შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ორი წელი (პირველი თავი)


31-08-2017, 00:32
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 239

ახლა:
სამყარომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა.რატომ ხდება ყოველთვის ასე?რატომ არ შეიძლება ახლა ჩემს გვერდით იდგეს ჩემი ანგელოზი და ერთმანეთს ვუყვებოდეთ რა მოხდა დღეს კარგი და რა ცუდი?მე აღარავინ მყავს.ის იყო ჩემი ყველაფერი.მისით ვიღვიძებდი და მისითვე ვიძინებდი.მენატრება.წამებს ვითვლიდი როდის ვნახავდი.ახლა ის აღარაა და ჩემი ცხოვრება შავ-თეთრია.ანასტასია ჩემს გამო გარდაიცვალა.ამით ვერ ვიცხოვრებ.ის მე ხელებში ჩამაკვდა,ვერაფერი გავაკეთე.მენატრება.

მაშინ:
-აკო ადექი უკვე შუადღეა.ქოთქოთით შემოდის დედა ოთახში და ფარდებს სწევს.
-კარგი რა მარინა,დამაძინე.ვბლუყუნებ და გვერდს ვიცვლი.
-შვილო,ჩვენს მეზობლად ახალგაზრდა გოგო გადმოვიდა მიდი და გაიცანი.არ დაგავიწყდეს რას ამბობდა მამაშენი.
-ვიცი მარინა რასაც ამბობდა,გიორგი მახსოვს.ვეუბნები და სააბაზანოში მივტანტალებ.
-მაშო,დაბადების დღეზე წაიყვანე რა,მე ვერ ვახერხებ პროცესი მაქვს.
-კარგი,გავძაღე და საშხაპეში შევედი.ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ჩამოვირეცხე,თურმე რა სასიამოვნო უოფილა.ოდეკოლონი წავისვი,მოვწესრიგდი და მაშოს ოთახში შევუარე.
-მაშო,მზად ხარ?ვკითხე და კედელს ცალი მხარით მივეყრდენი.
-კიი,გამომძახა და წინ ამესვეტა.
-რაა არის გოგო ეს?
-რა?ეჭვნარევი თვალებით შემომხედა.
-რა და ეს.დაბადებისდღეზე მიდიხარ თუ დასაფლავრბაზე.
-მაგ დაბადების დღეზე მაინც არ არის ჩემი ადგილი.მთელ კლასში,რომ შევდივარ მხოლოდ მაგიტომ დამპატიჟა ზუკამ,თორემ ის ვერც კი ამჩნევს ჩემს არსებობას.
-რა დროს შენი ეგეთებია,ჯერ 14 წლის ხარ.
-ოო აკო,წავედით?
-კარგი ხო ვეუბნები სიცილით და დაბლა ჩავდივართ.
-ბავშვებო,კარებში გვეწევა მარინა და ხელში რაღაც ორცხობილებს გვაჩეჩებს.-ეს ჩვენი ახალი მეზობლისთვისაა.
-აუუ,ახლა არა რა დედა.
-აკო,დროზე გაუტანე.მეუბნება მკაცრად და კარებს აღებს.
-მიდი,ვუბღვერ მარიამს და ხელს ვუბიძგებ.
კარზე ორჯერ ვაკაკუნებ და მოთმინებით ველოდები კარის გაღებას.
-როგორც იქნა ვამბობ და თვალები შუბლზე ამდის.
წითური,მწვანეთვალება გოგო,რომელიც მომღიმარი მიმზერს ანასტასია წიკლაურია.ჩემთან ერთად სწავლობდა ერთი წელი,შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა.
-ტასო?როგორ ხარ?ვეკითხები და გამხმარ ორცხობილებს მაშოს ვაჩეჩებ.
-აკოო,მეუბნება გახარებული და მეხვევა.-გამიხარდა შენი ნახვა,აქ საიდან?
-გვერდით ვცხოვრობ.
-მართლა?რა კარგია.ამბობს და მზერა ჩემს უმცროს დაზე გადააქვს.
-შენ ალბათ მარიამი ხო?ეკითხება და ხელს უწვდის.
-კი,ისიც გახარებული აგებებს ტასოს თლილ თითებს თავისას.
-ეს ორცხობილები დედამ გამოგვატანა,იწებს მარიამი,მაგრამ გირჩევთ არ გასინჯო.
გოგონას ეღიმება,ზრდილობის გულისთვის ართმევს და საზლში გვეპატიჟება.
-მაშო დაბადებისდღეზე მიმყავს და ვერ შემოვალ.ისე შემოგივლი მერე ვეუბნები.
-აბა ჰე მეუბნება და კარს კეტავს.მეც რაღაცით გახარებული მანქანაში ვჯდები და ადგილს დიდი სისწრაფით ვტოვებ.

ახლა:
აპარატზე შეერთებული ადამიანის ყურაბაზე მძიმე რა უნდა იყოს?ექიმები ამბობენ ვერ გადარჩება მისი ტვინი უკვე მივდარიაო,მაგრამ მე ჯერ არ ვარ მზად,რომ ის გავუშვა.
-შენ არასდროს იქნები მზად,შენი საყვარელი ადამიანის გასაშვებად აკო,მეუბნება დემეტრე და ჩემს წინ იმუხლება.
-გადი.ვამბობ არაადამიანური ხმით.ისიც მემორჩილება და დინჯად ტოვებს ოთახს.
-მე და შენ ბრძოლად ვღირვართ.მრ მინდა რომ ვიბრძოლო და ამას ორივეს მაგივრად გავაკეთებ.უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ იმიტომ რომ ფიცი დავდე.ფიცი იმისა,რომ ჭირსა და ლხინში ერთად ვიქნებოდით.ახლა რავქნა?უშენოდ როგორ ვიცოცოხლო?მიყვარხარ...მიყვარხარ....მიყვარხარ...

ესეც ახალი მოთხრობა...გამიზიარეთ შთაბეჭდილებები



№1 სტუმარი Guest Nataly

ძველს აღარ გააგრძელებ? ესეც კარგი ჩანსს მალე დადეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent