შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაშინ როდესაც ვარდები ჭკნებიან (ნაწილი 1)


26-08-2017, 03:46
ავტორი მ ი ა
ნანახია 2 113

მახსოვს,ბავშვობაში დედის კალთაზე ჩამომჯდარი როგორ ვითვლიდი ხის ტოტებზე მჯდარ ჟღურტულა ჩიტებს.
ვუსმენდი მათ ტკბილ გალობას საამურად გახვეული ნეტარებაში.
დედაჩემის ჩამოშლილი ქერა,ხვეული თმა იპყრობდა მუდამ ჩემს ყურადღებას და სულაც მავიწყდებოდა ამ ქვეყნიური დედა ბუნების სილამაზე.
ლამაზ ხბეულზე ვახებდი ჯერ კიდევ პაწაწინა ხელს და ზევიდან ვუსვამდი თმის ბოლო სიგრძემდე ბოტოტა თითებს. ის იმდენას ნაზი და ფაფუკი იყო... ვერც წარმომედგინა დედამიწის ზურგზე ვინმეს ჰქონოდა მის ნაირი თმა.
დიდი მწვანე თვალებით მაჩერდებოდა ხოლმე და გულში ისე მიკრავდა თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა.. მე უსუსურიც მოვხვევდი ხოლმე ორივე ხელს ძლიერად წელზე და ჩემივე ყურით ვუსმენდი მისი მშვენიერი გულის ფეთქვას..
უტკბესია დედა,დედის სათუთი ხელების შეხება და გამაბრუებელი ხმის ტემბრი,მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს.
ჩემი ბავშვური სილაღე,უდარდელობა დედაჩემის გარდაცვალებასთან ერთად გაქრა სადღაც და ისე ჩაიმალა ბნელ ჯურღმულში როგორც საშინელებათა ფილმებში ხდება ხოლმე. დედის თვალსა და ხელს შუა დაჭკნობასა და გასავათებას კარგა ხანს ვერ ვეგუებოდი,გონებაში გამუდმებით მისი ცრემლიანი თვალები მედგა,ყირს მოვკრავდი უნებურად დედის იავნანას და ბოლოსღა ვაანალიზებდი,ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაწილიღა იყო..
რა არის სიმსივნე ?
დიდი,ძალიან ძალიან დიდი ჭიაყელა ! რომელიც სისხლს წოვს ცოცხალ არსებებს და ამით საზრდოობს. ეს არის ჩემი თვალით დანახული ვერაგი დაავადება !
იმ დღიდან რაც დედა მიწას მივაბარე,მასვე გავაყოლე ყველაფერი რაც მაკავშირებდა მასთან...

საწოლზე უმწეოდ წამოწოლილი ვეხვევი საბანში და თვალებს ძლიერად ვხუჭავ..დღეს ის დღეა როდესაც საბოლოოდ მართმევენ საკუთარ უფლებებს და მიცილებენ ცხოველივით თავიდან.
დეიდასთან განვლილმა უკანასკნელმა სამმა წელიწადმა მასწავლა,რომ არასდროს არავის უნდა ვენდო,სისხლსა და ხორცსაც კი,რადგან საბოლოოდ ამოჭამენ სისხლ ძარღვებს და მიგიყრიან ნაგვის ურნასთან,შენს ფიტულს კი საწოლთან დაიკიდებენ.
ოთახის კარს აღებს სანუკვარი ტურფა დეიდა,ფეხის ნაბიჯებს ვცნობ მისას.. მიახლოვდება და საბანს ერთი ხელის მოსმით მაცლის თავიდან,თავს ვწევ იმ წამსვე და თვალს თვალში ვუყრი.
-ადექი და გაემზადე,იმედია ჩაილაგე ტანსაცმელიც,სამზითვოთ ყველაფერი მზად მაქვს. დიდი ზარდახშა მაქვს,შიგნით ოქროულობაა,წაიღე ისიც არ მინდა დამაყვედრონ უპატრონო მოგვიგდე და არაფერი მიგიციაო - ასრულებს საუბარს დოდო და ოთახიდან გადის.
უკვე კარგა ხანია რაც საკუთარი ბარგი გავამზადე,ჯერ კიდევ სამი წლის წინ. ფეხზე ვდგები და ბოლოჯერ ვიყურები ნასესხებ სარკეში "რა ცოდო ხარ ჩემო თავო" ვფიქრობ და თავს საცოდავად ვაქნევ მართლაც.
კიბეებზე ნელო ნაბიჯებით ჩავდივარ და სამზარეულოში წამოჭიმული სამქროს ოჯახი მხვდება "მოუსწრიათ მოსვლა" ვფიქრობ კვლავ.
როგორც თავაზიან ქალბატონს შეეფერება თავს ვუქნევ მისალმების ნიშნად და მათ წინ დადგმულ,ჩემთვის განკუთვნილს ხის გახუნებულ სკამზე ვჯდები. შუა ხნის მამაკაცი აქეთ-იქით იყურება,ისე იქცევა თითქოს რომელოღაც რესტორანში იჯდეს და არაფერი ხდებოდეს ამ წამს. იმავე ასაკის ქალი და ბედნიერი მაკვირდება და გაღიმებული მის გვერდით მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს აპარებს თვალს.
მომენტალურად მხარს ჯხეშად კრავს და მამაკაციც აზრზე მოდის,როგორც ჩანს მამას გავს,ცზოვრებისგან გათიშული და ჯაერში მფრინავი ბატონი "გიგა" .
ვაჩერდები მამაკაცს,როგორც ჩანს შეძლებული ოჯახიდან არიან მართლაც,მე კი დეიდაჩემის მოყოლილში შემქონდა ეჭვი. მაგრამ მე რაა რო ? არც მათი ფული,არც ფუფუნება და არც სახლი მინდა! გაქცევას ვლამობ,გული გამირბის წინ მაგრამ ფეხები და სხეული კვლავ ამ დაწყევლილ სკამზე მრჩება.
-ლამაზი ბრძანდები ჩემო ქალბატონო-მიღიმის გიგა და ფეხზე დგება,ხელს მიწვდის და მეც უმალვე ვაძლებ შეხების უფლებას.
ერთ მშვენიერ და მამაკაცურ ამბორს მჩუქნის ხელზე და ეშმაკურად მიღიმის-იმედი მაქვს თავენი გული თავისუფალია-თვალს მიკრავს და სკამს უბრუნდება.
ნუთუ გაიგო ჩემი და სერგოს სიყვარულის ამბავი ? ეს ვინ ყოფილა ღმერთო ... აფორიაქებული ძალით ვიღიმი და გამწარებული ვიჩიჩანი მუხლებს ფრჩხილებით-დამშვიდდი დეა-მაწყნარებს გიგა და კიდევ ერთხელ მიკრავს თვალს.

გიგას დედასა და დეიდაჩემს ბაასი უნდებათ და მიზეზად იდებენ ჩვენს მომავლის გეგმას. გიგა დგება ფეხზე და მეორე ოთახში უკვე აქეთ მიმაცილებს,როდესაც პირიქით უნდა ხდებოდეს.
-სერგო ? -ფანჯრისკენ აპარებს მზერას და მშვიდად მეკითხება
-შენ რა იცი მის შესახებ ? - თვალებს ვქაჩავ და უმალვე მის მკავებს ვეხები ორივე ხელით
-ბევრი რამ ვიცი დეა-ზევიდან ერთ წამიან გამოხედვას მკადრებს-შენ არ იცი ვინ ვარ მე,თორემ მაგას არ მკითხავდი-თითქოს შეურაწუოფილი მეუბნება და ხელებს მაშვებინებს
-ვინ ხარ ასეთი?-წარბებს ვჭმუხნი და ვცდილობ თვალში გავეჩხირო
-ნელ-ნელა გამიცნობ ძვირფასო,მაგრამ სერგოს ამბავი არ დაგვისრულებია,მერე განვაგრძოთ კარგი ? -ხელებს სახეზე მახებს და მიღიმის.

რომელ ამბავზეა საუბარი?
იდუმალი გიგა სავარძელში ესვენება და თვალებს ხუჭავს.

გამარჯობათ. პირველი ნაწილისთვის ვდებ პაწაწინა მონაკვეთს,იმედი მაქვს თქვენს მოწონებას დავიმსახურებ და შესაბამისად სტიმულს მომცემთ რათა განვაგრძო ისტორიის ამ საიტზე დადება და თქვენთვის გაზიარება.



№1  offline ადმინი მწარე

ძალიან კარგია მომეწონაა იმედია შემდეგ თავს დადებ წარმატებები ❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№2  offline წევრი მ ი ა

რათქმა უნდა ჩემო კარგო შემდეგი თავი გვიან ღამით იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent