ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ექვსი )
სარკის წინ თვალდაუხამხამებლად მიშტერებია საკუთარ ანარეკლს. უყურებს და ვერ ხვდება, სად წავიდა ერთ დროს ლაღი, მხიარული, გადარეული გოგონა. რომელიც ხვალინდელი დღის მოლოდინით ცხვოვრობდა, რომ დამტკბარიყო იმ დღით. გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანები. დედა, ბებო, საყვარელი და რომელიც ქვეყანას ერჩივნა. ყველაფერი ჰქონდა რასაც ისურვებდა. ახლა კი უყურებს საკუთარ ანარეკლს და მხოლოდ ცოცხალ მოსიარულე ლეშს ხედავს. ერთ დროს ბედნიერებისგან მოცინარი თაფლისფერ თვალებს ფერი დაეკარგათ. ის მნათობი ვარსკვლავები ჩამქრალან, რომლებიც მათ სიკაშკაშეს აძლევდნენ. უსიცოცხლოდ გამოიყურებიან. როგორც ,,მწყურვალი კაცი უდაბნოში’’. ხშირად გაუგია ბებოსგან რომ ცხოვრება აფრებიანი ნავია, რომელსაც ძალიან ბევრი აფრენა აქვს. ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერ დროს ამოტრიალეს ძლიერი ქარბუქის დროს. რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაგატყდეს როდესაც არ ელი.. ვერ მოემზადები.. ცხოვრება მშვენიერი გეჩვენება.. არაფერი გადარდებს.. ამ დროს მოულოდნელად ვარდება ქარიშხალი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს.. კვდები.. იმის გაფიქრებაც განადგურებს, თუ რატომ აღმოჩნდი ერთი უკიდურესობისგან მეორეში.. ქარიშხალი ცაში აჭრილს ფრთებს გტეხავს და უღონოდ განარცხებს დედამიწაზე.. როგორც დედის ბუდედან გადმოვარდნილ ბარტყს.. ან ახლად ნასწავლი ჩიტივით, რომელიც დედას შორდება.. ამ ყველაფერს ადამიანები ხშირად ბედის უკუღმართობასაც ვაწერთ ან ღმერთის მიერ გამოგზავნილ განსაცდელს.. მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარი ისაა რამდენად ძლიერი ხარ ამ ყველაფრის ასატანად.. გადასატანად.. გვერდით გყვანან ის ადამიანები რომლებსაც შენი უბედურება გულზე ხვდებათ. გვერდით გიდგანან როგორც შეუძლიათ.. იზიარებენ და გეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში.. მაგრამ ბოლოს საკუთარ თავთან პირდაპირ როდესაც რჩები, ჭრილობები კვლავ იხსნება. უფრო ძლიერად ეჯახები პრობლემებს რომლებიც თავზე გახვევია. რაღაც მომენტში რწმენასაც კარგავ. იმედი გიცრუვდება.. თითქოს ყელში გორგალი გეჩხირება, რომლის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებ.. უჰაერობა გემართება თითქოს ვაკუუმში ხარ გამოკეტილი.. თითქოს ღმერთის არსებობას უარყოფ.. ფიქრობ ის ხომ ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს და არა პრობლემებს უგზავნიდეს.. სურვილი გიჩნდება გაქრე.. გაექცე პრობლემებს.. მაგრამ, თავს ამის უფლებას არ აძლევ, რადგან შემდეგ არასდროს აპატიებ.. აი, ახლა მის მიმართ ბედის გამოჩენილი დიდი ირონიით, გამზადებული ელოდება მანქანას. იმის სანაცვლოდ რომ დის გვერდით იყოს და თანაგრძნობის გამოხატვის ნიშნად ხელი ჰქონდეს ძლიერად ჩაჭიდებული. მართალია მის გვერდით სანდო ადამიანები იმყოფებოდნენ, მაგრამ მაინც ძალიან განიცდიდა. სულით და გულით მასთან იყო. საერკეში კიდევ ერთხელ შეავლო საკუთარ ანარეკლს თვალი. ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა, თვალზე მომდგარი ცრემლების შესაკავებლად. ჩანთა აიღო და ოთახი დატოვა. მისაღებში შევიდა და ბებოს გვერდით მიუჯდა. გვერდიდან მიეხუტა და ლოყაზე აკოცა. - ბეე, ჩემო საყვარელო ბებო, როგორ ხარ ? - რავიცი აბა შვილო, ნორმალურად. შენ როგორ ხარ ბებოს მოციმციმე ვარსკვლავო ? - სიყვარულით შეხედა შვილიშვილს. - მეც არამიშავს.. დღეს გადაჰყავთ გვანცა საზღვარგარეთ. მე ვერ მივყვები თან. ირაკლი და სესილი იქნებიან იქ. - შენ შვილო, შენ რატომ არ მიჰყვები ? - გაკვირვებით ჰკითხა. - მე ახალი სამსახური დავიწყე ბებო, მაღალ ანაზღაურებადი. ყველა ხარჯის გასტუმრებაში რომ დაგვეხმარება. ამიტომ არ შემიძლია თან გავყვე. ვიცი რომ საიმედო ხელში იქნება. ჩემი ბავშვები კარგად მიხედავენ. - არ უნდოდა ტყუილი ეთქვა, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავდა. სიმართლეს ვერ იტყოდა. -კარგი შვილო, თუ მასეა საჭირო.. ეჰ, რატომ არ გამისკდება მიწა და არ ჩამიტანს.. ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავ როგორ მეფლირთება გული. არაფრის გაკეთება არ შემიძლია თქვენთვის. ზედმეტ ტვირთად დაგაწექი ზურგზე.. - ქალმა ცრემლები ვერ შეიკავა. - ბებო, რას ამბობ ?! ეს მეორედ აღარ გაიმეორო თორემ ძალიან მაწყენინებ. ხომ იცი ჩემთვის და გვანცასთვის რამდენს ნიშნავ ?! ბავშობიდან შენ გვივლიდი და ზრუნავდი, როდესაც დედა არ იყო ჩვენს გვერდით.. ძალიან გვიყვარხარ ორივეს, ჩვენი სულის ნაწილი ხარ. ასე რომ ეს გონებაშიც არ გაივლო. ჩემი უსაყვარლესი ბებუკა ხარ.. - მთელი ძალით ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა მოხუცს. ამ დროს სიგნალის ხმაც გაისმა. - კარგი ბებო, ჩემი წასვლის დროა.. - კარგი ბეე, თავს გაუფრთხილდი კარგი ? მთავარია თქვენ იყოთ კარგად, თორემ მე მოხუცს არაფერი მჭირდება სხვა.. - მიყვარხააარ.. - გასასვლელიდან გამოსძახა და გარეთ გავიდა. გარეთ გასულს, სახლის წინ შავი, ბეემვეს მარკის ჯიპი დახვდა. როდესაც მძღოლმა დაინახა, გადმოვიდა და კარები გაუხსნა, ანიშნა რომ ჩამჯდარიყო. ისიც მივიდა და ჩაჯდა, მადლობის ნიშნად კი თავი დაუქნია. საქარე მინას თავი მიადო და თვალები დახუჭა. სალონში წყნარი მუსიკა იყო გაჟღერებული. გზაში დიდი ხანი არ ყოფილან. მძღოლმა უთხრა რომ მივიდნენ ადგილზე. მანაც თვალები გაახილა და მანქანიდან გადავიდა. გაოცებული უყურებდა მის წინ აღმართულ სახლს, რომელიც სასახლეს უფრო ჰგავდა. ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული გარედან. დიდი გალავანი ერტყა გარს, რომელსაც დიდი, შავი კარები ჰქონდა. - აქეთ წამობრძანდით ქალბატონი. - მამაკაცმა მიმართა და ხელით ანიშნა კარებისკენ. - კარგით.. - თავი დაუქნია და გაჰყვა. მძღოლმა დიდი ჭიშკარი გამოხსნა და პირველი შეატარა. ეზო ნაირფერი ყვავილებით იყო სავსე. ეზოს შუაგულში ქალის ქანდაკების შადრევანი იდგა. პირიდან კი წყალი გადმოსდიოდა. ლამაზად იყო შესრულებული ქანდაკება. როგორც ხელოვანს ძალიან მოეწონა. სახლის გვერდით კი დიდი აუზი იყო. სახლში შესასვლელი კარები გამოხსნა და შიგნით შეატარა. - მე დაგტოვებთ ქალბატონი. პირდაპირ და შემდეგ ხელმარცხნივ მისაღებში შეხვალთ და იქ იკითხეთ ბატონი ბეგლარი. - კარგით მადლობა. - არაფრის ქალბატონო. - თავი დაუკრა და მარტო დატოვა. თანანომ უზარმაზარ ჰოლს თვალი მოავლო. ,, რა ერთფეროვნება ტრიალებს, თითქოს მკვდარი სულები დაძრწიან’’ ,, ან ეს ნახატები, როგორ დაუდევრად ჰკიდია’’ ყველაფერი თეთრი იყო. თეთრი კედლები, თეთრი უზარმაზარი მარმარილოს კიბე, რომლითაც მეორე სართულზე ახვიდოდი. შუაში ჩამოკიდებული უზარმაზარი თეთრად მოელვარე ჭაღი. შუაში კი, ძვირფასი, სქელი და ბეწვიანი, ყავისფერი ხალიჩა. რომელიც საერთოდ არ უხდებოდა ინტერიერს. ყველაფერი ისეთი ძვირფასი და ძვირადღირებული იყო, რომლებსაც ტელევიზორში თუ ნახავდა. თვალიერებაში იყო გართული, როდესაც მასთან ახალგაზრდა მოსამსახურე გოგონა მივიდა. - გამარჯობათ, აქეთ წამობრძანდით ბატონი გელოდებათ.. - კარგი. გოგონას უკან გაჰყვა, მანაც კაბინეტში შეიყვანა. კაბინეტიც მდიდრულად მაგრამ უგემოვნოდ იყო მოწყობილი. წიგნების მრავალფეროვანმა კარადამ მიიქცია მისი ყურადღებოდა მხოლოდ, რომელიც კედელში იყო ჩაშენებული. - ქალბატონი თანანო მობრძანებულა ! - მის სახეზე მზაკვრული ღიმილი გამოისახა. - როგორ ბრძანდებით ? როგორ განწყობაზე ხართ ? - მადლობა, კარგად ვარ. თქვენ ? - ნაძალადევად ჰკითხა. - შენ აქ ხარ და ჩემი გეგმისკენ ერთი ნაბიჯით წინ ვარ. ცუდათ რატომ ვიქნები ?! - არაამქვეყნიურად გადაიხარხარა. - თანანო, გაოცებული უყურებდა ბოროტებით გაჟღენთილ კაცს. - საკუთარ ძმის შვილს ასეთ რაღაცას როგორ უკეთებთ ?! - გაოცებულმა ჰკითხა. დიდი ხანია რაც ეს კითხვა აწუხებდა. - ჰაჰ, რა ცნობისმოყვარე ყოფილხარ პატარა ქალბატონო. მამაჩემის საყვარელი შვილიშილიკო ბრძანდებოდა ბატონი ნერსე ამაღლობელი ! ამიტომ ის გახდა მისი მემკვიდრე ! ჩემი განსვენებული ძმისგანაც მიიღო მემკვიდრეობა და ისიც ეყოფა ! - მის საუბარზე გოგონას ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ვერ ხვდებოდა სად ეტეოდა ადამიანს ამდენი ბოროტება, ბოღმა.. - კი მაგრამ ის ხომ თქვენი ძმისშვილია, ქონების გამო ასე როგორ ლაპარაკობთ ?! - მისი დედა სოფლელი გომბიო იყო, რომელმაც ჩემი სულელი ძმა აცდუნა. ამიტომ ჩემი ძმისშვილიც ისეთივე გომბიოა. - მის თვალებში მხოლოდ სიძულვილი იკითხებოდა. - კარგი, არ ღირს მათზე ამდენი დროის დახარჯვა.. შენი წყალობით მე იმ საბუთებს მოვიპოვებ დანარჩენი მე ვიცი.. - ცინიზმით ამოილაპარაკა. - მე რა უნდა გავაკეთო, რისთვის დამიბარეთ ?! - მობეზრებულად იკითხა. იმ ოთახში უკვე სუნთქვა უჭირდა. - ქალბატონ ნატოს უთხარი შემოვიდეს.. - ტელეფონზე დარეკა და ვიღაცას უბრძანა. ცოტახანში კარებზე კაკუნი გაისმა, თანხმობის მერე ოცდარვა წლამდე ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. რომელიც მედიდურად იყურებოდა. მამაკაცს უღიმოდა და თან თვალებს უჟუჟუნებდა. შავი, გრძელი თმები ცხენის კუდივით შეეკრა. მაკიაჟში თოჯინას მიამსგავსებდით. მაგრამ მისი თვალები ისეთი ცივი და არაფრის მთქმელი იყო, რომ დიდი ყურადღება არ მიუქცევია თანანოს. - დღეიდან ყველაფერს რაც საჭირო იქნება, ქალბატონი ნატა იზრუნვებს რომ შეგასწავლოს.. ორ კვირაში ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს.. მე ვიზრუნვებ რომ კომპანიაში მიგიღონ. - ჩაიცინა. - კარგი, მე დაგტოვებთ შენი იმედი მაქვს ნატა ! - თვალი ჩაუკრა ქალს და კაბინეტი დატოვა. - ფეხზე წამოდექი .. - ცინიკურად მიმართა. გაკვირვებულმა შეხედა თანანომ და მითითება შეასრულა. - ჰმ, არ ვიცი.. არ ვიცი.. ყველანაირად ვეცდები.. - ამზერით აათვალიერ ჩაათვალიერა. თანანოს სურვილი კლავდა თმები ხელზე დაეხვია და მაგიდაზე თავი ერტყმევინებინა, მაგრამ თავი შეიკავა. მხოლოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ნაგლად შეხედა თვალებში. - მაღლებზე სიარული არ გეცოდინება ხომ ?! - არა, არ ვიცი.. - არ მიუქცევია მის დაცინისთვის ყურადღება. - ასეც ვიცოდი.. - დივანთან მივიდა და ყუთი აიღო. - აქ არის ფეხსაცმელები რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიცვა ხოლმე.. - ხელში მიაჩეჩა. - ნერსეს უყვარს დახვეწილი ქალბატონები. ნუ ეჭვი მეპარება შენ მოეწონო მაგრამ.. - ცხვირი აიბზუა. - ვნახოთ.. - გაეღიმა ქალის სახეზე. - დღეიდან დაიწყებ სიარულს. წინ არც ისე დიდი დროა.. იმედია ტყუილ უბრალოდ არ დავკარგავ შენზე დროს.. - თვალები გადაატრიალა. - იმედია.. - არ ეშვებოდა ნატას ნერვებზე დაკვრას. - ხვალ პირველ საათზე მოგაკითხავს მძღოლი და მზად დახვდი.. სალონში ჩაგწერ, როგორც ჩანს არც გღირსებია სიარული.. ნუ, ხო, შენ ხომ ღარიბი ხარ და ალბათ ბუტიკების მსგავს სალონში დადიოდი. - ირონიულად შეხედა. - არა, ქალბატონო ნატა.. მე ზოგ-ზოგიერთებივით ტოჯინასავით არ მსურს გამოვიყურებოდე.. და არც მჭირდება სალონებში სიარული. - თვალი ჩაუკრა. - წავიდე თუ კიდევ გნებავთ რამე ?! - მის სახეზე სიცილს ძლივს იკავებდა. - არა, შეგიძლია წაბრძანდე ! - გაცოფებულმა ამოილაპარაკა. აშკარად თანანომ ათიანში გაარტყა სიტყვები. კაბინეტი გაიხურა და საკუთარი თავით კმაყოფილმა გაიღიმა. მისაღებში ბეგლარი შეხვდა და შეაჩერა. - აბა როგორ არის საქმე ?! - ძალიან კარგად.. ქალბატონ ნატას მგონი დამშვიდება სჭირდება და მიბრძანდით კაბინეტში .. - გაღიმებულმა უთხრა და გაკვირვებული მამაკაცი მარტო დატოვა. გარეთ გასულს ნაცნობი მამაკაცი შემოეგება. - წამობრძანდით.. - უკან გაჰყვა. მამაკაცმა კარები გამოუხსნა და ისიც შიგნით მოთავსდა. - დღეიდან ალბათ ყოველ დღე მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა და ალბათ კარგი იქნება ერთმანეთს ვიცნობდეთ. - ღიმილით და მორიდებით უთხრა. - მე დავითი მქვია.. - ხელი გაუწოდა და გაუღიმა თბილად. ესიამოვნა მამაკაცის ასეთი საქციელი. ის ხომ მისი მამის ასაკის იქნებოდა. - მე თანანო მქვია.. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - თქვენი ?! არა შვილო უბრალოდ დათო ძია შეგიძლია დამიძახო. - კარგი, მით უკეთესი. - გაეცინა. - შენ ასაკის ქალიშვილი მყავს მეც შვილო. - თვალები გაუბრწყინდა შვილის გახსენებისას. - იმედია როდესმე გავიცნობ.. - როცა მოიცლი შვილო, არ არის პრობლემა.. - ამასობაში მოვედით კიდეც.. ხვალამდე. – თბილად დაემშვიდობა. - ხვალამდე შვილო.. - დაემშვიდობა და გადავიდა მანქანიდან. ჰელოეე გაიიზ :დ იმედია მოგეწონებათ :დ ვიცი რომ არ ვწერ კარგად ნუ ვცდილობ რა ჩემთვის :დ და იმედი მაქვს თან დიდი რომ გამომდის:დ დამიკომენტარეთ და მაინტერესებს თქვენი აზრი :დ რომ წერის სტიმული ამიმაღლდეს :დ მიყვარხართ თქვენ მე ძალიან ! ბოდიში რომ გალოდინებთ :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.