მთებს იქით სიყვარულია! 6
ხელში მიყვანს და კლდეებზე იკვლევს გზას. მე დამორცხვილს, ჩაქინდრული მაქვს თავი და ფეხის ტკივილისგან ვტირი. როგორია, ახალ გაცნობილ ბიჭთან, ფეხი მოიტეხო და იმედია ფეხი მოტეხილი არ არის , ხელში აყვანილი მიჰყავხარ. მაგრამ რადროს ეს არის! თავიც დავარტყი და ძალიან მტკივა. -მტკივა!-ვზმუივარ და თვალებიდან რიგრიგობით მოსეირნობენ ცრემლები. -დამშვიდდი! მალე მივალთ!-მამშვიდებს და თავზე ხელს მისვამს. ჩვენი სახლი დავინახე და ბედნიერებისგან ღიმილი და ცრემლები ერთმანეთს ერწყმიან. ალექსანდრე ნაცრისფერ ჭიშკარს აღებს და შიგნით შევდივართ. -ლელა და ვაჟა სად არიან?-ვკითხულობ და ცრემლებს ვიწმენდ. -ალბათ, უკვე წავიდნენ!-ამბობს ის- მე წავალ, აქვე ცხოვრობს ექიმი და მოვიყვან, გაგსინჯოს.-მეუბნება და ოდნავ მოშვებულ წვერზე ხელს ისვამს. -მალე მოდი გთხოვ, მტკივა! ექიმი მოვიყვანე!-გარედან ალექსანდრეს ხმა მესმის. ალექსანდრე და ერთი ხანში შესული კაცი შემოდის. -რევაზი ძია, ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი და თავი იტკინა. ექიმი ჩემსკენ მოდის და ფეხზე ხელს მადებს. მე თვალებს ვხუჭავ. ვერ ვხედავ რას აკეთებს. რამდენიმე ხანი ექიმი რაღაცეებს აკეთებს, მე კი ამას მხოლოდ ვგრძნობ. -საბედნიეროდ ფეხი მოტეხილი არ არის!-ამბობს ექიმი- მხოლოდ ნაღრძობია!-ამ სიტყვების თქმისას თვალებს ვახელ და იმედით შევჰყურებ რევაზი ექიმს. -წამლები არ მაქვს, წასვლა მოგიწევთ აფთიაქში და რაც მთავარია იწექი და ნაკლები იმოძრავე!-მიღიმის და გვემშვიდობება. -ლელა, რომ მოვა წავალ წამლებს მოგიტან! -არმინდა, ალბათ ძალიან შორს არის.-ვეუბნები და ფეხზე ხელს ვისვამ. -კარგი რა ნინა! ცუდათ ხარ, კამფეტები კი არ უნდა გიყიდო! -კარგი, გმადლობ! ლელა და ვაჟა შემოდიან და ლელა გაკვირვებული იყურება აქეთ-იქით. -რომ ვეღარ გიპოვეთ, აქ მოვედით!-ამბობს ის-კარგად ხარ ნინა?-მეკითხება და შეშინებული მიყურებს. -არაფერია, ცხენიდან გადმოვარდი. -ცხენიდან გადმოვარდი და არაფერია? -ექიმმა მნახა და ფეხი მაქვს უბრალოდ ნაღრძობი! -მე უნდა წავიდე, წამლებს მოვიტან. ლელა ნინას არ მოსცილდე!-ეუბნება ალექსანდრე. -დაიცადე მეც წამოვალ!-ეუბნება ვაჟა. -არა შენ აქ დარჩი თუ რამე დასჭირდათ შენ იცი! -აფრთხილებს და ხის კარებს იხურავს! -ადექი ახლა მე ნუ დამყურებ, ვაჟას ჩაი დაალევინე!-ვუყურებ უკმაყოფილო ლელას. -არმინდა! შენ ნინა რამე ხომ არ გინდა?-კითულობს ვაჟა. -მე არაფერი, მაგრამ თქვენ ჩაი დალიეთ! ლელა დგება და ფინჯნებს ამზადებს. -აფთიაქი შორსაა?-ვეკითხები მე ვაჟას. -შორსაა, მაგრამ მალე მოვა არ ინერვიულო!-მიღიმის ვაჟა. -ლელა წადი რა შეშა შემოიტანე!-ვეუბნები მე. -იყოს მე შემოვიტან! შენ მაჩვენე სად არის. -ორივე გარეთ გადიან და ალექსანდრეს ხმაც მესმის. -ნინა დავბრუნდი!-წამლებით ხელში შემოდის.-ეს წამალი უნდა დალიო.-მანიშნებს და წყლით სავსე ჭიქას მაწვდის. -ალექსანდრე, გმადლობ! ჩემს გამო სულ გაიყინე! -არაუშავს მთავარია კარგად იყო! ----------- სულ არ დადებას, მგონი ჯობდა... ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.