შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 7)


2-09-2017, 06:50
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 678

--რომ არ ყოფილიყო იქ დატოვებდით წერილს?-ვკითხე რადგან ძალიან მაინტერესებდა მისი პასუხი
--არა რათქმაუნდა.. მასე რომ მდომოდა ტელეფონზეც დავეკონტაქტებოდი.. ალბათ ყველაფერი სპონტანური ბედია, უფრო სწორად ჩემი არჩევანი...--- ისე ორ აზროვნად გაიღიმა, ვერ მივხვდი რა მეფიქრა- მანამდე არც მომხდარა შემთხვევა შეხვედრისა ან კონტაქტისა
--გასაგებია..განაგრძეთ-- რვეულში რამდენიმე წინადადება ჩავიწერე, ჩანიშვნის სახით
"პირდაპირ მოკითხვის შეტყობინება გავუგზავნე
-- როგორ ხარ? ....გაცრეცილი ფრაზა, მაგრამ სხვა რა უნდა მიმეწერა? რამოდენიმე წუთის შემდეგ პასუხი დამიბრუნდა
--არამიშავს თავად?
--მეც...-- პაუზა... არც ის წერს არც მე...
--მშვიდობაა??
--კი..ისე უბრალოდ მოგიკითხე
--გამეხარდა..
--ვიცი.. გაგეხარდებოდა-- ისევ პაუზა..არწერს არ ვწერ..დიალოგი აშკარად არ აეწყო... არ ვიცოდი რა მეთქვა და ალბათ არ იცოდა რა ეთქვა..- ჩემზე რა აზრის ხარ?!-პირდაპირ დავსვი კითხვა,რომელიც მისთვის მარტივი და საინტერესო თემად წარიმართებოდა, მე კი დამამშვიდებდა.. იწერებოდა განმარტებებს,რომლებიც აქამდეც ბევრჯერ მომისმენია,მაგრამ ამ ყველაფერს ისე საზოგადოდ, მესამე პირში საუბრობდა, რომ ძალიან საინტერესოდ გამოუვიდა
--საღამოს გცალია?!- წარმოვდგონე მისი დაბნეული სახე ამის წაკითხვის შემდეგ.-სამუშაოს 8 საათზე ვამთავრებ და თუ გეცლება მნახე- აღარ დავუსვი უაზრო შეკითხვა"თუ გინდა მნახე" ისედაც ცხადი იყო უნდოდა და მნახავდა. პასუხს აღარ დაველოდე ისე გამოვედი ინტერნეტ სივრცედან.“
--ანუ თქვენ თავად უბიძგეთ მას თქვენი ნახვისკენ...
--არა... მე მისი სურვილი ავასრულე...და არამარტო მისი,აქ უკვე ჩემი „გადაწყვეტილებაც“ იყო.
-- არ მესმის რატომ?... თავადაც ხვდებით რომ ეს საქციელი თქვენს გამართლებას ....
-- არ იმსახურებს კი ვიცი... მაგრამ რა მექნა იმ ინტერესისთვის რაც მე მაწუხებდა??....სიმართლე გითხრათ??.... არც კი მეგონა რომ შემდეგ ასე წარიმართებოდა ყველაფერ...
--ასე როგორ?--გავიკვირვე
-- მოკლედ გეტყვით, რადგან არ მინდა მოვლენებს გავასწრო და თხრობა ავრიო...არ მეგონა თუ კი ურთიერთობა გაგრძელდებოდა...და რომც არ გაგრძელებულიყო მე ვერანაირი პრეტენზია ვერ მექნებოდა
-- ანუ თქვენ ერთჯერად სექსზეც თანახმა იყავით?
--შეიძლება ითქვას კი. მიუხედავად იმისა რომ ამის წინააღმდეგი ვიყავი, ამ შემთხვევაში თანახმა ვიავი
-- კი მაგრამ რატომ?... თუ კი ამბობთ არ იყო გრძნობა და არც მიზეზი რაიმე გრძნობის გაჩენისა მაშინ დავიჯერო ინტერესი ასთი დიდი იყო რომ გიგირდათ???
-- კი.... მიღირდა.... მე მახსოვს მისი სიტყვები რომელიც თავად თავისი სურვილით გამოთქვა და სწორედ ეს იყო ის, რასაც ნაკლებად ველოდი მაგრამ მაინც ველოდი.
-- რა გითხრათ??
-- ამას შემდეგ დაწვრილებით ვიტყვი მაგრამ ახლა მოკლედ ციტირებას გავაკეთებ მისი სიტყვებისა; „ მე შენთან მხოლოდ სექსი რომ მდომოდა უკვე მივიღე და ახლა რაც ხდება ეს უკვე სექსზე მატია.... ამას შენც ხვდები ვიცი,შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ?!“
--ეს როდის გითხრათ?-- გამიკვირდა, კაცი რომ ასეთ სიტყვებს გეტყვის ე.ი ის შენსს მიმართ სხვას, ბევრად მეტს განიცდის ვიდრე ინტერესი ვნება ან სექსი.
----როდესაც მასთან პირველად მქონდა ინტიმი....
--აღარ მოვყვები ზედმეტ ამბებს თუ როგორ ჩაიარა დღემ,რადგან როგორც გითხარი, მე მხოლოდ ამ ამბის მოყოლას ვაპირებ და იმის რაც ამ ამბავთან არის დაკავშირებული
--კი ტქვენ როგორც გნებავთ-- არც მე მინდოდა რაიმე სხვაზე გადაეტანა საუბარი რადგან მე ეს "ამბავი"უფრო მანტერესებდა.

8 საათი ხდებოდა,დამირეკა მოვედიო.დავამთავრე ჩემი საქმე და გამოვედი. მისი ავტომობილი მოშორებით იდგა ჩმს სამსახურიდა. დამინახა,გადმოვიდა,ავტომობილის კარი გახსნა და ჩავჯექი.(სხვათაშორის იმ დღის შემდეგ,ყოველთვის ასე იქცეოდა,როცა კი მნახულობდა).მანქანა დაქოქა და ქალაქის ცენტრის ერთ-ერთ კაფეში მივედით... გარემო ჩვეულებრივი იყო;არა რომანტიკა,არა სიბნელე და სანთლები.. არ ჰგავდა ადგილს,ქალები რომ დაყავთ მამაკაცებს "შესაბმელად".სოლიდური ადგილი იყო. უკვე დავაფიქსირე მისი ორი კარგი თვისება;ჯენტლმენობა(შეხვედრისას) და დამოკიდებულება(გარემოთო).

მისი ამბავი საინტერესო ფაზაში გადადიოდა,რამდენიმე კითხვა მინდოდა დამსვა მაგრამ ვიფიქრე დაამთავროს და მერე ვკითხავთქო.
--რაღცა მოხდა?!... ასე მგონია...
--რავიცი.. მოხდა?!-- რა უნდა მეთქვა რატომ ვზივარ მის წინ?! --ფაქტიურად არაფერი, უბრალოდ საუბარი მინდოდა შენთან--მივახვედრე რომ ეს შეხვედრა არ იყო ჩემი რაიმე გადაწყვეტილების პასუხი.
--გამეხარდა.. ხომ იცი გამეხარდებოდა...
--კი ვიცი..
--შენ არ გიხარია?!
--არ დავფიქრებულვარ შეგრძნებებზე--ის მიხვდა მე რაც ვუთხარი და გამეხარდა რომ არ დამისვა საშინლად უაზრო კითხვა"როგორ შენთვის სულ ერთია აქ ვინ იჯდება" :).ვუუყურებდი და ვხვდებოდი, რომ აშკარად სხვა იყო, არა ისეთი როგორიც მეგონა,,როგორსაც ვიცნობდი...უკეთესი.. და მე ის ძალიან მომწონდა
--როგორი იყო შეგიძლით დაახასიათოთ?--ვკითხე მოუთმენლად,ალბათ როგორც ჩემი ასაკის გოგოსთვის შესაბამისი კითხვა იყო ვიზუალის დახასიათება
--როგორი?...ალბათ ისეთი, როგორსაც ქალი ახასიათებს თავის მეორენახევარს, ის ხომ მისთვის იდეალია როგორიც არ უნდა იყოს... როგორი იყო...ჩვეულებრივი...საინტერესო ხმის ტემბრით..საინტერესო მზერით...ძლიერი მამაკაცი იყო...ფიზიკურადაც და აზროვნებითაც... მაგრამ მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ყველაზე ძალიან მომწონდა.. მის გამოხედვაში არ იყო ვულგარულობა.. მის საუბარში არ იყო გარყვნილება... ერთია როდესაც ქალს "უყურებ როგორც საყვარელს, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტს გასცემ და გამოხატავ ვიდრე ამ სიტყვას შეესაბამება
--ეგ როგორ?!--გამიკვირდა
--მე არასოდეს მიგრძვნია თავი მეორეხარისხოვნად... არასოდეს გამხსენებია მისი"ცოლის"არსებობა, არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ მე რაღაცით უკან ვიდექი იმიტომ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე საყვარელი მერქვა.
--მაშინ რა იყავით??..თქვენ რას დაარქმევდით ტქვენს თავს??--ჩაფიქრდა...თვალი მაგიდას გაუშტერა და საკმაო ხანს იფიქრა...მივხვდი პასუხი არ ქონდა...სიტყვა არ ამომიღია...არ მინდოდა მის აზრებში არეულობა შემეტანა...
--რა ვიყავი??... ცოტა რთული აღმოჩნდა ამ კითხვაზე პასუხიპასუხის გაცემა...მაგრამ შემიძლია ვთქვა, ყველაფერი გარდა "საყვარლისა"....
მივხვდი ეს არ იყო უბრალოდ ურთიერთობა...ეს ბევრად მეტი იყო ვიდრე "ურთიერთობა"..თითოეული მისი სითყვა აღმაფრთოვანებდა მისით... და ყველაზე საოცარი ის იყო,რომ ის საერთოდ არ ცდილობდა ისე მოეყოლა,თავი გაემართლებინა. ის ყვებოდა ისე,როგორც იყო...
--შეგიძლიათ განაგრძოთ რა მოხდა კაფეში ყოფნის შემდეგ??
--იყო სექსი.. და ეს ჩემი ინიციატივით..- პირდაპირ მომახალა
--ეს როგორ??
--მინდოდა დროზე გამერკვია და მივმხვდარიყავი საბოლოოდ მასთან ურთიერთბის აზრს, ამისთვის კი აუცილებელი იყო მასთან ინტიმი.
--გასაგებია.. და "ცოლი"?
--რა "ცოლი"--გაუკვირდა
--არ გაგხსენებით? არ გიფიქრიათ მასზე?
--გამხსენებია?- არა.. მიფიქრია?- კი...მიფიქრია მაგრამ რატომღაც ჩავთვალე მასზე ფიქრი ჩემი საქმე არ იყო...ეს "მას"უნდა ეფიქრა ცოლზე და არა მე... გულქვა არ გეგონოთ, უბრალოდ არ მიფიქრია "ცოლის" კეთილდღეობაზე, რადგან აქ უკვე მე ვიყავი და როგორც ძალიან ეგოისტი,ჯერ საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე ვფიქრობდი...მაგრამ ისე რომ არავინ დაზარალებულიყო.... ახლა მე მინდა გკითხო, დამნაშავე ვარ??--მზერა მომაპყრო პასუხის მოლოდინში
--ასე პირდაპირ მეკითხებით?--დავიბენი..მაგრამ მივხვდი რახან მკითხა პასუხისთვის მზად იქნებოდა რაც არ უნდა მეთქვა -- ჩემი აზრით როდესაც რაიმე ხდება ერთი მხარე დამნაშავე არასოდეს არის...მე მეტს ამ ეტაპზე არაფერ ვიტყვი,ამბის ბოლოს კი ბატონო ჩემს აზრს დავაფიქსირებ.
--ჩემი თავი არასოდეს გამიმართლებია, მაგრამ არც დამიდანაშაულებია,.....როდესაც რაიმე ხდება პასუხისმგებლობას ერთ მხარეს ვერ გადაწონი..ის ადამიანები რომლებიც მეტყვიან დაფიქრება მმართებდა,მე მათ ასე ვუპასუხებ: მე თავისუფალი ქალი ვარ და გავაკეთე ის რაც სწორად მიმაჩნდა და მინდოდა...და არ ვნანობ"
--უკვე თავს იმართლებთ
--არამგონია, მაგრამ მარტო მე რატომ მომეთხოვება ამაზე პასუხი
--მას ადანაშაულებთ?
--არა სრულებით.. მაგრამ ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობა ორივეს გვქონდა,,,მე საკუთარ თავთან მას კი თავის ოჯახთან,...... როგორც ზრდასრულ ქალს უნდა გამეთვალისწინებინა ბევრი რამ და როგორც ზრდასრულ მამაკაცს გაეთვალისწინებინა... იტყვით ის კაცია და არ მოეთხოვებაო???,,, როგორ ცდებით?
--რა მხრივ?--გამიკვირდა რადგან ასეც იყო,ის კაცია და მას რა მოეთხოვებოდა?! როდესაც ქალი მამაკაცის ნებას თანხმობით უპასუხებს, რაღა დარჩენია მამაკაცს გარდა იმისა რომ ისარგებლოს მოცემული ნებით და თავის სურვილს ფრთები შეასხას?!
-- თქვენ ახსენეთ ევროპელობა და ქართველობა ხომ?
--დიახ ვახსენე...ქართველი, ევროპელი ვერასოდეს გახდება
--გეთანხმებით...მაგრამ არის მაგრამ...
--მაინც როგორ?
--განვიხილოთ ჯერ ევროპული მხარე..... ვსაუბრობთ ევროპაზე ანუ შესაბამისად იგულისხმება გენდერული თანასწორობაც....
--დავუშვათ...--ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ საუბარს და ვერ ვიგებდი საით მიდიოდა თემა
--დავუშვათ...--დამეთანხმა...-- და თუ კი გენდერულ თანასწორობაზე გვაქვს პრეტენზია, მაშინ სად არის მისი დანაშაული?!... ამ შემთხვევაში პასუხი, თანაბარია ...
-- შეიძლება...--არ მინდოდა დავთანხმებოდი
-- შეიძლება??-გაიკვირვა- ამ შემთხვევით თუ მივუდგებით ამ საკითხს და თუ დაფიქრდებით ეს ასეა...თანაბარ უფლებიანობა არ გამოიხატება და განისაზღვრება მხოლოდ იმაში, რაშიც ჩვენ „გვაწყობს“... ის ყველაფერში გამოიხატება, დანაშაულშიც და სწორ ქმედებაშიც.
-- და ქართულ,ეროვნული თვალსაზრისით?-- ძალიან მაინტერესებდა მისი ამ კუთხით დანახული ახსნა
-- ამ შემთხვევაში საქმე სულ ოდნავ რთულად არის მაგრამ მაინც მაქვს სათქმელი.... ამ შემთხვევაში ქართველები ხომ ვამტკიცებთ კაცობას...მამაკაცობას და ვაჯკაცობას.... მაშინ მე გკითხავთ...სად იყო მისი მამაკაცური სიძლიერე როცა მას ეს დასჭირდა?... სად იყო ის მამაკაცური აზროვნება და ძალა,რომ მე როგორც „ქართული ვარიანტით“ მსუბუქი გონების ქალმა მოვინდომე?
--იქნება აცდუნეთ?
--აი ზუსტად მანდ უნდა ყოფილიყო ძლიერი.... და თუ კი დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ამიტომაც შედგა ჩვენი ურთიერთობა, მაშინ გეტყვით რომ მეც არაფერი დამიკარგავს... უბრალოდ თავად ის დავკარგე...მაგრამ მე ამისთვის მზად ვიყავი...
მართლაც რა საინტერესოა... მაგრამ მე ვფიქრობ ყველაფერი ტრადიციების ბრალია... მაგრამ ვინ წერს ამ ტრადიციებს??...წინაპრები?... მათ რა იცოდნენ დღევანდელ დღეს რა ცხოვრება იქნებოდა,რომ წესები დაგვიწესეს?? ტრადიციაა ის რომ კაცს ყველაფერი ეპატიება? რა სისულელეა..ვინ მოიგონა... დღეს-დღეისობით ოჯახების დანგრევა თუ ხდება, ღალატი ნამდვილად აღარ არის ამის მიზეზი...კაცის ღალატი ზოგადად ისეთი მისაღები თემა გახდა რომ უკვე „პატიებას“ ექვემდებარება,განსაკუთრებით თუ შვილები გყავს ხომ საერთოდ კარგი მიზეზი აქვთ გასასამართლებელი... თუ არ ყავთ და „მერე რა მოხდა „ვიღაცის“ გამო ოჯახს ხომ არ დავანგრევ... მაგრამ ალბათ ვერავინ ხვდება რომ აქ „ვიღაცა“ არაფერ შუაში არ არის, აქ მთავარი უკვე შენ ხარ და ის ვინც გღალატობს.
ამ ფიქრებით გადავერთვე და მივხვდი რომ მართლაც კარგი სტატიის დაწერა შეიძლებოდა სათაურით-„გენდერული თანასწორობა თუ ქართული ტრადიციები“, ან „ევროპა თუ საქართველო“.
--ერთი მეგობარი მყავს--განაგრძო მან-- რომელიც მუდმივად იტანს მეუღლის ღალატს და ზოგადად მძიმე ხასიათს...მე რათქმა უნდა არასოდეს ჩავრეულვარ მის ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის მიკვირდა ამ „გამძლეობის“ მიზეზი..
--სიყვარული??--ისევ ჩავეჭერი სიტყვაში
-- თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარული თუ კი არსებობს ალბათ ეს ყველაზე ბოლო ვარიანტია პატიებისთვის
--აბა???
-- ხალხი რას იტყვის?!-ძალიან ხმა მაღლა გაეცინა..- აი მიზეზი პატიებისა და ისიც ითმენს და პატიობს...
-- მოღალატე ხალხი გამოსწორებადები არიან?--ვკითხე რადგან ძალიან მაინტერესებდა... მეც ხომ ღალატის მსხვერპლი ვიყავი მხოლოდ არა ფიზიკურისა
--ალბათ კი...მხოლოდ მაშინ როდესაც თავად მოისურვებენ სხვა შემთხვევაში არც მუქარა და არც დაძალება არ ჭრის.
-- მოღალატე ქალი?-- ვკითხე მას რადგანაც მე მას საკუთარი თავის მოღალატედ ვთვლიდი...-მღალატე ქალებზე რას იტყვით?
-- მე ვფიქრობ ზოგადად ღალატს, ნებისმიერს თავის ახსნა აქვს... რა თქმა უნდა ღალატი დანაშაულია სქესის განურჩევლად მაგრამ გიფიქრიათ თუ რატომ სჩადიან ამას??
-- არასოდეს
-- მე კი.. და საკმარისი დრო მქონდა ამ თემაზე საფიქრელად...არის რაღაც მიზეზი რაც ადამიანებს ღალატისკენ უბიძგებს და ამ მიზეზს სხვები აძლევენ...რაც შეეხება მოღალატე ქალს, მე არავის ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ და ამიტომ თუ ვინმე ვინმეს ღალატობს ეს საკუთარი არცევანია
-- და თქვენი დამოკიდებულება??ამ ქალების მიმართ?
--მე უკვე მოგახსენე ამაზე... ყველაფერს ააქვს მიზეზი... მე უბრალოდ ის მაკვირვებს მამაკაცს რატომ ეპატიება და გამართლება აქვს ღალატის შემთხვევაში, ქალს კი არა....

საუბარი იმდენად საინტერესო შედგა, სართოდ გადამავიწყდა თუ რისთვის ვიყავი იქ... ამ ამბით ძალიან ბევრი თემა შეიძლება განმეხილა მასთან და განვიხილავდი კიდეც... ეს ამბავი არ ყოფილა მხოლოდ ურთიერთობა ისევე როგორც ურთიერთობა არ იყო მხოლოდ ურთიერთობა... მისი საუბრიდან თუ კი ჩაუფიქრდებოდი ცხოვრებას ალბათ სხვა თვალით შეხედავდი... ის არ ცდილობდა თავისი ინდივიდუალიზმით სხვაზე ზეგავლენა მოეხდინა, ის უბრალოდ თავის აზრს გამოთქვამდა..ის უბრალოდ ცდილობდა ახსნა მოეძებნა იმ ყველაფრისთვის რაც გარშემო ხდებოდა. თავის ნაამბობით ცდილობდა, გაერკვიე ის თუ, რას ფიქრობდნენ სხვები... და მე მხოლოდ ახლა მივხვდი იმას, თუ რა იყო ამ ამბავში მთავარი...
მსიამოვნებდა მასთან საუბარი, მსიამოვნებდა მისი მოსმენა... მინდოდა გულახდილად ჩემი შინაგანი გამენდო მისთვის...მინდოდა ერჩია თუ როგორ მოვქცეულიყავი ... გამენდო ის რაც, მემგონი საკუთარი თავისთვისაც არ გამინდია... ყოველთვის როცა ამ თემაზე აზრები შემომაწვებოდა, ვფანტავდი მათ და თავს ვარიდებდი ფიქრს....
ჩემი ამბავი რა მოსატანია ამ ამბავთან, მაგრამ ყველას გაგვაჩნია რაღაც, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინმესთვის კი სასაცილო. ჩემი ცხოვრების შესახებ უკვე ვთქვი რამდენიმე წინადადება... 19 წლის ასაკში, მაშინ როდესაც გრძნობების მოჭარბებას იგრძნობ, „ჩემი გმირისგან“ განსხვავებით მე ახლაც მჯერავს სიყვარულის, მეც გავიჩინე საყვარელი ადამიანი.ისეთი როგფორსაც „გოგოები“ ნატრულობენ... სიმპათიური, შეძლებული, ჭკვიანი (ალბათ იმ მომენტში ასე მეგონა), მოკლედ იდეალური და ყოველთვის მქონდა კომპლექსი, რომ მე მისი ღირსი არ ვიყავი... როგორც ხდება ისე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც; ურთიერთობა,საჩუქრები,ყურადღება, სიყვარულის ახსნა... მოკლედ განსაკუთრებული არაფერი... 3 წელი გაგრძელდა ეს ურთიერთობა.. მაგრამ დამთავრდა... ძალიან ბევრს ვნერვიულობდი და ვფიქრობდი ამ საკითხზე მაგრამ მივხვდი არ ღირს.... რა მოხდა??? ის რაც ზოგადად ხდება... მე მისთვის შეუფერებელი აღმოვჩნდი 3 წლის შემდეგ.... არ ჩავძიებულვარ მიზეზევბს, ან რა აზრი ჰქონდა... ადამიანი უარგყოფს, ან იმიზეზებს უბრალოდ სისულელე ვერსიას ან მართლაც არსებობს მიზეზი და რახან მიზეზი არსებობს ე.ი არის რაღაც ნაკლიც რაც მის გვერდით ყოფნაში ხელს გიშლის.... ამიტომაც არ ჩავძიებივარ, არ მიბრძოლია მის დასაბრუნებლად... უსიტყვოდ გამოვტრიალდი და დამთავრდა.... მახსოვს ცუდად ვიყავი, მაგრამ ეს შეურაწყოფა იყო, სიყვარული, თუ იმედგაცრუება, რის გამოც ასე გავხდი დღემდე არ ვიცი,, შეიძლება ყველაფერი ერთადაც.... მაგრამ სისულელე რომელიც ჩემს ცხოვრებაში ჩავიდინე..... დავნებდი იმას ვისთვისაც ძვირფასი ვიყავი.. დავნებდი იმას ვის მიმართაც არაფერს ვგრძნობდი ის კი ღამეებს ათევდა ჩემზე ფიქრით. რატომ გავაკეთე? იმიტომ რომ თავი სასურველად მეგრძნო... რა აბსურდული გამართლებაა ხომ?! ჩემი პირვწლი ინტიმი და უკანასკნელი... რა იყო როგორ და რას ვგრძნობდი ახლაც არ ვიცი...მთავარი ის იყო რო ვიღაცისთვის სასურველი ვიყავი.... თანაც ისეთი,რომ მას შემდეგ ურთიერთობის ქონის საშვალებაც მქონდა მაგარ თავად ვთქვი უარი..... ნეტავ ხატვა შემეძლოს, რომ მისი სახე ჩამეხატა, როდესაც განვუცხადე მისი ნახვა აღარ მინდოდა... და მე ქალი მერქვა... უკვე ქალი ვიყავი ჩემი თავისთვის......
--გასაგებიააა... -ვთქვი ისე უცნაურად მეც გამიკვირდა რა ვიგულისხმე ან რა იყო გასაგები..- შემდეგ
-- შემდეგ?!.....
"იმ საღამოს ზოგადი საუბარი გამოგვივიდა...ვუყურებდი და ვფიქრობდი,როგორ ერთბაშად მოიყარა თავი მასში, რითაც შეიძლება მამაკაცმა მიგიზიდოს..

მისი ცხელი სუნთქვა,ნაზ და ამავდოულად ძლიერი კოცნა,ადრენალინი,ჯრუანტელი ტანში,.. ნაზად მიცურებს წელზე ხელს..მეორე ხელს თმებში აცურებს და მეფერება...კოცნა უფრო ვნებიანი ხდება... გულის ცემა ჩქარდება..ვგრძნობ მის ძლიერ სხეულს,რომელიც ჩემს სხეულს მოუახლოვდა...მე ასეთი ძლიერი უსუსური ვიყავი...... შემეშინდა არ მიმხვდარიყო ჩემს ფიქრებს.

--წავიდეთ??1

--კი აჯობებს..-დავეთანხმე

--იმედი მაქვს კიდევ განმეორდება ასეთი სასიამოვნო სურპრიზი-როდესაც სადარბაზოსთან მიმივედით თქვა...არაფერი მითქვამს არც გადმოსულა მიჩქარია

--სადმე წავიდეთ-- შევთავაზე მე.



№1 სტუმარი ani

Zalian mosawyenia siujetis ase gawelva.titoeul tavshi araferi xdeba iseti,rac momdevno tavis lodins gamoiwvevs.amaze komentarebis simcirec metyvelebs.ar gewyinot,magram tu ar gamoacocxlebt tqven istorias,mkitxvels dakargavt...

 


№2  offline წევრი თაკუნა86

გასაგებია თქვენი პოზიცია.მე კომენტარების გამო არ ვწერ და როგორც შემიძლია და მესმის ისე ვწერ. აქ მარტო სიუჯეტი არაა თუ დააკვირდები ეს სხვაარის და არა მწვანე ან ლურჯთვალება ბიჭი რომელსაც ვიღაცა უყვარს და ა.შ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent