შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება


18-09-2016, 23:33
ავტორი orion nebula
ნანახია 1 579

-ღამის 4 საათია და შენ ისევ არ გძინავს?
-არა, არ მაძინებს ფიქრები..
- და განა შენს ათასგზის არეულ ფიქრებში ამჯერად რა თემა შემოჭრა, რამაც გაიძულა კვლავ დამბრუნებოდი.. კვლავ მოსულიყავი ჩემთან და დაგეწყო კითხვების დასმა, რომელზედაც პასუხებს ადრე თუ გვიან იპოვნიდი, მთავარია კითხვები ყოფილიყო.. ფიქრი არ შეგეწყვიტა..
- ჩემ ცხოვრებაში ეს ალბათ ის მომენტია როცა უნდა გტკიოდეს და გიხაროდეს ერთად.. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასრულდა.. ადამიანი გიყვარდა და აღარ არის.. წავიდა, თან გაიყოლა სულ ყველაფერი რაც კი გაგაჩნდა.. შენ დარჩი ერთ შეხედვით ყველა გრძნობისგან დაცარიელებული, საკუთარ თავში არეული.. ბუდიდან გადმოვარდნილი ბეღურასავით სულ მარტო.. აი ეს სიმარტოვე მაშინ იგრძენი როდესაც სრულიად გაყინულსა და გაშეშებულ სხეულს სამარხისაკენ მიაცილებდა ხალხის ამალა, შენ კი იდექი გაქვავებული და უმზერდი.. ესაუბრებოდი, ამ შემთხვევაშიც ის იყო შენთან და ალბათ ახლაც აქაა გხედავს, გიყურებს და იცის რა ხდება შენს თავს... სხეულით დაგტოვეს და დიდი ტკივილი მოგაყენეს, თუმცა მეორე მხრივ გაგეღო კარი იმ დამოუკიდებლობისაკენ და თავისუფლებისაკენ რაც ბავშვობიდან შენს ფიქრებში ტრიალებდა.. შენ იცოდი ეს რთული და გრძელი გზა იქნებოდა და გეშინოდა ამიტომ გაიქეცი, გაექეცი საკუთარ თავს და ცხოვრობდი მფარველობის ქვეშ..
-ახლა?
- ახლა გარემოებები გაიძულებენ დადგე ბილიკის სათავეში... შეუვლად ებრძოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის პოვნისაკენ მიმავალ გზაგე წამოჭრილ ყველა დაბრკოლებას...
- ხომ ვიცი ისევ გაიმეორებ არ ვარ მზადო...
- ახლა სხვაგვარადაა ვფიქრობ ეს დიდი ტყუილია და საკუთარი თავის დამცირება, არასოდეს არავის უნდა საკუთარი ნებით ტკივილის გზაზე დადგომა და ათასგვარ ჩემნაირ მიზეზს იმიზეზებენ რომ არ გადადგან ნაბიჯი წინ.. ”ნუ იქნები ერთ-ერთი მათგანი.. დიახაც, რომ შეგიძლია.. რადგან ძლერიხარ და რადგან აცნობოერებ რომ ცხოვრებაში ერთადერთ გზა შენი სულის განვითარებისაკენ უნდა მიდიოდეს ძალა მოიკრიფე, დრო არ დახარჯო სისულელეებზე ფიქრში“ - ვუმეორებ ჩემს თვს.
- და მაინც არ მიპასუხე შეკითხვაზე რატომ დამიბრუნდი მე?
- იმიტომ რომ აღარავინაა ვისაც შეიძლება დაველაპარაკო და აი მოვედი ჩემო საკუთარო თავო შენთა... აღარასდროს მიგატოვებ, რადგან შენი მიტოვებით დავკარგე შანსი განმეცადა პროგრესი..



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent