შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალია(1)


1-09-2017, 22:09
ნანახია 2 556

გინახავთ სიყვარულისგან გაგიჟებული ადამიანი? როგორ არა ვისაც უყვარს ყველა გიჟია, ყველა დაფრინავს, ვარდისფერი სათვალეებით და მთელი ამბებით, მეც გაგიჟებული ვიყავი , მაგრამ იმიტომ არა რომ ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, ასეც იყო თუმცა ეს არ მაგიჟებდა .
სიყვარული ჩემთვის იმაზე უფრო ბანალური თემა იყო ვიდრე ვინმესთვის, არ უარვყოფდი რომ შემიყვარდებოდა მაგრამ არ მინდოდა გულწფელად ოღონდ. მითუმეტეს არ მინდოდა , წითელი ვარდები, სიურპრიზები , სანთლები და ათასი უბედურებები რაზეც გიჟდებიან გოგოები, მე უფრო რაღაც სხვა მინდოდა, თუნდაც არასდროს გვეთქვა ერთმანეთისთვის მიყვარხარ , არასდროს მოსულიყო ჩემთან ვარედბით და არ დაგვეძახა ერთმანეთისთვის სიტყვა ბოთე , პატარავ ან სიყვარულო, სიხარულო და ბედნიერებავ და კიდევ სხვა ბევრი აფრსურდი ჩემთვის აფსურდი თორემ სხვისთვის სულაც არა .
რაღაც მინდოდა მაგჰრამ რა არ ვიცი ვერ ვხსნიდი, არადა ყოველთვის ვიცი რასაც ვაკეთებ , ზუსტად ვიცი რა და რატომ მინდა და რატომ უნდა მივიღო. თითქოს ასეთი ზუსტი ადამიანი ვარ მაგრამ ეს ის შემთხვევაა რომ არ ვიცოდი ზუსტად არაფერი.
დაახლოებით ვიცოდი რასაც ვიგრძნობდი, როცა შემიყვარდებოდა, გადმოცემით ვიცოდი რომ, მუცელში პეპლები დაიწყებდნენ ფარფატს, მის თვალებს ყველგან დავინახავდი, სულ მომენატრებოდა და მასზე ვიფიქრებდი, ვიეჭვიანებდი ბევრს და მასაც ვაეჭვიანებდი.
ეჭვიანობა ჩემი ჰობია, მიუხედავად იმისა რომ ვენდობი , მიყვარს და საკუთარი თავის ფასიც ვიცი მე მაინც ვეჭვიანობ , ჩემს საკუთრებას არავინ უნდა შეეხოს თორემ გაუწონასწორებელი ვხდები ეს მშვიდი , თავშეკავებული გოგო და შემიძლია მოვკლა .
ჩემი სიგიჟე ის იყო, ის მაგიჟებდა, ვიცოდი რომ ვუყვარდი და მეც მიყვარდა , არც ვარდები იყო წითელი და არც ბევრი მიყვარხარ , მაგრამ ვიცოდით რომ ერთამნეთი გვიყვარდა . იყო ბევრი გიჟური მომენტები, უცნაური საღამოები, ბევრი რომანტიკა ბევრი ჩხუბი, ბევრი ეჭვიანობა ეს იყო იდეალური სიყვარული, ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა ახლა რომ ვუყურებ გავლილს ზუსტად ვიცი რომ ის ის იყო რაც უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში არც მეტი და არც ნაკლები.
აბა რა მაგიჟებდა ამას იკითხავთ ხო? თუ ყველაფერი ისე იყო როგორც მინდოდა რაღა მაგიჟებდა?
ის მაგიჟებდა თვითონ, იმდენად ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო რომ, მაგიჟებდა, თავიდან თითქოს ვერ ვიტანდი მაგრამ მერე თურმე იმაზე მეტად ვიტანდი ვიდრე ვინმე სადმე და როდისმე. ის ისეთი უცნაური იყო, ვერ გაიგებდი რა დროს რატომ რას გეუბნებდოა , მოვიდოდა მაჩუქებდა ერთ ლაამაზ დღეს და მოგონებას , მერე მიდოდა ქრებოდა, ვჩხუბობდით და ეს იყო ჩვენი ურთოერთობაც, მაგრამ მე მღლიდა, თუნდაც უცნაური ყოფილიყო და არასდროს ეთქვა რომ ვუყვარდი არ მინდოდა რომ წასულიყო, იქ უნდა ყოფილიყო სადაც მე , იმიტომ რომ ეჭვიანობა მახრჩობდა. იმიტომ რომ ვცოფდებოდი.
იმიტომ რომ სხვას არ უნდა შეხებოდა , ვიცოდი რომ ვუყვარდი და ჩემი ფერებით ხედავდა სამყაროს , ჩემით იწყებოდა მისი დღე და მთავრედბოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ვიცოდი რომ თუნდაც ვინმე შეხებოდა ჩემნაირად ცეცხლს ვერავინ დაატრიალებდა მის სხეულში , ვერავინ ისე ვერ გააგიჟებდა როგორც მე ვაგიჟებდი . ვიცოდი რომ არავინ ეყვარებოდა ჩემსავით. მის ყველა გამოხედვაში ვგრძნობდიი. იმ ცივი თვალების უკან ისეთი სიყვარული ჩანდა , როგორ შეიძლებოდა ვერ დამენახა , პირველივე დღეს მიყურებდა ისე, როგორც მარტო ის მიყურებდა ,ისე როგორც სხვას არასდროს არავის შემოუხედავს. ყოველჯერზე ისე მიყურებდა თითქოს ბოლო იყო და უკანასკნელი, ისე მკოცნიდა თითქოს მემშვიდობებოდა, თითქოს მიდიოდა ქრებოდა ან მე ვქრებოდი . დიდი დრო დაგვჭირდა რომ მივსულიყავით კონცამდე, მოფერებამდე, ერთმანეთით დატკბობამდე. არ ვიცი შეიძლება დასაწყისშივე ასე იყო , შეიძლება სხვანაირად გამოვხატავდით მაგრამ , ბევრი დრო რომ დავკარგეთ ორივე ვხვდებოდით.
გაცნობაც უცნაური , პირველივე რეაქციაც გაცნობის შესაბამისი და მერე უკვე ბევრი ამოტივტივებული მოგონება, რომ დავინახე მეგონა ვიცნობდი, ვერ ვიხსენებდი უბრალოდ საიდან, ძალიან გავდა ჩემს ერთ მოგოენბას და პრინციპში ერთადერთსაც, არცერთ ჩემს მოგონებას არ დაუტოვებია ისეთი კვალი , ამიტომ იყო ალბათ ერთადერთიც ბევრიდან.
ფასანაურიდან ვბრუნდებოდი , ჩემი მანქანით, მცხეთაში შევიარე ჩურჩხელების საყიდლად და იქიდან რომ გამოვდიოდი ვიღაც დამეჯახა . ჭკუიდან შევიშალე , ისე მიყვარდა ჩემი მანქანა და იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი ბრალი არ იყო, გიჟივით გადმოვხტი მანქანიდან და მაშინვე ჩხუბი დავიწყე.
-თვალებში ვერ იყურები?
-ცოტა მშვიდად თუ ვილაპარაკებთ მოვგვარდებით ადვილად. ისიც ხვდებოდა რომ მისი ბრალი იყო და არც უცდია შემწინააღმდეგებოდა ცდილობდა არ დაეძაბა სიტუაცია.
-ეხლა არ დაიწყო შენი ბრალია ქალს რა უნდა მანქანზეო და ეგეთები აღარავის გასდის. თქვენზე უკეთ ვიცი მანქანები და არც ეს იყო ჩემი ბრალი
-დამშვიდდები? გითხრა ვინმემ რომ შენი ბრალი იყო? ან საიდან იცი მე როგორი მძღოლი ვარ
-გეტყობა როგორიც ხარ უფროსწორედ ჩემს ახალ ჩამოყვანილ მანქანას ეტყობა, და ძვირიც დაგიჯდება რომ იცოდე .
- აი ჩემი ნოემრი და დამირეკე თბილისში რომ ჩახვალ და გაკეთებას გადაწყვეტ ჩემს დანაშაულს არ გავექცევი და მართალი ხარ კაერგად მართავ , სხვა შენს ადგილას დაიბნეოდა ისეთებს ჩაიდენდა მეც რომ ვეღარ ვუშველიდი, უბრალოდ ქაჯი ხარ მეტი ასრაფერი დაქოქა მანქანა და წავიდა.
გავცოფდი ქაჯი მიწოდა, დამეჯახა მანქანა გამიფუჭა და თან ქაჯი მიწოდა, ვინ არის საერთოდ რატომ ბედავს რომ მისთვის უცხო ქალს ასე მიმართავს რა გაუზრდელობა და სითავხედა, ასეთებს როგორ ზრდიან ღმერთო ჩემო, ჩემი შვილი თუ ასეთი იქნება მომკალი. ვბუტბუტებდი ჩემთვის და მანქანას გარშემო ვუვლიდი ისეთი გაგიჟებული ვიყავი რომ მოტრიალებულიყო შეიზლებოდა მანქანისთვის ქვები მესროლა , მერე კი დავმშვიდდებოდი. როგორც იქნა ამოვისუნთე ცოტა და დავხედე ბარათს წეღან რომ მომაჩეჩა ხელში, რატი წერეთელი. -ოჰ ტოჟე მნე , თვით რატი წერეთელი ყოფილა. იდიოტი, დეგენერატი, სპილო.
ჩემი ჩვეული ბუზღუნით გავაგრძელე გზა და ნინის კაფეში მივედი.
-ნატალიიი გამოვარდა ნინი , რა ჭირს გოგო მანქანას გაგეფორმებინა მაინც ჯერ .
-ვიღაც სპილო დამეჯახა და აი რა უქნა ჩემს მანქანას
-მერე არ უნდა გააკეთებინო?
-ხო დავურეკავ და კააკეთებს აბა რას იზამს, იდოტი და გავაგრძელე ბუზღუნი
-კარგი ხოო გააკეთებს და არ დაეტყობა არაფერი , შენც ადექიდა ყველაზე მაგარ ხელსოანთან მიიყვანე და ბევრი ფული გადაახდევინე მეტჯერ აღარ დაეჯახება აღარავის მოდი შენ ყავას გაგიკეთებს მაკა და დამშვიდდები ცოტა ფისოო
შევედი კაფეში და მაკას გაკეთებული ამერიკანო ისე მოუხდა ჩემს ნერვებს მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ სახეზე მაინც უკამყოფილება მეტყობოდა, ისედაც დიდი ტუჩები უფრო გამებუსხა როგორ ყოველთვის და ვიჯექი ასე მოწყენილი და ვფიქრობიდ ისევ იმაზე როგორ მაკადრა და ქაჯი როგორ დამიძახა , სპილოოოო , დიდყურება სპილოო,
-რაო ფისო რა თქვი? ვიზე იბრძვი?
-იმ სპილოზე, ქაჯიო ასე მითხრა , დამეჯახა ჩემი ახალი მანქანა გააფუჭა და კიდე აქეთ მე მითხრა ქაჯი ხარო
-ლამაზი თვალები ჰქონდა?
-მე რავიცი რა ჰქონდა ლამაზი სულაც არ დავკვირვებივარ
-სახელი მაინც იცი?
-კი აი ეს მომცა
-ოჰა ოჰა ოჰა რატი წერეთელი? ღადაობ გოგო? და ამას არ ქონდა ლამაზი თვალები? იცი ხოე ს ვინბცაა? თუ არ იცი?
-ვიცი და საერთოდ არა ქვს მაგ ბიჭს არაფერი ლამაზი , არც სახე და არც სული დამიჯერე. წავედი ეხლა წყალს გადავივლებ საღამოს ლევანს მივყავარ წვეულებაზე , სანამ წავა უკან ერთხელ კიდე უნდა გაამწაროს ჩემი ცხოვრება.
მეზიზღებოდა ლევანის და ლალის წვეულებები, და გაპრანჭული მეგობრები, კიდევ უფრო გაპრანჭული შვილებით. ნერვები მეშლებოდა ყოველჯერზე როცა ვხვდებოდი მათთან ერთად ერთ სივრცეში , რატომ ვიყავი იქ სადაც არ მსიამოვნებდა ყოფნა და რატომ ვიპრანჭებოდი, ვალენტინოს ან შანელის კაბით , რატომ ვწრუპავდი იმ უგემოვნო შამპანურს და ვიღიმოდი ისე თითქოს ძალიან მსიამოვენბდა.
ლევანი და ლალი ამერიკიდან წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ 2 თვით და ასწრებდნენ აქაური ჟურნალების და გადაცემების დაპყრობას, წასვლის წინ კი წვეულებას მართავდნენ და მეგობრებს ემშვიდობებოდნენ , მეც იქ უნდა ვყოფილიყავი რათქმაუნდა და ჩემი ძმაც . ეკეს უყვარდა იქ წასვლა, სხვაგან სად ნახავდა ასეთ გოგოებს , სად იფლირტავებდა ასე მოურიდებლად მითუმეეტეს რომ აუცილებელი და გამართლებულიც კი იყო სტუმრებთან ფლირტი, თან ეს ისე საყვარლკად გამოსდიოდა ერეკელს ზედმეტიც რომ მოსვლოდა კაციშვილი არ იყო ხმის გამცემი, ზედმეტად სიმპატიური და ენამახვილი იყო ჩემი ძმა , ჩემგან განსხვავებით მასხარა და ფეხებზე.
დღესაც მივედი სახლში და ნერვებ მოშლილმა დავიწყე ჩაცმა. არ ვიცი რატომ მაგრამ მაინცდამაინც დღეს ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი , ელი სააბის, გამორჩეულად მიყვარდა ეს დიზაინერი და , არავითარ შემთხვევაში არ გავაფუჭებდი მის ელეგანტურ სამოსს ასეთ საღამოზე, კაბასაც კი არ ვაკადრებდი იქ ყოფნას, მაგრამ დღეს დაუნდობელი ვიყავი და ჩავიცვი, მოკლე ნაცრისფერი კაბა მკერდზე ნაქარგებით , ისეთი ნაზი და დახვეწილია, თან ძალიან მოვიხდინე. იგივე ფერის წვრილ ქუსლიანი ოდნავ წვეტით ფეხსაცმელი და პატარა შავი კლაჩი მოვირგე, თმა ოდნავ შევიკარი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე , გადაპრანჭვა არასდროს მიყვარდა თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმელი და გოგოშკური დეტალი ერთი მაინც ყოველთვის იყო ჩემს ყოველდღიურ სამოსში. ჩემი მანქანით ვერ წავიდოდი, ლევანს და ლალის ხომ არ შევარცხვენდი , მე დიდად არ მადარდებდა მაგრამმ მეორე დილით რომ ჟურნალის მთავარ გვერძზე არ ვყოფილიყავი , ჩავედი ეზოში და ლევანის მერსედესი გავიყვანე , მომწონდა კარგი მანქნა იყო ,მაგრამ ჩემი მაინც მერჩივნა ყველაფერს .

მანქნაას ბავშვობიდან ვმართავ , მამამ მასწავლა და შემაყვარა მანქნანები , უბრალოდ კი არ ვმართავ ვიცნობ კიდეც , ყველა მანქანას ასე თუ ისე ვიცნობ , სპორტული მანქანებით კი გატაცებული ვარ, აი ზუსტად ისე როგორც ბიჭები არიან ხოლმე , მანქანებიც და რბოლებიც მიყვარედა. გოგოსთვის არადამახასიათებელი ჰობი მქონდა და სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მადარდებდა. ზოგს ძალიანაც აღიზიანებდა მაგრამ არც ეგ მადარდებდა.
წვეულებაზე ცოტა დავაგვიანე ეს უკვე ჩემი პატარა ფანდი იყო , რადგან მივდიოდი ეფექტური მაინც ხო უნდა ვყოფილიყავი. გულწრფელად რომ გითხხრათ მართლა ისე მივედი ყველანაირი მოლოდინების და აზრების გარეშე არც მიფიქრია რომ რამე მოხდებოდა ან ვინმეს ვნახავდი , უბრალოდ რეალობას შეჩვეული მივედი, ჩემი როლი ბოლომდე მოვირგე და ეფექტურად შევაბიჯე დაგვიანებით რესტორნის კარში, შესვლისთანავე ყველამ მე შემომხედა, ესეც ჩვეულება იყო, ლევანის და ლალის ერთადერთი ქალიშვილი, რა მეცვა რა მეკეთა რა მესხა და ასე შემდეგ.მაკვირდებოდნენ , მიღიმოდნენ მოდიოდნენ მესალმებოდნენ ზოგიერთთან მე თვითონ მივდიოდი, ლევანის მომდევნო წლის ტენდერებისთვის რომ წამეშველებიან ერთიორი სიტყვა. ძალიან არ მიხაროდა მაგრამ მამას ბიზნესის საქართველოს ფილიალს მე ვუძღვებოდი, არასდროს ვჩანდი საზოგადოებაში ამიტომ ბევრმა ეს არც იცოდა, მხოლოდ პარტნიორებმა. ასე რომ გარკვეული ვიყავი ყველა ვითარებაში , ვიცოდი რა უნდა მეთქვა ვის უნდა მივსალმებოდი და ასე შემდეგ.
ეკემ რომ დამინახა გამოიქცა ჩემსკენ, -დაო ჩემო პირდაპი ღვთაება ხარ იცი?
-კარგი ნუ ატუტუცდი
-დღეს განსაკუთრებით მოგინდომებია
-არაფერი ჩვეულებრივი ეკე ნუ სულელობ შენ სად დაიკარგე ორი დღეა არ მინახიხარ ,
-ბატუმში ვიყავი
-რა გეშველება, ხვალ მნახო იქნებ როგორმე მომენატრე, ვიცი რომ დაკავებული ხარ და იქნებ გამონახო დრო და ლოყა მოვქაჩე
-კარგი ხოო ნუ დაიწყე ჩემი დამოძღვრა წავედი ეხლა ის ლამაზი დღნაჩვი მელოდება
ამის თქმა და ჩემი გაცინება ერთი იყო, ცოტა ხმამაღლაც კი მომივიდა მაგრამ არაუშავს ჩემგან არავის უკვირდა არავინ შეიმჩნია ერთის გარდა
- რატომ არ დარეკე გელოდებოდი , ხმა მეცნო და ცივად შევტრიალდი შამპანიურის ჭიქით ხელში.
არ ვიცოდი ლევანის შვილი თუ იყავი ,
-და რა ქაჯს აღარ დამიძახებდი?
-არა მაინც დაგიძახებდი იმიოტომ რომ იქაჯე და გამიცინა , საოცაარი კბილები ჰქონდა და ტუჩები და ღიმილი , თვალი მომწყვიტა პირდაპირ.
-აჰა ხომ ვთქვი სპილო ხარ ნამდვილი . დავდგი შამპანურის ჭიქა და ბართან მივიწიე ბიჭს ჩავჩურჩულე ყურში -ორმაგი სკოჩი დამისხი გეხვეწები , მეზიზღება ეს მილიონიანი შმაპანური, ბარმენმაც გამიცინა და დამისხა, -ყინულიც რაა და თვალი ჩავუკარი , მანაც უსიტყვოდ შეასრულა ჩემი ნათქვამი და გამომიცურა ჭიქა , ისეთი სიამოვნებით მოვსვი , რატი იდგა და გაოცებული მიყურებდა, მერე ბარმენს მვუბრუნდი და ცოტა გავეპრანჭე, -შენ ეხლა მე გადამარჩინე გავუღიმე და მადლობა ვუთხარი.
- როცა გინდა ტკბილიც ხარ ხედავ?
-შენ რომ იცოდე ეს ბარმენი აქ ერთადერთი ნამდვილი და სასიამოვნო პიროვნებაა . მოვკიდე ხელი ჩემს ჭიქას და წავედი , გზად მამას ძმაკაცის შვილთან მივედი სასაიამოვნო მაგრამ გამოშტერებული ბიჭი იყო , გადავკოცნეთ ერთმანეთი და ცოტა ვისაუბრეთ, უკნიდან რატის თვალებს ვგრძნობდი, მჭამდა , ვიცოდი, ზემოდან ქვემოთ , ქვემოდან ზემოთ, მეც უფრო თამამად და მიმზიდველად ვაგრძელეებდი ლევანის სტუმრებთან მისალმებას.
მომკიდა ლევანიმ ხელი და რატისკენ გამაქანა ,-ვიღაც უნდა გაგაცნო ნატალი,
-არ გამაცინო მამა, დარჩა კიდევ ვინმე ვისაც არ ვიცნობ? მეტსაც გეტყვი მისი ოჯახური მდგომარეობა ზეპირად არ ვიცი?
- ეს ეხლა ჩამოვიდა ინგლისდიან არ გეცნობა და რატისთან მიმიყვანა
-რატი წერეთელი ეს ჩემი ქალიშვილია ნატალია ონიანი, საქართველოს ფილიალს ხელმძღვანელობს,
-რატი გაოცდა, მითუმეტეს ბიზნესვუმენი ყოფილა და აქამდე რატომ არ ვიცნობდით?
- ხო ეს ნატალიას ამბავია, მას სხვანაირი ხედვა აქვს და საერთოდ სხვანაირად ესმის ყველაფერი , შესაბამისად ბიზნესსაც სწხვანაირად უძღვება, უნდა ვაღიაროთ რომ საკმაოდ წარმატებულად.ლევანი ჩემს ქებაზე გადავიდა და მანდ უკვე გავცოფდი , მეორე სკოჩი ვანიშნე ჩემს ბარემნს, ისიც ისევ უსიტყვოდ დამემორჩილა .
-მამა ლალი გეძახის და უცბად მოვიშორე ლევანი
-შენ ბიზნეშშიც ასეთი ქაჯი ხარ ? რატიმ ასე პირდაპირ მაჯახა
-შენ ასეტი უტაქტო ?
- არ ვარ საერთოდ თბილი ვარ
-არ ვიცოდი ცხოველები ასეთი თბილები თუ იყვნენ, სპილო ... ჩავილაპარაკე ბოლოს და წავედი ბართან , მეორე ჭიქა სკოჩიც მივაყოლე და ზუსტად ამ დრო მომადგა ისევ ლევანის ძმაკაცის შვილი აი ის საყვარელი მარა გამოშტერებული როა და ვალსზე გამიწვია, მეც დავთანხმდი და ვიცეკვეთ, ამ აქეთიქით სიარულში და ყველასთან საუბარში დავიღალე , ლოყებიც კი მტკიოდა ამდენი ყალბი სიცილისგან, როგორც იქნა გავიპარე და მანქანისკენ წავედი უნდა ჩავმჯდარიყავი რომ ისევ ის ხმა მომესმა უკნიდან
-როდის დამირეკავ
-ხვალ ლექციების მერე დაგირეკავ მოგიყვან მანქნას წაიყვან გააკეთებ და უკან ისევ ისეთს დამიბრუნებ. ოღონდ იცოდე ნელა ივლი, რომ ისევ არავის ეცე, ეგ მანქანა იმაზე ძვირფასია ჩემთვის ვიდრე სხვა რამე ან ვინმე და განსაკუთრებულად ვუფრთხილდები.
პასუხიც არ ვაცადე ისე მივაძახე -უხეში სპილო .. წავედი სახლში.
მეორე დილა ჩვეულებრივად დაიწყო, ყავა ჩავასხი სტარბაქსის თერმოსში და წავედი ისევ ლევანის მანქანით უნივერისტეტში, გინდათ გითხრათ იქ ვინ დამხვდა ? უხეში სპილო.ისიც იქ სწავლობდა მაგისტრატურას და თან ჩემი კურსელი და ჯგუფელი აღმოჩნდა.
-მანქნაზე იყო მიყრდონილი და გოგოების გარემოცვაში, ისე იწონებდა თავს ნერვები მომეშალა -სპილოა მართლა , ცხოველი უხეში.
- დილამშვიდობის ალქაჯო
- აღარ არის უკვე მშვიდობიანი , გოგოებო ამას ძალიან გრძელი ცხვირი აქვს და სხვის მანქანებს უხახუნებს ხოლმე ამიტომ სპილო დავარქვი, თუ მანქნაები გყავთ ფრთხილად იყავით ნიშნის მოგებით ვვუთხარი რატის გოგოებს და კმაყოფილი წავედი კაკუნით უნივერსიტეტის კარისკენ, .
რატი გაცოფდა გამომეკიდა.-გოგო შენ სულ გაგიჟდი? რეებს ბოდიალობ არ გასწავლა მამიკომ ვის როგორ უნდა ელაპარაკო?
- შენ არ გასწავლეს გოგოს როგორ უნდა მიმართო?>
-ალქაჯო
-სპილო
-კუდიანო ,
-ცხოველო, უხეშო დეგენერატო, დამპალო და ა ვასრულებით , ან საიდან მომდიოდა ასეთი სიტყვები თავში, არც კი ვიცოდი თუ ამდენი ცხოველის არსებობა და სალანძღავი სიტყვა ვიცოდი. ასეც გავაგრძელებდით ნათლიაჩემის შვილი რომ არ მოსულიყო
-ვაახ იცნობთ უკვე ერთმანეთს?
-ჰოო უკევ მოასწრო ჩემი მანქნანის გალამაზება, სპილო ეს .
რას შვრები ლაშ გუშინ რატო არ მოხვედი? გავგიჟდი მოწყენილობით
-ხოო ლაშ რატრო არ იყავი? გაამაჯავრა რატიმ, ვერ ალქაჯობდა კარგად უშენოდ.
-დავაი რაა სპილოო. წავედი ლაშ ლექციაზე დამაგვიანდება არ შემოხვალ, ? ყოლბაიას ლექცია გვაქვს წამო
-წადი წადი მოაჯადოვე ლექტორი
-სპილო.
აუდიტორიამდე ბევრი ნაცნობის ნახვა მომიხდა და დამაგვიანდა ცოტა ლექციაზე რომ შევედი ერთადერთი ადგილიღა იყო დ ა თუ გამოიცნობთ ვის გვერდით?
რათქმაუნდა რატის გვერდით.
-აქ არ დაჯდე მომაჯადოვებ
-სპილოებზე ჯადოები არ ჭრის ადექი თუ არ მოიგწონს სხვაგან ვერ დავჯდები ადგილი არაა , მივუსკუპდი გვერდით წერეთელს . ტელეფონი არ ჩერდებოდა, ხან მესენჯერი ხან სმს და
ისიც ყველას პასუხობდა.
-პოპულარულობის ზეიმი ხართ ბატონო სპილო არ ჩერდება ტელეფონი
-ეგრე ნუ მეძახი შე ალქაჯო და ვერ გავიგე ლექტორს უსმენ თუ ჩემს ტელეფონში ზიხარ? ისე მოგწონვარ რომ ეჭვიანობ ? თუ გინდა წაგაკითხე
-,სპილოები მარტო სპილოებთან წყვილდებიან მე ადამიანი ვარ ა სე რომ წარმოუდგენელია მომწონდე, არც ზოფილი ვარ ასე რომ , მაგაზე არც იოცნებო უბრალოდ.
გაცეცხლა ზოოფილის ხსენება ზედმეტი იყო მივხვდი მარა არ შევიმჩნიე, - გოგო
თავს ნუ მომაკვლევინებ იცოდე
-იცი რა გადავიფიქრე თვითონ გავაკეთებ ჩემს მანქნაას, შენ შენნაირ ხელოსანთან მიიყვან კაცმა არ იცის და შეიძლება მანქანის მაგივრად ურემი მომიყვანო , სპილო
-ნატალი . ნუ მეძახი გითხარი
ეს დღე იმაზე მშვიდობიანი იყო ვიდრე მოელოდნენ უნივერსიტეტში იმიტომ რომ პირდაპირ რატის ნერვებზე დავიდე ბინა და ვაწიწკნიდი სათითაო ღერს, ყველას ეგონა რომ გადამკიდებდა ფანჯრიდან ან მიმგუდავდა სადმე მაგრამ გადავრჩი. საღამოს წავკაკუნდი ფირმაში და რაღაცებს მოვაწერე ხელი , გასასვლელთან ლაშა დამხვდა რატისთან ერთად. სახეზე კარგი არაფერი ეტყობოდათ



№1 სტუმარი Sandra

Kargia^^gaagrdzelee^^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent