შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ადამიანს ცვლის?! (2)


28-08-2017, 19:54
ავტორი Natalo
ნანახია 1 743

ტელეფონზე ესემესი მომივიდა უცნობი ნომრიდან.
"ე, ტელევიზორში დაგინახე, ჩემთან ერთად" - და რამდენიმე "სიცილის სმაილი"
როგორც ჩანს ეს ის წურბელა იყო, რომლის გამოც ჩავვარდი ასეთ გოიმურ მდგომარეობაში. ძალიან მინდოდა გამელანძღა! საკვირველია ნომერი საიდან გაიგო! ნეტავ ვინ ეგონა საკუთარი თავი?!
მესიჯს პასუხი არ გავეცი რა თქმა უნდა! ახლა მთავარი იყო ეს საძაგელი ამბები მშვიდობიანად ჩამთავრებულიყო და ყველას მალე დაევიწყებინა! მერე კი ვიცოდი, როგორც მოვიქცეოდი.
ტელევიზორი გამოვრთე, სასტიკად მაღიზიანებდა ეს გადაცემა! საერთოდ სულ მქონდა ამის მიმართ პრეტენზია, რა ხალხის საქმეა მე სად დავდივარ ან ვისთან ვურთიერთობ? ცნობილ ადამიანებს მუდამ ასე უხურებენ საქმეს! ამ გადაცემაზე უფრო დიდი მარაზმი ქართულ ტელეარხებზე არ გადიოდა!
ამ ყველაფრით მოშხამულმა დავიძინე.
დილასაც სწორედ ისეთივე ხასიათზე გამეღვიძა. სოციალურ ქსელებში მშვიდობა იყო, არც ,,იცნობე-აცნობეს " ახალ ნომერში ეწერა უაზრო სტატიები, მოკლედ რომ ვთქვათ დილა მშვიდობიანად დაიწყო და ვიმედოვნებდი, რომ გაგრძელებაც ასეთივე ექნებოდა! მოვწესრიგდი თუ არა, ნანკასთან დარეკვა გადავწყვიტე, შეიძლება ნაწყენიც კი იყო, გუისნდელი ზარები უპასუხოდ რომ დავუტოვე.
-გაგახსენდი? -ბრაზით ჩამყვირა ყურში ყურმილის აღებისთანავე.
-კაი, არ გამიბრაზდე. ამ ცრუ სტატიებმა ჭკუაზე ამშალეს და არავის ხასიათზე ვიყავი!
-რა იყო ეს , რაები მოჩორთეს?
-რა ვიცი! ნერვებზე კი ამჭრესდა!
-აღარ იჯავრო, დიმას დავარეკინე და ყველაფერი მოგვარდა, შენზე და წილოსანზე კაციშვილი კრინტს ვერ დაძრავს!
-ხუმრობ! -არ დავიჯერე მე.
-შენ თავს ვფიცავარ!
-აუ, რა გოგო ხარ! როგორ გამახარე აზრზე არა ხარ! შევხვდეთ სადმე, გუშინ ვერ გნახე.
-კარგი, სად?
-"ჩვენთან"!
-მასე იყოს! 1 საათში მანდ ვარ!-ხმაში ღიმილი შეერია ნანკას და ყურმილი დაკიდა.
მეგობარიც ასეთი უნდა!
გარდერობში ტანსაცმლის თვალიერება დავიწყე, ბოლოს როგორც იქნა შევიმოსე და მანქანაში ჩავჯექი. მე და ნანკა "ჩვენს " ადგილს ვუწოდებთ ერთ ძალიან კომფორტულ და უსაფრთხო კაფეს, სადაც არავინ , ჟურნალისტის ან ამგვარი "ჯიშის" ადამიანის მსგავსი არ გამოგეჩხირება! იქ ყოველთვის მშვიდად ვსვამთ ყავას.
მე უკვე კაფეში, ჩვენს საყვარელ ადგილას ვიჯექი, როცა ნანკა მომიახლოვდა. მაგრად გადავკოცნე და ერთად დავსხედით. ოფიციანტმა, რომელიც ძალიანშეჩვეული იყო ჩვენგან ერთსა და იმავე შეკვეთის მიცემას, პირდაპირ მოგვიტანა ლატე და ამერიკანო.
-ხასიათზე მომიყვანე, ნანკა! გუშინ ისე გავბრაზდი, სათითაოდ ყველას მოგუდვა მინდოდა, ვინც ეს სისულელე გაავრცელა! აი, დიმას უდიდესი მადლობა გადაეცი, როგორ გადაგიხადოთ არ ვიცი. მაგრამ ერთი ძალიან მაფიქრებს, ამ ამბის მერე გიგა ხომ არ მომერიდება?
-ეგ უკვე არ ვიცი! მოდი, ასე ვქნათ : მე და ჩემი ოჯახი რამაზ ლომოურმა ვახშამზე დაგვპატიჟა, ნუ ამ ვახშმის მთავარი ფიგურა გიგა არაა,თუმცა ისიც დაესწრება უეჭველად! შენც წამომყევი !-აღფრთოვანებით მითხრა ნანკამ.
-ვაიმე! ეგ რა იდეა მომაწოდე! მაგრამ ჩემი წამოყოლა არ "ტეხავს "?
-არ "ტეხავს"! მე დიმას ვუთხარი უკვე ამაზე და დამთანხმდა, თათას თუ წამოიყვან უკეთესიაო! -მითხრა მან.
-აუ! როდის მივდივართ?
-ზეგ!
-ეს რა ამბავი მითხარი! დღესვე უნდა მოვიფიქრო რას ცავიცვამ, -გამეცინა მე.
-მოდი გავიაროთ სადმე და იქნებ საჩვენოსაც მოვავლოთ თვალი? -პლასტიკური ბარათი ამოიღო ნანკამ. -გუშინ დამირიცხა კეთილმა მამიკომ ფული.
-რამდენი?
-ბევრი!-ნანკამ სიცილი დაიწყო და მეც ამიყოლია.
-მეც არ ვუჩივი ფულის უქონლობას,-ჩავიცინე, -აბა, წავედით!

მე და ნანკამ მაღაზიებში უაზროდ ვიტრიალეთ, ლომოურების საღამოსთვის სამოსიც შევიძინეთ და დავიშალეთ. სახლში ბედნიერი მივედი.
სულ რაღაც ორ დღეში სუფრასთან ლომოურის პირდაპირ ვიჯდებოდი, არა მილიონი კაცის გარემოცვაში, არამედ მშვიდ გარემოში რამდენიმე ადამიანთან ერთად. საღამოსკენ სავარჯიშო დარბაზში გადავწყვიტე ვარჯიში. 2 დღის განმავლობაში ძალიან ვიზარმაცე, ჩემი სხეულისათვის კი ეს ნამდვილად არ იყო სანაქებო საქციელი. დარბაზში დაახლოებით 2 საათი დავყავი და გარეთ გამოვედი. ძალიან გრილოდა, მზეც თითქმის ჩასულიყო. მანქანა იქვე მყავდა დაპარკინგებული. ვუახლოვდებოდი მანქანას და გარკვევით მესმოდა ვიღაცის ჩხუბი!
ჩემი მანქანის გვერდით ვიღაც როგორც ჩანს მანქანის დაძვრას ცდილობდა. მაგრამ ამაოდ მანქანა არ იძრებოდა.
-ფუ ამის...-იძახდა გამწარებული მძღოლი. აი, ახლა სწორედ ვიღაც მძღოლის დრამის მოსმენა გამაბედნიერებდა! სწრაფად მივუახლოვდი მანქანას და ის იყო უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ მძღოლი გადმოვიდა და მასში არც მეტი-არც ნაკლები ალექსანდრე წილოსანი ვიცანი.
აი, ახლა მართლაც მჭირდებოდა მძღოლის ლანძღვის მოსმენა, თან მაშინ როცა მძღოლი ერთი გაზულუქებული ხეპრეა!
საუბედუროდ მანაც შემამჩნია და სახე შეეცვალა.
-ვაჰ, ეს ვინ დავინახე?-გაიღიმა მან.
-მოდი, შენს ჯართს მიხედე და მე თავი დამანებე!-ვუთხარი მკაცრად და მანქანაში ჩავჯექი. წამში ჩემ გვერდით აღმოჩნდა ის.
-გადადი მანქანიდან!
-არა.
-გადადი -მეთქი! -დავუყვირე მას.
-კი გადავიდოდი, მაგრამ მანქანა გამიფუჭდა, ამიტომ შენ მიმიყვან სახლამდე. -ღიმილაკრულმა გამომხედა მან .
-რას ნიშნავს ,,მიმიყვან "? ეს ტაქსი არაა!
-ვიცი რომ არაა, მაგრამ ,,ახლობლობაში" მაინც მიმიყვანე სახლამდე. ბოლობოლო ნახევარ საქარველოს ერთად ვგონივართ.
-შენ რა, მე დამცინი?
-არ დაგცინი, უბრალოდ დაძარი მანქანა და 5 წუთში დაგეხსნები
-კიდევ რა გინდა?-გავძალიანდი მე.
-ვახ, ეს ვინ არის, ერთი წუთი ვერ გაგაჩერე.
-მისმინე, პირდაპირ გეტყვი, ტყუილად ცდილობ!
-რას ვცდილობ? -გაიღიმა მან.
-რას და ძალიან გინდა შენი უაზრო ხერხებით თავი მომაწონო, ისე კი მაგ შენი ხერხებით უარესად იმდაბლებ თავს. ეგეც რომ არ იყოს შენნაირი ხეპრეებით არ ვინტერესდები, სამეგობროთი რომ იწონებენ თავს და თავად არაფერს წარმოადგენენ. -თავი ყველაზე სერიოზული ორატორი მეგონა, ისე ვსაუბრობდი. მას კი თანდათან სახე ეცვლებოდა.
-ძალიანაც ნუ გაუტიე! რას მერჩი ვერ ვხვდები, ან ხეპრე რომ ვარ საიდან დაასკვენი? ეს შენ ხარ ზედმეტად თავმომწონე, რომელიც რეალურად იმის ნახევარსაც არ წარმოადგენს, რაც ჰგონია!-ბრაზმა სახეში ამასხა, ასე როგორ დამელაპარაკა?
-შენ ვისზე რას ამბობ? ეგეთი ტონით როგორ მესაუბრები? შენი ადგილი იცოდე, რა ! თუ იცი საერთოდ ვის ესაუბრები? ან კი საერთოდ გაქვს ხმის ამოღების უფლება? შენს ადგილას დავიმალებოდი ან ქალაქიდან გავიქცეოდი, ერთი გაკოტრებული ვითომ ბიზნესმენის შვილი ხარ, რომელსაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი ბინა აბადია, სხვა არაფერი! -ავყვირდი ნერვებმოშლილმა. მას კი სახეზე მონაცვლეობით სხვადასხვა ფერები ესახებოდა.
შევატყე ძალიან გაბრაზდა, სიტყვა დავასრულე თუ არა, სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და კარი ისე მიაჯახუნა ლამის ჩამოამტვრია.
საზიზღარი გომბიო! კიდევ ერთხელ ასე გზაზე თუ გადამეღობება შიშველი ხელებით დავახრჩობ!
გადავიდა თუ არა მანქანა სასწრაფოდ დავქოქე, ამ საცოდაობის ატანა აღარ შემეძლო!
"რამდენჯერაც ვხედავ, იმდენი მდგომარეობიდან გამოვდივარ! ეს კი საერთოდ არ არის კარგი, ეგეთი პიროვნებები არაფრად არ უნდა ჩავაგდო, მათი სიტყვა, შეურაცხყოფა თუ საუბარი ყველაფერი უნდა დავაიგნორო და უნდა ვაგრძნობინო რომ იმდენად არაფერს წარმოადგენენ, ჩემში ბრაზსაც კი ვერ იწვევენ ! სწორედ ასე უნდა მოვიქცე! "
საჭეს ნერვიულად ჩავფრენოდი და მსგავსი ფიქრებისგან ვერ ვისვენებდი.
-თათა, გონს მოდი, შენ მის სიტყვებზე როგორ უნდა ავარდე? სისულელე!-დავუყვირე საკუთარ თავს.
სახლამდე დავმშვიდდი, მაგრამ იმ შეურაცხყოფას, რაც მან მომაყენა, ვერადავერ ვივიწყებდი!
მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა, ფსიქოლოგიიურად ვემზადებოდი მომავალი საღამოსათვის. ვფიქრობდი რა და როგორ უნდა მეთქვა გიგასთვის, რომ ჩემით მოხიბლულიყო. ბოლოს დავასკვენი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ნაკლებად გამოვიჩენდი ინიციატივას, ამით მეტად მივიქცევდი მის ყურადღებას, ეს ხომ გოგონებისთვის დაუწერელი კანონია. გარდა ამისა ვახშმის მერე შესაძლებელი იყო გიგა ლიკა მეტონიძის მიერ გაკეთებულ, ,ფართიზე" წაგვეყვანა. ლიკას წვეულებები ხომ საქვეყნოდაა ცნობილი, მით უმეტეს 23 ივლისს, ყოველთვის მართავდა ფართის, რატომ მაინცდამაინც მაგ დღეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ყოველ 23 ივლისს ლიკას ,,ფართიზე" ვერთობოდი!
დილას ნანკამ გამაღვიძა, არ დაგავიწყდეს დღეს 7 ზე ლომოურებთან მივდივართო.
ამას რა დამავიწყებდა? საწოლიდან ისე წამოვფრინდი თავბრუ დამეხვა. დილიდან შევუდექი მზადებას, თან დაახლოებით წარმოვიდგენდი როგორ წარიმართებოდა ვახშამი, როგორ გავესაუბრებოდი გიგას და როგორ მოიხიბლებოდა იგი ჩემით. ისეთი გეგმები დავაწყე მოუთმენლობამ შემიპყრო, როდის მოვიდოდა 7 საათი.
6 -ზე ნანკას მძღოლმა გამომიარა. გზაში დედამ დამირეკა. დავარწმუნე რომ პრესა ჩემსა და იმ გომბიოს ურთიერთობაზე სიტყვას არ დაძრავდა, დედასაც მეტი რა უნდოდა? ბედნიერი დამემშვიდობა.
7-ს 15 წუთზე უკვე ნანკასთან ვიყავი, თითქმის 100ჯერ ვკითხე, ლამაზად გამოვიყურებოდი თუ-არა.
-2 წუთის წინ გითხარი უკვე, რომ ძალიან ლამაზი ხარ და ასე უცებ რა შეიცვლებოდა? -მიპასუხა მობეზრებით.
მალე დიმიტრი სოკოლევიც გამოჩნდა და ლომოურების სახლისკენ დავიძარით.
ისინი ძალიან მყუდრო 2 სართულიან სახლში ცხოვრობდნენ, ულამაზესი ეზოთი. სახლის ინტერიერი და ფერთა შეხამება აუცილებლად მოგხიბლავდათ. ეზოს შესასვლელში სწორედ ის მამაკაცი იდგა, ვინც წვეულებაზე სტუმრების აღრიცხვას აკეთებდა. ღიმილით მოგვესალმა და სახლში შეგვიძღვა. სახლის კართან თავად რამაზ ლომოური და მისი ცოლი-ელზა ლომოური იდგნენ.
სათითაოდ ყველა მოგვიკითხეს, ხელი ჩამოგვართვეს და სუფრაზე მიგვიპატიჟეს. გიგა ჯერჯერობით არ ჩანდა.
-რამაზ, გიგა სად არის?-შეეკითხა სოკოლევი უფროს ლომოურს, აშკარად ჩემს აზრებს კითხულობს.
-გიგა მალე მოვა, მოდი სანამ გიგა მოვა და საქმეზე ვისაუბრებთ, მანამ მინდა აი ეს ლამაზი ქალიშვილი გამაცნოთ, ნამდვილად ვისურვებდი გიგას მისნაირი მზეთუნახავი შეერთოს, -გაიღიმა მან. სახეზე ალმური მომედო.
,,მეც ნამდვილად ვისურვებდი "ვუპასუხე გულში, ისე კი ვთქვი :
-დიდი მადლობა.
-ეს ნუგზარ ლიკლიკაძის გოგოა, ნანკასთან ბავშვობიდან მეგობრობს, ნანკაც მის გარეშე არსად დადის, განუყრელები არიან.-უპასუხა სოკოლევმა.
-შეყვარებული ხომ არა გყავს? -ეშმაკურად ჩაიცინა რამაზმა.
-არა,არა,-ვიუარე სასწრაფოდ.
-მშვენიერი! -გამიღიმა მან და ეს იყო ბოლო სიტყვა, მანამ სანამ გიგა მოვიდოდა. შემოვიდა თუ არა პირველი მე დამინახა და წარბაწევით ჩაიცინა. ნეტავ რას ნიშნავდა ეს რეპლიკა? ყველას მოგვესალმა და კუთვნილი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ დაიწყო საქმიანი საუბარი ბიზნესპარტნიორებს შორის, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. როცა მათ შორის 1 საათიანი საუბარი შეწყდა ნანკამ გიგას მიმართა.
-გიგა, საქართველოში ახალი დაბრუნებული ხარ და ვიცი დროის უმეტესი ნაწილის გატარებას მონატრებულ ოჯახთან ერთად აპირებ, მაგრამ თუ სურვილი გაქვს დღეს 9 ზე ლიკა მეტონიძე თავის ,,საზაფხულო წვეულებას " მართავს და იქნებ წამოხვიდე? შენი იქ მისვლა ყველას გაუხარდება. რაც მთავარია არ იქნება ჟურნალისტების მომაბეზრებელი ხროვა და იქნება მხიარული ახალგაზრდული გარემო. -ჩამოარაკრაკა ნანკამ, გული მიცემდა პასუხის მოლოდინში.
გიგა ჩაფიქრდა. რაზე ფიქრობდა ამდენ ხანს და რატომ ყოყმანობდა ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლოს, როგორც მას სჩვევია მშვიდი, გაწონასწორებული ტონით თქვა :
-კეთილი , რაკი ასეა წამოვალ, -ხელები ერთმანეთს გაუსვა მან,-ოღონდ ჩემი რამდენიმე მეგობარიც უნდა წამოვიდეს. -თქვა და თან უაღრესად გამახარა, მაგრამ დამამწუხრა კიდევაც, მის რამდენიმე მეგობარში ის უაღრესად ხეპრე პიროვნებაც მოიხსენიებოდა -ეჭვგარეშეა, თუმცა ახლა სწორედ ისე მოვიქცეოდი, როგორც მაშინ დავგეგმე.
-თუ არ გეწყინებათ დაგტოვებთ მაშინ ჩვენ, -თქვა გიგამ და სუფრაზე მსხდომებს გადახედა.
-რას ამბობ, პირიქით უკეთესია, აკაკის უთხარით და ახლავე წაგიყვანთ.-უპასუხა რამაზმა.
-მაშ, დაგემშვიდობებით, -გაიღიმა გიგამ და სოკოლევს ხელი ჩამოართვა, -მე ვიცი, ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ გვინდა.-დაურთო მან თან.
მე, ნანკა და გიგა ერთად უკან დავსხედით.
-აკაკი, ჯერ ალექსის გავუვლით, შემდეგ ლაშას და ბოლოს თემოს.
გიგას გვერდით ვიჯექი და არ ვიცოდი რა მეთქვა. წინა დღეს რაც ცავიფიქრე თითქოს ყველაფერი გამებნა. ასეთ შანსს ხელიდან ვუშვებდი, თუმცა იმის იმედს ვიტოვებდი, რომ ლომოური თავად გამომელაპარაკებოდა.
გზაში გიგამ მეგობრებს გადაურეკა. თემო ვერ ახერხებდა წამოსვლას, თუმცა "ალექსი " და ლაშა კი.
რატომ მაინცდამაინც ალექსი? რატომ ის წურბელა?
რახან გიგამ მათ გარეშე წვეულებაზე წასვლა არ ინება, როგორც ჩანს მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. თავისთავად არც იმას ისურვებს მის საყვარელ ქალს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდეს მის მეგობრების მიმართ , ამიტომ ნამდვილად არ უნდა მაწყობდეს "ალექსისთან " ცუდი ურთიერთობა. მაგრამ მასთან არც სიტუაციის გამოსწორებას ვაპირებ, ეს გამორიცხულია!
მანქანა საბურთალოზე, 9 სართულიან კორპუსთან გაჩერდა. უკვე მივხვდი ვინც გამოვიდოდა ამ სადარბაზოდან და წინასწარ მომეშალა ნერვები . დაახლოებით 2 წუთში გამოჩნდა ჰორიზონტზე ის გომბიო. მანქანის წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი და უკან მსხდომებს მოგვესალმა. ჩემს დანახვაზე სახე მოეღრიცა, როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი სიტყვები ახლაც კარგად ახსოვდა. მშვენიერია! ბოლოს ვინმე ლაშასაც გავუარეთ და გეზი ლიკა მეტონიძის აგარაკისკენ ავიღეთ.
ლაშა მე და ნანკას თბილად გაგვეცნო, იმ გომბიომ კი უბრალოდ თავი დაგვიკრა. გზაში ხმა არ ამომიღია. ძირითადად საუბარი ლაშასა და გიგას შორის მიმდინარეობდა.
მივედით თუ არა დანიშნულების ადგილას, გადმოვედით მანქანიდან და ხუთნი მეტონიძის წვეულებას შევუერთდით. აქ იყო ბევრი სასმელი და ძალიან მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა. აუზის გარშემო შემოკრებილი ხალხით და ბევრი ნაცნობი სახით.
ნაცნობებს მივესალმე და აუზთან ახლოს დავდექი ნანკასთან ერთად. გიგას დანახვა სრულიად დამსწრე საზოგადოებამ შეიცხადა. ყველა მას მიესია. ხამები! ლიკა მეტონიძემ კი მის დანახვისას ისეთი ხმა ამოუშვა ოპერის მომღერალს შეშურდებოდა.
ამ სიტუაციის დანახვისას ალექსად წოდებულმა ვირთხამ პანიკური სიცილი ატეხა.
-აი, შენნაირები! -გადმომილაპარაკა მან და თვალი ჩამიკრა.
აჰა, ის კვლავ აგრძელებს.
-ორი დღის წინ გაუგებრად აგიხსენი რომ შენნაირ ხეპრეებთან ურთიერთობას არ ვიწყებ?
-მეც არ მაქვს სურვილი ისეთ ამპარტავენ, თავკერძა კუდაბზიკასთან ურთიერთობისა როგორიც შენ ხარ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, აქ ბევრი შენნაირი ფულზე დახამებული ადამიანია, რომელიც გონის დაკარგვამდე ცდილობს გიგას მოხიბვლას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გიგა რამაზ ლომოურის შვილია.-გაიღიმა მან.
ეს უკვე მეტისმეტი იყო!
-ოჰო, რა საუბარი გცოდნია! და რა იყო, გშურს რომ შენ არა ხარ მის ადგილას? აღიარე, ხომ გშურს? გშურს, რომ შენ არა ხარ რამაზ ლომოურის შვილი. მეტიც, შენ გაკოტრებული ბიზნესმენის შვილი ხარ და ეს ისე გაკომპლექსებს ყველანაირად ცდილობ შენზე მაღლა მდგომი ადამიანი მოშხამო.
-მომისმინე, მეორედ კიდევ მსგავს რამეს მეტყვი და უკან არ დავიხევ, მაშინ რომ არაფერი ვთქვი იმას უმადლოდე რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა შემიძლია, თორემ შენნაირი ადამიანები სქესის განურჩევლად მოკვლას და მერე ხევში გადაგდებას იმსახურებენ! -დაიყვირა მან და ალბათ მუსიკა რომ არ ყოფილიყო მაღალ ხმაზე ჩვენ საუბარს ყველა გაიგებდა .
-ყველაფერთან ერთად ფსიქოფატიც ყოფილხარ, სადისტი!
გაცხარებული ჩამომშორდა. ნანკამ გაკვირვებით შემომხედა.
-ეს რა იყო?
-დაივიწყე, რა!
-მაინც ვერ გავიგე რა მოხდა.
-არცაა საჭირო! -ვთქვი მე და ჩვენკენ მომავალ ანინო კაკულიას გავხედე. მგონი "დეჟა ვუ" მაქვს!
-ვაიმე, თათა, რომ არ მეკითხა არ შემეძლო. ახლა დაგინახეთ შენ და ალექსი წილოსანი, მართლა ერთად ხართ? -მკითხა ეშმაკური ღიმილით.
-მომისმინე, საყვარელო, ის რომ ორი ადამიანი გვერდიგვერდ დგას იმას არ ნიშნავს რომ ერთად არიან, 2 კვირის წინ შენ და კახი კაკაურიძე ერთად მისეირნობდით, მაგრამ ხომ ვერ ვიფიქრებ რომ სამშვილიანი მამაკაცი შენი საყვარელია? ჰა?-გავუღიმე მიტკლისფრადქცეულ ანინოს.
-ხო, ხო ,მართალი ხარ, -ამოიბურდღუნა მან,-ისა, მე და კახი,-თან თმას ნერვიულად ათამაშებდა, -ახლო მეგობრები ვართ, ხო იცი, მე და აკო კლასელები ვიყავით და,ისა,-იგი იყო სახე წაშლილი.
-კარგი, ანინო, ვიცი,რად მინდა ახსნა,-თვალი ჩავუკარი მას, ამ უკანასკნელმა კი მოჩვენებითი ღიმილით ტერიტორია დატოვა.
-ეკაკოს ჩემგან მადლობა შეუთვალე, ეს კოზირი ჭკვიანურად გამოვიყენე. -ჩავიქირქილე მე.
-არ იტყვი რა ხდება შენსა და ალექსის შორის?
-ნანკა, რას ჩააბჟირდი ამ ბიჭს? არ იცი, რომ ჩემი ერთადერთი ინტერესის ობიექტი ახლა გიგაა? რა მე-ალექსება? ან როგორ ფიქრობ, ეგეთ პიროვნებასთან რაიმე სახის კავშირს დავიჭერ? ეს არის უბრალოდ მისიდან გამომდინარე რაც ხდება, შურიანი ბიჭია და ყველანაირად ცდილობს სხვებზე გადაანთხიოს. ამ თემას შევეშვათ და მეორედ მსგავსი კითხვა შენი პირიდან არ გავიგონო. ისედაც, რაღაც აბნეული ვარ და გიგას ნორმალურად ვერც ველაპარაკები!
-კარგი, ბატონო! უბრალოდ გკითხე , რაც ხდება უცნაურია.
-მოდი , მოვეშვათ. შენ ახლა ის მითხარი, როგორ ფიქრობ, გიგას მოვწონვარ?
-არ ვიცი, რა გითხრა. აი, განსხვავებული ბიჭია, ხომ გითხარი. ეგრე მარტივად ვერ მოეწონები. -მითხრა მან.
-ნანკა, სულ მაგას რატომ მეუბნები?!
-მკითხე და გიპასუხე.
-მე ვიცი რაც უნდა ვქნა. -ჩავილაპარაკე ჩუმად და სასწრაფოდ წავედი იმ ადგილისკენ სადაც გიგა და ლაშა ვიღაც მეტრიან ქალს ელაპარაკებოდნენ.
-გიგა, ცოტა ხანს დამითმობთ? -ვუთხარი მას. იგი ამ ქმედებით აღტაცებულიც კი იყო.
-იცით, -თქვა მან და ლაშას გადახედა. სიტყვის გაგრძელება არ ვაცადე.
-ახლა კავალერი არ მესაჭიროება, არც არავის ვეძებ, ახლა კონკრეტულად თქვენთან მინდა საუბარი.-ვაჯახე მკაცრად, თუმცა ძალიან შთამბეჭდავად.
-ოჰო, რაკი ასე დაიჟინეთ, -გაეცინა მას. ლაშას რაღაც გადაულაპარაკა და გვერდში ამომიდგა.
ჩვენ სახლის უკანა მხარეს გადავინაცველთ, სადაც არ იყო ისეთი ხმაური, წამოსვლისას შევამჩნიე ნანკას ბრაზით სავსე თვალები, თუმცა დანებებას არ ვაპირებდი!
-გისმენთ! -გაიღიმა მან და თავი გვერდზე გადახარა.
-მოდი, ჯერ ჯობს შენობითზე გადავიდეთ.
-კარგი, იყოს ასე, სახელი გამახსენე ოღონდ? -მან ჩემი სახელი არ იცოდა ,თუ სპეციალურად თქვა ეს?! თითქმის გავცოფდი.
-თათა, მაგრამ მგონი იცოდი?
-არა, არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი!-კვლავ გაიღიმა მან.-რახან შენი თხოვნა შევასრულე იქნებ დაიწყო საუბარი, ბევრი დრო არა მაქვს, უნდა წავიდე.
ეს მართლა პიკი იყო. გიგა ლომოური თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევდა.
-მომისმინე, გიგა, ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა ვინმე ცდილობს თავი ჩემზე მეტად წარმოაჩინოს. შენ არა მგონია ჩემზე მეტი იყო რამით და ამიტომ თუ შეიძლება ნორმალურად, ყველანაირი უხეშობის გარეშე მესაუბრე! -სახეში სისხლმა ამასხა, ალბათ წითელი ვიყავი.
-კარგი, სწორი შენიშვნაა, მაგრამ ის, რომ საუბარი შენი თხოვნა იყო და ის, რომ ჩემს, უხეშად ვთქვათ :მოზიდვას ცდილობ, იმას ნიშნავს, რომ მე შენზე რაღაცით მეტი ვარ, სხვა შემთხვევაში მეც უნდა ვცდილობდე იმავეს! -გაიღიმა მან კვლავ და მე ახლა მივხვდი, რომ მისი არც ერთი ღიმილი ჩემკენ მომართული არ ყოფილა გულწრფელი, ყველა იყო სარკაზმით და ირონიით სავსე.
ამ სიტყვებმა აბსოლუტურად წყობიდან გამომიყვანეს.
-როცა ფასეულებებით ჩემზე მეტი იქნები და არა მხოლოდ ჩემზე მეტად იგრძნობ თავს, მაშინაც არ გექნება ამის თქმის უფლება. მარტო იმიტომ არ ვაწყობ აქ სკანდალს, რომ ლიკა მეტონიძის მერიდება, თორემ შენნაირი პიროვნებები ყველაფერს იმსახურებენ!-დავუყვირე ხმამაღლა და ძალიან სწრაფად გავიქეცი.
არც ნანკა მომიკითხავს, არც არავინ, ცრემლები გადმომცვივდა, ის პიროვნება, რომელიც თითქმის იდეალური იყო ჩემ თვალში ასე მომექცა!
აგარაკის გზას სირბილით ჩავუყევი, ქუჩის კუთხეში ტაქსმა ჩაიარა, დაუკითხავად ჩავჯექი ლამის გაუჩერებელ მანქანაში.
-შვილო, გამომიძახეს უკვე, უნდა მივაკითხო. -მომიბრუნდა მძღოლი.
-ჯერ ის დატოვეთ თავის ადგილას და მერე მე. ახლა აქედან გადასვლას არ ვაპირებ. -როცა მძღოლმა ჩემი ნამტირალები ხმა გაიგონა უარი არც უთქვამს. თავი ძირს ჩავღუნე და თვალები დავხუჭე.
საშინელ ხასიათზე ვიყავი. თავი ასე დამცირებულად არასდროს მიგრძნია. თავი არც მაშინ ამიწევია ზემოთ, როცა მანქანა გაჩერდა და წინა კარი გაიღო.
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა ჩემ მიმართ მომართული სიტყვები გავიგე .
-მოიცა,შენ აქ რა გინდა? -ამბობდა წინ მჯდომი, საკმაოდ ნაცნობი ხმა. თავი ავწიე და მასში გიგას უნამუსო მეგობარი აღმოვაჩინე.
-რა გატირებს? -მითხრა მან, როცა ჩემი დაწითლებული თვალები შეამჩნია.
-თუ შეიძლება გამიჩერეთ სადმე, მე ჩავალ! -ვუთხარი მძღოლს, არ ვაპირებდი ამ არსებასთან ერთად ჯდომას, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში!
კარგი, ნება თქვენია, -თქვა მძღოლმა და მანქანა გააჩერა.
-სად მიდიხარ ასეთ მდგომარეობაში, დარჩი და უთხარი მისამართი, -მომიბრუნდა წინმჯდომი.
-არ ვაპირებ შენთან ერთად ყოფნას, -ვთქვი მე და მანქანიდან გადავედი.
ისედაც საძაგელ ხასიათზე ვიყავი, ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა მის ატანას. მანქანის კარის გაღების ხმა გაისმა, მივიხედე, სამწუხაროდ იქიდან გადმოსული ხეპრე მე მიახლოვდებოდა.
-რა გინდა?-ვუთხარი ხმამაღლა და მკაცრი ტონით.
-რა უნდა მინდოდეს? არაფრის ღირსი არა ხარ, მაგრამ აქ ასეთ მდგომარეობაში რომ დამეტოვებინე საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი, -თქვა მან.
-ეგ რას ნიშნავს? იქნებოდი თუ არა არ მანაღვლებს, უბრალოდ წადი დაბრუნდი, ტაქსი გიცდის.
-შენც წამოდი, არ ხარ კარგად, გეტყობა.
-შენთან ერთად? გამორიცხულია!
-ჩაჯექი, ადამიანო, მე სხვას გამოვუძახებ!
-არ მჭირდება შენი მოწყალება! -ვუთხარი მკაცრად.
-რა მოწყალება, გოგო! ფულს კი არ გიხდი! სანამ მეორე ტაქსი მოვა დაგინახავს ვინმე ასე მტირალს, ეს კი არა მგონია გაწყობდეს!
-შენ ჭკუაზე უნდა გავიარო? !
-ნუ ამბობ სისულელეებს! მაგას ვინ გთხოვს? არა ხარ ნორმალური შენ! -გაბრაზდა ის.-მოკლედ მე სხვას ვუძახებ და შენ გინდა ჩაჯექი და გინდა ფეხით მიდი სახლამდე! ჩემი მოვალეობა შევასრულე!
მან ტელეფონით ახალი ტაქსი გამოიძახა, ვერ გავიგე რა მექნა. ბოლოს უბრალოდ ავდექი და ჩავჯექი პირვანდელ მანქანაში, ამდენ ხანში მართლაც დამინახავდა ვინმე.
ყველანაირად წაშლილი ვიყავი. დამცირებული, გაკვირვებული, ატირებული, გაბრაზებული.
სახლამდე ცრემლების ღვრით მივედი. სახლში შესულმა კი ისეთი ისტერიული ტირილი ავტეხე, თვითონაც შემეშინდა!
ის, რაც დღეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ მოგონებად დამრჩება.
ვტიროდი გულამოსკვნით, იმიტომ, რომ ძალიან დამამცირეს, იმიტომ, რომ გიგასთან წარმოდგენილი მომავალი წამში გაქრა და იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად ვერ მივაღწიე მიზანს.
ცრემლების ტბასთან ერთად ჩამეძინა.
დილას საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე. სარკეში ჩახედვამ კი უარესად ამატკია თავი, დასიებული თვალები და წითელი სახე.
ამას გარდა სახეზე გადადღაბნილი გუშინდელი მაკიაჟი და ნიკაპამდე ჩამოსული ტუში.
მე ვიყავი ნამდვილი ურჩხული!
სასწრაფოდ შევვარდი სააბაზანოში და სახე ჩამოვიბანე, თავი მოვიწესრიგე. გუშინდელმა დღემ არა მარტო ჩემს ხასიათზე, არამედ გარეგნობაზეც იმოქმედა, დღეს ნამდვილად ვერ გამოვიყურებოდი ისე, როგორც წესია.
საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გადავეშვი.
ნამდვილად არ ღირდა გიგას გამო ასეთი ისტერიკების ქონა. იგი ერთი თავში ავარდნილი პიროვნება გახლდათ, რომელსაც ვიღაც ერთხელ უეჭველად მოიყვანდა გონს.
"იქნებ ის პიროვნება მე ვიყო?" დავფიქრდი და აზრი საკმაოდ მომეწონა. ყველანაირად ვეცდებოდი ჭკუა დაეკარგა ჩემზე, მაგრამ ეს გრძნობა საერთოდ არ იქნებოდა ორმხრივი! ახლა ნამდვილად არ გამოვიჩენდი რამენაირ ინიციატივას, მას უბრალოდ არაფრად ჩავთვლიდი, სამაგიეროდ ისე მოვაქცევდი საქმეს, რომ თითოეული შეურაცხყოფის გულისთვის მოეზღვას!
ჩემ ჩაფიქრებულს დღეს ან ხვალ არ განვახორციელებდი, დროთა განმავლობაში მოვახდენდი ამის ხორცშესხმას!
იდეით გახალისებულმა გადავწყვიტე ნანკასთვის დამერეკა.
-სად წახვედი, გოგო, გუშინ?-ჩამყვირა ყურმილში.
-ჰეი, ნუ დამიქვეითებ სმენას! მომწყინდა და წავედი, -ვუპასუხე უდარდელად, არ ვაპირებდი გუშინდელი მომეყოლა.
-როგორ ვინერვიულე? ! გიგასთანაც მივედი შენ რომ გესაუბრებოდა სად გაქრა მერე-მეთქი?
-მერე რაო?-არ ვაცალე დასრულება.
-უი, როდის წავიდა, არც შემიმჩნევიაო, -იყო პასუხი.
-მაგ ბიჭი მაგრად უფრენს! აღარ ვაპირებ რაიმე შეხება მქონდეს მასთან! დამითმია სრულიად თბილისისთვის, გინდ საქართველოსთვის, სულ ერთია!
-რამე გითხრა ისეთი? -მის ხმაში იყო საოცარი გაკვირვება და თითქოს სიხარულიც?
-არაფერი, უბრალოდ უჟმური ვინმეა, არ მაქვს მაგის დევნის თავი! -ვუპასუხე მე.
-უჟმურია? როგორ გეკადრება! -მომეჩვენა თუ დაიცვა?
-შენ ძალიან უცნაურად ახსენებ ამ ბიჭს, ნანკა! არ გამაფრენინო და არ თქვა მომწონსო!-ვიყვირე ლამის, ეს აზრი საერთოდ არ მაწყობდა!
-უი, არა! ხო გითხარი უკვე?-იუარა ნანკამ.
-ხოდა ძალიან კარგი! საერთოდ თუ არ გვექნება რაიმე სახის ურთიერთობა მასთან უკეთესია.
-შენ მაგან უეჭველად რაღაც ცუდი გითხრა, ერთ დღეში ასე გადაისხვაფერე აზრი? ლამის თქვენი ქორწილის დეტალების განხილვა დავიწყეთ ისე იყავი მონდომებული! -თქვა მან ეჭვით სავსე ხმით.
-არაფერი უთქვამს-მეთქი, ნანკა, რატომ მამეორებინებ? -ავვარდი მე.
-კარგი, ნუ ბრაზობ. არ უთქვამს და ნუ უთქვამს, უბრალოდ გამიკვირდა.
-ნუ გიკვირს, მერე! ახლა ჩემი თხოვნაა სამარადისოდ დაედოს ტაბუ ამ თემას. არანაირი გაგა ლომოური!
-გიგა, თათა!
-ხო, ვინცაა, ხედავ ,უკვე აღარც მახსოვს! -გამეცინა მე.
-ეჰ, თათა, შენსას ვერასდროს გავიგებ.-ჩაილაპარაკა მან და ჩაეცინა. -მაგრამ რახან ცოცხალი და უვნებელი ხარ, არაფერს ვამბობ და მაინც, როგორ მანერვიულე!
ჩვენი საუბარი მალევე დამთავრდა.


***
2 კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, დედა და მამა ჩამოვიდნენ და ჭკუის დარიგებებით გამაბრუეს, თუ როგორ უნდა ვიყო ფრთხილად, როცა ცნობილი პიროვნებების შვილი ვარ, როგორ უნდა ვეცადო, რომ სკანდალში არ გავეხვე და საკუთარი ოჯახი ხალხის საჭორაო არ გავხადო!
ჩამოსულმა მშობლებმა 2 დღე სახლიდან ცხვირი არ გამაყოფინეს, ამდენი ხნის უნახავ მშობლებს სად ტოვებ და სად მიდიხარო.
მესამე დღეს გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით სასწრაფოდ დავტოვე სახლი და დავიბარე, რომ გვიანობამდე არც ვაპირებდი დაბრუნებას. ნანკას და ეკაკოს შევხვდი და ერთად წავედით აუზზე. უკვე კარგა ხანი იყო, რაც რუჯი ნორმალურად არ მიმიღია, ამიტომ სასწრაფოდ მესაჭიროებოდა მზის სხივი.
ბევრი ადამიანი იყო გასარუჯად თუ საბანაოდ მოსული. თავდაპირველად შევცურე და სხეული დავასველე, შემდეგ კი გოგონებთან ერთად წამოვწექი შეზლონგზე.
-თქვენ ხომ არ იცით რა მოხდა! -თქვა აღტაცებით ეკაკომ და ფორთოხლის წვენი მოსვა.
-რა მოხდა? -წამოვიძახეთ ერთდროულად მე და ნანკამ.
-კახი კაკაურიძე და ანინო კაკულია გამოიჭირეს, -ჩაიხითხითა ეკაკომ.
-კაი?!-აღმომხდა გაკვირვებულს.
-ძმას ვფიცავარ, აგერ ნახავთ დღეს სოციალური ქსელები და ჟურნალები გადაივსებიან მაგათი ამბით! -თქვა ეკაკომ დარწმუნებით.
-სად?როგორ?-იკითხა ნანკამ.
-"პეკინზე" ჰქონიათ სახლი ნაქირავები, ღამის 4 საათზე გათიშული მთვრალები გამოსულან სახლიდან, ვიღაცამ დააფიქსირა და ვიდეო გადაუღო.
-ანჩო ღანიაშვილი ალბათ პანიკაშია! არც ანინო იქნება ნაკლებ დღეში, -ჩავიცინე მე.
-ისე, კახის ერთნაირი ტიპაჟის გოგოები მოსწონს, მეტრანახევრიანები და შავტუხები, სახელებიც კი ემთხვევა, ან -ჩო და ან -ინო .-თქვა ნანკამ.
-ეგეც მართალია! -გაეცინა ეკაკოს.
-დავითი გააფრენს, ვაიმე! -თვალები გამიფართოვდა ანინოს საშინლად ემოციური მამის გახსენებაზე.
-ადრე მოეტვინა, რა, ამ გოგოს ასე რომ ათამამებდა, თორემ ახლა აფრინოს და იყოს! -მიპასუხა ეკაკომ.
-აუ, ახლა ეს ამბავი შეძრავს ქვეყანას! გადაბრუნდება ჟურნალები, გადაცემები და სოციალური ქსელები, მაგრად მეზარება! -ამოვთქვი შეწუხებით და მზეს ზურგი მივაფიცხე.
-ამ ბოლო დროს საჭორაო მაკლდა, პირიქით, უკეთესია! -გაიცინა ეკაკომ,ლურჯი შეფერილობის სათვალე მოიხსნა და აუზში ჩახტა, მას მიჰყვა ნანკაც.
-ჩამოდი შენც! -ამომძახეს მათ.
მათ შემოთავაზებას დავჰყაბულდი და გავცურე.
გარკვეული დროის შემდეგ ამოვედი და ბარისკენ გავუხვიე.
-2 მანგოს წვენი და ერთი წყალი, თუ შეიძლება! -ვთხოვე ბარმენს და ბარის შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი.
-ამას ვის ვხედავ! -მომიჯდა ვიღაც გვერდით.
-შენ! -ვთქვი ამრეზით და თვალები გადავატრიალე ჩემ გვერდით მჯდომი ხეპრეს დანახვისას.
-გიხდება ნამზეური! -გამიღიმა მან.
ძალიან შტერი და მომაბეზრებელია.
-წესით მადლობა უნდა ვთქვა, მაგრამ შენ არ იმსახურებ!
-ხო, მე ხომ ხეპრე ვარ! -ყალბი მოწყენით გადმომხედა მან.
-კი, ეგრეა!
-ისე, აქ მოსასველად ფული სად იშოვე? თუ ძმაკაცებმა გაგიწიეს სამსახური, როგორც ყოველთვის? -ვუთხარი დამცინავად.
მას ხმა არ ამოუღია, თუმცა აშკარა იყო საშინლად იმოქმედა მასზე ჩემმა სიტყვებმა. სახე ბრაზისგან ბოლოკისფერი გაუხდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. კმაყოფილი ვიყავი ჩემი სიტყვებით, მანამ სანამ...
მანამ სანამ ხელში ძლიერად არ მტაცა ხელი უპარდონოდ.
გაკვირვებისგან ხმაც ვერ ამოვიღე, სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი, მან გარეთ გამომათრია
-გაგიჟდი?! რას აკეთებ?!- აღშფოთებულმა ერთი მაგრად ვკარი ხელი.
-ვცდილობ არ შემომაკვდე!-დაიყვირა მან და მანქანაში ჩამტენა.
-შენ თავი რამეზე ხომ არ მიგირტყამს? ! არ გაღირსებ მშვიდად ყოფნას, შე საცოდაო, ახლა მანქანას თუ არ გააჩერებ! - დავიყვირე განწირულმა! მას ხმა არ ამოუღია, ნერვიულად ჩაჰფრენოდა საჭეს.
რამდენიმე წუთის და ჩემი შეუჩერებელი ყვირილის მერე მანქანა გადააყენა გზადტკეცილიდან.
- შენ რა გინდა , ჰა?! გინდა რომ ძალიან ცუდად მოგექცე? ! რატომ მესაუბრები ეგრე?! შენ რა გგონია, მაგ დამცირებით რამე დაგეწერება?! მსგავსი სიტყვა კიდევ რომ გავიგონო შენგან, იცოდე საშინლად მოგექცევი!-ღრიალებდა ის,-ბოლოს და ბოლოს მაიძულე ასე მოვქცეულიყავი! უნამუსო გოგო ხარ! ამპარტავანი! ისეთი პრიმიტიული აზროვნება გაქვს, შენთვის პიროვნულობა მხოლოდ ბინების და ფულის რაოდენობაზე გადის! ადამიანი არა ხარ, შენ!-აღელვებული საუბრობდა ის, თვალებში ცეცხლი უკიაფებდა. მე კი თითქოს ენა ჩამივარდა.
-მაინცდამაინც ასე უნდა მესაუბრა? -ამოთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ მან.-ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა საკუთარი თავის ხელში აყვანა არ შემიძლია, -განაგრძო მან შედარებით მშვიდი ტონით ,-მაგრამ მაიძულე!
თავის მხრივ შევცბი მის სიტყვებზე, ბრაზიც ვიგრძენი, მაგრამ მისმა ტონმა და სიტყვებმა ისე მომაქციეს, არ მქონდა ყვირილის სურვილი.
-მგონი ყველაფერი შენ დაიწყე! ჩემით არ მოვსულვარ ასე სასაუბროდ! აკი გითხარი, შენთან ურთიერთობას არ ვაპირებ და ნუ ცდილობ-მეთქი? ან ის მითხარი ერთი, საშინელებას დაგმართებო, რომ მემუქრები, ჯერ ეს ერთი ვერაფრის მაქნისი ხარ, ეს ერთი, მეორეც, მაგას თუ აპირებ, შენი აზრით შენ გამოდიხარ ადამიანი? მე არ ვიცი როგორი ვარ, კარგი თუ ცუდი, შეიძლება საშინელიც ვარ, მაგრამ დამერწმუნე ის კი ნამდვილად ვიცი, რომ როგორი ცუდიც არ უნდა ვიყო შენ არ ჩამომრჩები! ჩემს სიტყვებს არაფრით ჩამოუვარდება შენი მუქარა! - მეც მშვიდი, გამოზომილი, თუმცა მტკიცე ტონით ვსაუბრობდი.
-გადადი! -გამოსცრა მან.
ვერ გეტყვით, რატომ გავჩერდი, რატომ არ ვცდილობდი მანქანის დატოვებას, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მქონდა ძალიან უცნაური შეგრძნება. თითქოს ძალიან დიდი ხნის ვარჯიშის ან მუშაობის შემდეგ საშინლად დაღლილი ვიყავი და ადგილიდან ძვრას არ ვაპირებდი.
არ ვიცი ჩემ გვერდით მჯდომი რას ფიქრობდა, მაგრამ სახეზე ბრაზი ეწერა.
სიმართლე გითხრათ, არც მიკვირდა.
იმ წამს მომაგონდა, როგორ ძალიან მატკინა გული გიგას დამცირებამ და თითქოს ალექსის საქციელს გავუგე, დავეთანხმე, გულის სიღრმეში.
შემდეგ ჩემი უზადოდ მძიმე სხეული წამოვწიე და მანქანიდან გადავედი.
უზადოდ მძიმე მეჩვენებოდა მართლაც ჩემი სხეული, გულში საშინელი დაღლილობის გრძნობა მიღელავდა.
ახლა ქუჩაში ვიყავი, საცურაო კოსტუმის ამარა, უტელეფონო და უფულო, გულში უცნაური გრძნობით მოსილი.
არ ვიცოდი სად ვიყავი, რა გზას უნდა დავდგომოდი, ვარჩიე გარკვეული დრო ბრმად მეარა და იქნებ მერე მაინც აღმომეჩინა რაიმე ნაცნობი.
10-15 წუთი აუღელვებლად მივდიოდი, მანქანები თითქმის არ დადიოდნენ. შუადღე იყო, სადღაც 2 საათი. მე კი ნახევრად შიშველი მივდიოდი ქუჩაში. რამდენიმე მანქანამ ჩამოიარა. უკლებლივ ყველა მე მიყურებდა.
ერთ-ერთმა გააჩერა.
მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- სად მიდიხარ, გაგიყვან! - სიგარეტის ბოლი შემომაფრქვია მან და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა.
ხმა არ გავიღე, თითქოს არც გამიგონია ისე განვაგრძე გზა.
-რა იყო, არ ვიკბინები!
შევატყე დანებებას არ აპირებდა ამიტომ მთელი სიმკაცრით ვუთხარი:
-არ მინდა !
-ასეთ მდგომარეობაში აქ სეირნობას არ გირჩევ, ათასი შერეკილი დადის, არ გადაგეკიდოს ვინმე! -მითხრა მან.
-და შენ რომ აღმოჩნდე ერთ-ერთი?
-შერეკილი? - გაეცინა მას და სიგარეტის ნამწვი მოისროლა, - შეიძლება, მაგრამ არ აღმოვჩნდები!
რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს პიროვნება ნდობას იმსახურებდა , ამიტომ ჩავჯექი, რა მექნა აბა და მისამართი ვუთხარი.
-ასეთ მდგომარეობაში რანაირად აღმოჩნდი? -ღიმილშეპარული ხმით შემეკითხა ის და რიგით მეორე სიგარეტი პირში გაიჩარა.
-გრძელი ამბავია. - ვუპასუხე მას.
-გასაგებია!
-რა გქვია? - განაგრძო გარკვეული დროის შემდეგ.
-თათა.
-მე დათო, სასიამოვნოა! - თქვა მან და რიგით მესამე ნამწვი მოისროლა.
ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ სახლამდე.
-შენ რომ არ ყოფილიყავი, ალბათ ფეხით მომიწევდა სახლამდე მისვლა!-ვთქვი სიცილით და მანქანიდან გადავედი. -უღრმესი მადლობა! -დავურთე თან.
-მე ეგ მადლობა არ მეკუთვნის! -გადაიხარხარა მან და მანქანა დაძრა.
"აბა ვის ეკუთვნის? ! ვერ არის მგონი! "
ჩავილაპარაკე ჩუმად მისი უადგილო ხარხარის გახსენებისას და სახლში შევედი.



№1  offline წევრი Natalo

სიახლეშივე მითითება გადამავიწყდა :დ
მინდა გითხრათ, რომ პირველად ვწერ მოთხრობას და აქ იმიტომ გადავწყვიტე გამოქვეყნება, რომ გამეგო ღირდა თუ არა ამ "საქმის" გაგრძელება :დ
თუ ვინმე წაიკითხავთ , ძალიან მინდა თან თქვენი აზრიც დაურთოთ <3 <3 <3
მადლობა ! <3

 


№2 სტუმარი Guest bubu

me dzalian momwons male dade axali tavi

 


№3  offline წევრი Natalo

Guest bubu
me dzalian momwons male dade axali tavi

დიდი მადლობა
ვეცდები

 


№4  offline წევრი Mia_smith

ყოჩაღ!!! და მეღირსაააააა!!!კარგიი თავი იყო თათამაც ისწავლა ჭკუა...ამის მერე ალექსანდრესთან დათბება იმედიაა ვაჰჰ...
პ.ს ეგ მადლობა ალექსანდრეს.
პ.ს.ს ალექსანდრე რო წავართვა თათას რამე მოხდება? :დ ოხხ მია ისევ შენი იადგილო ხუმრობები :დდ

 


№5  offline წევრი Natalo

Mia_smith
ყოჩაღ!!! და მეღირსაააააა!!!კარგიი თავი იყო თათამაც ისწავლა ჭკუა...ამის მერე ალექსანდრესთან დათბება იმედიაა ვაჰჰ...
პ.ს ეგ მადლობა ალექსანდრეს.
პ.ს.ს ალექსანდრე რო წავართვა თათას რამე მოხდება? :დ ოხხ მია ისევ შენი იადგილო ხუმრობები :დდ

ვნახოთ, ვნახოთ რა იქნება :დ
რომ არსებობდეს ალექსი ალბათ აუცილებლად დაგითმობდა(ნუ ჯერჯერობით ) :დ
პ.ს. დიდი მადლობა რომ კითხულობ❤

 


№6 სტუმარი Ucnobi

Mezizgeba Tatas nairi qalebiii wina tavshi tavisi ampartavneba ase ar gamouchrniaaa chemi aleqsandre ar damichagrot ai dasawyisidanve gulshi chamivardaaa mamamisis gakotrebashi ragaca mgonia rom gigas mama iqneba gareuli au minda Chemma aleqsandrem rom daibrunos yvelaferi da tatas aqet axvewios kargi tavi iyooo imedia es utvino gogo male mixvdeba tavis shecdomebs

 


№7  offline წევრი Natalo

Ucnobi
Mezizgeba Tatas nairi qalebiii wina tavshi tavisi ampartavneba ase ar gamouchrniaaa chemi aleqsandre ar damichagrot ai dasawyisidanve gulshi chamivardaaa mamamisis gakotrebashi ragaca mgonia rom gigas mama iqneba gareuli au minda Chemma aleqsandrem rom daibrunos yvelaferi da tatas aqet axvewios kargi tavi iyooo imedia es utvino gogo male mixvdeba tavis shecdomebs

მეც ვერ ვიტან თათასნაირ ხალხს, სწორედ მაგიტომ ვწერ ამ მოთხრობას. ალექსანდრე მეც მიყვარს, ისე კი ყველაფერი გავთვალე უკვე წინასწარ და ნახავთ რა როგორ მოხდება, მიხვდება თუ არა თათა შეცდომებს და ა.შ.
პ.ს. უდიდესი მადლობა რომ კითხულობთ ❤

 


№8 სტუმარი ))

Didad ar gamovirchevi komentarebis werit magram getybi ro sauketeso motxorobaa kideva Dade ogond male
P.S zogiertivit,1kvira nu moundebi :D

 


№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ოჰო ძალიან მაგარია. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თათასნაირ გოგოებს ერთი შემოლაწუნება უნდათ,
თუ უშველის

 


№10  offline წევრი Natalo

Chikochiko
ოჰო ძალიან მაგარია. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თათასნაირ გოგოებს ერთი შემოლაწუნება უნდათ,
თუ უშველის

უნდათ, ოღონდ რამდენად უშველის ეგაა მთავარი :დ
პ.ს. დიდი მადლობა რომ კითხულობთ ❤❤❤

))
Didad ar gamovirchevi komentarebis werit magram getybi ro sauketeso motxorobaa kideva Dade ogond male
P.S zogiertivit,1kvira nu moundebi :D

დიდი, დიდი მადლობა საუკეთესო არაა მაგრამ მაინც მადლობა :დ❤ შევეცდები დღეს მაინც დავდო.
მადლობა რომ კითხულობთ ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent