შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაშინ როდესაც ვარდები ჭკნებიან (ნაწილი 2)


29-08-2017, 21:30
ავტორი მ ი ა
ნანახია 1 504

გიგას ნათქვამმა ფიქრისთვის დიდი მიზეზი მარგუნა. სავარძელში ჩასვენებული გრძელი ნაპიფი თითეფით საფეთქლებს იზელს,ცალი თვალით ქვეშ-ქვეშურად ამომყურებს,შემდეგ კი მზერას გახუნებულ იატაკს უშტერებს..
დრო სასტიკად იწელება ასე უსაფუძვლო ჯდომა-დგომით.
დაქანცული გავდივარ ოთახიდან და სამზარეულოსკენ მინავცლებ,სადაც ჯერ კიდევ მიდის განხილვა იმის შესახებ თუ რამდენად კარგი რძალი და ცოლი ვიქნები გიგასთვის.
მობეზრებული სახით შევდივად შიგნით და სკამზე ვჯდები,ჩემი დანახვის თანავე ორივე ჩუმდება და ერთმანეთს აჩერდებიათ თვალებში,თითქოს ახლა გამოხედვით აგრძელებდნენ საუბარს. სულაც არ მაწუხებს ის ფაკტი რომ შუა საუბრის დროს შემოვეჭერი და ჩავუშალე გეგმები,სკამიდან ადგომას არამც და არამც არ ვაპირებ.
-მასეც ნუ დაითრგუნები ჩემო საყვარელო რძალო-ქალბატინი სესილია დგება ფეხზე და ჩემსკენ მოდის. ჩემს ხელს თავისაში იქცებს და თბილად მაშტერდება სახეზე. შეუძლებელია ასეთი გამოხედვის მქონდე ადამიანს სიბოროტის ჩადენა შეეძლოს ვინმესთვის,ამ წამიდან ქალბატონი სესილია ჩემს გულში რაღაც ადგილს ისაკუთრებს,ისეთს ჯერ მეც რომ ვერ გამირკვევია.
ნაზად ვხრი თავს ფა მხრებს ვიჩეჩავ,ასეთ მომენტში სიტყვების წარმოთწმა ზედმეტიც კია.
უეცრად ფეხის ნაბიჯები გვაფხიზლეს ყველას და ქალბატონი სესილიაც ხელებს უმალვე მიშვებს,გიგა მოწვეტით შემოდის სამზარეულოში შეშლილი სახით და კარში შეშდება.
გაურკვევლობაში მყოფი ყველა ჩვენთაგანი ფეხზე ვდგებით და მისგან ველით პასუხს უკითხავად
-დედა-გიგა იმაცვლებს სესილიასკენ და ხელებს ძლიერად ჭიდებს-შენ ხომ იცი როგორ მიყვარხარ? -სესილია თავს უქნევს პატარა ბავშვივით და შემდგომ ქვემოთ აშტერდება საკუთარ ფეხებს-მე უნდა წავიდე ახლავე. დეა დღესვე გადმოიყვანე ჩვენს სახლში,კარგი ?-სესილია კვლავ უხმოდ აქნეს თავს თანხმობის ნიშნად .
მოკლე საუბრის შემდეგ გიგა ქრება სამზარეულოდან და შემეგ სახლიდანაც.
ცოტა ხანს ასე გაშტერებული ვრჩებით ყველანი და აზრზე მაშინღა მოვდივარ როდესაც გიგას მამა მხრებზე მაბჯენს დიდრონ ხელებს
-შვილო მანქანაში დაგველოდე-თვალებს მიპაჭუნებს და მეც უხმოდ და დეიდას დაუმშვიდობებლად მიდივარ წყეული სახლიდან.

სახლის წინ მდგარ,შავი მანქანის უკანა სავარძლებზე ვთავსდები და კარს ფრთხილად ვხურავ.სახელურს ვაბჯენ იდაყვს და თითებით თმას ვაწვალებ,ფიქრებში მივფრინავ ისევ...

"ჯერაც ვერ ვერკვევი რა ხდება ჩემს თავს ? იმდენად მალე მოხდა ყველაფერი გაცნობიერებას ვერც ვასწრებ. ჯერ კიდევ გუშინდელი დღესავით მახსოვს ვარდისფერ დღიურში როგორ ვწერდი ჩემს ტკივილზე და დარდზე,თავი ჯერაც პატარა მგონია,მაგრამ დღეს უკვე მეუღლის მანქანაში ვზივარ და ველი დედამთილ-მამამთილს.
ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა,როდის ან ვის რას გვიმზადებს იქამდე ვერ გავიგებთ სანამ დრო არ მოვა. თუმცა,არაფერს ვუჩივი ამ ყოველივეს. მთავარი ის არის რომ დეიდაჩემის კლანჭებს ვუსხლტები,და ვაცნობიერებ რომ ამიერიდან არანაირი ჩაგვრა და ლანძვღვა აღარ განმეორდება ჩემს ცხოვრემაში.
იმდენად დაიმედებული ვარ მომავალი ჩემი ცხოვრებით,მაგრამ ამდენადვე დათრგუნული და შეშფოთებული,შეშინებული.
მაშინვე ტანში მივლის ჟრუანტელი როგორც კი სერკო მახსენდება.
ვზივარ და ვაცნობიერებ რომ აზრი არ აქვს რამდენ ხნიანი სიყვარული გაკავშირებს ადამიანთან,რადგან თუ ურთიერთობა დასანგრევია მაინ ინგრევა...
ჩემსა და სერგოს შემთხვევაში ყველაფერი საშინლად წარიმართა,თუმცა ძველი გრძნოსბები მისადმი ჯერ კიდევ თავბრუს მახვევს პატარა ბავშვივით და ლოყებს მიწითლებს"

რიქრებში გართულს მანქანის კარებების ხმა მაფხიზლებს.
უხერხულად ვიშმუშნები და სავარძლის საზურგეს ვეყუდები.
ვცდილობ ყურადღება გადვიტანო რამეზე,მაგრამ როგორც კი გიგას მამა მანქანას ძრავს მაშინვე კითხვებს მაყრიან თავზე
-დეა ჩემო კარგო-სესილი უკან იხედება და ხელებს მიწვდის,გაურკვევლობაში მყოფი მეც ვუწვდი ორივე ხელს და ერთმანეთს ვჭიდებთ.
-დიახ
-ნურაფრის შეგეშინდება შენ შვილო-მიღიმის. ჯერაც არ მესმის რა ამოცანებით მესაუბრებიან ანდაც რის გამო ? რისი უნდა მეშინოდეს ?
-მისმინე დეა-იწყებს ბატონი გიორგი-გიგაზე მინდა ორიოდე რამ გითხრა -გაოცებული თვალებს ვქაჩავ
-კი რა თქმა უნდა -ინტერესით ვიწევი წინ და წინა სავარძლების საზურგეებს ვავლებ ხელებს რათა მანქანის სისწრაფემ უკან არ მომისროლოს ბურთივით.
-არ ვიცი რატომ მაგრამ აიკვიატა რომ ცოლი უნდა მოეყვანა,ვინ თვითონაც ვერ გაერკვია ამ დღემდე-გიორგის ჯერ კიდევ ნორმალურად არ დაწყებული უკვე ხასიათს მინადგურებს-თავისებური ბიჭია დეა,ალბად შეამჩნევდი -იღიმის და სარკეში იყურება
-კი შევამჩნიე,საუბარზე დიდად არ გიჟდება-ვპასუხობ და სესილისკენ ვიხედები
-გიგას ბავშვობა რომ მახსენდება გულიც კი მტკივა დედი-აგრძელებს სესილი-უდარდელი ბავშვიბა ქონდა ჩემს შვილს,მაგრამ ათას პრობლემაში გაეხვა და თავს ჯერაც ვერ იძვრენს-ფანრისკენ აოარებს მზერას და მინას თითეს უსვამს ნაზად.
ხმას აღარ ვიღებ მეტად,რადგან ხასიათი მათაც გაუფუჭდათ.
ამ ოჯახი ბევრად მეტი საიდუნლოა დამარხული ვიდრე ველოდი.

მთელი გზა ჩუმად მჯდარმა გავატარე. მანქანა დიდ ჭიშკარს მიადგა,რომელიც გაიხსნა თავისით . გაკვრებული თვალებს ვაცეცებ,ათასფერი ყვავილი იქცევს ჩემს ყურადღებას,ცოტაც და მანქანკდან ვისკუპებ.
მანქანის გაჩერების თანავე ვხსნი კარს და გადავდივარ,საღამო ხანის გამო მაციებს და ჟაკეტს გემრიელად ვიხვევ მკერდზე.
ორ სართულიანი სახლის უზარმაზარი კარი იღება და შიგნით ენა ჩავარდნილი შევდივარ. პატარა სოროდან წამლსულ ვირთხას ვგავარ,რომელიც უეცრად უზარმაზარ სასახლეში ხვდება.
სახლის ბოლოდან გამორბის შუა ხნის ქალი
-დედაა შენ გენაცვალოს ნათელა დეიდა შენ ჩემო ანგელოზო ჭიტო -მასკდება და გულში მიკრავს-აგია ჩვენი რძალი ხო სესილი? -ბედნიერი მათვალიერებს და ჯერ კიდევ არ მიშვებს
-ეს არის-გიორგი პასუხობს-აჭამე დეას და ოთახამდე მიაცილე დაღლილია გოგო-მკაცრას აგრძელებს გიორგი.
ნათელა ხელეს მჭიდბს ძლიერ და სამზარეულოსკენ მიმარბენინებს...

უზარმაზარი მაგიდის შუა გულში ვჯდები საკუთარი ნებით,ნათელა წამში შლის ჩემთვის სუფრას და შემდეგ წინ მიჯდება.
-არ იყო საჭირო ასე შეწუხება ქალბატონო-ხმას ვიღებ და თვალებ დაქაჩული ხელებს სახეზე იშენს
-დედააა ეს ვინ მოუყვანია ღმერთს აქ ჰა ?? შენ ვინა ხარ გოგო ? ანგელოზის ხმა გქონია -თავს აქიცინებს და მიცინის
-მადლობთ
-ჭამე შვილო,ცოტა მაინც ჭამე აწი მოვა გიგაც-საათს აშტერდება ნათელა რომელიც მაცივრის თავზე კიდია. შემწვარ კვერცხს შევექცევი და თან დრო და დრო ვჩერდები
-სად არის ხოლმე ? -ვინტერესდები გიგას ამბებით
-მუშაიბს გენაცვალე,საქმოსანი ბიჭია დედი ჩვენი გიგა,პატიოსანი და ოქფო ბიჭია-წარბებს ათამაშებს
-ძალიან კარგი-ვიძახი და ეს-ეს არის დარჩენილი ბოლო ლუკმა ჯნდა გადავიგდო ხახაში სამზარეულოში გიგას ხმა ისმის
-შეგერგოს-გაოგნებული ცივად ვყლაპავ კვერცხს და გიგასკენ ვაოარებ მზერას. მაცივისკენ მიდის და კარს ხსნის,რძეს იღებს ისხამს ჭიქაში და უკან დგამს რძის ბოთლს
-მადლობ...-ვპასუხობ და ვდგები ფეხზე,საკუთარ თეფშცს ვწვდები და ნიჟარაში ჩასადებად მივდივარ,ნათელა ხტება ფეხზე და თეფშ მგლიჯავს ხელიდან
-გაგიჟდი ხო ? -მეუბნება და უკმაყოფილოდ დებს ნიჟარაში თეფშს.
-რა მოხდა ? -გაოცებული ვეკითხები ნათელას
-არაფერი დეა წადი დაისვენე,ნათელა გააცილე ოთახამდე-ნათელას იმ წამსვე უვლის ბრაზი როგორც კი ამ სიტყვებს ახსენებს გიგა
-ახლავე..
-მოიცადე-აჩერებს კიდევ
-რა მოხდა გიგა ?
-დეას საკუთარი ოთახი აქვს გამზადებული ხომ გახსოვს
-რგორო არ მახსოვს შვილო-იცინის ნათელა
-ღამე მშვიდობის -მაძახებს უკნიდან გიგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent