შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური პატარძალი -თავიVIII-


29-08-2017, 07:24
ნანახია 4 594

ღრმად ჩავისუნთქე, ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ირაკლის ყური დავუგდე. არ ვიცი რა ემოცია გამოიწვია ამ სიტყვება ჩემში, ერთადერთი ის ვიცი რომ შიშმა შემიპყრო. მოუთმენლად ველოდი თუ როდის გააგრძელებდა საუბარს.
დიდხანს იყო ჩუმად. თითქოს აზრებს ალაგებდა, თითქოს არ უნდოდა რამე გამორჩენოდა, ან რაიმე არასწორად გამეგო. საბოლოოდ მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა, ხელის თითები ერთმანეთში ახლართა, თავი ჩაქინდრა და დაიწყო.
_იმ კოცნის შემდეგ…_საკმაოდ ჩუმი ტემბრით საუბრობდა იგი._წვეულებაზე აღარ შემოვბრუნებულვარ, არ მინდოდა ვინმეს გაეგო ამის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითრა, უფრო იმიტომ არ შემოვბრუნდი რომ ვიცოდი, ვერ მოვითმენდი და ყველას წინაშე ისევ გაკოცებდი…_ირაკლის უცნაურად ჩაეცინა._ოთახში ავედი… მთელი ღამე ვფიქრობდი… რა აღარ წარმოვიდგინე გონებაში. შენთან ერთად სიბერეც კი…არ ვიცი იმ ერთმა საღამომ, იმ ერთმა კოცნამ შეძლო ამხელა გავლენის მოხდენა, თუ იქამდეც იგივეს ვგრძნობდი და უბრალოდ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ფაქტი ის იყო რომ მეორე დილით სულ სხვა ადამიანად გავიღვიძე. ეგ კი არადა ისე ადრე მგონი ცხოვრებაში არ გამღვიძებია. ბევრი ვიწრიალე საწოლში. ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. სულ შენი მწვანე თვალები მედგა თვალწინ. ვიფიქრე საღამოს სახლში რომ წავა გავაცილებ, თან გზად დაველაპარაკები, გავიგებ იგივეს თუ ფიქრობს ჩემზეთქო. იქედან გამომდინარე რომ ძალიან მეწუნკლებოდი და მეც ხშირად გაწვალებდი, ვფიქრობდი რომ თავიდან თამაშს დამიწყებდი, ვფიქრობდი რომ ორმაგად გამაგიჟებდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემი გახდებოდი. ყველაფერს ვფიქრობდი, იმასაც რომ უარყოფდი და მეტყოდი ვითომ სულაც არ გინდოდა ჩემი კოცნა, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ რეალობა ასე მარტივი იქნებოდა, რომ თურმე სხვაში აგერიე… რომ გავიგე სხვისთვის გინდოდა გეკოცნა და მე უბრალოდ შემთხვევით აღმოვჩნდი იქ ყველაფერი თავზე დამემსხვრა, ყველა გეგმა, ყველა ოცნება… იმ საღამოს მაინც მიგაცილე სახლში.. ხომ გახსოვს?_ისევ სიბნელეს გაუსწორა თვალი ირაკლიმ, თითქოს სადღაც, შორიდან წარსულს უჭვრეტდა და ნათლად ხედავდა იმ საღამოს._ის თუ გახსოვს რა გკითხე? მართლა სხვისთვის გინდოდა გეკოცნათქო?, შენ კიდე უტიფრად შემომხედე და ამაყად მითხარი, რომ მცოდნოდა შენ იყავი არასოდეს გამოგყვებოდი წინა ეზოშიო…_ცოტახნით ისევ გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა და ამჯერად მთელი სხეულით შემობრუნდა ჩემკენ._მარიამ…_ფრთხილი მოძრაობით მოძებნა ჩემი ხელი და ძლიერ ჩამჭიდა._შენ არ იცი, შენ ვერ მიხვდები რას გრძნობს ადამიანი ასეთ დროს… არც მე ვიცი, დღემდე ვერ გამიგია რა სახელი შეიძლება დავარქვა ასეთ მწარე იმედგაცრუებას. ერთ ღამეში აგებული ოცნებები ერთ დღეში დამემსხვრა. განა რა მოხდა? გოგო მომეწონა, მას კი სხვაში ავერიე? განა რა მოხდა თუ იგივე გრძნობით არ მიპასუხა ამ გოგომ? განა პირველად მოხდებოდა 22 წლის ბიჭის ცხოვრებაში როცა გოგო უარყოფდა? მანამდეც უქცევიათ ზურგი, მანამდეც მივუტოვებივარ, თუმცა ამ ყველაფერს ჩემთვის კმაყოფილების გრძნობა მოჰქონდა. გამოვიყენებდი და მერე თავისი სურვილით მშორდებოდნენ… უფრო მეტიც, მე ვაწყობდი ისე რომ დამშორებოდნენ. შენთან კი ყველაფერი სხვა გვარად იყო. ვერ ვიტყვი მანამდე ისე გიყურებდი როგორც ნინასთქო, არც ამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნდი. ერთი აბეზარი, ჩემი ნახევარდის დაქალი იყავი, რომლის გაბრაზებითაც თავს ვირთობდი… ვერასოდეს, იმ წვეულებამდე, ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ერთ დღესაც შენი დანახვა ნატვრად გამიხდებოდა… წვეულებაზე კი ისე იქცეოდი როგორც ჩამოყალიბებული, ახალგაზდა ლამაზმანი. შენი გამოხედვით მატყვევებდი, ტუჩებზე ოდნავ შეპარული ღიმილით მიწვევდი, ცეკვისას ტანის ნაზი რევით მაგიჟებდი… დამიჯერე, ძალიან ვეცადე მოწოლილი ვნება დამემალა, ისიც კი ვცადე საერთოდ წამოვსულიყავი იქედან, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ. გონება ერთს მკარნახობდა, გული კი მეორეს… სანამ გაკოცებდი ვფიქრობდი რომ ეს მხოლოდ ვნება იყო, რომ როგორც ქალი ისე მიმიზიდე, მაგრამ კოცნამ ყველაფერი შეცვალა. შეუძებელია ისე აკოცოს ორმა ადამიანმა ერთმანეთს და მხოლოდ ვნებას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ… ყოველ შემთხვევასი მეორე დილამდე ასე მეგონა… ვფიქრობდი რომ შენც იგივე იგრძენი… მაგრამ, მას შემდგე რაც დავრწმუნდი რომ სხვაში აგერიე, სულ მთლად ავირიე. ვფიქრობდი რომ უნდა დამევიწყებინა ის საღამო, ის კოცნა. მინდოდა ისე გამქრალიყო ის მოგონება თითქოს არც არასდროს მომხდარა, მაგრამ არაფრით არ გამომდიოდა. დედაჩემსაც ველაპარაკე, ყველაფრი მოვუყევი, მან კი სულ სხვა კუთხით დამანახა სიტუაცია. გამახსენა ჩვენს შორის ასაკობრივი ზღვარი. ვიღაც იტყვის 7 წელი არც არაფეიაო, ასეც არის, მე და შენ რომ ახლა შეგვიყვარდეს ერთმანეთ ეს სხვაობა პრობლემად არცერთს არ მოგვეჩვენება, მაგრამ მაშინ? შენ მხოლოდ 15 წლის იყავი… სულ ახალი ჩამოყალიბებული… ალბათ საკუთარ სხეულს, საკუთარ ქალურობას თავად ვერც კი აღიქვამდი… ვერც კი ხვდებოდი რამდენად მიმზიდველი იყავი… შენ ბავშვურად ქალური იყავი… მე? მე უკვე კარგად ვიცოდი რა იყო ქალთან ყოფნის სიამოვნება… შენს მიმართაც ამ ტოლვას განვიცდიდი. მინდოდი! შენი სხეული მინდოდა. ის ერთი კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ისიც კი ვიფიქრე ალბათ ტვინში რაღაც ვერ მაქვს. ვერ ვხდებოდი რატომ დაფრინავდნენ გონებაში ამდენი გარყვნილი ფიქრები შენს ირგვლივ… თუმცა არ მინდა იფიქრო რომ მხოლოდ სექსი მინდოდა… ასე ნამდვილად არ ყოფილა… სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წასვლა… მინდოდა ცოტახნით განტვირთვა მომეხდინა. ცოტახნით არ მენახე… უფრო კი იმის იმედი მქონდა რომ დაგივიწყებდი. ასეც მოხდა… ვაღარებ, დაგივიწყე… შევეცადე და გაგაუფერულე ჩემს ცხოვრებაში… მაგრამ სასაცილო იცი რა არის? წასვლის წინ ვფიქრობდი რომ ამას ერთი კვირა, ყველაზე დიდი კი ერთი თვე დასჭირდებოდა… მერე ჩემოვიდოდი, შენ შენთვის იქნებოდი, მე ჩემთვის და ცხოვრებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ავიწყობდით, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება აღმოჩნდა… არ მახსოვს ზუსტად რამდენიხანი დასჭირდა შენი თვალების დავიწყებას, მაგრამ ის კარგად მახსოვს რომ მუშაობა დავიწყე, იმ იმედით რომ სხვა რამეზე გადავიტანდი ყურადღებას… ვერ გეტყვი საინეტრესო სამსახური მქონდათქო, მაგრამ ზღვაში გასვლა და თევზაობა საშუალებას მაძლევდა სამყაროს მოვწყვეტილიყავი… თუმცა იქაც კი, როდესაც შუაზღვაში მხოლოდ მე, ნავი და ანკესი ვიყავით ერთადერთი სურვილი მქონდა, ნაპირთან დაბრუნებულს შენ დამხვედროდი, ჩემი “ნადავლით” კმაყოფილს შენთვის მენახებინა რამდენი თევზი დავიჭირე, მერე ბაზარში გავსულიყავით და ერთად ჩაგვებარებინა გამყიდველისთვის, ნავაჭრით კი მაღაზიები დაგვეარა, საჭმელი გვეყიდა, დაღლილები მივსულიყავით სახლში, და ერთად მოგვემზადებინა რაიმე გემრიელი…_ირაკლის ისევ გაეცინა. ხელი შემიშვა და ლოყაზე ჩამოგორებული, ეული ცრემლი ცერა თითით მომწმინდა._ალბათ საერთოდ ვერ იფიქრებდი რომ ასეთი მეოცნებე ვიყავი, არა?_ირონიულად წარმოთქვა და ისევ სიბნელისკენ გაბრუნდა.
მას არ დაუნახავს როგორ გავაქნიე თავი…
_მერე იცი რა მოხდა?_განაგრძო მან._ოცნებას შევეჩვიე. ნელ-ნელა ამერია კიდეც რეალობა და ჩემი წარმოსახვა. ზღვაში გასულს ისე მეჩქარებოდა ნაპირზე დაბრუნება, თითქოს მართლა შენ მელოდი იქ…
_რატომ აღარ დაბრუნდი?_ძლივს წამოვილუღლუღე და ამჯერად ჩემი ხელით მოვიწმინე ცრემლები.
_ვიზაზე ვადა გამივიდა… დედამ იმ პერიოდში სამსახური დაკარგა… ბინის პატრონი სახლიდან აგდებდა… ბევრი ფაქტორი იყო მარიამ… ვეღარ დავბრუნდი. იქ ჩავრჩი… ყურადღება იმაზე გადავიტანე თუ როგორ მივხმარებოდი დედაჩემს. მეთევზეობით დიდ ვერაფერს ვშოულობდი. ხვა სამსახური ვიშოვე… იქ ჩემი ტოლები გავიცანი… იქაური ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება… ვეღარ წამოვიდოდი… აქ არაფერი მქონდა… არავინ მელოდებოდა. არც შენ…
_გელოდებოდი!_ამოვისლუკუნე და საწოლზე წამოჯექი._შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ!
_მე საიდან უნდა მცოდნოდა? შენ ხომ მითხარი…
_ჰო, გითხარი რომ სხვა მეგონე, რომ სხვისთის მინდოდა მეკოცნა. მაგრამ, აბა რას ელოდი? სიმართლეს ვერ გეტყოდი… ვერ გეტყოდი რომ მეც გაგიჟებით მინდოდა შენი კოცნა. ვერ გეტყოდი რომ მინდოდა კიდევ ერთხელ მომხვეოდი, კიდევ ერთხელ ამდუღებოდა სხეულში სისხლი… რას ვიფიქრებდი თუ წახვიდოდი…_საბოლოოდ ავსლუკუნდი.
_ნუ ტირი რა…_ხმა გაებზარა ირაკლის. ჩემკენ შემობრუნდა და სხეულზე ამიხუტა._ამ ცრემლებით წარსულს ვერ ვუშველით. სიჩუმით ორივემ გავაფუჭეთ ყველაფერი…
_მე… მე, რომ მცოდნოდა შენც იგივეს გრძნობდი… ირაკლი, რომ მცოდნოდა…
_ჩუ!_ხმა გაუმკაცრდა მას._ეს ყველაფერი იმის გამო არ მომიყოლია რომ ასეთ დღეში ჩავარდნილიყავი. არც იმიტომ რომ წარსული უკან დავაბრუნო. უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე გცოდნოდა… ნაწილობრივ ჩემთისაც შვებაა იმის მოსმენა რომ შენც იგივენაირად იტანჯებოდი. ვიცი რომ ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ მიხარია რომ შენც იმავეს გრძნობდი ჩემს მიმართ და არ შევმცდარვარ როდესაც ვფიქრობდი რომ იმ კოცნაში ვნების გარდა კიდევ იყო რაღაც…

არ მახსოვს კიდევ რამდენხანს ვქვითინებდი მის მკლავებში. მხოლოდ ის მახსოვს რომ წამიერად მოვეშვი, წამიერად შეწყდა ცრემლები და ღრმად ჩავისუნთქე. თითქოს ამ ერთ ამოტირებს ამოვაყოლე ყველა ტკვილი და ის ნაგროვები სევრდა რაც ირაკლის წასვლამ დამიტოვა. მახსოვს როგორ მიმაწვინა ირალიმ საწოლზე, როგორ ჩავჭიდე ხელი, როგორ შემოვიხვიე მისი მკლავი ჩემს წელზე, როგორ მომიწვა ის და როგორ მეფერებოდა კარგახანს მისი თითებით…
***
დილით გაბრუებულს გამეღვიძა. წელზე სიცარიელე ვიგრძენი. ირაკლი უკვე ამდგარიყო. ნელ-ნელა მოვედი გონს და მეც წამოვდექი. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი.
_როგორც იქნა!_ჩეულებრისამებრს გამეკრიჭა ირაკლი._მზად ხარ ჩემი საფირმო, შემწვარი კვერცხისთვის?_მკითხა და კარადიდან ორი თეფში გამოიღო.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მაგიდასთან მთქნარებით დავჯექი.
_როგორ გეძნა?_მკითხა მოულოდნელად.
_კარგად…_ძლივს გასაგებად ჩავილაპარაკე.
_მისმინე,_საქმიანად დაიწყო მან._ხომ გახსოვს ერთი სურვილი რომ უნდა ამისრულო?_ეშმაკურად გამომხედა.
_რა მოიფიქრე აბა?_თვალები გადავატრიალე.
_ამ საღამოს დედაშენთან გავალთ!
_შანსი არაა!_წამოვიყვირე უცებ._არა, არა და არა!
_სურვილი უნდა შესრულდეს!_მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
_10 სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ეგ არა!
_ეგრე სადაა?! სიტყვა, სიტყვაა! შენ თქვი ნებისმიერ სურვილს აგისრულებო.
_აუ არა რა ირაკლი, გთხოვ._მუდარაზე გადავედი მე._მესიკვდილება იქ წასვლა. რომ იცოდე როგორ არ მინდა მამაჩემის ნახვა.
_წავიდეთ, ნახევარი საათი გავჩერდეთ და მერე რა წამსაც მოგინდება მითხარი და წამოვიდეთ! გეფიცები შენს გადარწმუნებას არც შევეცდები!_ისეთი მეამიტი თვალებით შემომხედა რომ შეუძლებელი იყო არ დავთანხმებოდი. თანაც გავიფიქრე რომ როგორმე ნახევარი საათი გავუძებდი მამაჩემის ირონიულ შეძახილებს.

მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან კი არ მინდოდა, მაგრამ საღამოს,სამსახურიდან დავბრუნდი თუ არა, გამოვიცვალე და ერთი წლის შემდეგ პირველად გავემართე მშობლების სახლისკენ.
_ნერვიულობ?_მკითხა ირაკლიმ როდესაც მანქანა ჩემი სახლის ეზოსთან შეაჩერა.
_კარგად დაგიმახსოვრებია ჩემი მისამართი!_შევეცადე მის კითხვაზე თავი ამერიდებინა.
_დამაზეპირებინა ნინამ._გაეცინა მას.
მე? მე ნინას ხსენებაზე სახე ამელეწა. მოგონებები წამომეშალა და საშინელ ხასიათზე დავდექი. ისედაც მოღუშლი სახე კიდევ უფრო მომეღუშა. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და ჭიშკარს მივუახლოვდი.
მამაჩემის ხელით აშენებული, ერთსართულიანი კერძო სახლი, სულაც აღარ გამოიყურებოდა ისე მხნედ როგორც ერთი წლის წინათ. კედლები გაცრეცოდა, ალაგ-ალაგ საღებავები ჩამოყრილიყო, კიბეებიც მი-მონგრეულა… სწორედ ამ სურათის დანახვისას მივხვდი, რომ მამა მართლაც რომ სერიოზულად ავად იქნებოდა… გულში უსიამოდ გამკრა… ფეხებს უკან ვითრევდი, არ მინდოდა შესვლა… ის-ის იყო უნდა გადამეფირებინა კიდეც, რომ ჭიშკართან კიდევ ერთი მანქანა შეჩერდა. მანქანიდან კი ეკა, ლაშა და ორი, ერთმანეთზე ლამაზი, შავკულულა გოგო გადმოვიდა.
_ვა!_ხელებ გაშლილი გამოემართა ლაშა ჩემკენ._ეს ვინ ყოფილა!_თბილად გადამეხვია იგი._დაბადების დღეს გილოცავ ქალბატონო!_ომახიანად შემოძახა და ლოყაზე ორი თითით მიჩქმიტა._დიდი გოგო ხარ უკვე!
_დაბდების დღეს?_გაკვირვებული მომაცქერდა ირაკლი._ჯანდაბა!_ჩაილაპარაკა თავისთვის._დღეს ხო 30 სექტემბერია!


______
მაპატიეთ დაგვიანებისთვის!! ვერანაირად ვერ მივცალე.
ეს თავიც პატარაა. უფრო მეტი მინდოდა დამეწერა, მაგრამ საშნლად გადაღლილი ვარ და არ მინდოდა ამის გამო რაიმე ზედაპირულად დამეწერა.
ბოდიში კიდევ ერთხელ!!
<3 <3



№1 სტუმარი Noo on

Au ra kargi iyo.....

 


№2  offline წევრი nini sabauri

ძალიან მაგარი და საინტერესოა heart_eyes

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ მჯერა რომ გხედავ :დდ კარგიიყო მაგრამ პატარა -_- აღარ დაიგვიანო რა და დიდი დადე ცოტა <3

 


№4 სტუმარი Guest Lia

Momewova
Velodebi axal tavs

 


მადლობთ რომ ისევ კითხულობთ (ამდენი ხნის შემდეგ). ეს თავი ცოტა სენტიმენტალური გამომივიდა, თუმცა ჩვენს წყვილს მხიარულება ნადვილად არ დააკლდება :***

 


№6 სტუმარი Guest Mimi

Momwons kargi istoriaa. Emociurad wer magram dzaan nu ikargebi tore titqmis damaviwyda :D male gaagrdzele <3

 


№7  offline მოდერი ენემი

საოცრება ხარრ <3

 


№8  offline წევრი modemodka

Magarii gogo xaaar <3 velodebii shemdeg tavs :-*

 


№9  offline წევრი Alexandra28

აუ გეფიცები ვჭამდი როცა ვნახე როდადე და გადამცდა და ისეთი ხველება ამიტყდა დედაჩემი გამოვარდა რაგჭირსოო რამოხდაო :დდ მერე ავუხსენი და ხტუნვა დავიწყე სიხარულით მარა ვაი იმ სიხარულს ხელში რაც მოხვდა (ცოცხი) აიღო და დამსდევს მთელ სახში შე შობეძაღლოო გამისკდა გული და შენ რისგამო გამიხეთქე გულიო (ნუ რათქმაუნდა რუსულად მლანძღავდა :დდდ) აუუუ ლამის ამეტირა როცაყვებოდა არვიცირატო

 


Guest Mimi
Momwons kargi istoriaa. Emociurad wer magram dzaan nu ikargebi tore titqmis damaviwyda :D male gaagrdzele <3

ენემი
საოცრება ხარრ <3

modemodka
Magarii gogo xaaar <3 velodebii shemdeg tavs :-*

მადლობთ გულშემატკივრობისთვის, ძალიან დიდი სტიმული ხართ!! <3

Alexandra28
აუ გეფიცები ვჭამდი როცა ვნახე როდადე და გადამცდა და ისეთი ხველება ამიტყდა დედაჩემი გამოვარდა რაგჭირსოო რამოხდაო :დდ მერე ავუხსენი და ხტუნვა დავიწყე სიხარულით მარა ვაი იმ სიხარულს ხელში რაც მოხვდა (ცოცხი) აიღო და დამსდევს მთელ სახში შე შობეძაღლოო გამისკდა გული და შენ რისგამო გამიხეთქე გულიო (ნუ რათქმაუნდა რუსულად მლანძღავდა :დდდ) აუუუ ლამის ამეტირა როცაყვებოდა არვიცირატო

:დდ ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა ნამდვილად არ ველოდი :დდ იმედია გადაურჩი ცოცხს :დდ და ისტორიითაც ისიამოვნე :***

 


№11  offline წევრი Alexandra28

ანამარია.ტოცკი
Guest Mimi
Momwons kargi istoriaa. Emociurad wer magram dzaan nu ikargebi tore titqmis damaviwyda :D male gaagrdzele <3

ენემი
საოცრება ხარრ <3

modemodka
Magarii gogo xaaar <3 velodebii shemdeg tavs :-*

მადლობთ გულშემატკივრობისთვის, ძალიან დიდი სტიმული ხართ!! <3

Alexandra28
აუ გეფიცები ვჭამდი როცა ვნახე როდადე და გადამცდა და ისეთი ხველება ამიტყდა დედაჩემი გამოვარდა რაგჭირსოო რამოხდაო :დდ მერე ავუხსენი და ხტუნვა დავიწყე სიხარულით მარა ვაი იმ სიხარულს ხელში რაც მოხვდა (ცოცხი) აიღო და დამსდევს მთელ სახში შე შობეძაღლოო გამისკდა გული და შენ რისგამო გამიხეთქე გულიო (ნუ რათქმაუნდა რუსულად მლანძღავდა :დდდ) აუუუ ლამის ამეტირა როცაყვებოდა არვიცირატო

:დდ ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა ნამდვილად არ ველოდი :დდ იმედია გადაურჩი ცოცხს :დდ და ისტორიითაც ისიამოვნე :***

კი გადავურჩი საპირფარეშოში ჩავიკეტე 1 საათი :დდდ რათქმაუნდა ვისიამოვნე აბა სხვა რაა მამული :დდდ <3

 


№12 სტუმარი მანანა

ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს მკვდარი ისტორია რატომ შეწყვიტე ძალიან კარგად დაიწყე და გული დამწყდა

 


№13 სტუმარი ნინ

რომ აგვიანებენ ინფორმაციასაც ეომ არბგაწვდიწნ ეა ფენომენია ვერ ამოვხსენი

 


№14 სტუმარი ...თაკოო...

ისე ჩამითრია კითხვამ რო ვერც შევნიშნე სახელები რომ შეცვალე.

 


№15  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყოო მომეცონაა :* არრ დაგვიანო რაა :*

 


№16 სტუმარი Guest თაკო

ძალიან კარგია მაგრამ როდის დადებ ახალ თავს

 


№17 სტუმარი ნინუ

აღარ იდება?

 


№18 სტუმარი ))

Rodis dadeb axals?? "Davizafre" ukve

 


№19  offline წევრი original^.^

ანამარია.ტოცკი
მადლობთ რომ ისევ კითხულობთ (ამდენი ხნის შემდეგ). ეს თავი ცოტა სენტიმენტალური გამომივიდა, თუმცა ჩვენს წყვილს მხიარულება ნადვილად არ დააკლდება :***
ვკითხულობთ, მაგრამ შენ აღარ დებ disappointed disappointed

 


№20 სტუმარი Guest მარი

ესეიგი გადავხედე შენს შემოქმედებას :) რასაც იწყებს არაფერს ამთავრებ.ძალიან ცუდი. შენს ისტორიას თუ დავინახავ ოდესმე, არასდროს არ დავიწყებ კითხვას. იმიტო რო ყოველთვის იმედგაცრუებულს ტოვებ მკითხველს

 


№21 სტუმარი Mariam m.k

original^.^
ანამარია.ტოცკი
მადლობთ რომ ისევ კითხულობთ (ამდენი ხნის შემდეგ). ეს თავი ცოტა სენტიმენტალური გამომივიდა, თუმცა ჩვენს წყვილს მხიარულება ნადვილად არ დააკლდება :***
ვკითხულობთ, მაგრამ შენ აღარ დებ disappointed disappointed

Vaime ver gavige ras deb tu ar amtavreb

 


№22 სტუმარი idumali gogona

Agar agrdzeleb?

 


№23  offline წევრი nini sabauri

Rato agar agrzeleb? ????

Rato agar agrzeleb(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent