შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალია(2)


4-09-2017, 22:45
ნანახია 2 072

სახეზე კარგი არაფერი ეტყობოდათ , -რა ხდება ლაშა?
-დაჯექი მანქანაში
-ხო აი რადგან შენ მითხარი ეხლავე ,ლაშ რა ხდება?
- დაჯექი რომ გეუბნება რატი გააკეთე , ასე ნუღარ იწანწალებ წინდაუკან, გიორგი გამოვიდა ციხიდან
-აუუფ მეცარ ვთქვი რამე მოხდათქო? მერე მე რაა?
-გოგო ხო იცი როგორ ჩაჯდა და ბოლოს რა მოგაძახა ხო გახსოვს?
-იმის მერე 4 წელი გავიდა , და ვერც ვერაფერს მიზამს თან სულ მანქანით ვარ და თუ სადმე გადამჩეხავს არ ვიცი , ისე ვერსად მნახავს, რა მინდა მე მაგასთან , არ ვტრიალებთ ხო იცი ერთ წრეში , არ იდარდო და მითუმეტეს სპილოს უთხარი არ ინერვიულოს , გავიგე ვერ იტანენ ნერვიულობას სპილოები, მერე პატარა სპლიყვუნიები აღარ უჩნდებათ თურმე
-გოგო შენ ვინ ყოფილხარ დაეგდე მანქანაში,
-ნწუ
-გეუბენბი ჩაჯექი და გაჩვენებ სპლიყვუნია ვის აღარ უჩნდება
-ნწუ
-ნატა ამას ნუ ეხუმრები იცოდე არანორმალურია
წამავლო ხ ელი და ფაქტიურად ჩამტენა მანქანაში,
-აავადმყოფო გამიღე კარები თვითონ წავალ მაქნანით ვარ
-ლაშა მე მივხედავ წადი შენ ირაკლისთან და გამაგებინე რას იზამ
ლაშაც სიცილით წავიდა ბედნიერი, რა უხაროდა არ ვიცი
-აქ დამტოვა ამ სპილოს ხელში? ის უარესი ცხოველია გამიღე ეს უპატრონო კარები შენთან ერად არსად წამოვალ კრეტინო.
-წამოხვალ და გააქანა მანქანა გიჟივით მიდოდა, არ მეშინოდა სიჩქარის არასდროს და რატომღაც ვენდობოდი ,მიუხედავად იმისა რომ ერთი კვირის წინ დამეჯახა მაინც.
მცხეთაში გაჩერდა ღვედი მოიხსნა და არც შემოუხედავს ისე მითხრა. -გიორგისთან რა გაკავშირებდა ლაშა და ეკე ნერვიულობენ ლევანიც აფორიაქდა.
-შენი საქმე არაა
-ნატალია !!! არც მე მსიამოვენბს ალქაჯების საქმეში ჩარევა მაგარმ , ლაშას და ერეკლეს ძმაკაცი ვარ ბავშვობიდან და ლევანსაც დიდ პატივს ვცემ უნდა ვიცოდე რაც ხდება.შენმა ცანცარა ძმამ დამირეკა, გიორგისთან საერთო საახლობლო მყავს და უნდა რომ მოვაგვარო ასე რომ გისმენ
-თუ ბავშვობის ემგობარი ხარ რატომ არ გიცნობდი აქამდე?
-ინგლისში ვიყავი და იმიტომ შენ ამერიკაში ეგდე და სად გამიცნობი. გისმენ რა მოხდა მოყევი
-არაფერი ისეთი, ვუყვარდი ცოტახანი ერთად ვიყავითსავით რაა მერე გავწყვიტე ურთიერთობა მე ვცადე ყოველშემთხვევაში , მერე დაიჭირეს
-რატო დაშორდი
-ზედმეტი მოუვიდა ორჯერ, მე კიდევ არ მიყავრს უადგილოდ რომ მეხებიან
ხოოდა მამაკაცური ღირსება გავულამაზე ბოლოს ისეთი ვუთავაზე , ტორტიანი თეფშიც ვესროლე სახეში, ერთხელ ძალიან რომ გამამწარა მანქანის საბურავები გავუფუჭე ოთხივე და მივატოვე ფასანაურიდან მომავალ გზაზე
-რატი კვდებოდა სიცილით, იქ მარტლა ამოარტყი?
-ხოო აბა რა ვქენი, ხელებს მიფათურებდა, უკითხავად ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხოოდა დავუწყნარე აფორიაქებული ერთი ადგილი
-ძაალიან ამოარტყი?
-საავადმყოფოში წაიყვანა დედიკომ , სამი დღე იწვა , დასიებული ,თუ გინდა გადმოდი და გაჩვენებ როგორც , სპილო
-გოგო ეგ რამ გაგაკეთებინა და ვერ სუნთქავდა სიცილით რატი ასეთი არასერიოზული პირველად ვნახე , მეც ამაყად ვიჯექი და სულაც არ მცხვენოდა ჩემი საქციელის, კარგი და ბოლოს რომ დაიჭირეს შენი ბრალი იყო?
-არა ,მარა მირეკავდა მოდი ერთხელ მაინც მნახე აქო და რომ არ მივდიდოი ერთხელ დამირეკა და დამემუქრა არ გაპატიებო.მაგიტომააა ლაშაც აფორიქებული, ეკესთან სხვა გრეხები აქვს კიდე და მეც მუქარის მერე მამაისი მოვხსენი
ბიზნესიდან ისე რომ დიდ ზარალში წავიდნენ და მოკლედ რაა დიდი ამბები იყო.
-საღოლ შენ ხო გეუბნები ალქაჯი ხართქო, მამამისს რაღა უქენი?
-ტენდერი ავწაპნე ცხვირწინ ,არადა ლევანი შეთანხმებული იყო რომ არ ჩავერეოდით მაგ ტენდერში, მეც ავდექი და კი არ ჩავერიე ავაცალე
-რატი გაოცებული მიყურებდა იცინოდა , მოკლედ შარი ხარ რააა
-შენ არ გეხება , წადი ეხლა და მიმიყავნე ფირმასთან , თორემ ზოოპარკის სუნი მცემს , სპილოს რომ ასდის ეგეთი .
-გოგო ხო ღირსი ხარ აქ დაგტოვო. წესიერად ილაპარაკე
-თვითონ წავალ ცხოველო
გადმოვედი მანქანიდან და ის დეგენერატიც წავიდა იქ დამტოვა , შუა გზაში მარტო ღამით , ჩანთაც მანქანით გაიყოლა ტელეფონიც და დავტანტალებდი ასე შუა ტრასაზე მარტო
ყელში მახრჩობდა ბრაზი , ასე არასდროს არავინ მომქცევია, ეს როგორ ბედავს , ეს ცხოველი, ამას ვის გადავეკიდე, მომიყვანა აქ ძალით და დამტოვა კიდეც იდიოტი.
ასეთ დღეში ვიყავი და მაინც მის ლამაზ
სიცილზე ვფიქრობდი და ნერვები მაწყდებოდა რა დღეში ვიყავი და მისი ლამაზი სიცილი მედგა თვალწინ. ეს ტრაგედია იყო ჩემთვის ასე ცხოველურად არავინ მექცეოდა, პირიქით სულ დამტრიალებდნენ თავს და ეს სპილო ასეთი არაადამიანური რომ იყო, ან როგორ იქნებოდა სპილო ადამიანური, ვცოფდებოდი, მაინც მასზე მეფიქრებოდა , ლოყაზე მეფიქრებოდა სიცილისას რომ ეჩუტებოდა.
..გამოფხიზლდი გოგო სპილოა ეგ როგორ ფიქრობ ეგეთ ცხოველზე, შევიჯანღარებდი ხოლმე თ თავს , ქალი ამხელა ბიზნესს ვუძღვები და როგორმე ფიქრებს და აზრებსას უნდა მოვუყარო თავი და გავაკონტროლო. ახლა ისიც უნდა მოვიფიქრო როგორ ჩავიდე
თბილისში. საკუთარ თავს ისეთი სერიოულობით ველაპარაკებოდი გამვლელებს , ისიც ერთი ორი მანქნანა თუ იქნებოდა საგიჟეთიდან ახალი გამოქცეული ვეგონებოდი ალბათ. ჩემს გევრდით მანქანამ შეანელა მოძრაობა და გადმოყო თავი ---ლამაზო რა ხდება წაგიყვანო?
-მე გითხარი რო მჭირდება?აახვიე აქედან ახლავე ..ისეთი გაბრაზებული ვიყავი ცოტაც და ჩემი ქუსლიანი შუზი მოხვდებოდა მის საქარე მინას
-არ გასწავლეს ლაპარაკი პატარა ბოზანდანა? მანაც მომაძახა და აი წარმოდგენაც ვერ მოვასწარი როგორ ან საიდან მაგრან იმ ავადმყოფს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული რომ უკვე ძირს ეგდო და ზემოდან რატი ეჯდა, ურტყამდა მთელი ძალით და რომ იცოდეთ როგორი ძალა ჰქონდა იმ ნავარჯიშარ კუნთებში , შეგეცოდებოდათ ის მიუხედავად იმისა რომ ღირსი იყო.
-რატი რას აკეთებ გაგიჟდი?
-შენი ბო************************ ვის რა უნდა უთხრა არ იცი? გიჟივით ღრიალებდა და ურტყამდა , სემეშინდა პირველად ცხოვრებაში.
-რატი შემოგაკვდება გაუშვი , გეხვეწები გაუშვი ცოდოა, რატიიიიი ვყვიროდი და ცრემლები წამსკდა..ესეც პირველად მე არასდროს ვტიროდი, მითუმეტეს სხვების დასანახად.... რატიი მეშინია გთხოოვ რა შემომხედე რატიიიი მეშინია და ავტირდი.. გაჩერდა ჩემი ხმა რომ გაიგო შეშინებული , მართლა პირველად მხედავდა რატი ასეთ შეშინებულს მე და ალბათ ზოგადად ქალს. გაჩერდა , გამომხედა და სახიდან ოფლი მოიწმინდა, მერე წაავლო საყელოში ხელი შეტენა მანქანაში -წაეთრიე ეხლა აქედან სანამ მართლა მომიკვლიხარ ...ისიც გავარდა გიჟივით თან სისხლი გასდიოდა ცხვირპირიდან.
-სპილო ხარ მართლა კინაღამ მოკალი
-გაჩუმდი და ჩაეგდე მანქნააში, კინაღამ კაცი მომაკვლევინა შენმა სიჯიუტემ, ეხლა რომ არ მოვსულკიყავი იცი რას გიზამდა?იცი რა მოგივიდოდა? რატი ყვიროდა მკლავზე მიჭერდა ხელებს,კინაღამ ტანსაცმლიდან ამოხტა
-შენ რაა მერე მე მიზამდა შენ ხომ არა
-და რა მნიშვნელობა აქვს შე სულელო რომელს გვიზამდა..... ეს წამოსცდა აშკარად არ აპირებდა თქმას. ჩაჯექი ეხლავე და საერთოდ ნუ დაეთრევი ეგეთი ამობრდღვნილი ტანსაცმლით
-შენ არავინ გეკითხება მინდა და მაცვია, წამიყვანე ახლავე სახლში მარტო მირჩევნია იმხელა სახლში ყოფნა შენთან ერთად ამ მანქანაში ჯდომას
-მარტო ხარ ?
-ხოოო, მე სულ ასე ვცხოვრობ მარტო, ვმუშაობ ვსწავლობ და არავინ დამხმარებია აქამდე გადასარევად ვართმევ თავს ყველაფერს
-ბევრს ნუ ტლიკინებ, ჩემს სახლში იქნები ცოტახნით სანამ გიორგისთან გაირკვევა ყველაფერი , თორე თუ ეგეთი მაიკით დახვდი სადმე მართლა შეგისრულებს რასაც დაგპირდა
-არამგონია ბოლოს რომ სცადა დასივდა და გავიცინე , მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია.
გაგიკვირდებათ ასეთი უხეში და ცივი რატი, თავისი გოლიათი სხეულით საოცარ სამყაროს ატარებდა. მექალთანე და მამიკოს ბიზნესებში ახლართული ბიჭი იყო როგორც მე . ახლოს არავის უშვებდა ცოტამ თუ იცოდა მისი ბუენბა და ხასიათი , საოცარი სული და სამყარო. ის ხელოვანი იყო, დიახ ხატავდა თან საოცრად. მისი ნახატები პირველად რომ ვნახე ვერ დავიჯერე , წარმოუდგენელი იყო ეს სპილო ასეთ რამეს თუ ქმნიდა. მის ნახატებში იყო გაზაფხული შემოდგომა, ბევრი და ლამაზი, ჭრელი ფერები, ცისარტყელები , იყო პორტრეტები, თურმე მოხუცები ყვარებია, ისე სათითაოდ საგულდაგულოდ ჰქონდა გამოყვანი მათი ყველა ნაოჭი, სითბო იგრძნობოდა მეეზოვის თვალებშიც , იგრძნობოდა როგორი ადამიანი ქმნიდა მათ, იგრძნობოდა რომ ლამაზი და თბილი, კეთილი ადამიანი იყო. ახლაც ასეთია წლების მერე სიბერეს მიტანებული ისევ ალქაჯს მეძახის და ისევ ისეთი გაყინული თვალებით იყურება , მარტო მაშინ უთბება მე და პატარებს რომ გვხედავს. მის სახელოსნოში კი ისევ გაზაფხულებია.
თავის სახლში მიმიყვანა , რატომ გავყევი და არ ავტეხე ერთი ამბავი ამ დამოუკიდებელმა გოგომ? არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ მინოდა მის გევრდი თ ყოფნა , მინდოდა მისი სახლის ნახვა , დაახლოებით მაინც მივმხვდარიყავი სინამდვილეში როგორი იყო ეს სპილოსავით კაცი, რატო მეგონა რომ სხვანაირი იყო? არც ეგ ვიცი ვგრძნობდი უბრალოდ , გული მეუბნებოდა რომ არ იყო სპილო პირიქით პატარა სპლიყვუნია იყო, სულ მოფერება უნდოდა და დაცვა , ამხელა სხეულსი პატრონს რაღაცისგან უნდოდა დაცვა . ალბათ გარესამყაროსგან , იმიტომ იყო ასეთი ხეე, უხეში, ალბათ საკუთარ თავს იცავდა , წლების მერეც კი ასეთია, პატარა ბავშვივითაა სინამდვილეში მაგრამ აბა ვინმემ შეკადროს .... მაშინვე უხეში , მართლა ცხოველი გახდება .
ძნელად ამოსაცნობი ადამიანი იყო , ალქაჯს მეძახდა , მაგრამ იმის გამო რომ ვიღაც ავადმყოფმა დამიძახა შეეძლო მოეკლა , საერთოდ ისიც კი არ ეტყობოდა რომ მოვწონდი, კი ამბობდა ეკეს და ლაშას და რომ ხარ იმიტომო მაგრამ არც მთლად ეგრე იყო საქმე. მოკლედ ვერ გაიგებდი რა ედო თავში .
თავისი ოთახი და სპორტული მაიკა დამითმო და დაიძინეო მითხრა.
-ძილიენბისა სპილო
-გოგო მადლობა მაინც გეთქვა გადაგარჩინე
-და რატო მერე იქნებ აღარ მინდოდა ქალიშვილი ვყოფილიყავი
-გაკლია შენ ხო????!!!
-შენ თვითონ დამტოვე თან იქ
-მანქანიდან გადახტი და რა მექნა
-იმიტომ გადავხტო რომ ზოოპარკის სუნი იდგა მანქნააში შენ აგდიოდა და ვეღარ ვუძლებდი, საკუთარი პასუხით მეტად კმაყოფილი დავრჩი და ოთახს მივაშურე მარა ცივი ძრღვიანი ხელი ვიგრძენი მკლავში.
ცხოველმა კედელს მიმაჯახა ვერ მოთოკა ალბათ ძალა ძაან გავაბრაზე დავიჯერო?
-ეხლა იცი რას ვიზამ?
-არ გაბედო იცოდე, ტუჩებზე ვუყურებდი , ველოდებოდი როდის შემეხებოდა ალბათ და დავპატარავდებოდი კიდეც იქვე.
-რატომ გიორგი თუ...
-ეგ აღარ თქვა უბრალოდ, აღარ გაიმეორო, გიორგის კი არა არასდროს არაცვის უკოცნია ჩემთვის , არ მომპარო იცოდე
-დაუჯერებელი იყო ალბათ მაგრამ არასდროს არავისთვის მიმიცია შეხების უფლება არსად არც ტუჩებზე, მეზიზღებოდა , არ მყვარებია თორემ როგორ შეიძლებოდა საყვარელი კაცის შეხება შემზიზღებოდა, ისე გავხდი 24 წლის რომ საყვარელი მამამკაცი არ მყოლია არავინ შემხებია არასდროს, თუმცა არც მითქვამს არავისთვის, გარედან პირიქით საკმაოდ თამამი და გაბედული გოგოს შეხედულება მქონდა ამიტომ რომც მეთქვა ალბათ არც არავინ დამიჯერებდა.
სწორედ მაგიტომ მიყურებდა რატი ასეთი თვალებით, ვერ ხვდებოდა ალბათ მართალს ვამბობდი თუ არა , მაგრამ კოცნაც უნდოდა და ვერ იკავცებდა აშკარად თავს მოიწევდა ჩემი ტუჩებისკენ და ეს 2 წამი მთელ საუკუნედ მეჩვენებოდა, სინამდვილეში მინდოდა ეკოცნა , გიჟივით მინდოდა.
-მოგპარავ ჩაიჩურჩულა და მაკოცა. ეს იყო სასწაული რამდენიემ წამი , ყველაზე გემრიელი ტუჩები, ყველაზე ბედნიერი დღე, პირველი კოცნა და თან იმ კაცისგან ვისგანაც უნდა ყოფილიყო, მერე რა რომ ისევ სპილოს და ალქაჯს ვეძახდით ერთმანეთს მაინც საოცრება იყო, შაქარყინულივით დავდნი , დავპატარავდი და ისეთი დაუცველი ვიყავი იმ წუთას რომ მიკვირდა მე თვითონ, უშიშარი ნატალია ონიანი, ორი წლის ბავშვს გავდა.
რომ მომშორდა თვალები ნელა გავახილე და დავრჩი ასე , ისიც მიყურებდა თვალებში და სულაც აღარ იყო ისეთი ცივი , პირიქით, ცეცხლივით ანათებდა და მეც მათბობდა
- მომპარე ჩავიურჩულე და ძლივს გადავაგტორე ნერწვი ყელში.
- ხო მოგპარე
-სპილო რატო მერე , უცბად მეც ავტიტინდი
-წეღან თანახმა იყავი ვიღაც მოძალადეს დანებებოდი და დიდი რამ მე თუ პირველი კოცნა მაჩუქე , დანებება ხომ არ მითხოვია
-შენ რა იცი რომ უკვე დანებებული არ ვარ
-ხო და ალბათ არც ეს კოცნა იყო პირველი, დარწმუნებული ვარ შენ ისეთი ალქაჯი ხარ გეყოლებოდა უკვე ვინმე
- გავიღიმე და ოთახში წავედი, მართლა მეწყინა, ისე ვუფრთხილდებოდი ამ კოცნას და იმას კი არ ვნანობდი რომ მას ვაჩუქე იმაზე მწყდებოდა გული რომ მან ვერ დააფასა და აი სწორედ მაგის მერე გადავწყვიტე რომ სიცოცხლე უნდა გამემწარებინა მისთვის , ხორთუმის გარეშე უნდა დამეტოვებინა ეგ სპილო .
დილით ავდექი და უნივერსიტეტში გავიპარე , არ მინდოდა მისი სახის დანახვა , ალბათ როგორი კამყოფილი გამომეტყველება ექნებოდა დამამცირა და მოგებულად თვლიდა თავს , არაუშავს ნატალია ონიანო, 1-0 მაგრამ ჯერჯერობით ვაჩვენებ მაგას მე ვინ ვარ სპილო. ვბუტბუტებდი ტაქსიდან რომ ჩამოვედი და წინ გიორგი დავიანხე .
-გამარჯობა
-გილოცავ თავისუფლებას
-მადლობა მაგრამ უშენოდ თავისუფლებაც არ მინდა
-ისევ ისე ბოდავ? მეგონა ციხეში მაინც გეშველებოდა რამე მარა მგონი იმდენი გირტყეს თავში უარესად დაგაშტერეს
-შენ ისვე ისეთი ენამახვილი და თავხედი ხარ?
-უარესიც. მომისმინე ახლა შეყვარებული მყავს, ისეთი პაცანი არა ადრე როგორებიც მყავდა და სერიოზულადაა საქმე , არანაირად არ მინდა შენი დაუკმაყოფილებლობის გამო დამენგრეს თავზე ძლივს ნაპოვნი და შენარჩუნებული სიყვარული. წადი ეხლა და წარმოიდგინე რომ მოვკვდი, ადი კუკიაზე და მოძებნე ვინმე ახალგაზრდა გოგო საფლავი ქვასთან ჩამოჯექი და გამომიგლოვე , უფრო დამაჯერებული რომ იყო და კარგად დააჯერო სკაუთარი თავი , მერე გააგრძელე შენი ცხოვრებ, თუ გინდა შავებიც ჩაიცვი ორმოცი დღე და წვერიც მოუშვი არ ვიცი როგორც გინდა ოღონდ მე შე მე შვი ი .
-გაგიჟდი ხო?“ ვინ შეყვარებული? რა ქვია?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს დამანებე რა თავი არ გამაბრაზო თორე ხო გახსოვს როგორ ვბრაზდები
-სახელი და გვარი მითხარი აბა ვისი გოგო ხარ ეხლა?
-რატი წერეთლის და უკნიდან რატის ხმა მომესმა, შეტრილება ვერ მივასწარი რომ ხელი წელზე მომხვია და ყელში მაკოცა , გავშრი.
მე ვარ ნატალიას შეყვარებული, რატი წერეთელი
-გიორგი ჯიქია
-რამე პრობლემა გაქვს სიხარულო? ზუსტად ის სიტყვა მითხრა რომ ვერ ვიტანდი
-არა გიორგი ჩემი ძველი ნაცნობია და მომიკითხა უბრალოდ
-ვიცი გიორგი ვინცააა , მიდი შეცუნცულდი ლექციაზე გაგვიანდება და ფაქტიურად გამაგდო იქიდან და შემაგდო უნივერსიტეტში
თვითონ გიორგისთან ერთად თვალს მოეფარა
-პირველი ორ საათიანი ლექციის მერე აუდიტორიის კარებთან დამხვდა ატუზული.
-შენ მემგონი სულ გაგიჟდი ხო? რა ჩემი შეყვარებული საიდან მოგივდა ეგ აზრი თავში?
-შენ არ თქვი მყავსო?
-ხოდა მოვატყუე და შენც არ მიგულისხმიხარ არსად იმ გრძელ სიტყვააში,
-ხო ვიცი მოვისმინე და მ ომეწონა კარგი გამოსვლა იყო, წამოდი საქმე მაქვს , მკლავში მომავლო ხელი გამათრია გერეთ
-ნელა სადისტო ნუ მიმათრევ ფეხი გადამიბრუნდება და მომტყდება
-დღეიდან ჩემი საცოლე გქვცია იცოდე და წესიერად მოიქეცი , არსად წამოგცდეს რომ ტყუილია, ხო გინდა თავი დაგანებოს იმ სირმა ხოდა დამაცადე
-იცი რა არ მესმის?
შენ რა გინდა ასე რატომ ნერვიულობ ? ვითომ ლაშა და ეკეო მარა სამი დღეა რცერთი გამოჩენილა და არც მეორე , ისინი არ ნერვიულობენ ამდენს და შენ რა გადარდებს ან სულ უკან რატომ დამყვები , არ იღლები მაინც , რამდენს დავდივარ დღეში ათას ადგილას მივდივარ და ათას რამეს ვაკეთებ და შენ სულ უკან დამყვები, სპილოები ამდენს დადიან? რა არ გასვენებს გამაგებინე
-ბევრი შეკითხვა გქონია დაგროვილი ლაშა და ეკე თურქეთში არიან იმ შენმა გამოშტერებულმა ძმამ ისევ აურია და წაათრიეს ცოტახნით სანამ ჩამოვლენ, ისე იქნება როგორც მე გეტყვი
-უკაცრავად მარა 24 წლი ვარ და შენი არც დევნა მჭირდება და არც მითითებები, საერთოდ არ მინდა გამეკარო მითუმეტეს გუშინდელის მერე
-რამდენს ლაპარაკობ? რა არ მოგეწონა გუშინ? ცუდი იყო? არადა ყველას მოსწონს
-შენი სიტყვები , ბოლოს რომ არ გეთქვა იქნებ მართლა მომწონებოდა გადავედი მანქანიდან და გავიჯახუნე კარები. დავინახე როგორ ჩამოდო ხელები საჭეზე და დაადო ზემოდან თავი.
რატის სახლში აღარ დავბურნებულვარ ნინი გადმოსახლდა ჩემთან რ ეკე და ლაშაც ხშირად მოდიდონენ და აღარც გიორგის შიში ჰქონდა აღარავის . რა მოხდა ზუსტად არ ვიცი მაგრამ მე ისევ რატის საცოლე ვეგონე დ ალბათ მაგიტომ აღარ მაწუხებდა.
ეს გოგო მე ბოლოს მომიღებს , რა ჭირი მინდოდა სად ჩავერი, და ვერც რო ვანებებ თავს , ან რას ვკოცნიდი . მართალიც რომაა ყველაფერთან ერთად , სულ მირევს ყველაფერს. ფიქრებმა წაიღეს რატი წერეთელი. დიახ მას ფიქრიც შეეძლო , სინამდვილეში სულ ფქრობდა .
რატის ნატალია შეუყვარდა!!!!!! , პირველივე დღეს როცა მნახა მოვეწონე , მერე ყოველდღიურმა ურთიერთობამ ისე მომაჯაჭვა რომ მართლა შევუყვარდი , მაგრამ არ უნდოდა მარტო ერთი გოგო, რატი ბევრს იყო მიჩვეული ერთდროულად, და არც ისე ჰქონდა იმ წუთას ცხოვრება დალაგებული რომ ვინმე შეეშვა და ვინმე გაეხადა მისი ნაწილი, ისევ იმაზე ფიქრით რომ მე გამანადგურებდა არ მიშვებდა ბოლომდე, როგორც კი ოდნავ დავახლოვდებოდით ისევ გულს მტკენდა და ეს უკვე ჩვევაში გადაგვეზარდა ერთმანეთის ლანძღვა და გამწარება. რატი ისევ აგრძელებდა გართობას და ერთი გოგოდან მეორეზე გადადიოდა , მეორედან მესამეზე და ა სე გადიოდა დღეები, არ მეუბნებოდა რომ ვუყვარდი , ვერც თავს მანებებდა და არც ახლოს მიშვებდა, მეც არ ვტყდებოდი რათქმაუინდა, დიდი მონდომებით ვარწმუნებდი თავს რომ მეზიზღებოდა და ღვთის სასჯელი იყო ჩემთვის . არადა სიმართლე გითხრათ? ვგიჟდებოდი მისი მანქანიდან გადმოსულ გოგოებს რომ დავინახავდი უნივერსიტეტში, ხან ერთი ხან მეორე ხან მესამე და , როგორ აგიხსნათ არ ვიცი რა მემართებოდა, სულ სათითაოდ მეწიწკნებოდა რაღაც ყველა წარმოდგენაზე რომ სანაამ უნივერსიტეტამდე მივიდოდნენ სადმე სასტუმროში ან მისივე ოთახში იყვნენ , სხვასაც აკოცა ისეთი ვნებით როგორც მაშინ მე მაკოცა. თან ვბრაზობდი რატომ მეშლებოდა ასე ნერვები რატომ მაკლდებოდა ყოველდღე თითო სიცოცხლე. მერე გამართლებაც ვიპოვე, თურმე ზოგადად მექალთანე კაცებს ვერ ვიტანდი .
რატი რას გრძნობდა ადვილი მისახვედრი იყო ყველასთვის ჩემს გარდა. სულ მლანძღავდა ხან ალქაჯი ვიყავი ხან უზრდელი ცანცარა გოგო ხან რა ხან რაა მარა სულ ჩემზე ფიქრობდა, ჩემი ჯიბრით ათასთხუთმეტი გოგო ყავდა და დაათრევდა აქეთ იქით. ესეც საკმარისი იყო, ლაშა ხვდებოდა ეკე კიდე რატიზე უარესი , ისე იყო გათქვეფილი არც უფიქრია რომ მის ძმაკაცს მისივე და უყვარდა .
- რა გჭირს ტოო?>
- რა გინდა ბიჭო რას შე*****თ ჰა ?
რა მჭირს?
- ქალები აქამდეც გიყვარდა მარა ყველა რეკორდი მოხსენი, სახელები მაინც არ გერევა? ან არაფერი გადაგდონ , პრეზერვატივს მაინც ხო იყენებ.
-აუუუ იდი რაა რეეებს მებაზრები, სულ ასე ვიყავი მე ეხლა გიკვირს? გეი არც აქამდ ევყოფილვარ
-არა ტოოო რაღაც გჭირს ხო გიცნობ . მიდი ჰაა თქვიი რა , მე რაღას მიმალავ ან როდის მერე მიმალავ თქვი მიდი გისმენ.
-არაფერი ბიჭოოო , ცოტა მეტი დრო მაქვს რაც დათო ჩამოვიდა ფირმაში აღარ მივსულვარ ცოტახნით გადავაბარე და გამყავს რაა დროოო, წავა ისევ და აღარ მეცლება
-კაი ტოო ეგ ხასიათი იმის გამო აგიყროლდა რომ ცოტას მუშაობ და ბევრი თავისუფალი დრო გაქვს ? არც აქამდე იყავი კარგი ხასაითების მარა ესეთიც არა
-ხასიათსაც ყავს მიზეზი ,
-ვინ ტო? მაიცა ეხლა არ მითხრა ვინმე მიყვარსო
- რო არ მიყვარს და ნერვებს მაწიწკნის იმიტომაა ჩემი ცუდი ხასიათის მიზეზი
-ვიზე ამბობ ნატალიაზე? კაი ტოოო , სერიოზულად? ეხლა გასაგებია. კარგი ხოო კარგი ..პროსტა იცოდე რო ტყუილად ურევ , მამაჩემის ნათლული რომ არ იყოს დასავით არ მიყვარდეს და ნათესაობა რომ არ გამოგვდიოდეს ფეხებით დავეკიდებოდი რომ როგორმე დამეკერა , შენ კიდე გიყვარს არც არაფერი გიშლის ხელს და არაფერს აკეთებ . სულ გამოსირდი ?
-საიდან მოიტანე რო მიყვარს , პირიქით მეთქი ბიჭო ყრუ ხარ ?
-კაი თუ ძმახარ რაა სარკეში ჩაიხედე და ისე თქვი აბა მიდი თუ დაიჯერებ და ახარხარდა ლაშა.
ასეთი საუბრები ბევრი იყო , რატისა და ბიჭებს შორის, მაგრამ სულ ტყუილად, რატიც დაფიქრდებოდა ხოლმე ბიჭების ნათქვამზე მარა მაინც ვერ რისკავდა. ეშინოდა რომ ეს ალქაჯი გოგო კარგს არაფერს გაუკეთებდა, ან პირიქით , მე ჩამაგდებდა ცუდ დღეში, არ ჰქონდა რატის დალაგებული ცხოვრება.....
ორი წელი წამალს ებძოდა, კი დაანება მარა არ ენდობოდა საკუთარ თავს, ორი წელი არ გაკარებოდა მარა ეგ იმას არ ნიშნავდა რომ არ უნდებოდა და თავს ძლივს არ იკავებდა. ნარკომანი კაცისთვის ვერ მიმეტებდა მაგრამ არც მეკითხებოდა, რომც შემკითხებოდა ალბათ დავამხობდი თავზე ყველაფერს , მარა ხომ მეცოდინებოდა რომ ვუყვარდი და ეგ ისეთი სიამოვნება და კაიფი იყო ჩემთვის რომ ეგოისტურად მინდოდა მცოდნოდა. მე უნდა ვყვარებოდი, ყველას ვუყვარდი და მაგას რატომ არ უნდა ვყვარებოდი, უნდა დამწვარიყო და დაფერფლილიყო, მე რა მემართებოდა მის დანახვაზე ეგ სხვა თემა იყო. ასე კატათაგვობანას თამაშში გავიოდა ის ზამთარიც და დათბა როგგორც იქნა, გამოიშალა თბილისიც მიყვარდა წელიწადის ეს დრო, სუნი იდგა ირგვლივ ჩემთვის მათრობელა. სიმშვიდეს ნელნელა ხმაური ცვლიდა, დაფუსფუსებდა ყველა და მსიამოვნებდა , თბილისის რიტმში მეც ვერთვებოდი მაშინვე, დილაობით სირბილს ვიწყებდი, სპორტდარბაზში დავდიოდი, ვცურავდი და მერე ჩვეულ ცხოვრებას ვაგრძელებდი. რატიც ასე ხან სად ამომიყოფდა თავს ხან სად. ხან შემთხვევით ხან სპეციალურად და ხან სხვა გზა უბრალოდ არ იყო, ჩვენ ფირმებს ერთი ტენდერი აერთიანებდათ ხშირად გვიწევდა თათბირებზე და შეხვედრებზე სიარული, ობიექტებზეც ხშირად მივდიოდით , საქმე გვაკავშირებდა ძირითადად.
ერთერთ ასეთ წვეულებაზე მოგვიხდა მე და რატის წასვლა. შუადღისით დამირეკა.
-გამარჯობა ალქაჯო
-ვაა სპილოოო ?? ხო არ მოგენატრა შენი ერთადერთი სიყვარული?
-ნუ ტლიკინებ გოგო საქმეზე გირეკავ , წვეულებაო თუ რაღაც ჯანდაო ხო მოეთრევი ?
-ხოოო მეზარება მარა რო არ ვიყო არ შეიძლება შენც უნდა იყო სხვათაშორის აუცილებლად
-აი ხედავ ? შენ მოგენატრა შენი სიყვარული, ეგრე გინდა ჩემი წამოსვლა?
-ფუუ რა იდიოტი სპილო ხარ
ფრანგების გამო ვაკეთებთ მაგ ფართის დებილოო თორემ მე ისეთ პაემანი გადავდე
-რა პაემანი გოგო ჯერ ისევ ჩემი საცოლე ხარ
- ოჰო სპილოს ეჭვიანობაც ცოდნია, აღარავის ახსოვს ეგ
- კაი ხო ნუ გამაბრუე ამდენი ლაპარაკით გამოგივლი ერთად უნდა მივიდეთ
- რატო ვითომ ? მე ხო იცი კარგი მძღოლი ვარ შენზე უკეთესიც , თვითონ მოვალ
-აუუუ ნუ გაბურღე ტვინი გოგო საღამოს 8 ზე გამოგივლი და მივიდეთ , მზად დამხვდი იცოდე არ მალოდინო
-კარგი ხოო სპილო რა საჭიროა არ ვიცი მაგრამ არაუშავს 15 წუთით მეტს გაგიმწარებ სიცოცხლეს
-ეჭვიც არ მეპარება . გათიშა ტელეფონი .
სინამდვილეში არანაირ პაემანზე მითქვამს უარი , არც მყოლია არავინ , მხოლოდ ერთი ორი შეხვედრა იყო ჩემს რეპერტუარში ისიც , ისე გასართობათ გაგრძელებების გარეშე. ეს უბრალოდ სტრატეგია მქონდა ასეთი , მისის გამწარება ხომ ჩემი ჰობი გახდა .
ჩვეულებისამებრ საუკეთესოდ განმოვიყურებოდი, წითელი კაბა , ღრმა დეკოლტით, ორივე ფეხზე ბოლომდე შეხსნილი და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი, აწეული თმები, ასე უფრო კარგად მქონდა ყელი მოღერებული მომწონდა ჩემი თავი ასეთ ფორმაში.
ქვემოთ რომ ჩავედი რატი მანქანიდან უკვე გადმოსულიყო და სიგარეტს ეწეოდა, ისე უხდებოდა ის შავი კოსტუმი და თეთრი პერანგი, სულ ამიცახცახდა ყველაფერი, ფეხებს ვეღარ ვადგამდი, ძალას ვატანდი რომ არ მომკვეთოდა და არ დავვარდნილიყავი. ასეთ ფორმაში პირველად დავინახე აქამდე თუ არა აი ახლა ნამდვილად შემიყვარდა.
რატის რეაქცია? პირი ძლივს შეუმჩნევლად მოკუმა რომ არ შეფრენოდა რამე, კომენტარი? აი ეგ იყო ყველაზე სახალისო.
-ბარემ ტიტველი წამოსულიყავი , მაინც არ გიფარავს არაფერს
-რა იყო არ მიხდება და დავტრიალდი მის თვალწინ
-არა კი როგორ არა
-ხოდა უბრალოდ რომ მითხრა რომ საოცრად გამოვიყურები მოკვდები? ერთხელ ცხოვრებაში რომ აღიარო , სულ ერთხელ არ დაიქცევა ქვეყანა
-ჩავჯექი მანქანაში და ნასიამოვნები სახე მქონდა მთელი გზა , არ მომიშორებია ეს გამომეტყველ;ება სპეციალურად თორე ისე მინდოდა ვცემოდი და დამეკაწრა ის ცხვირპირი ასე რომმ მომწონდა, იდიოდტი ასე გამოვიპრანჭე და სიტყვებიც ვერ გაიმეტა ჩემთვის .
ხმას არ იღებდა , გამოაპარებდა ხოლმე თვალს და ისევ გაიხედავდა რომ არ შემემჩნია მაგრამ მე რამეს ვერ შევამჩნევდი>? თვითონაც უნდა ვაღიარო რომ ჩემზე კუდიან გოგოს მეორეს არ ვიცნობი .
წვეულება ლაშას კლუბში იყო გაკეთებული და საკმაოდ გემოვნებიანად, უამრავი სტუმარი მაგრამ ყურადღების ცენტრში მხოლოდ მე . იმით გათამამებულმა რომ რატიც იქ იყო და ვიცოდი ნერვები მოეშლებოდა , ყველას ვეფლირტავებოდი და საკმაოდ გამომწვევადაც ვიქცეოდი.
-ნატალია ონიანი , როგორც ყოვეთვის ქალღმერთი . შეიძლება ეს ცეკვა მაჩუქოთ?
-დემნა კოკაია , რატომაც არა და გავყევი საცეკვაოდ. ვერ ვიტანდი არადა ეს კაცი ჭირივით მეზიზღებოდა და კიდევ უფრო უარესად რატი ევრ იტანდა . მეც მეტი რა მინდოდა . ავეკარი ჩემი უსექსუალურესი კაბით იმ დეგენერატს. ვცეკვავდით და თან რაღაცებს მეჩურჩულებოდა, მეც ნაძალადევი ღიმილით თავს ვუქნევდი თანხმობის ნიშნად. დააცურებდა ცეკვის დროს ჩემს წელზე ხელებს და გული მერეოდა უკვე , რა საშინელება იყო , ზოგადად შეხებას ვერ ვიტანდი და ახალ ამის კიდე.
რატი სად იყო ამ დროს? ბართან იდგა და მის ხელს უყურებდა ვისკის ჭიქით ხელში, წარმომიდგენია ყველა ხელის გამოძრავებაზე ჩემს წელს რომ ეხებოდა რა ემართებოდა, თითო მოძრაობაზე თითო ყლუპი ვისკი და უფრო მეტი ამოძრავებული ჰორმონი მის სხეულში. დროდადრო ვაპარებდი თვალს და გულზე მალამოსავით მედებოდა მისი სახე. მსიამოვენბდა , მომწონდა , ვგიჟდებოდი როცა ეჭვიანობდა, ეს იყო ჩემი ბედნიერება ზუსტად. მუშტს რომ კრავდა და ღრმად სუნთქავდა, ყელზე ძარღვები სათითაოდ რომ ეტყობოდა , წნევა რომ უწევდა და პულსი უჩქარდებოდა. იმდენი კარგი გრძნობა იღვიძებდა ასეთ დროს ჩემში რომ ვერ აგიწერთ, არადა რა მიხაროდა ის ამ დროს იყო ყველაზე ცოდო და უმართავი, ამ დროს შეეძლო კაცი მოეკლა. აი თმა რომ გადამიწია სახიდან მაშინ მართლა გაგიჟდა და გამოექანა ჩვენსკენ
-შენ ეს გამოამრთვი დ აისე მომაჩეჩა ჭიქა რომ სულ ზედ გადამავლ;ო ვისკიი
შენ გამომყევი თან ჩქარა თორე აქ ცუდ ამბავს დავატყრიალებს გახედა კოკაიას და გარეთ გაათრია , ლაშა მთელი საღამო თვალყურს ადევნებდა რატის და ელოდებოდა როდის აფეთქდებოდა.
-დააგვიანა კდიეც უფრო ადრე ველოდებოდი, ახ ნატალია ონიანო, რა ჯანდაბას აკეთებ ჰა ? იმანაც მომაჩეჩა თავისი ჭიქა და გაყვა უკან რატის.
-მე რა მიმტანი ვარ ? გავაყოლე უკან ცემი სიტყვები მაგრამ ვინ მომისმინა. დავდგი ჭიქები და გავედი მეც , ისეთ დროს გავედი რომ ასე ოროსანი ბავშვივით ჰქონდა ხელები აწეული კოკაიას და უკან იხევდა , რატიც მთელი ემოციებით უხსნიდა , ბოლოს მობრუნდნენ ის და ლაშა და კარებსი შევეჩეხე.
-შედი შეეთრიე შიგნით
-რა გეტაკა სპილო, ეხლა რაა გინდოდა? ან რა უთხარი ? ძლივს ნორმალური კაცი ცნახე და ისიც გააქციე?
-ვინაა გოგო კაცი ეგ ? ნუ მიშლი ეხლა ნერვებს შეეთრიე შიგნით
-დავაი რაა შე სპილო ნახე რა მიქენი კაბაზე , იცი ეს კაბა როგორ მიყვარს , ამაზე კარგს ჩემს გარდერობში ვერც ნახავ , შენ კიდე გამიფუჭე
-ნუ მშლი ჭკუიდან ნატალია. აი ამ დროს პირვბელა მომმართა სახელით და გამიკვირდა .
-შენ რა ჩემი სახელიც იცი? მარა ეგ არ უშველის ჩემ კაბას
-წამოეთრიე . მომკიდა ხელი და გოგოების ტუალეტში შემათრია,
-რას აკეთებ შე სპილო ეს ქალების ტუალეტია, სად მოდიხარ
-არის ვინმე ? აი ხო ხედავა არავინააა ასე რომ შემიძლია შემოსვლა
-და აქ რა გვინდა?
-ხო გიყვარს ეგ კაბა და გინდა რომ არ გაფუჭდეს ხოდა მოეთრიე და წყლით მოაშორე ეგ ვისკია თუ რა არის
მოუშვა ონკანი და წმენდა დაუწყო
-გაწიე შენი თათები , მივაყვირე და კარების გაღებას ვცილობდი რომ გავსულიყავი მაგრამ აღმოვაჩინე რომ ჩაკეტილი იყო.
რა ქენი შე ცხოველო ასე როგორ ჩაკეტე რომ ვეღარ ვაღებ , სადმე სხვაგან რომელიმე შენს კახპასთან რომ დაიოკო ეგ შენი ჰორმონები და ემოციელი არ ჯობია? მე რას გადამეკიდე , ლატარეაში მოგიგე? თუ ღმერთი მსჯის ასე არადა სულ ვეხმარები ბავშვთა სახლებს.
-ენა მაინც არ გეღლება მაცადე ლაშას დავურეკავ და გარედან გააღებინებს
არ იღებს ეს ც
-რას გაიგებს იმ ხმაურში ახლა რა ვქნათ?
-რაღას ვიზამთ დაველოდოთ და ხომ გაიგებს როდესღაც
-აუუუუ რა სპილო ხარ მართლა რაა რა მიქენი ეეეეს.
ვიდექით და ველდოებოდით როდის მიხვდებოდნენ რომ ჩავიკეტეთ.
-ამ კაბას რაღა ვუყო ?
-გარეცხე?
-როგორ?
-ჩვეულებრივ ნატა როგორც რეცხავენ ხოლმე ისე.
-აუ შენ მოიცააადეეე . და კაბის გახდა დავიწყე. გენიალური იდეა მომივდა თავში.
-რას აკეთებ გოგო აურიე?
-კაბას ვიხდი რატი რომ გავრეცხო შებნ როგორ გგონია? უნდა გაგაუპატიურო
- აქ ახლა?
-ხოო ეხლა არ მითხრა რომ ჯერ არ გინახავს ქალი საცვლებით.
-წარმოიდგინე რომ პლიააჟზე ვართ და საცურაო კოსტუმი მაცვია ეგ ხომ მაინც გინახავს?
-თავში ქვა გიხლია მიდი და გარეცხე. მეც გავიხადე და წითელი საცვლებით ვიდექი რატის წინ რომ გენახათ რა სახე ჰქონდათ. თან რომ ცდილობდა არ შეემჩნია ეგ იყო ყველაზე მაგარი. ისე სწრაფათ მოძრაობდა მის ძარღვებში სისხლი რომ მეც კი ვგრძნობდი, მისი გულისცემა მესმოდა . მიყურებდა და ველოდებოდი როდის მეცემოდა და ალბათ წინააღმდეგობასაც ვერ გავუწევდი. ასე იდგა არც კი ირხეოდა, ხმასაც არ იღებდა , მეც რომ რამე მეთქვა ალბათ ვეღარ შეიკავებდა თავს . გავრეცხე ჩემი კაბა ამოვარეცხე ვისკის ლაქა და გავაშრე ხელის საშრობით , მერე გადავიცვი ისევ შევისწორე მაკიაჟი და შევტრიალდი რატისკე
-რაო სპილო მოგეწონე?
-რატო მეთამაშები ?
-მე ?
-ხოო შენ მე მეთამაშები , ხვდები და მეთამაშები ასეთი საზიზღარი რამ შეგქმნა ერთი მითხარი
-მე არ გეთამაშები სპილოებს არ ვეთამაშები ცოტა მაშინებენ
კიდე რაღაცის თქმას აპირებდა როცა ........




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent