შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 6)


1-09-2017, 01:39
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 653

მეორე დილით,როგორც კი გავიღვიძე,უკვე დალაგებული აზრები მქონდა. გადავწყვიტე არც ერთი მისი სიტყვა არ შემეცვალა, ის ემოცია რომლითაც ის აღწერდა, თავისი ცხოვრების თითოეულ ეტაპს. ის ინდივიდია,საინტერესო და კარგი ინდივიდი,..." დავწერ იმას,რასაც მეტყვის"- ბედნიერი გამოვედი სამზარეულოში. დედა გაზქურასთან ფუსფუსებდა უკვე.
-- დილამშვიდობისა ქალბატონო-ჟესტით მომესალმა,როგორც ინგლისის "მილედი"-ს,....გამეცინა
--დილამშვიდობისა- ვუთხარი და ვაკოცე
--გუნება კარგი გაქვს ხომ?
--კი დედა..ძალიან კარგი თანაც....ყავა მინდა
კარადიდან ჭიქა გადმოდგა და ყავის მომზადება დაიწყო.ვუყურებდი მას და ვცდილობდი გამერკვია,ის შეკითხვა,რომელიც მე უნდა დამესვა,როგორ რეაქციას გამოიწვევდა?!დედაჩემი ტიპიურ დიასახლისებს არ გავდა,ის ძალიან აქტიური იყო საკუთარ პროფესიაში,ის იურისტი იყო,ამავდროულად ძალიან კარგი მეოჯახე. მკაცრი არ იყო,ესმოდა რომ დრო იცვლებოდა და იცვლებოდნენ ადამიანებიც.
--დედა,რაღაც მინდა გკითხო
-- როგორი უცნაური ტონია...გისმენ
--რას იტყვი ქალზე, რომელსაც ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან აქვს?!-პირდაპირ დავუსვი კითხვა ყოველგვარი შემოვლითი ლაპარაკის გარეშე.
--რა თქმა უნდა არ მივესალმები...დაუშვებელია
--რატომ?
--იმიტომ რომ სიყვარული და ურთიერთობები ორ ადამიანს შორის უნდა იყოს და არა სამს შორის!
--და თუ კი სიყვარული ორთან არის მესამე რატომ ჩნდება?-მე გამოუცდელი ვიყავი ასეთ საკითხებში და როგორც ჟურნალისტი,დეტალურად მაინტერესებდა ყველაფერი,განსაკუთრებით ის რაც არ ვიცოდი
--არ ვიცი სიმართლე გითხრა,ალბათ არის მიზეზები რატომაც ჩნდება, მაგრამ არის ეთიკა,მორალი,წესი,ზნეობა...და ეს ყველაფერი ირღვევა ამ ურთიერთობაში.
--ანუ შენ ამბობ რომ არ ეპატიება?
--ვის? ან რა? ... ვერ გავიგე
-- ქალს რომელსაც ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან აქვს.
--არანაირი გამართლება
საუბარი ამ ფრაზაზე დასრულდა,აღარ გამიგრძელებია...მისი პოზიცია გასაგები იყო.გადავწყვიტე "მინი გამოკითხვა" ჩამეტარებინა ჩემი ნაცნობობის წრეში და გამეგო მათი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინიც ხომ საზოგადოების წევრები არიან. რატომ? მინდოდა ნაწილობრივ მცოდნოდა რეაქცია საზოგადოებისა ვინც წაიკითხავდა ამ ისტორიას. მონდოდა გამეგო რა იქნებოდა ამ ქალის მიმართ პრეტენზიები,როდესაც მე მის ნათქვამს ფურცელზე გადავიტანდი.
სამსახურში წავედი.ჩემი სამსახური ხალხმრავლობა გამო ძალიან ხმაურიანია. რედააქციაში ყველა თავის კუთხეს უზის და დავალებულ სამუშაოს ასრულებს,ზოგი ტელეფონის ყურმილს არის დაკიდებული და რესპოდენტის დაყოლიებას ცდილობს,ზოგი კლავიატურას აწკაპუნებს,ზოგი „ქსეროქსის“ აპარატს ახმაურებს...მოკლედ აქ მუშაობას,სუსტი ნერვების პატრონი ვერ შეძლებს,მე კი ძალიან მივეჩვიე...ისე მივეჩვიე,რომ როდესაც ჩანაწერის დამუშავება დავიწყე ღამით მაქსიმალური ხმაური შევქმენი ოთახში.კონდინციონერიც ჩავრთე და მუსიკაც.
ჩემ კუთვნილ მაგიდასთან ვზივარ.მინდა დროზე ადრე მოვამთავრო საქმე,რომ მასთან წავიდე.
-- პრივეტებიიიი..როგორ ხარ ძვირფასო?-გვარდით სამუშაო მაგიდიდან თანამშრომელი გოგონა
--პრივეეტ, კარგად შენ?
--უფ რავიცი..დილიდან მომაყარეს თემები და მთელი დღე აქ მომიწევს ჯდომა
--ხოოო...არადა შენ ხომ ძალიან გიყვარს ბეჭვდა- გამეცინა გულიანად
-- რაც გეჯავრებოდეს ის გეძალებოდესო...ყავა გავიკეთო? მე მინდა და წამოვიღებ.- ყავის აპარატისკ ნ დაიძრა.
-- რაღაც მინდა გკითხო- მისი აზრის გაგება მინდოდა,რადგან ის ასაკით ფაქტიურად ჩემი თანატოლი იყო- რა აზრის ხარ ქალზე რომელსაც ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან აქვს?
--აჰა...-გაეღიმა და მივხვდი ალბათ ჩემზე იფიქრა მაგრამ სრულებით არ მაღელვებდა.-მე რა უნდა ვთქვა?? ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ და ვისთანაც უნდა ისე იცხოვროს.- კვლავ გაეღიმა და გზა გააგრძელა აპარატისკენ.
პასუხი მომეწონა.უკვე მივხვდი რომ ჩემი წიგნის შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყოფოდა. ძალიან დიდ მითქმა მოთქმას გამოიწვევდა ეს წიგნი.და მეც ჩემს გმირთან ერთად ამ ისტორიის და მისი თანამონაწილედ შემრაცხავდა ბევრი. მაგრამ მე მიღირდა.
ბევრი ვიფიქრე დედაჩემის ნათქვამზე „ეთიკა, ღირსება, მორალი“,და ვინ წერს ამ ყველაფერს? ვინ ადგენს წესებს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ? ადამიანი ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და ისიც გაატარო ყოფა ისე როგორც სხვებს მოსწონს? ალბათ თქვენ იკითხავთ,თუ რატომ უნდა მოგვინდეს ისეთი რამ რაც მიუღებელია? პასუხი მოკლე მაქვს. აკრძალული ხილლი გემრიელია,მაცდურია. კი არც ეს არის გამართლება...მაგრამ მაინტერესებს და ვინ მეტყვის იმას თუ ვინ წერს ცხოვრების წესებს?...ჩვენი წინაპრები?... და მათ ვინ მისცა უფლება რომ განესაზღვრათ მე როგორ ვიცხოვრებდი?! მეამბოხე არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა ვაპირებდი გავმხდარიყავი, მაგრამ გადავწყვიტე გამეკეთებინა ის,რაც მე მიჩნდა სწორად.... ა ჩემი ინდივიდუალიზმიც გამოჩნდა...
საღამო ახლოვდებოდა...დღის განმავლობაში,რამოდენიმე ადამიანთან მოვახერხე საუბარი.სახლიდან არავის შეუწუხებივარ, იცოდნენ სამუშაო საათებში არ მიყვარდა,რომ მირეკავდნენ.როცა საშუალება და დრო მქონდა,ყოველთვის თავად ვრეკავდი.
7 საათი იყო,როცა "ჩემი გმირი" მოვიკითხე. 8 საათზე თავისთან მელოდა.ხმაზე შევატყვე უხაროდა ჩემი სტუმრობა.
--განვაგრძოთ
--ხომ არ ივახშმებდით?! ალბათ სამსახურიდან მოდიხარ...
-- არა გმადლობთ... ჩაის დავლევდი
--ახლავე..-- 15 წუთში ჩაის ფინჯანით ხელში დაბრუნდა ოთახში. ის ისეთი გრაციოზული,ელეგანტური,ძლიერი ქალია....(გავიფიქრე).... "მაგარი ქალია" დავასკვენი ჩემთვის საბოლოოდ და გამახსენდა მისი სიტყვები," მე დასავიწყებლი ქალი არ ვარ".- გამეღიმა შესამჩნევად,თუ კი ჩემთვის უკვე "მაგარი ქალი " იყო, მაშინ გასაგებია მამაკაცების ინტერესი მის მიმართ. ფინჯანი გამოვართვი და მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩამოჯდა. მობილური გათიშა და მოემზადა
--აბა სად გავჩერდით?
-- გუშინ თქვენ,ასე ვთქვათ გადაწყვეტილების თემაზე გაჩერდით.
-- აჰ...ხო... გაქვს რაიმე კითხვა თუ განვაგრძო?
--თქვენ მხოლოდ ამ " პერიოდის" შესახებ აპირებთ მომიყვეთ თუ ზოგადად თქვენი ცხოვრების?!
--ჩემი ცხოვრება ძალიან კარგი სცენარია ფილმისთვის რომელიც მე თავად შევქმენი, მაგრამ მე ეს პერიოდი მინდა იყოს განხილული
--ისე სხვა რაიმე მნიშვნელოვანო არაფერი იყო თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდისას?
-- რა თქმა უნდა...მაგრამ ამ ამბის გაფუჭება სხვა თემებით არ ღირს დამიჯერე
--გასაგებია.....მაშინ მითხარით,როგორ გამოხატეთ თქვენი "თანხმობა"?
-- ვერ ვიტყვი ეს სრული თანხმობა იყო მასთან ურთიერთობისას,,,, ალბათ.....ეს თანხმობა იყო მასთან ინტიმის და ამის შემდეგ,უკვე შეიძლებოდა გარკვეული ყოფილიყო, მე რა მინდოდა მისგან და მას ჩემგან.
-- ანუ თქვენთვის სექსი მნიშვნელოვანია?!
--რა თქმა უნდა! - გაეღიმა,ალბათ დამცინა კითხვის გამო- სექსი ხომ ერთგვარი გამოხატულებაა ადამიანის დამოკიდებულების,....როგორიც გაქვს, ისეთია მასთან ურთიერთობაც და დამოკიდებულებაც....გაიხსენე როდესაც მე ვახსენე "უცხო"... გაიხსენე მასთან ჩემი ყოფნა...რასაკვირველია განსხვავება არის ვისთან,როგორი და როგორ გაქვს...
--და თქვენ გქონდათ მასთან სექსი....როგორი იყო?
-- კი მქონდა...საოცარი..არანორმალური...ვნებიანი...ემოციური...ხანგრძლივი...იდეალური...სიტყვებით რთულია თქვა...
-- და მიზეზი ამ ყველაფრის? - უხერხულობის ნერწყვი ჩავყლაპე
--მიზეზი?...- ალბათ მიხვდა,რომ ჩემი არასაკმარისი გამოცდილება, იმას ვერ დამაწერინებდა რაც არ ვიცოდი- მიზეზი დამოკიდებულებაა ...ყველაზე მთავარი...შეუძლებელია ასეთი ინტიმი გქონდეს თუ კი ადამიანის მიმართ არაფერს განიცდი...
--სიყვარული?!
-- არა, სიყვარულს ასე პირველადვე და თავიდანვე ვერ მიხვდები...ხვდები დამოკიდებულებას,განსხვავებას.....და მერე უკვე სიყვარული
--ანუ თქვენ სექსის მეშვეობით შეგიძლიატ მიხვდეთ მამაკაცი რას გრძნობს თქვენს მიმართ?--გამიკვირდა..
--არა შენ ვერ გამიგე... სექსი დამადასტურებელი საბუთია იმისა,რასაც ის ამბობს და რასაც ის სჩადის შენს გამო...თავდაპირველად ჩვენ ხომ გარეგნულ მხარეს ვუყურებთ, არ ვგულისხმობ ვიზუალს..ვგულისხმობ საქციელებს
--კი მართალი ხართ..
-- და აუცილებლად ყველას თავში გაიელვებს ფიქრი, „მართლა?“..ანუ არის ეჭვი
--კი ალბათ...
--აი სექსში ამას ზუსტად მიხვდები... ინტიმის დროს ადამიანი იმდენად რეალურია....მას არ შეუძლია მოირგოს ნიღბები ამ დროს... ის ისეთია როგორიც არის იმ მომენტში...ახლა მიმიხვდი?- პასუხი ამომწურავი იყო კითხვის დასმაც აღარ მჭირდებოდა
-- დიახ მივხვდი...და მაინც გკითხავთ...თუ კი ასე სექსის საშვალებით დავიწყეთ ადამიანების დამოკიდებულების შემოწმება, ასე ხომ შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვათ??- უცბად დამებადა ეს კითხვა.
-- რა თქმა უნდა... მაგრამ არის კიდევ ბევრი ფაქტორი იქამდე სანამ ინტიმამდე მივა საქმე...
--ამიხსენით...
-- უერთიერთობა გადადის კავშირში, კავშირი-მოწონებაში, მოწონება -მიჩვევაში,მიჩვევა-სურვილში, სურვილი კი უკვე შლის მხარეებს და რის საშვალებასაც გვაძლევს ჩვენი აზროვნება იმას ვინდომებთ...
-- თავენ სექსი მოინდომეთ...
-- კი.. ეს ის მომენტი იყო როდესაც ყველა წინა პირობას გადავახტი და პირდაპირ სურვილზე გადავედი,რადგან ყველაფერს ხომ დრო უნდა...

"სამუშაოზე ვიჯექი..დაღლილი არ ვყოფილვარ..საოცრად მომეძალა შეგრძნება "არაფერი არ მინდა"... ალბათ ბევრს ჰქონია ასეთი განცდა. ზუსტად ასე ვიყავი.. ვიჯექი და "არავინ და არაფერი არ მინდოდა". მარტის თვე იყო, ალაგ-ალაგ გაზაფხულის შემოსვლა იგრძნობოდა..... ახალი წელი და ზოგადად ზამთარიც ისე გავატარე,როგორც მარტოხელა ადამიანები ატარებენ. გართ გასულას ვერიდებოდი, სახლში ყოფნა მერჩივნა, თბილად; ახალწელს ჩემს მშობლებთან შევხვდი მეგობრები მოვინახულე და მას შემდეგ სახლიდან აღარ გავსულვარ... საახალწლო კინოსეანსებით ვტკბებოდი. მხოლოდ ამის გამო ღირს მემგონი ახალი წლის მოსვლა,ბევრი, საუკეთესო ფილმი და ნაკლები "რეკლამა". თებერვალმა მალე გაიარა..

შესვენება მქონდა,გადავწყვიტე ისევ ვწვეოდი "ფეისბუკს",( ზოგადად ძალიან იშვიათი ვიზიტორი ვიყავი სოციალური ქსელებისა, არასოდეს მესმოდა მათი ვისაც 24 საათის განმავლობაში, სახლში თუ გარეთ ინტერნეტ სივრცეს ვერ წყდებოდნენ). გადავხედე "ონლაინ" მომხმარებლებს და ანთია.. ის საიტზეა. გავხსენი შეტყობინების გრაფა და რამდენიმე წუთი ვიფიქრე რა მიმეწერა...“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent