შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა -10-


5-09-2017, 02:33
ავტორი Frigga
ნანახია 1 718

- გამარჯობა...
კარის გაღება და ჩემს წინ მდგომი მაქსის უხეში სალამი ერთი იყო.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- არც არაფერს, მინდოდა მენახა ჩემი გოგო როგორ იყო...
- ვინ? შენ მემგონი მისამართი შეგეშალა...
- არა ვფიქრობ სწორადმოვედი...
მისი მწვანე თვალებიდან იმდენი ცინიზმი მდიოდა, რომ ამის ყურება აღარ შემეძლო,სინათლეს ირეკლავდა და თითქოს მთელს ჩემს ენერგიას მართმევდა, კარებთან მდგომს მუხლები მომეკვეთა და კარის სახელურს დავეყრდნი, ნუთუ შეიძლება ადამიანი ასეთი უნამუსო და არაადამიანურად საზიზღარი იყო?
- ხო კაი რა იყო, მეც მიხარია შენი ნახვა...
ისევ ნაგლი მზერა და სიცილი... ამას უკვე ვეღარ მოვითმენდი.. უბრალოდ კარი ცხვირწინ მოვუხურე...
ჩემში ყველა ემოცია ერთად აფეთქდა, არასდროს მჯეროდა სიყვარულის, თუ მჯეროდა მხოლოდ ერთი პროცენტი და ის ერთი პროცენტიც ამ ადამიანმა გამიქრო... საერთოდ აღარ მჯერა ამ გრძნობის...
სიცარიელე უფრო მეტია ჩემში, ვიდრე მეგობრობა, თუმცა ჩემს ცხოვრებას ნაცრისფერს ვერ ვუწოდებ, ეს ჩემი საყვარელი ფერია, ჩემი ცხოვრება კი არცერთ ფერს არ შეესაბამება, ის უბრალოდ უსასრულოდ უაზროა...
არაფრის მომცემი ემოციებით სავსე ცხოვრებით დავიღალე.. მინდა უბრალოდ წავიდე და დავიკარგო... არავინ მიცნობდეს და არავის ვახსოვდე, ან უბრალოდ ჰარი პოტერის მოსასხამიმინდა რომ გავქრე აქედან...
ცივი ხელის შეხება ვიგრძენი ჩემს სხეულზე...
- რა გინდა? გული უნდა გამიხეთქო?
ცივი სხეული და საშინელი შეგრძნება, სუნთქვის შეკვრა და საშინელი შეგრძნებები...
- სად ვარ....
- აქ ხარ, რა გჭირს?
- არაფერი....
გამოფხილეულს ისევ აექსი შემრჩა ხელში..
- წავედით?
- კი..
- რომ არ გამზადებულხარ?
- ორი წუთით..
ფეხები ძლივს დავძარი ადგილიდან, მაგრამ ალექსისთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა თავი უარესად მეგრძნობინებინა, ის არაა ვალდებული ჩემი პრობლემებით დაითრგუნოს თავი...
ჩემოდნიდან ჩემი დახეული ჯინსი და მწვანე ზედა ამოვიღე.. ალექსი ზურგით დადგა..
ორ წუთში მზად ვიყავი, სიმართლე გითხრათ დიდად აღარც გარეთ გასვლის მეშინოდა, მართალია გულის სიღრმეში მაინც, მაგრამ თავს ამით ვიმშვიდებდი და საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ არ მეშინოდა..
როგორც კი გასასვლელთან მივედით, ნაბიჯი გაბედულად გადავდგი.. უნდა გენახათ ალექსის სახე, გეგონება აინშტაინი ნახაო...
გაოცება, გახარება, აღტაცება ერთად ეხატა სახეზე, მაგრამ არაფერი უთქვამს..
ტაქსი გავაჩერეთ,... ჰაერმა ჩემში რაღაც ისეთი გააღვიძა, რაც არასდროს მიგრძვნია, უბრალოდ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა, რა დონეზე სასიამოვნო იყო მისი შეხება ჩემს სახეზე... უბრალოდ საოცრება.. არ ვიცი ალექსმა რა გააკეთა, რა ძალა მაპოვვნინა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, მე უვე აღარ მეშინოდა გარეთ სიარულის...
- ალექს, რა გააკეთე?
ტაქსიში გვერდი-გვერდ ვიჯექით, ჩემს ამ გვარ ქცევაზე, ანუ ვგულისხმობ გარეთ უშიშრად გამოსვლაზე ალექსს დიდი არაფრი რეაქცია არ ჰქონდა, რაც ჩემში უფრო მეტ კითხვას იწვევდა..
- მე რა უნდა გამეკეთებინა, ჩავიცვი...
- სერიოზულად გეკითხები...
ალექსმა ფანჯარას თვალი მოაშორა და მისი გაუალი ლურჯი თვალებით შემომხედა... ის ყოველთვის ისე მიყურებს თითქოს ჩემს სულს ხედავდეს...
- არაფერი გამიკეთებია... შენ ურალოდ საკუთარ თავში აღმოჩინე ძალა..
- ადრე რატომ არ ხდებოდა ეს?
- არავინ გყავდა ისეთი ვისაცმართლა დაეყრდნობოდი და იმიტმ.. დედ-მამა ნორმალურად ვერ იცლიდნენ... შენ სახლში იყვი გამოკეტილი იმიტომ რომ გეშინოდა...
ცრემლები მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე..
- მართალი ხარ..
- უკაცრავად..
შეგვაწყვეტნა მძღოლმა და უეცრად ჩვენი ყურადღება მიიქცია..
- მოვედით...
- გასაგებია...
ტაქსიდან ისევ ჩვეულებრივად გადმოვედი და კინოთეატრში შვედი, ალექსმა ტაქსი გაუშვა და ისე შემოაბიჯა თითქოს მინისტრი ყოფილიყო..
მის დანახვაზე სიცილი მომინდა, მაგრამ უხერხული იქნებოდა, კინოში ვიყავით, იმ ადგილას სადაც ფილმებს არჩევდნენ...
- რა ფიმია?
ალექსსუკვე არჩეული ქოდა ფილმი, მაგრამ მე არ მითხრა..
- წამოდი, უყურე და გაიგებ...
უზარმაზარ დარბაზში შევედით, ჩაბნელებული იყო, და დიდი უზარმაზარი ტელევიზოი იდგა..
- რამხელა ტელევიზორია?
ალექსმასიცილო ვეღარ შეიავა და გადაიკაკანა..
- მართლა სულელი ხარ რაა... ტელევიზორი კი არა ეკრანია სადაცფილმი სამიდე სათვალით გავა.. კი არა და სამიდე სათვალე უნდა გაიკეთო ფიილმი რომ დაიწყება, მეათე რიგში ვიჯექით, ხალხიც ბევრი იყო, მაგრამ საბედნიეროდ უჰაერობა არა...
ფილმი დაიწყო სათაურით ( მე შენამდე)
- მე შენამდე? რაზეა?
- უყურე...
მკაცრად გამომხედა ალექსმა და პოპკორნი ჩაახრამუნა..
ფილმმა ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოს საკუთარი თავი დავიახე ლუისაში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე მივლიდნენ და არა პოროქოთ, ის ისეთი ხალისიანი და ფერადი იყო, არ ვიცი, მოკლედ ისე მომეწონა, მითუმეტეს ვილიამი, მართალია თავიდან ცივი იყო, მაგრამ ეს მდგომარეობა ხომ ჩემთვის ნაცნობია...
აცრემლებული და გაღიმებული, ორივე მდგომარეობაში ერთად ვიჯექი და ხმის ამოუღებლად ვუყურებდი ფილმს, რომელმაც ჩემში ისვ ჩემთვის უცნობი გრძნობები გააღვიძა...
ფილმის დასასრულს, როცა იმ ბნელი დარბაზიდან გამოვედით, ალექსის პირველი კითხვაიყო...
- როგორ მოგეწონა?
ნერვიულად დავიწყე აქეთ-იქით სიარული..
- კი მაგრამ, იმ გოგომ ხომ ამდენი რამ გააკეთა მისთვის?
- ეს მისი არჩევანი იყო..
- რას ქვია მისი არჩევანი, ამდენი რამ გააკეთა და ბოლოს ისე მიატოვა როგორც არაფერი...
- მას მიზეზი ჰქონდა ლიზა, მისთვის აუტანელი იყო ასე ცხოვრება მითუმეტეს იმ ცხოვრების შემდეგ რაც მაშინ, იქამდე ჰქონდა სანამ ტრაგედია მოხდებოდა..
ალექსს ეღიმება და ჩემს დამშვიდებას ცდილობს…
- არა რაა.. ბოლოს მაინც გადაეფიქრებინა, სულ ბოლოს... ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა..
ასე დავდიოდი აქეთ-იქით ნახევარი საათი, იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ არ დავცლილიყავი მოვკვდებოდი...
- ალექს... დამპირი, რომ არცერთ გოგოს ასე არ მოექსცევი...
- ჰო კაი, გპირდები...
გადაიხარხარა ალექსმა...
- რაგაცინებს, სერიოზულად გეუბნები...
- მაგას ერ შეგპირდები... სიყვარულის არ მჯერა...
შევწყვიე სიარული და გაფართოებული თვალებით დავუწყე ალექსს ყურება..
- რაო? მართლა? რა დამთხვევაა არც მე... და შენ რატომ არ გჯერა?
- მოდი ჯრ სახლში მივიდეთ, კაი?
- მოდი აქ დავჯდეთ კაფეში...
- კაი როგორ იტყვი..
გრძელი კიბეები სირბილით ჩავირბინე, მართლა ძალიან მაინტერესებდა რატომ? რატომ არ სჯეროდა ალექსს სიყვარულის...
იქვე კუთხეში დავჯექით... ალექსი ჩემს წინ იჯდა და ნერვულად ათამშებდა თითწბს..
- აბა, გისმენ...
თითების თამაში შეაჩერა, მთელი ძალით ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო..
- რომ დავიბადე, არც თუ ისე მდიდრები იყვნენ ჩემი მშობლები, სკოლის ასაკში კი ამის გამო მუდმივად ვიჩაგრებოდი, ჩემი სიღარიბის გამო, ყველა აბუჩად მიგდებდა, გარდა ერთისა, ის ნაზდი, სააოცარი არსება იყო, მისი თვალები სითბოს, სიხარულს, აღბრთოვანებას, სიცოცხლეს, იმდენად თამამად აშუქებდა, რომ მის თვალებში ნებისმიერ მის ემოციასამოიკითხავდი..
როცა დერეფანში გავდიოდი, ყველა ჩემსკენ იშვერდა თითს, ის მიცავდა, ყველანაირად მიცავდა რაც კი შეეძლო ყვეაფერს აკეთებდა, თთქოს ჩემი მფარველი ანგელოზი ყოფილიყო, ბევრჯერ...
თვალებდან ცრემლი მოსდის და რომ არ შევამჩნიო, მალევ იწმინდავს, მაგრამ მე მაინც ვხედავ...
ბევრჯერ დამიძინია მშიერს, ბევრჯერ ამიტანია ცინიზმი, ბევრჯერ დავცემულვარ და ავმდგარვარ, რომ გითხრა ის ჩემთვის რას აკეთებდა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო...
ისევ თითებზე დაიწყო თამასი და ფეხს აკანკალებდა...
როცა სხვებს ლანჩის ყუთი სავსე ჰქონდათ, მე უბრალოდ წყალს ვსვამდი, ერთხელაც უკან გამომყვა და დამინახა როგორ დავლიე მშიერზე სამი ჭიქა წყალი...მეორე დილით, სახლიდან დედამისის გამოტანებული სენდვიჩი გამიყო...
ისევ ცრემლი, ისევ შეუმჩნევლად იწმინდავს და აგრძელებს..
რომ ვთქვა ბედნიერი ბავშვობა მქონდა მეთქი ვერ გეტყვი... სწავლის ფულსაც მე ვაგროვებდი... მეცხრე კლასიდან... მაგრამ როცა ის გაოზარდა, ვეღარ აიტანა სხვებისგან ჩემს გამო დამცირება და მიმატოვა...
ალექსის თვალებში იმდენად დიდი სიცარიელეა, რომ არ ვიცი ოდესმე ამ სიცარიელეს ვინმე შეავსებს თუ არა... ამ ისტორიის მოსმენაზე გული ამიჩუყდა, მაგრამ მეც შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი...
- ახლა კი მე მაინტერესებს შენ რატომ აღარ გჯერა სიყვარულის?
- სიმართლე გითხრა არც ადერე მჯეროდა, მე ვთვლი, რომ ყველაფერს ააქვს დასასრული... მათ შორის სიყვარულსაც, უბრალოდ არ მინდა ვინმე ისე მიყვარდეს, რომ მის გამო სუნთქვა მიჭირდეს... ეს უბრალოდ სისულელეა..
- რატომ ფიქრობ?
- მოდი რადგან შენ მომიყევი მეც გულახდილად გეტყვი, პატარა რომ ვიყავი, არც მე მქონდა დალხენილი ცხოვრბა... დედა და მამა სულ ჩხუბობდნენ, როცა ვხედავდი როგორ უმოწყალოდ სცემდა დედა მამას...
ამის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ხელები დავიზილე...
- მითხარი ალექს, ბავშვისთვის იმაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს, როცა ხედავს როგორ სცემს მამა დედას... ამის შემდეგ დავკარგე ადამიანების და გრძნობების ნდობა...



№1 სტუმარი Guest liza

ვუიმე ძაალიანმააგარია ცოტააგრძელიი თავები გთხოვ <33333333

 


№2  offline წევრი Frigga

Guest liza
ვუიმე ძაალიანმააგარია ცოტააგრძელიი თავები გთხოვ <33333333

ედები... მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent