... ეს ყველაფერი რაც ახლა მის გულშია გაორმაგდება, გაასმაგდება და უფრო დავიტანჯები... ვერ ვუთხარი რომ შეიძლება საფრთხე ორივეს ნებისმიერ წუთს შეგვექმნას. იმასაც ვეღარ ვხვდები ვის შეიძლება ვენდო. არ ვიცი ვინ როდის მიღალატებს. ქეთაც მთელი ცხოვრება დარწმუნებული იყო რომ მამამისი კაცის ეტალონი იყო მაგრამ ხომ ხედავ რა გააკეთა, მეორე შვილის სიცოცხლის გამო პირველი არც კი დაინდო... -არ ვიცი როგორ განუგეშო! -თან როგორ გონია გულუბრყვილოდ რომ მისი ტანჯვა ჩემამდე ვერც კი მოაღწევს და მე უგულოსავით ვერასოდეს მივხვდები რა ხდება... რომ იცოდეს ჩემთან რა ხდება ასი ნაბიჯით დაიხევდა უკან... იცი რა ძნელია როცა ხვდები რომ რამდენიმე მეტრის იქით შენი საყვარელი სხეული წევს და არ გაქვს უფლება შეეხო? იცი რა ძნელია გიყვარდეს და ამის დამალვა გიხდებოდეს? აღარ შემიძლია გაგა! დავიტანჯე! * * * მიუხედავად იმისა რომ იცოდა მნიშნელოვანი არაფერი იცვლებოდა მის ცხოვრებაში მაინც ნერვიულობდა ქეთა, კაბა რამდენჯერმა ჩაიცვა და გაიხადა. მაკიაჟს რომ უკეთებდნენ ყოველ წუთას ამოწმებდა რაიმე ზედმეტი ხომ არ მოსდითო. საბოლოოდ რომ მოემზადა და ანანოც საკმაოდ გამოიპრანჭა წასვლამდე სულ რაღაც ნახევარი საათიღა რჩებოდა. უფალს შეევედრა ყველაფრის მშვიდობიანად ჩამთავრება და კარზე რომ კაკუნი გაიგო და მერე გიორგი დაინახა ისე გაუხარდა კისერზე ჩამოკიდებული კარგა ხანს აღარ მოშორდა. -რა ლამაზი ხარ ქეთ! -მადლობა გიორგი, შენც ძალიან სიმპატიური ხარ. -წავედით? -ვღელავ! -არ დაიწყო ეხლა ნერვიულობა, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ქეთამ პირჯვარი გადაიწერა და გიორგისთან ერთად ქვემოთ ჩავიდა. დემეტრე სახლში შემოდიოდა. ჯერ რა თქმა უნდა ქეთამ მოასწრო მისი აღქმა.. მიუხედავად იმისა რომ დემეტრეს ძირითად ოფიციალურად ეცვა დღევანდელი მაინც სხვანაირი ეჩვენა... დემეტრეს ქეთას დანახვაზე დიდ ნერვებად დაუჯდა თავის მოთოკვა. თვალები მაშინვე გაუბრწყინდა, მაგრამ რეალობის აღქმამ ისევ სინამდვილეში დააბრუნა. -კიდევ ერთხელ გაგიმეორებ რომ იდეალური ხარ! -შენ კიდევ ძალიან სიმპატიური. მანქანაში ჩავხსედით და ხელის მოსაწერად წავედით. დემეტრეს თქმის მიხედვით მართლა იმდენი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაგვხვდა, ფეხის მიწაზე გადადგმიდან შიგნით შესვლამდე დაახლოებით 1000 სურათი გადამიღეს. მიჩვეული ვიყავი ზედმეტ ყურადღებას მაგრამ ეს უკვე ზედმეტიც აღარ იყო. ვერ მომერევი (13) new yorker 6-12-2013 ყველაფერი იმაზე ჩვეულებრივი და ტრადიციული იყო როგორიც უნდა ყოფილიყო. ხელის მოწერის მეჯვარეებით დადასტურება, კოცნა, მილოცვები, ღიმილი, ბედნიერების ყალბი შეგრძნება და ყველა ის ბედნიერი სახე რომელიც ჩვენკენ იყო მომზირალი. -დავიღალე დემეტრე. -ჯერ სად ვართ... რესტორანში რომ წავედით, ცოტა დავისვენე, რადგან ყველა ღრეობაზე გადავიდა და ჩვენთვის ნაკლებად ეცალათ. ძლივს მშვიდად ვიყავი რესტორანში ლევანი რომ გამოჩნდა. დავინახე თუ არა დემეტრეს ხელს შემოვეხვიე -რამე მოხდა ქეთა? -ლევანია აქ. -სად? -სუნთქვაგახშირებულმა მოავლო რესტორანს თვალები და გაგას გადაუჩურჩულა დაცვას უთხარი აქედან გააქრონო. ლევანი სანამ წყვილს თვალს შეავლებდა დაცვამ უცებ გაიყვანა და ასე თუ ისე ქეთა დამშვიდდა კიდეც. -ნუ გეშინია ქეთა, არაფერი არ მოხდება, დღეს... -დღეს? ხვალ მოხდება რაიმე? -დამშვიდდი მისს პანიკა. -ეგეც გიორგიმ გითხრათ? -რა? -გიორგი მეძახის მისს პანიკას. -არა არაფერი უთქვამს. ისე სულ მინდოდა მეთქვა რო ძალიან კარგი მეგობრები გყავს. ძალიან სუსტიც არ ყოფილხარ არჩევანის გაკეთებაში. -ეს ნამიოკი იყო ლევანთან დაკავშირებით არა? -ხომ ხედავ ნერვები აღარ მეშლება. -იმიტომ რომ არ მიცდია. -ვერ მომერევი ქეთევან. -ნუ მაიძულებ. ყველაფერი ისე მიდიოდა რომ ფიქრის საშუალება არ მომცემოდა, რამდენიმე წყნარი ცეკვა დემეტრეს მხარზე დაბჯენილს ცხოვრებაში საუკეთესო წუთებად მიმაჩნდა. ვიცოდი რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ სიყალბისდა მიუხედავად და ამის აღიარება არც მიჭირდა. სახლში გვიან დავბრუნდით. კიბეზე ნელი ნაბიჯები და კართან დარჩნელი ძილი ნებისა... უყველაფრო... უემოციო... კენტად შესვლა ოთახში და იმაზე მეტი ტკივილი ვიდრე ნებისმიერის ფანტაზიას შეუძლია გაწვდეს. რამდენიმე წუთი მაინც კართან მდგარი უგონო სხეული რომელიც იმედს სანთლით ეძებს და მის მუჭში მოქცევას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოდის. ცრემლები, რომლებიც უკითხავად ჩამოგცვივდებიან სახეზე და მთელი დღის ბედნიერებასაც კისრისკენ წაიღებენ... მშრალი ტუჩები... მარტოდ დარჩენილი არომატული სურნელი... კარს მიღმა დატოვებული სიამაყე და გატეხილი ქვის გარსი რომელიც კარს აქეთ ვეღარაფრით შეძლებს გამთელებას. ტკივილი... უსასრულო... სიყვარული... იმაზე მეტი და იმაზე მაღალი ვიდრე ადამიანის შესაძლებლობებს შეუძლია აიტანოს... საწოლზე მარტო მისვენებული სხეული და განუყრელი მეგობარი-ძილი... რომელიც ერთადერთ გამოსავლად დაგრჩენია ამ რთულ პერიოდში... მთელი ღამე ფიქრობდა დემეტრე საპირისპიროდ შემოტრიალებულ ცხოვრებაზე და ცდილობდა გამოსავალი ენახა, მაგრამ არაფერი აფიქრდებოდა... წამითაც არ ავიწყდებოდა ქეთას მომლოდინე თვალები და იმედგაცრუებული გამოხედვა რომელიც საუბედუროდ ჩაებეჭდა ტვინში, მაგრამ სწორედ ახლა უნდა მოეკრიბა ძალა და არ გამტყდარიყო, ისევ და ისევ ქეთასთვის... დილას ადრევე წავიდა დემეტრე სამსახურში. გამოღვიძებულ ქეთას სახლში გამეფებული სიჩუმე ნერვებს აწყვეტდა... ქვემოთ სირბილით ჩავიდა, არ იცოდა სად ეჩქარებოდა ან რატომ მირბოდა ასე, მაგრამ რაღაცის იმედად მიდიოდა... იმედები მაშინვე მტვრად ექცა დემეტრე რომ სახლში არ დახვდა... არაფრის მადა არ ქონდა და პირისთვის არაფერი გაუკარებია... აი ეს სიყვარული აძლებინებდა და კლავდა ამავდროულად ქეთას. მობილური ამოიღო მაშინვე დაურეკა დემეტრეს მაგრამ ყურმილი დაუკიდა. მერე თეას დაარეკინა, მაგრამ მასაც გაუთიშა. ნელ-ნელა ამ ყველაფერს ჭკუიდან გადაყავდა ქეთა და ამას თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა... დაცვას თხოვა სიონში წამიყვანეო და წასასვლელად მოემზადა. იმასაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ ეჩქარებოდა მისვლა, მაგრამ რატომღაც უნდოდა მალე მისულიყო. ეკლესიაში გულამოვარდნილი შევარდა და ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლებზე დაეცა... თავი ჩაღუნა და კარგა ხანს არ აუღია. მამაომ ქეთა რომ შენიშნა მაშინვე მივიდა და უნუგეშოდ დარჩენილი ფეხზე წამოაყენა. გარეთ გაიყვანა და განსაცდელში ჩავარდნილს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი მიაწოდა. ასეთი გემრიელი არც არაფერი დაელია და ეჭამა ქეთას. აქ მოპოვებული სიმშვიდე ყველაფერს ერჩივნა -ჭკუიდან ვიშლები მამაო, დემეტრეს რომ ვერ ვხედავ სულიერად ვიფიტები და ვგრძნობ რომ ნელ-ნელა ვიშლები. არ შემიძლია საკუთარ თავს ასეთს ვუყურო, მაგრამ ვხვდები რომ სხვანაირადაც აღარ შემიძლია. ახლაც თქვენ რომ გელაპარაკებით მაინც მასზე ვფიქრობ და ისე მახრჩობს მონატრება რომ ნერვები აღარ მყოფნის, არადა არ მინდა გული გავუწყალო და თავი ისე მოვაბეზრო რომ სახლში მოსვლა აღარ მოუნდეს... მიშველეთ ძალიან გთხოვთ. დემეტრემ დაურეკა და ქეთამაც ყურმილი აიღო -სახლში რატო არ ხარ? -არ ვიცი... -სად ხარ? -სიონში. -არ მითხრა რომ მარტო მიხვედი... -არა, გურამთან ერთად მოვედი და იქით მელოდება. -კაი სახლში დაგელოდები მაშინ. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს მამაომ და ქეთამ და საბოლოოდ სულიერად დამშვიდებული წავიდა ეკლესიიდან... გურამსაც ისე თავაზიანად ელაპარაკა, აქამდე რომ სულ ეუხეშებოდა. -გურამ ცოლი გყაავს? -კი. -მერე გიყვარს? -ძალიან. -აბა 24 საათი ჩვენთან რომ ხარ?.. -მე ყველგან მიყვარს... -საინტერესო ადამიანი ხარ. გურამი ისეთი სერიოზული იყო, ამდენის მოსმენაც რომ შეძლო ეს უკვე მიღწევა იყო ქეთასთვის. ის ფაქტი რომ დემეტრე სახლში ელოდებოდა აფორიაქებდა და მოთმინების ფიალას უვსებდა. დიდხანს არ გაწელილა დრო, მალე მივიდნენ. სახლში შევიდა თუ არა დემეტრემ მაშინვე უთხრა საღამოს ანანოსთან და გიორგისთან ერთად გაგასთან მივიდეთ და ალექსანდრეც მოვაო. ქეთას რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არ გაუწევია. დემეტრესთან მივიდა და მოეხვია. -არ მომიშორო, ცოტა ხნით მაინც, გთხოვ! -დემეტრეს სახე დაემანჭა და თვალებზე ცრემლები მოაწვა, მაგრამ ვერაფერი უთხრა. თვითონაც მოხვია ხელები, მაგრამ არა ისე როგორ ქეთამ. საღამომდე კარტს ეთამაშებოდა ქეთა თეას. წასვლის დრო რომ მოვიდა დემეტრემ გასძახა წავიდეთო და ქეთაც მაშინვე მანქანასთან გაჩნდა. -რა სწრაფი ხარ ქეთევან! ჯერ ანანოს გაუარეს, მერე გიორგის და გაგასთანაც მალე მივიდნენ. გაგასთან კიდევ იყვნენ მათი მეგობრები, რომელთაც ქეთა არ იცნობდა, ამიტომ ანანოსთან ერთად მეორე ოთახში გავიდა და ყავა მოადუღა. საშინლად მოუნდა თეთრი შოკოლადი და მაღაზიაში წასვლა დააპირა ანანომ რო უთხრა -დემეტრეს უთხარი. -რა საჭიროა, მაღაზიაში ჩასვლაზეც დემეტრეს შეწუხება, თან აქვეა, ჩავალ და ამოვალ. -თუ მკითხა რა ვუთხრა? -არა მგონია მანამ შემოვიდეს მაგრამ თუ რამე უთხარი მაღაზიაში ჩავიდა-თქო. -კაი, მიდი. საფულე ავიღე და სახლიდან უხმაუროდ გავედი. ლიფტი არ იყო ამიტომ ფეხით ჩავედი და სიცივისგან მობუზული მაღაზიაში კანკალით შევედი. რამდენიმე ფილა ვიყიდე და უკან ვბრუნდებოდი ვიღაცის ფეხის გუბურაში ჭყაპუნი რომ გავიგე. ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა უბრალო გამვლელი იყო, მაგრამ მალე წელზე შეხება რომ ვიგრძენი მივხვდი რომ ჩვეულებრივ გამვლელს არ გავდა, სწრაფად შემოვტრიალდი და ლევანის დანახვაზე მივხვდი რომ მუხლები მეკვეთებოდა. არ იყვიროო მითხრა და პირზე ხელი ისე სწრაფად მიმაფარა ვერც კი მოვასწარი დაყვირება, ახლად მოსულ მანქანაში თითქმის წიხლით ჩამტენა და გამთიშა... * * * 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ ანანო აფორიაქდა, ამდენი პრობლემის გამო კარგზე ვეღარ ფიქრობდა, ცოტა ხანი დაელოდა და მერე მობილურზე დაურეკა... მობილურზე რომ არ უპასუხა, ქურთუკი აიღო და თვითონაც მაღაზიაში ჩავიდა, ოღონდ ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს. გამყვიდველს კითხა ვინმეს შოკოლადები ხო არ უყიდია და რამდენი ხნის წინო, გამყვიდველმაც დაახლოებით 10 წუთის წინ იყიდა და გავიდაო... ანანოს უკვე პანიკა ემართებოდა, მაღაზიიდან აღელვებული გამოვარდა და ისევ დაურეკა, მობილურის ხმა გაიგო, მობილური სადარბაზოსთან ეგდო... მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო და ატირებული ავარდა სახლში. კარის ხმაზე ყველამ ერთად გაიხედა და ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახეს ანანო, მაშინვე კითხეს -რა მოხდა ანანო? -ქეთა გაქრა. დემეტრე მაშინვე წამოხტა -რას ნიშნავს გაქრა? -სამზარეულოში ვისხედით, ჩავალ შოკოლადებს ვიყიდი და ამოვალო, ვუთხარი დემეტრეს უთხარი ყოველი შემთხვევისთვის-მეთქი და არა რა საჭიროაო, მერე რო არ ამოვიდა დავურეკე, ყურმილი არ აიღო, მერე ქვემოთ ჩავედი და გამყიდველს ვკითხე და 10 წუთის წინ გავიდაო, ისევ დავრეკე და მობილურის ხმა სადარბაზოსთან გავიგე... დემეტრე ფეხზე ძლივს იდგა, ალექსანდრე მაშინვე ქვევით გავარდა, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ გაარკვია, გაგამ მაშინვე გადარეკა სადღაც, გიორგიც ალექსანდრეს გაყვა, დემეტრე რომელიღაც უჯრას მივარდა და ლამის გამოგლიჯა, გაგა მაშინვე ეცა ეგ ზედმეტიაო, მაგრამ თავი არ მოუთოკია, იარაღი შარვალზე ჩამოიდო და სახლიდან ისე გავარდა 1 წამში გაჩნდა ქვემოთ. ეზოში ჩოჩქოლი რომ ატყდა და ყველა იმის გარკვევას რომ ცდილობდა თუ რა მოხდა, გიორგიმ მაშინ შენიშნა 24 საათიანი აფთიაქი, ალექსანდრეს უთხრა გამომყევიო და შიგნით შევიდა. -ვიდეო ჩანაწერის ნახვა გვინდა და შეგიძლიათ რომ გვაჩვენოთ? -ვინ ხართ? -ნუ გვაიძულებთ ქსელის უფროსთან გადავრეკოთ, გვაჩვენეთ. გოგონა უსიტყვოდ დაემორჩილა და ოთახში შეიყვანა. ამასობაში ალექსანდრემ დემეტრეც შემოიყვანა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, იგინებოდა და მოკვლით იმუქრებოდა. სიბნელის გამო ძლივს გაარჩია სახეები. ლევანი აშკარად იცნო, როგორ მიეპარა და როგორ მოხვია წელზე ხელები და ამაზე როგორ შეხტა ქეთა. სისხლი ნესტოებში მოაწვა და მოულოდნელად წასკდა კიდეც, ფარმაცევტმა დახმარება შესთავაზა, მაგრამ დემეტრემ სანამ ყველაფერი დამილეწავს დამაცადე ყურებაო. ხელი რომ პირზე ააფარა და კისერში აკოცა სულ მთლად გადაირია და მუშტი კედელს მიარტყა -მოვკლავ მაგ ნაბო*არს. -დაასტოპე! ჩქარა, ჩქარა! -გიორგის მახვილ თვალს არ გამოპარვია მანქანის უეცარი გაჩენა და მისი ნომრის გაშიფვრაც სცადა, როგორც ჩანს გამტაცებლებს ყველაფერი სწორედ ვერ დაუგეგმავთ, მაგრამ ის ფაქტი რომ უკვე ნახევარი საათია მათ ხელში იყო ქეთა ყველაზე ცუდს აფიქრებინებდა და ჭკუიდან შლიდა ისედაც სუსტი ნერვების მქონე დემეტრეს. ,,TTT-111” გაშიფრეს და ალექსანდრე მაშინვე მობილურს ეცა, სადღაც გადარეკა და თხოვა ამ ნომრის პატრონის სახელი და გვარი გაერკვია. მალევე გაარკვიეს რომ თემურ რობაქიძის იყო და ამ სახელის და გვარის გაგონებაზე დემეტრეს მთელი სხეული წაერთვა. ეგონა რომ ნახევარი სიცოცხლე წაერთვა. ყველა ის მზერა, ყველა ის დაპირება ამოუტივტივდა თავში რომლითაც თემური მას დაემუქრა. ახლა ყველაზე უსუსურად გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც აიღო მობილური და თემურს დაურეკა -როგორც ჩანს, კურდღელი გაება მახეში. -კურდღელი იქნება მთელ ჯიშს რომ ამოგიწყვიტავ დღესვე, სად არის ქეთა? -მე შენ გაგაფრთხილე დემეტრე ამის შესახებ, მაგრამ შენ ზომები ვერ მიიღე. ახლა ყველაფერი შენ თავს დააბრალე. -2 წუთს გაძლევ იმის დასაზუტებლად რომ მითხრა სად არის ქეთა, თორემ დამიჯერე შენ სანათესაოს ჩემი ტყვიით დააკლდება ვიღაც. -*რაკს ტყუილად აქიცინებ დემეტრე! არაფრის გამკეთებელი არ ხარ. -ნუ მიწვევ და ნუ მაიძულებ ტერორისტი გავხდე და მთელი შენი სოფელი და სანათესაო დავბრიდო. მითხარი ჩქარა. -ნუ მაცინებ.. -მობილურშიც მშვენივრად ხვდებოდა ცინიზმის ელემენტებს დემეტრე და ამას მწყობრიდან გამოყავდა. -იცოდე 2 წუთი გადის... პასუხს ველოდები... -ელოდე... ელოდე... არც დემეტრემ იცოდა, რატომ იყო ასე დარწმუნებული თემური რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო... სისხლი უკვე შემხმარიყო მთელ სახეზე. ნერვებისგან მინის კარიც კი ჩაამტვრია, მანქანაში გაგასთან ერთად ჩაჯდა და საავადმყოფოში წავიდა. იცოდა დემეტრემ რომ თემურის ძვირფასი და საყვარელი დედა საავადმყოფოში იწვა. ისიც იცოდა დედისერთა ობოლ თემურს დედა როგორ უყვარდა და რას არ აკეთებდა მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ისიც კი იცოდა რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო, მაგრამ თუ თემურს მისით დააშანტაჟებდა იცოდა ქეთა ისევ იმ ადგილას დაბრუნდებოდა. საავადმყოფოში ისე შევიდა მიმღებში არაფერი უთქვამს, არც იყო საჭირო. დემეტრე ავალიანს ყველა იცნობდა. ქირურგიულ განყოფილებაში გიჟივით შევარდა და იქითკენ წავიდა საითაც ყველაზე მეტი დაცვა იდგა. ეცადა სახე დაეწყნარებინა რომ ძალა მოეკრიბა, გაგასაც თვალებით ანიშნა რასაც აპირებდნენ და 5 მაღალი კაცის წინ ძეგლებივით აისვეტნენ. -აქ რობაქიძის დედა წევს არა? ,. -ვინ ბრძანდებით? დაგვავალეს რომ არავინ შეგვეშვა -დედა რო გავალებდა ბავშვობაში არ ჩაიფსაო, არ იფსამდი? თქვენი ა*ვარი დედაც ....... დემეტრემ მოქნეული მუშტი ჯერ ერთს მოარტყა და მეორეს იდაყვი. გაგამაც თავისი მოკრივე ხელები დაიკრიფა და სამი კაცი ისეთი სისწრაფით გააგორა რომ თვითონაც გაუკვირდა. პალატაში შევარდნენ და შიგნიდან ჩაკეტეს. იცოდნენ რომ მაშინვე შემოვარდებოდნენ, დემეტრემ შარვალში გაჩხერილი მძინარე მოხუცს თავზე დაადო და ტყვიები სასწრაფოდ გამოცალა. მერე მობილური აიღო და სწრაფად სურათი გადაუღო. თემურს გაუგზავნა და რამდენიმე წამში თემურმაც გადმორეკა -რა ჯანდაბას აკეთებ მაქ? -მე შენ გაგაფრთხილე თემურ! ხომ გგონია რომ ამის გამკეთებელი არ ვარ, ხოდა თუ არ მეტყვი ქეთა სად არის რამდენიმე წამში უფრო ფერად სურათს გამოგიგზავნი, შემიძლია ჯერ ხელები დავუხვრიტო და გულამდე ძალიან ნელა ავიდე. -ხელი არც კი დააკარო შენ ნაბი*ვარო! -ნაბი*ვარი შენ შვილს დაუძახე კაცებთან რომ წვება და ერთსქესიანთა ქორწინებას ითხოვს! -რა თქვი? -რა და ჯობია შენ შვილებთან მეტი დრო გაატარო რომ მეტ რამეს მიხვდე! -დედაჩემს ხელი არ დააკარო. -იმედია ქეთასთვისაც არ წაგიკარებია თითი თორემ დამიჯერე, ეს ფერადი სურათი ჩემ დატრუპვამდე შეიძლება რამდენიმეთი გაიზარდოს. ოთახში დაცვა შემოვარდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს რომ იარაღი თავზე ქონდათ მიბჯენილი და თან თემურს ელაპარაკებოდნენ ვერაფერი მოიმოქმედეს. -სად მოგიყვანოთ? -იქ საიდანაც წაიყვანეთ. -კარგი. ყურმილი დაკიდა და გაგას მაშინვე ალექსანდრესთან დაარეკინა, რომ როგორც კი მიიყვანდნენ მაშნვე შეეტყობინებინათ მათთვის. დაახლოებით 15 წუთში ალექსანდრემ დარეკა რომ ქეთა მათთან იყო და დემეტრეც გაგასთან ერთად ისე რომ იარაღი გასვლამდე არ ჩამოუშორებია საავადმყოფოდან გავიდა. საჭესთან გაგა დაჯდა, იცოდა რომ ასეთი ნერვებმოშლილი რაღაცას აუცილებლად შეასკდებოდა. გაგას სახლთან მალევე მივიდნენ და დემეტრე მანქანა გაჩერებულიც კი არ იყო რომ გადაფრინდა და ზემოთ ავიდა. დივანზე დაწოლილი ქეთა რომ დაინახა გული დაუმშვიდდა მაგრამ მაინც ვერ მოთოკა ნერვები მივიდა და ისე მაგრად ჩაეხუტა ქეთას სუნთქვაც გაუჭირდა. -ხომ გთხოვე უჩემოდ არსად წახვიდე მეთქი?! -ქეთა ისედაც ნერვიულობდა, ამიტომ აღარფრის თავი ქონდა, თვითონაც მოეხვია და უარესად ატირდა. ცოტა ხნის მერე, ცოტა რომ ძალ-ღონე მოიკრიბა სახლში წავიდეთ უთხრა და კიბეებზე მიხუტებული ჩაიყვანა, მანქანაში როგორც კი ჩასვა და თვითონაც ჩაჯდა, საჭეს ხელები მაგრად მოუჭირა და ძლივს კითხა -რაიმე მოხდა? -არა.... -იცოდე არ მომატყუო! ხომ იცი თემური მაინც იტყვის! -არაფერი.... -კიდევ რამდენჯერ უნდა ჩავარდე საფრთხეში რომ ჭკუა ისწავლო და არ მომშორდე. -არ მეგონა მაღაზიაში ჩასვლისაც თუ უნდა შემშინებოდა... -მე ხომ გითხარი ჩემ გვერდით ნურაფრის ნუ შეგეშინდება-თქო, მაგრამ როგორც კი ოდნავ მაინც მომშორდები მაშინვე საფრთხეში ხარ. -უკვე აღარაფერი მიკვირს. სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ... ქეთას აღარაფრის თავი არ ქონდა, შესვლისთანავე სირბილით გაიქცა მეორე სართულზე და დემეტრეს ხმა რომ არ გაეგონა ალბათ იქვე ცრემლად დაიღვრებოდა. -ქეთა! გაშეშდა და ჟაკეტი მაგრად შემოიხვია. დემეტრე ახლოს მივიდა და ნიკაპით თავი მაღლა ააწევინა. მერე კისერზე შეხედა და დაფხოჭნილი რომ დაინახა მიხვდა რომ პულსი საგრძნობლად აუჩქარდა. ვერ მომერევი (14) new yorker 6-12-2013 -რომელმა ნაბი*ვარმა ქნა? -მე თვითონ ვქენი... -შენ თვითონ ? -ხო, აქ რომ მაკოცა გული კინაღამ ამერია და დავიფხოჭნე. -დემეტრეს ამდენი ხნის მერე ძლივს გაეღიმა და ჩაეხუტა. -ხვალ ალექსანდრე და გაგა გადმოვლენ აქ და 3 დღით აქ იცხოვრებენ. -რატომ? -პოლონეთში მივდივარ. -რა ხდება პოლონეთში? -ასეთი წყლიანი და სევდიანი თვალები არასოდეს ენახა დემეტრეს. -არ ინერვიულო მალე ჩამოვალ. -შენ ხომ მითხარი რომ თუ შენ გვერდით არ ვიქნებოდი საფრთხეში ჩავვარდებოდი, რატომ მტოვებ? -სანდრო და გაგა იქნებიან, არ ინერვიულო. -არ მინდა რომ წახვიდე. -ქეთა, ხომ გინდა რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს. თემურის საქმეები უნდა ვნახო. -კარგი, ჭკვიანად მოვიქცევი. შუბლზე აკოცა როგორც ყოველთვის დაემშვიდობა და საძინებელში შევიდა. მობილური ამოიღო და მაშინვე გაგას დაურეკა. -გაგა 3 დღით ჩემთან დარჩი მე პოლონეთში უნდა გავფრინდე. -კი, მაგრამ პოლონეთში რა ხდება? -საქმეები მაქვს, მერე აგიხსნი. -კაი მოვალ ხვალ, კვირის ბოლომდე ხო ჩამოხვალ? ბებიაჩემს მივყვები ბაკურიანში და გაგიჟდება უარი რო ვუთხრა. 1 თვის წინ დამიგეგმა მე და შენ მივდივართო. -ნინა ძაან საყვარელია. -ხო, მაგრამ მეზარება ბაკურიანში წასვლა... -არაუშავს, წაყევი. ხვალ გელოდები ჩემთან. ყურმილი დაკიდა და საწოლზე მიესვენა, სისხლიანი პირი ჯერ კიდევ არ ჩამოებანა, აბაზანაში შევიდა და სარკეში რომ საკუთარი თავი დაინახა ბევრ რამეზე ჩაფიქრდა. დაფიქრდა იმაზე რომ ამ 1 თვის მანძილზე მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დაფიქრა იმაზეც რომ ქეთა იმისთვის უბრალო საქმიანი გარიგება არ იყო, რომ მისი ცხოვრება სხვისიც უცებ გახდა, რომ ცოლი ყავდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფიქტიურობა ყველაფერს უსვამდა ხაზს. პოლონეთშიც იმიტომ მიდიოდა რომ ბოლომდე გარკვეულიყო და დაფიქრებულიყო ყველაფერში. ქეთას დატოვება არ ეშინოდა, იმიტომ რომ იცოდა მგლებთან ტოვებდა და სანდრო და გაგა ბოლომდე დაიცავდნენ. იმაზე ღელავდა რომ ქეთა ინერვიულებდა, მაგრა ახლა მთავარი ის იყო რომ ყველაფერში გარკვეულიყო იმიტომ რომ ასე გაგრძელება არც მას მოუტანდა კარგს რაიმეს და არც ქეთას. ბარგი მალევე ჩაალაგა და საჭირო საბუთებიც ჩადო. დილით ალექსანდრეს ზარმა გააღვიძა, რომელიც ჭიშკრის კოდს თხოვდა. ამასობაში დემეტრეც ძლივს ადგა და ქვემოთ ჩავიდა -ბიჭო სად გყავს დაცვა? -ვასვენებ დღეს, მაგრამ შუა დღით მოვლენ. -შენ არ გადიხარ? -კი, წავალ 1 საათში. სამზარეულოში უკვე ამზადებდა თეა საჭმელს, დაუბარა მალე ჩამოვალ ვისაუზმებო და ქეთას კარზე დაუკაკუნა -გძინავს? -არა შემოდი. ოთახში შესულს ქეთა ლოგინზე მჯდარი დახვდა. ეტყობოდა არც უძინია, იმიტომ რომ ლოგინი დაფუშული არ დახვდა, ერთ ადგილს მიშტერებოდა და ცრემლები ერთი-მეორის მიყოლებით მოსდიოდა. -რა გატირებს? -დემეტრე კედელს მიეყრდნო და ეცადა სახეზე შეეხედა. ქეთას პასუხი არ გაუცია-ეხლა არ მითხრა რომ მთელი ღამე ასე იჯექი და არ გეძინა. -დემეტრე ქეთას წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელებში მოიქცია -ქეთა ამოიღე ხმა, რა გჭირს? -არაფერი. წადი. -ცრემლები მოიწმინდა და მისი ხელები მოიშორა. -რას ნიშნავს არაფერი?! მითხარი... -რატომ? რატომ გითხრა? რა აზრი აქვს... -რას არ აქვს აზრი, არ გადამრიო -გადაირევი და რა?! რა შეიცვლება შენი გადარევით. გინდა გადაირიე და გინდა დამახრჩე, სულ ერთია. -იცი რომ ვერ ვიტან ასეთ ლაპარაკს და რატომ ცდილობ წასვლამდე გამაბრაზო -იმიტომ რომ მიდიხარ... -ანუ წინასწარი მონატრება გიტევს... -გაეღიმა და ფანჯარასთან მისულ ქეთას უკან გაყვა -მალე ჩამოვალ არ ინერვიულო, 3 დღეში. -ხოდა წადი. -ქეთა ნუ მაიძულებ... -არაფერს არ გაიძულებ წადი... დემეტრეს აღარ შეეძლო ამდენის გაძლება, კარი გაიჯახა და პირდაპირ იმ კედელს დაუშინა მუშტი სადაც მანამ ქეთას სურათი ეკიდა სანამ გადმოვიდოდა. ვეღარ ხვდებოდა როგორ მოეთოკა ნერვები რომ არაფერი ეთქვა, არ ეყვირა, არ დაელეწა, ხვდებოდა რომ ერთადერთი გამოსავალი ქეთასთვისაც და მისთვისაც რამდენიმე ხნით დაშორება იყო. აღარაფერს დალოდებია, ჩანთა აიღო და სახლიდან გიჟივით გავარდა. ქეთამ რომ მანქანის ხმა გაიგო საბოლოოდ ჩაწყდა გული და ატირებული პირქვე დაემხო... ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია, ცოტა ხანში ზემოთ ავიდა და ქეთას კარი ნელა შეუღო -რა გჭირს რძალო? -ეგრე ნუ მეძახი. -სანდრო თავთან ჩამოუჯდა და თმა უკან გადაუყარა -გეძახი იმიტომ რომ ჩემი რძალი ხარ. -არ ვარ! -ნწ ნწ, ნუ მეწინააღმდეგები. -შენი რძალი რომ ვყოფილიყავი და დემეტრეს ვყვარებოდი ახლა აეროპორტში არ წავიდოდა. -აპაპ, ეგ სხვა საქმეა, ხომ გითხრა 3 დღეში ჩამოვალო?! -და მერე? -მერე ის რომ როცა სადმე სხვაგან უმიზეზოდ მიდის, ესე იგი უნდა დაფიქრდეს. -და სხვა ქალაქში რომ წასულიყო და დაფიქრებულიყო და არა საზღვარგარეთ? -ვერ შეძლებდა აქ ფიქრს, ხელს შეუშლიდი -რას ნიშნავს ხელს შევუშლიდი? -დაიძინე რძალო დაიძინე. -შუბლზე ხელი გადაუსვა და მისი თავი მკლავში მოიქცია, გაეღიმა და თავზე აკოცა. მალე გაგაც მოვიდა, მაგრამ სახლში მაინც არაფერი შეცვლილა. ქეთა ტყუილუბრალოდ დაბოდიალობდა მთელ სახლში და სულ ცუდ ხასიათზე იყო. არ ჩერდებოდა, სულ გარეთ გასვლა უნდოდა, ყოველ წამს ელოდა დემეტრეს დაბრუნებას, მაგრამ ყოველ წამს იმედგაცრუებული რჩებოდა. მთელი დღე ისე გავიდა რომ არც უჭამია, როგორ არ ეცადნენ ბიჭები მაგრამ ვერაფრით ვერ გაამხიარულეს. ანანოც მოვიდა, გიორგიც, მაგრამ ქეთას მაინც არაფერი ეშველა, თვალები სულ ჩაუცვივდა, ჩაუშავდა და მუცელი უკვე ამდენი უჭმელობისგან და შიმშილისგან ეტკინა. საღამოს ბიჭებს გამოუცხადა მივდივარო და კარისკენ მიდიოდა გაგა რო მკლავში წვდა -სად მიდიხარ ასეთ ფორმაში? -კლუბში. -რას ქვია კლუბში, ხო იცი რო ვერ წახვალ -რატო? -რა რატო, გუშინ რეები მოხდა დაგავიწყდა, ან მაშინ რესტორანში, ან რავიცი რამდენი გავიხსენო -მითხარი რა აზრი აქვს... ყოველდღე საფრთხეში ვარ, ყოველ წამს, დღეს თუ არა ხვალ ვიღაც სნაიპერი დამაჭედებს შუბლში ტყვიას. მე აღარ მეშინია და თქვენ რატომ მიცავთ ასე თავგამოდებით. ხო შეგიძლიათ რო თქვენც დაიკიდოთ და შემეშვათ? -ქეთა სასმელი სად ნახე? -რა სასმელი? -მთვრალი არ ხარ? -არა! -აბა რეებს ბოდავ გოგო, მშვენივრად იცი რო მიწიდან ამოგვთხრის აქედან რო გაგიშვათ დემეტრე. -დემეტრე დემეტრე, ყველგან და ყველაფერში დემეტრე! რა უნდა დემეტრეს ჩემგან. რატომ გრძნობს თავს ვალდებულად რომ ჩემზე იზრუნოს, შემეშვით. -ქეთა ნუ გაგვხდი იძულებულს დემეტრესთან დავრეკოთ -და რა? პირველივე რეისით ჩამოფრინდება? მეც მჭირდება დაფიქრება... -სად უნდა დაფიქრდე კლუბში? ბევრს ლაპარაკობ ქეთა, მაინც ვერ წახვალ. არაფრის მაინც როგორ არ გეშინია, ხომ ხედავ რეები ხდება. -ხოდა აი მაგიტომაც აღარ მეშინია, ვიცი რომ რაღაც აუცილებლად მომივა და ამას უკვე შევეგუე. ვიცი რომ ჩემი ძმის გამო ახლო მომავალში სიცოცხლეს უნდა დავემშვიდობო და მაცადეთ მაინც ეს ბოლო დღეები ცოტათი გავერთო მაინც. -ქეთა! ნუ ეცდები დემეტრეზე უარესები გაგვაკეთებინო. -რას იზამთ მცეემთ? გაგამ ქეთა გაძალიანების მიუხედავად დივანზე დასვა და წინ მაგიდაზე დაუჯდა -დემეტრე რომ დაგალაპარაკოთ დამშვიდდები? -არა! -მისმინე ქეთუშ -დაიწყო ალექსანდემ -აქედან ვერ გახვალ სულ მთელი ღამეც რო გაპარვას ეცადო. გავათენებთ. დაგიდარაჯდებით და აქედან ვერ წახვალ. -გასაგებია. ოთახში შესვლა შეიძლება? -თუ რაიმე სისულელეს არ გააკეთებ, კი. ზემოთ წავედი, შეწინააღმდეგებას აზრიც აღარ ქონდა, ამდენი ჩხუბით და ნერვების მოშლით იმდენად ვიყავი გადაღლილი რომ ძალაც აღარ მქონდა. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა ჩემ ცხოვრებაში რომ გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. განა სასწაული არ არის? ვცხოვრობ ადამიანის სახლში რომელიც ვხვდები რომ ავადმყოფურად მიყვარს და რომლის ცოლიც ვარ, მაგრამ... რა საშინელებაა რომ ამ ყველაფერს ახლავს მაგრამ, არ ვიცი რას გრძნობს ის, მაშინ როცა მგონია რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ არის, ყველაფერს საშინელებას აკეთებს და მავიწყებს რომ ასეთი შეიძლება მიყვარდეს, მაგრამ მაინც მიყვარს და თავს ვერ ვიკავებ რომ წამით მაინც არ მიყვარდეს. ახლაც როცა ვფიქრობ რომ ის შეიძლება სულაც არ ფიქრობდეს ჩემზე მინდა რომ რაღაცით შური ვიძიო, რაღაც გავაფუჭო, რაღაც ისე გავაკეთო რომ არ მოეწონოს, რომ მიყვიროს, რომ გაბრაზდეს, რომ მის თვალებშიც დავინახო ნაპერწკლები. მინდა რომ იეჭვიანოს, მაგრამ ძალა არ მყოფნის რომ ეს გავუკეთო, არ შემიძლია რომ მის გაბრაზებას ვუყურო... ვერ ვძლებ... უმისობა ყელში მაწვება და მახრჩობს... ახლაც, მინდა რომ მიუხედავად მისი გულგრილობია ჩავეხუტო და ვუყვირო რომ ყველაზე მეტად მიყვარს. ვიცი ამას რაც მოყვება, მაგრამ მაინც მინდა. მინდა მისი სუნი ვიგრძნო და მის მკერდზე დამეძინოს. მინდა მის ტუჩებს ისევ ვგრძნობდე ბავშვურად შუბლზე. მტკივა... სულამდე მტკივა... ვერ მომერევი (15) new yorker 7-12-2013 * * * უკვე რამდენიმე საათი იყო პოლონეთში და აქედან გაქცევა უნდოდა, ვეღარ ძლებდა, ქეთა ენატრებოდა, საფრთხის შეეშინდა და მიხვდა რომ ყველაზე ცუდად იყო. უკან დაბრუნებასაც ვერ ბედავდა, უნდოდა ბოლომდე გაეძლო და შეწინააღმდეგებოდა გრძნობებს მაგრამ ნელ-ნელა რაც დრო გადიოდა უფრო ხვდებოდა რომ არაფერი გამოდიოდა და მოთმინებას კარგავდა. ცოტა დალია რომ ამაზე აღარ ეფიქრა და უშველა კიდეც. ძლიერმა ტეკილამ მალევე გათიშა... * * * -ქეთა ადექი, მივდივართ. -სად? -უნივერსიტეტში. საბუთები გადაგაქვს. -სად? -იქ სადაც არც ლევანი ისწავლის და არც ანდრო და არც ისეთი ვინმე რომელიც საფრთხეს შეგიქმნის. უსიტყვოდ დამორჩილდა. ყურმოჭრილ მონობას უკვე მიჩვეულიც კი იყო. დასვენებული სხეული ლოგინიდან აათრია და საბნიანად შევიდა სააბაზანოში ისე ციოდა. მალე მოწესრიგდა და ისე როგორც დემეტრეს უყვარდა თბილად ჩაიცვა. კონსპექტები ჩანთაში ჩაალაგა და ქვემოთ ჩავიდა. ალექსანდრე და გაგა რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იცინოდნენ. -წავედით? -კი. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. არც ისე ადვილად მოახერხეს საბუთების გადატანა, მაგრამ შეუძლებელი ხომ არაფერია... რამდენიმე საეჭვო მანქანა სახლამდე თან სდევდათ მაგრამ ბიჭები არაფერს იმჩნევდნენ რომ ქეთას არ შეშინებოდა, მაგრამ ალბათ რომც ეთქვათ რეაქციაც არ ექნებოდა, იმდენად იყო დაღლილი და გაუფერულებული ამ ყველაფრისგან. უღიმღამოდ და უხასიათოდ გადმოვიდა ქეთა მანქანიდან და ეზოში სავარძელში ჩაესვენა. -შიგნით არ შემოდიხარ? -შემოვალ ცოტა ხანში... დაცვა უკვე პოსტზე იყო ამიტომ ბიჭები არ შეწინააღმდეგებიან, შიგნით შევიდნენ და თეას თხოვეს რაიმე გემრიელი მოემზადებინათ, მერე დემეტრეს დაურეკეს -რას შვრები დემე? -საბუთებს ვაგროვებ რო ჩავაყუდო ციხეში ის დამპალი -ბიჭო არ ღირს ხო იცი? ამოგვწყვეტს -სხვა გამოსავალს ხედავ? -აუ არ ვიცი რააა. დემეტრეს რომ ყურმილი დაუკიდეს ცოტა ხანში ანონიმმაც დაურეკათ, ქეთასაც შეცივდა და შიგნით შედიოდა ბიჭების ხმა რომ გაიგო, სანამ ფეხზე გაიხდიდა საუბარიც გაიგონა -თემურრ?! -ხმის კანკალით უთხრა ალექსანდრემ. -როგორ მოხდა რომ დემეტრემ მეუღლე მარტო დატოვა? -მარტო არ დაუტოვებია, ჩვენც აქ ვართ. -თემურმა გულწრფელად გადაიხარხარა და განაგრძო -ნუ მაცინებთ რაა. არ მეგონა ასეთი მხდალი თუ იქნებოდა დემეტრე და ასე მალე თუ გაიქცეოდა. -თემურ ნუ გვაღიზიანებ. -არა როგორ გეკადრებათ? უბრალოდ ნებისმიერ დროს, დაიმახსოვრეთ!! ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკიდო თქვენ გოგოს ზურგში ხელი და გავაქრო. თამაშში აზარტი მიყვარს და აბა თქვენ იცით ცოტა გააქტიურდით. ალექსანდრემ ძლივს შეიკავა თავი რომ მობილური არ დაეფშვნა, ქეთაც რომ გაფითრებული გამოჩნდა მათ წინ გაგა მაშინვე მივარდა და ხელები მოხვია, ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. -მომკლავენ ხო? -სისულელეებს ნუ ამბობ რა ქეთუშ. ხო იცი რანაირი კაცია? -ვიცი რანაირიცაა და ეჭვიც არ მეპარება რომ ტვინს გამასხმევინებს. ქეთამ გაგას ხელები მოიშორა და დივანზე დაჯდა, ალექსანდრე და გაგა წინ დასხდნენ მაგრამ ხმა აღარცერთს არ ამოუღიათ. მალე ქეთა ოთახში ავიდა და აბაზანაში ჩაიკეტა, მობილური ამოიღო და გიორგის დაურეკა. -გიო უნდა დამეხმარო. -მოხდა რამე? რატო ჩურჩულებ? -არ მინდა რო ბიჭებმა გაიგონ, უნდა გამაპარო? -რა უნდა ვქნა? საიდან უნდა გაგაპარო? -გიო შეიძლება მომკლან, გესმის? უნდა გამაპარო. -რანაირად? -ვეცდები მიზეზი არ მივცე რომ არ დამიდარაჯდნენ და ღამე მომაკითხე. -ქეთა სისულელეებს მეუბნები, ხომ იცი რომ მთელი არმია გყავს დაცვად. -იცოდე რომ მომკლავენ ამ უარს ინანებ. -ხო კარგი როდის მოვიდე? -თუ ბაღის ღობიდან გადმოვძვერი, მაშინ 3 საათზე -თუ ვერ გადმოძვერი? -მაშინ ხვალ ჩემ პანაშვიდზე მოდი. -ნუ ბოდიალობ რაა, 3ზე მოვალ. ქეთამ რამდენიმე წლის წინ აღებული უვადო ვიზა და პასპორტი ჯიბეში ჩაიდო და საწოლზე მიწვა, რამდენიმე ხანში მიხვდა როგორ შეამოწმეს ბიჭებმა, მაგრამ საკმაოდ კარგად იმსახიობა და ვერაფერი შეატყვეს, შუა ღამე იყო საწოლიდან რომ ადგა და ფეხაკრებით მივიდა კართან, ეცადა უხმაუროდ გასულიყო რომ ნაკლებად შეექმა საფრთხე. ისეთი სიჩუმე იყო საკუთარი სუნთქვისაც კი ეშინოდა, კიბეებზე უხმაუროდ ჩავიდა და მეორე გასასვლელიდან გავიდა რომ კარის ხმა არ ყოფილიყო. დაცვას რა თქმა უნდა ეღვიძა, მაგრამ როგორც ჩანს ბედი ქეთას სასიკეთოდ ტრიალებდა, უკან არავინ დახვდა. საქანელამდე ძლივს შეუმჩნევლად მივიდა და ფეხი რომ საქანელაზე დადგა დაუსხლტა, ცოტა ახმაურდა კიდეც, მაგრამ დარწმუნებული იყო ვერავინ გაიგებდა. მიხვდა რომ გიორგი უკვე იქ იყო იმიტომ რომ მობილურზე შეტყობინება მოუვიდა ცოტა უხმაუროდ გადმოძვერიო. მერე კიდევ ერთხელ დადგა საქანელაზე ფეხი და როგორც შეეძლო მაღლა ახტა და საბედნიეროდ მიწვდა კიდეც ღობის საზღვარს, ფეხებით ძლივს გადააბოტა და პირდაპირ გიორგის მანქანას დააბიჯა, მერე ჩამოცურდა და მიწას რომ შეეხო საკუთარი მოხერხებულობის გაუკვირდა. მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და გიორგის თხოვა მალე წასულიყო. კიდევ ერთი პლიუსი ის იყო რომ ამ გზაზე მიმავალი მანქანების ხმაურს წინ ვერავინ გაიგებდა, თავი რომ სამშიდობოს დაიგულა ძლივს ამოიღო ხმა ქეთამ -ისე არ მეგონა ასე სუფთად თუ გამოვიდოდა ყველაფერი -კრიმინალივით ლაპარაკობ, ისე მე მეგონა უფრო კარგად იქნებოდა სახლი დაცული, ხო შეიძლებოდა ვიღაც გადმომძვრალიყო? -აქ ისეთი სისტემაა, დარწმუნებული ვარ გაზონის ქვემოთ სენსორი ექნებათ დაყენებული... -ქეთას ფანტაზიას აშკარად არ ქონდა საზღვარი. -ახლა საით? -აეროპორტში. -რაა? რა გინდა აეროპორტში. -გიორგი! ეხლა შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოიყენო და ისეთი კონფიდენციალური უნდა გახადო ჩემი საზღვრის დატოვება როგორიც პრეზიდენტისაა ხოლმე, ან ის მაინც გაასაიდუმლოო რა მიმართულებით მივფრინავ. -ეგ არც ისე რთული დავალებაა, მაგრამ სად უნდა წახვიდე, ან მარტო სად მიდიხარ გაგიჟდი? -ამერიკაში. მხოლოდ ამერიკის ვიზა მაქვს, ვიცი ამასაც ამოჩხრიკავენ, ამიტომ ხომ იცი... -შენ მაგაზე არ ინერვიულო, მაგრამ ანანოსაც რო უთხრა და ერთად წახვიდე? -გაგიჟდი გიორგი? ანანოს ვერ გავრევ ამ ამბავში, თან ხო იცი ორი კაცის მიგნება ძალიან ადვილია. -მაშინ მე წამოვალ. -ძალიან მინდა რომ წამოხვიდე გიორგი, მაგრამ უფრო მეტ საფრთხეს შემიქმნი და ფუჭს გამიხდი ამ გაფრენას, ამიტომ ძალიან გთხოვ არ დამიწყო რაა... -ვერც გეთანხმები და ვერც გეწინააღმდეგები, ყველაფერს მოვაგვარებ, მაგრამ დამპირდი რომ აუცილებლად შემეხმიანები და არ აორთქლდები როგორც კი ჩაფრინდები, თორე მე თვითონ მოვდებ მთელ საქართველოს შენი წასვლის ამბავს. -როგორც კი ჩავფრინდები. ქეთამ მობილური ამოიღო და მინა ჩამოწია როგორც კი შეეძლო მაგრად მოისროლა და დანანებით გააყოლა თვალი. -ფული გააქვს? -იმდენი მაქვს რო 2-3 თვე მეყოს. -2-3 თვე? გაგიჟდი? ამდენი ხანი იქ უნდა იყო? -თვე კი არა წელიწადი შეიძლება დავრჩე გიორგი, ვერ ხვდები? შეიძლება მომკლან. გიორგის ყველაზე მეტად უჭირდა ,,დის“ აქედან გაშვება, მაგრამ იმასაც ვერ უშვებდა რომ ქეთას შიშში ეცხოვრა, აეროპორტში რომ მივიდა, სანამ ქეთა ბილეთებს იყიდიდა თვითონ ყველა იმ პირთან გადარეკა რომელთაც შეეძლოთ ქეთას გაფრენა ბაზიდან წაეშალათ და საბოლოოდ რაღაც თანხაზე შეთანხმებით გადაწყვიტეს კიდეც. ქეთა 2 საათში გაფრინდებოდა, ამიტომ მანამ კაფეტერიაში შევიდნენ და ყავა შეუკვეთეს. -ქეთა იცოდე, 3 საათში რო არ დამირეკო?! ყველაფერს ჰაერში ავწევ, ხო იცი რაც მოხდება რო არ დამირეკო? -დაგირეკავ ნუ ნერვიულობ. -ქეთას შიშის მიუხედავად მაინც ეღიმებოდა გიორგიზე. -აუ, მგონია რო აქაც მომსდევენ ისე ვარ შეშინებული. -დამშვიდდი და ნუ ფორიაქობ. -აუ მეცინება არადა რატო ვერ ვხვდები, რაა სასაცილო იმაში რო შეიძლება ნებისმიერ წამს მომკლან. -ქეთას ისტერიული სიცილი აუტყდა და რომ გაჩერდა ძალაუნებურად ცრემლებიც ჩამოცვივდა. -ჯანდაბა! მაინც ამეტირა. გიორგი ქეთას მიეხუტა და დაპირდა რომ არაფერი მოხდებოდა, მერე ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და საბოლოოდ 1.30სთ-ც მიიწურა. ქეთა ძლივს გამოემშვიდობა გიორგის და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. თვითმფრინავში რომ ჩაჯდა დამშვიდდა, ქამარი შეიკრა დაზეპირებული გამაფრთხილებელი მანევრები კიდევ ერთხელ გაიმეორა და ძლივს მბჟუტავი სინათლეებს გახედა მინიდან... მინიდან რომელიც თბილისის მიწიდან ვაშინგტონისაკენ მიფრინავდა.... ვერ მომერევი (16) new yorker 8-12-2013 ინგლისური ენა და წარწერები რომ დაინახა ეგონა თავიდან დაიბადა, მიუხედავად ყველაფრისა აქაურობამ სულ თუ არა რამდენიმე წამით მაინც დაავიწყა ყველაფერი. ამერიკა ხომ ყველა ადამიანისთვის აღმოჩენის ქვეყანაა. ის სულ სხვაა, სხვა პლანეტაა, სხვა სილამაზეა... ქეთა ტაქსიში ჩაჯდა და იმ სასტუმროში წავიდა სადაც წლების წინ ნახევარი წელიწადი გაატარა, ახლა მეტი არაფერი ეგულებოდა, ამიტომაც ნაცნობს დაჯერდა და საკუთარ თავს პირობა მისცა რომ აუცილებლად მოძებნიდა სხვა საცხოვრებელს. ნომერში რომ შევიდა და საწოლზე წამოწვა მერეღა მიხვდა ყველაფრის გაანალიზებას. ასე უცებ ამერიკაში აღმოჩნდა და თანაც ყველაფერი ისე რომ კვალი არსად დაუტოვებია. მისი შესაძლებლობები აქამდე არსად გამოევლინა მაქსიმალურად, ახლა კი როცა მიხვდა რომ იმაზე მეტი შეძლებია ვიდრე ეგონა ის შეტყობინებაც ინანა რომელიც დემეტრეს მიწერა. თავი უფრო მაღლა იგრძნო და მომენტალურად გაძლიერდა კიდეც, მიხვდა რომ სულ მთლად უსუსურიც არ იყო. იცოდა მისი აორთქლება საშინელებას გამოიწვევდა მაგრამ სიცოცხლის გარანტია შიშის და სისუსტის უფლებას აღარ აძლევდა, დემეტრეც სადღაც გონების ჯურღმულში მიჩქმალა და ამაყად გავიდა აივანზე, რომლიდანაც დედაქალაქი მშვენივრად ჩანდა და თვალები დახუჭა. რამდენიმე საათის წინ მისი აივნიდან თბილისს უყურებდა ახლა კი ვაშინგტონს. იცოდა რომ ვერც ერთის ფანტაზია ვერ გაწვდებოდა ამერიკას და ეს ამშვიდებდა. იცოდა რომ ევროპით შემოიფარგლებოდნენ და ბავშვივით აცქმუტუნდა. რამდენიმე წუთი იყო აივანზე და მერე შიგნით შევიდა, საკმაოდ დაღლილი საწოლზე პირქვე დაემხო და ჩაეძინა... * * * ბიჭები დემეტრეს ზარმა გააღვიძათ, როგორც ჩანს შეტყობინებაზე რომ პასუხი არ გასცა დემეტრემ მაინც ვერ გაუძლო ქეთას მონატრებას და ბიჭებს თხოვა სანამ გაიღვიძებს ჩუმად სურათი გადაუღეთ და მაჩვენეთო. ალექსანდრეც ძლივს წამოიზლაზნა ლოგინიდან და ქეთას ოთახისკენ ფართხა-ფურთხით წავიდა. კარი უხმაუროდ შეაღო და მობილური მაშინვე საწოლს მიუშვირა მაგრამ რომ დაინახა ცარიელი იყო გაუკვირდა. უკან გამობრუნდა, ქვემოთ ჩავიდა და უკვე გაღვიძებულ თეას კითხა ქეთა ქვევით ხო არ არიო, მაგრამ თეამ სასტიკად იუარა თვალიც არ მომიკრავსო, ისევ უკან აბრუნდა და ახლა უკვე ღრიალით ოთახში ყველაფერი გადაატრიალა, მაგრამ ვეღარც ტანსაცმელს მიაგნო და რა თქმა უნდა ვეღარც ქეთას. ხმაურზე გაგაც გამოვარდა ოთახიდან, დაცვაც უკვე გაფრთხილებული იყო თეასგან. ქეთას აორთქლებამ გაგაზეც საშინლად იმოქმედა, მიხვდა რომ საშინელება მოხდებოდა. მთელი სახლი გადააბრუნეს, სარდაფიც შეამოწმეს მაგრამ ვერც ქეთას მიაგნეს და ვერც კვალს. დაცვა თავს იმართლებდა არაფერი შეგვინიშნავს საგანგაშო მთელი ღამე სიმშვიდე იყოო, შეუძლებელია ასე გამქრალიყო კიდევ ერთხელ შევამოწმოთო, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც რამდენიმე შემოწმებამ ვერაფერი შეცვალა. სანდრო კართან ჩაიკეცა და თვალები დახუჭა -დაგვხოცავს დემეტრე. -არ დაგვინდობს. -დაურეკავ? -მომეცი მობილური. -გაგამ მობილური აიღო და დემეტრეს დაურეკა, დემეტრემ უსაყვედურა სურათი რატომ არ გამომიგზავნეთო, მაგრამ როგორც კი გაგას არა-ჩვეულებრივი ხმა გაიგონა თვითონაც დასერიოზულდა -გაგა, მოხდა რამე? -აუ... კაროჩე რაა.... ქეთა გაქრა. -რა ქნა? -დემეტრემ თავი ძლივს მოატრიალა და სიმწრით გაეცინა -მთელი სახლი გადავატრიალეთ და აზრზე არ ვართ როგორ უნდა გამქრალიყო, არც დაცვას შეუნიშნავს რამე, არც არაფერი ყოფილა ისეთი, შევედით და აღარ დაგვხვდა -გაგას კიდევ უნდოდა გაგრძელება მაგრამ დემეტრემ ყურმილი დაუკიდა... ტელეფონი იქვე დააგდო და ალექსანდრეს გვერდით მიუჯდა, უთხრა ყველასთან გადარეკეო და ალექსანდრემაც პირველ რიგში ანანოს და გიორგის დაურეკა. ანანო ჭკუიდან გადავიდა ისეთი პანიკა ატეხა და მაშინვე გამოვარდა სახლიდან, გიორგიმაც შეძლებისდაგავარად გაიკვირვა და უთხრა ახლავე მოვალო. უკვე მშვიდად იყო იმიტომ რომ ქეთამ მშიდობით ფრენა და დაბინავება ამცნო, მანქანაში ჩაჯდა და დემეტრეს სახლისკენ წავიდა. სათათბირო დარბაზს დაემგვანა სახლი. დაცვის ჩათვლით ყველანი წრეზე ისხდნენ და შესაძლო ვარიანტებს ასახელებდნენ, თემურთან დარეკვა ვერ გაბედეს, არ უნდოდათ ეს დემეტრეს გარეშე გაეკეთებინათ, ანანომ აზრი წამოაყენა სიონში ხომ არ არიო და გიორგისთან ერთად სანახავად წავიდა. გიორგიმ იცოდა რომ აზრი არ ქონდა იქ წასვლას მაგრამ სხვა გზაც არ ქონდა, დამწუხრებულები დაბრუნდნენ ცოტა ხანში სახლში და ისევ სათათბირო წრეში ჩაებნენ. ალექსანდრე და გაგა განსაკუთრებით ღელავდნენ რადგან სხვებისგან განსხვავებით მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ, გიორგიც მეტი დამაჯერებლობისთვის ვითომ ყველგან რეკავდა და არაფერი გამოდიოდა, ამით უფრო რთულდებოდა საქმე. შუა დღე ისე მოვიდა რომ ადგილიდან არავინ გაქანებულა, არც თეა, რომელიც უფუნქციობის მიუხედავად მაინც იჯდა ამ წრეში და მათ დახმარებას ცდილობდა... სახლის კარი ისე მოულოდნელად გაიღო და დემეტრე ისეთი გაცოფებული შემოვარდა რომ ყველა შეცბა. პასუხს ყველასგან ელოდა მაგრამ როცა მიხვდა რომ ვერ მიიღებდა ოთახში ყველაფერს დაერია. გამწარებული გარეთ გავარდა და თემურს დაურეკა -სადა არის ქეთა? -ოჰ ბატონო დემეტრე. -სანამ შენი თვალები გაჭამე მითხარი ქეთა სად წაიყვანე. -ძალიან მინდა დაგამშვიდო და გითხრა რომ მე მყავს მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო -არ მცალია შენი გამოცანებისთვის, მითხარი სად არის. -რაღაც არ ხარ მშვიდად ეტყობა. ჩემთან არ არის. -შენთან არ არის? -ძალიან მინდა რომ იყოს, მაგრამ არა. არ არის ჩემთან. დემეტრემ იცოდა რომ თემურს მართლა არაფერი ენდომებოდა ამაზე მეტად და მის სიტყვებში ეჭვიც არ შეეპარა, ყურმილი დაუკიდა და შიგნით გაფითრებული შევიდა, ყველას გადაავლო თვალი და ძლივს გასაგონად თქვა -გაქრა. -თემურის ხელი იქნება გარეული... -დიდი სირთულით თქვა გაგამ -არ არის, გაქრა. აორთქლდა. დემეტრე ძლივს დაჯდა დივანზე და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. -რა ჯანდაბა უნდა ვქნა? -აი სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ყველგან ვიყავით და არსად არაა. აშკარაა რო რაღაც სასწაული გააკეთა იმიტო რო დაცვას არ დაუნახავს. -საერთოდ არაფერი შეგინიშნავთ ბიჭებო? -დემეტრეს უკვე გაბრაზების თავიც აღარ ქონდა. -არაფერი ბატონო დემეტრე! დემეტრე გონება და ძალამიხდილი ძლივს ავიდა კიბეებზე რამდენჯერმე შეყოვნდა კიდეც, ქეთას ოთახთან რომ მივიდა თავ-ბრუ დაეხვა, ძლივს შევიდა. საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო, თავისთვის ლაპარაკობდა და ღმერთს დახმარებას თხოვდა, მალე ბიჭებიც შევიდნენ და ძლივს დაელაპარაკნენ, დემეტრეს არაფრის თავი არ ქონდა, ყველგან დარეკა, ყველა გააფრთხილა, მაგრამ პასუხი ვერსაიდან ვერ მიიღო. ყველაფერს თავის თავს აბრალებდა, მე რომ არ წასვულიყავი არ ინერვიულებდა და გაქცევამდე არ მიიყვანდა საქმესო, დაცულად ვერ იგრძნო თავი და შეეშინდაო, შეტყობინებაზე რომ არ ვუპასუხე ჩემმა უგულობამ გაანადგურაო, თქვენი საუბარის გაგებამ გატეხაო, ახლა ასეთი მდგომარეობა უფრო შლიდა დემეტრეს და ნელ-ნელა ძალაც ერთმეოდა. მთელი დღე ასე იყვნენ, წამდაუწუმ ვიღაცასთან რეკავდნენ, ვერც დედამისისგან, ვერც თიკასგან, ვერავისგან ვერ მიიღო პასუხი. სულ მთლად გადაირია, მთელი ღამე გაათენეს მაგრამ არაფერი შეცვლილა, ბოლოს ანდრიასთანაც დარეკეს მაგრამ ამით მხოლოდ ის შეიცვალა რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაეხვია ბურუსში და გაურკვევლობაში. დემეტრე ჭკუიდან გადადიოდა და ნელ-ნელა ხვდებოდა რომ აღარაფერი ემორჩილებოდა, ქეთას გარეშე ყოფნა, საერთოდ უღებდა ბოლოს მაგრამ უმოქმედობა დიდი სისწრაფით აბრეხვებდა მიწაზე და რეალობას აჯახებდა. _____________________ ვერ მომერევი (17) new yorker 11-12-2013 * * * ვაშინგტონში ყოფნის პირველი ღამე წარმატებულად დამთავრდა ქეთასთვის, მაშინ როცა თბილისში ბნელდებოდა, ვაშინგტონში თენდებოდა და ქეთაც ნაკლები ინფორმაციით დატვირთული და უფრო მშვიდად მყოფი ქალაქში გავიდა. მთელი დღე მუზეუმების თვალიერებას შეალია, მერე ერთ-ერთ პარკში იოგის მიმდევრებს შეუერთდა და ეცადა კონცენტრაცია ესწავლა. ეგონა მთელი დღე თბილისზე და დემეტრეზე იფიქრებდა მაგრამ როგორც ჩანს უცხო გარემომ მშვენივრად იმოქმედა მასზე. ერთი კვირა გავიდა ასე... მთელი დღე ქალაქში დაბოდიალებდა და პარკში უკვე ნაცნობებთან ერთად იოგის გაკვეთილების ათვისებას ცდილობდა, ფიქრით ბევრს ფიქრობდა, მაგრამ შედარებით მშვიდად იყო, იცოდა რომ აქ ვერავინ მოწვდებოდა. სიგიჟემდე ენატრებოდა დემეტრე მაგრამ ცდილობდა ამაზეც ნაკლებად ეფიქრა და ყურადღება გადაეტანა. არ გამოსდიოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა. გიორგის ძალიან იშვიათად ეხმიანებოდა და ისიც შეტყობინებებით და ფარული ნომრებით. არაფრის ცოდნა შედარებით მშვიდ გარემოში ყოფნის საშუალებას აძლევდა. არც ქართულ მედიას ავლებდა თვალს, არც სოციალურ ქსელს, არც ტელევიზიას, საერთოდ ინტერნეტს არც კი ეკარებოდა. მაშინ როცა ქეთა ახალ კვირას ახალი იმედებით იწყებდა დემეტრე ისევ მისი კოორდინატების გარკვევას ცდილობდა და ყოველ ,,ახალი არაფერიას“ ნელ ნელა ჭკუიდან სერიოზულად გადაყავდა. ყველგან მოედო, მაგრამ ვერაფერი გაიგო. გიორგის როგორც ჩანს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაეხადა ქეთას ბაზიდან წასაშლელად. ის რომ საზღვარი გადაუკვეთელი ეგონა დემეტრეს იმედს აძლევდა რომ სადმე აქვე იქნებოდა, მაგრამ ფაქტი რომ ახალი არაფერი არ ჩნდებოდა ყველაფერს უმრუშებდა. ყოველდილით უღნოდ დგებოდა და იწყებდა ძებნას, მაგრამ ვერსად პოულობდა, თემურიც და მისიანებიც ცდილობდნენ მსხვერპლის ხელში ჩაგდებას მაგრამ არც მათ გამოსდიოდათ რაიმე. ხანდახან სასმელს თუ გადააყოლებდა გულს, მაგრამ ხშირად ამის უფლებასაც არ აძლევდა თავს, მთელი თბილისი ფეხით შემოიარა, რამდენ სოფელში იყო, თითქმის ყველა ქალაქში, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა რომ ასე ძებნას აზრი არ ჰქონდა. ეგ იგივეა ეძებო მილიონ ნემსში ყველაზე მოკლე ნემსი. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ქეთას ნახვა და ეს რეალობა აცამტვერებდა ყველაფერს. საბოლოოდ ეს სიტუაცია იქამდე მივიდა რომ 1 თვე გავიდა და ახალი არაფერი იყო, ქეთა კიდევ იმდენად დაღალა მონატრებამ რომ ბოლო დროს სასტუმროდანაც აღარ გადიოდა. ისე უნდოდა დემეტრეს ხმის გაგონება ავადმყოფადაც იქცა უკვე, რომ წარმოიდგინა როგორ გაბრაზდებოდა ამ ყველაფერზე აეტირა და ამდენი ხნის საკუთარ თავთან თვალთმაქცობის შემდეგ ძლივს გაიბზარა. მისი გულიდანაც გამოჟონა იმ სიმართლემ რითაც აქამდე თავდაცვას ცდილობდა. ვინც თუ მასთან დაახლოებას მოინდომებდა ყველას რაღაც შეთხზულ ისტორიას უყვებოდა, რისი დაჯერებაც თავადაც ძალიან უნდოდა. ყველაზე მეტად გალერეა მოწონდა, რომელიც ახალგაზრდა მხატვრების იყო, რატომღაც მათ ნახატებს რომ უყურებდა მარტივად ფიქრობდა, ცრემლების გარეშე, შეეძლო მთელი დღე იქ ყოფილიყო და ყავასთან ერთად სიწყნარეში ერთ-ერთი სურათი ამოერჩია და იმისთვის ეყურებინა. მხოლოდ ასე შეეძლო მონატრების ჩახშობა და დემეტრეს ,,დავიწყება“. 1 თვეს კიდევ ერთიც მიემატა და ყველას იმედიც თბილისში უგზო-უკვლოდ დაიკარგა... * * * ბედის ირონიაა როცა ამხელა დედამიწაზეც სადღაც იქ სადაც ნაცნობი არავინ გეგულება მაინც გამოჩნდება ვიღაც და ერთი შეხედვითაც გამოიცნობს შენ ეროვნებას. ქეთას შემთხვევაში უფრო რთულად იყო... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გალერეაში ახალი ნახატების გახსნაზე ვიღაც მამაკაცმა ქეთას რომ თვალი მოკრა მაშინვე ეცნო და არც დაუყოვნებია სურათი ისე გადაუღო, მერე ეცადა უფრო კარგად დაკვირვებოდა და რამდენიმე ფოტო ისევ გადაუღო, მერე გარეთ გავიდა რამდენიმე კაცთან გადარეკა და საბოლოოდ საჭირო ნომერიც გაარკვია. -დარწმუნებული ვარ ვერ მიცნობ დემეტრე... -მეც 100%ით ვარ დარწმუნებული მაგაში. -ასე მალე როგორ დაგავიწყდა ჩემი ხმა? -უნდა მხსომებოდა? -ბიჭო ალეკო ვარ. -დემეტრეს მობილური კინაღამ გაუვარდა ხელიდან. -ალეკო?! შე-ენ?! დამაბნიე, რას შვრები როგორ ხარ? -რავიცი არამიშავს, შენ როგორ ხარ? -არც კი მკითხო. -ბიჭო ცოლი მოგიყვანია, ტელევიზიით და ინტერნეტით გავიგე. -ჰოო... -სად არის ეხლა შენი ცოლი? -არ ვიცი ალეკო საიდან გაგიჩნდა ეჭვები მაგრამ გვერდით ნამდვილად არ მყავს და არც ახლო მახლოს. -არც მე ვიცი რამდენად მართალია ჩემი ეჭვებიც, მაგრამ მგონი არ უნდა ვცდებოდე, მოიცა რაღაცას გამოგიგზავნი და გადმოგირეკავ. ალეკომ ყურმილი დაკიდა და მაშინვე ფოტოები გაუგზავნა დემეტრეს, მერე დარეკვას აპირებდა თვითონ დემეტრემ რომ დაურეკა სუნთქვააჩქარებულმა. -ვაშინგტონში ხარ ხო? -კი კი აქ ვარ -გეხვეწები, უთვალთვალე და გაარკვიე სად ცხოვრობს, ახლავე გამოვფრინდები. -რა პრობლემაა, თან შენც გნახავ, მომენატრე ძმაო. -შენ არ იცი ალეკო.. შენ ვერ ხვდები... მოკლედ გნახავ! ყურმილი დაკიდა და სახლიდან ისე გავარდა ხმა არ ამოუღია. რა იცოდა ალეკომ რა ხდებოდა დემეტრეს თავს, თორემ ნახვის სურვილი კი არა შეიძლება საერთოდ შეხვედრის სურვილიც არ გაჩენოდა. როგორც კი მობილური ჯიბეში ჩაიდო, გალერეაში დაბრუნდა და თვითონაც თავისთვის გულში ჩაიდუდღუნა ,,რა პატარაა დედამიწა“. დედამიწას სიპატარავის არაფერი უგავდა, მაგრამ აშკარა იყო რომ ქეთას კონფიდენციალურობა რამდენიმე წამში მინასავით დაიმსხვრეოდა. დემეტრე მანქანას გიჟივით მართავდა და ალბათ მობილიზება რომ არა შეასკდებოდა კიდეც რამეს. 2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ქეთა თვალითაც არ უნახავს. აქამდე ისე იყო გასაიდუმლოებული რომ ვიღაცა მის გარდაცვალებასაც დააბრალებდა. იმაზე იფიქრა ჯობდა თუ არა მისი იქ დატოვება, მაგრამ სწრაფადვე გადაიფიქრა რადგან იცოდა თუ მასთან მიაღწია ამ ინფორმაციამ თემურამდეც მალე მივიდოდა. აეროპორტში რომ მივიდა პასპორტი ძლივს ამოიღო ხელები ისე უკანკალებდა, ბილეთი სწრაფად იყიდა და გაფრინდა... რომ შეძლებოდა ალბათ პილოტს ეტყოდა მალე იფრინეო მაგრამ თბილისიდან ვაშინგტონამდე არც ისე პატარა დრო იყო საკმარისი. სისხლი იმაზე სწრაფად უმოძრავებდა ძარღვებში ვიდრე მანამ... ამასობაში კი თბილისში გაურკვევლად დარჩენილი გაგა და ალექსანდრე ტყუილად ცდილობდნენ დემეტრესთან დაკავშირებას და იმის გარკვევას თუ სად გავარდა ასე გადარეული. ქეთა კი იჯდა გალერეაში და ცდილობდა ვიღაც 18 წლის გოგონას ნახატი ამოეცნო, რომელსაც ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო, საბოლოოდ გათიშული ადგა და გალერეიდან ფეხით ქუჩა გადაკვეთა და სასტუმროში შევიდა. ალეკომ ძალიან მარტივად დაიმახსოვრა სასტუმროს სახელი და თვითონ ისევ გალერეაში დაბრუნდა. შუა ღამე იყო დემეტრე ვაშინგტონში რომ ჩაფრინდა, მაშინვე ალეკოს დაურეკა და მისამართი გამოართვა... ქალაქისთვის თვალიც არ შეუვლია ისე გაატარა ტაქსიში ნახევარი საათი, ალეკოს ნახვამ ცოტა დააშოშმინა მაგრამ მასაც მალევე დაემშვიდობა და უკვე დაწერილ მისამართზე სასტუმრო ,,hilton“_ში წავიდა. ძლივს მოახერხა ანერვიულებულმა ჰოლში იმის ახსნა რომ სტუმრად მიდიოდა და რომ უბრალოდ დაავიწყდა მასპინძელს მისი სახელის და გვარის ჩაწერა, თან თავისმა გარეგნობამ და მომხიბვლელობამაც ისარგებლა და იმდენი მოახერხა რომ ქეთას ოთახის ნომერი გაერკვია. ლიფტშიც კი მოუსვენრად იყო, გული მაშინ გაუჩერდა როცა ოთახის ნომერი 247 წაიკითხა. კარი, რა თქმა უნდა, დაკეტილი დახვდა დააკაკუნა და ჩუსტების ხმა რომ გაიგო მიხვდა რომ ტვინში ნერვები ნაპერწკლებივით დაეყარა. ქეთამ აუღელვებლად გააღო კარი რადგან იცოდა ამ დროს მომსახურე პერსონალი მოდიოდა ხოლმე, არც უკითხავს ვინ ხარო, კარი გააღო და უკან უნდა გატრიალებულიყო ნაცნობი სახე რომ დალანდა. გული გაუჩერდა, ეგონა რომ მოკვდა. გულში შიშმა გაკრა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ნესტოები დაბერა და კარის სახელურს ხელი შეუშვა, დემეტრე უთქმელად შევიდა, ისე ჩაუარა გვერდით თითქოს იქ არც ყოფილიყო, მაგრამ მისი სუნს კარის უკანაც გრძნობდა და ახლა ასე მძაფრად რომ იგრძნო ლამის ჭკუიდან შეირყა. სკამი გაასწორა და უკუღმა დაჯდა, ქეთაც ძლივს მოვიდა აზრზე კარი მიხურა და დემეტრეს წინ კედელზე აისვეტა -იცი რა მიქენი? -დემეტრე თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა. -ჭკუიდან გადამიყვანე! -ნესტოებს უფრო გამალებით ბერავდა და ხელებს მუჭად კრავდა. -ახლაც ძლივს ვლაპარაკობ და ძლივს ვითმენ რომ საშინელება არ გაგიკეთო. შენი აზრით შენი საქციელი ნორმალურია? -ქეთა ხმას ვერ იღებდა -გეკითხები, ნორმალურია? მშვენივრად იცოდი როგორც ვინერვიულებდი და მაინც წახვედი არა? ასე გიყვარვარ არა? ასე მიცნობ ხო? რატო მანაწევრებ? შენი დახმარების გარდა არაფერი მინდოდა და შენ რა გამიკეთე, ორი თვე ისე გაქრი, ყველას გვეგონა მიწამ ჩაყლაპაო. ჩემი 3 დღით წასვლა პოლონეთში შენთვის არ გახდებოდა ამის მიზეზი, გინდოდა ჭკუიდან გადაგეყვანე ხო? გინდოდა რომ დაგესაჯე არა? რა გინდოდა, ამოიღე ხმა!!! -დემეტრე უკვე ღრიალებდა. -როგორ მომაგენი? -აქვს მაგას რაიმე მნიშვნელობა? გეგონა მთელი ცხოვრება ჩუმად იცხოვრებდი და ასე ბედნიერი იქნებოდი? დანარჩენები ფეხებზე დაიკიდე არა? -ვინ დანარჩენები ? ოჯახი რომელსაც ფეხებზე ვკიდივარ თუ შენ, ვისაც სულაც არ გაინტერესებ და სულ არ გიყვარვარ, დავიღალე ყველასაგან და ყველაფრისგან და იმიტომაც წამოვედი, თქვენგან განსხვავებით ისე მაინც შევძელი აორთქლება რომ კვალი არ დამეტოვებინა, სიმართლე თუ გაინტერესებს ამ ორ თვეში ყველაფერი ვისწავლე, აღარც შენ სიტყვებზე ვიტირებ, აღარც შენ გაბრაზებას და ნერვების მოშლას მოვერიდები, არ მაინტერესებს შენი პრინციპები და შენი ,,მინდა“, მე მინდა რომ კაცი რომელსაც არ ვაინტერესებ ჩემგან შორს იყოს და თავი დამანებოს და არ მაინტერესებს გინდა თუ არა ეს შენ. შენ რა გგონია ჩემთვის ადვილი იყო ეს ორი თვე? ყველაფერში სხვისი დადანაშაულება ადვილი გგონია, მაგრამ იმას ვერ ხვდები რა ძნელია იცხოვრო იმ აზრით რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ტყვია შუბლში მოგხვდეს ან ვიღაც დაქირავებულმა ბომჟმა გაგაუპატიუროს, ან კიდევ ხეიბარი გაგხადონ ან რავიცი კიდევ ათასი საშინელება... ეს 2 თვე დანარჩენი შენთან გატარებული 3 თვისგან განსხვავებით მშვიდი და უპრობლემო იყო. არ ვიცი როგორ მომაგენი, მაგრამ მინდა რომ წახვიდე, მაშინ როცა ვცდილობ საკუთარ თავში რაღაცას მივაღწიო ყოველთვის მეჩრები და არ აქვს მნიშვნელობა ადგილს. თბილისშიც და აქაც, ბევრად მოშორებით... -დემეტრეს აღარ გაუგრძელებია... -ჩაალაგე ბარგი და წავედით. -არსად არ წამოვალ, აღარ მინდა იმ ქაოსში დაბრუნება. -ქეთა რატომ ვერ ხვდები რომ მგლის წინ ყოფნა უფრო მართებულია ვიდრე მისი ზურგს უკან ყოფნა, შენ რა გგონია აქ ვერ მოგაგნებენ? სადაც მე გავიგე იქ ისინიც გაიგებენ. რატომ გინდა ყველაფერი გაართულო. -მე მინდა რომ... -არ მაინტერესებს. არც ის მაინტერესებს შენ რა გინდა და არც ის რა გაინტერესებს, გითხარი ჩაალაგე ბარგი და წავედით მეთქი, მე შემიძლია ბარგის გარეშეც ჩაგტენო ტაქსიში და წაგიყვანო -ხო რა თქმა უნდა ძალადობა ხომ შენი სტილია. -შენ მემგონი ვაშინგტონმა ტვინი აგირია იცი? -პირიქით, არ მინდა წამოსვლა, სიმშვიდე მინდა... -ყველაზე გულუბრყვილო ბავშვი ხარ ვინც თუ ოდესმე შემხვედრია, დარწმუნებული ვარ მთავარია კარი შენ გარეშე გავიხურო და პატარა ბავშვივით კანფეტს რომ არ მიცემენ ტირილი დაიწყო, იწუწუნო რომ რატომ უფრო მკაცრი არ ვიყავი და რატომ ძალით არ წაგიყვანე, მშვენივრად ვიცი რომ ახლა კვდები ისე გინდა ჩამეხუტო და იტირო, არ შევიმჩნევ იტირე, უბრალოდ მეც ძალიან დავიღალე იმის დამალვით რომ ვითომ ვერ ვხვდები რას გრძნობ და რა გაწერია მაგ შენ მოცუცქნულ შუბლზე. -რატომ ხარ დარწმუნებული იმაში რომ თუ აქედან ჩემ გარეშე გახვალ ცრემლებად დავიღვრები? -იმიტომ რომ ასეთი რთული შეგიყვარდი და იცი ამას ჩემი ნებით არასოდეს არ გავაკეთებ. იცი რომ სულ ხელების გადამტვრევაც რო მომიწიოს შენ გარეშე არ გავალ, იცი რო ვიცი ეს ყველაფერი ვიცი და ამიტომაც მალაპარაკებ რომ საკუთარ თავში უფრო თავდაჯერებული გახდე. -არ მინდა დემეტრე თბილისში დაბრუნება, არ მინდა ისევ იმის მეშინოდეს რომ წუთიწუთზე მომკლავენ, არ მინდა, გესმის? -დამშვიდდი და მომისმინე, ნებისმიერ წამს შეიძლება აიყვანონ თემური ამიტომ მისი ნუღარ გეშინია, უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, დავბრუნდეთ საქართველოში და ყველაფერი შეიძლება სულაც დამთავრებული დაგვხვდეს. -და რომ არ დაგვხვდეს? ყველაფერი რომ დამთავრდება მერე დავბრუნდები... -ქეთა!! -რატომ უნდა დაგემორჩილო შენ როცა ვიცი რომ შენი გადაწყვეტილება საფრთხეს შემიქმნის, დავრჩენი აქ და როცა ყველაფერი დასრულდება დავბრუნდები... -შანსი არ არის, ერთად დავბრუნდებით და მორჩა! დემეტრემ კარადა გამოიღო ჩემოდანში ყველაფერი ერთბაშად ჩაყარა, შეკრა და კარი გააღო წავედითო უთხრა და დაელოდა ქეთა როდის გავიდოდა ოთახიდან, ადმინისტრაციაში ყველაფრის ფული თვითონ გადაიხადა და ტაქსი გააჩერა, ქეთას გვერდით მიუჯდა და აეროპორტისკენ წავიდნენ... _______________ ვერ მომერევი (18) new yorker 11-12-2013 ქეთა ვერ ხვდებოდა უნდოდა თუ არა ნამდვილად ყველაფრის დამთავრება, არ იცოდა უღირდა თუ არა თემურის დაპატიმრება დემეტრესთან განქორწინებად, იმის შიში რომ თემურის აყვანის შემდეგ დემეტრეს მოშორდებოდა ყველა იმ ტკივილს ავიწყდებდა და ყველა ტანჯვას უნახევრებდა. უნდოდა ეკითხა თუ რა იქნებოდა იმის შემდეგ რაც მოხდებოდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. იგრძნო რამდენად ძლიერი იყო მასზე დემეტრე და სწორედ ამას ერიდებოდა, არ უნდოდა დემეტრეს ბოლომდე გამოევლინა მისი სიძლიერე, აეროპორტშიც უხმოდ შევიდნენ, დემეტრემ ბილეთები იყიდა და ქეთას ბარგი რენტგენზე დადო, ჩექ ინი გაიარეს თუ არა კაფეტერიაში დასხდნენ და სიჩუმეც დემეტრემ დაარღვია -გაგიკვირდა არა სკანდალი რომ არ ავტეხე -ძალიან -ძალა აღარ მეყო, სახლს ვეღარ იცნობ ისეთ დღეშია ამიტომ არ გაგიკვირდეს, თითქმის ცარიელია, უბრალოდ რო გავიგე ცოცხალი იყავი ნერვები სულ მთლად დაწყვეტილი მქონდა. -მეგონა მომკლავდი, მოკლე კაბას რო ვიცმევდი ისეთ ამბებს ტეხდი არ მეგონა თუ ცოცხალი გადაგირჩებოდი -ხომ ხედავ გადამირჩი, ამას დაფასება უნდა -ხელი როდის უნდა გავაწეროთ? დემეტრე დაიბნა მოულოდნელ კითხვაზე და გაიტრუნა, ქეთამ კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა და თვითონაც გაჩუმდა, პასუხს დაელოდა. -ძალიან გინდა რომ გავაწეროთ? -არა უბრალოდ, აღარ მინდა ისე ცხოვრება ვითომ არაფერი ხდება და ეს ბეჭედიც თითქოს არაფერს ნიშნავს... -და სად უნდა წახვიდე? წასასვლელი გააქვს? -ანანოსთან, ან არ ვიცი, მოვახერხებ რამეს, სწავლას დავამთავრებ თუ არა საზღვარგარეთ წავალ. -ეგ კარგი აზრია მაგრამ ხომ იცი ცუდი საშუალებაა პრობლემების დასამალად. -სხვა გზები არ ვიცი და თუ მასწავლი შემიძლია გავითვალისწინო. -ქეთა!! -დემეტრემ ღრმად ჩაისუნთქა და მხრებში გასწორდა -თუ გეტყვი რომ არ მინდა შენთან განქორწინება?! -ქეთას სახეზე ცეცხლი წაეკიდა არ ელოდა ამ კითხვას -რა?! -რა და თუ გეტყვი რომ არ მინდა შენთან განქორწინება და თუ იმასაც გეტყვი რომ ამ ორი თვის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, მაინც წახვალ? -დემეტრე ხუმრობ არა? -ოდესმე გაგიგია რომ კარგად ვხუმრობ? სერიოზულად გეკითხები -ქეთას ცრემლები ძალაუნებურად წამოუვიდა და თავი ძლივს შეიკავა რომ ბოლომდე არ გამტყდარიყო -ვერ ვხვდები დემეტრე რის მიღწევას ცდილობ -შენი დაფასება მინდა... დამაცდი? დარჩები ჩემთან? -ეხლა რომ ვიტირო არ გეწყინება ხო? -თუ მეტყვი რომ კი არ მეწყინება. ქეთა უთქმელად ადგა სკამიდან და დემეტრეს ხელები კისერზე შემოხვია. როგორ ელოდებოდა ამ წამს, ამ დღეს, ამ მომენტს, რამდენჯერ უოცნებია საქართველოშიც და ვაშინგტონშიც გალერეაში ნახატის წინ ასვეტებულს ამ სიტყვებზე და ამ თხოვნაზე, რამდენჯერ წარმოუდგენია, უფიქრია, უნატრია, ახლა როცა ეს ყველაფერი ცხადად შეიგრძნო თითქოს ამ ორ თვეში შეძენილი თავდაჭერილობა და სიამაყეც სადღაც დაკარგა, გატყდა, დაიფერფლა, ყველაზე უმწეო ადამიანად იგრძნო თავი და შეეშინდა რომ შეიძლება ისევ მოჩვენებითი ყოფილიყო, იმის შეეშინდა რომ შეიძლება ეს ყველაფერიც შეჩვევის მიზნით ყოფილიყო მაგრამ აღარ ადარდებდა, გულამდე ჩააღწია დემეტრეს სიტყვებმა, ისედაც ძალით თქვა ის სიტყვები ხელის გაწერასთან დაკავშირებით და ახლა... არ შეეძლო ამ ყველაფერს უარით გამკლავებოდა, უყვარდა იმაზე მეტად ვიდრე შეეძლო და სწორედ ეს აძლევდა ძალას... -მაგრამ იცოდე სწავლას რო მორჩები სწავლის გასაგრძელებლად მაინც წავალთ საზღვარგარეთ და ძაან გთხოვ ნუღარ მანერვიულებ ხოლმე ასე ძაან რააა. -აღარასდროს გაგაბრაზებ. როგორც კი საქართველოში ჩაფრინდნენ დემეტრემ მაშინვე ბიჭებს დაურეკა და უთხრა მასთან მისულიყვნენ სახლში. ქეთას ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ეშინოდა იმის რომ ჯერ კიდევ გარეთ მოსეირნე თემური რაღაცას დაუშავებდა ამიტომ მთლად თავისუფლად არ იყო, იქეთ-აქეთ იყურებოდა და თვალებს სწრაფად აცეცებდა. სახლში რომ მივიდნენ ჯერ დაცვა შეხვდათ დიდი გაოცებით, მერე გარეთ მოფუსფუსე თეა და საბოლოოდ შიგნით შესულებს ბიჭები, გიორგი და ანანო. ერთმანეთს ჩახუტებას არ აცლიდნენ, ხან უკიოდნენ, ხან ეხუტებოდნენ, ქეთა სულს ძლივს ითქვამდა და ეხვეწებოდა ამომასუნთქეთო, რომ დამშვიდდნენ და დასხდნენ გიორგიმ და ქეთამ რამდენჯერმე გახედეს ერთმანეთს და ბოლოს გიორგიმაც თქვა -მოკლედ, მე ვიცოდი რო ქეთა ვაშინგტონში იყო. -ახმაურებულები უცებ დამშვიდნენ, ანანო განსაკუთრებით აფორიაქდა მოულოდნლეად მიტრიალებულს ხელიც გაარტყა უნამუსოო უთხრა და ოთახიდან გავიდა. ალექსანდრეც და გაგაც გაღიზიანდნენ მაგრამ ხმა არ ამოუღიათ, დემეტრე მუხლებს დაეყრდნო და ძლივს თქვა -მადლობა რომ არ მითხარი. -ბიჭებს გაუკვირდათ დემეტრეს პასუხი -თან ძალიან დიდი მადლობა და იცი რატომ? ახლა ასე ვერ დავაფასებდი შენ რომ გეთქვა. ეს ორი თვე მშვიდად ვერ იქნებოდა, ვერ მოშორდებოდა ამ სიტუაციას, მიუხედავად იმისა რომ ხედავდი ჩემ მდგომარეობას და მაინც არ მეუბნებოდი როცა ისეთ დღეში ვიყავი მაინც დიდი მადლობა. -დემეტრე ძლივს ადგა ნერვებისგან, რამდენად უღირდა ამ ყველაფრის თქმა და ჭკუიდან არ გადასვლა ქეთაც მშვენივრად მიხვდა და ამის გამო მადლიერიც იყო, გიორგის ხელი ჩამოართვა და ბიჭებსაც ანიშნა იგივე გაეკეთებინათ, საღამომდე სახლში იყვნენ, ანანო მაინც არ შეურიგდა გიორგის და საღამოს ქეთას და დემეტრეს გარდა ყველა სახლში წავიდა. დიდხანს ისაუბრეს, ბევრ რამეზე იკამათეს კიდეც... ქეთას კლავდა დემეტრეობა, უნდოდა მათი ქორწინების მთავარი საფეხური სისრულეში მოეყვანა და ის ბედნიერი პირველი ღამეც ყოფილიყო რომელიც მაშინ ისეთი უემოციო და უყველაფრო იყო, მაგრამ ვერაფრით დაიყოლია, დემეტრე ეუბნებოდა ნუ ცდილობ ჩემ შეტყუებას იცოდე მერე ამ მოუთმენლობას შენვე ინანებ ჯვარს რომ დავიწერთო. ქეთაც ხვდებოდა რომ საკურთხეველთან ყოფნა გაუჭირდებოდა და ჯვრის დაწერა მაშინ როცა ეცოდინებოდა რომ ის ის აღარ იყო ვინც უნდა ყოფილიყო მაგრამ მოუთმენლობა და ხორცის ვნება მაინც თავისას შვრებოდა. არც დემეტრესთვის იყო ამდენხნიანი თავშეკავებულობის გახანგრძლივება ადვილი მაგრამ იცოდა ქეთას აჟიტირების და მეამიტობის ამბავი და ეცადა მაინც შეეკავებინა ჯვრისწერამდე თავი. საბოლოოდ მაინც დაიყოლია დემეტრემ ეს ღამეც ცალკ-ცალკე ოთახებში გაატარეს, რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ როცა ქეთა მარტო დარჩა მიხვდა რომ დემეტრე სწორადაც მოიქცა, იცოდა რომ სუფთა სინდისით ვეღარ წარდგებოდა თუ ამ ღამეს დემეტრეობას დაიბრალებდა. ვერ მომერევი (19) new yorker 12-12-2013 მეორე დილით ადრე გააღვიძა თეამ, დემეტრე ქვემოთ გელოდებაო და ქეთაც მაშინვე წამოხტა საწოლიდან, მალე მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა. -ჭამე და წავედით -სად? -უნივერსიტეტში. -საშიში არ არის? -აიყვანეს თემური ამიტომ საფრთხე განახევრებულია, მიდი ჭამე და წავიდეთ. -დილით არ ვჭამ -უნდა ჭამო, ძალიან გახდი. ერთად ვჭამოთ. დემეტრემ ძალით მაინც აჭამა და ახალ უნივერსიტეტში წაიყვანა ქეთა, უთხრა ან მე ან სანდრო გამოგივლისო და დაემშვიდობა. ცოტა გაუჭირდა ახალ გარემოში პროგრამას ჩამორჩენილს ადაპტაცია მაგრამ ძალიან არ გართულებია, ერთ ერთ დასვენებაზე ეზოში ჩავიდა, სკამზე დაჯდა და მობილურში რაღაცას უყურებდა, თავზე რომ ვიღაცის ჩრდილი გადაეფარა, ქვემოდან ამოხედა და ლევანის დანახვაზე გაცრა -რა გინდა აქ? -შენი აზრით შენ დაბრუნებას გამოვტოვებდი, საყვარელო? -ეგრე ნუ მეძახი და ჩქარა წადი აქედან -თორემ? -თორემ კივილს ავტეხავ -აი ამას რომ ნახავ მაინც? -ჯიბიდან მობილური ამოიღო და რაღაც სურათები აჩვენა ქეთას, რომელზეც ნახევრად სახედაფარული კაცი იყო იარაღით ხელში და რომელსაც მეორე ხელის გულზე დემეტრე ეწერა და უაზროდ იკრიჭებოდა. მერე მეორე სურათი აჩვენა რომელზეც დღევანდელ ფორმაში გადაღებული დემეტრე იყო ოფისში და მობილურზე საუბრობდა. -რა სამწუხაროა როცა შემიძლია ნებისმიერ წამს შეიძლება, ჰოპ! და დემეტრე გაქრეს. -არც კი გაბედო. -რაო ქეთევან უკან იხევ? -რა ჯანდაბა გინდა? -მინდა ის დავიბრუნო რაც ჩემია, ანუ მარტივად-შენ! თორემ, მშვენივრად იცი რაც მოხდება. -ხელები წელზე მოხვია და ოდნავ უკან გადაწია ქეთა, რომელიც შიშისგან ვერც კი იღებდა ხმას, ცრემლები ღაპა-ღუპით მოდიოდა და თხოვდა თავი დაენებებინა -იცოდე არ შემეწინააღმდეგო თორემ ტყვიას შუბლში დავაჭედებ მაგ შენ დროებით ქმარს. -სადისტი ხარ ლევან, სადისტი! -ჩშშშშ -თემური ხომ დაიჭირეს, ახლა ვინ გიხდის ფულს რომ ასე მოიქცე -მე ვიხდი და მე თვითონვე ვიგებ! -ქეთა ვეღარ ერეოდა ამხელა სხეულს რომელიც აშკარად უსინჯავდა ნელ-ნელა გემოს ქეთას ნაზ კისერსა და ტუჩებს. -იცოდე არ შემეწინააღმდეგო, თორემ... -ქეთას გულის რევა ყელში აწვებოდა, ლევანს ხელიდან დაუსხლტა და გადააფურთხა -საშინელი ადამიანი ხარ, საზიზღარი, სადისტი და არაკაცი. -აცრემლებული გაიქცა უნივერსიტეტის გასასვლელისკენ და გარეთ გადიოდა მანქანით მოსული ალექსანდრე რომ დაინახა, უცებ ზურგით შეტრიალდა ცრემლები შეიმშრალა და ისე ჩაჯდა მანქანაში. საღამომდე ინერვიულა, იტირა, მაგრამ სახლში დემეტრე როგორც კი მოვიდა ყველაფერი დაავიწყდა, ისე ჩაეხუტა თითქოს მთელი წელი არ უნახავსო, ეფერებოდა და ვერ წყდებოდა, დემეტრე გაკვრივებული ეკითხებოდა რა მოხდა ხო კარგად ხარო მაგრამ ქეთა ხმას ვერ იღებდა. ვერ გაბედა ეთქვა მომხდარის შესახებ, იცოდა ამას რაც მოყვებოდა და უნდოდა საიდუმლოდ შეენახა, დემეტრეც ჩვეულებრივ იყო, არაფერი განსაკუთრებული, ცოტა კი გაუკვირდა ქეთას საქციელი მაგრამ არაფერი უეჭვია. ისევ ისე, ცალკ-ცალკე დაწვნენ და საკუთარ თავთან მარტოები დარჩნენ. ქეთა დილით ანანოსთან წავიდა, ყველაფერი მოუყვა და გულამოვარდნილი მოყვა ტირილს, ანანოს უნდოდა დაემშვიდებინა, მაგრამ უკვე შეჩვეულები ასეთ სიტუაციას ხვდებოდნენ არაფერს ქონდა აზრი, დაცვამ წაიყვანა სახლში. ქეთა ისევ ისე იყო, მოწყენილი. ერთი სული ქონდა საღამო როდის მოვიდოდა რომ დემეტრე ცოცხალი და უვნებელი ენახა. დიდხანს არ უცდია, დემეტრე სახლსჰი მალე მოვიდა. სახლში შემოსული არ იყო მისკენ რო გაიქცა და უნდა ჩახუტებოდა დემეტრემ ხელები რომ მოაშორებინა რაღაც სურათები წინ აუფრიალა. მერე ხელი მხარში წაავლო და უკან ისე სწრაფად გააქანა, ქეთა იატაკსაც აღარ ეკარებოდა. -ეს არის შენი სიყვარული არა? ძლივს გამოგიტყდი, ძლივს შემოგიშვი, ძლივს მოგერიე და... თურმე ყველაზე თვალთმაქცი ადამიანი ყოფილხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს და მეგულება. გეგონა რომ ვერაფერს გავიგებდი და სულ მომატყუებდი? რა გეგონა, რის მიღწევა გინდოდა ამიხსენი? მე მადანაშაულებდი და შენ რა გამიკეთე? შენი აზრით შემიძლია ამაზე თვალი დავხუჭო? შემიძლია გაპატიო? მეგონა უშეცდომო იყავი! მეგონა რომ გამჭვირვალე იყავი და ყველაფერი ჩანდა შენში, მეგონა რომ ის იყავი ვინც მეგონა -დემეტრეყელში გამეტებით უჭერდა ხელს, ქეთა ლამის დაიხრჩო, ძლივს ახერხებდა ეთხოვა ხელის გაშვება, მაგრამ დემეტრე უდრეკი იყო -დამცინე!.. ზურგს უკან შემაფურთხე!.. ყველაფერი ტყუილი და ყალბი ყოფილა. ვერასოდეს გაპატიებ შეცდომას!.. ეს შენც იცი და რა გამიკეთე!.. -დემეტრე... დავიხრჩე... მოვკვდები... ხელი გამიშვი... -თეა!!!!!! -დაიღრიალა დემეტრემ და სამზარეულოდან გამოვარდნილ თეას ღრიალითვე უთხრა -ყველა გარეთ გადით, სახლში წადით! -ბატონო დემეტრე... -შეშინებული თეა ხმას ვერ იღებდა -ჩქარა!!!! -ისეთი მტკიცე იყო დემეტრეს ხმა თეამ ხმის ამოღება ვერ შეძლო. გარეთ გავარდა და ატირებული მივიდა დაცვასთან, დაცვის ბიჭი სახლში რომ შემოვარდა დემეტრემ ისიც გარეთ გააგდო და ისევ ქეთას მიუტრიალდა, ქეთას არასდროს ენახა ასეთი გაცოფებული დემეტრე, არც მაშინ წაეკითხა ასეთი გაცოფება მის თვალებში როცა ძლივს შეკავებული სიმშვიდით სასტუმროს ოთახში შევიდა, არც მაშინ როცა ლევანზე ელაპარაკებოდა.. არასდროს.. და სწორედ ახლა... ახლა მიხვდა რომ შეეძლო დემეტრეს არაკაცივით მოქცეულიყო და გაშრა... მიხვდა რომ შეეძლო უკანასკნელი კაცივით მოქცეულიყო... შეეძლო საკუთარ და ქეთას თავზე გადაებიჯებინა და საშინელება ჩაედინა... აქამდე ნანატრი ეს დღე ახლა საძულველად და საძაგებლად ექცა ქეთას... კუთხეში მიმწყვდეული კანკალებდა და უღონოდ იფარებდა სახეზე გამქრქალ თითებს რომ არ დაენახა როგორ იშლებოდა მაღალი კლდე, როგორ უფასურდებოდა და როგორ უშვებდა საბედისწერო შეცდომას, რომ არ დაენახა როგორ წამოვიდა მისკენ გაველურებული დემეტრე და როგორ შემოაგლიჯა მაისური ტანიდან, როგორ ცხოველივით ეცა მის ნაზ, სიფრიფანა კანს და წამში გაუქრო ყველა ის იდეალი რომელიც დემეტრეს უკავშირდებოდა. როგორ უხეშად შემოხვია წელზე ხელი თვალებში ზიზღით ჩახედა, უფრო სწორედ თვალებზე აფარებულ ხელებზე, რომლებიც თავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც აღარ ჩანდნენ ისეთი ძლიერები როგორც მაშინ როცა დემეტრეობისთვის იბრძოდნენ, აღარ ჩანდნენ ისეთი უშიშრები როცა მაშინ მის სახეზე რომ დაფათურობდნენ, არაფერი ეშველა დემეტრეს დაგეშილ სურვილს, მის ადუღებულ სისხლს, დაბერილ ძარღვებს, რომლებიც ცოტაც და კანზე შემოასკდებოდა, გაშმაგებულ სუნთქვას, გამოზნექილ გულს, აჩქარებულ პულსს, დაღლილ წყურვილს, დაწყვეტილ ნერვებს, პრინციპებს.... არ წყვეტდა მის დამცირებას, პატიოსნების განადგურებას, მომავლის გაუბედურებას, არაფერი ესმოდა ქეთას ნათქვამიდან, ქეთას... რომელსაც მუჭშიც ადვილად იქცევდა, ჭკუიდან გადაიყვანა ღალატმა, იმედგაცრუებამ, გრძნობების გაუფასურებამ, სამაგიეროს ამგვარად გადახდამ, სიტყვის არ დაფასებამ, შეცდომამ რომელსაც არავის პატიობს... ქეთას ნელ-ნელა ახსენდებოდა თეას სიტყვები ,,შეცდომას არ გაპატიებს“ ,,რთული სიყვარული იცის“ ეგონა უკან დაახევინებდა, მაგრამ ვერაფერი შეძლო, გაქრა, გაიფანტა, არც გრძნობების გათიშვამ უშველა, არც წინააღმდეგობის გაწევამ, არც ხვეწნამ, არც სიყვარულმა... ჰაჰ, განა ქვია ამ ყველაფერს სიყვარული? სიყვარული რომელიც ყველაფერს აძლებინებს? ქეთა ღონე მიხდილი იყო, აღარაფერი შეეძლო, უკანასკნელად მოიკრიბა ძალა და ყურში უჩურჩულა -მეშინია, მაგრამ ვერ მომერევი. დემეტრე გაშრა, უგზოუკვლოდ დაკარგული ხელები ძირს დაუშვა და თითქოს თვალებზე ბინდი მოშორდაო უკან დაიხია... ქეთას შეუმჩნევლად არ დარჩენია ის ცრემლები რომელიც მის სახეზე დაინახა, ის თვალები რომლებიც საგრძნობლად დანაღვლიანებოდა, ის სითეთრე რომელსაც მთელი სახე მოეცვა, ის უკადრისობა რომლითაც ეს ყველაფერი იუარა. ნელ-ნელა უკან იხევდა და თან ხელებზე იყურებოდა, ხელებზე რომლებმაც ყველაფერს გადააბიჯეს და შეუძლებელი შეძლეს. დივნის სახელურზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო, ქეთამ მისი დაგდებული ჟაკეტი აიღო და მოიცვა, ადგილიდან არ დაძრულა, დემეტრემ რომ დაინახა მისი ჟაკეტი ეცვა თავი ძლივს გაასწორა და უთხრა -რატომ არ გეზიზღები? მანდამაინც უნდა გამეუპატიურებინე რომ შეგზიზღებოდი? რა უნდა გამეკეთებინა ამისთვის? რატომ მამცირებ, რატომ გინდა რომ შენი დანაშაულიც ჩემსაზე მივიწერო, რატომ აკეთებ ამას? რატომ დამცინი? რატომ არ გარბიხარ ტირილით ოთახში? რატომ? რატომ აკეთებ ამას? -იმიტომ რომ ვიცოდი ვერ მომერეოდი, იმიტომ რომ ვიცოდი მართალი იქნებოდი შეცდომა მართლა რომ დამეშვა, მაგრამ იმიტომ არ გავრვიბავ რომ გითხრა ის სურათები ყალბია, არ მინდოდა ამდენი საფრთხის შემდეგ ჩემი ერთი კოცნით აცილებული ტყვია დამემადლებინა და შენთვის იმ წუთასვე მეთქვა, მაგრამ როგორც ჩანს გინდა მოისმინო, გინდა არა? ხოდა გეტყვი. ეგ კოცნა იმად დამიჯდა რომ შენთვის შუბლში ტყვია არ დაეჭედებინა ლევანს. -რატომ უნდა დაგიჯერო? -იმიტომ რომ იცი არ ვიყავი იმის გამკეთებელი. -და შენ შეგიძლია ამის შემდეგ მაინც ჩემთან ერთად იყო? -არა რა თქმა უნდა, წავალ, მიუხედავად იმისა რომ მაინც მიყვარხარ არ შემიძლია იმაზე ვიფიქრო ყოველ წამს რომ შეიძლება შენი ნერვების შლამ ამ დონემდე მიგიყვანოს, არ ვიცი, ალბათ ბოლომდე რომ მიგეყვანა საქმე სამუდამოდ დამასვამდი დაღს, მაგრამ შემიძლია ამას გადავაბიჯო და აქედან ისე წავიდე რომ მაინც უშიშრად ვიყო... -რატომ მეუბნები ამას ქეთა? ხომ იცი რომ შენი წასვლით... ხომ იცი რომ თუ წახვალ... -ვიცი და ამიტომაც მივდივარ, ვიცი თუ წავალ ისწავლი ყველაფრის დაფასებას და ამით მაინც შევცვლი შენ ცხოვრებას -გაჩუმდი -დრო გავა და ჩემი ხმა მოგენატრება -რა დრო გავა? -ჩემი წასვლიდან -მიდიხარ? -სამუდამოდ -ვერ შეგაჩერებ? -არც კი ეცადო. -სხვას შეიყვარებ? -არ ვიცი... ალბათ ვერ შევძლებ -მე მეყვარები -ასეთი გულჩათხრობილი არასდროს ყოფილა დემეტრე -მხოლოდ ორ რამეს წავიღებ. ჟაკეტს და საქორწინო ბეჭედს. -რაში გჭირდება? -მინდა რომ შენი სუნი და შენი სიყვარული არ დამავიწყდეს. -ანუ მაინც მიდიხარ? -აუცილებლად. -არასოდეს მაპატიებ? -იცი რაღაცით ვგავართ მე და შენ, მეც არავის ვპატიობ ასეთ შეცდომებს. -ქეთა... -არ გამომეკიდო, არც არავინ დამადევნო, გაითვალისწინე რომ აღარ გაქვს ამის უფლება... -მე... -ნახვამდის... ______________ ვერ მომერევი (დასასრული) new yorker 14-12-2013 * * * ისეთი სიყვარული რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, თითოეულ შეხებას მოყოლილი ცრემლები და ტკივილი რომელიც დაუვიწყარ ისტორიას ქმნიდა... ვერ დავიწყებული შეცდომის წყურვილი და ნაბიჯი რომლითაც ყველაფერი შეიცვალა. ერთ დროს ამაყმა, უდრეკმა, თავდაუხრელმა, შეუვალმა დემეტრე ავალიანმა ყოველდღიური მოვალეობები შეიხსნა და მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არასამუდამოდ. უნდოდა დროებით მაინც მოწყვეტილიყო იმ გარემოებას რომელმაც ასე გაუნადგურა მთელი სიცოცხლე, უნდოდა მოენანიებინა იმ შეცდომის წყურვილი რომელიც საბოლოოდ მაინც ჩაკლა და რომლის სიფხიზლეც მთელ ცხოვრებას გაუმწარებდა... არავის ეხმიანებოდა, მხოლოდ ღუმლისთვის დასაპობ შეშას თუ ელაპარაკებოდა ხოლმე, ყველა ფიზიკურ სამუშაოს თავის თავზე იღებდა და ეს უფრო აძლიერებდა, ერთადერთი ერთგული მეგობარი კავკასიური ნაგაზიღა დარჩენილიყო, რომელიც ყოველთვის თან დაყვებოდა.. ხშირად მიდიოდნენ გიორგი ალექსანდრე და გაგა მის სანახავად მონასტერში და დემეტრეც მაინც, ვერ ივიწყებდა მისი სისხლის მატარებელ ძმებს და მაინც ვერ ამბობდა უარს მათ ნახვაზე, მათთან გატარებული თითო საათი საოცარ ძალას მატებდა. ასე გაიტანა 6 თვე, დრო რომელმაც ყველაფერი ისევ თავიდან ასწავლა, ცხოვრება კვლავ დაანახა, ასწავლა საკუთარი თავის კონტროლი და სიმშვიდის მოპოვება, ასწავლა სიყვარულის დაფასება და საკუთარი თავი ბოლომდე შეაცნობინა. დაბრუნდა... თითქოს ყველაფერი სხვანაირი დახვდა, უფერული, უყველაფრო. ასეც იქნებოდა, ქეთას გარეშე არაფერს წარმოადგენდა დემეტრე და ამას მაშინ მიხვდა როცა პირველად საქმიანი შეხვედრისას მისსავე სახლში ნახა, მაშინ მიხვდა როცა სიყვარულით აციმციმებული თვალები დაინახა, მაგრამ უნდა დაენებებინა თავი. უნდა მიეცა მისთვის უფლება რომ ეცხოვრა ბედნიერად, ადამიანთან რომლისგანაც არასდროს მოელოდებოდა იმ საფრთხეს რომელსაც დემეტრესგან ყოველ წამს ელოდა. მისმა სიკერპემ დაანგრია, ყველაფერი დაუკარგა, სიყვარული ქეთას მხრიდან გაუცამტვერა. ერთი წამითაც არ აძლევდა თავს იმის უფლებას რომ ეოცნება იმ დროის 1 წამით უკან დაბრუნებაზე, ეოცნება კიდევ ერთხელ განმეორებაზე. თავგადაკლულად მუშაობდა და ისედაც წარმატებულ ბიზნესს უფრო წარმატებულს ხდიდა.. საქორწინო ბეჭედიც მოეხსნა, თვლიდა რომ არ იყო მისი ღირსი, არადა როგორ უძნელდებოდა გამსუბუქებულია არათითის ატანა. ერთი სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა ქეთაზე. ის სახლიც გაყიდა, დედამისთან გადავიდა და ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, ერთხელ გაიგო ქეთა ამერიკაში წავიდაო და ესეც ინანა, არ უნდა გამეგოო. ქეთა იმ სამკუთხედის ბირთვს წარმოადგენდა რომელმაც წარსული უამრავი მოგონებით დატვირთული გაუხადა.... ეშინოდა თუნდაც ანანოს ნახვისა ქუჩაში. ეგონა რომ ყველა ხვდებოდა მის დანაშაულს. მის თითქმის ბოლომდე მიყვანილ შეცდომას. ეგონა რომ ყოველ ღამე დაძინებამდე იმიტომ ეფიქრებოდა ქეთაზე რომ დატანჯულიყო. ეგონა რომ დედამიწა მის საპირისპიროდ მოძრაობდა და თავ-ბრუს ახვევდა. ეგონა რომ დანიშნულება ქეთას გაქრობასთან ერთად დაკარგვოდა. ეგონა რომ სიყვარული... სიყვარული დასცინოდა... * * * -4 წელია მისი ხმა არ გამიგონია აზრზე ხარ? -ეგ არი ძმაო სიყვარული... -უფრო შეჩვევა. -და იმის შიში რო შეიძლება ვიღაცის ცოლია. -ხო არ გააფრინე? შანსი არ არი. -რატო არ უშვებ მაგ ტვინში რო შეიძლება ეგეც მოხდეს. -შანსი არ არი-მეთქი. -რატო ხარ ასეთი დარწმუნებული ვერ ვხვდები. -იმიტო რო დამპირდა... -მაშინ პატარა იყო, ეხლა გაიზრდებოდა. შენც დაპირდი სულ ჩემ გვერდით იქნებიო მაგრამ გაუტეხე -მე რო გამეტეხა 4 წლის შემდეგ მისი ხმა არ მომენატრებოდა. -გადამრევ დემეტრე. -შევეჩვიე უმისობას, მაგრამ მაინც არ შემიძლია. -და რომ გითხრა გათხოვდა-მეთქი?! -გინდა რო თავი მოვიკლა არა? -დემეტრე გაშეშებული იდგა ფანჯარასთან და ჰორიზონტისკენ იხედებოდა. -და რომ გითხრა შვილიც ყავს-მეთქი? -გაგა ჩაიგდე ხმა თორე მიგახრჩობ -და რო გითხრა ორი შვილი ყავს-თქო? -გაგა!!! -ვცდილობ მიგაჩვიო ყველა მოსალოდნელ პასუხს, რო მერე სკანდალი არ მოაწყო. -შენი აზრით არ მაპატიებდა? -არ ვიცი... -გაპატიე! -ფეხის ხმა აშკარად მოესმა უკნიდან დემეტრეს და გაცრა. გაგა მაშინვე მიტრიალდა და ქეთას დანახვაზე გაფითრდა, ქეთამ ანიშნა გადიო და გაგაც ფეხის ბორძიკით წავიდა. დემეტრე ნელ-ნელა შემოტრიალდა და ქეთას რომ თვალი გაუსწორა გაშეშდა. -გაპატიე და იცი რატომ? იმიტომ რომ ასეთი შემიყვარდი, შეიძლება ყველაზე იდიოტი, შეუგნებელი და ჯიუტი ვარ რომ არაფერი მესმის და არაფერი მიხელს თვალებს, მაგრამ ხომ ხედავ?! აქ ვარ. როცა შენ საზღვარგარეთ გეგონე მე აქ ვიყავი, თბილისში, ყველგან უკან დაგყვებოდი რომ არ მომნატრებოდი, აი როგორც შენ მაყოლებდი დაცვას, ისე მეც. ოღონდ მე თვითონ დაგყვებოდი, მონასტერში რომ წახვედი 6 თვე დღეებს ვითვლიდი კინაღამ მოვკვდი, სულ მეგონა რომ ყველგან მელანდებოდი, ყველგან შენ იყავი. გგონია არ ვცადე შენი დავიწყება? იცი რას დავემსგავსე? უცხვირო ადამიანს. ხომ ხედავ ყველაფრის მიუხედავად ვერ გავძელი უშენოდ და ახლაც, როცა ვისმენდი როგორ ლაპარაკობდი ჩემზე მეგონა რომ ისევ 4 წლის უკან დავბრუნდი, მეგონა რომ დრო სულ არ გასულა, მაგრამ ვხედავ რომ შეიცვალე... უფრო სიმპათიური ხარ, უფრო ძლიერი, უფრო მშვიდი, ახლა მე ვისწავლე ადამიანის ერთი შეხედვით ამოცნობა, არა... კი არ ვისწავლე, შენ მასწავლე. შენც გამჭვირვალე ხარ. ჩემი მისია შევასრულე. შეგცვალე. მოგერიე. ყველაფერი სხვა კუთხით დაგანახე. ღირებულებები შეგმატე. გგონია რომ ვტრაბახობ? ასეც არის. შენ თვითონ თქვი რომ უჩემოდ არ შეგიძლია, მაგრამ ხომ ხედავ უჩემობამ რამდენი რამ გასწავლა. მეც შევიცვალე. გავიზარდე და მივხვდი რომ იმაზე მაგრად მიყვარხარ ვიდრე 4 წლის წინ, მაგრამ იცი რატომ მიყვარხარ უფრო მაგრად? არ იცი. არც მე არ ვიცი. ვერც მე ვერ ვუძლებ იმას რომ უშენოდ ვიყო. -ქეთა... -დემეტრე ფეხზე ძლივს იდგა. ეგონა ელანდებოდა და სინდისი სჯიდა. -ხედავ დემეტრე?! შენი ჟაკეტი, ისევ შენი სუნი აქვს, ხომ დაგპირდი... არ ვიცი... არ ვიცი როგორ ვახერხებ რომ ვიყო ასეთი, მაგრამ შენ მაძლებინებ, შენ რომ არა... -აქ როგორ მოხვდი? -ალექსანდრეს და მაიას დახმარებით, უბრალოდ გასაღები მათხოვეს, მეგონა მარტო იქნებოდი მაგრამ... არ აქვს ამას მნიშვნელობა, არ მინდა მთელი ცხოვრება იმის გამო იტანჯო რომ მე გაგექეცი, რომ ვერ დამაფასე... გახსოვს მაშინ, ჩემი ძმის გამო, მითხარი არ მინდა მთელი ცხოვრება იმის გამო დაიტანჯო რომ შენი ძმა შენ გამო გამოასალმეს სიცოცხლესო... ვიცი რომ გახსოვს. ხოდა არც მე მინდა ცხოვრება ისე დაასრულო რომ იმის გამო დაიტანჯო... მოკლედ, არც მინდა ამის გახსენება, ვკვდები ისე მენატრები და მინდა რომ მოგეხვიო, ნუ დამისვამ უაზრო მილიონ კითხვას, ნუ დამღლი, ჩამეხუტე და მერე 9 თვეში, 1 წელში თუ როცა იქნება ის შვილი ვიბედნიეროთ გაგა რომ გემუქრებოდა... მიყვარხარ ჩემო სიცოცხლევ! მიუხედავად იმისა რომ შენზე ძლიერი გამოვდექი, მაინც მიყვარხარ, ასეთიც, ისეთიც, მარტივიც, რთულიც!!! არ მაინტერესებს რა მოხდა წარსულში, ახლა მიყვარხარ და ახლა მენატრები. აღარ დაუცდია, ხელები ძლიერად შემოხვია წელზე და სურნელი რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ძლივს ინარჩუნებდა ჟაკეტზე, ძლივს... ძველებურად... ემოციურად იგრძნო და მიხვდა.... მიხვდა რომ არჩევანი რომლის წინაშეც ოჯახმა ნებით თუ უნებლიეთ დააყენა იყო ის რასაც თავისით ვერასოდეს ვერ მიაგნებდა... ...და ფაქტი რომ ვიღაცის რაღაცას გაუცნობიერებლად იყოფდა, აფიქრებინებდა იმას რომ ცხოვრებაში ყველა იმ ტანჯვის, ყველა იმ ტკივილის შემდეგ, ქონდა უფლება ყოფილიყო ბედნიერი... იმიტომ რომ არ არის ადვილი დაიბრალო დემეტრეობა და იყო მის გვერდით ის ვინც ხარ... იმიტომ რომ გიყვარდეს ადამიანი-რთულია, მაგრამ გიყვარდეს დემეტრე-უფრო რთული. * * * -დე ერთმანეთი როგორ გაიცანით? -მამას კითხე. -მა ერთმანეთი როგორ გაიცანით? -დედას კითხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.