შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

soul


5-02-2017, 22:31
ავტორი ერკე
ნანახია 1 530

სულში ხელები,
მეფათურება
დავიბადებით
მებადურებად,
თეთრი კედლები
და გვემუქრება,
სულის წამებით
განადგურება.
გზა თუ აღარ ჩანს
დარჩა სიბნელე,
აზრიც დაკარგა,
სიტყვა "მიშველემ:
რამის დანახვამ
იცის მიჩვევა,
გზა თუ აღარ ჩანს,
სხვა ვერ გიშველის.
წამი გვეცლება
ყოველ წამს ხელში
რაღა შგვრჩება,
გულში გვაქ ნემსი
თავისუფლება
ბრბო ხალხის მწყემსი
ხალხის თვისება
ვანთხიოთ გესლი.
ვერ გავძლებთ დიდ ხანს
თუ გვქონდა ტივი,
ხსნის გზას დავსახავთ
ჩვენი მოტივით,
ერთი დაგვაკლდა
ყოფა გიჟივით
და გამოსახვა
სრულ პოზიტივის!
ე.მ.
5 თებერვალი 2017

მოკლედ არ ვიცი რა გამოვიდა. ღამე 5 საათზე გამეღვიძა სულ ოფლში გაწურული, კოშმარი ვნახე რაღაც. შემდეგ კი რაღაც აზრები ამეკვიატა, და იქამდე ვერ დავიძინე სანამ ეს ლექსი არ დაიწერა. წაიკითხეთ (ვინც კი კითხულობს, რადგან არ მაქ პრეტენზია ყველას მოსწონდეს და ყველა კითხულობდეს) და შეაფასეთ (თუ გინდათ ობიექტურად თუ გინდა სუბიექტურად)... ჩემი მკითხველები... ჩემთვის ჩემს უძვირფასეს ადამიანებად ითვლებიან. უცხოები, მაგრამ მაინც ნაცნობები და საოცრად საყვარლები, რომლებსაც მეც გავუგებ, ისინიც გამიგებენ და ჩემი ლექსებიც გაგიგებთ და გაიგებთ თავისებურად. მოკლედ, ჩემთვის ისეთი ძვირფასები ხართ, როგორც პატარა ბავშვისთვის ნაყინი, რომ არ ყიდულობენ და ტირილს იწყებენ: მინდა! მინდა!-ს ძახილით.
გაფასებთ მეგობრებო, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს სიყვარულის გამომჟღავნება და მისი მიღება. მე არ მიმაჩნია რომ ძალიან ვარ სიყვარულით სავსე, მაგრამ ვცდილობ ყველასადმი მაინც, რომ გაგრძნობინოთ როგორი ძვირფასები ხართ. მადლობა ყურადღებისთვის.



№1  offline მოდერი bla.ell

ერკინიო ეგრე ხშირად გაიღვიძე ხოლმეjoy ბრავო მე ასეთი ლექსები მიყვარს❤❤

 


№2  offline წევრი Medison

ძალიან ძალიან კარგოა <3

 


№3  offline წევრი japara

Dzalian dzalian dzalian magaria ❗️

 


№4  offline წევრი mavnebeli

თუ სიყვარულს გრძნობ... მისი გაზიარება ც უნდა Dეგეძლოს... შენ კი კარგად ახერხებ

 


№5  offline წევრი Niioo

აზრზე არ ვარ რა უნდა ვთქვა
უბრალოდ საოცრებაა blush

 


№6  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

რაღაც სხვანაირი ლექსები გჩვევია blush
აი ისეთი რომ აგშლის და აგრევს heart_eyes
ძალიან მომეწონა

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ყველას დიდი მადლობა heart_eyes ძალიან საყვარლები ხართ. ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent