ჯიუტი და მისი სვანი (თავი 3)
მისი ხმის გაგონებისას თავის ტკივილიც და ძილიც გადამავიწყდა დაფეთებული აბაზანაში რომ შევვარდი და თავს ვიწყევლიდი ასეთ იდიოტი რომ ვიყავი და ასე შევირცხვინე თავი... ხუთი წუთი კარებს ვეკვროდი და ღრმად ვსუნთქავდი ოთახის დახურვის ხმა რომ გავიგე და მივხვდი გავიდა, ცოტა დავმშვიდდი მაგრამ თავიდან არ ამომდიოდა სირცხვილის გრძნობა.- ისე რა ჩემი ბრალია თვითონ რა უფლებით შემოვიდა ჩემს ოთახში ან სად ჯანდაბაშია სალომე.. დამშვიდებულმა წყალიც გადავივლე და უფრო დამამშვიდა თბილმა წყალმა, თან ვფიქრობდი ყველაფერზე და უეცრად დამპლური აზრი მომივიდა თავში, მართალია არაფერი დაუშავებია ჩემთვის ბატონ ნიკოლოზს მაგრამ რავქნა ძველ ჩვეულებებს რომ ვერ ვივიწყებ, ეშმაკურად ჩავიცინე და კაბინიდან გამოვედი, ახლა მივხვდი რომ ტანსაცმელიც კი არ შემომიტანია, თუმცა სად მქონდა მაგის თავი იმ დროს, ტანზე არც თუ ისე გრძელი პირსაწმენდი მოვიხვიე და ოთახში გამოვედი, ეგვევე კარადასთან მივედი და ვარჩევდი რა ჩამეცვა ნაბიჯების ხმა რომ გავიგე , წამში ტვინიც გადამიტრიალდა იმდენი ვამ ვიფიქრე, მოჩვენებები დამეწყო თქო მაგრამ ცხელი სუნთქვა რომ ვიგრძენი კისერთან აი მაშინ მიხვდვი ძაან რომ მქონდა დარხეული -შენთვის არ უსწავლებიათ რომ ასე არუნდა დახვდე ბიჭს! -და შენთვის არ უსწავლებიათ დაუკაკუნებლად სხვის ოთახში უზრდელობაა შემოსვლა?? შემოვუტრიალდი და თვალებში შევანათე, ჯერ ჩაეცინა შემდეგ სახე დაასერიოზულა და ახლოს მომიტანა.. -ცნობისთვის დავაკაკუნე , მაგრამ გამახსენდა როგორ გიყვარდა ბავშვობიდან მკვდარივით ძილი და თავს უფლება მივეცი შემოვსულიყავი, და სიმართლე გითხრა საერთოდაც არ ვნანობ, რაარის იმაზე სასიამოვნო დილით ასე მადისაღმრძველ ქალბატონს რომ ხედავ..ჩაიცინა და თვალებში ჩამაშტერდა..ავწითლდი გავმწვანდი რომელია...სირცხვილისგან და სიმწრისგან ათასი ფერი გადამივიდა, გამწარებულმა ხელი ვკარი და ოდნავ მოვიშორე რაზეც სიცილი წასკდა -ყველაზე უტაქტო და უზრდელი ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია! მოშორდი აქედან! და ცნობისთვის თუ ჰორმონები აშლილი გაქვს წადი და სხვასთან დაიკმაყოფილე საყვარელო, სარკასტულად ჩავიცინე და კარადას ავეყუდე...ჩემმა ნათქვამმა აშკარად მხიარულება მომატა, ხელები ჩემს გარშემო დაალაგა და სახეც მომიახლოვა -რატომ უნდა დავიკმაყოფილო სხვასთან, როდესაც შენ აქ მყავხარ? თუმცა ისე ბავშვები არ მიზიდავს თანაც ცხვირმოუხოცავი ამიტომაც ერთმა შექებამ ნუ გადაგრია ჩაიცინა და მომშორდა, უკვე კარებთან იყო სიტყვა რომ დამაწია..-ხოდა რაც შეეხება აქ შემოსვლას მაკდონალდში მივდივართ ბავშვები და თუ მალე დაიწყნარებ ნერვებს ჩამოდი და წავიდეთ ..თვალი ჩამიკრა და სიცილით გავიდა.. გამწარებულმა ბალიში ავიღე და უკვე დაკეტილ კარს ვესროლე. -იდიოტო! დეგენერატო! თურმე ცხვირმოუხოცავი ღლაპი არაა? მაგასაც განახებ ნერწყვები თუ არ გაყლაპინო შე ჰორმონებ ათუხთუხებულო მაიმუნო! ნერვებმოშლილი ჩემს თავს ველაპარაკებოდი და გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში, მოკლე შორტები ჩავიცვი და ტოპი ფეხზე ნიუ ბალანსები ფეხზე თმები გავიშალე და უკვე მომზადებული დაბლა ჩავედი სადაც ბავშვები დამხვდნენ..სალომეს მტრულად გადავხედე,მიხვდა კიდევაც რის გამოც და თავიც ამარიდა..დათო მომიახლოვდა კიბეებთან და დემონსტრაციულად მომესალმა -დიდება თქვენს გამოჩენას, ძლივს დაგვრთეთ პატივი და გამობრძანდით -ჰო რავიცი ცოტა ადრე რომ გავეღვიძებინე სალის არიქნებოდა რთული ჩემი გამობრძანება,სარკასტულად ჩავიცინე და სალის გავხედე, დავინახე ნიკუშას თვალები როგორ გაშეშდა და ხელი სახეზე მოისვა, ასე გინდა საყვარელო ჯერ სადხარ! -კაი კაი გვეყო წავედით ეხლა..ალექსანდრე მოგვიახლოვდა და ორივეს მოგვაწვა წინ წავსულიყავით -მოიცა მოიცაა, ჯერ ეს ქალბატონი ავა და გამოიცვლის შემდეგ კი წავალთ! -რას ერჩი ჩემს ტანსაცმელს დათო?? -რას ქვია რას ვერჩი ? ახლა ისღა მაკლია ყველა გამვლელს თავი დავუჟეჟო -ოოო გეყოფათ ეს უაზრობები ამ ბიჭებს რა! წავედით! -ოხ სალომეე! ამოილაპარაკა დათომ შემდეგ ისევ მე შემომხედა-კაი ჯანდაბას წავედით! ყველანი გავედით გარეთ სალომე ჩავკოცნე კიდევაც ასე რომ მოქმედებს ჩემს დეიდაშვილზე ასე .. გვერდით ჩავუარე ვაჟბატონს და გარეთ გასულებს გამახსენდა ჩემი ეშმაკური გეგმა და ბავშვებს მივუბრუნდი -აუუ ბავშვებო სულ 5 წუთი დამელოდეთ და მალე მოვალ ..მივაყარე და უკან გავბრუნდი... ადრე სალის პატარა მამიდაშვილი ჰყავდა მოყვანილი ძალიან უყვარდა ხოჭოები, ობობები და ამდაგვარი რაღაცები, ამაში აშკარად გავუგეთ ერთმანეთს და საჩუქრად მაჩუქა კიდევაც 3 ტარაკანა, გახარებულმა ჩემი ოთახის თაროდან ჩამოვიღე და ჩანთაშ ჩავიგდე! ვიცოდი გამომადგებოდა! ეგვევე ბავშვებთან ჩავედი და წავედით.. კაი დრო გავატარეთ, შემდეგ გიგამ რო წამოაყენა იდეა -აუ ტოო მაინც ყველა ვისვენებთ და წამო სვანეთშ დავაწვეთ ყველა აბა ამ სიცხეში თბილისში რა გაძლებს. -აუუ კიი მაგარი იდეაა, წავიდეთ..ყველას მოგვეწონა იდეა და საღამოსკენ მზადება დავიწყეთ რადგან დილით ვაპირებდით წასვლას 6სთვის რაადგებოდა წარმოუდგენელი იყო..ბოლოს გოგოები ჩემთან დავტოვე რადგან ყველა ერთად წავიდოდით.. -აბა გამოტყდი ახლა ქალბატონო დათისთან რა ხდება?? მივუტრიალდი სალომეს რაზეც სიწითლე გადაუვიდა სახეზე -რაუნდა ხდებოდეს ურალოდ ვმეგობრობტ -უფფ კიი გეტყობათ როგორ მეგობრობთ, ვითომ მე არ დამინახავს დღეს საღამოს როგორ გემრიელად დაგემშვიდობა სიცილი წასკდა ლილეს სალომეს კიდე უარესად გადაწითლდა -მოიცა რასნიშნავს გემრიელაად? ვკითხე და ეშმაკურად დავაკვირდი სალომეს -რას და აკოცააა..წამოიყვირა და მე ამომეფარა ზურგს უკან ლილე -აუუ მოკეტე ლილეე.გამწარებულმა ბალიში ესროლა რომელიც მე მომხდა -არაა არარსერბოობს, და არაფერი ხდება ხო? მარიამმა უჯიკა რაზეც ყველას სიცილი აგვიტყდა ასე ვჭორაობდით შუაღამემდე ერთმანეთზე და ჩაგვეძნა კიდევაც...უკვე გეგმებიც კი დავაწყვე როგორ მოვუშლიდი ვაჟბატონს ნერვებს ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.