შენ მე დელიგიტით (სიყვარულით) დამაავადე (მესამე თავი)
-დაჩი?აქ რა გინდა? -სალაპარაკო მაქვს შენთან მეუბნება წყნარად და შიგნით შემოდის.ოხ ჯანდაბა.ესღა მაკლდა. -სანდრო გაიცანი ეს ჩემი ძმაა დაჩი.ვეუბნები და ყალბ ღიმილს სახეზე ვიკრავ. -სასიამოვნოა ეუბნება და თავის ხელს აგებებს დაჩისას. -ჩემთვისაც,ამბობს დაჩი და კოპებს კრავს. -ლიზა მგონი ჯობს წავიდე.ფეხზე დგება სანდრო და კარებთან მიდის. -სასიამოვნო საღამო ოყო მართლა,სიცილით ამბობს და ზღურბლს იქით უჩინარდება. -რა?გაკვირვებული ვეკითხები და დივანზე დაღლილი ვესვენები. -გოგო შენ სულ გააფრინე?ვინაა ეს ბიჭი.ან ამ შუაღამით აქ რას აკეთებს? -შენ რა გინდა აქ? -ჯერ შენ. -არაფერი მეგობარია და ვსაუბრობდით. -გიორგიმ ყველა შენი საკრედიტო ბარათი დაბლოკა. -უი რას მეუბნები?შემთხვევით მეც იქ ხო არ ვიყავი? -დამამათავრებინებ? -მიდი ხო -კაროჩე,არც მე მინდა საფრანგეთში წასვლა.თან აქ ხო ხვდები ანია და რაღაც.ხოდა მეც ჭჯვიანურად მოვიქეცი და ვუთხარი,რომ ასე უპატრონოდ ეს რესტორნები და სასტუმროები ვერ დარჩება მეთქი.მე ვმართავ.რავიცი რა ეტაკა მაგრამ კარგიო მითხრა. -ვა მაგარია.გულწრფელად გამიხარდა და ძმას გადავეხვიე. -ხოდა აღვადგენ შენ საკრეტიდო ბარათებზე ყველა გაყინულ თანხას. -არ მინდა. -მისმინე,ვიცი დამოუკიდებლობა გირჩევნია,მაგრამ ეგრევე არ გამოგივა შენც ხოიცი.ნელ-ნელა და ეგაა.ცოტას ჩაგირიცხავ.1000$.გაწყობს? -კარგი ხო.ვუთხარი და გასაცილებლად ფეხზე წამოვდექი. -ისე კარგი ბიჭი იყო.მეუბნება,იცინის და გარეთ გარბის. -------------------- ერთი კვირაა სანდრო არ მინახავს,ან როგორ ვნახავდი ისეთი დატვირთული ვიყავი.სამსახური ვიშოვე.დღეს უკვე მესამე დღეა და აი ლექციებიდან პირდაპირ რესტორან ,,სანპიროზე" მივდივარ. -ინებეთ.კლიენტს შეკვეთას ვაწვდი და უკან ვბრუნდები. -ლიზა,5 მაგიდასთან.მეუბნება მენჯერი და მეც მათკენ მივდივარ.მაგიდას ოთხი ბიჭი შემოსხდომია. -გამარჯობა ვესალმები ისე რომ არცერთს ვაკვირდები.-რას ინებებთ? -შენ მპასუხობს ერთ-ერთი და მახსენდება სანდრო რომელსაც იგივე ვუპასუხე. -ლიზა აქ რა გინდა?გაკვირვებული მეკითხება სანდრო და ოთხივე ბიჭის მზერას ახლა უფრო კარგად ვგრძნობ. -ვთამაშობ.ირონიულად ვეუბნები და კალამს ხელში ვათამაშებ.-რა უნდა მინდოდეს?ვმუშაობ. -მემეგონა შენნაირი განებივრებული გოგონები ამას არ კადრულობდნენ. ეს რა ირონია იყო?გული დამეწვა.მივხვდი,რასაც აკეთებდა სანდრო,მაგრამ არ შევიმჩნიე. -რას ინებებთ?კიდევ ერთხელ გავუმეორე და ფურცელზე რაღაცის ჩანიშვნა დავიწყე.ამ დროს მაგიდას ვიღაც გოგო მოუახლოვდა და სანდროს გვერდით დაიკავა ადგილი. -რას შვებით ბიჭებო?მის ხმაზე რამის სიცილი ამიტყდა.ისე ცდილობდა "ჯ"ერსკულად ელაპარაკა.-უკვე შეუკვეთეთ რამე?იკითხა და თმა გვერძე მოიქცია. -არ ჯერ.უპასუხა ერთ-ერთმა -მე მინდა რამე ნაკლებად კალორიანი,ისეთი ნახშირწ....ბი ბევრი რომ არ ქონდეს.გაქვთ ესეთი რამე? -დიახ წყალი. ვპასუხობ სრული სერიოზულობით და მომლოდინე თვალებით ვუყურებ გოგონას.უმეტესობა ფხუკუნებს და აქეთ-იქით იხეხედება. -ჰა ჰა ჰა.რა საცილოა.მეუბნება გოგონა და თმას ისევ ისწორებს.-მე შენ გიცნობ,გიორგი დადიანის შვილი ხარ.მოულოდნელად ტელეფონს იღებს და ფოტოს მიღებს.საზოგადოება შოკში ჩავარდება რომ გაიგებს ცნობილი ბიზნესმენის შვილი მიმტანდ მუშაობს. უემოციო სახით ვუმზერ. -რას ინებებთ?კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვებს გეგონება დაპროგრამებული ვიყო. -მოკლედ,მე მინდა თევზი. მეუბნება ხუჭუჭა შავრგრემანი ბიჭი. -მე კრაბის სალათა.ამატებს სანდრო. -მე ქაბაბი მინდა.მეუბნება ჩალისფერ თმიანი ბიჭი. -რავიცი მე არაფერი მინდა.ანდა პიცა მომიტანე. -სულ ეს არის? ვკითხულობ და კალამს მარჯვენა ხელში ვიჭერ. -მე მინდა სალათის ფურცლები თუ შეიძლება.ამატებს გოგონა და ამრეზად მიყურებს. -კარგით.ისევ უემოციოდ ვშორდები მაგიდას და შეკვეთას მენეჯერს ვაწვდი. ამ დროს ვხედავ კარებში შემოსულ ზე სიმპატიურ ბიჭს.უფ რა ზე სიმპატიურ,დაჩის ძმაკაცია ირაკლი.ბავშობაში ისე მომწონდა,მაგრამ ჩემი უჟმური ძმა ხელს მიშლიდა. -ლიზიკოო,მომიახლივდა და გადამკოცნა. -იკაკო აქ რა გინდა? -გოგო შენმა ძმამ ფოტო ნახა სოციალურ ქსელში.გააფრინა,თვითონ მოდიოდა და გადაგარჩინე. -აა,მობეზრებულად ჩავილაპარაკე და ბარის სკამზე ჩამოვჯექი. -აბა?კარგია შრომა გარჯა მუშაობა?მეუბნება სიცილით და თმას მიბურდავს. -უფფფ,გადასარევი ვეუბნები სიცილით და სანდდოს მაგიდისკენ თვალს ვაპარებ.ვხედავ როგორ იყურება აქეთ. -ლიზა 5 მაგიდის შეკვეთა მზადაა,მეუბნება მენეჯერი და ხელში ლანგარს მაჩეჩებს. მეც ნელა მივდივარ და ასე ვთქვათ სუფრას ვაწყობ. -გემრიელად მიირთვით ვამბობ და მაგიდას დიდი სისწრაფით ვცილდები. -ლიზუუ,წამო რა,დღეს საღამოს მთაწმინდაზე ავიდეთ.ძველუ დრო გავიხსენოთ. -მმმ რავიცი.არამგონია უფროსმა გამომიშვას.ვამბობ და დანაღლიანებული იდაყვებს ვეყრდნობი. -შენი უფროსი შენს წინ ზის.სიცილით მეუბნება იკა და ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას სერიოზულდება. -გოგო რა დაგემართა მამაჩემის რესტორანია ეს. -აუჰჰ..თავში ხელს ვირტყამ და ფეხზე დენდარტყმულივით ვდგები. -რა?მეკითხება და ისიც დგება.-მოკლედ მიდი გამოიცვალე რა უკვე 8 საათია და ავიდეთ ბარემ. -აუ რა მაგარია პატარა ბავშვივით მივრბივარ გასახდელი ოთახისკენ.5 წუთში კი უკან ვბრუნდები და ირაკლისთან ერთად მანქანაში ვჯდები. -მოკლედ მოყევი აბა ქრაშების და მრაშების ამბავი რას შვება ვეკითხები და თან ვიცინი. -არც არავინ მომწონს და არც არავინ მიყვარს.შენ? -არცმე.ვეუბნები და ვუღიმი.რათქმაუნდა მანქანაში ენა არ გაგვიჩერებია იმდენი ვილაპრაკეთ. -ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ რა.კნუტის თვალებით ვუყურებ ირაკლის. -მოიცადე ლიზა,ურიგოთ ნუ მიმათრევ მეუბნება და ბუზღუნებს. -ხო ლიზა რიგი დაიკავე,ნაგლურად მეუბნება სანდრო და მიღიმის. -ყველგან შენ როგორ? ვეკითხები და ვღიზიანდები. -თქვენი ბარათი თუ შეიძლება.ბარათს ვაწვდი გამტარებელს და ირაკლისთან ერთად ერთ-ერთ კაბინაში ვჯდები. -ლიზიკოოო მეუბნება ირაკლი როდესაც ზემოთ ნელ-ნელა მივიწევ. -ხო სიცილით ვეუბნები. ის ხელს უფრო და უფრო მიჭერს მაჯაზე. -ხოიცი როგორ მეშინია სიმაღლის რას მომათრევდი აქ? -ხელი მტკივა. -არ მაინტერესებს,აქ რო მოგყავდი ჭკუა არ გტკიოდა? -დაწყნარდი და გადახედე თბილსისს.ნახე რალამაზია. -ვაიმეეე...მოულოდნელად დაიწყო ყვირილი.გავჩერდით ლიზიიი დროზე,ამუშავდეს. ამ დროს ისტერიული სიცილი ამივარდა.ამხელა ბიჭია და ასე ქალივით მოთქვამს. -რაგაცინებს გოგო. -ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაიტანო,ვეუბნები და თან ვხითხითებ. -კარგი მაშინ თუ ასეა... წამის მეასედში ის ჩემს ტუჩებს ეწაფება. ------- გაჩერებულ ბორბალზე ,ერთი მშვენიერი წყვილი, ასე თუ შეიძლება დავარქვათ უსასრულობაში არიან გადავარდნილები.ბიჭმა არ იცის რატომ აკოცა გოგოს აი გოგომ კი იცის რატომაც აჰყვა მის პირველ სიყვარულს.თითქოს მოშუშებული ჭრილობები გაეხსნა.ისევ დაუბრუნდა წარსულს.ეშმაკის ბორბალმა მოძრაობა განაგრძო.ბედმა ასე ისურვა.ახლა ორი ადამიანი თითქოს ერთი პიროვნება გახდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.