შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაღაც ცხოვრების მსგავსი


13-07-2017, 12:16
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 155

ბავშვობაში ალბათ ყველა თქვენგანს გივლიათ ცეკვაზე. იყო ეს სიარული იძულებითი თუ არა. მეც იმ ბავშვების რიგს მივეკუთვნები, რომლებიც თავიდან იძულებით დადიოდნენ ცეკვაზეშ ემდეგ კი ყოველივე ეს თავიანთი სულის ნაწილი გახდა.

ცეკვაზე ერთ შენობაში დავდიოდი, რომელიც არანაირად არ მომწონდა. არ მიყვარდა მისი სიძველით გაჟღენთილი ძველი კდელები, ერთადერთი, რაც ამ შენობაში მომწონდა მის გვერდით მდგომი ქანდაკება იყო. ამ ქანდაკებას ბებო ფოტოგრაფი ილოს სახელით მაცნობდა. ყველაზე მატად, რაც ამ ქანდაკებაში მხიბლავდა მისი ცხვირი იყო. სულაც არ იყო კარგი ან რაიმეთი გამორჩეული ეს ცხვირი. ჩემს ყურადღებას ის მოულოდნელობა ამძაფრებდა, რომელიც გაბზარული ცხვირის ჩამოვარდნას ელოდა, ყოველთვის მინდოდა, წუთით მაინც დამენახა თუ როგრი იქნებოდა უცხვირო ფოტოგრაფი. ცეკვაში 9 წლის წინ დავდიოდი, თუმცა ახლაც რომ ჩაიაროთ იმ ადგილას ის ქანდაკება ისევ ცხვირით დაგხვდებათ.

სიძველით გაჟღენთილი შენობა ერთ დღეს ფერფლად იქცა. იმის დამიუხედავად, რომ ასე არ მიყვარდა მისი კედლები, მისმა დაწვამ გული დამწყვიტა. ეს შენობა დაახლოებით 4–5 წლის წინ დაიწვა, თუმცა დღესაც ისევე ელოდება განახლებას, როგორც 4–5 წლის წინ.

სავარჯიშო ადგილის გამოცვლა მოგვიწია და იქვე ახლოს მდებარე შენობაში გადავედით. ამ შენობას დიდი შავი რკინის კარი ჰქონდა. გარედან კი ბევრი ფანჯრით იმშვენებდა თავს. აქ ყოველ პარასკევს 5 საათზე და შაბათ–კვირას 3 ზე დავდიოდი. დიდი დრო გავატარე აქ, თუმცა ყოველთვის ისე შევაბიჯებდი თითქოს პირველად შევდიოდი იქ. ამ შენობაში დიდი ხსნის განმავლობაში ყოველდღე რაღაც ახალსა და გასაოცარს ვპოულობდი. ეს ძეგლი კერძო სკოლა იყო, საკმაოდ ბევრი საკლასო ოთახითა და საყვარელი ნივთებით. ყოველთვის ყველგან მინდოდა მეძრომიალა და ერთ დღეში მომესწროო ყველაფრის დათვალიერება, თუმცა ამას ერთ დღეში ვერასდროს ვასწრებდი. დღესაც, დაახლოებით 6 წლის შემდეგ, რომ შემიყვანოთ იმ შენობაში ბევრ ახალ რამეს ვიპოვნი. იმის და მიუხედავად, რომ აქ დიდი ხანი გავატარე და კიდევ უფრო დიდი ხანი არ ვყოფილვარ, მაინც ვიპოვნი ახალ და ასევე ძველ ნაცნობსაც, რომელის ასე ძალიან მხიბლავდა მასში.

არვიცი ამ პატარა მონათხრობით რამდენად დაინახე ის, რასაც შევადარე ყოველივე ეს, მაგრამ თუ არ დაგინახავს არ დამეზარება და აგიხნი. გეტყვი, რომ იმ ქანდაკებას, რომელსაც ამდენი ხნის შემდეგაც ცხვირი არადა არ მოძვრა ადამიანს მაგონებს, რომლისგანაც მთელი გულით რაღაცას მოელი, თუმცა იმედს გიცრუებს ხოლმე. ის შენობა, სადაც შემდეგ გადავედით ჩვეულებრივი, ერთი რიგირთი ადამიანია, რომელსაც ყოველდღე ახლებურად ვეცნობით. ყოველთვის ახალს ვიგებთ მის შესახებ და ზოგჯერ გასაოცრად გვაკვირვებს ხოლმე. ყოველივეს მიუხედავად რამდენი ხანიც არ უნდა დავყოთ ადამიანის უნახავად მუდამ ვიპოვნით მასში ჩვენთვის კარგად ნაცნობს და ძველს, ასევე უცხოსა და ახალს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent