შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი ფიფქი ანუ ისტორია რომელსაც სახელი არ აქვს (ნაწილი პირველი)


3-09-2017, 21:24
ავტორი wiwiko
ნანახია 2 424

მაშინ დაიწყო დასასრულის დასაწყისი...
ჭორი გაგორდა
არაბული ქურდიაო
არაბული მკვლელიაო
არაბულმა დევდარიანებს ყველაზე ძვირფასი, მაგდა მოპარაო...
დიდხანს ლაპარაკობდნენ თუ რას იზამდა არჩილ დევდარიანი, თუმცა არაფერი გაუკეთებია შვილის დასაბრუნებლად...
უფროსწორად ვერაფერი...
დიდხანს იწუნებდნენ სასიძოდ არაბულს
ხან წარსულის გამო
ხან ხასიათის გამო
ეს დევდარიანებს არ მოსწონდათ არაბული, თორემ ბიჭი იყო?!

* * *
იმ დილას ვაჩემ გამაღვიძა. სალონში უნდა წაგიყვანო თმა უნდა შეგაჭრაო,
-დედას დავურეკავ და ვეტყვი რო თმა უნდა შემჭრა ბიჭურად -სლუკუნი ავტეხე და უღიმღამოდ დავიწყე ჩაცმა.
-შენ ხო ჩემი დაიკო ხარ! -ლოყები აქეთ-იქით გამიწელა და მთელი სახე დამიკოცნა. -ხოდა წავიდეთ ეხლა და თმები საკაიფოდ შევიჭრათ.
ჩაი დამალევინა და იმდენი ვქენი რომ ზედ გადავასხი.
ძალიან გამიბრაზდა...
მიყვიროდა...
მეჩქარება და ასე ეხლა სად წამოვიდეო...
ცოტა ხანში დაწყნარდა მაგრამ ხმას არ მცემდა..
დამითანხმა და სალონშიც მალევე მიმიყვანა. მერე სტილისტს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მაკოცა.
-ეხლა მე წავალ და შენ ეგრევე სკოლაში წახვალ აქედან რა, მერე დედა მოგაკითხავს... მიყვარხარ მაგდუშ ! -აცრემლებული თვალებით გამოვემშვიდობე...
ჩემი ვარცხნილობა საშინლად არ მომეწონა..
იქვე დავიწყე ტირილი რა არის ეს, ბიჭს ვგავარ თქო. მერე ვიღაც ქალი მამშვიდებდა არ გინახავს მოკლეთმიანი გოგოები, რა ლამაზები არიანო. ცოტა დავმშვიდდი, ჩანთა ავიღე და სკოლაში წავედი.

მერე ვიღაც კაცს დავეჯახე..
-რა არის ბიჭო წინ არ იყურები? -ამაზე ისევ ტირილი ამიტყდა...




სახლში რომ მივედი ყველაფერი არეული დამხვდა. პოლიციის მანქანას რომ მოვკარი თვალი გულმა ბაგაბუგი დაიწყო.დედა საწოლზე იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და არადამიანურ ხმებს გამოსცემდა. არჩილი გაშეშებული იჯდა თავის საყვარელ სავარძელში, სახე დაწითლებული, ძარღვებ დაბერილი, სიმწრისგან დაკრეჭილი და აკაწკაწებული კბილები...
საშინელი სურნელი იდგა სახლში...
უბედურების სურნელი...
მაშინ ათი წლის ვიყავი...
* * *

-რა მოხდა? -კითხვას ვსვამდი თუმცა არავინ მპასუხობდა. რამდენჯერმე დავიყვირე კიდეც, თუმცა არავინ იღებდა ხმას.
ნანა ისევ ისე ტიროდა...
ყველანი მანქანაში ჩავსხედით და პოლიციის მანქანას გავყევით.
ნანას ჩემი თავი გულთან ჰქონდა მიკრული და მისი ცრემლებით სახე მისველდებოდა.
განყოფილებაში შეგვიყვანეს თუ არა, მე მოსაცდელში დამტოვეს.
მერე ვიღაც ბიჭი გამოიყვანეს და დაკითხვის ოთახთან დააყენეს.
ბორკილები ედო...
ჩასისხლიანებული თვალები მომაპყრო,
ტუჩი მოიკვნიტა...
სისხლი წასკდა..
წამიერად თვალები დახუჭა და ისევ მე შემომხედა...
-შენ რა ვაჩეს ძმა ხარ? - ლამის ტირილი ამიტყდა, ამასაც ბიჭი ვგონივარ თქო...პასუხი ვერც გავეცი, დამიძახეს და სიკვდილმისჯილივით წავედი დაკითხვის კარისკენ. ერთი ისევ გამოვხედე...
თვალი ჩამიკრა
-ნუ გეშინია -ხრინწიანი ხმით მითხრა
-არ მეშინია
* * *
-საქმეზე რამდენი წახვედით?
-მარტო ვიყავი
-გიმეორებ, საქმეზე რამდენი წახვედით?
-ბარემ კოკო დამიძახეთ და გალიაში ჩამსვით -ეჭვმიტანილმა სიმწრისაგან გაიღიმა, თვალები ააბრიალა და გამომძიებელს ზიზღით სავსე თვალები მიაპყრო.
-კიდე ღადაობის ხასიათზეა ეს დედა***ი?! -ძირს ეგდო და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, უმოწყალოდ ურტყამდნენ...

* * *
-თქვენი ძმა ბოლოს როდის ნახეთ?
-ჩემს ძმას რა სჭირს? -ბავშვური გულუბრყვილობა მაშინვე გამოვავლინე.
-კითხვაზე მიპასუხეთ
-სალონში მიმიყვანა და მერე წავიდა..
-გოგონი სახლში რაიმე უსიამოვნება ხომ არ მომხდარა ამ ბოლო დროს?
-კი მოხდა -ჩემს პასუხზე გამომძიებელი სკამიდან წამოდგა და ყურები ცქვიტა
-რა მოხდა?
-დილით ვაჩეს ჩაი გადავასხი, ძალიან გამიბრაზდა- ეს ვთქვი და ტირილი ავტეხე. გამომძიებელი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
-კარგი, თავისუფალი ხარ...
-თქვენ არ გესმით, ვაჩე ძალიან გამიბრაზდა. თუ ჩემს გამო არ მოდის სახლში, გთხოვთ უთხარით რომ არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა -ვცდილობდი ხმა გამომძიებლამდე მიმეწვდინა, მაგრამ მერე ოთახიდან გამომიყვანეს…

დიდხანს დარბოდნენ სასამართლოში არჩილი და ნანა. ვაჩეს გარეშე დღეები უფრო აუტანელი ხდებოდა. ყოველ ღამით ნანას კივილი მაღვიძებდა, კართან იდგა და ვაჩეს სახელს განწირული ხმით ყვიროდა.
-დედა ვაჩე როდის მოვა? -პიჟამას ამარა გავვარდი გარეთ.
-აღარ მოვა...
-საერთოდ?
-საერთოდ! -მაშინ ვერ მივხვდი ამ სიტყვებს... მეგონა ვაჩე ისევ მეგობრებთან ერთად იყო, სვამდა, ერთობოდა და ერთ დღესაც შემოაღებდა სახლის კარს, ისევ შემოვიდოდა ჩემს ოთახში და შემახსენებდა რომ მაგდუშა ძალიან უყვარდა!..
დიდხანს ველოდი ამ ღამეს...
იქამდე სანამ ერთ მშვენიერ დღესაც არ გამარკვიეს რომ ვაჩე აღარ იყო..
უბრალოდ აღარ იყო..

* * *
დრო ისე გადიოდა რომ სახლში ძმის არარსებობას უკვე შეგუებული ვიყავი და ეგოისტობაც კი მეპარებოდა...
რათქმაუნდა ხანდახან...
მაშინ დაიწყო დედისერთა მაგდას ფუფუნება...
მშობლების და ახლობლების გადამეტებული ყურადღება...
სკოლის ბანკეტზე ძალიან მინდოდა საყვარელი ჯიპით მისვლა...
არჩილს არ ეცალა მანქანის დასაქირავებლად...
ბოლო წუთს მომადგა სახლთან ტატო შავი გელენვაგენით...
იმ დღეს ბანკეტზე ბავშვობის მეგობართან, ტატოსთან ერთად უნდა მივსულიყავი.
ტატო იყო ბიჭი, რომელიც ვაჩეს მაგივრობას მიწევდა...
დიდხანს ჭორაობდნენ ტატოს მაგდა უყვარსო...
მაგრამ იმათმა რა იცოდნენ ტატოს ვინ უყვარდა?! ტატოს ისეთი გოგო უყვარდა, მთელი საბურთალო რომ დასდევდა და ბოლოს იმდენი იჩალიჩა, ცოლად მოიყვანა.

ბანკეტზე ერთად ვიჯექით მე , ლიკა და ტატო. იმ დღეს ეცეკვა ტატოზე გაბრაზებული ლიკა კერესელიძე გიორგი დოლიძეს.
-ეს იმდენს იზამს დღესვე გავათხოვებ!-ეს თქვა ტატო ბექაურმა და მაგ საღამოსვე მოიტაცა კერესელიძე შავი გელენვაგენით.
ასე გავათხოვეთ ლიკა.

* * *
დიდი მონდომებით ჩავაბარე ეროვნულები და ჯავახიშვილში ჩარიცხვაც დიდი ზარ-ზეიმით ავღნიშნეთ. ნანა გახარებული და აღტაცებული ყვებოდა თავის დაქალებში ჩემი გრანტით ჩარიცხვის ამბავს და თან აყოლებდა რა იქნებოდა ვაჩე ამ დღეს მოსწრებიყოო.
არჩილმა უნივერსიტეტის პირველ დღეს კარებთან შემაჩერა და ხელში რაღაც ჩხარუნა ნივთი გადმომიგდო..
გასაღები იყო, გელენვაგენის..
ზუსტად ასეთ მომენტებში მახსენდებოდა, რომ ვაჩე აღარ იყო.
რომ არ ვიყავი ღირსი ამ ყველაფრის
რომ ცხოვრება უსამართლო იყო...

* * *
უნივერსიტეტში მალევე დავუახლოვდი ბავშვებს. მე და ჩემი ჯგუფელი, ეკა გამოვდიოდით უნივერსიტეტიდან, წინ მანქანა რომ გაჩერდა და რამდენიმე ბიჭი გადმოვიდა.
-ვა ეკუშ როგორ ხარ ტო? -ყველაზე მაღალი ეკასკენ წამოვიდა და გადაკოცნა.
-კარგად დავით შენ როგორ ხარ? -ეკა გაიპრანჭა
-გამარჯობა -თავი დამიკრა ვიღაც დათომ და მეც მივესალმე. ორიოდე ბიჭი მანქანასთან დარჩა და აქეთ იყურებოდნენ. მალევე წამოვიდნენ ისინიც ჩვენსკენ.
-გაგაცნობთ რა , ეს ირაკლია გოგრიჭიანი და ეს მათეა არაბული -ეს მათე სასწაულად მეცნობოდა, მაგრამ ვერა და ვერ გავიხსენე საიდან. არაბული გაშტერებული მიყურებდა. ყველანი უხერხულად მივაშტერდით მას.
-რა გჭირს -ლოყაზე ხელი მოუსვა დათომ
-შენ რა გვარი ხარ? -არაბულს თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა. ჩერჩეტმა ეკამ არ დამაცადა ისე უპასუხა
-მაგდაა დევდარიანი - ეს თქვა თუ არა არაბულს თვალებში სისხლი მოაწვა. ნერწყვს მძიმედ ყლაპავდა. მეჩქარებაო მარტო ეს თქვა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ. გაოცებული ვიყავი მისი საქციელით და ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობდი...
ეკასგან გავიგე ახალი გამოსულია ციხიდან და ცოტა უცნაური ტიპიაო...
რაზე იჯდა?! კაცმა არ იცის...



და და და დაამ )) გავაგრძელო?



№1 სტუმარი Guest ნინა

თუ მალე დადებ
ხოლმე აუცილებლად.. ნუ
თუ მალე ვერა მაინც აუცილებლად

 


№2 სტუმარი sho sho

ჭორი გაგორდა არა,აგორდა.გაითვალისწინე შემდგომში.

 


№3 სტუმარი Guest თათუ

შინაარსობრივად რაღაც საინტერესო ჩანს..
სიმართლე რომ გითხრა მომავლის რაღაც წვრილმანები უკვე ცხადია,თუმცა თუ დაფიქრებულად წაიყვან ისტორიას აუცილებლად კარგი რამე გამოვა.

პატარა გრამატიკულ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ
*აღ-ვნიშნე და არა ავ-ღნიშნე,
*მრავლობითში ვისხედით და არა ვიჯექით
და რაც მთავარია გელენდვაგენია სწორი.
აბა წარმატებები,ველოდები ახალ თავს :*:*

 


ველოდები შემდეგ თავს კარგი იყოო heart_eyes

 


№5  offline წევრი isterichka123

fbgagardzeleeeeee

 


№6  offline წევრი sofia25

აუშენი ნიკირომ დავინახე ისე გამეხარდა:) ქუჩაში ერთხელ მაქვს წაკითხული
წაკითხული კიარა დაზეპირებული უფრო:)
ძალიან ძალიან ძალიან გამიხარდი!
და იმედია არდატოვებ ამ ისტორიას დაბოლოში გაიყვან

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

აღარ აგრძელებ??

 


№8 სტუმარი 123

ამ ისრორიას გაგრძელება არ აქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent