შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ადამიანს ცვლის?! (3)


31-08-2017, 18:20
ავტორი Natalo
ნანახია 1 558

პირველ რიგში, დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ეს თავიც ძალიან უმარილო მეჩვენება, მაგრამ ვეცდები შემდეგისთვის გამოვასწორო.
მადლობა, რომ კითხულობთ. <3

***
საიდანღაც ყრუდ ჩამესმოდა ხმა, ზუზუნი. გაურკვეველი ჟღერადობის უკუგდებას ვცდილობდი, თუმცა მან მალევე მოიცვა ჩემი გონება და მე,
გამოვფხიზლდი.
გულგახეთქილი წამოვიწიე საწოლიდან და შუბლზე ხელი მოვისვი, ახლა მივხვდი საიდანაც მოდიოდა ხმა .
გვერდითა ოთხიდან, ჩემი მშობლების ოთახიდან ტელეფონის ხმა ისმოდა.
"ამ დროს რომელი ნორმალური რეკავს?" გავიფიქრე გაღიზიანებულმა და ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ოთახს მოვავლე თვალი.
ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ყველანაირი ხმაური მესმის რაც არ უნდა შორიდან მოდიოდეს.
ფეხზე წამოვდექი და მშობლების ოთახისაკენ გავემართე.
ტელეფონი ახლა უკვე აღარ რეკავდა.
ღრმად ჩაძინებული მამის გაღვიძება გადავწყვიტე.
ასე გვიან რახან რეკავდნენ, როგორც ჩანს რაღაც მნიშვნელოვანი იყო.
მამაჩემი წვალებით გავაღვიძე.
-რა ხდება?-მითხრა მან და ამასობაში ტელეფონი კვლავ ახმაურდა.
თავით ტელეფონისკენ ვანიშნე და საძინებელში შევედი.
თენდებოდა.
ფანჯარა გამოვაღე.
დილის სუსხმა შემაცია და სასწრაფოდ საწოლში ჩავწექი.
ძილი გამიკრთა, ახლა ვეღარ დავიძინებდი.
მეორე ოთახიდან მამაჩემის გაოცებული და თანაც შიშნარევი ტონი გაისმა:
-მართლა?! ახლავე მოვდივარ!
ოთახიდან გავედი, მაინტერესებდა რა მოხდა ასეთი.
-რა მოხდა?
-დავითი ავარიაში მოხვდა, ძალიან ცუდად არისო, საავადმყოფოში ჰყავთ ახლა. -თქვა მან ნერვიულად.-მე მივდივარ და დედაშენს უთხარი დღეს ავთოსთან ვერ წავალთ და გადაურეკოს!
-კარგი.-ვთქვი ახალი ამბით შეცბუნებულმა.
"ნეტავ რა მოუვიდა საცოდავ კაცს?!"
ვფიქრობდი და ვხვდებოდი რომ ამ ამბავში სავარაუდოდ, დიდი წილი დამსახურება ანინოს სკანდალს ეკუთვნოდა.
ახლა 6 -ს აკლდა წუთები, ამიტომაც არ ღირდა ვინმესთან გადარეკვა, გადავწყვიტე დილამდე მომეცადა.
მამა უკვე 1 საათის წასული იყო, როცა გადავწყვიტე ტელევიზორი ჩამერთო, იქნებ იქ გამეგო რამე ახალი. ჯერ დილის გამოშვება დაწყებული არ იქნებოდა, თუმცა ასეთ საშინელ ამბებს ხშირად აშუქებდნენ „სპეციალურ გამოშვებაში“.
გადავათვალიერე თითქმის ყველა ცნობილი არხი, თუმცა არც ერთის მაუწყებლობა არ იყო დაწყებული.
8-ის ნახევრამდე უნდა მომეცადა.
ოთახიდან-ოთახში დავიწყე სიარული.
ბოლოს და ბოლოს დაიწყო დილის გადაცემა: „ახალი დღე“. დღევანდელ შემთხვევაზე არაფერს ამბობდნენ, ტელევიზორი გამოვრთე და მამაჩემს გადავურეკე, ვიკითხე სად იყო დავითი დაწვენილი და სასწრაფოდ გავეშურე საავადმყოფოსკენ.
გზად ნანკას „ესემესი“ მივიღე:
„გაიგე რაც მოხდა?“
„კი, ახლა მოვდივარ საავადმყოფოში.“
„მე უკვე მანდ ვარ, გიცდი.“
„როსტომ ახალაიას“ სახელობის საავადმყოფოში მალევე მივედი.
-რა თქმა უნდა!-ჩავილაპარაკე ბრაზით, როცა შესასვლელ კართან არსებულ ჟურნალისტების ჯგუფს თვალი მოვკარი.
შიგნით წვალებით შევედი, არ ვაპირებდი რამის თქმას, თუმცა რაც არ ვიცოდი იმას ნამდვილად ვერ ვიტყოდი.
როგორც აღმოჩნდა დავითი რეამინაციაში იწვა, შიგნით რა თქმა უნდა არავის უშვებდნენ, რეამინაციის კართან იდგა თვალცრემლიანი ელენე კაკულია-დავითის ცოლი, რომელსაც ირგვლივ სხვა ნათესავები და მეგობრები შემოხვეოდნენ.
იქვე ჩამომჯდარი ნანკა მალევე შევამჩნიე და მასთან მივედი.
-რა მოხდა, გოგო? როგორ მოხდა?-გადავკოცნე ის და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-თურმე ეს ამბები რომ გაირკვა, ანინოს ეჩხუბა მაგრად, ხელიც კი დაურტყამს,-გადმომჩურჩულა ჩუმად, შემცბარმა,-ხოდა მერე სახლიდან წამოსულა, ვინ იცის სად აპირებდა წასვლას, დილის ოთხისნახევარზე დაფიქსირდა ავარია. სიჩქარის გადაჭარბებაა მიზეზი, ხომ იცი დავითი როგორია, ძალიან აღელვებული იყო და არც იცოდა რას აკეთებდა.-თქვა თვალცრემლიანმა ნანკამ,-უხ, როგორ მეცოდება, ნეტა გამოძვრეს!
-თვითონ ანინო სადაა?
-არ ვიცი, მამამისის წასვლის მერე ეგეც წასულა სახლიდან, საერთოდ ეს ამბავი თუ იცის, ისიც კი უცნობია!
-რაები ხდება! ექიმებმა რა თქვეს, გადარჩენის შანსი არისო?
-არის, კი, არის, გააჩნია ორგანიზმი როგორ გაუძლებსო. დავითი ჯანმრთელი კაცია, ჯანსაღად ცხოვრობს, 45 წლისაა მხოლოდ და მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
-ნეტავ, ნეტავ!-ჩავილაპარაკე ჩუმად და ნანკასთან ერთად ელენე კაკულიას მივუახლოვდი, გასამხნევებლად.
შუადღემდე საავადმყოფოშის ვიყავი, მამას დავპირდი რომ საღამოს დავბრუნდებოდი და სახლში წავედი.
მხოლოდ დედაჩემი დამხვდა.
-რაც მოხდა მართალია?-მკითხა მან.
-კი, მართალია.-ვუპასუხე ჩუმად და სავარძელში ჩავესვენე.
-ვაიმე, დავით!-ცრემლები გადმოაყარა მან.
-დამშვიდდი, ცოცხალია ჯერ.-ვუპასუხე ნახევრად მძინარემ.
-„ახალაიაში“ არიან, ხო?-მკითხა მან.
-კი, დედა.-ვუპასუხე მას და თითები თვალებზე მივიჭირე, საშინლად მეწვოდა.
-წავედი მე, შენ ჭკვიანად იყავი!-დედას სიტყვებმა გამომაფხიზლა, როგორც ჩანს ჩამთვლიმა.
მარიკამ კარი გაიხურა, ჩემს ოთახში შევედი და დილის მოკლებული ძილის ასანაზღაურებლად საწოლზე გავწექი. თავის დადებისთანავე წამართვა ძილმა თავი.
9-ის ნახევარზე გამეღვიძა, საავადმყოფოში წასვლას აზრი არ ქონდა.
1 საათი ინტერნეტში დავბორიალებდი.
ბოლოს მოწყენილმა გარეთ გასვლა გადავწყვიტე.
ბევრი ვისეირნე, ნანკა არ გახლდათ სახლში და ამიტომ უკომპანიონოდ მიწევდა სიარული.
დავდიოდი ქალაქის ქუჩებში, ვათვალიერებდი მაღაზიებს, იქნებ რამე მომწონებოდა, ბოლოს ერთ-ერთ კაფეში შევედი.
მიმტანს ცხელი შოკოლადი შევუკვეთე.
რამდენიმე წუთში შეკვეთაც მოიტანეს.
ვათვალიერებდი აქაურობას, პირველად ვიყავი მაგრამ მყუდრო გარემო იყო.
დაბალი მაგიდები და სავარძლები.
რძისფერი ფარდები და აქა-იქ შოკოლადისფერი ნახატები.
ბარისკენ გავიხედე.
და არ დაიჯერებთ, მაღალ სკამზე გიგა ლომოურის უსაიმოვნო მეგობარი იჯდა, აი იმ ბიჭთან ერთად, ნახევრადშიშველი სახლში რომ მიმიყვანა.
მგონი დათო.
ერთს მეორესთან რა ესაქმებოდა?
როგორც ჩანს მეგობრები არიან.
"რა ბედის ირონიაა.
სადაც მივდივარ ყველგან ეს შეუგნებელი როგორ უნდა მხვდებოდეს?"
გავიფიქრე მე.
გადავწყვიტე აქაურობა შეუმჩნევლად დამეტოვებინა.
სასწრაფოდ მოვითხოვე ანგარიში, ის იყო უნდა ავმდგარიყავი, როცა დათომ შემამჩნია.
-ვაა! შენ ის არა ხარ? -სიცილით მომიახლოვდა ეს.-ქვეითი "კუპალნიკებით".
-კი, ეგ ვარ!-ნაძალადევად გავუღიმე მე.
-მოდი, დაჯექი აქ, მეგობართან ერთად ვარ.-თვალი ჩამიკრა მან.
-არა, მადლობა, მივდივარ უკვე.
-კარგი, რა, თათა, ხომ მითხარი მადლობა როგორ გადაგიხადო, არ ვიციო, ხოდა მე გეუბნები, ცოტა ხნით დარჩი და ვალი აღარ გექნება. -როგორ მინდოდა მისთვის რამე ჩამერტყა, როცა "ალექსანდრემ"ჩემკენ გამოიხედა და ფეთიანივით თვალი ამარიდა.
საერთოდ არ მინდოდა მათთან დარჩენა, მაგრამ იმ შეუგნებლის საქციელი საერთოდაც არ მომეწონა, ამიტომ ისევ დარჩენა ვარჩიე.
-კარგი, ოღონდ ცოტა ხნით! -გავაფრთხილე დათო.
ბართან დავსხედით, ალექსანდრეც მანდ იჯდა.
დავინახე როგორ ანიშნა დათოს რაღაც, რაც სავარაუდოდ: "ხომ არ გაგიჟდის "ნიშნავდა.
-უი, ახლა გამახსენდა, თქვენ წესით ერთმანეთს უნდა იცნობდეთ. -საუბარი წამოიწყო დათომ, -გიგას წვეულებიდან.
-კი, სამწუხაროდ. -ჩავილაპარაკე ჩემთვის.
ალექსანდრე დაძაბული იჯდა და ხმას არ იღებდა, როგორც ჩანს საერთოდ არ სიამოვნებდა ჩემ გვერდით ჯდომა, თუმცა არც მე ვიწვოდი ამის სურვილით. ძირითადად დათო ლაპარაკობდა და ხანდახან მეც თუ ჩავურთავდი რამეს.
ცუდი ბიჭი არ აღმოჩნდა ეს დათო, საკმაოდ შეძლებულიც გახლდათ, რასაც ხაზს უსვამდა მისი უმაღლესი დონის მანქანა და ასევე ჩაცმულობაც.
ის ძალიან მიკვირდა ალექსანდრესთან ასეთი ხალხი როგორ მეგობრობდნენ, მაგრამ ამის თქმას აღარ ვაპირებდი, ჩემი დანაშაულის გამო უკვე საკმაოდ მივიღე და მის გამოწვევას აღარ ვაპირებდი.
ახლა გამახსენდა ეკაკოს ნათქვამი, წილოსანებს ერთი ბინა და კაფე-ბარი დარჩათო, ხომ შეიძლება ეს ყოფილიყო მათი ბარი.
"მთლად გაღლეტილიც არ ყოფილა"-გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ამით ალექსანდრეზე წარმოდგენა არც შემცვლია და არც შემეცვლებოდა.
დათო სხვადასხვა თემაზე საუბრობდა.
-გიყვარს ლაპარაკი, როგორც ჩანს. -ვუთხარი დათოს.
-უჰ, კი! ძალიან.-გაიცინა მან.
-შენ?
-ნუ, გააჩნია რაზე ვსაუბრობთ!
-მაშინ ისეთი თემა ჩამოაგდე, რაზეც საუბარი მოგინდება.
-ვინმე გაალანძღინე, ან დაამცირებინე, ისე ალაპარაკდება, გაგიჟდები! -ეს იყო შეუგნებელი პიროვნების-ალექსანდრეს ნათქვამი, რომელმაც დუმილის ფიცი გატეხა.
-ჰაჰაჰა! -გადაიხარხარა დათომ.
-შეიძლება მართალი ხარ. ისე მასეთ თემაზე არც შენ გაგიჭირდება ალაპარაკება, თუნდაც აი, ეს კონკრეტული შემთხვევა. რაც აქ ვსხედვართ ხმა არ ამოგიღია, მაგრამ ჩემზე ცუდის თქმის შანსი ხელიდან არ გაგიშვია. -ვუთხარი მას ღიმილაკრულმა.
-ოჰო, აი პასუხი! -უარესად ახარხარდა დათო.
-მე შენზე ცუდი არ მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რაც ჩემთვის უკვე კარგა ხანია ცხადი გახდა.-მიპასუხა მან ისე რომ არც გამოუხედავს.
სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი მქონდა მასთან ლაპარაკის, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ამით თავს ვიმდაბლებდი, ამიტომ უბრალოდ გავჩუმდი.
-თათა, შეუკვეთე რამე, მარტო მე ხომ არ შევჭამ, -შემომთავაზა დათომ.
მეც ნაყინი შევუკვეთე.
სწორედ ამ დროს დათოს ტელეფონმა დარეკა.
-სერიოზულად? ! მოვდივარ! -იყო პასუხი.
-სასწრაფო საქმე მაქვს უნდა წავიდე, ბოდიში თათა შენთან. სახლამდე ალექსი მიგიყვანს.
-ალექსი? მასთან რა მინდა. -ვუპასუხე მას,თუმცა ისე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ჩემი ნათქვამი ვგონებ ვერ დაეწია.
ასე და ამგვარად მომიწია "ალექსისთან " ერთად ჯდომა.
უთქმელად ავიღე ჩანთა და სასწრაფოდ დავტოვე კაფე.
თქვენ წარმოიდგინეთ ალექსანდრე არც გამოსულა და არც წაყვანით შეუწუხებია თავი.
ამაზე ცოტა არ იყოს გავბრაზდი, თუმცა იმას ნამდვილად არ დავუშვებდი, მასთან ერთად სახლში მივსულიყავი.
***
მეორე დილას კვლავ გადავწყვიტე საავადმყოფოში წასვლა, მამაჩემი ისევ იქ გახლდათ.
" ახალაიაში " რია-რია იყო, ჟურნალისტებს მედგრად შეეკრათ ცოცხალი გალავანი შესასვლის ირგვლივ და მანამ არ იტყოდი რამეს, შესვლის საშუალებას არ გაძლევდნენ.
ძლივს რომ შევედი, გარედან უცნაური ხმაური მოისმა, ჟურნალისტები განსაკუთრებით ახმაურდნენ.
- რა იყო, პრეზიდენტი მოდის? - ამოვთქვი გაკვირვებულმა, თუმცა შენობაში შემოსული პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ ხალხში პრეზიდენტზე ნაკლები გავლენა არც მას ჰქონდა.
შენობაში რამაზ ლომოური შემოიჭრა, გვერდით ცოლი ედგა, უკან კი გიგა მოდიოდა.
უმცროს ლომოურს არ შევუმჩნევივარ, მაგრამ უფროსმა მალევე დამინახა და თავი ღიმილით დამიკრა, ამის შემდეგ გიგას ღიმილიც დავიმსახურე.
"სულ მეფიქრება, რომ ეს ბიჭი ძალიან უცნაურია, არასდროს არაფერს იმახსოვრებს, არც ჩვენი წინა საუბარი ახსოვს, თითქოს არაფერი მომხდარა.
ან კიდევ, იმიტომ არ ამახსოვრდება, რომ გულამდე და გონებამდე არ უშვებს. თითქოს საკუთარი თავის მიღმა საუბრობს.
იმ ადამიანებთან, ვისაც მნიშვნელოვნად არ თვლის."
ამის გაფიქრებაზე უარესად მომეშალა ნერვები.
როგორ მინდოდა, რაღაცით სამაგიერო გადამეხადა.
მაგრამ , რითი?!
***
გიგა ლომოურმა დავითი კიდევ ერთხელ ინახულა, ოღონდ მაშინ საუბედუროდ ოჯახთან ერთად არ იმყოფებოდა.
იმ დღეს გვერდს არც მეტი, არც ნაკლები ალექსანდრე წილოსანი "უმშვენებდა".
მარჯვნივ ლაშა ამოდგომოდა.
ალექსანდრეს დანახვა ნამდვილად არ გამხარებია, მაგრამ არც მას მოუკლავს თავი.
იმ დროს ნამტირალებ ელენე კაკულიას ესაუბრებოდნენ, როცა...
როცა დერეფანში ანინო კაკულია შემოიჭრა. უკან კახი კაკაურიძე მოყვებოდა.
ყველა, ვინც დერეფანში იდგა იყო გა-ო-გნე-ბუ-ლი!
ელენეს სახე მრისხანებამ დაუმანჭა.
-აქ როგორ გაბედე მოსვლა!-დაიყვირა მან.-მასთან ერთად, როგორ?! -ღრიალებდა საცოდავი დედა.
ანინო კი თვალცრემლიანი აწურულიყო კედელთან.
ელენეს გვერდით მდგომი მამაკაცი, ანუ დავითის ძმა მომენტალურად წაბარბაცდა.
-შენი!-დაიყვირა მან და კახისთან მიიჭრა, მუშტი მაგრად უთავაზა, არც კახი ჩამორჩენია, პირდაპირ ცხვირისკენ გაუქანა მარჯვენა.
მამაჩემი და იქ მყოფი ბიჭები გასაშველებლად მისცვივდნენ.
ვერ გეტყვით, როგორ ,ან რანაირად მოხდა, მაგრამ კახიმ ცივი იარაღი, პატარა ჯიბის დანა დააძრო და დავითის ძმისკენ მოქნეული მამაჩემს მოხვდა მხარში.
ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს, რომ საშინელი ყვირილი მოვრთე, მერე გონი დავკარგე, როცა დავინახე, როგორ დაეშვა მამაჩემი უგონოდ ძირს.
***
ვიგრძენი ყრუ ტკივილი, თითქოს ვიღაც სარკის მეორე მხრიდან მირტყამდა.
თვალები რომ გავახილე ზუსტად იმავე სიტუაციაში ვიყავი, როგორც ბოლოს.
ალბათ მხოლოდ წამებით ვიყავი გათიშული, მე კი მეგონა საათები გავატარე ამ მდგომარეობაში.
მამაჩემი ვიღაც თეთრხალათიანმა საკაცეზე დააწვინა და რომელიღაც ოთახისკენ წაიყვანა, იმის მიუხედავად, რომ თვალებზე თითქოს ლიბრი მქონდა გადაკრული, ვხედავდი, რომ მამა გონზე იყო.
სისუსტეს ვგრძნობდი, ფეხებსა და ხელებში თითქოს ძალა დამეკარგა.
გვერდიდან ვიღაც წყალს მასხამდა.
შემდეგ წამომწია და რომელიღაც პალატისაკენ დაიძრა.
-მამა,-ამოვიხრიალე და ვიგრძენი, როგორ დამისველა თვალის კუთხეებიდან გადმოსულმა სითხემ ღაწვები.



№1  offline წევრი Mia_smith

აუუ შენ მოგკლავ !!! ძაან ოატარა თავია და მეორეც გვიან დადეე....როგორ ვეოდებოდი აიცი შენ....იმედია აღარ დააგვიანებ და თავსაც გაზრდი....მიყვარსსს ეს მოთხრობა იმიტომ რომ სიტუაცია ბანალურად არ ვითარდება

 


№2  offline წევრი Natalo

Mia_smith
აუუ შენ მოგკლავ !!! ძაან ოატარა თავია და მეორეც გვიან დადეე....როგორ ვეოდებოდი აიცი შენ....იმედია აღარ დააგვიანებ და თავსაც გაზრდი....მიყვარსსს ეს მოთხრობა იმიტომ რომ სიტუაცია ბანალურად არ ვითარდება

ვიცი და ძალიან ვწუხვარ, მეტი ვერ მოვახერხე.
ყველანაირად ვეცდები მომდევნო გაცილებით დიდი იყოს.
მადლობა რომ წაიკითხე ❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომწონს ძალიან ეს ისტორია. კარგი გოგო ხარ შენ. იმედია ახალი თავით მალე გაგვანებივრებ

 


№4 სტუმარი Ucnobi

Magrad magizianebs es gogo me megona chkua iswavla magram ra yetechic iyoisetived darcha adamianebs fulis mixedvit afasebs, aleqsandreze vgijdebiii tata misi girsi ar aris magram minda rom moarjulos mainc kargi wyvili shedgeba,am gigasi veraferi gavige saertod ra unda.

 


№5  offline წევრი Natalo

Ucnobi
Magrad magizianebs es gogo me megona chkua iswavla magram ra yetechic iyoisetived darcha adamianebs fulis mixedvit afasebs, aleqsandreze vgijdebiii tata misi girsi ar aris magram minda rom moarjulos mainc kargi wyvili shedgeba,am gigasi veraferi gavige saertod ra unda.

ადამიანები ასე მარტივად არ იცვლებიან.
მადლობა რომ წაიკითხე ❤

Chikochiko
მომწონს ძალიან ეს ისტორია. კარგი გოგო ხარ შენ. იმედია ახალი თავით მალე გაგვანებივრებ

ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები დიდი თავი დავდო ხვალ, დღეს თუ არა❤

 


№6 სტუმარი ჟუჟუკა

ძალიან კარგია იმედია ახალ თავს მალე დადებ ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent