ზღვისფერი თვალები 1 თავი
ცას ავყურებდი მინდორში ჩაწოლილი, თავში ათასნაირი ფიქრები ტრიალებდა, ღამის ნიავი სასიამოვნოდ მეალერსებოდა სახეზე, თითქოს ამ სამყაროდან გადართული ვიყავი რაღაც სასიამოვნო სივრცეში, მოწმენდილ ცაზე მნათობი ვარსკვლავების ცქერით ვტკბებოდი, იდუმალება მკლავდა, იმ ერთადერთის იდუმაალება რომელიც ჩემს მოგონებებში ჩარჩა ამოუხსნელად, ლაბირინთივით ჩახლართული, ყოველ მის ამოხსნაზე შეგრძნება მქონდა თითქოს დაკარგული ადამიანივით წრეზე დავდიოდი, ვერ ვნახულობდი იდუმალების გასაღებს რომ ჩავბღაუჭებოდი და ქეისივით გადამეშალა მისი ცხოვრება, ის უჩინარდებოდა დროდადრო, სიჩუმით, და სიჩუმითვე გამოჩნდებოდა ხოლმე, ერთადერთი იყო, რომელიც თავისი იდუმალებით ინტრიგას ტოვებდა ჩემში, აი ეს მომწონდა მასში, თუმცა დამღლელი იყო მისი ამოუხსნელობა, მიყვარდა მისი თმის სურნელი, მისი შეხება, სათუთი, აუღელვებელი სახე ქონდა, და ასევე საუბრობდა, ბარში ნინას გამო დავდიოდი, ჰოო, მას ნინა ერქვა, იქ ხშირად მხვდებოდა, სიგარეტს ვაბოლებდი და იქ სიტუაციას ვაკვირდებოდი, ბარმენთან კეკლუცობის შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა, თვალთან შრამი უმშვენებდა მის ლამაზ სახეს, გვერდით მომიჯდა და გადმომხედა -წამოდი, დღეს შენი ვიქნები- სიგარეტს სტაცა ხელი გამომართვა და თვითონ ჩაიდო -ნასვამი ხარ? -ცოტა დამალევინა, თავისი ხარჯით, მოვწონვარ - თქვა და გაიხედა ბარმენისკენ ღიმილით, მე მას შევცქეროდი, მომწონდა, ის როგორიც იყო გადარეული, შემომიბრუნდა -ხომ არ გეშინია? -რაო? არ მეშინია, რისი უნდა მეშინოდეს -პასუხი არ გაგიცემია ჩემს ნათქვამზე-გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა -ჰოო, დღეს ჩემი იქნები ავდექით და გავეცალეთ იქაურობას უკვე საკმაოდ ბნელოდა, ჩვენ უცხოებივით გვერდიგვერდ მივიწევდით წინ, არ ვსაუბრობდით, და ეს უფრო მოგვწონდა, მის გრძელ წაბლისფერ თმას ნიავი არხევდა და საამო სურნელი მოჰქონდა ჩემსკენ, მთელი გზა ასე განვაგრძობდი მის გვერდით სიარულს და მისი სილამაზით ტკბობას, თან ვფიქრობდი -ოჰ ნინა, ყოველთვის დუმხარ, ნეტავ რას ინახავს შენი გული, არც დარდი გეტყობა და არც ხალისი, თითქოს უემოციო და ცივი, ზღვასავით მზერა გაქვს -მართლაც ზღვასავით ცივი და ზღვისფერი თვალები ქონდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, მისი თვალები ზღვაზე ლამაზად იყო მოხატული, უეცრად შემომხედა, ხელი მსტაცა მკლავში და გზას გადამახვევინა -აქით წამოდი, სახლში არ გვინდა, კარგ ადგილას წაგიყვან მეც ხმის ამოუღებლად დავემორჩილე და მას გავყევი, უკვე ქალაქის გზას გავცდით და დაუსახლებელ გზას დავადექით -დავიღალე, ცოტა ჩამოვჯდეთ-ვთქვი მე და ძირს დავჯექი, მანაც ჩამოჯდა, ჩაფიქრებული რამდენიმე წამით მიყურა და შემდეგ მკითხა -რამდენი წლის ხარ? -რამდენს მომცემდი -არ ვიცი, ალბათ მამაჩემის ტოლი იქნები-გაიცინა და თავი მუხლებში ჩამალა -ოჰ, ნინა, გადარეულო-გამეღიმა მეც, შემდეგ ამომხედა და მშვიდი მზერა მომაბყრო -32-ის -ვუპასუხე მე -ცოლის მოყვანას არ აპირებ? -მეე? შენი მუღამი მაქვს, შენ მომწონხარ -11წლით პატარა ვარ -მაშ რატო ხარ ჩემთან ეხლა- კითხვაზე პასუხი არ გამცა, შემომხედა, წამოდგა და მომავალ მანქანას დაუქნია ხელი -წამოდი, წავყვეთ -ავდექი, და გაჩერებულ მანქანაზე დატვირთულ თივაზე წამოვწექით, მაოცებდა ეს ყველაფერი, მაოცებდა ის რომ ის ჩემთან იყო, მანქანამ მთაზე აგვიყვანა, ნინამ შესძახა რომ გაეჩერებინა, მადლობა გადავუხადეთ და ჩამოვედით -სად ვართ-ვიკითხე მე -მომყევი-მითხრა, ხელი ჩამჭიდა და წამიყვანა, ლამაზი ბუნება იყო, გზიდან გადავედით და ბურუსით მოცულ ხეებში შევედით, ჟრუანტელმა დამიარა -სიბნელის არ გეშინია? -ხუმრობ? -გაეღიმა და რაღაცნაირად შემომხედა, მე შუქი ჩავრთე და გავანათე გზა, ჩემი ფიქრებიც ბურუსით იყო მოცული, თუმცა მის თბილ თითებს ძლიერ ვეჭიდებოდი და მივყვებოდი, ბურუსით მოცული ტყიდან გამოვედით და როგორც იქნა ამოვისუნთქე, მან ხელი გამიშვა და გაიქცა, მას გავაყოლე თვალი და ნელი ნაბიჯებით მივყევი, იქ კლდე იყო, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა ქალაქისა და ზღვის, ის ამ სილამაზის ფონზე უფრო ანათებდა, ვარსკვლავსავით, კლდის ფსკერზე ავიდა, ხელები გაშალა და თვალები დახუჭა -გამოდი, მეშინია-ვუთხარი შეშინებულმა და მისკენ საშველად მივიწიე -ჯერ არაფერს ვაპირებ, ნახე, რა სილამაზეა, გაახილა თვალები, ხელები ჩასწია და ხედს გახედა -ჩემთვის სილამაზე შენ ხარ, ამ ხედს ამშვენებ-მან შემომხედა და გამიღიმა, მაშინ შევატყე პირველად ნაღვლიანი სახე, სახე ამარიდა და ისევ ხედს გახედა, მასთან მივიწიე, ფიქრებში წასულს ცრემლი წამოუვიდა -რა ხდება-ხელი მოვკიდე მკლავზე და გაოცებული ვუყურებდი, პირველად ვნახე, რომ რაღაცას გრძნობდა და განიცდიდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.