შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული დაფრინავს


30-08-2017, 04:42
ავტორი Ajunabajunahe123
ნანახია 1 551

დღე 5 ბათუმი

შავი კაბა, შავი ფეხსაცმელი, არც თუ ისე მკვეთრი ტუჩსაცხი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ის, ბათუმი 2016. თოქთოს არაფერი უბრალოდ ხელის ჩაკიდება და ყველაფერი დაიწყო. თვალებში ჩახედვის გარეშე, ესე უბრალოდ და წამიერად. ამ მომენტს რეკლამა მოუხდებოდა: ,,ხელის ჩაკიდება არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად".

დღე7 თბილისი

უბრალოდ ნახვა მომინდა და წავედით მის სახლთან მდებარე კაფეში. ძმაკას ვთხოვე წაყვანა, შაკოს მოშივდა და შემოგვიერთდა.
⁃ უკვე უთხარით ერთმანეთს რომ მოგწონთ?
⁃ გარეკილიგაქ .
სამივესგან სიცილი მოყვა შაკოს ნათქვამს, მეც დრო ვიხელთე და ხელი გადავხვიე. შაკოს თვალებში სიტყვა ,,საღოლ" დავინახე ამავდროულად მის თვალებშივე ამოვიკითხე, რომ ძალიან შიოდა.
- ორი სენდვიჩი, 2 ყავა და 1 ენერგეტიკული სასმელი თუ შეიძლება.
სახლში დავტოვეთ, თან საღამოს ნახვის დროზეც შევთანხმდით.
⁃ შენ თავს ვფიცავ ეს გოგო რომ დაკარგო დაგბრიდავ.
⁃ შანსი არარის ხოიცი. ძალიან მომეწონა .
⁃ აბა რა.

დღე 9

ყოველ დილით საღამოს ექვს საათამდე მარტო ვარ.
- კახი ოე.
ეზოდან ჩემი სახელის გაგონებამ გამაღვიძა. დათო (ზედმეტსახელად ზიბა), ნუცი( ზიბას შეყვარებული), ზუკა.
- რაშვები? ჩამო რა!
- ამოდით, უბრალოდ ლუდის გარეშე არ დაიშვებით და არც კარტის გარეშე.
ამოვიდა ამალა ჩემთან დავიწყეთ კარტის თამაში და ლუდის დალევა. ამ დროს მან მომწერა, რომ უნივერსიტეტში იყო, ჩემთან ამოსვლაზე და მეგობრების გაცნობაზეც დავითანხმე. ისევ მე და შაკომ გავუარეთ და დავბრუნდით სახლში, სადაც ორჯერ მეტი ხალხი დამხვდა. ყველა შოკში იყო მის დანახვაზე და ყველა ერთი და იგივეს იმეორებდა: თუ როგორი საყვარლები ვიყავით ერთად. ძალიან კარგი დღე იყო. ოთხ საათზე სახლში გავუშვი.
- საღოლ ძმაო, ულამაზესია.
- ძალიან მაგარი გოგოა .
- მადლობა.
დამავიწყდა მეთქვა, რომ ორი საძმაკაცო წრე მყავს ერთი ბავშვობის, მეორე ბიძაშვილისგან. ერთმანეთთან კარგად არიან, მაგრამ ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული წრეა. ბიძაშვილისგან გაცნობილი წრის დახმარებით გავიცანი ის. არარსებობს ადამიანი ვისაც ჩვენი ერთად ყოფნა არ გაუხარდა.
ყოველდღიურად ვხვდები, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვიყალიბდება და ჩემი გრძნობებიც მყარდება.

დღე 10

- რას ჩუქნი ხვალ? ( ცოტნე)
- აზრზე არ ვარ, დედაჩემს ავარჩევინებ რა.
- ბიჭო კარგი იდეა მაქვს. დღეს ესე ცხრა საათისთვის ჩემთან შევიკრიბოთ დავლიოთ შენ გოგოსაც ვეტყვი. დაბადებისდღესაც ერთად შეხვდებით და საჩუქარსაც აჩუქებ რა.
- ძმახარ რა!
საღამოს ცოტნეს ვერანდაზე დავლიეთ, ტორტიც ვუყიდეთ, საჩუქარიც ვაჩუქე მოკლედ მაგრად გავერთეთ, მაგრამ რომ არ მომხდარიყო ერთი ფაქტი ეს დღე ისეთი დაუვიწყარი არიქნებოდა როგორიც ახლა. ბიძაშვილს ვთხოვე ჯერ მისი შემდგომ კი ჩემი დატოვება რაზეც უმალვე დმთანხმდა. მის სახლსაც მივადექით. როგორც გითხარით ეს დღე დაუვიწყარი ერთმა ფაქტმა გახადა. ალკოჰოლმა გამაბედინა მისთვის ტუჩებში მეკოცნა. ვაკოცე. ამ მომენტში ირგვლივ ყველაფერი გაქრა, თავი დედამიწაზე აღარ მეგონა, წავედი უსასრულობაში, ჟრუანტელი არ ჩერდებოდა, გრძნობა რომელიც არასდროს განმიცდია.
ჩვენ გავხდით წყვილი, რომელიც ყველას უყვარდა, მეც რათქმაუნდა მეამაყებოდა მისი გვერდით ყოფნა. ალბათ კითხვის პროცესში იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი ბანალურად დამთავრება, მაგრამ მაინც ბოლომდე წაკითხვას გირჩევთ რაიცით რახდება. დასასრული ჯერ არც მე ვიცი.

დღე 18

გადავწყვიტე მასთან ერთად წავსულიყავი მთაწმინდაზე ერთ ერთ ივენთზე, რა თქმაუნდა ძმაკაცებიც გამომყვნენ. შოთა, ირაკლი, ზუკა. ჩემს გარდა არცერთი შეუშვეს, მაგრამ რა არის მაინც ეს ნაცნობობა, ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ სამივე შემოვიდა. ისიც მალევე მოვიდა. ამ დღეს კარგად გავერთეთ ბევრი დავლიეთ გავიცანი მისი ძმა, რამოდენიმე წამით ველაპარაკე და კარგად გაცნობა ერთმანეთის სხვა დროისთვის გადავდეთ. უამრავი ნაცნობი ვნახეთ მოკლედ რომ ვთქვათ კარგი იყო. უბედნიერესად ვგრძნობდი თავს.
ცოტას ჩემ თავზეც მოგიყვებით. 19 წლის, ასაკს ხშირად ვიტყუები მიყვარს თავის დიდად წარმოჩენა, ვცხოვრობ ქალაქ თბილისში, უფრო კონკრეტულად საბურთალოზე. რამოდენიმე წელია უცხოეთში გადავედი სასწავლებლად, მაგრამ არდადეგებზე სულ საქართველოში ვარ თუ რატომ ვარ საქართველოში ალბათ ხვდებით თქვენც. ძალიან გამეწელა ავტობიოგრაფია მოდით განვაგრძოთ ისტორია.

დღე როდესაც ის გავიცანი

მანქანაში ვისხედით მე და ჩემი ბიძაშვილი, ჩემს ეზოში. ლაპარაკის პროცეში ცოტნემ დაგვირეკა და გვითხრა რომ ცოტნე, ირიშკა ( ცოტნეს შეყვარებული) და ის მოდიოდნენ ჩემთან. არ გეგონოთ რაიმე მაჭანკლობის თემა. საერთოდ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ.
ბანალურად გამომდის, მაგრამ დავინახე თუარა გავგიჯდი ისე მომეწონა.
- ამ გოგოს ცოლად მოვიყვან.
- გიჯი ხარ ?
- რატო?
- აუ ცოტნეს უნდა დავურეკო და ვუთხრა.
ძალიან ბევრი დამცინეს. ფანტაზიორიც მეძახეს, მაგრამ მე ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი.

დღე 24

მეგობრებთან ერთად ტბისში წავიდა. მეწყინდა ძალიან, იმიტომ რომ ვერვნახავდი.
- არნახულობ ?(ცოტნე)
- ტბისშია მეგობრებთან ერთად.
- ცუდია, მაგრამ ეგარაფერი გადაიტან.
- არც გაატრაკო რა.
მთელი საღამო ბიჭებთან ერთად გავატარე. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ცოტნემ ეგრევე შემატყო.
- გინდა წავიდეთ ტბისსში?
- კარგო რა ნუ დამცინი.
- სერიოზულად ვამბობ .
- აუ წამო რა, აუ ძალიან მიყვარხარ.
მე, ჩემი ბიძაშვილი, ცოტნე და ცოტნეს ბიძაშვილი წავედით. გზაში ბევრი ვიცინეთ. გამის 12 საათი იყო. მანქანიდან გადავედი რაღაც საქმე მქონდა. წავიდნენ და მარტო დამტოვეს, რა თქმა უნდა რამოდენიმე წუთში მომაკითხეს. მოკლედ ავედით ტბისში, მასაც ძალიან გაუხარდა დავლიეთ ცოტა და წამოვედით.

დღე 48

მე, შაკო, შოთა და ის. დღე როცა მივხვდი, რომ მის გარეშე არაფერი აღარ მინდოდა, ყველაზე უბრალო დღე მაგრამ ამავდროულად ყველაზე საუკეთესო. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ვიჯექით შოთასთან და ვსაუბრობდით. ყველაზე გახსნილად ამ დღეს ვიგრძენი თავი და ნამდვილ წყვილად. როგორც მე ასევე მასაც შეუყვარდა ეს დღე, მუცელში პეპლების მაგივრად არწივები დაფრინავდნენ. მოკლედ ამაზე ბედნიერი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.

დღე 52

მოკლედ ამ არდადეგებმა ძალიან კარგად ჩაიარა. დავბრუნდი ევროპაში. ძალიან გამიჭირდა დაბრუნება, მაგრამ მაინც შევძელი. სამი მიზეზი ჩემი საქართცელოს ნოსტალგიის იყო: ოჯახი, სამეგობრო წრე და ის.
ყოველდღე ვსაუბრობდით სოციალურ ქსელში. ავტობიოგრაფიაში დამავიწყდა დამეწერა, რომ არვარ სწავლის მოყვარული, რაზეც მას ყოველთვის პრობლემა ჰქონდა ( რათქმაუნდა რომელ ლამაზ და განათლებულს უნდა გაუნათლებელი შეყვარებული). დაშორებით ვიცი არ დამშორდებოდა, მაგრამ მაინც მეშინოდა. არ მიყვარდა მისი გაბრაზებული სახის ყურება.

დღე 93

ისევ არდადეგბი და ისევ საქართველო, ბედნიერი მე. ბედნიერი იმით რომ მას ვნახავდი ჩავეხუტებოდი და ვაკოცებდი. გამომრჩა მეთქვა რომ სიყვარული ევროპიდან ავუხსენი. სიტყვა ,, მეც " არასდროს უხსენებია. ვიცოდი არვუყვარდი მაგრამ გიჯდებოდა ჩემზე.
ამდენი დროის შემდეგ მის თვალებში ჩემი თავი დავინახე და მაშინვე ჟრუანტელმა გამიარა, არ ვიჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა.
კარგად დაიწყო არდადეგები ისევ, კარგადვე არ გაგრძელებულა. დრო გადიოდა ის კი იცვლებოდა. ისე ვეღარ ვკონტაკტობდით როგორც მანამდე, მისი ღიმილი აღარ იყო სიმართალის მთქმელი, თითქოს ყველაფერი საპირისპირო მხარეს დატრიალდა. ბოლოს მაინც გადავწყვიტე სერიოზულად ლაპარაკი ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით.

დღე 115

ისევ მე და შაკომ გავუარეთ და ზიბასთან წავედით. შაკოს ვთხოვე გადასულიყო მანქანიდან, მარტო მსურდა ლაპარაკი.
- ხოიცი როგორ მიჩირს შენთან სერიოზულ თემებზე ლაპარაკი, ენა მებმის ლაპარაკის დროს, ისიც მიკვირს ამას როგორ გეუბნები.
- თქვი კახი.
- თითქოს ჩვენი ურთიერთობა მე მიჭირავს და ვხვდები რომ შენც ატყობ ამას.
- ვიცი.
- მერე?
- კახი ეხლა ეს ბოლო კვირა კარგად ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ ინტერესი დავკარგე ყველანაირი შენს მიმართ, საერთოდ აღარ გამაჩნია გრძნობები.
- რატო? ( სიკვდილი მინდა)
- არ ვიცი. ოღონდ ის არიფიქრო, რომ ვინმე ახალი გამოჩნდა. ასე უბრალოდ.
გულში მაშინვე ერთი რაღაც ვიფიქრე ,, easy come easy go ". თქვა თუ არა ბოლო სიტყვა მაშინვე შაკოს დავუძახე.
- შაკო ჩამო რა წავიყვანოთ სახლში.
- რახდება ?
- არაფერი გაატარე.
დავტოვეთ სახლში ზიბა და ნუციც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. ვეღარც გადავკოცნე ისეთ საშინელ ხასიათზე დავდექი. ყველა კითხვას ვაიგნორებდი, მაშინვე სახლში ავედი მუხლებზე დავეცი ცრემლები წამომივიდა და სოციალურ ქსელში ველოდებოდი მის მოწერას, არვიცი რას, მაგრამ ნებისმიერი მისი ,,sms" გამახარებდა.

დღე 120

31 დეკემბერი.
- არ აპირებ შერიგებას?
- დაიკიდეთ რა, ნუ მელაპარაკებით მაგთემაზე.
- კაი ძმაო.
ახალ წელს მის გარეშე შევხვდი, საჩუქარიც არჩეული მქონდა, რაღაც შარვალი მოწონდა და ჩემი ინიციატივით არჩეული ჩანთა. ,,ბედობასაც" მინდოდა ერთქდ შევმხვდარიყავით მაგრამ ამაოდ. ლაპარაკსაც ვერ ვბედავ.

დღე 133

დადგა წასვლის დღეც.
- ბიჭო დღეს რავქნათ?
- რავი სადმე რესტორანში დავსხდეთ.
ექვსი საათია მე და ჩემი ძმაკაცი სახლში ვზივართ და დავიწყეთ დალევა, ძალიან ბევრი დავლიეთ და მასთან დარეკვა და დაპატიჟება გადავწყვიტე.
- დღეს მივფრინავ და ხო მოხვალ ჩემს გაცილებაზე?
- არვიცი.
ბვრი თხოვნის შედეგად მაინც დამათანხმდა. რვა საათია უკავე ძალიან ბევრი დავლიეთ რესტორანშიც წავედით, ისიც მოვიდა და მეც გავბედნიერდი.
ერთ საათში მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე და გვერდით კუპეში გავიყვანე.
- შემირიგდი რა, უშენოდ არშემიძლია, ყველანაირად შევიცვალე, სწავლაც დავიწყე, ყველა გოგო დავიკიდე.
- კახი ეგ რაშუაშია უბრალოდ....
ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ.
- შემირიგდები?
- მოდი შანსს მოგცემ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ ფლირტის დონეზე და არავის არ ვუთხრათ.
- კარგი შეიძლება გაკოცო?
- კი
ისევ ის პირველი კოცნის გრძნობა გამახსენთა თითქმის იგივე იყო. მოკლედ გავბედნიერდი.

შემდეგი 2 კვირა

ძალიან კარგად ვწერდით ერთმანეთს, მეგონა ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა, ისევ ერთად ვიქნებოდით , მაგრამ ამ ორი კვირის განმავლობაში მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. მან მოუშორებელი მიწოდა.
- მართლა მოუშორებელიხარ.
- მართალია ძნელია ჩემი მოშორება. მიყვარხარ და სულ მეყვარები.
- მოდი მორჩეს რა ჩვენი ურთიერთობა.
- თბილისსში ჩამოვალ და მერე ვილაპარაკოთ.
- აზრი არ აქვს უაზრო ლაპარაკს.
- ,,seen"

დღე 148

თბილისსში ჩამოვედი მაგრამ განწყობა საერთოდ არმაქვს, არმაქვს არაფრის ხალისი მის გარეშე, ყველაფერი მასთან ერთად მინდა. ყველანაირი ნიუანსი მის თავს მახსენებს ყველა წერტილი ყველა ნივთი. ყოველდღიურად ვხვდები რომ უფრო და უფრო ძნელდება მის გარეშე ცხოვრება.

დღე 160

ისევ შაკოს ვთხოვე გავეყვანე მასთან. ლაპარაკი მინდოდა, მაინც ვერ გავძელი. ბევრი ვილაპარაკეთ.
- შემდეგ შანსს მომცემ?
- არვიცი რაგიპასუხო, არმინდა ვინანო ჩემი პასუხი, ასე რომ ჩვენს ურთიერთობას ,, არვიცი" ერქვას კარგი.
- კარგი.
ყველაფერზე თანახმა ვიყავი უარის გარდა. ამ ლაპარაკის მერე ხშირად ვკონტაკტობდით ფარულად. არავინ იცოდა არაფერი, ბავშვებთან ერთად ხშირად ვნახულობდი, მაგრამ მარტო არა , რადგან გამბედაობა არ მყოფინდა.

დღე 210

ისევ მივდივარ, მაგრამ წასვლის დღეს გადავწყვიტე მენახა.
- გამო რა, გნახავ ცოტახნით.
მალევე დავითანხმე სხვათაშორის.
- გიოშკაც გამოიყვანე რა (მისი პატარა ძმიშვილი) ერთხელ ხომაინც უნდა მყავდეს ნანახი.
ფეხით წავედი საბურლოფან ვერაზე, ცუდ ხასიათზე ვიყავი და ცოტა ვისეირნე.
ბევრი ვილაპარაკეთ, გიოშკასაც ბევრი ვეთამაშე, ძალიან კარგად გავატარე ზუსტად საათნახევარი. სანამ ტაქსს გავაჩერებდი სახლში წასასვლელად ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა მისგან: გამოგეტირა სადაბაზოში რო შევიყვანე. მაშნვე ცრემლი მომაწვა, კიდევ კარგი ანგარიშზე აღარმქონდა თორემ რომიმეწერა გავგიჯდებოდი ზუსტად ვიცი.
ტაქსში რომ ჩავჯექი ცოტნემ დამირეკა.
- ნახე წასვლისას?
- კი და გავბედნიერდი.
- მიყვარხარ და მომენატრები.
- მეც ძალიან ძმაო.


ეს ის მომენტია დღეები რომ აგერევა.

ახლა ისევ პოლონეთშივარ 239 დღეც გავიდა მე კი ვდელოები სულ რამოდენიმე დღეს იმიტომ რომ, ვივი ჩავალ და ვნახავ მას, და ვიქნები ბედნიერი ჩემი ცალმხრივი სიყვარულითაც კი, მაგრამ როგორი დარწმუნებულიც მისი პირველი ნახვის დღეს ვიყავი, ზუსტად ისე ვარ ახლაც იმაში დარწმუნებული რომ, მას ცოლად მოვიყვან.

დღე 260

ზუსტად ერთი კვირის წინ მას მივწერე და ვადავწყვიტე საქართველოში დაბრუნბა.
ახლა კი აეროპორტშივარ და ველოდები თვითმფრინავს, გუშინ ველაპარაკე და მითხრა: რომ ჩამოხვალ გნახავო. ახლა გავიქეცი თვითმფრინავში ჩასხდომა იეყება, მისი ნახვის შემდეგ ამ ისტორიასაც გავაგრძელებ.

დღე 263

განსაკუთრებული შეხვედრა არ ყოფილა, ბავშვები გამოვიდნენ ჩემთან ისიც მათ გამიყვა. ძალიან უბრალო შეხვედრა.

დღე.

ეხლა ჩემს თავს ვუკვირდები და ვხვდები რომ ეს გრძნობა სიყვარულზე მეტია. რამდენჯერ მყოლია გოგო, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რაღაცაა, მისთვისყველაფრის გაკეთება შემიძლია, ბავშვობაში მეგონა რომ ბევრი მიყვარდა მაგრამ ახლა ვხვდები რომ ყველაფრერი იუზია იყო და ნამდვილ გრძნობებს ეხლა ვეთამაშები და მჯერა რომ ამ თამაშში უკვე გამარჯვებულივარ, იმიტომ რომ მიყვარს.
თავიდან ყველაფრის უაზროდ მიგდება მინდოდა, დამეტოვებინა ეს გრძნობა ესე უბრალიდ მაგრამ ამავდროულად ვხვდებოდი რომ მზად ვიყვაიჩემი მომავალი გზისთვის მეკოცნა რადგან ყვრლა ჩემი ნაბიჯი მის მოგონებასთან ასოხირდებოდა და მივხვდი რომ თამაში უკვე დაწყებულიიყო.

წასვლის დღე

მივდივარ ისევ და ვხვდები რომ ესე ძალიან არასდროს გამჭირვებია მისი დატოვება. ყველაზე ბედნიერად ვგრძნიბ თავს მაშინ როცა ვხედავ, ან როცა ვერვხედავ და საქართველოში ვარ თავს იმით ვიმშვიდებ რომ ახლოსაა და ყველანაირად დავეხმარები რამე რო დაჭირდეს. არმინდა დაბრუნება პოლონეთში მინდა იქ სადაც ის არის ის ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. სულ მასზე ვფიქრობ მეგონა რომ ასე მხოლოდ კინოშიც ხდებოდა მაგრამ მივხვდი რომ ყველაფერი შესაძლებელია და არცარასდროს არდავნებდები და მაინც შევირიგებ. დღეს ვნახე ჩემ მეგობრებთან ერთად. კარგი დღე იყო მიუხედავად იმისა რომ ცუდი ამბებიც მოხდა.
ხვალ კი გათენდება დღე მე ისევ წავალ ის კი დარჩება აქ.


დღე 300

გვერდით მიზის ძალიან საყვარელი კაცი. პუტკუნა, ყურსასმენები ყურში, სადღაც 35 წლის.
- გახედე აბა ნებისმიერ გოგოს.
- მერე?
- აბა იმ მწვაბედ ანთებულ ქალის სიმბოლის გახედე, რონელიც საპირფარეშო თავისუფალიას ნიშნავს.
- დამცინით? გავხედე.
- რაზე ასოცირდება?
- ვერმიგიხვდით.
- ხო, კარგი ნუგეშინია ფსიქოლოგივარ, გატყობ შეყვარებული.
- კი მაგრამ გამარჯობის მეტი არაფერი მითქვამს.
- ვიცი, მაგრამ ადვილია შეატყო ადაიანს წუხილი, თვალებში გეტყობა რომ წასვლა არგინდა, ძალიან წყნარი სიმღერიდან ძედმეტად ჩქარზე გადახტი ეს იმას ნიშნავს რომ მხოლოდ წასვლაში არაა საქმე, და აი გვერდით მჯდომ ულამაზეს პოლონელ გოგონას რომ არ გამოელაპარაკე მანდ გამოჩნდა შენი სიყვარულიც.
- ჰაჰაჰაჰა ფსიქოლოგობა მომანდომეთ. კახი.
- სასიამოვნოა ზურა.

დაბრუნებამდე 5 დღით ადრე.

როგორ შევირიგო? მხოლოდ ეს 2 სიტყვა მიტრიალებს თავში. მაგრამ მაინც ვერაფერი მოვიფიქრე მაწუხებს უამრავი იდეა, მაგრამ მგონია რომ არცერთი გაჭრის.

დღე დაივიწყეთ

შევრიგდი(ზედმეტად აფორიაქებულივარ). როგორ, რატო, როდის, არაფერი ვიცი უბრალოდ ის ვიცი რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანივარ მსოფლოში. თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ მასთან, ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მაწუხებს მხოლოდ ერთი რამ ის გერმანიაში მიდის 2 თვით.
არვიცი რაგავაკეთო მეშინია ისევ არაირიოს ურთიერთობა.მაგრამ ყცელაფერი მაინც ყველაფერს გავაკეთებ მის გამო მიყვარს და მორჩა აქ ყველაფერი. არაფერია ჩემს სიყვარულზე დიდი ამ ჩემს სიყვარულს თამუნა ჩემთვის კი თაფცუ ქვია.

ის ახლა გერმანიაშია მე საქართველოში, მაგრამ დაზუსტებით ვიცი რომ ჩვენს მომავალ ურთერთბას ვერაფერი ვერასდროს ხელს ვერ შეუშლის. მიყვარხარ. 1 თვე დარჩა და ის ისევ ჩემთან იქნება. ხშირად ვჩხუბობთ ელემენტარულ ნიუანსებზეც კი. ძალიან ძნელია გაატარო 2 თვე მისი ჩახუტების გარეშე, მისი კოცნი გარეშე, მისი სახის დანახვის გარეშე (მართალია ყოველდღე ველაპარაკები მაგრამ მაინც რეალურად როხედავ სულ სხვაა) , მოკლედ წინ კიდევ რთული 1 თვე მელის, მაგრამ ამ ყველაფერისგან გამოვყავარ იმ ფაქტის გააზრებას რომ, როცა იგი ჩამოვა ჩვენს შორის იქნება გრძნობა რომელსაც ვერგადაწონის ვერანაირი გრძნობა, როცა მის თვალებს დავინახავ( კარგი ხარისხით და დაჟე ..full HD’’ ხარისხზე მეტად) ვიცი რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არიქნება ამ დედამიწაზე. თაფცუ ამ ჩვენს ისტორიას თუ წაიკითხავ კიდე იცოდე რომ ეს რაც აქ წერია და რა გრძნობებითაცაა გადმოცემული ჩმეს რელურ გძნობამდე ოდნავადაც კი ვერ მივა.

დღე 365

დღეს 31 აგვისტოა 1 წელი გავიდა ზუსტად თაფცუ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent